banner
30 იანვარი 2015 | 17:46

პრობლემების მიუხედავად ქართულ ცხვარს საექსპორტო პოტენციალი არ დაუკარგავს

პრობლემების მიუხედავად ქართულ ცხვარს საექსპორტო პოტენციალი არ დაუკარგავს

რა უნდა იცოდნენ ევროკავშირში მატყლის  გატანის  მსურველებმა

საქართველოში ცხვრის და მატყლის რეალიზაცია შემცირდა. მეცხვარეები  ქართული ცხვრის ახალ ნიშას ახლა უკვე ევროკავშირის ბაზარზე ეძებენ. რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ ფერმერებმა იმისთვის, რომ ქართული ცხვარი და ცხვრის მატყლი ევროპის ბაზარზე შეიტანონ?

ემზარ ბეჟიტაშვილი მეცხვარეა. ამბობს, რომ ეს პროფესია წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღო და "ცხვარში ყოფნის" 20-წლიანი სტაჟიც დააგროვა.  ახლა ფარაში 1000 სულამდე ცხვარი და თხა ჰყავს. თუმცა, დიდი გამოცდილების მიუხედავად  რეალიზაციის პრობლემას მაინც ვერ ასცდა: "მეცხვარეობის და მეცხვარეების საქმე უკან წავიდა. მე-4 წელია მყიდველი აღარ გვყავს. აღარც ცხვარი იყიდება და აღარც ცხვრის ხორცი. 4 წლის წინ ბევრი მუშტარი მოდიოდა ირანიდან, არაბეთიდან,  ლიბანიდან... გასულ წელს ამ ქვეყნებიდან არავინ მოგვაკითხა".

ქართული ცხვრის საექსპორტო არეალი 2009 წელს გაიზარდა. საექსპორტო ქვეყნებში მოხვდნენ: ირანი, აზერბაიჯანი, ომანი, იორდანია, ლიბანი, ეგვიპტე, კატარი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები... როგორც ამბობენ, ეს ის შემთხვევა იყო, როცა ბაზარმა პროდუქტი თვითონ მოძებნა და ქართულმა ცხვარმაც არაბული ქვეყნების ბაზარზე ავსტრალიური, უკრაინული და ბრაზილიური ცხვრის ექსპორტი წარმატებით ჩაანაცვლა. ქართული ცხვრის მთავარი უპირატესობაგემოსთან ერთად,სიიაფე და საქართველოდან არაბულ ქვეყნებში ტრანსპორტირების დაბალი ღირებულება იყო.  გაზრდილი მოთხოვნის გამო 5 წლის წინ ადგილობრივ ბაზარზე ცხვრის ფასი 60 ლარიდან 120 დოლარამდე გაიზარდა.  ფასის გაზრდას რეალიზაციის პრობლემა მოჰყვა და ქართულმა ცხვარმაც თანდათან ბაზარზე პოზიციები  სხვა ქვეყნებს დაუთმო.  

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ბექა გონაშვილის განცხადებით, ქართულ ცხვარზე მოთხოვნის შემცირება რამდენიმე მიზეზმა განაპირობა: „ბაზრების დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სურსათის უვნებლობის სამსახური მოწოდების სიმაღლეზე არ აღმოჩნდა და რამდენიმე ქვეყანაში საქართველოდან დაავადებული ცხვარი შევიდა. ამის გამო დავკარგეთ 2010 წელს ირანის და საუდის არაბეთის ბაზარი, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა კი მოთხოვნები გაგვიმკაცრა. გასულ წელს ირანმა ისევ მოგვცა მათ ქვეყანაში ცხვრის შეყვანის უფლება, მაგრამ ბაზარზე დაკარგული ადგილის  დაბრუნება ახლა არც ისე ადვილია. ცხვრის გასაყიდი ბაზრების დაკარგვის მთავარი მიზეზი მაინც ფასია. ქართული ცხვარი ძვირია: 40-კილოგრამიანი სომხური ცხვარი 80 $ ღირს. საქართველოში ამ ფასად 30-კილოგრამიან ცხვარსაც ვერ იყიდით“. გამოდის, რომ თუ სომხური ცხვრის შემთხვევაში  1კგ-ის  ( ცოცხალი წონა ) ფასი 2 ამერიკული დოლარია, 1 კგ ქართული ცხვარი - 3,5-4 დოლარი ღირს და შესაბამისად, არაკონკურენტულია.

ემზარ ბეჟიტაშვილის განცხადებით, ქართული ცხვრის ფასს საძოვრებზე არსებული მაღალი გადასახადები და საკვების ფასი აძვირებს: "მე საკუთარი არც ფერმა მაქვს და არც საძოვარი - ორივეს ვქირაობ. 1 ჰა საძოვარს, რომელშიც 2010 წლამდე 3 ლარს ვიხდიდი, ახლა 16 ლარად ვქირაობ. 1000-სულიანი ფარისთვის მინიმუმ 400 ჰა საძოვარი ხომ მაინც უნდა ვიქირავო?  ამას დაამატეთ ფერმის ქირა და სხვა ხარჯები და ნახავთ, რომ 1 ცხვრის თვითღირებულება სულ მცირე 140 ლარი გამოვა".

ამჟამად ქართული ცხვრის სტაბილური საექსპორტო ბაზრის სტატუსს მხოლოდ აზერბაიჯანი ინარჩუნებს: "12 ბაზრიდან მხოლოდ 1 ბაზარი დაგვრჩა და ამ ფაქტმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდო. აზერბაიჯანში ჩვენი ცხვარი რომ გავიდეს, ამისთვის მათ საბაჟოზე არაოფიციალური გადასახადი უნდა გადავიხადოთ. აზერბაიჯანელებს ცხვარი  ძირითადად "პოსლეზე" მიჰყავთ. შარშან გაყიდული საქონლის ფული ძალიან ბევრ მეცხვარეს დღემდე არ მიუღია. ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი. აზერბაიჯანელებმა კარგად იციან, რომ სხვა მყიდველი არა გვყავს და იძულებულები ვართ, მათ მიერ  წამოყენებულ კაბალურ პირობებს დავეთანხმოთ. საექსპორტო ბაზრების მოძიებაში ხელისუფლება უნდა დაგვეხმაროს. თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს, მაგრამ ამ ქვეყანაში ვერც ცხვარი გაგვყავს და ვერც ცხვრის ხორცი გაგვაქვს. ამ  პრობლემას მეცხვარეები ვერ მოაგვარებენ, ის მთავრობების დონეზე უნდა გადაწყდეს", - ამბობს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე.

მეცხვარეები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც ითხოვენ. ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა ცხვრის გადასარეკი ტრასების მშენებლობაა. ტექნიკურ დასაბუთებაზე კონკურსი ჯერ კიდევ 2010 წელს გამოცხადდა. თუმცა, საკითხი დღემდე ვერ მოგვარდა. საქართველოში ცხვრის სეზონურ მიგრაციას ზამთრისა და ზაფხულის საძოვრებს შორის საუკუნეების ისტორია აქვს და ის ერთადერთი ქვეყანაა მთელს მსოფლიოში, სადაც პირუტყვი წელიწადში ორჯერ 200-დან 400 კილომეტრამდე გზას გადის. პირუტყვის გადასარეკი ტრასა საქართველოს ოთხ რეგიონზე და ოც მუნიციპალიტეტზე გადის. არსებობს ამ გზის რუკა, მაგრამ იმის გამო, რომ რუკა ხარვეზებით არის შედგენილი, ცხვრის გადასარეკი ტრასა ზოგიერთ ადგილებში კერძო მესაკუთრეების მიწის ნაკვეთებზე გადის. ამის გამო ხშირია კონფლიქტი ადგილობრივებსა და მეცხვარეებს შორის. გარდა ამისა, დაავადებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, გარკვეული დასასვენებელი პუნქტებისა და იქ გასაბანებლებისა და დეზობარიერების მოწყობა.

საქართველოს მთავრობა მეცხვარეობის საექსპორტო პოტენციალის შესწავლასა და განვითარებაზე მუშაობს: "მეცხვარეობის დარგი ძალიან საინტერესო მიმართულებაა, ძალიან კარგი ექსპორტის პოტენციალი აქვს, რომელსაც დამუშავება სჭირდება, საძოვრების მოწყობა სჭირდება, გადასარეკი ტრასები უნდა მოეწყოს. ეს პროექტიც დაწყებული გვაქვს უკვე", - განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ www.eugeorgia.info-სთვის მიცემულ ინტერვიუში. 

ტურისტების ნაკადის შემცირება შალის ძაფის წარმოებაზეც აისახა

როგორც მეცხვარეები ამბობენ, მოთხოვნა ცხვრის მატყლზეც შემცირდა. ემზარ ბეჟიტაშვილი ამბობს, რომ სახლში 3 ტონამდე მატყლი დაუგროვდა, 1კგ-ს  60-65 თეთრად ყიდის, მაგრამ მყიდველი არ ჩანს.  

მატყლის გადამამუშვებელი  საწარმო "თუშეთის" ხელმძღვანელი დიმიტრი არიდნაული აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მატყლის და მისგან დართული შალის ძაფის რეალიზაცია ძალიან გაჭირდა: "1 კგ მატყლი თუ რამდენიმე წლის წინ 1,30 ლარი ღირდა, ახლა 40-50 თეთრი ღირს. თუშური ცხვრის მატყლი საუკეთესო მასალაა ხალიჩების, ფარდაგების და თექის  მოსაქსოვად. ჩვენი საწარმო შალის ძაფს აწარმოებს. მისგან თექის სხვადასხვა ნაწარმს და წინდებს ქსოვენ. წელს ძაფის რეალიზაცია ძალიან შეგვიმცირდა: მაღაზიებში ამბობენ, რომ შარშან სხვა წლებთან შედარებით ნაკლები ტურისტი ჩამოვიდა და  ჩამოსულთაგანაც თექის და შალის ნაწარმს ძალიან ცოტა თუ ყიდულობდა. რამდენიმე წლის წინ მატყლი და შალის ძაფი ექსპორტზე  ირანში, თურქეთსა და აზერბაიჯანში გადიოდა. ახლა ექსპორტზეც აღარ გადის, რადგან განბაჟება გართულდა".

 


                                                   

                                                ქართული ცხვრის ევროპული პერსპექტივა

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ  ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ქართულ ცხვარს  ევროკავშირის ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას აძლევს: "ევროპაში პოპულარულია ორგანული, ბიომეურნეობის პროდუქცია. ქართული ცხვარი, ფაქტობრივად ბიოპროდუქტია. ის ეკოლოგიურად სუფთა საძოვრებზე იკვებება: საქართველოში საძოვრებს არ ანაყოფიერებენ სასუქებით და არც პესტიციდებით ამუშავეებენ. ასეთი პროდუქციით ევროკავშირის ქვეყნებში აუცილებლად დაინტერესდებიან. საქართველოში ჩამოსულები იყვნენ ბიოსერტიფიცირების ექსპერტები - შვეიცარული ორგანიზაცია FIBL-ის უკრაინის ოფისის წარმომადგენლები. ისინი ადგილზე გაეცნენ მდგომარეობას და აღნიშნეს, რომ სურვილისა და მონდომების შემთხვევაში ქართული ცხვრისთვის ბიოსერტიფიკატის მიღება რთული არ იქნება".

ბექა გონაშვილი ამბობს, რომ ევროპაში მყიდველი შესაძლოა, მატყლსაც გამოუჩნდეს, მაგრამ ჯერ მისი  გაპარსვის, რეცხვის და  დახარისხების პრობლემა უნდა მოგვარდეს. გასულ წელს მეცხვარეთა ასოციაციამ ავსტრალიიდან მატყლის კლასიფიკატორიჩამოიყვანა. ის პარსვის პროცესს თუშეთსა და ჯავახეთში დაესწრო და მეცხვარეთა ასოციაციას რეკომენდაციებიც მისცა.  ავსტრალიელმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ ქართული  ცხვრის მატყლის  ხარისხი კარგია, მაგრამ სიგრძეში მოკლეა. იმისთვის, რომ მატყლის სიგრძე საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს, მეცხვარეებმა  ცხვარი წელიწადში  2-ჯერ კი არა, მხოლოდ ერთხელ უნდა გაპარსონ. გაპარსვის  შემდეგ მატყლი უნდა დახარისხდეს: ერთი ცხვრისგან შესაძლებელია ოთხი სხვადასხვა ტიპის მატყლის მიღება. მატყლის ყველა ტიპს კი თავისი ფასი აქვს და თავისი მომხმარებელი ჰყავს. "მატყლის  გაყიდვა საქართველოს ფარგლებს გარეთ ახლაც შეგვიძლია. მაგრამ, ვერ ვყიდით იმიტომ, რომ გარეცხილი არ არის. 1 კგ გასარეცხი მატყლი 60 თეთრი ღირს. ეს ფასი მატყლის მთიდან ბარში ჩამოტანის ხარჯსაც ვერ ფარავს. მდინარეში გარეცხილი მატყლი 4-5 ლარი ღირს. ქარხნულად თუ გაირეცხება, მაშინ ფასიც უფრო მეტი ექნება.

თუშური ცხვრის მატყლის  ნიმუშები დიდ ბრიტანეთში წაიღეს, მოეწონათ და ყიდვის სურვილიც გამოთქვეს, 1 კგ-ს 1,5 დოლარად ვიყიდით-ო, მაგრამ რამდენად მისცემს მათ დიდი ბრიტანეთის უვნებლობის სამსახური საქართველოდან ასეთი გაუგებარი წარმოშობის ცხვრის მატყლის შეტანის უფლებას, ძნელი სათქმელია.  საქართველოში არც ცხვრის და არც მატყლის სტანდარტი არ არსებობს. არ არის განსაზღვრული ის ნიშნები და მახასიათებლები, რაც თუშურ და იმერულ ცხვარს და მათგან მიღებულ მატყლს უნდა ჰქონდეს”, - მბობს გონაშვილი.

                                     რა უნდა გააკეთონ ფერმერებმა იმისთვის, რომ მატყლი ევროპაში გაყიდონ

ევროკავშირის ქვეყნებში მატყლის, როგორც ცხოველური წარმოშობის პროდუქტის შეტანას, ევროკავშირის დირექტივა N142/2011 და დირექტივა  N97/78 არეგულირებს.

"ქართული ცხვრისთვის ბიოსერტიფიკატის მიღება რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. სამაგიეროდ, ბოლო წლების განმავლობაში გამარტივდა ევროპის ქვეყნებში მატყლის იმპორტის პროცესი და ეს კარგად ჩანს ევროკავშირის მოთხოვნებში, " - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაკა შუბლაძე, - "მესამე ქვეყნიდან, მაგალითად საქართველოდან ევროკავშირში დაუმუშავებელი მატყლი რომ შეიტანოთ, ამისთვის სტანდარტის არსებობა საჭირო არ არის. იმოპრტისთვის საჭიროა, რომ მატყლის მწარმოებელი/ექსპორტიორი საწარმო, ან ქარხანა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეესტრში იყოს დარეგისტრირებული. ეს არის იმის გარანტია, რომ ცხოველებს (ამ შემთხვევაში ცხვარს), არ აქვს ნიშნები ისეთი დაავადებებისა, რომლებიც გადამდებია ამ პროდუქტიდან ადამიანზე, ან ცხოველზე.  არის კიდევ ორი სხვა მოთხოვნა, რომელიც სავალდებულოა მატყლის მწარმოებელი/ექსპორტიორი საწარმოსთვის: 1. მატყლი უნდა იყოს შეფუთული უსაფრთხოდ და მშრალად და 2. გაიგზავნოს  პირდაპირ იმ საწარმოში, რომელიც მისგან პროდუქციას ამზადებს, რათა არ მოხდეს პათოგენური აგენტების გავრცელება.

თუ ამ ორი მოთხოვნიდან რომელიმე არ სრულდება - მაგალითად, მატყლი არის შეფუთული ღიად, ან მატყლი არ მიდის პირდაპირ იმ საწარმოში, რომელიც მას გადაამუშავებს, მატყლი ჩაითვლება ჩვეულებრივი ცხოველური წარმოშობის პროდუქტად, რომელმაც შეიძლება მიმღებ ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს. ამასთანავე, მატყლი უნდა დამუშავდეს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. გარდა ამისა, მიმღები ქვეყნის საბაჟომ, შესაძლოა, აიღოს ნიმუში და მატყლი სიმშრალეზე შეამოწმოს. თუ ეს მოთხოვნები დაცულია, მაშინ მას არ სჭირდება ვეტერინალური  ჯანმრთელობის სერტიფიკატის აღება, ან იმპორტიორი ქვეყნების სიაში  მოხვედრის ხანგრძლივი პროცედურა".

როგორც შუბლაძე ამბობს, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას, მაგ. დიდ ბრიტანეთს  შესაძლოა განსხვავებული მოთხოვნა ჰქონდეს, მაგრამ ეს განსხვავებები ძალიან მნიშვნელოვანი არ არის და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენისას უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს.

 

ინფორმაცია და სტატისტიკური მონაცემები

საქსტატის ინფორმაციით, 2013 წელსცხვრისა და თხის რაოდენობამ საქართველოში 856ათას სულს მიაღწია.

საქართველოში არსებული ცხვრის 80-85 პროცენტი თუშურ ცხვარზე მოდის. თუშური ცხვარი უძველესი ქართული ჯიშია. ის ხალხური სელექციით მე-13, მე-14 საუკუნეებშია ჩამოყალიბებული. თუშური ცხვარი უხეშმატყლიანია და საუკეთესო გემოს ხორცით გამოირჩევა. მისი მატყლი კარგინედლეულია ხალიჩებისა და მოთელილი ნაწარმის (ნაბადი, ქუდები და სხვა) დასამზადებლად. მოზრდილი ცხვრის წონა 70-75, ნერბების კი 40-45 კგ-ია. მატყლის ნაპარსი, შესაბამისად,  3,5-4 და 2,5-3 კგ-ს შეადგენს.

იმერული ცხვარი დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული და მისი წილი მთელი პოპულაციის 10-15%-ს შეადგენს. ის უხეშმატყლიანია. მეცნიერთა ვარაუდით, წარმოიშვა კოლხური, ნაზმატყლიანი ცხვრის შეჯვარებით სხვა ჯიშის უხეშმატყლიან ცხვართან. მრავლდება წლის ნებისმიერ დროს. 11-14 თვის უკვე ბატკანს იგებს. იმერული ცხვარი სწრაფდ მრავლდება - ერთ მოგებაზე საშუალოდ 2-3 ბატკანს იგებს, ხანდახან - 4-5-საც, თანაც - წელიწადში ორჯერ. წონით პატარაა - ყველაზე დიდი 50 კგ-ს იწონის. იმერულ ცხვრის ხორცი ნაკლებად ცხიმიანია.

 საქსტატის მონაცემებით, 2013 წელს  51 600 სული ცხვარი და თხა დაეცა.

მეცხვარეთა ასოციაციის ინფორმაციით, 2009 წელს ექსპორტზე 266 000 ცხვარი გავიდა

2010 წელს - 178 000

2011 წელს 155 000

2012 წელს- 170 000

2013 წელს - 160 000

მეცხვარეთა ასოციაციის ინფორმაციით, 2014 წელს ექსპორტზე გასული ცხვრის რაოდენობა 220 000-ს მიაღწევს. მათივე ინფორმაციით, აქედან 70 000 სული ცხვარი სომხურია.

 
მანანა ვარდიაშვილი

 

 

 

წაკითხულია
21509
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner