banner

Friday, 07 August
06 December 2016 | 18:04 Agriculture

გაზრდილი აქციზი საწვავზე, მსოფლიო ფასების დაცემა და ტექნოლოგიების ნაკლებობა - ქართველი მეხორბლეები სამმაგი წნეხის ქვეშ

გაზრდილი აქციზი საწვავზე, მსოფლიო ფასების დაცემა და ტექნოლოგიების ნაკლებობა - ქართველი მეხორბლეები სამმაგი წნეხის ქვეშ

საწვავზე აქციზის ზრდას ადგილობრივ წარმოებაზე „კატასტროფული“ გავლენა ექნება, - აცხადებენ ქართველი ფერმერები. 

როგორც დედოფლისწყაროელმა ფერმერმა, ბესიკ თოფჩიშვილმა eugeorgia.info-სთან საუბრისას განაცხადა, გასულ წელთან შედარებით 1 კგ ხორბლის ფასი 50 თეთრიდან 35 თეთრამდე დაეცა, ადგილობრივ წარმოებას კონკურენციას შედარებით იაფი რუსული ხორბალი უწევს.

“ძალიან დაბალი ფასია, რა ვქნათ, გაყიდვა ჭირს, ხშირ შემთხვევაში, თითქმის, თვითღირებულების ფასად  ვყიდით, არ უნდათ ქართული ხორბალი, რუსულაც ამჯობინებენ, ალბათ, ხარისხის გამო”, - აღნიშნა ფერმერმა. 

ბესიკ თოფჩიშვილი ვარაუდობს, რომ ვითარება გაისად გაცილებით გართულდება, როცა მთავრობის გადაწყვეტილებით, აქციზის ღირებულება დიზელის საწვავზე 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზრდება, შესაბამისად, საწვავიც გაძვირდება.

ფერმერის თქმით, 1 ჰა მიწის დამუშავება ხორბლის მოსაყვანად, დაახლოებით, 1000-1200 ლარი ჯდება, აქედან დიზელის წილად, დაახლოებით, 25% მოდის. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, 1 ლიტრი დიზელის ფასი, დაახლოებით, 25 თეთრით გაძვირდება, აქედან გამომდინარე, 1 ჰა-ზე დანახარჯი 40 ლარით გაიზრდება.

“არ ვიცი, ამ შემთხვევაში, რა მოგველის, შეიძლება, ხორბლის მოყვანას საერთოდ თავი დავანებო”, - განაცხადა ბესიკ თოფჩიშვილმა.

საწვავის გაძვირებას მემარცვლეობაზე კატასტროფული შედეგი ექნება, - მიიჩნევს ფერმერი სოსო ოქრუაშვილიც, რომელსაც გარდაბანში წლებია, ხორბალი და სიმინდი ასობით ჰა-ზე მოჰყავს.

“ლარის გაუფასურების გამო ისედაც უკვე გაიზარდა ფასები დიზელზე, გარდა ამისა, ყველა მომწოდებელი - სათესლე ნასალის, სასუქის, შხამ-ქიმიკატების -ფასებს დოლარში გვიფიქსირებს, იმპორტზე შემოაქვს, შესაბამისად, ისინიც გაძვირდება“, - აღნიშნა ოქრუაშვილმა. მას სხვა ფერმერებთან შედარებით, გაუმართლა და, “ბიუ ბიუს” სახით, სტაბილური მომხმარებელი ჰყავს. მეფრინველეობის ფაბრიკა ქართველ მწარმოებლებს გაცილებით მეტს უხდის, ვიდრე იმპორტირებული პროდუქცია დაუჯდებოდა:  1 კგ-ზე 41 თეთრს.

აღსანიშნავია, რომ ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე ბოლო ათი წლის განმავლობაში რეკორდულად შემცირდა: თუ გასულ წელს 1 ბუშელი 5 დოლარამდე ღირდა, ახლა 4 დოლარს ძლივს აღწევს (-20%), არადა, 2008 წელს 10 დოლარსაც კი აჭარბებდა.

მიზეზი მსოფლიოში მარცვლეულის გაზრდილი წარმოება და მაღალი მოსავალია. აშშ -ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგნოზით, 2017 წლის ივნისამდე, ანუ ახალ მოსავლამდე, მარცვლეულის მარაგები ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს - 250 მილიონ ტონას. გასაღების ბაზრების მოსაპოვებლად კონკურენცია დიდ მოთამაშეებს შორის უკიდურესად გამწვავდა: დიდი მოსავლის გამო ავსტრალიამ შეძლო შავი ზღვის მწარმოებლები– რუსეთი და უკრაინა - ინდონეზიის უმსხვილესი ბაზრიდან გამოეძევებინა, ხოლო ჩინეთმა, რომელსაც ათიოდე წლის სასურსათო უზრუნველყოფის პრობლემა აწუხებდა და ამ მიზნით აქტიური სუბსიდირება  დაიწყო, უკვე ჭარბწარმოების პრობლემა აქვს.  შესაბამისად, ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად ხორბლის შესყიდვას 2008 წლის ფიქსირებული ფასებით (1 ბუშელი- 9,5 დოლარი) ახორციელებს. მსგავსი ვითარებაა ირანშიც:  ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მარცვლეულის უმსხვილესი იმპორტიორი იყო, დღეს კი არათუ საკუთარ წარმოებას აკმაყოფილებს, არამედ, ექსპორტზე 300 ათასი ტონა ხორბლის გატანასაც გეგმავს. შარშანდელთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა ხორბლის მოსავალი რუსეთში და 75 მილიონ ტონას გადააჭარბა, დღეს რუსეთი  საქართველოს ერთადერთი მომწოდებელია.

თუმცა, საქსტატის მიხედვით, წელს, იანვარ-ოქტომბერში, ხორბლის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში 11%-ით შემცირდა და 365,6 ათასი ტონა შეადგინა, თუმცა, ღირებულებით გამოხატულებაში კლებამ 28% შეადგინა და 69 მილიონი დოლარით განისაზღვრა (ანუ, 1 ტონაზე, საშუალოდ, 188,7 დოლარი, შარშანდელი 233,7 დოლარის ნაცვლად).

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, წელს საქართველოშიც ხორბლის დიდი მოსავალი მოვიდა, დაახლოებით, 200 ათასი ტონა, რაც შარშანდელთან შედარებით 40%-ით მეტია (115 ათასი ტონა). როგორც მან eugeorgia.info-ს განუცხადა, ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი ქვეყანაში  5%-იდან 30%-მდე გაიზარდა. თუმცა, როგორც მინისტრი, ასევე ხორბლისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა აღნიშნავენ, რომ მარცვლეული უმეტესად დაბალხარისხიანი იყო, ამიტომ საფურაჟე დანიშნულებით იყიდება.

“ასოციაციის წევრები ჩავედით დედოფლისწყაროში, დავათვალიერეთ, მაგრამ ხარისხიანი პროდუქცია ძალიან მცირე რაოდენობით დაგვხვდა, წვიმებმა სულ გააფუჭეს, წისქვილი ასეთ ხორბალს ვერ მიიღებს, მხოლოდ  20-25 ათასი ტონა ხორბალი შეისყიდეს. კარგ ხორბალში 1 კილოგრამში 42 თეთრიც გადაიხადეს, თუმცა, ახლა, ძირითადად, საფურაჟეა დარჩენილი და მისი ფასიც, შესაბამისად, დაბალია”, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

თუ რატომ მოიკლო  ხორბლის იმპორტმა ადგილობრივი პროდუქციას რეალიზაციის შემცირების მიუხედავად, სილაგავამ მიზეზებად მარცვლეულის მცირე მარაგები და ფქვილის იმპორტის ზრდაც დაასახელა.

“წისქვილები მსოფლიო ტენდენციებს აკვირდებიან, აქვთ მოლოდინი, რომ მარცვლეული კიდევ უფრო გაიაფდება და ამიტომ მარაგების გაკეთებას არ ჩქარობენ. ამასთანავე, ქცეყანაში დიდი მოცულობით რუსული ფქვილი შემოდის, რომელიც დემპინგურ ფასად იყიდება. თავად რუსეთშივე აღიარებენ, ფქვილის ინდუსტრიის 40% ჩრდილოვან სექტორშია, არ იხდიან გადასახადებს, რაც მათ თვითღირებულებაზე აისახება და საფასო უპირატესობას აძლევთ”, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფქვილის იმპორტი საქართველოში 33%-ით გაიზარდა და 8 მილიონი დოლარი შეადგინა, მოცულობით გამოსახულებაში ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება, რადგან ხორბლის მსგავსად მისი ფასიც შემცირდა.

“1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი, რომელსაც პურის გამოსაცხობად იყენებენ, შარშან 45 ლარი ღირდა, ახლა კი - 35 ლარი ღირს. 20 დღის წინ 1 ტომარის ფასი 32 ლარიც კი იყო, ასეთი დაბალი ფასი 2006 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა”, - აღნიშნა ხორბლისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა.

ლევან სილაგავა მიიჩნევს, რომ დარგის რეაბილიტაციისთვის საჭიროა ანტიდემპინგური კანონის მიღება, აგრეთვე ფერმერებში თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის ამაღლება. ამ უკანასკნელის აუცილებლობას თავად სოფლის მეურნეობის მინისტრიც აღიარებს:

“სახელმწიფოსგან რაღაც  ტიპის დახმარებით, ჯიშთა გამოცდის, თუ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის წყალობით, ხორბლის წარმოება საქაართველოში გაიზარდა, თუმცა, ამით არ გაზრდილა სექტორის  კონკურენტუნარიანობა. მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქცია იაფდება და ასეთი ტენდენციის ფონზე ყველა ტიპის პრობლემა თავს იჩენს. ადრე ორიენტაცია მოცულობის გაზრდაზე იყო აღებული, საფურაჟე და სასურსათო ხორბლის ფასთა  სხვაობა 1 კგ-ზე მხოლოდ  2 თეთრი იყო, ახლა კი 10 თეთრს აღწევს, ანუ, 1 ტონაზე, 100-ლარს, რაც ძალიან პრინციპულია და ფერმერისთვის მოგების მარჟა შეიძლება გახდეს”, - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, სექტორში კომპლექსური პრობლემები და მათ გამოვლენაზე ანალიზი უწყებამ უკვე ჩაატარა.

“საჭიროა ფერმერსა და გადამამუშავებელს შორის მჭიდრო კომუნიკაცია, ფერმერმა უნდა აწარმოოს გადამამუშავებელის მოთხოვნის შესაბამისი პროდუქცია, ამავე დროს, სწორად უნდა მოხდეს მოსავლის დაბინავება, დახარისხება, შენახვა, უზრუნველყოფილი იყოს საჭირო ტექნიკით და ტექნოლოგიით.  მინიმუმამდე უნდა იყოს შემცირებული მოსავლის დანაკარგი, რომელიც, ჩვენი გათვლებით, საქართველოში, ზოგადად, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე  40%-ია. აწყობილი უნდა იყოს ღირებულების სრული ჯაჭვი”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, მთავრობა სოფლის მეურნეობაში სექტორულ განვითარებაზე  მუშაობს, შესაბამისად, უახლოეს მომავალში, მემარცვლეობის დარგში ახალი პროგრამები დაიწყება.  


ბელა ნოზაძე

Read
3383
Send mail

RELATED STORIES

ლევან დავითაშვილი: საგრანტო პროექტები საყოველთაო აღარ იქნება და სუსტი რგოლების გაძლიერებაზე  ფოკუსირდება

ლევან დავითაშვილი: საგრანტო პროექტები საყოველთაო აღარ იქნება და სუსტი რგოლების გაძლიერებაზე ფოკუსირდება

ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას დარგების მიხედვით გეგმავს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გასულ წელს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს განაცხადა. Eugeorgia.info ახალი აგრარული პოლიტიკის დეტალებ

10 January 2017 | 14:23 Agriculture Detailed
ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიებისა თუ ფინანსური მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასება შეფასების მექანიზმის გარეშე

ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიებისა თუ ფინანსური მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასება შეფასების მექანიზმის გარეშე

„სუბსიდირება“ „ფინანსური მხარდაჭერით“ უნდა ჩანაცვლდეს, - სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაჟღერებულმა იდეამ ასახვა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ოფიციალურ დოკუმენტშიც ჰპოვ

21 December 2016 | 12:46 Agriculture Detailed

BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

სერბეთი ყოველწლიურად, დაახლოებით, 170 მილიონი ევროს ღირებულების ჟოლოს ექსპორტს ახორციელებს, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე, ევროპაში კი - მეორე მწარმოებელია.

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner