banner

Tuesday, 19 March
17 February 2017 | 18:31 Agriculture

170 მილიონი ევრო ჟოლოს წარმოებიდან - როგორ გახდა სერბეთი მოწინავე ექსპორტიორი

170 მილიონი ევრო ჟოლოს წარმოებიდან - როგორ გახდა სერბეთი მოწინავე ექსპორტიორი

ეთერი სახოკია


სერბეთი ყოველწლიურად, დაახლოებით, 170 მილიონი ევროს ღირებულების ჟოლოს ექსპორტს ახორციელებს, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე, ევროპაში კი - მეორე მწარმოებელია. რა პოტენციალი აქვს კენკრის წარმოებას ზოგადად, რა გზა გაიარა განვითარებადმა ქვეყანამ საერთაშორისო ბაზრებზე თავის დასამკვიდრებლად და რა სიძნელეების წინაშე დგას, აღნიშნული საკითხით eugeorgia.info დაინტერესდა.

 

კენკრა - ძვირადღირებული და მოთხოვნადი პროდუქტი ევროპაში

 

ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროპაში კენკრაზე მოთხოვნა ორჯერ გაიზარდა და მასზე დახარჯულმა თანხამ, თითქმის, 1,3 მილიარდი ევრო შეადგინა. დღის წესრიგში დადგა პროდუქტის იმპორტირების აუცილებლობაც, მიუხედავად იმისა, რომ კენკრის ძირითად მწარმოებლებად ევროპის ქვეყნები ითვლება.





წყარო: http://www.fao.org/faostat/en/#data





 

წყარო: http://www.eurofresh-distribution.com/news/record-sales-european-berry-market


ევროკავშირის ჰარმონიზებული სისტემის (HS) მიხედვით, კენკრის სახეობებს კომბინირებული ნომენკლატურის მიხედვით მინიჭებული აქვს კონკრეტული კოდები. აღნიშნული ნომენკალტურის მიხედვით კენკრის სახეობებად შეიძლება ჩაითვალოს :

  • ჟოლო
  • მარწყვი
  • მაყვალი
  • მოცხარი
  • და სხვ.

(შენიშვნა: შეგიძლიათ აგრეთვე იხილოთსაქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისი ბრძანება N241 „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე).

 

ფასები და ფასწარმოქმნის პროცესი

წლის განმავლობაში კენკრის ფასი ევროპაში განსხვავებულია, ზამთარში, განსაკუთრებით, შობის დღესასწაულის პერიოდში, მისი ფასი მაქსიმუმს აღწევს, ხოლო ზაფხულში, როცა ევროპაში კენკრის მოსავალი მოდის, ფასი დაბალია.

როგორც წესი, კენკრის საბოლოო ღირებულება (სამომხმარებლო ფასი) დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მის ჯიშზე, შეფუთვის ხარისხზე, ზომაზე, წარმოშობის ადგილზე (ადგილობრივია თუ იმპორტირებული) და, რაც მთავარია, არის თუ არა პროდუქტი ორგანული. ფასი ქვეყანების მიხედვით, განსხვავებულია. მაგალითისთვის, ჰოლანდიური კვლევითი ინსტიტუტის, CBI-ის ინფორმაციით,  მოცვის სარეალიზაციო ფასი 2015 წელს სუპერმარკეტებში იყო 13-20 ევრო/კგ, მაშინ როდესაც უფრო მცირე შეფუთვის მოცვი (90-120გ) ზოგჯერ უფრო მაღალ ფასადაც იყიდებოდა.

ადგილობრივი წარმოების მაყვალი 50%-ით იაფია.

იმპორტირებული ჟოლოს სარეალიზაციო ფასი 2015 წელს იყო 18-23 ევრო/კგ. ადგილობრივად წარმოებულის- 12 ევრო/კგ, ხოლო ორგანულის - 28 ევრო/კგ.

მოცვის საბოლოო ფასი 2015 წელს იყო 10-20 ევროდ/კგ.

კენკრის საბოლოო (სამომხმარებლო) ფასის ფორმირება შესაძლოა დავყოთ შემდეგ ნაწილებად:





წყარო: https://www.cbi.eu/market-information/fresh-fruit-vegetables/berries/europe/

ქვემოთ გთავაზობთ კენკრის ორი სახეობის, ჟოლოს და მარწყვის მწარმოებლის ფასებს ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით.

შენიშვნა: მწარმოებლის ფასი არის წარმოებული პროდუქტის ფასი, მწარმოებელი საწარმოს კართან და არ შეიცავს გადასახადებს, ტრანსპორტირების ხარჯებს და ყველა იმ დანახარჯებს რომელიც შესაძლოეა წარმოიქმნას ზემოთ მოცემულ გრაფიკული გამოსახულების ბოლო 3 ნაწილში (რგოლში).

 

ჟოლოს მწარმოებლების ფასი ევროპის ქვეყნებში:


 

წყარო: http://www.fao.org/faostat/en/#data

 

მარწყვის მწარმოებლების ფასი ევროპის ქვეყნებში:

 

წყარო: http://www.fao.org/faostat/en/#data

 

სერბეთი -ჟოლოს მეორე ექსპორტიორი ევროპაში

 

 ევროპის განვითარებად ქვეყნებს შორის სერბეთი წარმოადგენს კენკრის (კონკრეტულად კი, ჟოლოს) ყველაზე მსხვილ ექსპორტიორს,  საინტერესო იქნება განვიხილოთ ის ღონისძიებები, რომლებიც სერბეთის მთავრობამ გაატარა ევროკავშირში ჟოლოს უმსხვილესი იმპორტიორის სტატუსის მისაღებად.

სერბეთი 2009 წლიდანარისევროკავშირისინტეგრაციისპროცესისმონაწილე, ამპერიოდიდანმოყოლებულისერბეთისმთავრობააქტიურადმუშაობსარსებულიკანონმდებლობისადარეგულაციებისევროკავშირისკანონმდებლობასთანდასაახლოებლად.

სერბეთის მთავრობა ორიენტირებულია როგორც ორგანული, ასევე არაორგანული კენკრის წარმოების გასავითარებლად. რიგ შემთხვევაში, სუბსიდირების ფორმები და მოცულობები ორგანული და არაორგანული პროდუქტების მწარმოებლებისთვის განსხვავებულია. ორგანული ჟოლოს წარმოების შემთხვევაში ეს გამოიხატება დამატებითი საკრედიტო შეღავათებით და მეტი ფინანსური დახმარებით. საერთო ჯამში, 2013 წლიდან სერბეთში სახელმწიფო სუბსიდიების მოცულობა ორგანული ჟოლოს მწარმოებლებისთვის არაორგანულთან შედარებით 40%-ით გაიზარდა.

 

სამართლებრივი რეგულაციები:

 

კანონები სოფლისმეურნეობისგანვითარებისშესახებ  (2009 წელი),  პროდუქტისუსაფრთხოებისშესახებ (2009 წელი), მცენარეთაჯანმრთელობისშესახებ (2009),ორგანულიპროდუქტებისშესახებ (2010);  კოოპერატივებისშესახებ (2010), სავაჭრონიშნებისშესახებ (2009),უცხოურიინვესტიციებისშესახებ (2002 წელი), თავისუფალიინდუსტრიულიზონებისშესახებ (2006), საგარეოვაჭრობისშესახებ(2009-2011), საბაჟოტარიფებისშესახებ (2005-2012), გენეტიკურადმოდიფიცირებულიორგანიზმებისშესახებ (GMO) (2009), საკონსულტაციომომსახურებისშესახებ (2009),გეოგრაფიულიწარმოშობისაღნიშვნისშესახებ (2010); საავტოროუფლებებისშესახებ (2009), პრივატიზაციისშესახებ (2008) და სხვ.

 

რეფორმირების პროცესში ჩართული პირები:

1. სამინისტროები: სოფლის მეურნეობის, ტყისა და წყლის სამინისტრო, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო,  ვაჭრობის, ტელეკომუნიკაციების და ტურიზმის სამინისტრო

2. სხვა ორგანიზაციები: სერბეთის ინვესტიციებისა და ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო (დაარსდა 2001 წელს), ინვესტიციების ხელშეწყობისა და ბიზნესის მხარდაჭერის სააგენტო ცენტრალურ სერბეთში, რეგიონალური განვითარების ეროვნული საბჭო, რეგიონალური განვითარების სააგენტო, ბიზნეს რეგისტრაციის სააგენტო და ა.შ

3. კვლევითი ინსტიტუტები: მცენარეული კულტურების კვლევითი ინსტიტუტი, ხილის კვლევითი ინსტიტუტი, და ა.შ.

არსებული მდგომარეობა:

სერბეთში ჟოლოს წარმოება ოჯახურ ბიზნესად ითვლება. სერბული ჟოლოს ფერმები, ძირითადად, პატარაა მოცულობისაა, დაახლოებით, 0,5-დან 1 ჰექტარამდე, თუმცა, შედარებით მცირე რაოდენობით არის 1-5 ჰექტარამდე და 5 ჰექტარის ზემოთ. მოსავლის აღების პერიოდი იწყება ივნისში და მთავრდება ივლისში, რის შემდეგ ფერმერები თავიან პროდუქტს ჰყიდიან შუამავლებზე, რომლებიც ახორციელებენ  პროდუქტის გადამუშავებას (დახარისხებას, გაყინვას, შეფუთვას).  სერბეთში,  დააახლოებით, 200-250 სამაცივრე მეურნეობაა (გაყინვის რეჟიმი - 18C), რომელთა ტევადობა 100 - დან  5 000 ტონამდეა.

სერბეთში ჟოლოს წარმოება ხორციელდება, დაახლოებით, 11 ათას ჰექტარზე, ამ პროცესში ჩართულია დაახლოებით 45 347 მეწარმე, სადაც საოჯახო მეურნეობები ჭარბობს (SORS, 2012).

სერბეთშიჟოლოსსაერთოწარმოების 90%-ზემეტიექსპორტზეგადის. თავისმხრივ,ექსპორტირებულიჟოლოს 94% გადისევროკავშირისქვეყნებში, ხოლოდარჩენილი 6 % -  აშშ-ში, შვეიცარიაში, რუსეთსადაიაპონიაში. სერბეთის ადგილობრივბაზარზე,ძირითადად,ხდებაახალი (fresh) ჟოლოსრეალიზება, ხოლოქვეყნისფარგლებსგარეთგადისგაყინულიჟოლო.

სერბეთი ერთ-ერთი მსხვილი ჟოლოს ექსპორტიორია არა მარტო ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში.


წყარო: http://www.octofrost.com/news-room/how-does-the-fresh-and-frozen-raspberry-market-look-like

საერთაშორისო სავაჭრო ადმინისტრაციის (ITA) მონაცემებით 2015 წელს სერბეთმა ჟოლოს რეალიზაციის შედეგად მიიღო 173 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი

 

 

სახელმწიფო პროგრამები, სუბსიდიები:

ა) სოფლისმეურნეობისგასავითარებლადდასაერთაშორისოაღიარებისმოსაპოვებლადსერბეთისმთავრობამ დააფინანსამეწარმე/საწარმოებისთვისსაერთაშორისოსერტიფიკატებისმიღებისხარჯები, ისეთებიროგორიცაა ISO 22000, FSSC 22000, BRC, IFS, GOST-R და GLOBAL G.A.P. აღნიშნული ხარჯების ფინანსირება მოხდა პერიოდულად, ხან - სრულად, ხან - ნაწილობრივ. მიზანსწარმოადგენდამეწარმეებისწახალისება,  წარმოებულიორგანულიპროდუქტისხარისხის  გასაუმჯობესებლად, რათაევროკავშირის ბაზარზე გასასვლელადსერბულკენკრასპრობლემებიარჰქონოდა.

ბ) სერბეთში შეიქმნა განვითარებისსააგენტო, რომლის მთავარი მიზანიაბიზნესისგანვითარების ხელშეწყობა. ორგანიზაციაახორციელებსკვლევებსდაუზრუნველყოფსსაჭირორესურსებს,რათაუცხოელმაინვესტორებმაშეძლონ  წარმატებულისაინვესტიციოპროექტებისგანხორციელებასრულყოფილიინფორმაციისფონზე.

სააგენტოახორციელებსშემდეგსაქმიანობებს:

1) სერბეთშიბიზნესგარემოსშესწავლადაანალიზი;

2) ინფორმაციისდამუშავებადახელმისაწვდომობა,რომელიცდაეხმარებაუცხოელინვესტორებს,უფრომარტივადშეძლონსერბეთშიეკონომიკურისაქმიანობისგანხორციელება;

3)დახმარების გაწევაკომპანიებსადაინვესტორებისთვისნებართვებისადალიცენზიებისმოსაპოვებლად, აგრეთვე სერბიექსპორტიორებისთვისსაერთაშორისობაზარზეგასასვლელად დამათიკონკურენტუნარიანობისგაზრდისხელშეწყობა;

4) კონსულტაციებისერბეთისმთავრობასთან, იმშემთხვევაში,თუკიშეიქმნებასაჭიროებასამართლებრივიცვლილებებისგასახორციელებლად ექსპორტისა და ინვესტირების საკითხებთან დაკავშირებით.

 

ორგანიზაციაასევეაწყობსბიზნესვიზიტებსსხვადასხვაქვეყნებში, თანამშრომლობსსხვადასხვაქყვენისორგანოებთან.  აღნიშნულივიზიტებისმიზანია არამარტოგაყიდვებისდამოგებისგაზრდამეწარმეებისთვის, არამედადგილობრივიექსპორტიორებისტრენინგი, რათამეწარმე/საწარმოებსმიეცეთ შესაძლებლობა,გაეცნონახალტექნოლოგიებს, ახალპროდუქტებს, ტენდენციებს. ამასთანავე,იმკონკრეტულქვეყანაშისადაცტარდებატრენინგი,ბიზნესმენებიიღებენსაჭიროინფორმაციასადგილობრივიბაზრებისშესახებ. სერბეთისგანვითარებისსააგენტოუცხოელიმომხარებელებისადგილობრივკომპანიებშივიზიტების ორგანიზებასაც ახორციელებს.

გ) სოფლისმეურნეობისსამინისტროაქტიურად მუშაობს აგრეთვეჯანსაღიპროდუქტისპოპულარიზაციაზე. 2008 წელსდაიწყოსარეკლამოაქცია “იფიქრედროულად”, რომლისფარგლებშისერბეთისმთავრობაშეეცადა,აემაღლებინამომხმარებელთადა  მწარმოებელთაცნობიერებადოკუმენტურადდადასტურებულიხარისხიანიპროდუქტისწარმოების აუცილებლობაში.

დ) სოფლის მეურნეობის სამინისტრო საირიგაციო სისტემის განვითარებაზე მუშაობს,  რაც ხელს შეუწყობს კენკრის მოსავლის ზრდას და დანაკარგების შემცირებას.

 

მიუხედავად განხორციელებული ღონისძიებებისა, ადგილობრივ ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ სერბეთს ჟოლოს წარმოების პოტენციალი სრულად ათვისებული არ აქვს და თუ მთავრობა არსებული პრობლემების აღმოფხვრას შეძლებს, სერბეთი რამდენიმე წელიწადში მთელს ევროპაში ერთ-ერთი პირველი ექსპორტიორი გახდება.

 

ხელისშემშლელი ფაქტორები:

 

  1. გამომდინარე იქიდან, რომ უშუალოდ კენკრის მწარმოებლები (კოოპერატივები) არ ახორციელებენ პროდუქტის გაყინვას, შეფუთვას და შემდგომ რეალიზაციას, ჟოლოს წარმოება და ექსპორტი სრულყოფილად ვერ ვითარდება;
  2. ჟოლოს წარმოება ხორციელდება ფრაგმენტულად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჟოლოს მწარმოებლები არიან საოჯახო მეურნეობები, რომელთა მიწის ნაკვეთის საშუალო სიდიდე 0,24 ჰექტარია (SORS, 2012).
  3. 2012-2014 წლებში ჟოლოს წარმოება შემცირდა, მიზეზად კი ამ პერიოდში მომხდარი წყალდიდობები სახელდება.
  4. სერბ ჟოლოს მწარმოებლებს მოსავლის დაზღვევის არახელსაყრელი პირობები აქვთ;
  5. ჟოლოს წარმოების, გადამუშავების და რეალიზაციის პროცესში შეინიშნება ტექნიკის, ტექნოლოგიების ნაკლებობა: როგორც წესი, ევროკავშირის ბაზარი ითხოვს პროდუქტის კონკრეტული ზომებით და სტილით დაფასოებას, ასევე სათანადო ეტიკეტირებას, სერბული კომპანიები კი, რიგ შემთხვევებში, ვერ აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს;
  6. ინოვაციების ნაკლებობა: მოსავლის მოყვანის პროცესში არ ხდება ტექნიკის გაუმჯობესება, მოდერნიზაცია. სერბეთში ჟოლოს მოყვანა წლების განმავლობაში  ერთი და იმავე ტექნოლოგიებით ხორციელდება. ამ მიმართულებით რაიმე სახის ცვლილება, ან მხარდამჭერი  პროგრამა არ განხორციელებულა;
  7. არ არის საკმარისი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან სექტორის გასავითარებლად. მაგა­­ლითისთვის, აგროსესხები ძვირია და  საფინანსო ბაზრები სათანადოდ განვითარებული არ არის.

 

აღნიშნული უარყოფითი ფაქტორების მიუხედავად, სხვა განვითარებად სახელმწიფოებს შორის სერბეთი კენკრის (ჟოლოს) ექსპორტში ერთ-ერთი მოწინავე ევროპული ქვეყანაა. საქართველოს აქვს პოტენციალი მსგავს წარმატებას მიაღწიოს, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით, თუმცა, როგორც სერბეთს მრავალწლიანი დაუღალავი შრომა სჭირდება.

„ვიფიქროთ დროულად“.

 

წყაროები:

  1. www.cbi.eu
  2. http://www.fao.org/faostat/en/#data
  3. http://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php/Main_Page
  4. Serbia, Draft National Report – SUFISA, 2016
  5. Organic Agriculture in Serbia 2012 – At a Glance. 2012
  6. Global and Local Raspberry Supply Chains National-level Reports of Serbia – Glamur, 2015
  7. Value Chain Analysis For Southern Serbia – Centre For The Development Of Jablanica And Pcinja Districts - 2012

Read
24425
Send mail

RELATED STORIES


BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner