banner
17 ოქტომბერი 2015 | 00:30 ენერგეტიკა

ენერგეტიკული პროექტები, როგორც ბერკეტი მსოფლიო პოლიტიკის ფოკუსში დასარჩენად

ენერგეტიკული პროექტები, როგორც ბერკეტი მსოფლიო პოლიტიკის ფოკუსში დასარჩენად

ლტოლვილთა ნაკადი, რომელიც ევროპისკენ მიემართება, აშშ-ს პოლიტიკა ირანთან მიმართებაში და დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის პოლიტიკის მიმართ; რას გამოიწვევს რუსეთის ჩართულობა სირიის კონფლიქტში, რა პროცესები მიმდინარეობს სამხრეთ კავკასიაში და როგორ აისახება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე - ამ საკითხებზე ჩვენ ვესაუბრეთ სამხედრო-პოლიტიკურ ექსპერტს,  ლაშა ძებისაშვილს.

 ლაშა  (შალვა) ძებისაშვილს - დაცული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში გერმანიაში, აიხშტატის უნივესიტეტში, ასევე -  ვაშინგტონის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სტრატეგიული უსაფრთხოების სწავლებებში. აქვს 9-წლიანი მუშაობის გამოცდილება თავდაცვის სამინისტროში, 2009-2011 წლებში იყო ნატოში საქართველოს ელჩის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში. დღეს არის მოწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტსა და შავი ზღვის უნივერსიტეტში. 2 თვეში აპირებს დისერტაციის დაცვას ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში თემაზე: თავდაცვის ტრანსფორმაცია: ნატო-ს გავლენა და ინსტიტუციონალური ცვლილებები სომხეთსა და საქართველოში.

ინტერვიუში ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად არის კავშირში  რუსეთის გააქტიურება სირიაში და ირანის მიმართ აშშ-ს პოლიტიკის ცვლილება და არის თუ არა დღეს რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ რეალური საფრთხის შემცველი.

 - სირიაში რუსეთის შესვლა რომ არა, დასავლეთი ვერ "აღმოაჩენდა", რომ რუსეთმა დრამატული ნახტომი გააკეთა წინ საბრძოლო მომზადების თვალსაზრისით?

 - დასავლეთს რუსეთის შეიარაღებული ძალების თვისობრივი ცვლილება სირიის ოპერაციამდეც ჰქონდა "აღმოჩენილი". ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა როგორც ღია წყაროებით, ასევე სადაზვერვო მონაცემებით. თავად რუსული სახელმწიფო მედია რეგულარულად აშუქებდა სახელმწიფო  გადაიარაღების პროგრამის 2010-2020 წლების და შემდეგ კორექტირებული -2012-2020 წლების პროგრამის შესრულების ეტაპებს და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა თანამედროვე საავიაციო პარკის (სხვა სისტემებზე რომ არ ვილაპარაკოთ) განახლებაზე. რეგულარულად გადიოდა სიუჟეტები სხვადასხვა, განსაკუთრებით კი სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქების ნაწილებში ახალი ტექნიკის მიწოდების შესახებ. ამას გარდა, სწორედ ამ პერიოდში რადიკალურად გაიზარდა რუსული შეიარაღებული ძალების როგორც ოპერატიულ-ტაქტიკური, ასევე ოპერატიულ-სტრატეგიული სწავლებები. ეს თავისთავად ხელს უწყობს ახალი ტექნიკის გამოყენების დახვეწას როგორც ტაქტიკურ-ქვედანაყოფის დონეზე, ასევე ოპერატიულ დონეზე, რადგან ხდება უკვე დიდი ზომის ქვედანაყოფების მოქმედების შერწყმა დიდ დისტანციებზე და მასშტაბებში. ეს პროცესები ინტენსიურად და ხშირად მიმდინარეობდა მთელი ამ წლების განმავლობაში და არავითარ შემთხვევაში დასავლეთისთვის დახურული ან საიდუმლო არ იყო.  მარტივად  რომ ვთქვათ, დასავლეთს ჰქონდა ფაქტები, მაგრამ პოლიტიკური დასკვნა არ გამოჰქონდა, ან არ უნდოდა რომ გამოეტანა - რომ რუსეთი ქმნიდა თვისობრივად ახალ ჯარს და ასევე ჰქონდა სურვილი და მზადყოფნა, რომ ეს ახალი ჯარი გამოეყენებინა. მინდა აღვნიშნო, რომ ტერმინი "თვისობრივი" მაინც შედარებითია და ამ შემთხვევაში არ გულისხმობს რუსეთის ჯარის ხარისხობრივ გათანაბრებას მაგალითად, აშშ-ს ჯართან. თუმცა, ამავე დროს დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ რუსულმა ჯარმა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული სერიოზული წინსვლა განიცადა.

 - არის თუ არა რეალურად გაძლიერებული რუსეთის თავდაცვისუნარიანობა?

 - ეს ტერმინი კომპლექსურია და არ შედგება მხოლოდ ტექნიკის ან ჩატარებული წვრთნების რაოდენობისგან. იმისთვის, რომ დავასკვნათ, ამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაიზარდა თუ არა, უამრავი დამატებითი კომპონენტის ცოდნაა საჭირო.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ რუსული ჯარი ისევ რჩება გაწვევის ჯარად -ზედიზედ ორჯერ იწვევენ ახალწვეულებს. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულად გაიზარდა კონტრაქტზე მომსახურეთა რაოდენობა და განსაკუთრებით, სპეცდანიშნულების და მოტომსროლელ ნაწილებში, მაინც ჯარის 80-70%-ს წვევამდელები შეადგენენ. ანუ წელიწადში ორჯერ დგება ის მომენტი, როცა ჯარგავლილი კონტინგენტი მიდის სახლში და ახალი წვევამდელები მოდიან. ეს ნიშნავს იმას, რომ სამხედრო საქმე შესწავლილი და გაწვრთნილი კონტინგენტი მიდის და გამოუცდელი კონტინგენტი მოდის ჯარში, რაც ამ პერიოდში რუსული ჯარის ბრძოლისუნარიანობას საგრძნობლად სცემს დაბლა. ეს ტიპიურია და დამახასიათებელია რუსული ჯარისთვის. თუმცა, რადგანაც სპეცდანიშნულების ჯარებში (საჰაერო დესანტი და სხვა სპეცნაწილები) და მოტომსროლელ ბრიგადებში  გაიზარდა კონტრაქტზე მომსახურეთა რაოდენობა, ამ ნაწილების საბრძოლო მზადყოფნა (ანუ ბრძოლისუნარიანობა, გამოცდილება) საგრძნობლად გაიზარდა. ამას თუ დავუმატებთ იმასაც, რომ სწორედ ამ ნაწილების მომარაგება მოხდა პირველ რიგში ახალი ტექნიკით, შესაბამისად  სწრაფი რეაგირების და პირველი ეშელონის ნაწილების ქვედანაყოფების მაღალმა საბრძოლო მზადყოფნამ გაზარდა ამ კუთხით რუსეთის თავდაცვისუნარიანობა. იგივე ეხება რუსეთის საჰაერო ძალებს.

 თუმცა, არსებობს ასევე სფეროები, სადაც რუსეთს ჯერ კიდევ სერიოზული სამუშაოები აქვს ჩასატარებელი, მაგალითად, საჰაერო თავდაცვაში - სერიოზული პრობლემები აქვთ რუსეთის უზარმაზარი საჰაერო პერიმეტრის გასაკონტროლებლად, თუმცა. ამ მხრივაც მუშაობენ.

 -  გამოდის, რომ რუსეთზე  დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს პრაქტიკულად არ უმოქმედია?

 - დღემდე რაც განხორციელდა რუსული გადაიარაღების თვალსაზრისით  ნაკლებად მოექცეოდა სანქციების დარტყმის ქვეშ, რადგანაც ხელშეკრულებები, როგორც წესი, წინასწარ არის დადებული და მარაგები სხვადასხვა სამხედრო სისტემებისთვის წინასწარ არის ხოლმე გათვლილი და შესაბამისად, მიწოდებულიც. სანქციებს შედეგი ექნება დაახლოებით შემოღებიდან  2 წლის თავზე, ანუ 2016 წლიდან.

 რუსული სამხედრო ინდუსტრიისთვის დასავლური ტექნოლოგია წარმოადგენდა კარგ შესაძლებლობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლისთვის... მაგრამ რუსეთი მათ გარეშეც გააგრძელებს გაცილებით დაბალი ხარისხის - საბჭოური სტილის პროდუქციის გამოშვებას. რუსეთისთვის გაცილებით დიდი დარტყმაა უკრაინული საწარმოების მიერ დაწესებული ბოიკოტი, რაც პრეზიდენტ პოროშენკოს  მიერ იქნა მიღებული და კრძალავს უკრაინული საწარმოების თანამშრომლობას რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპანიებთან. ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში საავიაციო და სარაკეტო წარმოების სფეროებს მოიცავს და ამ დანაკლისის შევსება რუსეთს სერიოზულად გაუჭირდება.

 - რა მიზანს ემსახურება თქვენი აზრით, რუსეთის შესვლა სირიაში, გარდა იმისა რომ პრეზიდენტ ასადს გაუმაგროს ზურგი?

 

 - ასადის გამაგრება მიზანი არაა, ეს არის მხოლოდ საშუალება სხვა უფრო დიდი მიზნის მისაღწევად. ჩემი აზრით, ეს ოპერაცია რამდენიმე მიზანს ემსახურება: პირველ რიგში, აშკარაა მცდელობა, რომ მოხდეს სირიის საკითხის დაკავშირება ბაშარ ასადთან, როგორც ერთადერთ პოლიტიკურ ალტერნატივასთან  ISIS-სთან ჭიდილში.

მოსკოვს უკრაინის ორად გახლეჩვის ფიასკოს და სანქციების ფონზე სჭირდება ისეთი თემის წამოწევა, სადაც ისინი ერთის მხრივ, დიალოგის საშუალებას გახსნიან დასავლეთთან და გამოჩნდებიან პარტნიორებად. ამიტომაც ფორმალურად ვითომ ბომბავენ ISIS-ს, ხოლო მეორეს მხრივ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ  ასადის შეცვლას, ანუ გააგრძელებენ ოპერაციას ვითომ ისლამისტების წინააღმდეგ, მაგრამ საკუთარი ინტერპრეტაციით - ანუ დაბომბავენ მხოლოდ იმ რაიონებს, სადაც განლაგებული მეამბოხეები უშუალო საფრთხეს წარმოადგენენ ასადის რეჟიმისთვის. ეს კი სირიის ჩრდილო-დასავლეთია - ლატაკიის მიმდებარე აღმოსავლეთი და თურქეთის მოსაზღვრე პროვინციები. სწორედ ამ მონაკვეთების ხელში ჩაგდებით რუსეთი ცდილობს, ერთის მხრივ, გააკონტროლებინოს ასადს თურქეთთან გამავალი საზღვარი, საიდანაც უამრავი დახმარება შესდით მეამბოხეებს და მეორეს მხრივ, საშუალება მისცეს ISIS -ს, ზურგიდან მიაყენოს დარტყმა ალეპოს და ჰომსის გარშემო გამაგრებულ მეამბოხეებს.

სირიას რუსეთისთვის აქვს ერთი ძირითადი ამოცანა - შექმნას ისეთი სიტუაცია, რომელშიც რუსეთი გახდება დასავლეთის მთავარი "პარტნიორი" სირიული კრიზისიდან გამოსვლის მოსაძებნად. ანუ უნდა გახადოს დასავლეთი დამოკიდებული რუსეთზე სირიის საკითხში. ერთის მხრივ ეს დააბრუნებს რუსეთს დიდ დიპლომატიაში, მეორე პლანზე გადაიყვანს უკრაინის, კერძოდ კი დონბასის საკითხს, დროის გაყვანით სულ უფრო გაააქტიურებს სანქციიების გაუქმების თემას და ამავე დროს აძლევს ევროპის დაშინების შანსს მიგრაციული პროცესების მანიპულირებით. სწორედ ამიტომ მიდის შედარებით ზომიერი ისლამისტების და მეამბოხეების (დასავლეთი ვისაც უჭერს მხარს) დაბომბვა, რათა საბოლოო ჯამში სირიის საჭადრაკო დაფაზე დარჩეს მხოლოდ ორი მოთამაშე  - ასადი და  ISIS-ი. ამ ფონზე კი, ცხადია, რომ ცუდს და უარესს შორის ასადი უკეთესი არჩევანია.

 - აშშ რას უპირისპირებს რუსეთის ამ ტაქტიკას? ევროპა და შტატები წავლენ რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე?

- ვითარება საკმაოდ რთულია... რუსეთმა პრაქტიკულდ დაასწრო დასავლეთს და აშშ-ს და ლატაკიის ბაზიდან სირიაზე საჰაერო კონტროლის ზონა დააწესა, რითაც მნიშვნელოვნად შეზღუდა დასავლური კოალიციის თვითმფრინავების მუშაობა. პირველ რიგში, თითქმის ხაზი გადაუსვა ისრაელის ავიაიერიშების შესაძლებლობას სირიაში. თუ გავიხსენებთ, ასეთი იერიშები რამდენჯერმე ისრაელმა განახორციელა და სწორედ რუსული საჰაერო კონტროლის ფაქტის გამო მოუწია ბენიამინ ნეთანიაჰუს სასწრაფოდ მოსკოვში ჩასვლა, რათა გაერკვია ეს საკითხი. ფაქტია, რომ ლატაკიაში რუსული ბაზისა და ხმელთაშუა ზღვაში  რუსული ფლოტის განთავსების ფონზე სირიის თავზე სრული საჰარო კონტროლის ქოლგა აღიმართა.

აშშ-ს უპირატესობაზე არაა ზოგადად საუბარი. საუბარია იმაზე, რომ რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში აქტიურად განიხილებოდა სირიის თავზე NO FLY ზონის შექმნა, ოღონდ აშშ-ს პატრონაჟით, რათა ასადს არ გამოეყენებინა თავისი ავიაცია ბრძოლებში, ახლა ამ გაწელილი დისკუსიების ფონზე რეალურად რუსეთმა დაასწრო მათ და აბსოლუტურად იგივე იდეა, ოღონდ საპირისპირო მიზნებით განახორციელა.

ამ პირობებში  მთავარია ამ ორმა ბანაკმა შეცდომით, უნებლიედ, თუ სხვა მიზეზის გამო არ დაიწყონ ერთმანეთის საფრენი აპარატების ჩამოგდება - აი ეს არის ძალიან სახიფათო.

 - რუსეთის და ირანის გზები უკვე გაიყო? გაზის საკითხშიც გაიყოფა თქვენი აზრით?

- ირანისთვის სანქციების მოხსნა და მისი სავარაუდო შემოტრიალება დასავლეთისკენ ძალიან რთულ ვითარებაში აგდებს რუსეთს და მის სრულ გათიშვას  უწინასწარმეტყველებს სირიული თამაშიდან. ამიტომ, ჩემი აზრით, ირანისთვის ასადი იქნება თუ სხვა -  მნიშვნელოვანი არაა, რადგანაც თეირანისთვის მნიშვნელოვანია სასიცოცხლო ჯაჭვის  - ლიბანი-სირია-ირანის შენარჩუნება და ამისათვის ისინი დასავლეთთან გარიგებაზეც კი წავლენ და ასადი იქნება თუ სხვა ფიგურა, მათთვის არაა გადამწყვეტი. პოლიტიკა ამ მხრივ ირანისთვის არაა პერსონიფიცირებული.

ირანის და რუსეთის გზები არასოდეს იყო ერთი და იგივე....ირანი არასოდეს იყო რუსეთის ხელქვეითი და ყოველთვის თავის პოლიტიკას ატარებდა. სირიაში ირანის როლი გაცილებით დიდია, ვიდრე რუსეთის. ირანი გაცილებით და სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია ასადისთვის, ვიდრე რუსეთი. რუსეთს შეუძლია ტექნიკური თვალსაზრისით მიაწოდოს დახმარება, შეუვსოს მარაგები და ასე შემდეგ, თუმცა რაც შეეხება ფინანსურ, ასევე მატერიალურ და რაც მთავარია, ადამიანურ და სადაზვერვო ინფორმაციას, ირანი უდავოდ წამყვანი მოთამაშეა სირიაში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში  (ერაყი, იემენი და ა.შ.).

 - ირანი სანქციების მოხსნის შემდეგ პოზიციების განმტკიცებას სამხრეთ კავკასიაშიც ცდილობს. მაგალითად,  უკვე შედგა რამდენიმე ვიზიტი სომხეთში, პრეზიდენტ რუჰანის ვიზიტი დაგეგმილია ერევანში. რა იქნება რუსეთის პასუხი, როგორ შეეცდება საკუთარი გავლენის განმტკიცებას? ხომ არ აპირებს აშშ  შეაჩეროს ირანისთვის სანქციების მოხსნის  პროცესი?

 - ირანი სამხრეთ კავკასიიდან არც არასოდეს გასულა ეს უნდა გვახსოვდეს.  განსაკუთრებით, სომხეთისთვის ირანთან გამავალი გზა და მასთან კარგი კავშირები სასიცოცხლო იყო და მნიშვნელოვანია სტრატეგიული თვალსაზრისით. ირანი სომხეთისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რუსეთი, და ეს ძალთა განლაგება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიცვალოს, თუ რუსეთი უშუალოდ გახდება სომხეთის მეზობელი, ან საქართველოს ოკუპაციით, ან ისეთი რეჟიმის დამყარებით აქ, რომელიც სრულ თავისუფლებას შესთავაზებს რუსეთს სომხეთთან კომუნიკაციის დასამყარებლად. მეორეს მხრივ,  დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი სცენარი სულაც არ აწყობთ ერევანში, რადგან მათ ლავირებისა და ვაჭრობის საშუალება უმცირდებათ და გაცილებით  დამოკიდებულს ხდის რუსეთზე, მათ შორის, გაცილებით ზრდის უშუალო საფრთხეს და ზეწოლას სომხეთზე რუსეთის მხრიდან. ამიტომ მათ სტატუს ქვო ურჩევნიათ და, პირიქით, მიესალმებიან ირანის როლის ზრდას რეგიონში, როუჰანის ვიზიტიც ამის დამადასტურებელია. რეალურად, რუსეთს სომხეთზე ამ ეტაპზე სამი ბერკეტი აქვს: რუსული ბაზა, იარაღის და გაზის მიწოდება და საკუთარი აგენტურა პოლიტსტრუქტურასა და ეკონომიკაში.

ჩვენთვის გაცილებით საინტერესო იქნება TANAP-ის (კასპიიდან მომავალი გაზსადენი) განხორციელების დინამიკა და მის გარშემო სავარაუდო მოსალოდნელი ნაბიჯები

TANAP -ი იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ითვალისწინებს მასში  ირანის ჩართვასაც  და თუ ეს განხორციელდა, TANAP-ის პოტენციური მნიშვნელობა ევროპული ბაზრისთვის გაცილებით გაიზრდება და საგრძნობლად გადააჭარბებს იმ 6%-ს, რომლითაც განისაზღვრება TANAP -ის საწყისი წვლილი ევროპულ გაზმომარაგებაში.

 - რატომ იქნება TANAP-ი იგივე TAP-თან შედარებით გაცილებით საინტერესო საქართველოსთვის?

 - მარტივი მიზეზის გამო....მისი გამტარუნარიანობის სიდიდის გამო და შესაბამისი სატრანზიტო წილით, რაც საქართველოს აქედან  შეხვდება

 - რუსეთი რას ცდილობს ახლა სირიაში გაქტიურების პარალელურად, მისი მიზანი რა არის? სირიაში დასავლეთის პოზიციების აშკარა შესუსტების შედეგად რას შეიძლება ველოდოთ საქართველოს მოქალაქეები?

- სიმართლე რომ გითხრათ, სირიასა და საქართველოს შორის მე პირდაპირ კავშირს არ ვხედავ,  გარდა იმ სცენარისა,სადაც მოსკოვი ახერხებს და სირიულ ვითარებას ისე ალაგებს, რომ მხოლოდ ასადი და ISIS რჩებიან რუკაზე, ანუ ამით მოსკოვი უპირობო და აუცილებელი პარტნიორად იქცევა დასავლეთისთვის სირიული და ახლო აღმოსავლური თემის დასარეგულირებლად. ამის ფონზე, ანუ, ამ პირველადი და დასავლეთისთვის  სტრატეგიული პრიორიტეტის ფონზე, თავისთავად, საქართველოს მნიშვნელობა მეორე პლანზე გადადის მთელი თავისი შედეგებით, ანუ MAP-ის არ განხილვით, კიდევ უფრო მზარდი მცოცავი აგრესიით, რუსული "რბილი ძალის" კიდევ უფრო გააქტიურებით, ეკონომიკური "შემოჭრით" და საბოლოო პოლიტიკური ზეწოლით თბილისზე.

 - თქვენ თქვით, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო სფეროზე გავლენას სექტემბრიდან უფრო მოახდენს, ამის გათვალისწინებით შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ რუსეთის არა მხოლოდ სამხედრო,  არამედ ეკონომიკური დასუსტება უახლოეს პერსპექტივაში და, შესაბამისად,  ამბიციების შემცირება, მათ შორის, თბილისზე სხვადასხვა ტიპის გავლენის შესუსტების თვალსაზრისითაც?

 - სანქციები, მიუხედავად მათი არასრულფასოვნებისა, მაინც თავის საქმეს აკეთებს. ეს უდავოა. რუსეთის ეკონომიკას არ აქვს იმის პოტენციალი, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გაუძლოს მუდმივ რეცესიას. 2016 წლის ბიუჯეტი უკვე შემცირებულია და გაუფასურებული რუბლის ფონზე მშპ-ს ზრდა საკუთარი პროგნოზებითაც კი არ არის მოსალოდნელი. ბიუჯეტის სოციალური სფეროები და განსაკუთრებით ჯანდაცვა სერიოზულად არის შემცირებული 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით, თუმცა სამხედრო სფერო და უსაფრთხოება არ განიცდის მნიშვნელოვან საბიუჯეტო შემცირებებს. ამ ფონზე აშკარაა, რომ რუსეთს აქვს იმედი, რომ დაგროვილი რეზერვების (კეთილდღეობის ფონდი) ხარჯზე გადაიტანს ამ რთული პერიოდს (ალბათ 2 წელზე გათვლილს), რომლის განმავლობაში ის გეგმავს საბოლოო ჯამში სანქციების ან გაუქმებას, ან ისე შერბილებას, რომ - business as usual გაგრძელდეს. ამ მხრივ ის პირველ რიგში ევროპაზე ამყარებს იმედებს. იქ არსებული მიგრაციული პროცესებისა და კრიზისის ფონზე, რაც ევროპის ერთიანობას მნიშვნელოვნად ხლეჩს და გარდა ამისა, ქვეყნებს შიგნით საზოგადოების სერიოზულ დაპირისპირებას და რადიკალიზაციას იწვევს, მათ შორის მმართველი ელიტების მიმართ.  ევროპის ერთიანობა სერიოზულად დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.  ჩვენ გვაქვს ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური ერთეულის სერიოზული კრიზისი (ბრიტანეთის რეფერენდუმი არ დაგვავიწყდეს შემდეგ წელს) და ამავე დროს მმართველი პოლიტიკური ელიტების პოლიტიკური კრიზისი. მაგალითად, კანცლერ მერკელის საკითხი სულ უფრო აქტიურად განიხილება გერმანიაში  კრიტიკული თვალსაზრისით. ამ დაპირისპირებამ იმ დონეზეც კი მაღწია რომ საკუთრივ უბრალო ამომრჩევლები  აუმხედრდნენ კანცლერს მიგრაციულ საკითხთან  დაკავშირებით. აღარაფერს  ვამბობთ სულ უფრო მზარდ და გავლენიან PEGIDAA-ზე (რადიკალური მოძრაობა) აღმოსავლეთ გერმანიაში.

 ამავე დროს გერმანული ეკონომიკის ბოსები სულაც  არ მოეშვნენ რუსეთთან კავშირების აღდგენის იდეას და NORD STREAM-თან დაკავშირებული ბოლო სვლები გერმანულ პოლიტიკაში სწორედ რომ ასეთ განწყობებზე მიგვანიშნებს. კოალიციის ეკონომიკის მინისტრის, სოციალ-დემოკრატ გაბრიელის დამოკიდებულებაც არ დაგვავიწყდეს რუსეთის მიმართ. სულ ახლახანს მან ღიად განაცხადა რომ ურიგო არ იქნებოდა რუსეთისთვის სანქციების თანდათანობითი გაუქმება.

NORD STREAM-თან დაკავშირებით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი დაკონკრეტება მინდოდა. გერმანიის მთავრობამ ნება დართო რამდენიმე კვირის წინ "გაზპრომს" მეორე მილსადენის მშენებლობა დაეწყო პროექტის ფარგლებში და ამით აინუნშიც კი არ ჩააგდეს პოლონეთის, სლოვაკეთის და ბალტიის ქვეყნების პროტესტი, რომ აღარაფერი ვთკვათ უკრაინაზე.

 - რა უნდ გააკეთოს არსებულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ? რა პოლიტიკა უნდა აირჩიოს რუსეთთან და დასავლეთთან მიმართებაში?

- რაც შეეხება საქართველოს უსაფრთხოებას და სამხრეთკავკასიულ ენერეგოპროექტებს: ნებისმიერ მთავრობას, როცა ის მოდის 4 წლის ვადით, აქვს მკაფიოდ დადგენილი სამოქმედო პროგრამა, რაც სხვა სფეროებთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს დეტალურ გეგმას განსახორციელებელი ნაბიჯებისა და მოსალოდნელი შედეგებისა საგარეო და უსაფრთხოების სფეროში. ენერგეტიკული უსაფრთხოება არის არა მხოლოდ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტი, არამედ სამხრეთ კავკასიაში დიდი, გავლენიანი მოთამაშეების ჩართვის გარანტიც, რაც ავტომატურად ართმევს რუსეთს ხელიდან აქ არსებული ვითარების მანიპულირების ექსკლუზიურ უფლებას. ენერგეტიკული პროექტები არის ჩვენი ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა ბერკეტი, ვიყოთ მუდმივად მსოფლიო პოლიტიკის განხილვის ფოკუსში. ამიტომ, ეს ჩვენთვის არანაკლები პრიორიტეტია, ვიდრე NATO-ში გაწევრიანება, ან EU-სთან ასოცირების ხელშეკრულება. ვფიქრობ, ჩვენი ამოცანა არა გაზის მიწოდების დივერსიფიკაცია უნდა იყოს რუსეთის მონაწილეობით, არამედ რუსეთის ფაქტორის მაქსიმალური და ეფექტური დაბალანსება-განეიტრალება.

- არსებულ ვითარებაში რამდენად დიდია საფრთხე, როდესაც დასავლეთის მთელი ყურადღება არის გადატანილი სირიის კონფლიქტზე და  ამ კონფლიქტით გამოწვეულ ახალ  პრობლემებზე? აქვს კი რუსეთს დღეს თავი აქ კიდევ ერთი ფრონტი გახსნას, თუ ურთიერთობა დაიძაბება?

- ნათელია,  რომ ჩვენთვის ჯერჯერობით არავის სცხელა, მაგრამ ისიც ნათელია, რომ არც რუსეთის ინტერესშია ამ ეტაპზე ღიად გახსნას დამატებითი ცხელი ფრონტი, რაც მისთვის ისედაც მძიმე ურთიერთობას დასავლეთთან საბოლოოდ შეიყვანდა მოუბრუნებელ ჩიხში.

TANAP-ის ფუნქციონირება, რამდენადაც მახსოვს, 2018 წლის ბოლოდან იგეგმება, ანუ შემდეგი ორი წელი იქნება გადამწყვეტი როგორც ზოგადად ამ პროექტის განხორციელებისთვის,  ასევე მასთან ირანული გაზის პოტენციალის ჩართვის თვალსაზრისით. ყველაზე  საინტერესო მოვლენები ალბათ 2017 წლისთვის გველოდება.  მანამდე სულ სხვა ფრონტზე მიდის ვითარების დაძაბვა - ვგულისხმობ ყარაბახს!

- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის?

- ვითარება უცნაურად, მაგრამ სტაბილურად იძაბება და ადრე თუ მხოლოდ მსუბუქ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი, უკვე მერამდენე თვეა სტაბილურად არ წყდება სერიოზული ინციდენტების სერია, სადაც მთელი ქვედანაყოფები არიან ჩართულნი და საარტილერიო დაბომბვაც იშვიათობას აღარ წარმოადგენს. ამას გარდა, რუსეთი აგრძელებს აზერბაიჯანისთვის იარაღის მასიურ მიწოდებას და ახალ-ახალ კონტრაქტებს სთავაზობს, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს რუსეთი ყველანაირად უზრდის მოტივაციას ბაქოს, რომ იარაღით დაიბრუნოს რეგიონი.

- რა არის რუსეთის მიზანი?

- ომი...ომი კი ყველანაირი პროექტების დასასრულია, რაც რუსეთს ისევ მონოპოლისტად აქცევს რეგიონში. ეს სცენარი კი პირდაპირ დააყენებს დღის წესრიგში რუსული ქვედანაყოფებისთვის სომხეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო კომუნიკაციების გახსნის საკითხს საქართველოში.

 - ირანის მიმართ აშშ-ს ლიბერალური დამოკიდებულება  გაგრძელდბა თუ არა და რა შემთხვევაში შეიძლება შეჩერდეს ურთიერთობების დათბობის და ლიბერალიზაციის პროცესი?

- პროცესი დამოკიდებული იქნება ბირთვული პროგრამის შესახებ მიღწეული შეთანხმების განხორციელებაზე. დემოკრატები ცალსახად უჭერენ მხარს სანქციების ეტაპობრივ მოხსნას. კონგრესმაც დაამტკიცა შეთანხმება. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება თუ ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ ეტაპზე რესპუბლიკელები ვერ დაიკვეხნიან ძლიერი კანდიდატით. ამასთან ერთად, ისრაელი ყოველთვის იქნება მზად ცალმხრივად მიიღოს რადიკალური ზომები თუ დაადგინა, რომ ბირთვული ბომბის შექმნამდე ერთი ნაბიჯი დარჩა თეირანს. ცხადია, ზოგადად ირანის მიმართ გლობალური პოლიტიკა იცვლება. ჯერ ვხედავთ ამის საწყის ეტაპებს და მნიშვნელოვანია ამ საწყის ფაზას როგორ გაივლიან ერთად აშშ და ირანი. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ისევ სირიის პრობლემის მოგვარება ჩანს. სირიის თემა იქნება ერთგვარი ინდიკატორი იმისა, ახერხებენ თუ არა ვაშინგტონი და თეირანი თანამშრომლობას. შესაბამისად, სანქციების ლიბერალიზაციას და მოხსნას  ამ გადმოსახედიდან და ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ნაკლები საფრთხე ემუქრება.

 

ესაუბრა ლიკა ბასილაია-შავგულიძე

წაკითხულია
6476
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ევროკავშირის მხარდაჭერით გასულ წელს საქართველოში 11 ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდა

ევროკავშირის მხარდაჭერით გასულ წელს საქართველოში 11 ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდა

ევროკავშირის ინიციატივა ახალგაზრდებისთვის (EU4Youth) ოთხწლიანი პროექტია, რომელიც გასულ წელს დაიწყო. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე ვრცელდება და საქართველოს გარდა მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას. EU4Youth პროგრამა ხ

11 მაისი 2018 | 20:47 განათლება ვრცლად
ევროკავშირის დახმარებით პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა

ევროკავშირის დახმარებით პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა

ევროკავშირის დაფინანსებით დასაქმებისა და პროფესიული განათლების სფეროში გასული 4 წლის განმავლობაში ოთხი პროექტი განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც  დაინერგა მოდულური მიდგომები, შემუშავდა მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებდა დამსაქმებლების ჩართვას პროფესიული გ

22 მარტი 2018 | 13:49 განათლება ვრცლად
2017 წელს გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო 4 საფეხურით ჩამოქვეითდა

2017 წელს გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო 4 საფეხურით ჩამოქვეითდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ის მიერ საქართველოსთვის მომზადებულ სტრატეგიაში იდენტიფიცირებულ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინოვაციების დაბალ დონეს ქვეყანაში: “საქართველო ჩამორჩება თავის საინოვაციო პოტენ

22 დეკემბერი 2017 | 14:25 ბიზნესი ვრცლად
რუსული სატრანსპორტო ოცნებები

რუსული სატრანსპორტო ოცნებები

რუსეთს, განსაკუთრებით სანქციების ფონზე, საერთოდ არ გააჩნია ფინანსური რესურსების საჭირო მოცულობები ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი განახლებისთვის

12 ოქტომბერი 2017 | 13:32 ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner