banner
04 მარტი 2015 | 19:25 სოფლის მეურნეობა

მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესს ახალი სტანდარტების დამკვიდრებაში უნდა დაეხმაროს

მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესს ახალი სტანდარტების დამკვიდრებაში უნდა დაეხმაროს

www.eugeorgia.info გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სურსათის უვნებლობისა და სოფლის განვითარების ატაშესთან, ხუან ეჩანოვესთან.

 - ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 52 მილიონი ევრო გამოყო: თავდაპირველად 40 მილიონი ევრო, რომელსაც მოგვიანებით 12 მილიონი ევრო დაემატა. დახმარების ეს ნაწილი გასულ წელს დამტკიცდა. ვიცით, რომ 12 მილიონი ევროდან 6 მილიონი ევრო საბიუჯეტო დახმარებისთვის არის გამიზნული, 3 მილიონი ევრო - სოფლის განვითარების პროექტებისთვის, ხოლო 2,5 მილიონი ევრო სპეციფიური სასოსფლო-სამეურნეო მიმართულების მხარდაჭერაზე დაიხარჯება. ამჯერად სწორედ ამ 2,5 მილიონი ევროს დანიშნულება გვაინტერესებს...

 - ეს თანხა განკუთვნილია კოოპერატივების მდგრადობის ხელშეწყობისთვის.  ყველამ ვიცით, რომ არსებობს კოოპერატივების განვითარების სააგენტო, რომელიც წარმატებით მუშაობს: კოოპერატივების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ამჟამად უკვე 500-მდე კოოპერატივია საქართველოში. რასაკვირველია, ზოგიერთი კოოპერატივი, შესაძლოა, უბრალოდ საჩვენებლად გაკეთდეს, მაგრამ მთლიანი  შედეგი მაინც სახეზეა. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც სააგენტოს წინაშე დგას, ამ კოოპერატივების მდგრადობის უზრუნველყოფაა. მანამდე, ვიდრე რომელიმე ტიპის გრანტთან ხელმისაწვდომობა ექნებათ, ამ კოოპერატივებმა ძალიან ბევრი ტრენინგი უნდა გაიარონ, რადგან კოოპერატივი არის ბიზნესი, რომელსაც უნდა ჰქონდეს მენეჯმენტის ცოდნა და ბიზნესგეგმა. მარტივი ტრენინგები ხელმისაწვდომია ყველა ფერმერისთვის თუ არა,  ყველა ლიდერისთვის მაინც. ამდენად, ამ 2,5  მილიონი ევროთი ჩვენ სასწავლო პროგრამებს დავაფინანასებთ: შესაბამის ორგანიზაციებს ჩამოვიყვანთ ევროპიდან: გერმანიიდან, ესპანეთიდან და ისინი აქ  კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობაზე კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ერთად  იმუშავებენ. ესპანეთის, რუმინეთის და გერმანიის კოოპერატიული გაერთიანებების წარმომადგენლები  2 წლის განმავლობაში დაატრენინგებენ კოოპერატივების 5000 წევრს, მათ შორის ლიდერებსაც, ბორდის წევრებსაც და კოოპერატივების წევრ ფერმერებსაც. ამ  სასწავლო პროგრამების დასრულების შემდეგ მთელი პასუხისმგებლობა გადაეცემა მთავრობას. ეს არ გაკეთდება მხოლოდ იმ კოოპერატივებისთვის, რომლებსაც ჩვენ ჩვენი საგრანტო ფონდებიდან ვაფინანსებთ -  ასეთი უფასო ტრენინგები საქართველოში დარეგისტრირებულ ყველა კოოპერატივს ჩაუტარდება. სწორედ ამ  პროექტს მოხმარდება აღნიშნული 2,5 მილიონი ევრო.

რაც შეეხება საბიუჯეტო დახმარებას: იცით როგორ მუშაობს  მთავრობის მხარდაჭერის პროექტი? ჩვენ ვაძლევთ საქართველოს მთავრობას ფულს იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ პირობებს შეასრულებს. ჩვენ იმდენად კმაყოფილები ვართ  ENPARD-ისპროექტის შედეგებით,  რომ გადავწყვიტეთ ფული დაგვემატებინა და ერთი წლის განმავლობაში საბიუჯეტო დახმარება გაგვეზარდა. საბიუჯეტო დახმარება რომ მიიღოს, საქართველოს მთავრობამ კოოპერატივების ფინანსური მხარდაჭერა საკუთარი ბიუჯეტიდან უნდა უზრუნველყოს.  

2016  წლისთვის მთავრობას უნდა ჰქონდეს კოოპერატივების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა. ეს შეიძლება იყოს გრანტი,  სესხი, ან რაიმეს სხვა   ინსტრუმენტი.  არსებობს მრავალი ტიპის პროგრამა, რომელიც მეწარმეებისთვის მოქმედებს: "აწარმოე საქართველოში", "შეღავათიანი აგრო კრედიტი" და ა.შ.  თუმცა, კოოპერატივებს სახელმწიფო, ჯერჯერობით, მხოლოდ საგადასახადო შეღავათებით და აგროტექნიკით ეხმარება. მათ სახელმწოფოდან ფინანსური მხარდაჭერა აქამდე არ მიუღიათ. 12 მილიონი ევრო, რომელიც ENPARD-ისთვის არის განკუთვნილი, დაყოფილია 3 ნაწილად: პირველი ნაწილი, 3 მილიონი ევრო გათვალისწინებულია კოოპერატივების ტექნიკური დახმარებისთვის და კოოპერატივების ლიდერების ტრენინგებისთვის. მეორე 3 მილიონი გამიზნულია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობისთვის. დანარჩენი თანხა   - 6 მლნ ევრო კი გამოიყოფა სახელმწიფოსთვის, რათა შექმნას კოოპერატივების მდგრადობის ხელშემწყობი პროგრამა.

-  ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი, აბრაამ სოლომნიშვილი, რომელიც სოფელ ვაზისუბნის მეთაფლეობის კოოპერატივის ლიდერია, ამბობს, რომ კანონით არ არის დარეგულირებული კოოპერატივის კუთვნილ საკუთრებაზე უფლებები, დავების მოგვარების მექანიზმი და ა. შ., რაც მისი თქმით, კოოპერატივების განვითარების შემაფერხებელი ფაქტორია. რას იტყვით, კანონში არის ხარვეზები, რომლებიც კოოპერატივების განვითარებისთვის დამაზიანებელია?

- შეგნებულად არის ასე. კანონი ძალიან მსუბუქია, რათა ის მარტივად  გასაგები იყოს.

- ამბობენ ,რომ გარკვეულ პრობლემას ქმნის, მაგალითად,  ის გარემოება, რომ თუ კოოპერატივის რომელიმე  წევრი მის დატოვებას გადაწყვეტს,  არ არსებობს  "გამოსვლის" კონკრეტული და გაწერილი მექანიზმი...

- როგორც უკვე ვთქვი, კანონი არის მარტივი. პრობლემური საკითხების უმეტესობა თავად კოოპერატივის წევრებისგან შემდგარმა გუნდმა უნდა გადაჭრას. რასაკვირველია, არსებობს სტანდარტული  წესდება, რომლითაც წევრებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ, თუმცა, კანონში გამოტოვებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი. მაგალითად ის, რაზეც  აბრაამ სოლომნიშვილი საუბრობს: კანონი ნათლად უნდა განმარტავდეს, თუ რა  ელის იმ წევრს, რომელიც კოოპერატივის დატოვებას გადაწყვეტს. კანონი 1 წლის წინ დამტკიცდა. ამჟამად ჩვენი ექსპერტების ჯგუფი კოოპერატივების განვითარების სააგანტოსა და პარლამენტის აგრარულ კომიტეტთან ერთად კანონის დახვეწაზე მუშაობს. უნდა გაირკვეს, რა უნდა შეიცვალოს. შესაძლოა, არა კანონით, არამედ სხვა სახის სამართლებრივი აქტით დარეგულირდეს ის, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. კანონი დღეს არ არის საუკეთესო, თუმცა, ფერმერებს ის დღეს აქვთ და  ეს ნამდვილად  წინგადადგმული ნაბიჯია. დანარჩენი თანდათან დაიხვეწება.  მთავარია, რომ კანონი  არის  ცოცხალი - საქართველოს ისტორიაში პირველად ხალხი ხელმძღვანელობს კოოპერატივების შესახებ არსებული  კანონით. კარგია ისიც, რომ ადამიანებს მისი გაუმჯობესება უნდათ. დანარჩენი  პროცესია, რომელიც  მასში ისეთ ცვლილებებს შეიტანს, რომ კოოპერატივებში ჩაბმული ადამიანების ინტერესები მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს.

- ჩვენ გვინდა რომ ქათული პროდუქცია ექსპორტზე გავიდეს ევროკავშირში. აი, მაგალითად, ახლა მწვანილის საექსპორტო  შესაძლებლობებზე  გვინდა სიღრმისეული რეპორტაჟის მომზადება.  წყალტუბოში ერთ-ერთმა მეწარმემ, ზურაბ ჯანელიძემ  დიდი ფინანსური რესურსი და ენერგია დახარჯა Global Gap -ის დასანერგად.  დღეს "ჰერბიას" მწავნილი  ადგილობრივ სუპერმარკეტებში იყიდება, თუმცა არ გადის ექსპორტზე იმის გამო, რომ ევროპაში  სტაბილური და უწყვეტი მოცულობების მიწოდების შესანარჩუნებლად საჭირო რაოდენობა არ არსებობს. ხომ არ იქნებოდა უპრიანი იმავე საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა სხვა  მეზობელ სათბურებში, რათა ექსპორტისთვის აუცილებელი რაოდენობა შეიქმნას?

- უპირველესი ამოცანა, ჯერჯერობით, არის სურსათის უვნებლობა.  დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ სურსათი ელემენტალურად უვნებელია.    ხარისხზე და მის გაუმჯობესებაზე ფიქრი შეიძლება მას შემდეგ, რაც უვნებლობას მივაღწევთ.  თუ გინდათ,  მაგალითად, სუპერმარკეტს მიჰყიდოთ თქვენი პროდუქტი, აუცილებლად უნდა გქონდეთ  Global Gap-ი. მაგრამ, თუ გინდათ თქვენი პროდუქცია ვინმე სხვას მიჰყიდოთ, ეს სფერო უკვე  რეგულაციებს მიღმაა. ჩვენი საზრუნავი ამ ეტაპზე სურსათის უვნებლობა უფროა, ვიდრე ექსპორტზე ფიქრი.  ასევე უმნიშვნელოვანესია იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლება. თუმცა, რასაკვირველია, პარალელურად იმავე კოოპერატივებისთვის განკუთვნილი გრანტების ფარგლებში ( დღეს ჩვენი ფინანსური დახმარებით საქართველოში სულ  160  კოოპერატივი სარგებლობს )  აუცილებლად ხელს შევუწყობთ ჩვენს ბენეფიციარებს იმაში, რომ  მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს როგორც Gobal Gap-ი, ისე  სხვა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტები.

რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარებას ტექნიკური გადაიარაღების სფეროში, იმისთვის, რომ მათ თანამედროვე სურსათის უვნებლობის სისტემები  დანერგონ, მაგალითად თუნდაც იგივე HACCP-ი,  ან სხვა საერთაშორისო სტადარტი, რაც სურსათის უვნებლობის მისაღწევად  აუცილებელია და რომლის დანერგვაც, კანონით აუცილებელია  იმ კომპანიებისთვის,  რომელთა წლიური ბრუნვაც 200 ათას ლარს  აღემატება. ითვალისწინებს თუ არა ასეთ  დახმარებას  საქართველოსთვის ევროკავშირი?

- ამჯერად ასეთი დახმარება გათვალისწინებული არ არის. თეორიულად, შესაძლებელია, რომ HACCP-ის სტანდარტის მქონე ბიზნესმა მიმართოს ფინანსურ ინსტიტუტს , რომელიც სესხებს გასცემს, მაგრამ ჩვენ არ ვართ ამ პროცესში ჩართული. ჩვენ მხოლოდ ტექნიკურ დახმარებას გავუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაძლევთ ცოდნას HACCP-ის შესახებ.

- ვინ უნდა გასცეს ეს თანხა ზუსტად?

- წესით, ეს თანხა უნდა გასცეს საწარმოთა განვითარებაზე ორიენტირებულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, რადგან ჩვენ  კოოპერატივებს მხოლოდ  ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ. კომპანიებმა უნდა მიიღონ სესხები, სესხებს კი ჩვენ არ გავცემთ.

- როგორ ფიქრობთ, "აწარმოე საქართველოში" უნდა ითვალისწინებდეს სურსათის უვნებლობის ახალი სტანდარტების დანერგვას?

- ვიცი, რომ ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. დიახ, თუ რომელიმე საწარმოს პროფილი საკვების გადამუშავებაა,  HACCP-ის დანერგვა აუცილებელია.

მთავრობამ უნდა შეიმუშავოს პროგრამა და განსაზღვროს, როგორ დაეხმაროს კომპანიებს იმ სტანდარტების დანერგვაში, რასაც მათგან ევროკავშირი ითხოვს. შესაძლოა, ევროკავშირმა, ან სხვა დონორებმა  შეიმუშავონ  გარკვეული მხარდაჭერის პროექტები ამ მიმართულებით. მაგრამ, ამას ვერ გავაკეთებთ მანამდე, სანამ სახელმწიფო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის  სურსათის უვნებლობის სტანდარტების გაუმჯობესებაში დახმარების კონკრეტულ გეგმას არ წამოადგენს.

ესაუბრა ლიკა ბასილაია-შავგულიძე

  

 

წაკითხულია
3666
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ტიხრული მინანქრის სახელოსნო „ციცი“ -მ ENPARD -ის გრანტით დანადგარები შეიძინა

ტიხრული მინანქრის სახელოსნო „ციცი“ -მ ENPARD -ის გრანტით დანადგარები შეიძინა

ENPARD-მა ციცია დავითაშვილს ტიხრული მინანქრის სახელოსნოს მოწყობისთვის აუცილებელი ტექნისკის შესაძენად 3 500 ლარიანი გრანტი გადასცა.

29 ივნისი 2018 | 16:14 ბიზნესი ვრცლად
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

კოოპერატივი “სოფლის იმედი” სამეგრელოში, სოფელ უშაფათში 29 ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის ძირითად საქმიანობას თხილის გადამუშავება და დისტრიბუცია წარმოადგენს. კოოპერატივი 2014 წელს დარეგისტრირდა და იგი ერთ-ერთი პირველი სტატუს მინიჭებული კოოპერატივია სამეგ

21 ივნისი 2018 | 18:17 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ENPARD -მა კოოპერატივ „იმერულს“ ნაყინების წარმოებისთვის 103 000 ლარიანი გრანტი გადასცა

ENPARD -მა კოოპერატივ „იმერულს“ ნაყინების წარმოებისთვის 103 000 ლარიანი გრანტი გადასცა

თანადაფინანსებული გრანტის მოპოვების პროცესში კოოპერატივთან ჩეხური ორგანიზაცია PIN -ი (People In Need - ადამიანი გაჭირვებაში) მუშაობდა.

18 ივნისი 2018 | 14:43 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner