banner
29 ნოემბერი 2015 | 15:34 გარემოს დაცვა

მტკვარი საკანალიზაციო „ტყვეობაში“

მტკვარი საკანალიზაციო „ტყვეობაში“

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით  მდინარეებისა და წყლის რესურსების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება საქართველოსთვის აუცილებლად შესასრულებელ ვალდებულებად იქცა.

„მტკვარი ყარს“, „მტკვარს უნდა მივხედოთ“, „მტკვარი უნდა გაიწმინდოს“ - სხვადასხვა ხელისუფლების წარმომადგენლებსა თუ საზოგადოების წევრების ეს ფრაზები არაერთხელ გაუჟღერებიათ, თუმცა ვითარება მკვეთრად არ გაუმჯობესებულა. მტკვარმა დღეს დაკარგა ის სოციალური და კულტურული ღირებულება, რასაც წინა საუკუნეებში ქალაქის ცხოვრებაში ასრულებდა და არაფერი აკავშირებს არც იმ მდინარეებთან, რომელთაც, განვითარებულ ქვეყნებში, რეკრეაციული ფუნქციების გარდა, დიდი ეკოლოგიური და ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს.

საკანალიზაციო სისტემების გამართვის საკითხები და მდინარე მტკვრის დაბინძურების პრობლემა ახლადწამოჭრილი თემა არაა. ამის შესახებ ინფორმაცია ძველ ქართულ პრესაშიც გვხვდება:

 „[...] ქალაქის საბჭოს ჭკუაში დაუჯდა წინადადება ბ-ნ კალოუბნელისა, რომ მართლა აუცილებელს საჭიროებას შეადგენს ქალაქის სისუფთავეო. ამ აზრის განსახორციელებლად საბჭომ აირჩია სანიტარული კომისია, რომელმაც აიღი, დაიღო  საქმე და გადასწყვიტა, რომ ტფილისის გასუფთავება ყოვლად შეუძლებელია, თუ ყველაზე უწინარეს არ გაიყვანენ არხებს მთელს ქალაქში და არ მოაწყობენ სათანადო კანალიზაციასაო“, - „ივერია“,#122,  თიბათვე 14, ოთხშაბათი, 1889წ.

„კანალიზაციის მხრივ ჩვენი დედაქალაქი მეტად ჩამორჩენილია. არ კმარა ქალაქის საკანალიზაციო ქსელი, ვერ ვაკმაყოფილებთ მოთხოვნილებას ნიაღვარსაშვევებით, რაც ხშირად იწვევს ქალაქის მთელი რიგი ქუჩების მოსილვას და, რაც მთავარია, ქალაქის მთელ თხიად სიბინძურეს ვუშვებთ მტკვარში, რითაც იწამლება ეს მდინარე.  მესამე ხუთწლედში ქალაქის საკანალიზაციო ქსელის გაფართოება ნავარაუდევია 61 კილომეტრით, გათვალისწინებულია ნიაღვარსაშვებების მოწყობაც, მაგრამ არაფერია ნავარაუდევი ქალაქიდან თხიადი სიბინძურის ქალაქს გარეთ გასატანად. აქედან გამოდის, რომ მესამე ხუთწლედშიაც საკანალიზაციო მილები კვლავ მტკვარს შეურევენ სიბინძურეს და კვლავ გაგრძელდება მდინარის წყლის გასვრა“, - „კომუნისტი“, #34 (5434) შაბათი, 11 თებერვალი, 1939წ.

„რაც არ უნდა დანაგვიანებული და ბინძური იყოს მტკვარი, მდინარიდან დანახული ხედები სულ სხვაგვარია, აქედან სულ სხვა თბილისს აღმოაჩენ“ - 2015 წლის აგვისტოდან, თბილისის ისტორიულ ნაწილში, მეტეხის ხიდთან, მსურველებს მდინარე მტკვარზე ბორნით გასეირნების საშუალება აქვთ. ძველი ფოტოების მიხედვით დამზადებული ბორანი, რომელზეც 40 ადამიანი თავსდება, მომხმარებელს თითქმის ერთსაათიან ექსკურსიას სთავაზობს, ერთი ადამიანისთვის ტურის ღირებულება 25 ლარია.  

ასეთი სერვისით სარგებლობა არაერთ ქვეყანაშია შესაძლებელი და შესაბამისად, გასაკვირი იმაში, რომ ამ ტიპის მომსახურება თბილისშიც გვხვდება, არაფერია; მაგრამ სარისკოა ასეთი ბიზნესის წამოწყება, როცა ტურისტებს დაბინძურებული მდინარე და მტკვარში „მოცურავე“ უცნაური საგნები ხვდება თვალში.

„ზაფხულში აქ ვერ გაჩერდებით. ამ მონაკვეთზე ერთგვარი ყურე იქმნება და აქაური ტურისტული ზონა ნაგავსაყრელს მოგაგონებთ: ბოთლები, ნაგვისპარკები, პამპერსები, პრეზერვატივები, რას არ შეხვდებით. იმას მივაღწიეთ, რომ ამ მონაკვეთზე კანალიზაცია არ ჩაედინება, თუმცა სანიაღვრე სისტემებში მოხვედრილი ნაგავი აქ იყრის თავს, განსაკუთრებით წვიმის დროს. ტურისტებს  აინტერესებთ ძველი ქალაქი, მაგრამ როგორ გინდა აუხსნა, რატომაა მდინარე დაბინძურებული? გვერიდება და ამ ტერიტორიას ჩვენი ძალებით ვასუფთავებთ. მთლიანად მდინარე თუ არა, ტურისტული ზონა მაინც გაწმინდოს მერიამ?!“, - ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

მდინარე მტკვრის, ისევე, როგორც ქვეყნის წყლის რესურსების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის შესასრულებელი ვალდებულებები ასოცირების ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული.

ამ ვალდებულებიდან გამომდინარე, წლის კანონმდებლობა და წყლის მართვა საქართველომ ევროკავშირის რამდენიმე დირექტივასთან უნდა მოიყვანოს შესაბამისობაში. ამ დირექტივებიდან მთავარი წლის ჩარჩო დირექტივაა. (2000 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000/60/EC დირექტივა წყლის პოლიტიკის სფეროში საზოგადოებრივი მოქმედებისათვის ჩარჩოს შემუშავების შესახებ).

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თუკი აღნიშნულ კანონს კონცეპტუალურად განვიხილავთ, მასში ძირითადად წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის მოდელია წარმოდგენილი, ანუ ძალაში შევა აუზური მართვა - საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსების ტერიტორიულ ერთეულებად დაყოფა, მართვის სააუზო უბნების შექმნა, ამ სააუზო უბნებიდან გამომდინარე - აუზური მართვის გეგმების შემუშავება, ეს უკანასკნელი კი საკმაოდ რთული პროცესია.

„აუზური მართვა იმ ღონისძიებების ჩამონათვალს მოიცავს, რომელთა ამა თუ იმ მდინარის აუზში გატარება მდინარის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არის აუცილებელი. მდინარის ეკოლოგიური მდგომარეობა, წყლის ჩარჩო დირექტივის მიხედვით, განსაზღვრულია სტატუსებით: ძალიან ცუდი, ცუდი, საშუალო, კარგი და მაღალი. ევროკავშირის დირექტივის გათვალისწინებით, იმისთვის, რომ მოთხოვნები რეალურად შესრულდეს, ნეგატიური სტატუსის შეცვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს“, - აღნიშნავენ სამინისტროში.

წყლის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ელისო ბარნოვის განცხადებით, აუზური მართვის გეგმა შეეხება მდინარე მტკვარსაც. აუცილებელი იქნება მტკვარში ჩამდინარე წყლის ხარისხის გაუმჯობესება. მაგალითად, საწარმოებმა ჩამდინარე წყლის ხარისხი გარკვეულ დონემდე უნდა დაიყვანონ  და მდინარეში ისე ჩაუშვან. წყლის გარკვეულ კონცენტრაციამდე დასაყვანად აღნიშნულ ობიექტებს ესაჭიროებათ გამწმენდი ნაგებობები. ნაგებობების ტიპი მათი საქმიანობიდან გამომდინარეობს, შეიძლება დასჭირდეთ ბიოლოგიური, მექანიკური, ან, სულაც ქიმიური გამწმენდი ნაგებობები.

გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კანონპროექტი წყლის რესურსების მართვის შესახებ უკვე შემუშავებულია და იმედოვნებენ, რომ კანონს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს. უწყების ცნობით, გარკვეული ნაბიჯები გადაგმულია კანონქვემდებარე აქტების მიმართულებითაც - მომზადებულია 6 ნორმატიული აქტი, რომელიც ასევე ასოცირების ხელშერკულებაში გაწერილი ვალდებულებებიდან გამომდინარეობს, მათ შორის, ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდის დირექტივიდან (1991 წლის 21 მაისის საბჭოს 91/271/EEC დირექტივა ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდის შესახებ).

დღეისათვის ახალი აბონენტების მაგისტრალურ სისტემებთან მიერთების სამუშაოების შესრულება, ასევე პროექტირება და ტექნიკური პირობის გაცემა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა. ახალი აბონენტების მიერთების წესი და პროცედურები სემეკის 2008 წლის N 32 დადგენილების შესაბამისად რეგულირდება. მასში დეტალურადა გაწერილი, თუ როგორ მოქმედებს ასეთ შემთხვევაში კომპანია და როგორ - მომხმარებელი.

პრივატიზების ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები ერთი მხრივ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მეორე მხრივ კი საქართველოს მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო და თბილისის მთავრობა არიან.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პრივატიზების ხელშეკრულებაში, წლების მიხედვით, გაწერილია საინვესტიციო ვალდებულებები პროექტების სახით, რასაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ეტაპობრივად ახორციელებს. ვადების თანახმად, ვალდებულებების შესრულების საბოლოო თარიღი 2018 წელია; ამ ვალდებულებების უმეტესი ნაწილი უკვე შესრულებულია და დარჩენილია გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია. (პროექტის დასრულების ვადა 2018 წლის მაისი)

ორგანიზაციის განმარტებით, თბილისის მასშტაბით მიმდინარე თუ დაგეგმილი სამუშაოები და პროექტები წინასწარაა შეთანხმებული შესაბამის სამსახურებთან, ხორციელდება მონიტორინგი და ანგარიში სხვადასხვა უწყებებში იგზავნება.

„GWP“-ს ინფორმაციით, თბილისის წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის მშენებლობა მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო. მაშინ, საკანალიზაციო ქსელების მოსაწყობად გაიყვანეს აგურის კოლექტორები, რომელშიც ჩაედინებოდა როგორც სამეურნეო და ფეკალური წყლები, ასევე ატმოსფერული ნალექები და ეს ჩამდინარე წყლები მდინარე მტკვარში იღვრებოდა. დღეისათვის თბილისის წყალარინების სისტემა თვითდინებით მუშაობს, ქსელები კი, რომელთა დიამეტრი 1200 მმ-დან 1500 მმ-დეა, სხვადასხვა მასალის მილებისგან არის მოწყობილი. საკანალიზაციო ქსელების საერთო სიგრძე 1600 კმ-დეა. მდინარე მტკვარზე მოწყობილია ხუთი დიუკერი - ავჭალის, დიდუბის, მეტეხის, მდ. გლდანულის და მდ. დიღმულის, ასევე, ორი დიდი გამყვანი კოლექტორი, რომელებიც მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს გასდევს. ხუთივე დიუკერი და ორივე კოლექტორი, რომელშიც ათეულობით შედარებით მცირე კოლექტორი იყრის თავს, მთავარ გამყვან კოლექტორს უერთდება. მთავარ კოლექტორზე ასევე ფუნქციონირებს 42 გამყოფი საკანი. მთავარი გამყვანი კოლექტორის სიგრძე 72 კმ-ია და მისი საშუალებით საკანალიზაციო წყლები გარდაბნის გამწმენდ ნაგებობამდე მიდის.

ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე ამბობს, რომ მტკვრის მსგავსად, კანალიზაციის მდინარეში ჩაშვების პრაქტიკა წარსულში არაერთ ევროპულ ქვეყანაშიც არსებობდა, თუმცა, ისინი მალე გამოფხილზდნენ და მდინარეებზე, როგორც ქალაქის ერთ-ერთ მაცოცხლებელ ნაწილზე დაიწყეს ზრუნვა. მისივე თქმით, იმისათვის, რომ მტკვარი ქალაქს დაუბრუნდეს, ქალაქგანვითარების პოლიტიკაში რადიკალური ცვლილებების გატარებაა საჭირო, რაც დაკავშირებულია ტრანსპორტთან, ქალაქში დიდი სიმძლავრეების შეზღუდვასთან, რეკრეაციასთან და ა.შ.

მდინარე მტკვრის დასუფთავების საკითხთან დაკავშირებით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, რომ 2009 წლიდან კომპანია აქტიურად ახორციელებდა მასშტაბურ პროგრამას - „GWP მდინარე მტკვრის სისუფთავისთვის“. კომპანიის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, თინათინ მაკარიძის განცხადებით, პროექტის დაწყებამდე დედაქალაქის საკანალიზაციო წყლები მდინარე მტკვარში, ძირითადად, სანიაღვრე ქსელების საშუალებით ხვდებოდა, რადგან, ისინი ხშირ შემთხვევაში საკანალიზაციო ქსელებს უერთდებოდა.

თინათინ მაკარიძე ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაო შესრულდა და ახლა, დედაქალაქიდან ერთად შეკრებილი საკანალიზაციო წყლები გარდაბნის გამწმენდ ნაგებობამდე მიდის, სადაც მათი გაწმენდა მიმდინარეობს. პროექტი დასრულებულია, რაც დადასტურებული აქვს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.

თუმცა, GWP-ს ამ განცხადების საპირისპიროდ, წყლის რესურსების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ თბილისის გამწმენდი ნაგებობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ჩაშვებული ნივთირებების განზავებისთვის აუცილებელი ნორმების შენარჩუნებას ვერ უზრუნველყოფს.

„ახალი კანონმდებლობით, აუზური მართვის გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები აუცილებელი იქნება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვისაც“ (GWP), როგორც აუზის წყლის მომხმარებლისთვის. დადგინდება ჩამდინარე წყლის ჩაშვების ზღვრულად დასაშვები ნორმა, კომპანია (GWP) კი ვალდებული იქნება დაიცვას ეს წესები წყლის ჩაშვების ბოლო წერტილზე. თუკი GWP-ს მაგალითზე განვიხილავთ, ჩაშვების ბოლო წერტილი ის ადგილიაა, საიდანაც ქალაქის საყოფაცხოვრებო და საწარმოების ჩამდინარე წყლები მდინარეში ხვდება“, - აღნიშნავს ელისო ბარნოვი.

მიწისქვეშა კომუნიკაციების გამართული ფუნქციონირება და მდინარე მტკვრის დასუფთავების საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტები იქნება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (ე.წ. გენ-გეგმა) ახალ პროექტში.

„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორის, მამუკა სალუქვაძის განცხადებით, რომელიც თბილისის გენ-გეგმის პროექტზე მუშაობს, მათ ხედვაში გაწერილია მტკვრის ქალაქისკენ „შემობრუნების“  საკითხი, რაც მდინარის სანაპიროზე გარკვეული გამწვანებული და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს. მისი თქმით, ასეთ არასახარბიელო ეკოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი მდინარის სიახლოვეს მოქალაქეების დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშა დგას.

„მტკვრის სისუფთავე პირდაპირაა დაკავშირებული საკანალიზაციო ქსელის გამართულობასთანაც. დღეს სიტუაცია კიდევ უფრო მეტადაა ბურუსით მოცული, როდესაც საკანალიზაციო ქსელს ერთი კომპანია თავისი შეხედულებისამებრ აწესრიგებს და სისტემაში მოჰყავს. საინტერესოა რა ხდება, თუნდაც, გამწმენდ ნაგებობასთან დაკავშირებით; მნიშვნელოვანია მტკვარში, საკანალიზაციო ქსელიდან პირდაპირი ჩაშვების წერტილების შესახებ ცნობები და სხვ. სამწუხაროდ, ამგვარი უტყუარი ინფორმაციის მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია“, - ამბობს მამუკა სალუქვაძე.

ამავე თემაზე საუბრისას, ზურაბ ბაქრაძე აღნიშნავს, რომ ქალაქის საკანალიზაციო სისტემას დატვირთვა აშკარად მოემატა, თუმცა თბილისს თანამედროვეობის შესაფერისი გამწმენდი საშუალებები არ აქვს; კანალიზაცია, როგორც წესი, პირდაპირ მტკვარში ჩადის და საშინლად აბინძურებს მას, არა იმდენად ფეკალური მასებით, რამდენადაც შხამ-ქიმიკატებით, სხვადასხვა ქიმიური მასალებით და ნავთობ-პროდუქტებით, ეს ყველაფერი კი საბოლო ჯამში ამ აუზის ეკოლოგიურ სისტემას ანგრევს.

მისივე თქმით, მეორე მხრივ, საკანალიზაციო სისტემაში რაც შეიძლება ნაკლები წყალი უნდა ჩავუშვათ და ვეცადოთ, რომ ბუნებრივი ნალექი მიწაში ჩავიდეს, შესაბამისად, რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს მოკირწყული ზედაპირი, ასფალტის საფარი და  იმ სამშენებლო მიწის ნაკვეთებზე, სადაც მშენებლობის უფლებებია გაცემული, ლიმიტირებული უნდა იყოს მოკირწყლული ზედაპირის ფართობი.

ქალაქის საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხი თბილისში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობები და ქალაქზე გაზრდილი დაწოლაა.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, რომ კორპუსის მშენებლობისას  ნებართვა სამ ეტაპად გაიცემა, თუმცა ისინი კომუნიკაციებთან მიერთების საკითხებს არ ითვალისწინებს.

„ჩვენ არ ვითანხმებთ მუშა პროექტს, ადრე მსგავს საკითხებს მშენებლობის ნებართვის ეტაპზე ვითხოვდით, მაგრამ კარგა ხანია ეს პუნქტი ამოღებულია. ანუ, როგორ მოხდება კომუნიკაციებთან დაერთება, ამ თემაზე მოლაპარაკებები ინვესტორსა და კერძო კომპანიებს შორის მიმდინარეობს“, - აცხადებენ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ განმარტავენ, რომ ახალი აბონენტის წყალარინების სისტემასთან მისაერთებლად აუცილებელია ინდივიდუალური პროექტის შედგენა და ტექპირობის გაცემა. ამით კომპანიას საშუალება ეძლევა გაითვალისწინოს ქსელის გამტარუნარიანობა, მოთხოვნილი მოცულობა და სხვა აუცილებელი ტექნიკური ნორმები. ამასთანავე, იმისათვის, რომ დედაქალაქის წყალარინების სისტემამ მზარდ დაწოლას გაუძლოს, კომპანია კომპლექსურ ტექნიკურ სამუშაოებს მუდმივად ასრულებს.

ქალაქზე გაზრდილი დაწოლის შესახებ განსხვავებული აზრის არიან არქიტექტორები და ქალაქმგეგმარებლები. 

მამუკა სალუქვაძე მიიჩნევს, რომ დღეს ქალაქი კუდში მიჰყვება ინვესტორს - ინვესტორი კარნახობს თბილისს - რა, სად და როგორ უნდა აშენდეს. ამასთან დაკავშირებით ქალაქს დასაბუთებული პასუხი არ გააჩნია და თუ მერიის ხელმძღვანელობა ინვესტორებს გარკვეულ დასაბუთებულ პასუხს არ გასცემს, ქალაქზე მასშტაბური დაწოლა კვლავაც გაგრძელდება; მიწათსარგებლობის ახალი გენგეგმა შესაბამის პასუხისმგებელ სამსახურებს ამ საკითხშიც უნდა დაეხმაროს და არსებული სიტუაცია თბილისისა და თბილისელების სასარგებლოდ შემოაბრუნოს.

ზურაბ ბაქრაძის თქმით, კერძო კომპანიისთვის მიწისქვეშა კომუნიკაციების მართვის უფლების გადაცემა არასწორი ნაბიჯი იყო და ასეთი სისტემები ისევე უნდა იგეგმებოდეს, როგორც ქალაქის განაშენიანება.

„ქალაქს დაგეგმილი უნდა ჰქონდეს, კანალიზაციის სისტემაში სად რა სიმძლავრეებია მოსამატებელი, სად შეიძლება ამის გაკეთება და ა.შ.  არსებულმა სიტუაციამ და არაერთ ფაქტზე თვალის დახუჭვამ შეიძლება ეკოლოგიურად ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. ის, რაც მდინარე ვერეს ხეობაში მოხდა, სამომავლო სურათია , რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ასე დაგვემართება, თუ არ გამოვფხიზლდით. ეს შეეხება მთელ ქალაქს“, - აღნიშნავს ბაქრაძე.
 

გიორგი ჭეიშვილი
ფოტო - მდინარე მტკვარი/Facebook

წაკითხულია
4473
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველომ უნდა აკრძალოს 10 მილიგრამი გოგირდის შემცველი საწვავის გამოყენება

2016 წლის 1 სექტემბრამდე საქართველომ უნდა აკრძალოს 10 მილიგრამი გოგირდის შემცველი საწვავის გამოყენება

ევროკავშირს საქართველოსთვის მილიონი ხის დარგვა არ მოუთხოვია, თუმცა დააკისრა მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის პარამენტრების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. მომდევნო წლებში საქართველომ ევროკავშირის დირექ

21 სექტემბერი 2015 | 15:34 გარემოს დაცვა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner