banner
25 ნოემბერი 2015 | 19:17 ინტერვიუ

ტრანსფორმირებულ საპარტნიორო ფონდში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი კვლევებს დაეთმობა

ტრანსფორმირებულ საპარტნიორო ფონდში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი კვლევებს დაეთმობა

 
დღეს “საპარტნორო ფონდის” გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ვთხოვეთ მის ხელმძღვანელს, დავით საგანელიძეს გაეზიარებინა ჩვენთვის ხედვა სტრუქტურის ტრანსფორმაციასთან და მუშაობის სამომავლო წესთან დაკავშირებით

 

-  რა პრინციპით განაგრძობს ფონდი პროექტების შერჩევას და დაფინანსებას?

-  პირველ რიგში უნდა შეიქმნას ინსტიტუტი, რომელმაც ის ამოცანები უნდა განახორციელოს რაზეც ვსაუბრობთ, ხალხს კონკრეტიკა აინტერესებს, აინტერესებს ექნება თუ არა საშუალება აწარმოოს ის პროდუქტი, რომელსაც გაიტანს უცხოეთში, ან აწარმოოს პროდუქტი, რომლის გაყიდვას შიგნით შეძლებს და კონკურენციას გაუწევს გარედან შემოსულ ანალოგიურ იაფფასიან პროდუქტს. ან გვექნება თუ არა ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს ის დარგები განვითარებული, რომელიც გაჩერებულია,არადა უნდა მუშაობდეს

-  აი, რომ ბრძანებთ, ქვეყანას უნდა ჰქონდეს განვითარებული ესა და თუ ის დარგიო იქნებ არ არის პერპსექტიული რაღაც კონკრეტული დარგი, ვინმე რომ შეგედავოთ, რას უპასუხებთ, ვინ უნდა განსაზღვროს დარგებიდან რომელი არის პრიორიტეტული საქართველოსთვის?

-  ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, როდესაც ამ ახალი სტრუქტურის მუშაობაზეა საუბარი არის ანალიზის, კვლევების და რისკების შესწავლის დეპარტამენტის შექმნა, რომელმაც უნდა გაანალიზოს რა დარგებია ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. მე ვამბობ, ჩვენ ყველა დარგს ვერ განვავითარებთ. უნდა განვსაზღვროთ პირველი 5 წელი, ვთქვათ, რა უნდა იყოს ყველაზე მეტად განვითარებული, რაში უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები, რა დარგები უნდა წავახალისოთ, რა დარგებში შევქმნათ ისეთი ოაზისური გარემო, რომ შიდა თუ გარე ინვესტორისთვის საინტერესო იყოს ზუსტად ამ დარგის განვითარება და არა ის, ვის რა მოეხასიათება. ვისაც რა მოეხალისება ის აკეთოს, არავინ უშლის ხელს, მაგრამ თუ ამას აკეთებს, მაშინ იქ შევქმნათ საკანონმდებლო ბაზა, საინვესტიციო ბაზა ისეთი, რომ იცოდეს, რომ აი ეს დარგი არის პრიორიტეტული. ეგ ერთი, მეორე, მაგალითად, რახან თქვენ ახსენეთ მეკარტოფილეობა, უნდა ვთქვათ, რომ კი ბატონო, კარტოფილის წარმოება ან დავუშვათ პომიდვრის წარმოება ეს არის პრიორიტეტი და თუ ამ დარგში დებს ადამიანი ფულს, მაშინ ჩვენ მას ვუქმნით ასეთ პირობებს, მაგრამ თუ უნდა მაინცდამაინც კივის მოყვანა, კი ბატონო, მოიყვანოს, მაგრამ მოიყვანოს თვითონ. ისიც უნდა იცოდეს, ვინც ამ ბიზნესით არის დაკავებული, რომ მეკარტოფილეობის განვითარება არის პრიორიტეტული კონკრეტულად ამ რეგიონში, იმიტომ, რომ კვლევებმა უნდა გვიკარნახოს ასევე რა რეგიონებია იდეალური, სიტყვაზე, კარტოფილის მოსაყვანად. ჩვენ ასეთ ინვესტორს, მეწარმეს თუ ფერმერს ვეტყვით, რომ მოგცემთ ასეთ საშუალებებს, დაგეხმარებით ამით, გაგათავისუფლებთ ასეთი გადასახადისგან და ა.შ. თუ უნდა, რომ მაინცადამაინც ამ რეგიონში კი არადა, წაიღოს და გურიაში გააკეთოს, სიკეთეში მოახმაროს ღმერთმა, მაგრამ ის ამ სიკეთეებით ვერ ისარგებლებს.

თუ ვნახეთ, რომ რაღაც სფეროში არსებობს გარკვეული რისკები უნდა ვთქვათ, რომ ამ დარგში განვითარება ჩვენთვის არ არის პრიორიტეტული, ერთი და მეორე, მიგვაჩნია რომ არ არის საჭირო იმიტომ, რომ არსებობს ეს რისკები, ეს რისკები რა შეიძლება იყოს? ჭარბწარმოება მეზობელ ქვეყანაში ამ კონკრეტული პროდუქტის ან ის კლიმატი, რომელიც ამ პროდუქციის წარმოებისთვის არ არის ხელსაყრელი, ან თუნდაც მარტო სოფლის მეურნეობაზე რომ არ ვისაუბროთ, წავიდეთ უფრო შორს, ინდუსტრიულ სფეროში, მაგალითად, თუ გვინდა მანქანათმშენებლობის განვითარება უნდა ვიცოდეთ ზუსტად მოთხოვნა, მიწოდება, პოტენციალი, ფასწარმოქმნა, მარჟები, რამდენია სხვა ქვეყნებში რომ ვთქვათ, რომ თუ ამის დაწყება გინდა ეხლავე გეუბნები, რომ არ დაიწყო იმიტომ, რომ შენ შეიძლება ამ რისკებს წააწყდე და შენთვის რაც არის უცნობი უნდა მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია, რომ გარკვეულად გავუფრთხილდეთ ინვესტორს, ქვეყნის იმიჯს, რატომ ავითარებ იმას, რაც ზედმეტია და არ არის სწორი. ასე თუ ისე, ინფორმაცია მივაწოდოთ თუ მაინც მოუნდება, მისი საქმეა, ხელს არავინ შეუშლის და ა.შ. ეს სამსახური ამ ახალ სტრუქტურაში უნდა იყოს მთავარი და რგოლი, რომელსაც მნიშვნელოვანი დაფინანსება დასჭირდება. როდესაც სერიოზული საერთაშორისო ორგანიზაციები ჩამოდიან და სტრუქტურა როცა დიდ ბიზნესგეგმას აკეთებს თუ საშუალოს, თუ მცირეს ვიღაცას მაინც ქირაობს, რომ ბიზნესგეგმა დაწეროს და იმაში მარკეტინგული ნაწილი ძალიან დიდია და ამაში დიდ თანხებს იხდიან, ეს შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს და სახელმწიფომ ამაზე არა ბიუჯეტის ფული არამედ... აი ამას ვამბობ სწორედ რომ ამ ახალი საფინანსო თუ განვითარების კორპორაციის მნიშვნელოვანი ფუნქცია ეს უნდა იყოს, მაგრმა ეს ფუნქცია ამ ორგანიზაციამ ისე უნდა შეასრულოს, რომ ბიუჯეტს კი არ დააწვეს კისერზე, არამედ ან გრანტები მოიზიდოს ან გარეთა დაფინანსებები მოიზიდოს იმიტომ, რომ ეს ხომ ჩაკეტილი ინფორმაცია არაა, ეს ინფორმაცია საჯარო მოხმარებისთვისაა ამ ინფორმაციას გამოიყენებს ნებისმიერი ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურა, ორგანიზაცია, მეწარმე, ბიზნესმენი, ინვესტორი ან უცხოელი, რომელიც მოვა იმ ერთ კარებს გააღებს და ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებს. შესაბამისად ამ კვლევების დაფინანსება ერთი კომპანიის, ერთი ორგანიზაციის საქმე არ უნდა იყოს, აქ ჩვენ უკვე სხვა წყაროები უნდა ვნახოთ დაფინანსების.

-  ანუ არასაბიუჯეტო?  

-  არა შეიძლება გარკვეული ნაწილი იყოს ბიუჯეტიდანაც იმიტომ, რომ ბიუჯეტის ინტერესიცაა, მაგრამ აქ უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ამისთვის თანხები გარედან მოვიტანოთ

-  ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული?

-  გრანტებს ათას რამეში იძლევიან და მოვძებნით, ისეთებს, ვისაც ექნება ინტერესი

-  რაც შეეხება მეწარმეების მხარდაჭერას, როგორ შეარჩევთ ამ მეწარმეებს? რის მიხედვით?

-  მეწარმეს ჩვენ არ ვარჩევთ მეწარმეს მოაქვს ბიზნესპროექტი და ჩვენ ვარჩევთ ბიზნესპროექტს. თუ მისი ბიზნესგეგმა იქნება დამაჯერებელი, მყარი და დავინახავთ, რომ ამის უკან დგას მყარი ბიზნესი, ან თუ სტარტაპია არსებობს ამ სტარტაპისთვის ხელშემწყობი გარემო, არსებობს პირობები რომ განვითარდეს და არა ის, თუ ვინაა ჩემთვის მისაღები პიროვნება, იმის მიხედვით შევარჩიოთ მეწარმეები

-  სტარტაპი რა დონის სტარტაპი უნდა იყოს?

-  ნებისმიერ დონეზე, ყველა ის ინოვაციები, რომელიც სამეცნიერო და სასწავლო წრეებშია მაქსიმალურად უნდა მოხდეს მათი შესწავლა, მათი გამოყენება და მათი ინდუსტრიალიზაცია. მე შევხვდი, მაგალითად, პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, შევხვდი სხვა უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელობას და ახლა მინდა უკვე შევხვდე იმ ჯგუფებს, რომლებიც სწორედ ასეთ ინოვაციებს, ასეთ ნოუ ჰაუებს, ასეთ აღმოჩენებს აკეთებენ

-  და მათ თუ ბიზნესის ცოდნა არ გააჩნიათ? როგორ უნდა გამართონ წარმოება ან ბიზნესგეგმა როგორ უნდა დაწერონ სწორად?

-  ხოდა, მაგაში უნდა დავეხმაროთ, თუ ვნახეთ, რომ საინტერესოა თემა,რომ მისი ინდუსტრიალიზაცია ქვეყანას მისცემს სერიოზულ მოგებას. მაგალითად, ვინმემ აღმოაჩინა, რომ არსებობს რაღაც ძალიან კარგი რამ, რომელიც საშენ მასალაში გაძლევს სერიოზულ წარმატებას, ბევრი გვყავს ასეთი გარშემო, მაგრამ გადარჩევაა საჭირო, ვისაც არ უნდა ჰკითხო, ყველა გეტყვის, რომ მისი გამოგონება უნიკალურია მსოფლიოში.

-  რის მიხდვით უნდა შეაფასოთ, ვისი აღმოჩენაა ღირებული და ვისი არა? ვთქვათ საზღვარგარეთ გამოქვეყნებული   რეცენზიების მიხედვით თუ რა კრიტერიუმით?

-  ყველაფრის შეფასების კრიტერიუმი არსებობს, საზღვარგარეთ გამოქვეყნებული აქვს თუ არა სტატია ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, შეიძლება გენიალური გამოგონება ჰქონდეს კაცს და არსად იყოს გამოქვეყნებული.

-  ვინ უნდა შეაფასოს, რომ გენიალურია?

-  დარგების მიხედვით, ენერგეტიკაში ენერგეტიკის დარგის სპეციალისტებმა, სოფლის მეურნეობაში სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა და ა.შ.

-  ჩვენმა სპეციალისტებმა ხომ?

-  აბა ვინ? ამერიკაში თუ გააგზავნი შეფასებაზე რაღას გავაკეთებთ ჩვენ? თუ ამ გამომგონებელს დასჭირდება ექსპერიმენტის ჩატარება, შესაძლოა ჩვენმა ორგანიზაციამ გაწიოს ეს ხარჯები იმიტომ, რომ თუ ვიღაც გარწმუნებს, რომ ეს არის კარგი საშენი მასალა, რომლითაც შენ შეიძლება შეცვალო, პირობითად, აგური ან ბლოკი, იქნება მასზე მსუბუქი, მასზე მყარი, ნაკლებად გაატარებს ხმაურს და ა.შ. მაშინ საცდელი მაინც ხომ უნდა გააკეთო? აი ამ საცდელს სჭირდება დაფინანსება, რადგან იმ გამომგონებელს ამის საშუალება არ აქვს. შენ თუ მიხვდი, რომ ეს მართლაც საინტერესოა, მაშინ დააფინანსებ, თუ ხედავ, რომ სისულელეა არ დააფინანსებ, ამიტომ აქ ბევრი რამეა.

-  რა ერქმევა ამ ახალ ორგანიზაციას? კორპორაცია?

-  ამას ყველაზე ნაკლებად აქვს მნიშვნელობა, რაც გინდათ ის დაარქვით, მთავარია შინაარსი რა იქნება, დაფინანსების წყაროები რა იქნება, სტრუქტურა როგორი ექნება და ბერკეტები როგორი ექნება, რომ თავისი დავალება შეასრულოს

-  ფინანსები საიდან უნდა მოიპოვოს ამ ახალმა ორგანიზაციამ?

-  არ მინდა, დეტალურად შევიდე ამ საკითხში, ჩვენი თანადაფინანსებით მოხდება პროექტების ხელშეწყობა, ჩვენ არანაირ ბიზნესში არ შევალთ 49% ზე მეტით, ბიზნესი უნდა წარმართოს იმან, ვისიც არის ბიზნესი, ჩვენ უნდა მივიდეთ და იმ ბიზნესს მივეხმაროთ მანამ, სანამ არ დაქოქავს იმ ბიზნესს, სანამ არ გავა იმ მოგებებზე, თუ იმ წარმადობაზე, რაც მას სჭირდება და როგორც კი მაგას მიაღწევს, ჩვენ გამოვალთ, შეტანილ თანხას გამოვიტანთ და ამ თანხას უკვე მივმართავთ სხვა პროექტებზე.

-  მაშინ, აქვე გკითხავთ, როდესაც სტარტაპებზე არის საუბარი, ამ ჭრილში, როგორ შეიძლება დავინახოთ დაფინანსების საკითხი?

-  სტარტაპს ხომ თავისი ბიზნესგეგმა გააჩნია

-  იმას ხომ ფული არ აქვს საერთოდ?

-  გასაგებია, თუ მან ამ ფულის ნახევარი მაინც შეიძინა, ისიც საქმეა, და თუ პროექტია საინტერესო, ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენ შევიდეთ საწესდებო კაპიტალში, ანუ ექუითის ვუქმნით ამ კომპანიას, როცა საწესდებო კაპიტალი კომპანიას გააჩნია, ის საინტერესო ხდება მერე ბანკისთვის, თქვენ რომ სტარტაპს იწყებთ და არ გაქვთ ფული არც ერთი ბანკი თქვენ არ დაგაფინანსებთ, მაგრამ როცა სტარტაპს იწყებთ და ამის ნახევარი ფული უკვე გაგაჩნიათ მერე ბანკისთვისაც საინტერესო ხდებით, ჩვენ უნდა გაგხადოთ თქვენ ბანკისთვის საინტერესო კლიენტი, რის საფუძველზეც ბანკი შემდეგ მოგცემთ კრედიტს. სიტყვაზე ბიზნესს სჭირდება 2 მილიონი დოლარი, 2 მილიონს თუ ჩადებ და აამუშავებ ქარხანას, 5 წლის შემდეგ იმ 2 მილიონ დოლარსაც ამოიღებ და კიდევ გექნება 10 მილიონი მოგება, მაგრამ რითი უნდა დაიწყო? ჩვენ რომ ვამბობთ, რომ მოგვწონს პროექტი, საინტერესოა, ბიზნესში 51%-ის მფლობელთან შევალთ და მივცემთ ამ 2 მილიონიდან 1 მილიონს გარკვეული გარანტიებით და ა.შ. ამის მერე ჩვენ ვეხმარებით, რომ წავიდეს და ბანკიდან მოიტანოს 1 მილიონი, ბანკსაც ვაინტერესებთ, ვუხსნით, ვემუშავებით, ბანკი რახან ხედავს, რომ 1 მილიონი უკვე დევს შიგნით, მოდის და ამ 2 მილიონს უკვე კრავს თავისი მილიონით. ახლა თუ სულ არაფერი აქვს დამწყებ ბიზნესმენს ეგეც პრობლემაა რაღაც მაინც უნდა ჰქონდეს, მისი რისკიც უნდა იყოს გათვალისწინებული. კაცი თუ მოვა, შენ ფული ჩადე და მე გარედან გიყურებო, მასე არ იქნება

-  ვინ იქნება პასუხისმგებელი თუ ჩაუვარდა კომპანიას ბიზნესი?

-  არსებობს რისკების განაწილების სოლიდარული მეთოდები, რაღაცაზე ჩვენ, რაღაცაზე თვითონ, ვინცაა მონაწილე ისაა პასუხისმგებელი

-  ჩვენ ანუ ვინ თავად სტრუქტურა? სახელმწიფო ბიუჯეტი ხომ არ იქნება რამეზე პასუხისმგებელი?

-  თუ სახელმწიფო მონაწილეობს, ბუნებრივია სახელმწიფო სტრუქტურაა პასუხისმგებელი, სუბიექტი ვინც არის მონაწილე ისაა პასუხისმგებელი

-  რომ უთხრათ გადასახადის გადამხდელებს, რომ აი ეს სტრუქტურა რაღაც ბიზნესში დებს ფულს, რომელიც შესაძლოა საბოლოო ჯამში გაკოტრდეს და ამაზე ბიუჯეტმა აგოს პასუხი, რამდენად მისაღები იქნება ეს თქვენი აზრით მათთვის?

-  მაშინ საერთოდ არაფერში არ ჩავდოთ ფული, სახელმწიფომ არაფერში მიიღოს მონაწილეობა? რომელი ბიზნესია, სადაც რისკი არ არის? მიწისძვრა რომ მოხდეს? თუ რისკს ვინმე ხედავს კორუფციულ ელემენტებში, უნდა დაიჭირო და ასე შემდეგ. ეს ისეთი კითხვებია, რომელიც ყველა ქვეყანაში არსებობს? რა ინგლისის რომელიმე კომპანია ამერიკის, გერმანიის მერსედესს რისკი არ აქვს, როგორ ფიქრობთ? ან როცა სახელმწიფო ბანკები როცაა და კრედიტს აძლევენ, იბიარდი როცა კრედიტს აძლევს საქართველოში რომელიმე სტრუქტურას, რისკი არ აქვს? და ამიტომ იბიარდი აღარ არსებობს, რახან მან საქართველოში დააფინანსა რომელიმე სასტუმროს მშენებლობა? მსოფლიო ბანკმა როცა დააფინანსა რომელიმე პროექტი, განა რისკი არ გაწია? ამიტომ მსოფლიო ბანკი აღარ არსებობს? ჩინეთის განვითარების ბანკი, სახელმწიფო ბანკია, როცა გაძლევს შენ სესხს, რისკი განა არ არსებობს? 500 მილიონიან საკედიტო ხაზს როდესაც გაძლევს და ის ბიზნესი დაინგრა, რა მოხდება? ის ბანკი არ განადგურდება! თუ რისკი იყო უაზროდ გაწეული ბანკის ხელმძღვანელს დაიჭერენ ან გაათავისუფლებენ ან მადლობას გადაუხდიან

-  როგორ მიდის ამ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესი?

-  ჯერჯერობით კანონი მზადდება, KFW მუშაობს ამ თემაზე და იმედია, რომ წლის ბოლომდე გვექნება სტრუქტურის პროექტი.

-  ახალ ფონდში თანხები ხომ დივიდენდებიდან შემოდის?

-  ის შვილობილი ორგანიზაციები, რომელიც ჰყავს ფონდს ამ შვილობილ ორგანიზაციებს ზოგს აქვს დივიდენდი, ზოგს არ აქვს, ზოგს რამდენიმე წელი დივიდენდი არ ჰქონია. რაც აქვს დივიდენდი ამ დივიდენდების ნაწილი ხმარდება ფონდის პარტნიორი პროექტების დაფინანსებას.

-  რაზედაც თქვენ თქვით, რომ არ იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ამუშავდეს ეს ორგანიზაციაო.

-  როცა არ იცი რამდენი გაქვს დივიდენდი, მომავალ წელს, როცა გეგმავ, შენს საქმიანობას გეგმავ, პრაქტიკულად ბრმად.

-  ახლა ხომ ამ სისტემით მუშაობს საპარტინორო ფონდი?

-  კი, ახლა ამაზე დგას, რაც მიმაჩნია, რომ მანკიერი მხარეა და უნდა შევცვალოთ.

-  დაფინანსების წყაროები სად უნდა მოიძიოთ?

-  ვმუშაობთ, ჯერჯერობით, ამ საკითხზე.

 

ესაუბრა ლიკა ბასილაია-შავგულიძე

წაკითხულია
1682
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

“ანოს სვით ქორნერი” - ყაზბეგის LAG-ის პროექტით დაფინანსებული კაფე ტურისტებს იზიდავს

“ანოს სვით ქორნერი” - ყაზბეგის LAG-ის პროექტით დაფინანსებული კაფე ტურისტებს იზიდავს

“ანოს სვით ქორნერი” ყაზბეგში მდებარე კაფე-სანაყინეა, რომელიც ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის, ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ფარგლებში დაფინანსდა. კაფეს დამფუძნებლმა, მაია ბულაშვილმა LAG-ის პროექტის შესახებ ინტერნეტით შეიტყო და გადაწყვიტა

29 ივნისი 2018 | 16:58 ბიზნესი ვრცლად
ტიხრული მინანქრის სახელოსნო „ციცი“ -მ ENPARD -ის გრანტით დანადგარები შეიძინა

ტიხრული მინანქრის სახელოსნო „ციცი“ -მ ENPARD -ის გრანტით დანადგარები შეიძინა

ENPARD-მა ციცია დავითაშვილს ტიხრული მინანქრის სახელოსნოს მოწყობისთვის აუცილებელი ტექნისკის შესაძენად 3 500 ლარიანი გრანტი გადასცა.

29 ივნისი 2018 | 16:14 ბიზნესი ვრცლად
უეკლო მაყვლის პლანტაციის გაშენების და მოვლის ფინანსური მოდელი

უეკლო მაყვლის პლანტაციის გაშენების და მოვლის ფინანსური მოდელი

ფერმერი წლიურ მოგებაზე მე-2 წლიდან გადის, ხოლო მე-4 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს .

28 ივნისი 2018 | 07:41 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

28 ივნისი 2018 | 07:25 ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner