Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

banner
17 ნოემბერი 2015 | 18:25 ბიზნესი

ყოფილი ჰაკერი კიბერუსაფრთხოების სფეროში ევროპულ კომპანიებთან თანამშრომლობს

ყოფილი ჰაკერი კიბერუსაფრთხოების სფეროში ევროპულ კომპანიებთან თანამშრომლობს

ის blackhat hacker-ი იყო, ე. წ. შავი ქუდი  - ის, ვინც კომპიუტერებს და ვებგვერდებს ტეხავს. სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრშიც სწორედ თავისი ნიჭის წყალობით მოხვდა. 16 წლის ასაკში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) მაღალჩინოსანი იყო. მიხვდით ალბათ, ვასილ ჯამალაშვილზე ვსაუბრობთ. სწორედ მან შექმნა ვირუსი, რომლითაც ყოფილმა ხელისუფლებამ  "ქართული ოცნების" ლიდერთა საუბრები ჩაწერა: ვირუსი აფიქსირებდა კომპიუტერთან და კომპიუტერში განვითარებულ მოვლენებს, იღებდა კომპიუტერის ეკრანზე გამოსულ ინფორმაციას, რთავდა მიკროფონს, ვიდეოკამერას და იმახსოვრებდა კლავიშებით აკრეფილ ყველა ინფორმაციას. 2012 წელს ის პროკურატურამ უკანონო მოსმენებში დაადანაშაულა. ახლა სახელმწიფო სამსახურში აღარ არის და grey hat hacker-ია, "ნაცრისფერი ქუდი", რომელიც კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნავს.  

კიბერდანაშაულისგან, ანუ კომპიუტერული დანაშაულისგან მიყენებული ყოველწლიური ზარალი ევროპაში და ამერიკაში რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს შეადგენს. FBI-ის მონაცემებით კომპიუტერული დანაშაულების დაახლოებით 85% საერთოდ არ მჟღავნდება, სასამართლომდე კი ფაქტების მხოლოდ 1% მიდის. ვირტუალური მტკიცებულების განადგურება ადვილად და სწრაფად  შეიძლება, რის გამოც ხშირად  დანაშაული გაუხსნელი, ადამიანისთვის ან კომპანიისთვის მიყენებული  ზარალი კი აუნაზღაურებელი რჩება. ვასილ ჯამალაშვილმა რამდენიმე თვის წინ 4 მეგობართან ერთად კომპანია  (in)securebox დაარსა და ინფორმაციული უსაფრთხოების სერვისი ევროკავშირის ბაზარზეც გაიტანა.

- კიბერუსაფრთხოებას ამჟამად დიდ ყურადღებას აქცევენ. გადავწყვიტეთ, რომ მომხმარებელს ინფორმაციული უსაფრთხოების სერვისი შევთავაზოთ. აქცენტს ძირითადად კომპანიებზე ვაკეთებთ და მათ ჰაკერული შეტევებისგან დაცვას ვთავაზობთ, რაც ამ ეტაპზე ძალიან აქტუალური პრობლემაა. გვაქვს მყისიერი დახმარების სისტემაც - იმ  შემთხვევისთვის, თუ კომპანია უკვე  გახდა ჰაკერული თავდასხმის  მსხვერპლი.

გარდა ამისა, მომხმარებელს ვთავაზობთ მონაცემთა დაკარგვის პრევენციას. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ხშირად თანამშრომელი იპარავს კომპანიის ინფორმაციას. საქართველოში ბანკების გარდა არცერთი კომპანია არ არის დაცული ამ გზით ინფორმაციის გაჟონვისგან. კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაცია თანამშრომელმა მეხსიერების ბარათით, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეიძლება წაიღოს. ჩვენ კომპანიებს კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვისგანაც დავიცავთ.

მომხმარებელს ვთავაზობთ კიბერუსაფრთხოების სისტემის დანერგვას, თანამშრომლების ტრენინგს, კომპანიის ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის აუდიტს - სერვისების ფართო სპექტრი გვაქვს.

- ვისთან თანამშრომლობთ ევროპაში და როგორ მოძებნეთ ეს კომპანია?

- კომპანია, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, ევროპის ერთ-ერთი მსხვილი მედიაჰოლდინგია. ჩვენ დავუკავშირდით მათ და ჩვენი მომსახურება შევთავაზეთ . ამ შეთავაზების შემდეგ გამოგვეხმაურნენ და მოგვცეს უფლება, რომ მათი სერვერი შეგვემოწმებინა. აღმოვაჩინეთ სუსტი წერტილები, რომლებითაც შესაძლებელი იყო მათი მუშაობის შეჩერება. დავეხმარეთ და ახლა მომავალ, გრძელვადიან თანამშრომლობაზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. ვთანამშრომლობთ კიდევ ერთ პოლონურ კომპანიასთან. ისიც მედიასაშუალებაა.

- ვინ არიან თქვენი მომხმარებლები საქართველოში? ბევრი კონკურენტი გყავთ ამ სფეროში?

- ქართული ბაზარი ჩვენი საქმიანობისთვის ძალიან აუცილებელი არ იყო. გვინდა, რომ ქართულ კომპანიებსაც მივეხმაროთ განვითარებაში და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება გავაუმჯობესოთ. ქართულ ბაზარზე მუშაობა ახალი დაწყებული გვაქვს და ცოტა მომხმარებელი გვყავს. კომპანიის ჩამოყალიბებისთანავე უცხოურ ბაზარზე გადავერთეთ. იქ ასეთ მომსახურებაზე  მოთხოვნაც და მომსახურების ფასიც მაღალია, რადგან ევროპელი და ამერიკელი მომხმარებლისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა პრიორიტეტული საკითხია,  პროფესიონალი კადრი კი ბევრი არ არის.

კიბერუსაფრთხოების მომსახურებით ყველაზე მეტად  აზარტული თამაშების კომპანიები ინტერესდებიან, რადგან ისინი  ხშირად ხდებიან ჰაკერული თავდასხმების მსხვერპლნი.

ჩვენ მომსახურებას ვთავაზობთ ქართულ მედიასაშუალებებსაც, თუმცა მათგან  დიდი დაინტერესება არ არის. მიგვაჩნია, რომ დაცულ მედიას ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი როლის შესრულება შეუძლია. ამიტომ, დავიწყეთ ახალი პროექტი  [in]secure Media, რომელიც მედიის ინტერნეტ უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

მედიაზე ზეწოლის ფაქტები ბოლო დროს გახშირდა. ეს კი თავის მხრივ, მედიასაშუალებებზე კიბერშეტევების განხორციელების რისკს ზრდის. ჩვენი პროექტის ფარგლებში რამდენიმე საინფორმაციო საიტზე მარტივი სკანირება ჩავატარეთ  და  ბევრი ხარვეზი აღმოვაჩინეთ. მარტივი ტესტირების შედეგებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ონლაინ მედია უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს.  ამ პროექტის ფარგლებში მედიას სრულიად უსასყიდლოდ მივაწვდით ინფორმაციას მათ ვებგვერდზე არსებული ხარვეზების შესახებ, კონფიდენციალურობის 100%-იანი გარანტიით.  შემდგომი თანამშრომლობის შემთხვევაში  კი მათ მნიშვნელოვან ფასდაკლებას შევთავაზებთ.

რაც შეეხება კონკურენტებს, თუ არ ვცდები, საქართველოში ამ სფეროში ჩვენს გარდა კიდევ ერთი კომპანია -  infoseciსაქმიანობს. კიბერუსაფრთხოების მომსახურებით ყველაზე მეტად  აზარტული თამაშების კომპანიები ინტერესდებიან, რადგან ისინი  ხშირად ხდებიან ჰაკერული თავდასხმების მსხვერპლნი.

- რამდენიმე დღის წინ მედიის განვითარების ფონდის პორტალი - www.eurocommunicator.ge გახდა ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი, თანაც უკვე მეორედ.  ჰაკერი ვინმე luxas Hacker იყო. გაქვთ რაიმე ინფორმაცია მასზე? ვინ არის და რა უნდა  eurocommunicator-ისგან?

- ის წარმოშობით არის თურქეთიდან. სოციალურ ქსელ ტვიტერის საკუთარ ანგარიშზე უწერია,  რომ არის პალესტინიდან, მაგრამ წერს თურქულად. მას უამრავი საიტი აქვს გატეხილი მთელ მსოფლიოში. ასეთი ჰაკერტივისტებს ერთი მიზანი აქვთ - საკუთარი მესიჯი მიაწოდონ საზოგადოებას და გახდნენ პოპულარულები ჰაკერულ წრეებში.

- ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ბაზარზე მომსახურების გატანის საშუალებასაც აძლევს. რატომ არ არის ბევრი ისეთი კომპანია, რომელიც მომხმარებელს საზღვარგარეთ კიბერუსაფრთხოების სერვისს შესთავაზებს?

- სამწუხაროდ, უნივერსიტეტები შესაბამის განათლებას ვერ იძლევიან. მეც თვითნასწავლი  ვარ. ერთადერთი  ტერნინგი მაქვს  გავლილი აშშ-ში 2010 წელს.

კიბერუსაფრთხოების სფეროში კარგი სპეციალისტები ნამდვილად გვყავს. რამდენიმე ჩემი მეგობარი უცხოურ კომპანიაშიც მუშაობს. ერთი წლის წინ მეც მქონდა შემოთავაზება ერთ-ერთი დიდი ალბანური კომპანიიდან. მაშინ ვიზა ვერ ავიღე და ვერ წავედი. ვიზის პრობლემა ამჟამად მოგვარებულია. მაქვს შემოთავაზება ჩეხეთიდან, მაგრამ ახლა წასვლა აღარ მინდა. მიმაჩნია, რომ აქ ეროვნულ საქმეს ვაკეთებ.

- ამბობდნენ, რომ თქვენ გატეხეთ  gnu.org. მართალია ეს ინფორმაცია?

-  2010 წელს გავტეხე  gnu.org -ის საიტი. ეს არის კომპანია, რომელიც წერს პროგრამებს ლინუქს-ისთვის. არაფერი გამიფუჭებია. უბრალოდ, ჩემი შესაძლებლობა გამოვცადე. გატეხვის შემდეგ დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ მათი საიტი გავტეხე.

- რეაქცია რა იყო?

- მომილოცეს. ამის შემდეგ gnu-ს ოპერაციული სისტემის შემქმნელი და თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის აქტივისტი, პროფესორი რიჩარდ სტოლმანი ჩამოვიდა საქართველოში და თავისუფალ უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა. თუმცა, სამწუხაროდ ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედრივართ.

- როდის დაინტერესდი კომპიუტერული ინფორმაციით და როგორ მოხვდი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში?

- მე-9 კლასიდან სკოლაში არ მივლია - სკოლა ექსტერნად დავამთავრე.  თავიდან ონლაინ თამაშის სერვერზე - პრედატორში  ვმუშაობდი. კუდ-ის ხალხი სრულიად შემთხვევით გავიცანი. ვაჩვენე ჩემი შექმნილი ვირუსი. მოეწონათ, მითხრეს, რომ ასეთი ვირუსი მათ არ ჰქონდათ და შემომთავაზეს შეხვედრა,  ამ შეხვედრაზე კი  - სამსახური. პრესა რომ წერდა, თითქოს კუდ-ის კომპიუტერი გავტეხე და ამის შემდეგ იძულებული გავხდი, მათთან მეთანამშრომლა, სიმართლე არ არის. მსგავსი არაფერი ყოფილა.

- იცოდი, რისთვის იყენებდნენ ამ ვირუსს?

- კი, რა თქმა უნდა.

- ეს თქვენი შექმნილი ვირუსი იყო? თავის დროზე ბევრს საუბრობდნენ ამ საკითხზე და ერთ-ერთი ვერსიით ის რუსეთში შექმნილი ვირუსის მოდიფიცირებული სახე იყო.

-არა, ეს  ჩემი შექმნილი ვირუსი იყო. რუსეთში შექმნილი ვირუსის მოდიფიცირებული სახე, რომლითაც რუს ჰაკერზე გავიდნენ, ჩემმა მეგობარმა გააკეთა. გახსოვთ, ალბათ, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მრჩეველი უსაფრთხოების სფეროში ჩემ  მიერ შექმნილ ვირუსზე ამბობდა, რომ მაღალ დონეზე იყო გაკეთებული და მის შექმნაზე, სავარაუდოდ, დიდი თანხა იქნებოდა დახარჯული.

თავის დროზე ძალიან ძლიერი ვირუსი იყო. ალბათ, იყო გადაცდომები და ის კონკრეტული პირების წინააღმდეგ არ უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ საერთო ჯამში, ქვეყნის ინტერესებისთვის ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა. თუ მოსამართლის ნებართვა არსებობს, ძალიან დიდი ინფორმაციის მიღება შეიძლება ასეთი ვირუსით და მისი მეშვეობით ძალიან ბევრი საქმეც გახსნილა.

- რა დაჯდა ამ ვირუსის შექმნა?

- დრო, მეტი არაფერი.

- ამ ვირუსის გამოყენება ახლაც შეიძლება?

- შსს-დან ჩემი წამოსვლის შემდეგ ის ვირუსი შემთხვევით აღმოჩნდა ინტერნეტში. მისი განვითარება აღარ ხდება. ანტივირუსი მას იჭერს და ის საშიში აღარ არის. შესაბამისად, ჩემი შექმნილი  ვირუსით ხელისუფლება თქვენს კომპიუტერებში ვეღარ შემოძვრება. ახლა ის უნდა გადააკეთონ ან განავითარონ.

- 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, თქვენ კიდევ მუშაობდით კუდ-ში?

- 2 თვე ვმუშაობდი შსს-ში. ოპერატიულ-ტექნიკურ განყოფილებაში ვიყავი, რომელსაც IT აბარია. იქიდან ჩემი სურვილით წამოვედი. ეს ჩემთვის საინტერესო არ იყო. გარდა ამისა, ვხვდებოდი, რომ არ მენდობოდნენ. ეს ლოგიკურიც იყო.

- მოსმენები და ჰაკერული თავდასხმები საქართველოში ისევ აქტუალური საკითხია. ვაიბერიდან ხალხი მასობრივად გადადის ტელეგრამში.  რას ურჩევ ჩვენს მკითხველს, რომელია მოსმენებისგან ყველაზე დაცული ქსელი და რომელ კომპიუტერულ ვირუსს უნდა მოვერიდოთ ამჟამად?

- სპეცკავშირების გარდა მოსმენა შესაძლებელია მობილური კავშირგაბმულობის (ოპერატორის ტრაფიკის) მოსმენითაც.  მობილური კავშირის მოსმენის საშუალებები ყოველწლიურად იაფდება და უკვე ფართო მასებისთვისაა ხელმისაწდომი. გარდა ამისა, მოსმენა შეიძლება კომპიუერის დავირუსებით (მავნე კოდით) და wifi-ის მეშვეობით. ეს იმას ნიშნავს, რომ  თუ არ გაქვთ  სპეციალური მოწყობილობა, ვერ დაიცავთ  თავს ვერც სახელმწიფოს და ვერც მოყვარულთა მოსმენისგან.

ვირუსი  ransomware კომპიუტერში ან ქსელში შეღწევის შემდეგ შიფრავს ყველა ფაილს და ტოვებს წერილს, რომ თუ 48 საათის განმავლობაში არ გადაიხდით თანხას, კომპიუტერში და ქსელში არსებული თქვენი ინფორმაცია განადგურდება. ძირითადად ელექტრონულ ფულს - ბიტკოინს ითხოვენ. ასეთი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა. ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს შენახული ჰქონდა,  გამოუსადეგარი  გახდა. ერთი კომპანია დაგვიკავშირდა, დროულად მოგვმართეს,  დაშიფვრის გასაღები ამოვიღეთ და ინფორმაცია გადავარჩინეთ. ვირუსი შემდეგ თავის კვალს ანადგურებს. კომპიუტერში რჩება დაშიფრული ფაილები და წერილი.

პერსონალური კომპიუტერი ვირუსისგან რომ დაიცვათ, არ გახსნათ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული არა მარტო უცხო წერილების ბმულები, არამედ და ზოგადად უცხო წერილებიც.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- მინდა,  ჩემი უნარები ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვაში გამოვიყენო. ახლო მომავალში ვაპირებთ რადენიმე კონფერენციის მოწყობას. გვინდა, ახალგაზრდები ჩვენი სფეროთი დავაინტერესოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წაკითხულია
12553
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

NDI:  ევროკავშირის და ნატო-სადმი სკეპტიციზმი ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული

NDI: ევროკავშირის და ნატო-სადმი სკეპტიციზმი ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული

სამოქალაქო და საექსპერტო საზოგადოება თანხმდება, რომ ბოლო წლებში საქართველოში პრორუსული განწყობები მომძლავრდა. რუსული პროპაგანდისა და კრემლის “რბილი ძალის” პოლიტიკის ხელშეწყობით, ქართული საზოგადოების ნაწილს მიეწოდება ცრუ ინფორმაცია, როგორც ევროკავშირში არს

22 მარტი 2017 | 17:47 ანტიპროპაგანდა ვრცლად
დასავლეთის სანქციები = 40 მლრდ დოლარს, ნავთობის გაიაფება =100 მლრდ დოლარს - ორმაგი შოკი რუსეთის ეკონომიკისთვის

დასავლეთის სანქციები = 40 მლრდ დოლარს, ნავთობის გაიაფება =100 მლრდ დოლარს - ორმაგი შოკი რუსეთის ეკონომიკისთვის

კაპიტალის გადინება, რუბლის სწრაფი გაუფასურება, საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან გამოძევება, ინფლაცია და ბიუჯეტზე ზეწოლა, ქვეყნის ეკონომიკის მკვეთრი შემცირება - ამ გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა რუსეთი 2014-2015 წლებში.

16 მარტი 2017 | 01:47 ანტიპროპაგანდა ვრცლად
სასარგებლო, ელიტური ჩაი ისტორიით - რას ითხოვენ ევროპელი მომხმარებლები

სასარგებლო, ელიტური ჩაი ისტორიით - რას ითხოვენ ევროპელი მომხმარებლები

ჩაის ბაზარი ტრადიციულად გაჯერებულია, თუმცა, დაბალი ფასებისა და გაძვირებული სასუქების ფონზე, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჩაის წარმოება ბევრი ფერმერისთვის მიმზიდველი ვეღარ იქნება და მიწოდებასა და მოთხოვნას შორის წონასწორობა 2020 წლისთვის აღდგება.

04 მარტი 2017 | 22:20 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ცვლილებები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში - ასრულებს თუ არა ქვეყანა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შესყიდვების მიმართულებით?

ცვლილებები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში - ასრულებს თუ არა ქვეყანა ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შესყიდვების მიმართულებით?

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტის პირველი საკომიტეტო მოსმენა წამყვანი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე უკვე შედგა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განმარტების თანახმად, ცვლილებების კანონპრ

28 თებერვალი 2017 | 19:12 ვრცლად

ბლოგი

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

ის blackhat hacker-ი იყო, ე. წ. შავი ქუდი - ის, ვინც კომპიუტერებს და ვებგვერდებს ტეხავს. სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრშიც სწორედ თავისი ნიჭის წყალობით მოხვდა. 16 წლის ასაკში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) მაღალჩინოსანი იყო. მიხვდით ალ

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner
banner