banner
28 ოქტომბერი 2015 | 18:55 სოფლის მეურნეობა

მიწის სრულად რეგისტრაციის გარეშე საქართველო საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანა ვერ გახდება

მიწის სრულად რეგისტრაციის გარეშე საქართველო საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანა ვერ გახდება


ქვეყანაში მიწის მხოლოდ 20%–ია რეგისტრირებული


სასამართლო დავის მიზეზი, რომელიც ესტონურ კომპანიასა და რუსთავის მერიას შორის 2 წელზე მეტია გრძელდება, 11 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გახდა. 2007 წელს ესტონურმა ბიზნეს ჯგუფმა რუსთავში ინდუსტრიული პარკის მოწყობა გადაწყვიტა, სადაც 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას და 10–დან 15 ათასამდე ადამიანის დასაქმებას გეგმავდა. ბიზნეს–ჯგუფში შემავალმა კომპანიებმა “პორტ–არტურმა“ და „სექტემბერ–ინვესტმა“ ინდუსტრიული პარკის მოსაწყობად, სადაც რამდენიმე საწარმო უნდა აშენებულიყო, მიწა რუსთავში, გარდაბნის რაიონის მოსაზღვრედ, რუსთავის მერიისგან აუქციონზე იყიდა. როცა საქმე კაპიტალის განხორციელებაზე მიდგა, ინვესტორმა გაიგო, რომ მიწას რამდენიმე კერძო მფლობელი უკვე ჰყავდა.  როგორც გაირკვა, ტერიტორია, რომელიც რუსთავის მერიამ ესტონელ ბიზნესმენზე გაასხვისა, საკადასტრო რუკის მიხედვით გარდაბნის რაიონს ეკუთვნოდა და ქონება ამ რაიონის თვითმართველობას ერთი წლით ადრე, 2006 წელს ჰქონდა გაყიდული. შესაბამისად სადავო მიწის რეგისტრაციაზე ინვესტორს უარი უთხრეს და დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. ინვესტორს სასამართლომ მოზიარე კერძო მესაკუთრეებთან მორიგება დაავალა. როგორც ბიზნესჯგუფის წარმომადგენელი გიორგი ჟამეტაშვილი ამბობს, ესტონელი ინვესტორი რუსთავის მერიისგან მიწაში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. მისი თქმით, საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოშია და პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. შექმნილი პრობლემების გამო ესტონელმა ინვესტორმა საქართველოში ბიზნესის წარმოებაზე უარი თქვა და შესაბამისად ქვეყანაში დაგეგმილი ინვესტიციაც აღარ შემოსულა.

ესტონური ბიზნესჯგუფი ერთადერთი არ არის, ვისაც არაზუსტმა საკადასტრო მონაცემებმა და საკუთრების უფლების არასწორმა რეგისტრაციამ პრობლემები შეუქმნა. სახელმწიფოსთან ქონებრივი დავის გამო რამდენიმე კერძო პირმა დახმარებისთვის  “საერთაშორისო გამჭვირვალობა– საქართველოსაც“ მიმართა.

მოქალაქე მ.კ–მ (მოდავე პირების სახელები და გვარები ინიციალებით არის, რადგან ბენეფიციარებს მათი მონაცემების გასაჯაროვება არ სურდათ) 2014 წელს საჯარო რეესტრს საკუთრების უფლებაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით მიმართა. ჩანაწერებში აღმოჩნდა, რომ ქონება სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებულ ქონებასთან გადაფარვაში მოდიოდა. ამიტომ უწყებამ ჯერ შეუჩერა, ხოლო შემდეგ შეუწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება. მ.კ–მ სასამართლოს მიმართა, აღნიშნულილი აქტების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის მიერ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია მოითხოვა. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში აღნიშნულ ქონებას უკვე ერთ–ერთი შპს ფლობდა, რომელსაც აღნიშნული მიწა სახელმწიფომ თავის სახელზე რეგისტაციის შემდეგ გადასცა. სასამართლო პროცესის პარალელურად შპს–თან „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ იურისტები აწარმოებდნენ მოლაპარაკებას. დავა საბოლოოდ მორიგებით დასრულდა. შპს-მ გამოთქვა ნება, რომ თავის კუთვნილ ქონებას მ.კ-ს უსასყიდლოდ დაუბრუნებდა და საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებდა. ამ  პირობებით გაფორმდა ხელშეკრულება, მ.კ-მ კი  სასამართლოდან დავა გამოიხმო.

მოქალაქე თ.ც-მაც დავა სახელმწიფოსთან 2015 წელს მიწის არასწორი რეგისტრაციის გამო დაიწყო. იმის გამო, რომ მისი მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ დაირეგისტრირა, პირი მიწაზე საკუთრების უფლებაში ცვლილებების განხოციელებას ვერ ახერხებდა. ამ შემთხვევაში დავა ფიზიკური პირის სასარგებლოდ გადაწყდა. იმის გამო, რომ თ.ც-ს სახელმწიფოსთან შედარებით დროში უფრო ადრე განხოციელებული რეგისტრაცია გააჩნდა, სასამართლომ ქონება მას მიაკუთვნა.

დღემდე მიწის მესაკუთრეებსა და სახელმწიფოს შორის დავების რამდენიმე ასეული შემთხვევაა დაფიქსირებული. ამ სფეროში არსებული მოუწესრიგებლობის გამო დიდია ალბათობა, რომ ამ დავების რაოდენობა მომავალში კიდევ გაიზარდოს. მით უმეტეს, რომ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება ნებისმიერ პირს შეუძლია თუ ის სხვა პოტენციურ მფლობელებს დაასწრებს და განაცხადს მასზე ადრე წარდგენს. ამიტომ მიწის რეგისტრაციის ზრდასთან ერთად დავების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. ამ საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, რომ მიწების რეგისტრაციის პრობლემას მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს შეეჯახება მთავრობა და ბიზნესიც, რომელსაც საქართველოში მიწის შეძენის სურვილი გაუჩნდება.

პრივატიზაციის შეცდომები

არასწორად რეგისტრირებული მიწების პრობლემა

ქვეყანაში აგრარული რეფორმა 1992 წელს განხორციელდა. რეფორმის მიზანი სამოქალაქო ომისა და ეკონომიკური პრობლემების შედეგად შეჭირვებული მოსახლეობისთვის სახელმწიფო მიწის განაწილება იყო. მცირე ნაკვეთებად დანაწევრებული ფართობები თითქმის მთელ მოსახლეობას ერგო. გარდა იმისა, რომ რეფორმამ მიწის დაქუცმაცება გამოიწვია, ვერ მოხდა მიწის ნაკვეთების ზუსტი საზღვრების დადგენა. ამისთვის სახელმწიფო უწყებებს საჭირო რესურსები არ აღმოაჩნდათ.

პრივატიზაციის დროს სახელმწიფომ სულ მოსახლეობას 744 ათასი ჰექტარი მიწა გადასცა. ამ ფართობიდან 437 ათასი ჰექტარი სახნავი, 181 ათასი საბაღე, 42 ათასი სათიბი და 84 ათასი ჰექტარი საძოვარი იყო. იმ პერიოდისთვის ეს მთელი სახნავ–სათესი და მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწის 62%–ს და სათიბისა და საძოვრის 5%–ს შეადგენდა. პრივატიზაციის მეორე ეტაპი 2005 წელს განხორციელდა, რომლის დროსაც კიდევ 460 ათასი ჰექტარი განაწილდა. სხვადასხვა ზომის მიწის ნაკვეთები ერგოთ სოფლად და ქალაქად მცხოვრებლებს. მოსახლეს, რომელიც სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული, 1,25 ჰექტარი გადაეცა. 0,75 ჰექტარი მიიღეს პირებმა, რომლებიც სოფლის მეურნეობით არ იყვნენ დაკავებული. რეგიონული ცენტრებისა და დაბების მოსახლეობას – შესაბამისად 0,75 და 0,5 ჰექტარი გამოუყვეს. მაღალმთიანი რაიონების მოსახლეობას– 5 ჰექტრამდე ფართი მისცეს. ქალაქის მცხოვრებლებს შეეძლოთ მიეღოთ 0,15 ჰა ნაკვეთები ქალაქის მომიჯნავე ზონებში და 1 ჰექტრამდე მაღალმთიან რაიონებში. პარალელურად მიმდინარეობდა იჯარით გაცემული მიწების გაყიდვისა და დარჩენილი სახელმწიფო მიწების აუქციონის წესით გაყიდვაც.

რეფორმა ისე ჩატარდა, რომ პროცესის შედეგებსა და საბოლოო სარგებელზე ხედვა არ არსებობდა. მიწის რეგისტრაციის საკითხებზე მთავრობას არ ჰქონდა მკაფიო სტრატეგია, რაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობას ამ პროცესში წინააღმდეგოებრივს(სხვადასხვა რეგიონებში განსხვავებული მეთოდოლოგიის გამოყენება) და არაკოორდინირებულს ხდიდა. არ არსებობდა ერთგვაროვანი მიდგომა, ამიტომ სხვადსხვა რეგიონში ნაკვეთების რეგისტრაცია სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ხარისხით შესრულდა. 2007 წლამდე მიწის განაწილებაზე მონიტორინგი ადგილობრივ ორგანოებს ევალებოდათ. 2007 წლიდან რეგისტრაციის პროცესზე პასუხისმგებლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ამის მიუხედავად, დღესაც მუნიციპალურ დონეზე მფლობელობის დასადგენად სხვადასხვა დოკუმენტები გამოიყენება, იმის მიუხედავად, რომ ამ მუნიციპალიტეტებში სასოფლო–სამეურნეო განვითარების დონე და მიწის განაწილების ფორმები დაახლეობით ერთნაირია.

რეფორმას ქონებრივი უფლებების მკაცრად დაცული სისტემა უნდა შეექმნა, რაც სასოფლო–სამეურნეო მიწას ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართავდა, მაგრამ რეგისტრაციის უხარისხობამ გამოიწვია ის, რომ საკადასტრო ნახაზები განსხვდება ნაკვეთების რეალური ზომისგან და ხდება გადაფარვები.

ამ პროცესის შედეგად ქვეყანაში მიწის საკუთრების არსებული ფორმა და განაწილების სურათი მივიღეთ, რამაც უამრავი პრობლემა შექმნა. USAID- ის ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით:

–რეფორმის არასწორად ჩატარებამ შედეგად ის მოიტანა, რომ კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების მთლიანი ფართობების დადგენა პრობლემურია;

–საწყის ეტაპზე არასათანადო რეგისტრაციისა და არასწორი აღრიცხვის, რეგულაციებისა და პროცედურების არარსებობამ გამოიწვია ის, რომ სახელმწიფო და კერძო მიწებს შორის ზუსტი გამმიჯნავი ხაზების დადგენა ვერ ხერხდება;

–სასოფლო–სამეურნეო მიწის კატეგორიზაცია არ ხდება დანიშნულების მიხედვით. შეუძლებელია საკარმიდამო ნაკვეთების, ამ ნაკვეთების მოსაზღვრე ბაღების გამიჯვნა და ინფორმაციის მოპოვება, თუ რა დანიშნულებისაა მიწა– სახნავია, მრავალწლიანი კულტურებითაა დაკავებული თუ საძოვარია;

–მიწის ნაკვეთის აზომვის ხარისხზე მხოლოდ მიწის მესაკუთრეა პასუხისმგებელი, რაც ხშირად უხარისხო ინფორმაციას იძლევა. ამ სფეროში დასაქმებული ამზომველები, როგორც წესი, არ არიან აღჭურვილი მაღალი ხარისხის აპარატურით და სათანადო უანარ–ჩვევებით, რაც სწორად აღრიცხვის შესაძლებლობას მოგვცემდა.

–ხელმიუწვდომელია ის თავდაპირველი დიდი ფართობების რუქები, რომლებიც შემდეგ მცირე ნაკვეთებად დანაწევრდა.

–მიწის ფრაგმენტიზაცია სასოფლო–სამეურნეო მიწების უმეტესი ნაწილის კომერციული მიზნებისთვის ეფექტურად გამოყენებას უშლის ხელს.


აღურიცხავი მიწები –„ნაცრისფერი ზონა“

ამ დროისთვის პრივატიზებული მიწის 20%–ია მხოლოდ რეგისტრირებული, რაც დაახლოებით 120–160 ათასი ჰექტარს უდრის. USAID-ის ექსპერტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი სავარაუდოდ ფლობს აუცილებელ ისტორიულ დოკუმენტაციას, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობა საკუთრების უფლების მიღების წინაპირობად განიხილავს. თუმცა, ამ დოკუმენტაციაში საზღვრების და ზუსტი კოორდინატების არარსებობის გამო, მფლობელს ნაკვეთის ხელახლა აზომვა და მისი საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირება მოეთხოვება. 2011 წლის ბოლომდე პირს სასოფლო-სამეურნეო მიწის პირველადი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში 51 ლარი უჯდებოდა. 2012 წლიდან რეესტრმა ეს მოსაკრებელი გააუქმა მიწების რეგისტრაციის წახალისების მიზნით. თუმცა, აზომვითი ნახაზისთვის ხარჯის გაწევა მიწის მფლობელს მაინც უწევს, რაც არცთუ მცირე თანხა ღირს. ერთი ჰექტარი მიწის აზომვა ბაზარზე 250-300 ლარის ფარგლებში მერყეობს.(ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიწის პირველადი რეგისტრაცია 51 ლარი ღირს და ამას აზომვითი ნახაზის საფასური ემატება).

სიტუაცია უფრო რთულდება იმ შემთხვევაში, როცა პირს მიწის ფლობის ან სარგებლობის დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი არ გააჩნია. ასეთ სიტუაციაში მისთვის საკუთრების უფლების მიღება რთულ ბიუროკრატიულ პროცედურებს უკავშირდება, რადგან პირის ქონებრივი ინტერესი სახელმწიფოს ინტერესებთან იკვეთება. შესაბამისად, ძალიან რთულია მიწის უკანონო მფლობელობის შემთხვევების დათვლა. მიწის უკანონო მფლობელებთან პრობლემა იტალიურ კომპანია „ფერეროსაც“ შეექმნა, როცა მან სამეგრელოში თხილის ბაღები შეიძინა. მიწის ყიდვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნაკვეთი ფიზიკურ პირებს უკანონოდ ჰქონდათ სარგებლობაში. იტალიელ ინვესტორს აუქციონზე შეძენილ სახელმწიფო ქონებაში, რომელიც სადავო გახდა, თანხის ხელახლა გადახდა დასჭირდა. დავების რაოდენობას განსაკუთრებით მიწის მფლობელებს შორის საზღვრების გადაფარვების შემთხვევები ზრდის. იმის გამო, რომ რეგისტრაციის დროს აზომვებიც არასწორად მოხდა, ერთი პირის ეზოს საზღვარი გადადის მეზობლის მიერ შემოღობილ ტერიტორიაზე. ასეთ დარღვევებს მასობრივად აქვს ადგილი.

„მიწის მესაკუთრეს პრობლემა რომ არ შეექმნას, ამისთვის კვალიფიციური ამზომველის არსებობაა საჭირო. სანამ კადასტრი მოუწესრიგებელია, მიწის საზღვრების გადაფარვა კვლავაც შეიძლება მოხდეს არაკეთილსინდისიერი ამზომველისა და მესაკუთრის ანგარებით“, – ამბობს „მიწისა და უძრავი ქონების პროფესიული ასოციაციის“ იურისტი ალექსანდრე გვარამია.

საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსის, სამართლის დოქტორის თამარ შოთაძის თქმით, ხშირ შემთხვევაში მიწის ფაქტობრივი და ელექტრონული საზღვარი არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგალითად, მესაკუთრეს უწერია, რომ 900 კვ. მეტრი ნაკვეთის მფლობელია, მაგრამ რეალურად დაკავებული აქვს 1000 კვ. მეტრი ფართი, რაც სამეზობლო დავების ერთ–ერთი წინაპირობა ხდება.

„მიწის რეფორმის მთავარი დოკუმენტი იყო სამართლებრივი აქტი, ისე რომ მიწაზე მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაიცემოდა ან გაიცემოდა არაზუსტი საიდენტიფიკაციო მონაცემებით. მესაკუთრეთა საკუთრებაში არსებული ქონების დაზუსტების მცდელობა თითოულ ჯერზე უშედეგოდ სრულდება, ვინაიდან მოწესრიგებული და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული საკადასტრო სისტემა ქვეყანაში არ არსებობს. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს, რომ დღეს უამრავ იურიდიულ პირს აქვს სამართლებრივი დოკუმენტაცია, თუმცა, სახელმწიფო ვერ უდასტურებს ფაქტობრივად რა საზღვრებში იმყოფება მისი მიწის ნაკვეთი, ვინაიდან ის ან შეცვლილია ან პირველადი სახით მისი აღდგენა შეუძლებელია. რაიონების მიხედვით  მესაკუთრეთა საკადატრო მდგომარეობის დაზუსტების ყველაზე მასშტაბური მცდელობა 2012 წელს, წინაასაარჩევნოდ განხორციელდა. მაგრამ ეს მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა. ვინაიდან ბევრ მესაკუთრეს მიწაზე უფლების დამდგენი დოკუმენტებიც არ აქვს. აღნიშნული პროექტის განხორციელება რამდენიმე მილიონი დაუჯდა სახელმწიფოს, მაგრამ არასწორად განხორციელებული პროექტის გამო საჯარო რეესტრს თითოეული რეგისტრაციის თავიდან გასწორება უხდება.  ეს ადამიანები პრობლემას აწყდებიან, როცა ასეთი მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვა ან გაყიდვა უნდათ, ვერც საბინაო წიგნიდან ამონაწერი მიაქვთ, ვერც სხვა დოკუმენტი.

წლების განმავლობაში დაინტერესებული პირის სურვილზე იყო დამოკიდებული მის ნაკვეთს სასოფლო–სამეურნეოს სტატუსი ექნებოდა თუ არასასოფლო–სამეურნეოს. დღეს სახელმიწფოს არ გააჩნია პირველადი დოკუმენტი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას დაინტერესებული პირის განაცხადი შეადაროს სახელმწიფოს მიერ დაცულ მონაცემს, რაც ქვეყანაში მიწის ადმინისტრირების პოლიტიკას გაურკვეველს ხდის.

მიწის ადმინისტრირების არასწორი პოლიტიკის შედეგად  დღეს შეუძლებელია ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე დადგინდეს, სად გადის ზღვარი სახელმწიფოსა და კერძო მესაკუთრეს შორის, სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებას შორის, რაც რეგიონებში ბიზნესის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორია. ინვესტორებისთვის საინტერესო ობიექტებზე გაურკვეველია ვინ არის მესაკუთრე, ვინაიდან ქვეყანაში არ არსებობს საკუთრების უფლების სავალდებულო რეგისტრაციის პრინციპი, რაც სახელმიწფოსგან ზუსტი ინფორმაციის მიღებას ართულებს.

დღემდე დაუდგენელია რამდენი მიწაა სახელმწიფო საკუთრებაში და რა ფართობებს ფლობს კერძო სექტორი. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ მიწის მნიშვნელოვანი ფართობები მოქცეულია ე.წ. „ნაცრისფერ ზონაში“, მიწის იმ ფონდში, რომელიც, არც კერძო პირის მფლობელობაშია, არც სახელმწიფოს ან არის სადავო კერძო პირსა და სახელმწიფოს შორის. ამ მიწის ნაწილს შესაძლოა, კიდევაც ჰყავს მფლობელი, რომელსაც სხვადასხვა დროს გაცემული სხვადასხვა საბუთი აქვს, თუმცა, საჯარო რეესტრში ეს ნაკვეთი არ დაურეგისტრირებია. არ არის გამორიცხული, ამ მიწის მფლობელმა ერთხელაც საჯარო რეესტრს მიაკითხოს და საკუთარი ნაკვეთი სხვის საკუთრებაში აღმოაჩინოს.  არაზუსტი აღრიცხვის გამო დაინტერესებული პირისთვის გაძნელებულია ინფორმაციის მოპოვება იმის შესახებ თუ სად მდებარეობს ესა თუ ის ნაკვეთი.

„წლების განმავლობაში ქვეყანაში მიდიოდა პროცესი, როცა მოქალაქე მიდიოდა რეესტრში სასოფლო–სამეურნეო მიწისთვის სტატუსის არასასოფლოდ შეცვლის განაცხადით, რომ იქ შენობა–ნაგებობის აშენების უფლება მოეპოვებინა. მოგვიანებით მიწა უცხოელებისთვის რომ მიეყიდათ, ასევე ითხოვდნენ მის არასასოფლოდ დარეგისტრირებას. ამის გამო მოხდა ის, რომ რამდენია სასოფლო–სამეურნეო მიწა ქვეყანაში, რამდენზეა განთავსებული ნაგებობები, ამის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს. წლების განმავლობაში ეკლესიების და საპატრიარქოს განცხადების საფუძველზე ხდებოდა ტყის მასივების მიჩენა, მზრუნველობის ქვეშ გადაცემა. სამინისტროებსაც აქვთ მიწის ფართობები, ბაღები, სკოლები, საბავშვო სახლები, სპორტული სკოლები, სტადიონები. მაგრამ არ არის დათვლილი რა ოდენობის არის ეს ქონება და სახელმწიფოს რისი გასხვისება შეუძლია.
როგორ მართავს სახელმწიფო მის საკუთრებაში არსებულ ქონებას? ამ ქონების ნაწილი გააქვს საპრივატიზაციოდ. მაგრამ სხვა რა პოლიტიკა აქვს ამ ქონებასთან მიმართებაში? ვერანაირ პოლიტიკას ვერ განსაზღვრავ თუ არ გაქვს სტატისტიკა, რა ქონების მფლობელი ხარ. პირველ რიგში, ეს არის გასაკეთებელი, რადგან სწორი სახელმწიფოებრივი მართვა ინფორმაციის გარეშე არის შეუძლებელი. მხოლოდ ამ ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება შეაფასო ამათუიმ რეგიონის ეკონომიკური, პოლიტიკური, საარჩევნო და ბიზნეს–შესაძლებლობები. ეს ინფორმაცია აუცილებელია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარეებითვის. ის ხარვეზები, რაც ამ საპრივატიზაციო პროცესს მოყვება, არ სწორდება. ამ პროცესს დასასრული არ უჩანს. მაგალითად, წყალტუბოში არსებული სახელმწიფო ობიექტები საპრივატიზაციოდ არის გამოტანილი, მაგრამ რა არის კერძო საკუთრება და რა სახელმწიფო, იქ ჯერ კიდევ დაუდგენელია“, –ამბობს თამარ შოთაძე.

საქართველოში მიწის რეგისტრაცია ნებაყოფლობითია. მოქალაქეებს არ აქვთ მიწის რეგისტრაციის ვალდებულება, ეს მთლიანად მათ სურვილსა და ნებაზეა დამოკიდებული. კვლავაც აქტუალურია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პირველადი რეგისტრაციების თემა. მოქალაქეების ნაწილი კი საჯარო რეესტრს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როდესაც ნაკვეთი გასაყიდად, იპოთეკით დასატვირთად ან სხვა აქტივობისთვის სჭირდება.

მიწების არასწორი რეგისტრაცია– ეკონომიკის შემაფერხებელი ფაქტორი

დიდი რაოდენობის არარეგისტრირებული მიწის ნაკვეთების არსებობა ამცირებს ამ სფეროში გამჭვირვალებას, რაც აუცილებელია თავისუფალი, შეუზღუდავი საბაზრო ტრანზაქციების განსახორციელებლად. ამ მიზეზების გამო ძნელია დაინტერესებული პირისთვის ინვესტიციის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს მოთხოვნაზე, ზღუდავს კონკურენციას და კიდევ უფრო ამცირებს მიწის ფასსა და ხარისხს. მეორე მხრივ, გაუმჭვირვალე გარემო ახალისებს მიწის ნაკვეთების სპეკულაციური მიზნებით დაგროვებას, ართულებს ბიუჯეტში შემოსავლების მიღებას და ხელს უწყობს გადასახადების დამალვას და ჩრდილოვანი ბაზრის განვითარებას.  საბოლოოდ ეს ხელს უშლის კომერციული ინტერესის მქონე პირის მხრიდან მიწის ფონდში ინვესტირებას, რაც უარყოფითად აისახება სოფლის განვითარებაზე. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორს სერიოზულად აკლია ახალი ტექნოლოგიები და საერთო პროდუქტიულობაც არ იზრდება. რეგისტრაციის მოუწესრიგებლობა სერიოზულ პრობლემებს ქმნის მიწის დაზღვევის მიმართულებითაც. ნაკვეთის იდენტიფიცირების გარეშე ფერმერთან თანამშრომლობაზე სადაზღვევო კომპანიები არ მიდიან.

იმისათვის, რომ მიწის რეფორმის დროს არსებული ხარვეზები გასწორდეს, ქვეყნის მასშტაბით მიწების ხელახალი აზომვა უნდა მოხდეს. იმის გათვალისწინებით, რომ კადასტრი არ არის მხოლოდ მიწის აზომვა, არამედ მისი სამეურნეო დანიშნულების დაფიქსირებაც, სასოფლო–სამეურნეოა, არასასოფლოა, სახნავია, სათიბია, საკარმიდამოა თუ  სააგარეკე ნაკვეთია. ამ სამუშაოს ჩატარება კი დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საკადასტრო სისტემის რეორგანიზაციის გარეშე შეუძლებელი იქნება ქვეყანაში მიწის ბაზრის განვითარება. არსებული პრობლემების გამო ხელი ეშლება სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებასაც, რადგან მიწაზე დაცულმა უფლებამ ხელი უნდა შეუწყოს მიწის კონსოლიდაციის პროცესს. მიწების გამსხვილების გარეშე კი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდა შეუძლებელი იქნება.

ამჟამად სასოფლო–სამეუნეო მიწა იშვიათად გამოიყენება ქონებრივი უზრუნველყოფის საშუალებად. აშშ–ის სახელმწიფო სააგენტოს კვლევებმაც დაადასტურა, რომ ადგილი აქვს ჩრდილოვან საქმიანობას, ხდება არარეგისტრირებული გაყიდვები, მემკვიდრეობით გადაცემა და სხვა სახის არაფორმალური გარიგებები. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საკუთრების უფლების განსაზღვრის შემდეგ მიწის ფასი მეწარმე ფერმერებს მისი უფრო პროდუქტიული ფორმით და უფრო ინტენსიურად გამოყენებისკენ წაახალისებს. შესაბამისად ყველაზე მეტად რეგისტრაციის საკითხების მოგვარებაში დაინტერსებული სოფლის მეურნეობის სამინისტრო უნდა იყოს. როგორც სპეციალიტები ამბობენ, ხელახალი და სრულყოფილი აღწერის ინიციატორი ეს სამინისტრო იყო, მაგრამ შემდეგ პროექტი განსახორციელებლად საჯარო რეესტრს გადაეცა. პარალელურად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო თავისთვის ცალკე ახორციელებს ქონების აღრიცხვას.  

საკადასტრო მონაცემებში ხარვეზების არსებობას საჯარო რეესტრიც ადასტურებს. უწყება პრობლემების არსებობას 2006 წლამდე რეგისტრაციის არასწორ პრაქტიკას უკავშირებს. საკითხების დარეგულირების მიზნით და რეფორმის განსაახლებლად  2013 წლის ოქტომბერში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო თითქმის ყველა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების მონაწილეობით შეიქმნა, თუმცა, რეგისტრაციის ძირეული პრობლემა ჯერჯერობით გადაუჭრელია.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ უწყება ერთიანი საკადასტრო სტანდარტის შექმნაზე მუშაობს. მიმდინარეობს ელექტრონული საკადასტრო რუკის სრულყოფაც, რომელზეც ყოველი ახალი რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ავტომატურად აისახება. სააგენტოს ინფორმაციით, მომზადდა აზომვითი ნახაზის საჯარო რეესტრში წარსადგენი ახალი ტექნიკური სტანდარტი, რომელიც კომპანიებს დაავალდებულებს, აზომვითი საქიანობები  შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლებით განახორციელონ. უფლების დამდგენი დოკუმენტების არარსებობის, „გადაფარვების“ და სხვა პრობლემების მოგვარების მიზნით საჯარო რეესტრმა დაიწყო თანამშრომლობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, რომლებიც  მიწის ნაკვეთების საკუთრებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ. საჯარო რეესტრში ამბობენ, რომ ამზომველთა გადამზადების პროცესსაც იწყებენ.

„დაწყებულია ძველი საკადასტრო მონაცემების ელექტრონიზაციის პროექტი, რომელიც ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე ძველი, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას, მონაცემების შეგროვება-დამუშავებას, მონიტორინგს, პრობლემური საქმეების განხილვასა და ერთიან ელექტრონულ ბაზაში ასახვას გულისხმობს. პროექტი ხელს უწყობს ნაკვეთების „გადაფარვის“ გამოვლენას, სამომავლოდ ამგვარი შემთხვევების თავიდან აცილებას, ძველი, რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების აღდგენას, ელექტრონულ საკადასტრო რუკაზე იდენტიფიცირებასა და მაღალი სიზუსტით ასახვას. ამ პროექტების პარალელურად,  მონაცემების ხარისხისა და საკადასტრო სისტემის დახვეწის მიზნით, საჯარო რეესტრმა მონაცემთა ბაზებიც გააერთიანა. უძრავი ქონების უფლებრივი და საკადასტრო ნაწილის რეგისტრაცია უკვე ერთ პროგრამაში ხორციელდება, რამაც მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული ყველა ხარვეზის ხილვა ავტომატურ რეჟიმში გახადა შესაძლებელი. ამ დრომდე  მათი გასწორება მექანიკური ჩარევით ხდებოდა და საკმაოდ რთული პროცესი იყო. მონაცემთა ბაზების ინტეგრაციამ რეესტრის მიერ გაცემული მონაცემების სიზუსტე და ხარისხი გაზარდა, დარეგულირდა მიწის ნაკვეთებს შორის სადავო სიტუაციების დადგენის საკითხიც“, –აცხადებენ საჯარო რეესტრში.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტს იწყებენ. პროექტის ფარგლებში 12 ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ყოველგვარი ხარჯის გაწევის გარეშე, უფასოდ უნდა დაურეგისტრირდეთ. პროექტი სულ 48 000 ნაკვეთის პირველად რეგისტრაციას ითვალისწინებს, რამაც საბოლოოდ უნდა მოაგვაროს წლების განმავლობაში მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები: საკუთრების დამადასტურებული არასრულყოფილი დოკუმენტაცია, საზღვრებთან დაკავშირებული დავები და  გადაფარვები. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, პროექტი მიწის მესაკუთრეობასთან მიმართებაში გენდერული თანასწორობის პრინციპების პოპულარიზაციასაც ითვალისწინებს. პილოტი პროექტის საფუძველზე უნდა შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც  ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების პირველადი რეგისტრაციის დასრულებას განაპირობებს და  ხელს შეუწყობს, როგორც სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარებას, ასევე უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას.

მიწის სრულყოფილი რეგისტრაციის შემთხვევაში საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს:

1.     უზრუნველყოფილი იქნება ჩამოყალიბებული და დაცული საკუთრების უფლება, რის შედეგად:

–გაუმჯობესებული გირაოს შესაძლებლობა გზას გაუხსნის ფინანსურ რესურსებს და ხელს შეუწყობს საკადასტრო ბაზრის განვითარებას

–გზას უხსნის კარგად მომუშავე მიწის ბაზარს

2.     საჯარო სექტორის სარგებელი:

–სრულყოფილი მიწის კოდექსი

–მიწის პრივატიზების დაწყების/დაჩქარების შესაძლებლობა

–მიწის მართვის და სოფლის მეურნეობის სტატისტიკის ხარისხის გაუმჯობესება

–საგადასახადო ბაზრისა და გადასახადების აკრეფის შესაძლებლობის ზრდა

3.     ინვესტიციების ზრდა:

–უკეთესი ინფორმაცია ხელს უწყობს ინვესტიციებს

–მიწის გაზრდილი ღირებულება

–მკაფიო საკუთრების უფლება აუმჯობესებს წვდომას ფინანსურ რესურსებზე

4.     მიწის ბაზრის განვითარება:

–  მცირე ნაკვეთების კონსოლიდაციის შესაძლებლობა

–  წარმატებულ ფერმერთა და ინვესტორთა ზრდის შესაძლებლობა

–  მასშტაბური სასოფლო–სამეურნეო პროექტების შესაძლებლობა

–  სოფლის განვითარების პოლიტიკის განხორციელება.

ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტის გაზრდა მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას  გვავალდებულებს, მაგრამ თუ არ გვაქვს ინფორმაცია რა კატეგორიის მიწას ვფლობთ, როგორია ნიადაგის ხარისხი, არ არის ზუსტი მონაცემები სად არის მოყვანილი ესა თუ ის პროდუქტი, საექსპორტო შესაძლებლობების ათვისება რთულდება.


ნონა ქვლივიძე  

წაკითხულია
7157
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner