banner
07 აპრილი 2015 | 22:35 ბიზნესი

მეფრინველეები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ

მეფრინველეები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ


ფერმერებს, რომელთაც საოჯახო მეურნეობებში 200-დან 2000-მდე ფრთა ფრინველი ჰყავთ, შესაძლოა, მეურნეობების გაუქმება მოუხდეთ. პრობლემა „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესია“ , რომელიც ძალაში 2012 წლის 7 მარტს შევიდა და რომლის შესრულებაზე კონტროლის გამკაცრებასაც ხელისუფლება ახლა უკვე გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 ივნისიდან აპირებს.

ქათმის ნედლი ხორცი 2015 წლის ივნისიდან სავაჭრო დახლებზე რომ მოხვდეს, ამისთვის მას თან ვეტერინარული მოწმობა - ფორმა N2 უნდა ახლდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქათამი ისეთ სასაკლაოზე უნდა დაიკლას, სადაც საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP - Hazard Analysis and Critical Control Point) საწარმოო სისტემაა დანერგილი. ასეთი სასაკლაო საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მსხვილ კომპანიას აქვს, რაიონებში კი თითქმის არსად არის. ფერმერებს, რომელთაც საოჯახო მეურნეობებში 200-დან 5000-მდე ფრთა ფრინველი ჰყავთ, სასაკლაოების არარსებობის გამო, შესაძლოა მეურნეობების გაუქმება მოუხდეთ. ხელისუფლება აცხადებს, რომ არსებული ვითარებიდან ერთ-ერთი ყველაზე პრაგმატული გამოსავალი რამდენიმე მცირე ფერმერის გაერთიანება და საკუთარი, ახალი სტანდარტების შესაბამისი სასაკლაოს გაკეთებაა.

გიგა კოდოევმა, რომელსაც 5 500 ფრთა ქათამზე გათვლილი მეფრინველეობის პატარა მეურნეობა აქვს, ახალი და სტანდარტების შესაბამისი სასაკლაოს მოწყობის ხარჯი და მომავლის პერსპექტივა უკვე გათვალა: "ისეთი სასაკლაოს მოწყობა, სადაც ერთ ჯერზე 400 ქათმის დაკვლას შევძლებთ, სულ მცირე 100 000 ლარი ჯდება. ჩემნაირ ფერმერს ამდენი ფული არასოდეს აქვს, ე.ი. სესხი უნდა ავიღო. სხვა მეფრინველეებთან გაერთიანების შემთხვევაში ეს პრობლემა შესაძლოა, ადვილად მოვაგვაროთ, მაგრამ გაერთიანების გამო ახლა ახალი გამოწვევის წინაშე ვდგებით: ფერმერები, რომელთა წლიური ბრუნვაც 200 000 ლარს არ აღემატება, ამჟამად დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან. რამდენიმე ფერმერის გაერთიანების შემთხვევაში ჩვენი წლიური ბრუნვა 200 000 ლარს გადააჭარბებს და დღგ-ს გადამხდელები გავხდებით. ეს ნიშნავს იმას, რომ 1 კგ ნედლი ქათამი, რომელიც ახლა 4,80 ლარი ღირს, 5,60 ლარი გახდება. ასეთი ფასით იმპორტულ, გაყინული ქათმის ხორცს კონკურენციას ვერ გავუწევთ, დავიხურებით და სასაკლაოს მოწყობისთვის აღებული სესხიც დასაფარი დაგვრჩება".

როსტომ პაპიძე, ძმასთან, ჯაბა პაპიძესთან ერთად ესპანეთიდან საქართველოში 2007 წელს დაბრუნდა, სოფელ თელეთში 3000 კვ. მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, შპს "როსტერი" დააფუძნა და მეფრინველეობის მეურნეობა ააწყო. დღეს მათ მეურნეობაში 10 000 ფრთა ფრინველი ჰყავთ. შპს "როსტერი" ძირითადად ცოცხალ ქათამს - 1-დღიან წიწილებს, ქათმის საკვებს და საკვებ დანამატებს ჰყიდის. მათი მომხმარებლები ძირითადად ისეთი ფერმერები არიან, რომლებსაც საოჯახო მეურნეობებში 200-დან 2000-მდე ფრთა ფრინველი ჰყავთ. "როსტერის" საინფორმაციო ბაზაში 3000-მდე ასეთი ფერმერი იძებნება. როსტომ პაპიძე აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება მეფრინველეობის დარგში არსებულ პრობლემებს კომპლექსურ ჭრილში არ გაიაზრებს, 3000-მდე ფერმერი და ამ ბიზნესში ჩართული 15 000-მდე ადამიანი სამსახურს და პირდაპირ შემოსავალს დაკარგავს, ბაზარი კი ადგილობრივი წარმოების ნედლი ქათმის ხორცის გარეშე, იმპორტული და გაყინული ქათმის ხორცის ამარა დარჩება: "დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდისგან გათავისუფლებულია სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტი, მაგრამ არა ქათამი და კვერცხი. ეს ორი პროდუქტი რატომ არის გამონაკლისი, ვერავინ აგვიხსნა. ბაზარზე ამდენი მცირე მეფრინველე იმიტომ გაჩნდა, რომ ხელისუფლებამ მათ გარკვეულ დონემდე შეღავათი მისცა და წლიური 200 000 ლარამდე ბრუნვის შემთხვევაში ისინი დღგ-სგან გაათავისუფლა. ქათმის დაკვლის წესის სავალდებულო შესრულება ასეთ ფერმერებს მძიმე ტვირთად დააწვებათ. ისეთი სასაკლაოს მოწყობა, სადაც HACCP-ის სისტემა იქნება დანერგილი, ათობით ათასი დოლარი ჯდება. მეფრინველე, რომელსაც წელიწადში 200 000 ლარის ბრუნვა აქვს, ინფრასტრუქტურის მოწყობაში 100 000 დოლარს ვერ ჩადებს, ამის საშუალება მას არ აქვს. ბაზარზე არსებული სურსათი რომ უვნებელი უნდა იყოს, ამაზე არავინ დაობს. მაგრამ, იმისთვის, რომ ფერმერებმა ახალი რეგულაციები შეასრულონ, ხელისუფლებამ მათ განვითარების საშუალება უნდა მისცეს: გაათავისუფლონ ნედლი ქათმის ხორცის წარმოება დღგ-ს გადახდისგან და გათავისუფლებული ბიზნესი საკუთარ განვითარებაზე თვითონ იზრუნებს. ალბათ ღირდა იმის გაანალიზება, რატომ აღარ აწარმოებენ ნედლი ქათმის ხორცს "კოდა" და "კუმისი". ძალიან დიდი კომპანიები იყვნენ, კარგად განვითარებულებიც, მაგრამ დღგ-ს გადახდას ვეღარ გაუძლეს".

როსტომ პაპიძეს საკუთარი გათვლები აქვს. ამბობს, რომ მეფრინველეების დღგ-სგან გათავისუფლების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტი არ იზარალებს. პირიქით, უფრო მეტ შემოსავალსაც მიიღებს: "ამჟამად საქართველოში წლიურად 60 000 ტონა გაყინული ქათმის ხორცი შემოდის. აქედან სახელმწიფოს შემოსავლის სახით ამ ხორცზე დარიცხული დღგ-ს გადასახადი, სულ რაღაც 5 მლნ ლარი რჩება. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოტანილი 60 000 ტონა გაყინული ქათმის ხორცი საკუთარი წარმოებით ჩაანაცვლოს. 60 000 ტონა ხორცი რომ ვაწარმოოთ, 10 000 ადამიანი უნდა დავასაქმოთ. გაყინული ხორცის იმპორტს ადგილობრივი წარმოებით თუ ჩავანაცვლებთ, იმპორტიდან მიღებულ შემოსავალს მინიმუმ ორჯერ მარტო 10 000 ადამიანის ხელფასიდან დაქვითული საშემოსავლო გადასახადი გადააჭარბებს. ხალხიც დასაქმდება, დარგიც განვითარდება და აღარც გაყიდული ქათმის ხორციდან ამოღებული თანხა გავა საზღვარგარეთ".

ვინ უნდა შეასრულოს ახალი რეგულაციები - გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის

"სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა და ცვის კოდექსის" თანახმად, ფიზიკური პირები სახელმწიფო კონტროლს არ ექვემდებარებიან. თუმცა, კანონი მოითხოვს, რომ ბაზარზე არსებული სურსათი ადამიანისთვის უვნებელი იყოს. უვნებლობის გარანტია არის, ის რომ ნებისმიერი სურსათი, მათ შორის ფრინველის ხორციც, დამზადებული, წარმოებული და გადამუშავებული იყოს იმ პირობების დაცვით, რომელიც სურსათის უვნებლობას გარანტირებულად უზრუნველყოფს. შესაბამისად, ყველა მეწარმე, რომელიც ცხოველური წარმოშობის სურსათს აწარმოებს, ვალდებულია, „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესი" დაიცვას, რადგან ამ წესის მიხედვით განსაზღვრული მოთხოვნები არის სურსათის უვნებლობის გარანტია.

„ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის" მოთხოვნები შედარებით გამარტივებულია იმ პირებისთვის, რომლებიც ოჯახურ მეურნეობას აწარმოებენ და ბაზარს პროდუქტს არასტაბილურად და მცირე რაოდენობით აწვდიან. თუმცა, რა არის "არასტაბილური" და "მცირე რაოდენობა", კანონით განსაზღვრული არ არის.
"თუ ადამიანი სურსათს რაღაც პერიოდულობით აწვდის ბაზარს, ე. ი. ის ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და არაორგანიზებული მიმწოდებელი არ არის. შესაბამისად, მას აქვს ვალდებულება, რომ გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია საგადასახადო კუთხით და ბიზნეოპერატორადაც დარეგისტრირდეს. არიან ადამიანები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იყენებენ ამ შეღავათებს და ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ისინი სამომხმარებლო ბაზრისთვის არასტაბილური მიმწოდებლები არიან. გარკვეული ფაქტები უკვე გვაქვს. საგადასახადო სამსახურთან ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. პირები, რომლებიც სტაბილურად, ყოველდღიურ რეჟიმში არიან სურსათის მიმწოდებლები, ვალდებულები არიან სურსათის უვნებლობის კანონებით განსაზღვრული ვალდებულებები და რეგულაციები შეასრულონ", - ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე www.eugeorgia.info-სთან საუბარში აცხადებს, რომ სასაკლაოებს და ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებლებს სახელმწიფო ახალი სტანდარტების დანერგვასა და ახალი რეგულაციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება. "ახალი სტანდარტების დანერგვა ძვირადღირებული პროცესია, რადგან ის კადრების გადამზადებასთან ერთად წარმოების გადაიარაღებასაც მოითხოვს. მეორე მხრივ, ჩვენ ვითვალისწინებთ იმ მოთხოვნებს, რაც ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარეობს. ამიტომ, ეს ორი მიმართულება უნდა დავაბალანსოთ. უნდა გამოვიყენოთ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის ყველა შესაძლებლობა, რომ არ დაზიანდეს ბიზნესი და საწარმოები არ დაიხუროს და მეორე მხრივ, ბაზარზე უვნებელი პროდუქციის არსებობა უზრუნველვყოთ. ამ მიზნით ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა EBRD და IFC. რაც შეეხება, მეფრინველეობის დარგის დღგ-სგან გათავისუფლების საკითხს, ეს ის თემაა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სხვა სამინისტროებთან ერთად უნდა განიხილოს და მთავრობამ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღოს".

სხვადასხვა სამინისტროებს შორის არაკოორდინირებულ მუშაობაზე საუბრობს ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი. "ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი აგრარული პროექტი განახორციელა. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ ერთი პროგრამა მეორის წარმატებას არ უზრუნველყოფს. დავინტერესდი და გავარკვიე, რომ "შეღავათიანი აგრო კრედიტის" პროგრამის ფარგლებში ფრინველების არცერთი სასაკლაოს მოწყობა არ არის დაფინანსებული. გარდა ამისა, გასულ წელს მეფრიბელეობის დარგში 3 მლნ ლარის ოდენობის სესხი გაიცა. სესხის გაცემის დროს ამ ფერმერებს არავინ აუხსნა, რომ რამდენიმე თვეში მათ ახალი რეგულაციების შესრულება მოუწევდათ. პროგრამებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის სწორი კოორდინაცია რომ ყოფილიყო, ასე არ მოხდებოდა," - ამბობს გიგაშვილი.

მთავრობა სასაკლაოების მომსახურების ტარიფს ადგენს

სასაკლაოზე, სადაც HACCP-ის სისტემა იქნება დანერგილი, ქათმის დაკვლის პროცესს ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი გაუწევს. მომსახურების გადასახადს სააგენტოს სასაკლაო გადაუხდის, ვეტერინარი კი ხელფასს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიიღებს.
"სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ტარიფს საქართველოს მთავრობის N59-ე დადგენილება ადგენს. ამ დადგენილებით განსაზღვრული იყო ქათმის სასაკლაოს მომსახურების ტარიფის ოდენობაც და ის 1 ფრთა ქათამზე 10 თეთრით იყო განსაზღვრული. იმის გამო, რომ ქვეყანაში ფრინველის სასაკლაოები არ არსებობდა, ეს გადასახადი გაუქმდა. ახლა დადგენილებაში ისევ შედის ცვლილება, რომ ეს საქმიანობა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ და შესაბამისი მომსახურების გადასახადი კი სურსათის ეროვნულ სააგენტოს გადაერიცხოს. სააგენტოს მომსახურების ღირებულება განისაზღვრება დაკლული ქათმის რაოდენობის მიხედვით. ამ გადასახადის ფორმირებაზე ახლა ვმუშაობთ. ამ პროცესში აქტიურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ სხვადასხვა მწარმოებლებთან და ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებთან. რამდენად სწორად იქნება განსაზღვრული ტარიფი, ამას სწორედ ეს სამინისტროები გააკონტროლებენ. ტარიფის ზუსტი ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის. სავარაუდოდ, ის 5 თეთრს არ გადააჭარბებს," - აცხადებს www.eugeorgia.info-სთან საუბარში სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე.
სასაკლაოსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის ანგარიშსწორება მომავალში სწორედ ამ ტარიფით მოხდება.


მანანა ვარდიაშვილი

წაკითხულია
16801
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

შებოლილი სულუგუნი ამერიკულ ბაზარზე - რატომ არის მნიშვნელოვანი HACCP-ის დანერგვა და რა პრობლემებს აწყდებიან ბიზნესოპერატორები

შებოლილი სულუგუნი ამერიკულ ბაზარზე - რატომ არის მნიშვნელოვანი HACCP-ის დანერგვა და რა პრობლემებს აწყდებიან ბიზნესოპერატორები

რძის პროდუქტების ქართული კომპანია “ცეზარი” ამერიკულ ბაზარზე თავს იმკვიდრებს. წალკის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფში გახსნილი საწარმო, 2013 წელს, ორგანიზაცია “მერსი ქორფსის” ფინანსური მხარდაჭერით ახალ შენობაში გადავიდა, თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა

14 დეკემბერი 2016 | 18:13 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ქათამიVS კვერცხი - ხელისუფლება ადგილობრივ მწარმოებლებს  არ უქმნის პირობას იმისთვის, რომ 80% იანი იმპორტი  კონკურენტუნარიანი პროდუქციით ჩაანაცვლონ

ქათამიVS კვერცხი - ხელისუფლება ადგილობრივ მწარმოებლებს არ უქმნის პირობას იმისთვის, რომ 80% იანი იმპორტი კონკურენტუნარიანი პროდუქციით ჩაანაცვლონ

"ჩვენ, ფერმერები, არ ვითხოვთ იმპორტის შეზღუდვას ან რაიმე სახის გადასახადის დაწესებას. მოგვცენ საშუალება თანაბარ პირობებში გავუწიოთ კონკურენცია." ქათმისა და კვერცხის მწარმოებლები ითხოვენ, რომ სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტების მწარმოებელი ფირმების მსგავსად

24 ნოემბერი 2016 | 15:36 ეკონომიკა ვრცლად
სასაკლაოებზე HACCP-ის დანერგვა 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა დასრულდეს

სასაკლაოებზე HACCP-ის დანერგვა 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა დასრულდეს

სახელმწიფოს მიერ სერტიფიცირებული სასაკლაო, სადაც ხორცის უვნებლობის დამადასტურებელი მოწმობა, ფორმა N2 გაიცემა, ბევრი რაიონის მსგავსად არც მესტიაშია. ადგილობრივმა ფერმერმა სავაჭრო ობიექტში საკუთარ ფერმაში გაზრდილი საქონლის ხორცი რომ შეიტანოს, ამისთვის ზე

10 მაისი 2016 | 12:07 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ქათმისა და კვერცხის წარმოება დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია

ქათმისა და კვერცხის წარმოება დისკრიმინაციულ მდგომარეობაშია

ნორმა კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში მოდის - იურისტები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას არ გამორიცხავენ.

13 იანვარი 2016 | 15:45 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner