banner
11 ნოემბერი 2015 | 16:16 ეკონომიკა

ინვესტიციების შემაფერხებელი მიზეზები DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ

ინვესტიციების შემაფერხებელი მიზეზები DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ

 

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედებას საქართველოსთვის არაერთ პოზიტიური შედეგი უნდა მოჰყოლოდა, მათ შორის ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა. 2015 წლის 1 იანვარიდან - სექტემბრის ჩათვლით უცხოეთის მონაწილეობით საქართველოში 2195 კომპანია დარეგისტრირდა, თუმცა ცალკე საკითხია რამდენად უკავშირდება ეს ფაქტი იმას, რომ ქართული წარმოშობის პროდუქციას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი საბაჟო ტარიფით შესვლის შესაძლებლობა გაუჩნდა. რამდენად ინტერესდებიან უცხოელი ინვესტორები DCFTA-ით გათვალისწინებული საქართველოს ახალი შესაძლებლობით, ან რა არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც საქართველოს, როგორც ევროკავშირთან ვაჭრობის პოტენციურ რეგიონულ ცენტრად გამოყენებას უშლის ხელს, ამაზე არაერთი პასუხი და პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

2014 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ამოქმედებით, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურებისთვის მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი (ამ ეტაპზე 28 ქვეყანა და 500 მილიონზე მეტი მომხმარებელი) იხსნება; საქართველოში ინვესტირება მიმზიდველი უნდა გახდეს
, რაც საინვესტიციო ნაკადების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას გამოიწვევს; ამასთანავე, ქართული წარმოშობის პროდუქციას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი საბაჟო ტარიფით შესვლის შესაძლებლობა გაუჩნდება. 

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვარიდან - სექტემბრის ჩათვლით უცხოეთის მონაწილეობით საქართველოში 2195 კომპანია დარეგისტრირდა. (2014 წლის სექტემბრიდან - დღემდე - 3053, 2013 წელს - 4830, 2012-ში - 4335 კომპანია). 2012-2015 წლებში საქართველოში უცხოეთის მონაწილეობით შექმნილ კომპანიათა ძირითადი რიცხვი თბილისსა და აჭარის რეგიონზე მოდის. 

წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის პირველ ორ კვარტალში საქართველოში ჯამში 530.0 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა: პირველ კვარტალში - 175.3 მლნ. აშშ დოლარი, მეორე კვარტალში - 354.7 მლნ. აშშ დოლარი. 2015 წლის მეორე კვარტალისწინასწარი მონაცემი 2009-2014 წლებში დაფიქსირებულ მეორე კვარტლის მონაცემებს აღემატება: 2008წლის მეორე კვარტალი - 605.4 მლნ. აშშ დოლარი; 2009წ.- 177.2მლნ. აშშ დოლარი, 2010წ. - 208.3 მლნ. აშშ დოლარი, 2011წ.- 248.3 მლნ. აშშ დოლარი, 2012წ. - 217.7 მლნ. აშშ დოლარი, 2013წ. - 207.9 მლნ. აშშ დოლარი, 2014წ. - 196.2 მლნ. აშშ დოლარი. 

აღსანიშნავია, რომ 2007 წლის შემდეგ, უცხოური ინვესტიციების კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს დაფიქსირდა - 1 758.4 მლნ აშშ.დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. (2007 წ. - 2 014.8 მლნ. აშშ დოლარი, 2008წ. - 1 564.0 მლნ. აშშ დოლარი, 2009წ. - 658.4 მლნ. აშშ დოლარი, 2010წ. - 814.5 მლნ. აშშ დოლარი, 2011წ. - 1 117.2 მლნ. აშშ დოლარი, 2012წ. - 911.6 მლნ. აშშ დოლარი, 2013წ. - 941.9 მლნ. აშშ დოლარი)

ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მარიამ გაბუნიას განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან მცირე დროა გასული და ამ ეტაპზე რთულია კონკრეტულად საუბარი, ცალსახად DCFTA-ის ფაქტორს უკავშირდება, თუ არა საქართველოში  ბოლო დროს განხორციელებული უცხოური ინვესტიციები.

მარიამ გაბუნიას თქმით, DCFTA გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი და ამ შეთანხმებით სრულად სარგებლობისთვის საქართველომ გარკვეული რეფორმები უნდა განახორციელოს; რამდენიმე წლის შემდეგ კი ამ შეთანხმებამ გაცილებით მეტი სარგებელი უნდა მოიტანოს, როგორც ვაჭრობის, ასევე ინვესტორების დაინტერესების კუთხითაც. 

DCFTA-ის ამოქმედებასა და ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი საბაჟო ტარიფით შესვლის შესაძლებლობაზე საუბრისას, ეკონომისტი აკაკი ცომაია აღნიშნავს, რომ ამ შესაძლებლობას ინვესტორთა ინტერესი უნდა გამოეწვია და მათთვის მოტივაციაც უნდა გაეჩინა, თუმცა არსებობს არაერთი გლობალური, თუ ლოკალური ფაქტორი, რის გამოც საინვესტიციო მიმზიდველობის ტრენდი მთელ მსოფლიოში მცირდება. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკა რეცესიულ ჩიხშია შესული, ინვესტორები კი გარკვეულწილად ერიდებიან  ახალი საინვესტიციო პროექტების წამოწყებას და მსოფლიო ინვესტიციები მეტწილად დაზოგვისკენ არის მიმართული. ასევე, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი გლობალური ფაქტორი -  რუსეთის ბაზრის შემცირებით რეგიონი ინვესტირებისთვის არამიმზიდველი გახდა,ამან მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ბაზრის შემცირება გამოიწვია, რასაც ლარის 35%-ით და რეგიონში, მთელი რიგი ვალუტების გაუფასურებაც დაემატა. 

ექსპერტის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საგადასახადო ტვირთი არ გაზრდილა და არც ახალი რეგულაციებია ისეთი, რომ ქვეყანას საინვესტიციო მიმზიდველობა დაეკარგა, ქართული საინვესტიციო გარემო მაინც ნაკლებად მომხიბლავია; გარდა ამისა, საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია ასე თუ ისე მწირია, ამიტომაც, მთავრობა ამ მიმართულებით უნდა გააქტიურდეს, მთავრობამ უნდა დაარწმუნოს ინვესტორები, რომ ინვესტიციის ნაწილი არა, ვთქვათ, ჩინეთსა თუ სამხრეთ აზიაში, არამედ საქართველოში ჩადოს. საქართველოს ტერიტორიაზე საქონლისა და მომსახურების შექმნის მიმზიდველობა - ეს უნდა იყოს ხელისუფლების მთავარი გზავნილი უცხოეთში, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც ჩანს, მთავრობას ასეთი მიზანი არ აქვს ჩამოყალიბებული.

„რა თქმა უნდა კაპიტალიც პრობლემაა, თუმცა მას ასე თუ ისე იშოვნი; ჩვენ ცოდნის, კომპეტენციის, დეფიციტი გვაქვს, არ ვიცით როგორ ავითვისოთ ევროკავშირის ბაზარი, შესაბამისად, ამ შესაძლებლობას ეფექტურად ვერ ვიყენებთ. უფრო მეტად უცხოურ ინვესტიციებზე ვართ დამოკიდებული. უცხოური ინვესტიციები გვჭირდება იმისთვის, რომ ეს გზა გაიჭრას. შედეგად, ამ კუთხით ჩვენი ცოდნაც ეტაპობრივად გაიზრდება და ევროკავშირის სივრცის ათვისება გაცილებით გაგვიადვილდება. თუკი უცხოური ინვესტიციები არ მივიღეთ, ფაქტია, რომ ჩვენი რესურსით ევროკავშირის ბაზარზე გასატანი პროდუქციის შექმნა გაგვიჭირდება“, - ამბობს აკაკი ცომაია.

ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ DCFTA-ის ამოქმედებიდან ერთი წელია გასული, სასურველი ეფექტი ვერ მივიღეთ, რადგან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებამდე ხელისუფლებამ აქცენტი რუსული ბაზრის გახსნაზე გადაიტანა და ძირითადი დრო, ენერგია, მათ შორის ფული ამ მიმართულებით იხარჯებოდა. ეს იყო მცდარი პოლიტიკა, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ რუსული ბაზრისგან გარკვეული ეფექტი მივიღეთ, თუმცა შემდეგ, სანქციების გამო, რუსულ ბაზარს სერიოზული პრობლემები შეექმნა და ამან პირდაპირ დაარტყა საქართველოს ეკონომიკას და მათ შორის ლარსაც; ამდენად, საქართველომ ნაკლები ეფექტი მიიღო DCFTA-დან, იმიტომ, რომ მასზე ნაკლები ყურადღება იყო გამახვილებული.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, DCFTA-სთან მიმართებაში სახელმწიფოს სერიოზული სამუშაო აქვს, აუცილებელია იმის ანალიზი, თუ რა ტიპის პროდუქცია შედის ევროკავშირში სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის შორეული აზიის ქვეყნებიდან და აქედან შეიძლება გარკვეული პროდუქტების შერჩევა, რომლებიც შეიძლება ან იწარმოოს საქართველოში, ან დაშლილ მდგომარეობაში შემოვიდეს, აქ აიწყოს და ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს.ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება შეიძლება იყოს, მათ შორის მუშახელის უნარებთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებული, თუმცა თუკი შესაბამისი ძალისხმევა დაეთმობა, ყველაფერი დაძლევადია.

„სამწუხაროდ, ეკონომიკური გარემოს კუთხითაც მრავალი პრობლემა გვაქვს. ბოლო სამი წლის განმავლობაში ნაბიჯები არა უფრო ლიბერალური გარემოს შექმნისკენ, არამედ საპირისპირო მიმართულებითგადაიდგა. ამან საკმაოდ არასტაბილური გარემო შექმნა ქვეყანაში. სხვა არაერთ პრობლემას დაემატა დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემებიც, რის გამოც ჩვენ სერიოზულად დავზარალდით. ჩვენი გარემო კიდევ უფრო ლიბერალური უნდა გახდეს, იმიტომ, რომ არაერთი რისკი და შეზღუდვაა, რაც ქართულ ბაზარს აქვს: მოსახლეობის სიმცირე, არასათანადოდ განვითარებული ინფრასტრუქტურა, დაბალი მსყიდველუნარიანობა და სხვა შეზღუდვები, რომლებსაც სწრაფად ვერ გადაჭრი, სხვა ტიპის მიმზიდველობით უნდა დავაბალანსოთ. უპირველეს ყოვლისა,კიდევ უფრო უნდა შემცირდესგადასახადები, რათა კონკურენტუნარიანი გარემო შევქმნათ და ამითი გავზარდოთ ჩვენი მიმზიდველობა. სამწუხაროდ, ხელისუფლება უბრალოდ დინებას მიჰყვება და მკვეთრ ცვლილებებს პოლიტიკაში არ ახორციელებს“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

2015 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ  2318 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6%-ით მეტია; აქედან ექსპორტი 471 მლნ. აშშ დოლარი - გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2%-ით მეტი იყო. 

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, აღნიშნული ზრდა არა იმდენად DCFTA-ის ეფექტურად ამოქმედებით, არამედ რეგიონში არსებული კრიზისით და ევროკავშირის ბაზრის შედარებით სტაბილურობით არის განპირობებული - ამ კონტექსტში, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე უფრო მიმზიდველია, შესაბამისად, ეს სიტუაცია თავისთავად მოქმედებს იმაზე, რომ ევროკავშირში ექსპორტი ცოტათი იზრდება. 

მისი თქმით, საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობა იზრდება, თუმცა ძალიან ნელი ტემპით, ხოლო DCFTA-ის ამოქმედებასთან არა მხოლოდ უცხოური ინვესტიციების მატება, არამედ წარმოების სექტორის, ასევე, კერძო სექტორში, პოტენციურად საექსპორტო მიმართულებების ზრდაა დაკავშირებული; ამით ქვეყანამ შეიძლება გაზარდოს მყარი ვალუტის შემოდინება, გაიუმჯობესოს საგადასახადო ბალანსი, რამაც საბოლოო ჯამში ლარი უნდა გაამყაროს, თუმცა ამ მიმართულებით პროგრესი ჯერჯერობით არ ჩანს. 

„DCFTA-ის შედეგს აუცილებლად მივიღებთ, თუმცა არა ერთ, ან ორ წელიწადში. ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივა, რაზეც არაერთი ფაქტორი მოქმედებს. როდესაც ქვეყანაში ინვესტიციას დებ, ეს ქვეყანა პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით სტაბილური უნდა იყოს, ჩვენი რეგიონი კი დღესდღეობით ძალიან მაღალი რისკის შემცველია, ეს ყველაფერი ინვესტორის მოტივაციაზე ახდენს გავლენას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ბაზრის სიმცირე, დაბალი გადამხდელუნარიანობა, კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა. საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც მარტივად შეგიძლია ააწყო ექსპორტზე ორიენტირებული, მაღალხარისხიანი, დიდი წარმოება“, - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

Eugeorgia.info-ს კითხვაზე, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სხვა ქვეყნიდან შემოტანილი ნედლეულის ბაზაზე შექმნილი პროდუქტი, საქართველოში წარმოებულად რომ ჩაითვალოს და ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანისაბაჟოტარიფითშესვლის შესაძლებლობა ჰქონდეს, ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ გაბუნია განმარტავს, რომ თითოეული დასახელების პროდუქტი წარმოშობის იმ წესებს უნდა აკმაყოფილებდეს, რაც DCFTA-ის  საკმაოდ ვრცელ, თითქმის 300 გვერდიან დანართშია გაწერილი.

„მაგალითად,წარმოებაში ადგილობრივად შექმნილი ღირებულება უნდა იყოს 40%-ზე მეტი, ან ვთქვათ 30%-ზე მეტი. ზოგიერთ შემთხვევაში 90%-ზე მეტი, ეს დამოკიდებულია თავად კონკრეტულ პროდუქტზე. ზოგიერთ შემთხვევაში პროდუქტი მთლიანად საქართველოში უნდა იყოს წარმოშობილი, მაგალითად ცოცხალი ცხოველი. ყველა პროდუქტს განსხვავებული წარმოშობის წესები აქვს“, - აღნიშნავს მარიამ გაბუნია.

უცხოელი ინვესტორების დაინტერესებისთვის საჭირო ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე - საქართველოს სანედლეულო ბაზაზე საუბრისას,ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ საქართველო პატარაა ქვეყანაა და უცხოელი ინვესტორისთვის მხოლოდ ეს ბაზარი არ იქნება საინტერესო, ამიტომაც, თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებისა და დიაგონალური კუმულაციის მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან მიმდინარეობს. 

დიაგონალური კუმულაციის მეთოდი იმ ქვეყნების ჯგუფს შორის გამოიყენება, რომლებსაც ერთმანეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვთ. მისი არსი მდგომარეობს შემდეგში, რომ ამ ქვეყნებს შორის ურთიერთვაჭრობისას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მონაწილე თითოეულ სახელმწიფოში წარმოშობილი ნედლეული ითვლება სხვა მონაწილე სახელმწიფოებში წარმოშობილად და პროდუქციას ენიჭება იმ ქვეყნის წარმოშობის სტატუსი, სადაც იღებს სასაქონლო სახეს. შემდგომში, ეს პროდუქცია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გადაადგილდება ყველა ამ ქვეყნის ტერიტორიაზე.

„მარტივად რომ ავხსნათ, თუ სამ ქვეყანას ერთმანეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს, მაგალითად საქართველოს, როგორც ევროკავშირთან, ასევე თურქეთთან (თურქეთსა და ევროკავშირს აქვს საბაჟო კავშირი, რომელიც თავისი არსით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა, რომელიც მხოლოდ სამრეწველო პროდუქციას ფარავს). თუკი ჩვენ სამნი შევთანხმდებით, შესაძლოა ამოქმედდეს დიაგონალური კუმულაცია და ერთი ქვეყნიდან მეორეში შეტანილი ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია მესამე ქვეყანაში გავიდეს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით. ანუ, თურქეთიდან შემოტანილი ნედლეულის საფუძველზე დამზადებული პროდუქცია ქართულად ჩაითვლება და ევროკავშირშის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გავა“, - განმარტავს მარიამ გაბუნია. 

Eugeorgia.info-ს მიერ ეკონომიკის სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით, დღეისათვის საქართველო ევროკავშირის გარდა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობს დსთ-ს (აზერბაიჯანის რესპუბლიკა, მოლდოვის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა, თურქმენეთი, ყაზახეთის რესპუბლიკა, უზბეკეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, უკრაინის რესპუბლიკა) ქვეყნებთან და თურქეთის რესპუბლიკასთან. (2014 წლის 1 სექტემბრის შემდგომ საქართველოს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან არ გაუფორმებია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება);

ასევე, „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესების კუმულაციური მეთოდით. კერძოდ, ამჟამად საქართველოს მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის წარმოშობის პრეფერენციულ წესებზე რეგიონალურ კონვენციაზე (REGIONAL CONVENTION ON PAN-EURO-MEDITERRANEAN PREFERENTIAL RULES OF ORIGIN) მიერთებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ საქართველო შეძლებს ისარგებლოს კუმულაციის მეთოდით თურქეთის რესპუბლიკასთან. საქართველოს ამავე მეთოდით სარგებლობის საშუალება მიეცემა ასევე საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდგომ“.

მარიამ გაბუნიას განცხადებით, „პან-ევრო-ხმელთაშუაზღვის წარმოშობის პრეფერენციულ წესებზე რეგიონალურ კონვენციაზე“ მიერთებასთან ერთად, რომლის წევრი თურქეთიც არის,თურქულ მხარესთან დიაგონალური კუმულაციის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებიამ კონვენციისგან დამოუკიდებლადაც დიდი ხანია დაწყებულია.ამ ეტაპზე როგორც თურქული, ასევე ქართული მხარე შიდა განხილვებს აწარმოებს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს EFTA-სთან, აღნიშნული პროცესი გარკვეულ დროს მოითხოვს და სავარაუდოდ 2016 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

მისივე თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამ განაპირობა ის, რომ საქართველოსთან  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებით დაინტერესდა ჩინეთი,  ქვეყანა, რომელსაც ამ მიმართულებით ინტერესი ადრე არ გამოუმჟღავნებია. 

„ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთნხმებაზე მოლაპარაკებას სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისში დავიწყებთ. ბუნებრივია, რომ  ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აზიური ბაზარი ჩვენთვის საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესოა. ჩინელებისთვისაც საინტერესო გახდა საქართველო, ევროკავშირთნ ჩვენ თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს და ჩინეთი ალბათ ფიქრობს, რომ ევროკავშირის ბაზარზე შესასვლელად საქართველოს როგორც ჰაბს ისე გამოიყენებს“, - აღნიშნავს მარიამ გაბუნია. 

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, დიაგონალური კუმულაციის გამოყენება ძალიან ეფექტურად შეიძლება; ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პროდუქციის წარმოშობის წესები, რომლებიც DCFTA-შია ჩადებული, ყველა მესამე ქვეყანას,მათი რესურსის საქართველოში გადამუშავებით და საბოლოო ფორმის მიცემით, ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი განაკვეთით გატანის საშუალებას აძლევს.

„სამწუხაროდ ამ შესაძლებლობას ეფექტურად ვერ ვიყენებთ. რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი კონცეპტუალურად ჯერ არ არის დამუშავებული. საჭიროა შემუშავდეს კონცეფცია, ამ მიმართულებით შეიქმნას დასხვადასხვა ქვეყანაში გატარდეს საინფორმაციო პოლიტიკა. შესასწავლია სხვა ქვეყნების პოტენციალი, სად რა ტიპის საწარმოებია, როგორ უნდა დაუკავშირდეს ისინი საქართველოს. საინფორმაციო პოლიტიკის გატარება აუცილებელია საქართველოშიც, ჩვენი მეწარმეებიც უნდა დავაინტერესოთ. ეს ყველაფერი საკმაო ძალისხმევას მოითხოვს. ამ მიმართულებით მთავრობამ სერიოზულად უნდა იმუშაოს, ბიზნესს ამ ხედვების განვითარებაში უნდა დაეხმაროს და როგორც კი გარკვეული მიმართულებები გამოიკვეთება, ბიზნესი თავად მიხედავს საქმეს“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი.

ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომსახელმწიფო ხარჯები მნიშვნელოვნადაა შესამცირებელი, სახელმწიფო ბიუროკრატია უნდა დაპატარავდეს და ეკონომიკას ამუშავების საშუალება მიეცეს. ამის შესაბამისად უნდა შემცირდეს გადასახადები.

„ეს ნაბიჯი პოლიტიკურად ყველაზე რთული გადასადგმელია და არ მგონია ამ ხელისუფლებამ გარისკოს ამის გაკეთება. ხარჯების შემცირება ნიშნავს, რომ ეს თანხა უნდა ამოვიღოთ ეკონომიკიდან, შესაბამისად, გადასახადები დავწიოთ. გადასახადების დაწევა ყოველთვის სწორი ნაბიჯია, ნებისმიერ დროს და მათ შორის ინვესტორისთვისაც, ცხადია, საინტერესო იქნება ისეთი ეკონომიკური გარემო, სადაც მეტი მოგების ნახვას შეძლებს. ვთქვათ, ინვესტორი ფიქრობს სად უნდა ჩადოს ფული საქართველოში, თუ ჩეხეთში. საქართველოში შეიძლება უფრო დაბალი გადასახადია, ვიდრე ჩეხეთში, მაგრამ ჩეხეთს აქვს სხვა უპირატესობები, ვთქვათ მუშახელი ჰყავს უფრო უნარიანი, ბაზარი უფრო მსყიდველუნარიანია და არაერთი სხვა ფაქტორი. თუკიინვესტორს ვაჩვენებთ, რომ საკუთარ შეზღუდვებს უფრო მეტი მოგების შესაძლებლობით ვაბალანსებთ, შეიძლება ყველამ არა, მაგრამ ინვესტორების რაღაც ნაწილმა გარისკოს და საქართველოში ჩადოს ფული“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

 

გიორგი ჭეიშვილი

წაკითხულია
2712
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

28 ივნისი 2018 | 07:25 ვრცლად
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

კოოპერატივი “სოფლის იმედი” სამეგრელოში, სოფელ უშაფათში 29 ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის ძირითად საქმიანობას თხილის გადამუშავება და დისტრიბუცია წარმოადგენს. კოოპერატივი 2014 წელს დარეგისტრირდა და იგი ერთ-ერთი პირველი სტატუს მინიჭებული კოოპერატივია სამეგ

21 ივნისი 2018 | 18:17 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

კოოპერატივი “ქულბაქი” ცაგერის რაიონის, სოფელ ქულბაქში არსებული სათევზე მეურნეობაა სადაც ძირითადად კალმახი იწარმოება. კოოპერატივი 2014 წელს შეიქმნა და მასში ხუთი ადგილობრივია გაწევრიანებული. კოოპერატივის ჩამოყალიბებამდე წევრებს თევზაობის სიყვარული აერთიანე

06 ივნისი 2018 | 18:51 ვრცლად
ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში 4 წლიანი პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება.

14 მაისი 2018 | 18:35 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner