banner
18 სექტემბერი 2015 | 16:33 ეკონომიკა

პოლონეთის წარმატების გასაღები ევროინტეგრაციის გზაზე

პოლონეთის წარმატების  გასაღები ევროინტეგრაციის გზაზე

 

დღეს 65% დასაქმებულია მცირე და საშუალო ბიზნესში, მშპ-ს 75%-ს ქმნის მცირე და საშუალო საწარმოები, აქედან, მომსახურების სექტორზე მოდის 80%, 20%- კი წარმოებაზე. მოხდა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია. დღეს პოლონური პროდუქტის თითქმის 80%-ის ექსპორტი ხდება ევროკავშირის ბაზარზე.

“პოლონეთის ტრანსფორმაცია უნდა განვიხილოთ წარმატებულ მაგალითად, არა ლამაზი ავტომაგისტრალებისა და ქალაქების გამო, არამედ, იმიტომ, რომ დღეს გვყავს უფრო ფხიზელი სამოქალაქო საზოგადოება. არ გვეშინია იმის თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში, რადგან თუ ისინი შეცდომებს დაუშვებენ, ხალხი ამას არ შეეგუება”- ამბობს ვარშავაში დაფუძნებული ევროპის დიპლომატიური აკადემიის დირექტორი კატარჟინა პისარსკა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოლონეთმა მოსკოვში შექმნილი ქაოსით ისარგებლა და ეს შესაძლებლობა ევროპულ ოჯახში დასაბრუნებელად გამოიყენა. ქვეყნის წარმატებული გარდაქმნის ერთ-ერთი ფაქტორი, სწორედ, გეოპოლიტიკური ვითარება გახდა- “არც ევროკავშირს და არც ნატოს არ უთქვამს ჩვენ უნდა გამოგყვეთო, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსია. არ იყო გარეშე ზეწოლა, ან იყო მინიმალური, რომ შეჩერებულიყო ტრანსფორმაცია. რაც მთავარია, იყო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დასავლეთის ინსტიტუტების მხრიდან: აშშ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი.”

გეოპოლიტიკურ ვითარებასა და დასავლეთის მხარდაჭერაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისტორიული მეხსიერება-“ტრავმებისა და დრამების ისტორია”- ასე უწოდებენ პოლონელები დამოუკიდებლობის 123 წლით დაკარგვას, რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტს, მეორე მსოფლიო ომსა და ჰოლოკოსტს- ეს იყო მეხსიერება, რომელიც მოსახლეობაში ვერასდროს წაიშლებოდა. პოლონელებს სჯეროდათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით ისინი ევროპულ ოჯახში დაბრუნდებოდნენ. რეფორმების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო ანტირუსული განწყობები.

“აუცილებლია მკაფიო ისტორიული პოლიტიკა, 10-15 წლის წინ, უკრაინასა და რუსეთში მოგზაურობისას, გვიკვირდა, რომ ხალხი არ საუბრობდა საკუთარ ისტორიაზე. კომუნისტების პროპაგანდით კოლექტიური მეხსიერება შეიქმნა, არ ჰქონდათ ინდივიდუალური მეხსიერება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იდენტობის შესაქმნელად, ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ მათი ფესვები, მემკვიდრეობა - ის, რაც განზრახ დაანგრიეს საბჭოთა კავშირის დროს. არ შეგეძლო გქონოდა ინდივიდუალური მეხსიერება, რადგან მაშინ შეკითხვებიც გაგიჩნდებოდა.”

დამოუკიდებლობის პირველი წლები განსაკუთრებით მტკივნეული იყო მოსახლეობისთვის, “ეკონომიკური შოკთერაპია”- რეფორმები და მაქსიმალური ცვლილება მინიმალურ დროში, ეკონომიკურ ლიბერალიაზციას მოჰყვა სამუშაო ადგილების დაკარგვა, სახელმწიფო კომპანიებისა და ინდუსტრიების დაცემა, ჰიპერინფლაცია, თუმცა ხალხი არ გამოსულა რეფორმების წინააღმდეგ, ისევ ისტორიული მეხსიერებისა და გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.

“მახსოვს სკოლაში სენდვიჩში 2000 ზლოტს (პოლონური ვალუტა) ვიხდიდი. სტრუქტურული რეფორმები ჩატარდა მთლიანი სისტემის. იყო დიდი უკმაყოფილება მუშებში, სოლიდარობის მოძრაობის წევრებშიც, ადამიანებმა, ვინც იბრძოდა ამ დამოუკიდებლობისთვის, უკეთესი ცხოვრების ნაცვლად, დაკარგა სამუშაო, მაგრამ ზოგადი განწყობა და ცვლილებების სურვილი ბევრად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის უარყოფითი მოვლენები, რაც თან სდევდა რეფორმების პროცესს.”

1994 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ ქვეყანა, რომლის ეკონომიკა მთლიანად საბჭოთა ბაზარზე იყო დამოკიდებული, კონკურენტუნარიანი უნდა გამხდარიყო ევროპაშიც. 1994 წლიდან დაიწყო პოლონური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე შესვლა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველ ეტაპზე პოლონეთი შიდა ბაზარზე არ მიიღებდა ევროპულ პროდუქციას, ვინაიდან, ადგილობრივი ნაწარმი ვერ გაუწევდა კონკურენციას დასავლეთ ევროპულს. ამ პერიოდში გაიზარდა მშპ, ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდა. ეკონომიკური ზრდის მთავარი მიზეზი კერძო სექტორი გახდა. დღეს 65% დასაქმებულია მცირე და საშუალო ბიზნესში, მშპ-ს 75%-ს ქმნის მცირე და საშუალო საწარმოები, აქედან, მომსახურების სექტორზე მოდის 80%, 20%- კი წარმოებაზე.მოხდა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია.დღეს პოლონური პროდუქტის თითქმის 80%-ის ექსპორტი ხდება ევროკავშირის ბაზარზე. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მნიშვნელოვანი ნაწილია ქვეყნის ეკონომიკის, იმის მიუხედავად, რომ მშპ-ს მხოლოდ 3.4% მოდის ამ სექტორზე, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მუშახელის 12.4%, 39% კი სოფლად ცხოვრობს. პოლონელი ფერმერების შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2004 წელს ევროკავშირის წევრი გახდა.

“ფერმერები ევროკავშირის ფულის ყველაზე დიდი ბენეფიციარები არიან და ყველაზე მეტად მათ ისარგებლეს ევროკავშირში შესვლით, თუმცა თავიდან ძალიან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. 1990-იან, 80-იან წლებში ბევრად მეტი ადამიანი მუშაობდა სოფლის მეურნეობაში, ვიდრე ამის საჭიროება იყო, შემდეგ უკვე ხალხი ტოვებდა სოფლის მეურნეობას და ქალაქში მიდიოდა, დღეს სოფლის მეურნეობა ბევრად სპეციალიზებულია.”

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საზოგადოების ინფორმირებას, აქტიურობდა ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი. მინისტრთა საბჭომ 1999-2002 წლებისთვის 4-წლიანი გეგმა დაამტკიცა, საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის საწარმოებლად. მოსახლეობას ევროკავშირის სარგებელს აცნობდნენ, ამავდროულად, უხსნიდნენ, რომ გარკვეული საფასურის გადახდა მათაც მოუწევდათ, ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად. პროგრამის მიზანი იყო საზოგადოებას ჰქონოდა წვდომა ზუსტ და სანდო ინფორმაციაზე და გამიზნული იყო არა მხოლოდ იმ ფენაზე, რომელიც უკვე უჭერდა მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას, არამედ მათზე, ვისაც ჯერ გადაწყვეტილი არ ჰქონდა და ვინც ეწინააღმდეგებოდა კავშირში შესლას. პროგრამის მეშვეობით მჭიდრო თანამშრომლობა შედგა სამთავრობო სტრუქტურებს, არსამთავრობო ინსტიტუტებს, საზოგადოების აზრის ფორმირებაზე გავლენის მქონე წრეებს შორის. დიდ როლს თამაშობდა ინფორმაციის გავრცელებაში არსამთავრობო სექტორი და მედია.

მნიშვნელოვანი იყო ელიტების როლიც. პროცესში ჩართული იყო ყველა- პოსტკომუნისტები, ოპოზიცია, ლიბერალები, ახალგაზრდები თუ ხანშიშესულები. საინტერესო მომენტი იყო რეფერენდუმზე პოლონეთის ბოლო კომუნისტი ლიდერის ვოიცეხ იარუზელსკის გამოჩენა, რომელმაც ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა: 20 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, რომ ეს მოხდებოდა, ვიტყოდი, რომ აბსურდის თეატრია, მაგრამ რეალობა იცვლება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე, ამ ახალი რეალობის გათვალისწინებით, მე ხმა მივეცი პოლონეთის ევროკავშირში შესვლას”

ევროპის დიპლომატიური აკადემიის დირექტორი იხსენებს, რომ როდესაც კომუნისტური პარტიის საფუძველზე შექმნილ სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერ ლეშეკ მილერს ჰკითხეს - თუ რა იყო მისი ყველაზე დიდი წარმატება, მან უპასუხა, რომ პოლონეთის შეყვანა ევროკავშირში. მილერი იყო პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ხელი მოაწერა ევროკავშირში შესვლის შესახებ შეთანხმებას. პრეზიდენტი ალექსანდრე კვაშნიევსკი კი რომელიც 1980-იან წლებში, კომუნისტურ მთავრობაში სპორტის მინისტრი იყო,თავად ჩაუდგა სათავეში პროევროპულ კამპანიას. პრეზიდენტი სხვადასხვა ქალაქში საჯარო შეხვედრებს მართავდა, ყველა ოჯახს ურიგებდნენ ბროშურას, ევროკავშირის, როგორც წარმატებული პროექტის შესახებ. დიდი გავლენა იქონია პოლონური წარმოშობის რომის პაპის, იოანე პავლე მეორის ღია მხარდაჭერამ ევროკავშირისადმი, პოლონეთის მოსახლეობის 90% კათოლიკე ქრისტიანია და მათთვის რომის პაპი დიდი ავტორიტეტი იყო.

ძლიერი იყო “არა” კამპანიაც, ლოზუნგით- “გუშინ, მოსკოვი, ხვალ ბრიუსელი”, ხალხს არწმუნებდნენ, რომ კავშირში გაწევრიანებით დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ დაკარგავდნენ, ასევე, მოხდებოდა აბორტის, ევთანაზიისა და სექსუალური უმცირესობების ქორწინების ლეგალიზება, გერმანელები კი დასავლეთ პოლონეთში მიწებს დაეპატრონებოდნენ. ასევე შიშობდნენ, რომ პოლონურ ბაზარს მთლიანად დაიკავებდა ევროკავშირიდან შემოსული იაფი პროდუქტი, მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრდებოდა და ფერმერების მდგომარეობაც გაუარესდებოდა, თუმცა არცერთი ეს შიში არ გამართლებულა. ზოგ შემთხვევაში საპირისპირო მოხდა, არათუ ევროკავშირიდან შემოსულმა პროდუქციამ დაიპყრო პოლონური ბაზარი, არამედ თავად პოლონური ნაწარმი გახდა ექსპორტის მამოძრავებელი ძალა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ევროკავშირის ბაზარზე. ვაშლის ექსპორტით პოლონეთი ევროკავშირის ბაზარზე პირველ ადგილს იკავებს, მეორე პოზიცია აქვს ჭვავისა და კარტოფილის ექსპორტში, მესამე- შაქრის ჭარხალი, მეოთხე- ხორბალი და ძორხის რძე.

“ევროკავშირის წევრობა არის შესაძლებლობა და არა განვითარების გარანტია, შეძლებს თუ არა ქვეყანა ამ შესაძლებლობის სრულად კაპიტალად ქცევას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტს მართოს თავისი ეკონომიკური პოლიტიკა- წერია 2014 წელს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოხსენებაში, სადაც ევროკავშირში ყოფნის 10 წელია შეჯამებული. ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად წარმატებული ტრანსფორმაციის გასაღები, როგორც კატარჟინა პისარსკას მიაჩნია, თავად ხალხშია, რომელსაც ესმის, რომ აუცილებლად მოუწევს მსხვერპლის გაღება უკეთესი მომავლისთვის.

“იმისათვის, რომ მოახდინოთ წარმატებული ტრანსფორმაცია, ხალხს უნდა სჯეროდეს და ესმოდეს, რომ ყოველი რეფორმა და ცვლილება საზოგადოებისგან ითხოვს დიდ მსხვერპლშეწირვას. სწორედ, აქ გჭირდება ისტორიული ელემენტები, საზოგადოების ისტორიული მეხსიერება” - ამბობს პისარსკა.


მაიკო გაბულდანი

წაკითხულია
8371
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

პოლონეთი რუსულ-გერმანული მილსადენის პროექტის წინააღმდეგ

პოლონეთი რუსულ-გერმანული მილსადენის პროექტის წინააღმდეგ

პოლონეთი ცდილობს დაითანხმოს ა.შ.შ., რათა „ნორდ სტრიმ 2“ პროექტის განხორციელებისთვის რუსეთს სანქციები დააკისროს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, მათეუს მორავიეკმა განაცხადა.

01 თებერვალი 2018 | 13:32 ენერგეტიკა ვრცლად
ბოლო 6 თვის განმავლობაში სოფლის მეურნეობის 2015-2020 წლების სტრატეგიის 5% შესრულდა

ბოლო 6 თვის განმავლობაში სოფლის მეურნეობის 2015-2020 წლების სტრატეგიის 5% შესრულდა

“რეფორმეტრის” შეფასებით ამ ეტაპზე 2015-20 წლებზე გაწერილი სტრატეგია 74,9%-ით არის შესრულებული. რეფორმის პროგრესის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა შემდეგი პროცესები, რომლებიც ჯერ კიდევ დაუსრულებელია:

15 დეკემბერი 2017 | 18:38 სოფლის მეურნეობა ვრცლად
პოლონეთის თვითმმართველობის მოდელის წარმატების „საიდუმლო“

პოლონეთის თვითმმართველობის მოდელის წარმატების „საიდუმლო“

საქართევლოში თვითმართველობის რამდენიმე რეფორმა განხორციელდა და ამ სფეროს მარეგულირებელი კოდექსიც შეიქმნა, თუმცა სპეციალისტების აზრით, პროცესები მაინც ნელი ტემპით მიმდინარეობს. www.eugeorgia.info რეგიონული განვითარების პრობლემებზე ადგილობრივი თვითმართველობ

20 ოქტომბერი 2016 | 14:47 ინტერვიუ ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner