banner
18 აპრილი 2015 | 02:37 ადამიანის უფლებები

გარდაუვალი ისლამური რადიკალიზაციის ტალღები, რომელსაც კარგი "მომსახურება" სჭირდება

გარდაუვალი ისლამური რადიკალიზაციის ტალღები, რომელსაც კარგი "მომსახურება" სჭირდება

 

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი. დიმიტრი მანჯავიძე მოგვითხრობს ISIS-ის  წარმოშობის ისტორიაზე,  კონფესიურ ომებზე, რომლებიც სულ უფრო მძლავრად ვითარდება ახლო აღმოსავლეთის ნაწილში და იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ახალომდებარე რეგიონებს.

 
- რატომ გაჩნდა ISIS?

- მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ისლამურ სამყაროში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა თავისი არსით, პრინციპში, სოციალისტური რეჟიმები, მათ შორის ერაყსა და სირიაში, იგივე ეს ბაასისტური რეჟიმები, სოციალისტურ პრინციპებზე დაფუძნებული სეკულარული ტიპის რეჟიმები იყვნენ. ასეთივე სეკულარული იყო ეგვიპტეც, რომელსაც დიდი ფუნქციაც ჰქონდა, ერთი მხრივ, ისრაელის შემაკავებელი და, მეორე მხრივ, დასავლეთის პარტნიორიც, ამასთან იყო საბჭოთა კავშირთან ბუფერის ფუნქციის შემსრულებელი. მაღრიბი, ტუნისი, მაროკო, ალჟირი, ძალიან ტრადიციული საზოგადოებები იყო, მათაც ასევე შეითვისეს ეს იდეოლოგია, რომელიც თავისი შინაარსით იყო სეკულარული, ან ცდილობდა, რომ ასეთ პრინციპებზე ყოფილიყო დაფუძნებული.

სპარსეთის ყურეში პირველმა ომმა 90 - იან წლებში და მითუმეტეს, სსრკ-ს დაშლამ, ახლო აღმოსავლეთში, დაპირისპირების თვალსაზრისით, პრინციპულად არაფერი შეცვალა. იმის მიუხედავად, რომ ისრაელი კიდევ უფრო გაძლიერდა და პალესტინას სახელმწიფოდ ჩამოყალიბების უკეთესი პერსპექტივები გაუჩნდა, მაგრამ არავითარი გარღვევა კონფლიქტის მოგვარებაში არ მომხდარა. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო რამ, რაც რატომღაც ყველას ავიწყდება - ირანი ჯერ კიდევ 1978 წლიდან ვითარდებოდა, როგორც ისლამური სახელმწიფო - ერთადერთი დეკლარირებულად ისლამური სახლმწიფო ისლამის რელიგიის გავრცელების არეალში. ამ პერიოდში ხომეინის, შემდგომ, ხამენეის და მოლებისა და ადგილობრივი პლუტოკრატიის სავაჭრო კაპიტალის ინტერესებმა ასეთი ტიპის სახელმწიფოს საშუალება მისცა ყველაფრისთვის გაეძლო. ერთი სიტყვით, ისლამური სახელმწიფოს წარმატების მაგალითი უკვე "ჩასმული" იყო ახლო აღმოსავლეთის მომავალ სცენარებში.

ამ პერიოდში ხდება სოციალისტური იდეის დაკნინება ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით 90- იანი წლების მეორე ნახევარსა და 2000-იანების დასაწყისში, რასაც დაემატა გარე ძალების მხრიდან ძალიან ძლიერი შეტევები: 2003 წელს ამერიკელების შესვლა ერაყში და 2011 წლის “არაბული გაზაფხული”, რომელმაც არაბულ სამყაროში სეკულარული სახელმწიფოების წარმატებას წერტილი დაუსვა, რადგან ყველა მათგანი ჩამოიშალა. ერაყი ჩამოშალა ამერიკამ, რომლებმაც შიიტების კონფესიური სექტანტური მთავრობა დაამკვიდრეს. რატომ? იმიტომ, რომ სადამ ჰუსეინი იყო სუნიტი დიქტატორი და შიიტური უმრავლესობის უფლებების აღდგენა დემოკრატიის მეშვეობით პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი გახდა. შემდგომში, ამ ტალღამ გამჭოლად სირიასაც დაარტყა, რომელიც კონფესიური ქვეყანაა, და რომელიც დღესაც იმართება ბაშარ ასადის ბაასისტური რეჟიმის მიერ. ბაშარი და მამამისი ჰაფეს ასადი, ორივე სოციალისტური საბურველის მატარებელი სახელმწიფოს მმართველები არიან. ამ სეკულარული რეჟიმის დაცემაზე იმუშავა მთელმა დასავლეთმა. ეს ცალკე კვლევის საკითხია, თუ რატომ მოხდა ასე. სირია დარჩა ბოლო გამაგრებული წერტილი, იმის მიუხედავად, რომ დაკარგა ტერიტორიები, უმართავი პროცესები დაიწყო ალეპოსა და პროვინციებში, დამასკო და ცენტრალური ნაწილი მაინც შეინარჩუნა, მაგრამ ისევ კონფესიურ პლაცდარმზე დაყრდნობით, იმიტომ რომ ალავიტები, რომლებიც რეჟიმის საფუძველს წარმოადგენდნენ, არიან შიიტები და სექტანტური ფაქტორი სირიის მოვლენებში ერაყის მსგავსად გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ამის პარალელურად, მოხდა გადატრიალება ეგვიპტეში, დემოკრატიული პროცესი შეჩერდა და ისევ გენერალი მოვიდა სათავეში, იმიტომ, რომ სხვანაირად ეგვიპტე იშლებოდა. ლიბიაში ვერ მოხდა ერთიანი ქვეყნის შენარჩუნება, სოციალისტურ პრინციპეზე აგებული კადაფის რეჟიმის დამსხვრევის შემდეგ ეს ქვეყანა ისევ კონფესიურ და ტრაიბალურ ნაწილებად დაიშალა.

ეს ყველაფერი რომ ხდება და საზოგადოებრივი, ეკონომიკური, კულტურული კონტროლი რომ ეცლება სახელმწიფოებს, ის რაღაცით უნდა ჩანაცვლდეს 700- მილიონიან არაბულ სამყაროში! ამერიკელებმა ერაყში 2003 წლის შემდეგ გარკვეული პოლიტიკური მიზნებით შიიტებს გადასცეს მთელი ძალაუფლება. იყო რამდენიმე სუნიტური ელემენტი, თუმცა სუნიტების ძირითადი მასა იყო უკმაყოფილო, ეს იყო მასა, რომელიც იყო მდიდარი, ძალაუფლების მქონე და რომელმაც დაკარგა სიმდიდრისა და ძალაუფლების შენარჩუნებისა და განვითარების შესაძლებლობები. ღარიბ ხალხზე იყო ძალიან დიდი დაწოლა, რადგან სექტარიანულმა ძალადობამ იჩინა თავი და ამ ყველაფრის განმეორება მოხდა სირიაშიც, სადაც სუნიტებმა ბაშარ ასადის რეჟიმს დაუწყეს ბრძოლა. ჰომი, ჰომსი, ალეპო - ეს ყველა მნიშვნელოვანი სუნიტური ტერიტორიაა, რომელიც ლიბიიდან მოსულის ბოლომდე ვრცელდება.

ეს ვითარება ძალიან ჰგავს იმ პერიოდს ირანში, როცა ისლამი ღვივდებოდა და პოლიტიკურ ფაქტორად ყალიბდებოდა 60-იან წლებში, როდესაც შაჰის წინააღმდეგ რევოლუცია მწიფდებოდა. ადამიანების გაერთიანებას სჭირდება რეზისტენციის უნარი, ძლიერი კუთვნილების განცდა, იმის მაგივრად რომ ეს მომხდარიყო სეკულარული სტრუქტურული მეთოდების გამოყენებით, ყველაფრი მოხდა სექტარიანული რელიგიის ჩანაცვლებით. რაღაც ადგილებში ეს მოხდა ძალიან სწრაფად, მაგალითად, ლიბიაში, როგორც კი დაინგრა ძველი სისხლიანი რეჟიმი, როდესაც ნატომ ამხელა წარმატებას მიაღწია და სისხლიანი რეჟიმი გადააგდო, ის ხალხი, ვისაც ბიბისი-ზე ყოველდღე ვუყურებდით, მაგალითად, მისრატას ბრიგადა და სხვები, მეორე დღესვე გადაიქცნენ ტრაიბალურ, სექტარულ ისლამისტებად და დაიწყეს მეზობლების განადგურება. რა თქმა უნდა, ამას დაემატა ისიც, რომ პერმანენტული ძალადობა რადიკალიზმის დონეს ზრდის.

- სად მოხდა ამ რადიკალიზმის ყველაზე მეტად გაძლიერება?

- რაკაში, რაკა ეს არის სირიის ცენტრალური ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ ჯვაროსნების ომიდან მოყოლებული სუნიტური რეზისტენციის ერთ-ერთი ბუდე იყო, ტრადიციული ადგილი, რომელსაც ასადის რეჟიმებიც კი ვერ ახლებდნენ ხელს. მათ შორის ერთგვარი ურთიერთჩაურევლობის ხელშეკრულება არსებობდა და სწორედ, იქ დაიწყო შეირაღებული ადამიანების შესვლა, ძირითადად იყვნენ სირიელი, ერაყელი, ნაწილობრივ მაღრიბიდან და იემენიდან, რომლებსაც სხვა შესაძლებლობები არ ჰქონდათ ან არ ჰქონდათ ისეთი შესაძლებლობები, რომ არ გაეცველათ ისინი შეიარაღებულ ბრძოლაზე, რომელმაც მათ მოუტანა წარმატება, საზოგადოებრივად მაღალ საფეხურზე დაწინაურება.

ამას გარდა, ესენი ყველანი ტრადიციული საზოგადოებებიდან არიან და მათ 2003 წელს ამერიკელების ერაყში შესვლა, რამდენად იდიოტურადაც არ უნდა ჟღერდეს,  ჯვაროსნულ ომად ჩათვალეს, ანუ ქრისტიანების შეტევად ისლამის წინააღმდეგ.

ალბათ, გახსოვთ სადამ ჰუსეინის ინფორმაციის მინისტრი ამერიკელებს ჯვაროსნებად მოიხსენიებდა, რომლებმაც მათი მიწა დაიპყრეს. ვინ წარმოიდგენდა, რომ ისტორიული მეხსიერების ამოწევა და მისი იდეოლოგიურ იარაღად გამოყენება ასეთი სიმძაფრით და ასეთი მასშტაბებით მოხდებოდა. ერთი სიტყვით, რაკაში საყოველთაო არაბული მიგრაცია დაიწყო, რადგან მათ მიიჩნიეს, რომ ქრისტიანებმა შეუტიეს და ამერიკელები, ინგლისელები, ზოგადად, მთელი დასავლეთი ქრისტიან ჯვაროსნებად შერაცხეს, რომელთა წინააღმდეგ წმინდა ომი უნდა დაეწყოთ.

- რა მოხდა ამის შემდეგ?

- თავების დაჭრა, ბავშვების განადგურება, მასიური გაუპატიურება ბიჭების და ბავშვების, ზოგადად- ეს ყველაფერი სამწუხარო ფაქტებია, მაგრამ ეს არის ე.წ. "რეაქტიული ძალადობის" ანუ გარკვეული სახის კოლექტიური ფსიქოზის შედეგი. ხომ შესაძლებელი იყო გადასახლება ან გაგდება?!, მაგრამ სწორედ კოლექტიური ფსიქოზია ის, რის გამოც ISIS ამ სისასტიკეს ჩადის. ადგილი, სადაც იეზიდები 3 ათასი წელი არსებობდნენ, ის სამშობლო და ყველაფერი, რაც ერთადერთი აქვთ მსოფლიოში, დღეს, თითქმის, სრულად განადგურებულია, სინჯარის მთის მიმდებარე რეგიონის ჩათვლით. 4 ათასი იეზიდი ქალი ჰყავთ დღეს მოტაცებული და მათ ძირითადად სექს-მონებად იყენებენ.

ასე რომ, ISIS-ის სახით რაიმე ტიპის სახელმწიფო კი არ ჩამოყალიბდა, არამედ დაჯგუფდა ადამიანების მასა, რომელიც ამ პრინციპებით მოქმედებს, სხვა შანსი ცხოვრებაში არა აქვთ, და აქვთ 2 მთავარი მიზანი: გაანადგურონ შიიტი და სხვა, არა სუნიტი მუსლიმები, რომლებსაც მწვალებლებად მიიჩნევენ. ეს გვაბრუნებს მე-17 საუკუნის კონფესიურ ომებში, მაგალითად, შატ-ელ-არაბში ზუსტად იგივე კონფესიური ომები იყო ირანსა და ჯერ მამლუქების სახელმწიფოს, შემდეგ უკვე ოსმალებს შორის. სხვათაშორის, შიიტებსაც ისევე სასტიკად აწამებენ და კლავენ, როგორც ქრისტიანებს და მეორე ის, რომ ეთნოლოგიურად, კულტურულად, ისტორიულად სირიისა და ერაყის არანორმალურად მდიდარი სამყარო ერთი ხელის დაკვრით განადგურდა, მათ შორის ასირიელების, ორთოდოქსული ეკლესია, ასევე ქალდეველები, კათოლიკური ნაწილი - ეს არის უძველესი თემები, რომლებიც ჯერ კიდევ ჯვაროსნებამდე იყვნენ მონათლულები და ანტიოქიასთან უფრო მჭიდრო კავშირი აქვთ თავისი რწმენით. ეს ყველაფერი განადგურდა და ჩამოყალიბდა ე.წ. ხალიფატი, რომელსაც აქვს შიდა სტრუქტურა, სერიოზული ფინანსური და ადამიანური რესურსები. ასევე, ძალიან საინტერესოა სპარსეთს ყურეში რაც ხდება, საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები, ყატარი, რომელიც, ერთი მხრივ, "პარი სენ ჟერმენის" კლუბს ყიდულობს, ხოლო მეორე მხრივ, არ ან ვერ უშლის ხელს მისი მოქალაქეების მხრიდან ISIS-ს დახმარებას, რაც უმთავრესად პირადი დონაციებით ხორციელდება და ქმნის საკმაოდ დიდ რესურსებს იმ ხალხისთვის, ვინც სირიასა და ერაყში იბრძვის.

- რატომ აფინანსებენ არაბი შეიხები ხალიფატს?

- იმიტომ რომ ეს არის კონფესიური ომი. ეს ადამიანები გააკეთებენ ყველაფერს შიიტური გავლენის წინააღმდეგ, რაც დღეს სახეზე გვაქვს ერაყსა და სირიაში. ბაშარ ასადი ალავიტად მიიჩნევა, როგორც შიიტი და არა როგორც პრეზიდენტი; იმისთვის აფინანსებენ, რომ ბრძოლა გაგრძელდეს. ასადი, რომელიც დამასკოში ზის, და რომელსაც აქვს დიდი დახმარება რუსებისა და ირანელებისგან, იარაღის გარკვეული რესურსებიც აქვს, გადაიქცა შუა საუკუნეების დროინდელ ლოკალურ სექტანტურ მმართველად.

-ამერიკელები რას აკეთებენ ასადთან მიმართებაში?

-ამერიკელები და ევროპელები ამბობენ, რომ მასთან საქმის დაჭერას არ აპირებენ, რადგან კონფლიქტის პირველ ეტაპზე ბევრი დააშავა - რეპრესიული აპარატი გამოიყენა და ძალიან ბევრი ხალხი დახოცა, ისევე, როგორც მამამისმა თავის დროზე. დახოცილები უმთავრესად სუნიტები იყვნენ, ვინც პროტესტი გამოაცხადა.

- რა გამოდის? ასადი ებრძვის ხალიფატს, ევროპაც ამბობს, რომ უნდა ებრძოლოს ხალიფატს, ერაყელი შიიტებიც იმავეს ამბობენ, ამერიკელები ბომბავენ... გამოდის, რომ ერთგვარ ალყაში არიან მოქცეული. თუ ყველა ჩამოთვლილ ძალას ერთი ინტერესი აქვს, მაშინ რატომ არ ხდება ISIS-ის შეჩერება?

- პრობლემა ის არის, რომ შარშან, მაგალითად, ივნის-ივლისში, როდესაც მათ ძალიან დიდი ტერიტორიები აიღეს, მოსახლეობამ, რომელიც კონტროლირებად მიწაზე აღმოჩნდა, მათ მხარი დაუჭირა, რატომ? იმიტომ, რომ იმას არ ეხება, ის იმას არაფერს ერჩის, როგორც ცხოვრობდა ღარიბულად, ისევე ცხოვრობს, მაგრამ ახლა არა ბაღდადის შიიტური მთავრობის ქვეშ, არამედ მოძმე სუნიტი ISIS-ის მმართველობის პირობებში, უბრალო სუნიტისათვის ცოტა რამ შეიცვალა, რადგან ISIS ერჩის წარმატებულ ხალხს, მაგალითად, ექიმებს, მასწავლებლებს, საშუალო დონის მოხელეებსა და ყველას, ვისაც დამოუკიდებელი აზრის მატარებლად ჩათვლის.

- შიიტი ექიმები ჩამოახრჩვეს?

- არა, ამ შემთხვევაში განურჩევლად, სუნიტებიც და შიიტებიც, რადგან ეს შედარებით დამოუკიდებლად მოაზროვნე ხალხია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, განათლება და ინტელექტი გააჩნია და რაც მთავარია, მმართველობის უნარი და ცოდნა აქვს და ამ უნარებში შეიძლება შეეჯიბროს ან მეხუთე კოლონად გადაიქცეს, რაში სჭირდება ხალიფატს ზედმეტი პრობლემები? არაფერში და დაიწყეს მათი განადგურება.

პარალელურად, იწყება რა პროცესი? ევროპაში ამდენი ხალხი რომ შეუშვეს და ეს ხალხი გამრავლდა (უმრავლესობა სუნიტია), შესული არიან პაკისტანიდან და ქვეკონტინენტიდან, რომელიც უმთავრესად სუნიტურია, იგივე ინგლისში ერაყიდან, სირიიდან, სპარსეთის ყურიდან. საფრანგეთში ალჟირიდან სულ ყველა სუნიტები არიან; ამ თემებში იყო მაღალი შობადობა, 20 მუშა რომ შემოიყვანეს, იმათი შთამომავლობა 2000 კაცია, გარკვეული ინტეგრაცია უნდა მოეხდინათ ადგილობრივ საზოგადოებაში. შეუძლებელია, მაგალითად, მენტალობით იყო თუში მეცხვარე და შტუტგარდში იყო სრულად ინტეგრირებული მოქალაქე, ამ მუსლიმურმა თემებმა, მათმა უმრავლესობამ, ყოველ შემთხვევაში, ეს ვერ შეძლო. მითუმეტეს, მაღალი შობადობის გამო ვერ აძლევენ წესიერ განათლებას ბავშვებს და დიდი შეფერხებებია მათი ინტეგრირების პროცესში. ამიტომაც აღმოჩნდა 40 წლამდე ასაკის ადამიანების დიდი მასა დაუსაქმებელი, უპერსპექტივო, ენა ისწავლეს, მაგრამ ნახეს, რომ ვერ შეითვისეს ევროპული ცხოვრების წესი (სხვათაშორის ქალებმა უფრო მოახერხეს ევროპულ საზოგადოებაში დამკვიდრება).

- რა უნდათ მათ? ამ არარეალიზებული ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს?

- უნდათ რომ იქ თავისი მინი სახელმწიფო, ანუ მინი ხალიფატები შექმნან. მაგალითად, ბირმინჰემში მოახერხეს - ნახევარი ქალაქი გადაკეტილია პრაქტიკულად და იქ ადამიანებს შარიათის კანონებით სჯიან. ასეთი ტიპის ახლაგაზრდობას სჭირდება იდეალები. ასეთ მოსახლეობას შორის ძალიან პოპულარული გახდა ეს იდეოლოგია, და მათ დაიწყეს ან ISIS დახმარება ან იქ წასვლა და ბრძოლა.

- რას აკეთებს დასავლეთის სამყარო და კერძოდ, საუდის არაბეთთან ან თუნდაც საემიროებთან აშშ-ს კავშირი არ ახდენს გავლენას პროცესზე?

-ცდილობენ, თუმცა, საუდის არბეთის მეფეს რომ მიადგები და მოსთხოვ რამეს, იმას კი წინა ღამით ბრძანება აქვს გაცემული, რომ თავი მოაჭრას, პირობითად, მოედანზე ქალს, რომელიც ადიულტერშია ეჭვმიტანილი, იმას რა უნდა მოსთხოვო? თუმცა, უნდა ითქვას, რომ ცენტრალიზებულად მაინც ცდილობენ პროცესის შეკავებას, დაზვერვითი სამუშაოები მიმდინარეობს და ა.შ. ასე რომ არ ყოფილიყო, ხალიფატი კიდევ უფრო გავრცელდებოდა.

- შეიძლება ითქვას, რომ ერთია, რომ თავადაც ასეთები არიან შარიათის კანონის დამცველები და მეორე მხრივ, ვერ აკონტროლებენ თავიანთ შეიხებს?

- ვერ აკონტროლებენ მდიდარ ხალხს, სრულად ვერ გაწვდებიან დონაციის სისტემას, იქ ბევრი იბრძვის, მაგრამ მაინც ცდილობენ ეს რეჟიმები ლიმიტზე დასვან. ახლა დიდ შეტევას ამზადებენ ხალიფატის წინააღმდეგ, რომ მოსულის დაპყრობილი ნაწილი გაათავისუფლონ. აქ ქურთების როლია ძალიან დიდი.

- რა როლი აქვთ ქურთებს?

- ქურთები ცხოვრობენ სირიაშიც, ერაყშიც და თურქეთშიც. არის მებრძოლი ხალხი, ძალიან ძლიერი იდენტობითა და ძლიერი პოლიტიკური გაერთიანებებით. სალაჰედინი, მათი ყველაზე დიდი ფადიშაჰი რად ღის მხოლოდ, იერუსალიმი რომ გაათავისუფლა ჯვაროსნებისგან თავის დროზე. ქურთები ცდილობენ ხალიფატის რეჟიმის შეჩერებას. სწორედ, მათი დამსახურებაა სუნიტი რადიკალების ერაყისა და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შეჩერება. ამერიკა და ირანი ეხმარებიან, თუმცა მოსული ჯერ ვერ გაათავისუფლეს. ხალიფატის ძალები დღეს უკვე ბაღდადთან არიან მისული. ბაღდადის აეროპორტიდან რომ აფრინდები და მარცხნივ გაიხედავ, სულ მათი კოტროლის ქვეშ არსებული პოზიციები მოჩანს.

- თურქეთის როლი რა არის ამ ომში?

- თურქეთი სუნიტური სახელმწიფოა. ამბიცია აქვთ, რომ ოსმალეთის იმპერია აღადგინონ ეკონომიკურ და იდეოლოგიურ სივრცეში მაინც. მადა კი აქვთ, თუმცა როდესაც დაინახეს, რომ ISIS მათკენ არ მიმართავს ბრძოლას, არ ერევიან. სირიის სიღრმეებშია ხალიფატი, უნდათ, რომ მთლიანად დაიმორჩილონ, პირველ რიგში, სირია, რაც შემდგომი გავრცობის მყარი პლაცდარმი იქნება.

- რა უშლით ხელს, რომ დაიმორჩილონ?

- კი შევიდნენ და მიმდინარეობს ეს ბრძოლა. ბაშარსა და ხალიფატს შორის კიდევ ალ-ნუსრას ფრონტია, რომელიც ალ-ქაიდასთან არის დაკავშირებული. ალ-ქაიდა და ხალიფატი კონკურენტები არიან

- რატომ არ არის ამერიკის საჰაერო დარტყმები უფრო ძლიერი თუკი ასეთ ძალასთან აქვთ საქმე?

- ამაზე ძლიერი რა უნდა იყოს?! იმიტომ, რომ 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მოყვება უამრავი მსხვერპლი.  იქ ხომ ბრძოლების პარალელურად ჩვეულებრივი ცხოვრება მიდის, იქ არ არის არმია ან ბაზები რომ დაბომბო, მათ არმიის სტრუქტურა კი არა აქვთ, უბნის სტრუქტურა აქვთ. დამალვის თავიანთი მეთოდები აქვთ, პიკაპებით გადაადგილდებიან, ამერიკელები რომც შევიდნენ, მათ არ უპირისპირდებათ ჯარი, ამას გარდა, თავად ISIS -ის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტია. ბაშარ ალ ასადს ეხმარება ირანი და ჰეზბოლა ლიბანიდან. თურქეთმა, ვისი იმედიც ჰქონდა დასავლეთს, გადაწყვიტა არ ჩარეულიყო აქტიურ ბრძოლაში, რადგან ამ ბრძოლის დაწყება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული: 1200 კმ საზღვარი ყოფთ და მის დაცვასა და გამაგრებას უშველებელი რესურსი დასჭირდება, ამიტომ თურქეთი ბუფერებს ამუშავებს, ცდილობს ჯებირები გააკეთოს და ამავე დროს,  ბაშარი უფრო დიდი მტერი არის მათთვის, ვიდრე ხალიფატი, რადგან ისტორიულად სირია იყო თურქეთის მთავარი კონკურენტი ამ რეგიონში.

- ჩვენ სად ვართ და რა საფრთხეების წინაშე ვართ მთელ ამ პროცესში?

- თურქეთიდან გადასვლა სირიაში ძალიან ადვილია, ისევე, როგორც მათი გადმოსვლა აქეთ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუსმენდი, ამბობდნენ, რომ ყველამ ერთად უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემაო... პასიონატური სურვილების შებოჭვა  შეუძლებელია, ანუ სურვილების, რომელიც ძლიერი იდეოლოგიური მუხტის მატარებელია, ინტერნეტი ყველგანაა - პანკისშიც და ბორჩალოშიც. არის ორი გზა: ძალიან ძლიერი კონტრდაზვერვითი და კონტრუსაფრთხოების სისტემების შექმნა, მათ შორის დაბლოკვა ზოგიერთ ტერიტორიაზე გარკვეული "ექაუნთების", რაც ძალიან ადვილია, 18-16 წლის ბიჭები ინტერნეტით, იმეილებითა და ფეისბუქით ამყარებენ კავშირებს. ამიტომ, საჭიროა ამ წყაროების გადაკეტვა - სატელეფონო კავშირებისა და ფულადი გზავნილების, მათ შორის. საჭიროა რელიგიურ მოღვაწეებზე დაკვირვების გასამმაგება. აქ ვინც ჩამოდიან, ისინი არ იგონებენ ველოსიპედს, არამედ მუშაობენ არსებულ პიროვნებებზე, და ამიტომ, თუ ადამიანი დასაჭერია, უნდა დაჭირონ, რადგან რელიგიური ლიდერი რას ამბობს და რას აკეთებს ზოგჯერ ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. რომელიმე მუფტი, რომელიც მაღალი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს, ან უნდა გადმოიბირო, ან  მოაქციო იზოლაციაში.

- ტექნიკურად როგორ გადადიან საზღვრებზე ის ახალგაზრდა ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები?

- პირადობის მოწმობით შეგიძლია გადახვიდე ადიგენშიც და ბათუმშიც, აქ პასპორტიც არ გჭირდება. ასევე საინტერესოა, აგენტურული ქსელი: სად ცხოვრობენ, ვინ არიან ? მოუჭრი ამ კავშირებს და მაქსიმუმს გააკეთებ, რაც საქმის 50%-ით მოგვარებას ნიშნავს, იმიტომ, რომ სურვილი მაინც იქნება. კიდევ ერთი საშუალებაა, ვინც წავა, უკან დაბრუნების უფლება ჩამოართვა, პასპორტი გაუუქმო, ისე, როგორც ამას ევროპა აკეთებს, მოქალაქეობა ჩამოართვა. ოჯახებთან არის საჭირო მუშაობა, გაფრთხილება, შეიძლება აკეთებენ კიდეც ამას, არ ვიცი, უნდა გააკეთონ ყველაფერი, რომ ისინი აღარ შემოვიდნენ. ამას გარდა, ხალიფატს აქვს ძალიან კარგი აგენტურული ქსელი, რომელიც კონცენტრირებულია რელიგიურ მოღვაწეებზე და ამიტომ უნდა გქონდეს ძლიერი კოტროლი, რაც არ გამორიცხავს ძალისმიერ ჩარევას, თუმცა სხვა გზა არ არის და ამ ყველა ღონისძიების მიუხედავად, ასეთი რომც გატარდეს, სავარაუდოდ, გველის რადიკალიზაციის ტალღები, რადგან არის გმირობის გაიდეალიზირებული მუხტი, რომელსაც ვერ დააკავებ. თუმცა უნდა ისწავლო მისი ადეკვატურად "მომსახურება". იყო საუბარი, რომ რუსეთი პანკისში არსებულ ვითარებას სათავისოდ გამოიყენებს. ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი იქ წასული ადამიანი უკან აღარ შემოუშვან.

- რა არის ხალიფატის საბოლოო მიზანი?

- მათი მიზანია იერუსალიმის აღება და ხალიფატის კოტროლის დამყარება მთელ ისლამურ მიწებზე. იქ ხომ არ არის ლაპარაკი ეკონომიკის განვითარებაზე, სოციალურ პროგრამებზე, სოციალური პროგრამების ნაცვლად საჭმელს არიგებენ. ეს არ არის მათთვის მთავარი, მათი მთელი რესურსი მიმართულია გავრცელებაზე. ამიტომ არიან საშიში, სწორედ თავისი პრიმიტივიზმის გამო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ვითარება პირდაპირ გვეხება, რადგან გვაქვს რამდენიმე ცენტრი, რომელშიც შეიძლება ჩამოყალიბდეს ასეთი დაჯგუფებები. შენ თუ ეს არ გააკეთე დღეს, ხვალ რა მოხდება არ იცი.

- რომ არ მომხდარიყო ერაყში ამერიკელების შესვლა და არ დაემხოთ სადამ ჰუსეინის რეჟიმი, ხალიფატი არ გაჩნდებოდა?

- რა თქმა უნდა, ეს რადიკალიზაცია მაინც მოხდებოდა, ოღონდ სხვა ფორმებით. ალბათ, ისევ კონფესიური ფორმებით, უბრალოდ, ამერიკელების შესვლამ საფუძველი გამოაცალა საერთაშორისო ინსტიტუტებს, გაერო-ს ავტორიტეტი დაეცა. ამერიკელებმა ერაყში შესვლით ძალიან დიდი უპირატესობა მოიპოვეს და ამდენი ხანი იქ ყოფნით დაიცვეს სპარსეთის ყურე, თუმცა ის, რასაც ახლა ობამა აკეთებს, შეიძლება, ძალიან ცუდად შემობრუნდეს, იმიტომ, რომ ირანის გაძლიერება შესაძლოა ახალი კონფესიური ომის საფრთხედ გადაიქცეს. ეს ტენდენციები ახლაც სახეზეა, მაგალითად, ხალიფატთან იბრძვის უკვე იემენში შიიტი ხუტის მოძრაობა, ანუ კონფესიური ომი უკვე იქაც მიმდინარეობს. ირანი ამ სანქციების მოხსნის შემდეგ დაიწყებს თავის დამკვიდრებას, როგორც რეგიონის უძლიერესი მოთამაშე. ჩვენ ასე ვთქვათ, "გაჭედილი" ვართ  ამ ურთულეს რეგიონში, თუმცა უდიდესი შესაძლებლობები გვაქვს, რადგანად პატარა ქვეყანაა საქართველო და ადვილად მოსავლელი. ჩვენ გვაქვს უდიდესი სტიმული ევროინტეგრაციის და გვაქვს კარგი შესაძლებლობა, გავაგრძელოთ კავკასიის რეგიონში არაკონფლიქტური თანაცხოვრება.

- რუსები რა როლს თამაშობენ ამ პროცესში?

- რუსეთის წარმატება არის ის, რომ 13 ათასი მებრძოლი წავიდა და არ უშლის დღეს ხელს რამზან კადიროვს და შესაბამისად, პუტინსაც პრობლემებს არ უქმნის. რუსეთი ამ კონფლიქტში დიდი რაოდენობით იარაღს ყიდის.

- ქრისტიანების გამოყვანა სირიიდან და ერაყიდან არის შესაძლებელი?

- ჩვენი ელჩი იორდანიაში, რომელიც ერაყსაც ფარავს, უნდა ჩავიდეს პირდაპირი რეისით ერბილში და დაელაპარაკოს ქურთისტანის მთავრობას, ისინი ელჩს კარგად მიიღებენ, შეახვედრებენ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს, შემდეგ შეუძლიათ იმსჯელონ სხვდასხვა შესაძლებლობებზე, ვარიანტებზე და თუ ჩვენ გვინდა, ამ ხალხის დახმარება, თუნდაც 20-30 ოჯახის გადარჩენა, ეს შესაძლებელია.

 - ეს თავდასხმები შიიტებზე, ქრისტიანებსა და კათოლიკეებზე როგორ ხდება?

- ზოგს ახდევინებენ ხარკს, მერე შეიძლება ეცნენ და გაანადგურონ. უცებ ესხმიან თავს, იტაცებენ და ანადგურებენ. ერჩიან ასურელ ორთოდოქსებს, რომლებიც სირიიდან დაწყებული, ანტიოქიის მიდამოების ტერიტორიებზე ცხოვრობენ. ასევე ერჩიან სომხებს - მათი ეკლესიები ააფეთქეს. 160 ათასი ადამიანი უკვე გადასახლებულია ქურთისტანში. ძალიან ბევრი სახლდება სომხეთში, ერევანში.

- რას საქმიანობენ ასურელები, რითი ცხოვრობენ?

- მიწათმოქმედები არიან, ასევე ვაჭრებიც არიან. ჰყავთ ძალიან კარგი ხელოსნები.

 

  ესაუბრა ლიკა ბასილაია-შავგულიძე

წაკითხულია
22870
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ვინ მოიგო ალეპოს ბრძოლაში - რეგიონში ძალთა ბალანსი იცვლება

ვინ მოიგო ალეპოს ბრძოლაში - რეგიონში ძალთა ბალანსი იცვლება

ალეპო, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი და აყვავებული ეკონომიკური ცენტრი, რუსეთის საავიაციო შეტევის შედეგად ნანგრევებად იქცა. 1200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 380 ბავშვი. ბარაკ ობამამ კი განაცხადა, რომ ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებ

17 დეკემბერი 2016 | 18:22 პოლიტიკა ვრცლად
ენერგეტიკული პროექტები, როგორც ბერკეტი მსოფლიო პოლიტიკის ფოკუსში დასარჩენად

ენერგეტიკული პროექტები, როგორც ბერკეტი მსოფლიო პოლიტიკის ფოკუსში დასარჩენად

ლტოლვილთა ნაკადი, რომელიც ევროპისკენ მიემართება, აშშ-ს პოლიტიკა ირანთან მიმართებაში და დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის პოლიტიკის მიმართ; რას გამოიწვევს რუსეთის ჩართულობა სირიის კონფლიქტში, რა პროცესები მიმდინარეობს სამხრეთ კავკასიაში და როგორ აისახება ა

17 ოქტომბერი 2015 | 00:30 ენერგეტიკა ვრცლად
ტურისტები სავიზო პროცედურების გამარტივებას ითხოვენ

ტურისტები სავიზო პროცედურების გამარტივებას ითხოვენ

4 თვეა საქართველოში ჩამოსვლის მსურველ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ვიზის აღება ელექტრონული პორტალის მეშვეობით, ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტურისტული ან საქმიანი მიზნით ჩამოდიან. პარლამენტმა სავიზო რეგულაციების გამარტივების მიზნით

22 მაისი 2015 | 14:28 კანონმდებლობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner