banner

Friday, 19 April
SORT BY:

All Categories:

ფრაგმენტი იმ პრობლემებისა, რომელთა წინაშეც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები აღმოჩნდნენ.

ფრაგმენტი იმ პრობლემებისა, რომელთა წინაშეც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები აღმოჩნდნენ.

ქალაქ თბილისის მერიის მიერ სამშენებლო ნებართვის გაცემის გაჭიანურებული პროცესი და კომუნალურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები საფრთხეს უქმნის "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ეფექტიან განხორციელებას.

27 February 2017 | 19:58 Detailed
ფრაგმენტი იმ პრობლემებისა, რომელთა წინაშეც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები აღმოჩნდნენ.

ფრაგმენტი იმ პრობლემებისა, რომელთა წინაშეც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები აღმოჩნდნენ.

ქალაქ თბილისის მერიის მიერ სამშენებლო ნებართვის გაჭიანურებული პროცესი და კომუნალურ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემები საფრთხეს უქმნის "აწარმოე საქართველოში" პროგრამის ეფექტიან განხორციელებას.

27 February 2017 | 19:35 Detailed
РЕЗУЛЬТАТ ДАВЛЕНИЯ ЗАПАДА – РОССИЯ СОКРАЩАЕТ ВОЕННЫЕ РАСХОДЫ НА 23,7% И ТЕРЯЕТ ПОЗИЦИИ В ГЛОБАЛЬНЫХ РЕЙТИНГАХ

РЕЗУЛЬТАТ ДАВЛЕНИЯ ЗАПАДА – РОССИЯ СОКРАЩАЕТ ВОЕННЫЕ РАСХОДЫ НА 23,7% И ТЕРЯЕТ ПОЗИЦИИ В ГЛОБАЛЬНЫХ РЕЙТИНГАХ

Из-за мирового экономического кризиса, западных санкций, падения цен на нефть и других факторов, Российское государство резко сокращает расходы. Впервые после 1990 гг. политика урезания коснулась расходов национальной обороны.

27 February 2017 | 02:57 ანტიპროპაგანდა Detailed
КАК ЕВРОСОЮЗ СОПРОТИВЛЯЕТСЯ РУССКОЙ ПРОПАГАНДЕ?

КАК ЕВРОСОЮЗ СОПРОТИВЛЯЕТСЯ РУССКОЙ ПРОПАГАНДЕ?

Прорусская пропагандистская кампания – это хорошо организованная стратегия, в рамках которой, с помощью как можно большего количества медиа-ресурсов, с максимальной частотой на разных языках распространяется информация, содержащая дезинформацию.

27 February 2017 | 02:39 ანტიპროპაგანდა Detailed
В ГРУЗИИ КЛАСС ПРОФЕССИОНАЛЬНЫХ ПЧЕЛОВОДОВ РАЗВИВАЕТСЯ, НЕСМОТРЯ НА ПРОБЛЕМЫ

В ГРУЗИИ КЛАСС ПРОФЕССИОНАЛЬНЫХ ПЧЕЛОВОДОВ РАЗВИВАЕТСЯ, НЕСМОТРЯ НА ПРОБЛЕМЫ

Несмотря на уникальные качества грузинской пчелы, урожайность меда в Грузии низкая, одной из причин которой называются загрязнение окружающей среды и скудная пищевая база.

27 February 2017 | 02:19 Agriculture Detailed
დასავლეთის ემბარგო ტექნოლოგიების მიწოდებაზე რუსეთის არმიის გადაიარაღებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის

დასავლეთის ემბარგო ტექნოლოგიების მიწოდებაზე რუსეთის არმიის გადაიარაღებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის

2020 წლამდე რუსეთს უნდა ეწარმოებინა 600 ახალი თვითმფრინავი და 1 100 სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენი. თუმცა 2016-2018 წლებისთვის, თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 30 ერთეული SU-30SM მოიერიშე თვითმფრინავის და 30 ერთეული Yak-130 საბრძოლო-სასწავლო თვითმფრინავების მიწ

23 February 2017 | 18:38 ანტიპროპაგანდა Detailed
საქართველოში პროფესიონალ მეფუტკრეთა კლასი  პრობლემების მიუხედავად მაინც ვითარდება

საქართველოში პროფესიონალ მეფუტკრეთა კლასი პრობლემების მიუხედავად მაინც ვითარდება

ამჟამად ქართველი მეფუტკრეები ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე არიან ორიენტირებული, თუმცა სამომავლოდ მაღლხარისხიანი პროდუქტით სხვადასხვა ქვეყნებშიც უნდათ თავის დამკვიდრება. ქვემოთ მოყვანილი შპს "თაფლიკაცის" მაგალითი ცხადყოფს, რომ მხოლოდ ბიზნესი ყოველთვის ვერ შ

21 February 2017 | 14:19 Agriculture Detailed
КАК ВЫПОЛНЯЕТСЯ ДОГОВОР ОБ АССОЦИИРОВАНИИ В РАЗЛИЧНЫХ СФЕРАХ

КАК ВЫПОЛНЯЕТСЯ ДОГОВОР ОБ АССОЦИИРОВАНИИ В РАЗЛИЧНЫХ СФЕРАХ

В июне 2014 года было подписано Соглашение об ассоциировании Евросоюза с Грузией. Подписание договора означает для страны признание верховенства закона, гарантии защиты прав человека и взятие на себя обязательств по выполнению принципов рыночной экономики

20 February 2017 | 19:16 Legislation Detailed
დასავლეთის ზეწოლის შედეგი - რუსეთი სახელმწიფო ხარჯებს ამცირებს და გლობალურ რეიტინგებში პოზიციებს კარგავს

დასავლეთის ზეწოლის შედეგი - რუსეთი სახელმწიფო ხარჯებს ამცირებს და გლობალურ რეიტინგებში პოზიციებს კარგავს

პირველად, 1990-იანი წლების შემდეგ, შეკვეცის პოლიტიკა ეროვნული თავდაცვის ხარჯებსაც შეეხო.

20 February 2017 | 17:24 ანტიპროპაგანდა Detailed
ჯვარცმული ბავშვი, დამწვარი დროშები, - როგორ მუშობდა კრემლის პროპაგანდა ჰოლანდიაში„ცრუ სიახლეები, ცრუ უკრაინელები - როგორ მოახდინა გავლენა რუსების ჯგუფმა   ნიდერლანდების არჩევნებში“, - ასეთი სათაურით აქვეყნებს გავლენიანი გაზეთი „ნიუ იორკ თაიმსი“ სტატიას, სადაც დაწვრილებით აღწერილია კრემლის მეთოდები უცხო ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ჰარი ვან ბომელს,  ჰოლანდიის პარლამენტის მემარცხენე დეპუტატს ჰყავს მოკავშირეები, რომლებსაც შეუძლიათ დაარწმუნონ ამომრჩევლები, უარი თქვან უკრაინასთან სავაჭრო ხელშეკრულებაზე - ეს ემიგრანტებისგან შემდგარი ე. წ. „უკრაინული გუნდია“, რომელიც რუსეთთან კავშირს მიესალმება.  ისინი ესწრებიან საზოგადოებრივ შეხვედრებს,  ჩნდებიან ტელევიზიებში, იყენებენ სოციალურ მედიას, უკრაინის პროდასავლურ მთავრობას სისხლისმსმელ კლეპტოკრატიად (ქურდებად) მოიხსენიებენ, რომელიც ჰოლანდიური დახმარების ღირსი არ არის, - წერს ჟურნალისტი ენდრიუ ჰიგინსი.  როგორც ავტორი წერს, ამ დაჯგუფებას ჰოლანდიის მოსახლეობა განზრახ შეჰყავს შეცდომაში, რადგან ე.წ. „უკრაინული გუნდის“ წევრები სინამდვილეში რუსეთიდან, ან რუსულად მოსაუბრე რეგიონებიდან არიან და თუთიყუშებივით იმეორებენ კრემლის რიტორიკას. მათმა „მოღვაწეობამ“ განაპირობა გასული წლის აპრილში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებიც, როდესაც დაბალი აქტივობის ფონზე ჰოლანდიელმა ამომრჩევლმა უარი თქვა ევროკავშირსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. შედეგმა მოსკოვი გაახარა, პრორუსული პოპულისტები ევროპაში წაახალისა, პოლიტიკური ელიტები კი გაოგნებული დატოვა. „გაურკვეველია, უკრაინულ გუნდს რუსეთი მართავს, თუ საკუთარი სიმპათიებით  მოქმედებს. მისტერ ვან ბომელმა განაცხადა, რომ მათი პირადობა არასდროს შეუმოწმებია. თუმცა, ევროპული პოლიტიკური ელიტები, რომლებიც ჯერ ბრიტანეთის რეფერენდუმმა ევროკავშირის დატოვებაზე, შემდეგ კი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებმა შეაზანზარა, ნერვიულობენ, რას უნდა მოასწავებდეს  მომავალში ნიდერლანდებში ჩატარებული რეფერენდუმი“, - წერს გაზეთი.  წელს საფრანგეთში, გერმანიაში და, სავარაუდოდ, იტალიაშიც არჩევნები იგეგმება, ევროპელ მაღალჩინოსნებს აშფოთებთ შესაძლებლობა, რომ რუსები ამ პროცესებში  აქტიურად ჩაერევიან, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ  აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის მონაწილეობის შესახებ განაცხადა.  ნორვეგიამ ახლახანს განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა სამინისტროებსა და პოლიტიკურ პარტიებს შეუტიეს, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მოსკოვი  „დეზინფორმაციულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა, იმავე პრობლემაზე საუბრობენ გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის სახელისუფლებო პირებიც.  ნიდერლანდებში ეროვნული არჩევნები 15 მარტს არის დანიშნული, ადგილობრივმა უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ უცხო ქვეყნებმა, კონკრეტულად კი რუსეთმა, ბოლო თვეების განმავლობაში რამოდენიმე ასეულჯერ სცადა სამთავრობო უწყებებისა და ბიზნესების კომპიუტერებში შეღწევა; ჰოლანდიურმა გაზეთმა Volkskrant- მა გასულ კვირას გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ორმა რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა, რომლებიც ნიდერლანდებზე მუშაობენ,  ელექტრონული წერილები ეროვნულ- დემოკრატიული კომიტეტიდან მოიპარა.  ჰოლანდიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მარტის არჩევნებზე ხმებს ხელით დაითვლიან და საარჩევნო პროცესებიდან კომპიუტერებს მთლიანად ამოიღებენ, რათა თავიდან აიცილონ უცხო, არაიდენტიფიცირებული სახელმწიფო მოთამაშეებისგან ჰაკერული თავდასხმა.   „ხელისუფლება ძალიან შეშფოთებულია, რადგან არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობის საკმარისზე მეტი საფუძველი აქვს. თუმცა, რეალური რისკი მოდის პოპულისტებიდან, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ, რუსეთის გეგმების მიხედვით მოქმედებენ. მათ იციან, რომ რისი დანგრევაც სურთ, ევროპის სტატუს-კვოს დააზიანებს. რეალურად, რუსეთს შეუძლია გულხელდაკრეფილი იჯდეს და დაელოდოს პოპულისტებს, მისი საქმე გააკეთონ“, - აცხადებს ჰააგის სტარტეგიული კვლევების ცენტრის მკვლევარი, სიჟბრენ დე იონგი. „კონკრეტული მტკიცებულება, რომ ინდივიდების ნაცვლად უცხო ქვეყნების არჩევნებში რუსეთის მთავრობა ერევა, არ არსებობს, -წერს გაზეთი, - ბევრს შეიძლება ეჭვიც დაებადოს, რატომ უნდა შეიწუხოს მოსკოვმა ისეთ ქვეყანაზე თავი, რომელსაც აშშ-სა და გერმანიაზე ნაკლები გეოპოლიტიკური წონა აქვს. თუმცა, იონგის თქმით, შარშანდელმა რეფერენდუმმა აჩვენა, რომ მცირე მცდელობას გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოაქვს შედეგი და მას შეუძლია ევროკავშირი „შიგნიდან დაანგრიოს“.  სტატიის ავტორის თქმით, ნიდერლანდები რუსეთისთვის მძიმე ველია. გასულ წელს ჰოლანდიის დაზვერვის სააგენტომ განაცხადა, რომ რუსეთს კავშირი აქვს 2014 წელს უკრაინაში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებასთან. აღნიშნულ ტერიტორიას რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო ძალები აკონტროლებენ. თვითმფრინავი ამსტერდამიდან მიფრინავდა, ბორტზე მყოფი 298 ადამიანი ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა, აქედან 200-მდე ჰოლანდიური წარმოშობის მგზავრი იყო.  „ეს დასკვნა მოსკოვისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით ნამდვილი კატასტროფა იყო. რუსმა ჰაკერებმა ჰოლანდიური სააგენტოს კომპიუტერებს შეუტიეს, ხოლო რუსეთის მხარდამჭერებმა ნიდერლანდებში, მათ შორის, ვან ბომელის უკრაინულმა გუნდმა დაიწყო ბოინგის ჩამოვარდნის მიზეზების ალტერნატიული თეორიების გავრცელება“, - აღნიშნულია გაზეთში.  თვით გეერტ ვილდერსმა, რომელიც ქვეყნის ანტიევროპული, ანტისაიმიგრაციო  პოლიტიკის მთავარი მხარდამჭერია, მოსკოვისგან დისტანცირება გადაწყვიტა. საფრანგეთისა და იტალიის პოპულისტი ლიდერებისგან განსხვავებით, გეერტ ვილდერსი, რომელსაც საარჩევნო გამოკითხვებში ლიდერის პოზიცია უკავია, რუსეთის მოკავშირე არ არის. თუმცა, მისი ევროსკეპტიკური პლატფორმა გადასარევად ეწყობა კრემლის გეგმებს ევროკავშირის დასუსტებასა და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ერთიანობის გახლეჩაზე.  ნიდერლანდების საერთაშორისო ინსტიტუტის მკვლევარი, სიკო ვან დერ მეერი აცხადებს, რომ რუსეთს დასავლეთი თავის მოწინააღმდეგედ მიაჩნია და აქვს გამოკვეთილი ინტერესი, არჩევნებში პოპულისტებმა გაიმარჯვონ. სულ ერთია, პერსონალურად როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ რუსეთის მიმართ, მთავარია, რომ სურთ ევროკავშირის, ან ნატოს დაშლა.  „რუსებს სჯერათ, რომ მტრების დასუსტება მათ გააძლიერებთ“, - განაცხადა სიკო ვან დერ მეერმა. ჰოლანდიის სპეცსამსახურის, AIVD-ის, ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლების დაფინანსებულ ჩარევათა მასშტაბების განსაზღვრა ურთულესია. მოსკოვის მიერ  საზოგადოებრივი აზრის შექმნის მცდელობები გადახლართულია დიპლომატიასა დაზვერვაში.  AIVD-ის კვლევაში აღნიშნულია, რომ „რუსეთის აღქმასა და პოლიტიკაზე გავლენის გავრცელების გლობალურ კამპანიაში“ ნიდერლანდები სამიზნედ ამოიღეს. ამისთვის  მოსკოვი „წლების განმავლობაში აშენებული კონტაქტების ქსელსაც“ იყენებს.  ამის მაგალითია ვლადიმირ კორნილოვი, რუსეთში დაბადებული ისტორიკოსი და პოლიტიკური ანალიტიკოსი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში გაიზარდა, ამჟამად კი ჰააგაში ცხოვრობს. მან დააფუძნა ერთკაციანი კვლევითი ორგანიზაცია  - „ევრაზიული კვლევების ცენტრი“. ელექტრონული წერილებით, რომლებიც პროუკრაინულმა ჰაკერულმა ჯგუფმა გატეხა, ვლინდება, რომ კორნილოვი კიევში მუშაობის დროს მოსკოველ პოლიტიკოსებს ინფორმაციებსა და რჩევებს სთავაზობდა.   ჰოლანდიის რეფერენდუმის ჩატარებამდე კორნილოვი გამოდიოდა უკრაინის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგ; საკუთარ თავს წარმოაჩენდა  „ჰააგაში მცხოვრებ უკრაინელ ემიგრანტად“, რომელიც რუსეთის შესახებ დაუსრულებელი ტყუილებითა და პროპაგანდით იყო შეწუხებული და თავს ვალდებულად თვლიდა, პასუხი გაეცა. „რეფერენდუმის შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ ეს მარტო ჰოლანდიური პრობლემა იყო, თუმცა, ახლა ვხედავთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ევროკავშირში  უზარმაზარი კრიზისია“, - განაცხადა კორნილოვმა ინტერვიუში, სადაც უარყო  თავისი ფინანსური და სხვა ყოველგვარი კავშირი რუსეთთან.  თუმცა, ის მარტო არ მოქმედებდა; ეკონტაქტებოდა როგორც ვან ბომელს, ასევე ტიერი ბოდეს, რომელიც კონსერვატიულ კვლევით ჯგუფს ხელმძღვანელობს. ბოდემ  თავისი „ფორუმი დემოკრატიისთვის“ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნა. პარტა  მთელ რიგ საკითხებში რუსეთის მხარეს იჭერს და აპირებს მარტის არჩევნებში მონაწილეობას ევროკავშირისადმი მტრულად განწყობილი პლატფორმით.  წინასარეფერუნდუმო კამპანიისას ბოდემ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რომ „უკრაინა ერი არ არის“ და გააზიარა ყალბი ინფორმაცია, თითქოს, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ჯვარს აცვეს 3 წლის რუსულენოვანი ბიჭი აღმოსავლეთ უკრაინაში. ჯვარცმის ისტორია რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადმა მთავარმა ტელეარხმა გამოიგონა, რომელმაც ინტერვიუ აიღო ამ მოვლენის მოწმისგან, შემდეგში ე.წ. „მოწმე“ იდენტიფიცირებული იყო, როგორც რუსი მსახიობი.  აღნიშნული ისტორია სოციალურ მედიაში ტრიალდებდა, ამასთანავე, youtube-ზე აიტვირთა ყალბი ვიდეო, თუ როგორ დაწვეს აზოვის ბატალიონის წევრებმა (უკრაინელი სამხედროების ჯგუფმა) ჰოლანდიური დროშა და იმუქრებოდნენ  ტერორისტული თავდასხმით, თუ ნიდერლანდელი ამომრჩევლები უკრაინას მხარს  არ დაუჭერდნენ.  ბრიტანეთში დაფუძნებული საგამოძიებო ვებგვერდი აზიარებს სანკტ-პეტერბურგში არსებული  ე.წ. ტროლის ფაბრიკის შექმნილ ცრუ ინფორმაციებს, აზარალებს რუსეთის კრიტიკოსებს, იყენებს სოციალურ მედიას, როგორც დისტრიბუციის სისტემას.  „კრელმა მხოლოდ უნდა მოიწონოს, ან გააზიაროს, შემდეგ კი მშვიდად დაჯდეს და  მადლობა თქვას“, - განაცხადა იონგმა.  მისი თქმით, ინტერნეტის ანონიმურობა ართულებს განაცალკევოს ერთმანეთისგან ჩვეულებრივი ადამიანებისა და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტროლები.  „აბოლებული იარაღი არსად ჩანს, სამაგიეროდ არის დიდი ბოლი“, - აცხადებს იონგი.  ბოდემ ამსტერდამში მიცემულ ინტერვიუში უარყო, რომ რუსეთის პროპაგანდას ეწევა; განაცხადა, რომ  მხოლოდ ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს „ვეროპის თვალშისაცემ რუსოფობიას“ და სურს, რუსული მხარეც იყოს წარმოდგენილი ამ კამპანიაში.  უკრაინამ, თავის მხრივ, ნიდერლანდებში რეფერენდუმში მხარდაჭერის მოსაპოვებლად საკუთარი ლობი გაგზავნა, რათა უკრაინა რუსეთის აგრესიის მსხვერპლად წარმოჩენილიყო, თუმცა, თავისი მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, ღიად ახდენდა აქტივისტების იდენტიფიცირებას.  მიშელ სერვაესმა, რომელიც ჰოლანდიის პარლამენტში ლეიბორისტულ პარტიას წარმოადგენს, უკრაინისთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდამჭერი იყო. მისი თქმით, ბოდეს მსგავსი ადამიანების ნარატივი სიტყვასიტყვით ემთხვევა კრემლის სპიკერის განცხადებებს.  მან გაიხსენა ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე კრიტიკული თავდასხმა მსმენელისგან, რომელმაც საკუთარი თავი გააცნო, როგორც უკრაინელმა, მაგრამ გარეთ რუსი აღმოჩნდა. „ეს ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო“, - აღნიშნა სერვაესმა.  თავის მხრივ, ვან ბომელმა აღიარა, რომ მისი ზოგიერთი „უკრაინელი“ დამხმარე შესაძლოა, რუსი იყოს, თუმცა, განაცხადა, რომ თანამოაზრეთა იდენტიფიცირება მისი საქმე არ არის.  „მე ადამიანებს არასდროს ვთხოვ პასპორტებს, თუ ისინი ჩვენს პოლიტიკურ პლატფორმას მხარს უჭერენ, მათ ვიღებთ“, - განაცხადა ინტერვიუში.  უკრაინული ჯგუფის განსაკუთრებულად აქტიური წევრია 26 წლის ნიკიტა ანანიევი, სტუდენტი, რომელიც მოსკოვში დაიბადა და დედასთან ერთად ნიდერლანდებში გადავიდა საცხოვრებლად, ის დღეს რუსეთის სტუდენტთა ასოციაციას ხელმძღვანელობს. როგორც ანანიევმა განაცხადა, ნიდერლანდებში რეფერენდუმის დროს 15-ზე მეტ საჯარო შეხვედრას დაესწრო, გამოდიოდა უკრაინასთან პაქტის წინააღმდეგ და მას განიხილავდა, როგორ ევროკავშირის „დაჟანგებულ და კორუმპირებულ ნომენკლატურას“, საუბრობდა უსამართლო ნეგატიურ შეხედულებებზე რუსეთის შესახებ.  ნიკიტა ანანიევი, რომელიც  ჰოლანდიის აღმოსავლეთ რეგიონის, ტვენტის უნივერსიტეტის სტუდენტია, 2013 წელს მოსკოვში ახალგაზრდა ლიდერთა სკოლაში დადიოდა. აღნიშნულ პროექტს,  „როსსოტრუდნიჩესტვო“ (სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია) აფინანსებს და კულტურული გაცვლებისა და მსოფლიოში მოსკოვის გავლენების გაზრდის მიმართულებით მუშაობს. დეკემბერში ანანიევი ბრიუსელში გამართულ ევროპულ-რუსულ ფორუმს დაესწრო. ფორუმი  მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი პოლიტიკოსებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი ექსპერტების ყოველწლიური თავშეყრის ადგილია. სტუდენტი ჩივის, რომ რუსებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იცავენ და მოწინააღმდეგეებს აკრიტიკებენ,  ხშირად უსამართლოდ აწებებენ დაზვერვის ოფიცრების იარლიყს. „მე არ ვარ ჯაშუში, ჯერ არ ვარ“, - განაცხადა ნიკიტა ანანიევმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

„უკრაინულ გუნდს“ ჰოლანდიის მოსახლეობა განზრახ შეჰყავს შეცდომაში, რადგან დაჯგუფების წევრები სინამდვილეში რუსეთიდან, ან რუსულად მოსაუბრე რეგიონებიდან არიან და თუთიყუშებივით იმეორებენ კრემლის რიტორიკას.

20 February 2017 | 16:49 ანტიპროპაგანდა Detailed

BLOG

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხროცა დავიწყო ახლოს წარულიდან, აასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Advocating

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

featured

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

banner
banner
banner
banner
banner