banner
02 ოქტომბერი 2015 | 14:12 ეკონომიკა

ევროკავშირთან ასოცირების პირველი შედეგები: მოლდოვას ექსპორტი საქართველოსას ორჯერ აჭარბებს

ევროკავშირთან ასოცირების პირველი შედეგები: მოლდოვას ექსპორტი საქართველოსას ორჯერ აჭარბებს

2014 წლის 27 ივნისს მოლდოვამ და საქართველომ  ბრიუსელში საზეიმოდ მოაწერეს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი (DCFTA) მიიღეს. ევროკომისიის სტატისტიკის მიხედვით, იმავე წელს მოლდოვას ექსპორტი 2013  წელთან შედარებით ევროპაში  20,4%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 159 მილიონი ევრო შეადგინა, მაშინ როცა,  საქართველოს ექსპორტმა, პირიქით, 1,5%-ით მოიკლო და მხოლოდ 657 მილიონი ევროთი განისაზღვრა. Eugeorgia.info  დაინტერესდა რა მიმართულებით  შეძლო მოლდოვამ დაწინაურება ევროპულ ბაზარზე  და როგორ მიაღწია წარმატებას.
 

ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების ისტორია
 
ევროკავშირმა სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა მოლდოვასთან (ისევე როგორც საქართველოსთან) 2005 წელს გააფორმა, რასაც სამი წლის შემდეგ, დამატებით, ავტონომიური სავაჭრო პრეფერენციები (ATP) მოაყოლა. მიზეზი-  რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანება იყო. მეზობელ ქვეყანასთან მოლდოვას განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს: პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ის რუმინეთის შემადგენლობაში შედიოდა, ომის შემდეგ კი საბჭოთა კავშირმა შეიერთა. 1991 წლიდან, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, მოლდოვა  რუმინეთის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, 2007 წლის პირველ იანვრამდე მასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობდა და ძირითადი პარტნიორი იყო. რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ამ რეჟიმის შეზღუდვით  გამოწვეული უარყოფითი შედეგები მოლდოვას 2008 წელს  ახალი პრეფერენციებით დაუბალანსეს: ქვეყანამ ნებართვა მიიღო ევროკავშირში გარკვეული პროდუქცია კვოტებით შეეტანა, მათ შორის, ხორცი (საქონლის, ფრინველის), ხორცპროდუქტები (ძეხვეული) რძის პროდუქტები, ხორბალი, სიმინდი და შაქარი, ხოლო ბოსტნეულისა და ხილის  გარკვეული სახეობები ადვალური გადასახადისგან გათავისუფლდა (აღსანიშნავია, რომ საქართველოსაც, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრს, ჰქონდა ევროკავშირთან შეღავათებით ვაჭრობის რეჟიმი,  GSP+, რომელიც, პრაქტიკულად, აუთვისებელი დარჩა).
 
ბოლო წლების განმავლობაში მოლდოვა ცდილობს, თავისი პროდუქციის გასაღების ერთ-ერთი სერიოზული ბაზარი, რუსეთი, ევროკავშირით ჩაანაცვლოს. ქვეყნის განვითარების 2009-2015 წლების გეგმაში რუსეთი სტრატეგიული პარტნიორების სიიდანაც კი ამოიღეს,  არცთუ ტყუილად: მოლდოვური პროდუქცია (ძირითადად, ღვინო, ხილი და ბოსტნეული) სხვადასხვა საბაბით არაერთხელ  მოხვდა მეზობელ ქვეყანაში ემბარგოს ქვეშ.  შესაბამისად, მოლდავის ექსპორტში ევროკავშირის წილი 2014 წელს, თითქმის, ნახევარს - 46% - შეადგენდა, რაც შეეხება რუსეთს, თუ მასზე 2004 წელს ექსპორტის 31% მოდიოდა, 2014 წელს - 18%-მდე შემცირდა.
 

შედარებისთვის:
ევროპის ქვეყნებზე 2014 წელს საქართველოს ექსპორტის 21% მოდიოდა, მისი წილი ბოლო ათ წელიწადში მხოლოდ 2%-ით გაიზარდა. საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე აზერბაიჯანია ( 24%), რაც შეეხება რუსეთს, მისი წილი 2004 წელს ექსპორტში 16%-ს შეადგენდა, 2008 წელს (ემბარგოს გამო) - 2%-მდე დაეცა, თუმცა, შარშან ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 10%-მდე გაიზარდა.
 
 

ტექსტილი

პირველი ადგილი მოლდოვის  ექსპორტში მზა ტანსაცმლისა და ტექსტილის სასაქონლო ჯგუფს უკავია, რომელიც წინა წელთან შედარებით  7%-ით გაიზარდა და  213 მილიონ ევროს მიაღწია.
 
ტექსტილის ინდუსტრიის განვითარება ქვეყანაში ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო, ეს სექტორი მოლდოვის ეკონომიკის სტრატეგიული მიმართულებაა, რადგან დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილებს ქმნის (2013 წლისთვის დარგში დასაქმებული იყო 21 ათასზე მეტი ადამიანი, ანუ მთლიანი ინდუსტრიის 19,4%), მათი გადამზადება ადგილზე და იოლად შეიძლება, შედარებით სწრაფად ბრუნავს კაპიტალი და ზომიერ ინვესტიციებს მოითხოვს.
 
ტექსტილის ექსპორტის 86%  ევროკავშირის ქვეყნებში გადის, ცნობილი ბრენდებიდან ქვეყანაში წარმოდგენილია ვერსაჩე, არმანი, ბენეტონი, მაქსი, ნაფნაფი, ტრუსარდი, პრიმარკი, მაქს მარა, პრადა, ნაიკი, დოლჩე და გაბანა და კელვინ კლაინი. აღსანიშნავია, რომ მზა ტანსაცმელთან, ფეხსაცმელთან, ტყავის აქსესუარებთან ერთად წარმატებულია ხალიჩების ქსოვის ინდუსტრია, რომლის 80% ევროპაში გადის.
 
როგორც თავად მოლდოვის მთავრობა აცხადებს, ინდუსტრიის წარმატება შემდეგმა ფაქტორებმა განაპირობა: 1. ევროპაში ყველაზე დაბალი ხელფასებია (საშუალო ხელფასი თვეში 2012 წელს 230 ევრო იყო); 2. განათლებული სამუშაო ძალა, გარდა ამისა, მოსახლეობის 70% მულტილინგვალია;  3. რეგიონში ყველაზე მიმზიდველი საგადასახადო რეჟიმი აქვს (კორპორაციული გადასახადი 12%-ია, ხოლო თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში - 6%. ამასთან ნედლეულის იმპორტი გათავისუფლებულია ბაჟისა და დღგ-ისგან);  4. აქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა (დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მისაღწევად სატვირთო მანქანას მხოლოდ ორი დღე სჭირდება).
  

შედარებისთვის:
საქართველოს ტექსტილისა და ტანსაცმლის ექსპორტმა ევროკავშირში გასულ წელს მხოლოდ 39 მილიონი ევრო შეადგინა, თუმცა, 67%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ტექსტილის ბიზნესი , საქართველოში, ძირითადად, თურქეთის ხარჯზე ვითარდება.
 
 

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა მოლდოვადან ევროკავშირში 2014 წელს წინა წელთან შედარებით 31%-ით მოიმატა და 375 მილიონ ევროს მიაღწია. პროდუქციაში წამყვანი ადგილი ბოსტნეულმა დაიკავა, რომლის მიწოდება 54% -ით გაიზარდა და  203 მილიონი ევრო შეადგინა. აღსანიშნავია, რომ თავად მოლდოვის ტერიტორია საქართველოსთან შედარებით ორჯერ პატარაა-  34 ათასი კვადრატული კმ, თუმცა, კარგი კლიმატური პირობები აქვს და განლაგებულია ძირითადად ვაკეზე.შესაბამოსად, სოფლის მეურნეობას ქვეყნის ეკონომიკაში 20%-ზე მეტი უკავია.
 

შედარებისთვის:
საქართველოს მიერ ევროკავშირში ექსპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია 2014 წელს მხოლოდ 155 მილიონი ევროთი განისაზღვრა, თუმცა, წინა წელთან შედარებით  26%-იანი ზრდა მაინც დაფიქსირდა. რაც შეეხება ბოსტნეულს, ეს მაჩვენებელი 113 მილიონი ევროთი განისაზღვრა.
 
 
ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირში მოლდოვამ 15 ათასი ტონა შაქარი შეიტანა, ანუ, 3,5-ჯერ მეტი გასულ წელთან შედარებით.  როგორც აღვნიშნეთ, მანამდე ეს პროდუქცია კვოტებით იყო ლიმიტირებული.
 
სოფლის მეურნეობის პროდუქციიდან მნიშვნელოვანი მატება (64%-იანი)  დაფიქსირდა ცხოველური და მცენარეული ცხიმების რეალიზაციის კუთხით, საერთო მოცულობამ კი  65 მილიონ ევროს მიაღწია.
 
“მოლდოვამ ასევე მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ევროკავშირის სანიტარული მოთხოვნების შესრულებაში, რაც ნიშნავს, რომ მოლდოვური ხიზილალა უკვე შესაძლებელია, რომ  გაიყიდოს ევროკავშირის ბაზარზე. ასევე მუშაობა მიმდინარეობს  მოლდოვადან  კვერცხის ექსპორტის საკითხზეც”, - აღნიშნულია ევროკომისიის ვებ-გვერდზე.
 
აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროდუქციის - ღვინის - მოლდოვადან   ევროკავშირის ქვეყნებში  ექსპორტის მაჩვენებლებიც. ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირში რეალიზებული ალკოჰოლური სასმელის მოცულობა  7%-ით გაიზარდა (მოცულობით გამოსახულებაში - 9%-ით) და 23 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან საექსპორტო ქვეყნებში 30%-ით პირველ ადგილზეა პოლონეთი, სადაც 7 მილიონი ევროს პროდუქცია გავიდა, მეორე ადგილზე - ჩეხეთი (5,8 მილიონი ევრო), ხოლო მესამეზე -რუმინეთი (3,6 მილიონი ევრო). საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოლდოვური ღვინის ფასი საკმაოდ დაბალია - ერთი ლიტრის საშუალო ღირებულება ერთი ევროა.


შედარებისთვის:
საქართველო ევროკავშირში ღვინის ექსპორტით მოლდოვას ზუსტად შვიდჯერ ჩამოუვარდება - 2014 წელს მხოლოდ 3 მილიონი ლიტრით განისაზღვრა და 10%-ით შემცირდა 2013 წელთან შედარებით, თუმცა, ღირებულებით გამოხატულებაში 9%-ით გაიზარდა და 9 მილიონი ევრო შეადგინა.  აღსანიშნავია, რომ ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო ფასი, დაახლოებით, 3 ევროა (სამჯერ ძვირი მოლდოვურთან  შედარებით)., 2013 წელთან შედარებით მისმა ღირებულებამ 30%-ით მოიმატა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებს ევროკავშირში საქართველოსთვის წარმოადგენს პოლონეთი, სადაც მთლიანი მოცულობის ერთი მესამედი იყიდება,  ლატვია (2,3 მილიონი ევრო), და ლიტვა (1,4 მილიონი ევრო). ჩეხეთში 2014 წელს მხოლოდ 73 ათასი ევროს ღირებულების პროდუქცია შევიტანეთ. 2008 წლიდან - 2014 წლამდე ევროკავშირის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა (ლიტრში გამოსახული), მხოლოდ 30%-ით გაიზარდა. მაშინ როცა მოლდოვამ ორჯერ გაზარდა მიწოდება.
 
 
სხვა ჯგუფები

მოლდოვას საექსპორტო ჯგუფებში მესამე ადგილი მანქანა-დანადგარებმა დაიკავა (ძირითადად, ელექტრომოწყობილობები), რომლის ექსპორტმა 201 მილიონ ევროს გადააჭარბა  (ზრდა - 1,7%). აღსანიშნავია,  რომ ეს სექტორი ქვეყანაში სრულიად ახალი  დარგია და, დაახლოებით, 10 წელს ითვლის. მოლდოვური ტექნიკა ევროკავშირის გარდა აზიისა და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში გადის.


შედარებისთვის:
საქართველო  მანქანა-დანადგარებით (თუნდაც, ელექტროპროდუქციით)  ევროპულ ბაზარზე პრაქტიკულად არ იყო წარმოდგენილი, გასულ წელს ექსპორტმა მხოლოდ 15 მილიონი ევრო შეადგინა.
 

ევროკავშირში მოლდოვადან 138%-ით გაიზარდა ლითონებისა და მისგან დამზადებული პროდუქციის ექსპორტი და 148 მილიონ ევროს მიაღწია. განსაკუთრებული, 172%-იანი, მატება დაფიქსირდა რკინა- ფოლადის ექსპორტში (121 მილიონი ევრო).


შედარებისთვის:
საქართველოდან იმავე ჯგუფის პროდუქტების რეალიზაცია ევროპაში 48 მილიონი ევროთი შემოიფარგლა (წლიური ზრდა - 7,3%), რაც შეეხება რკინა-ფოლადს, მისი მოცულობა 25 მილიონი ევროთი განისაზღვრა (ზრდა - 27%).
 

მოლდოვის საექსპორტო პროდუქციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იარაღსაც (76 მილიონი ევრო).
 

მოლდოვასთან  შედარებით საქართველო ევროპულ ბაზარზე დაწინაურებულია ორი მიმართულებით:  ძვირფასი ლითონებით - 125 მილიონი ევრო (რომლის ექსპორტი 1 წლის განმავლობაში 21%-ით შემცირდა, მსოფლიო ფასების დაცემის გამო) და საწვავით (ბენზინი) - 214 მილიონი ევრო (წლიურმა კლებამ 11% შეადგინა), ანუ, წარმოდგენილია, ძირითადად, ნედლეულით.
 

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მოლდოვას ექსპორტის ზრდა გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა გარე ფაქტორი: რუსეთის მიერ ემბარგოს შემოღების გამო ევროკავშირის ბაზარი გარკვეული პროდუქტებით გაჯერებულია, შესაბამისად, კონკურენცია შესამჩნევად გაიზარდა. ამასთან, მოლდოველი მეწარმეები ჯერ კიდევ არ არიან მზად ევროპული სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისი პროდუქცია გამოუშვან.
 
 
ეკონომიკური შედეგები
 
რუმინეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური მხარდაჭერის და ევროკავშირში გაზრდილი ექსპორტის მიუხედავად მოლდოვა  კვლავ რჩება ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნად. მოლდოვას მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2014 წელს  2176 დოლარს შეადგენდა (საქართველოსთვის  ეს მაჩვენებელი  3681 დოლარს აღწევს).  თუმცა, საგადამხდელო ბალანსის კუთხით ჩვენთან შედარებით  უკეთესი მდგომარეობა აქვს  - მშპ-ში მისი წილი  მხოლოდ   -6,2% -ია, მაშინ როცა საქართველოს  მშპ-ში ბალანსის წილი  -8,4%-ია.  ამასთან, უმუშევრობის დონე მოლდოვაში  გასულ წელს მხოლოდ  6% იყო, ანუ,  საქართველოსთან შედარებით, ზუსტად ორჯერ ნაკლები.
 
 
 
ბელა ნოზაძე

წაკითხულია
4297
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner