banner
03 დეკემბერი 2015 | 16:12 სოფლის მეურნეობა

ხურმის ჩირის საექსპორტო შესაძლებლობები

ხურმის ჩირის საექსპორტო შესაძლებლობები

ქართული ხურმის ჩირი ჰოლანდიაში

გიორგი კოჭლამაზაშვილი 20 წელია ჰოლანდიაში ცხოვრობს. შარშან მან კომპანია „GEOFOOD ჩამოაყალიბა და საქართველოდან ჰოლანდიაში ხურმის ჩირის პირველი პარტია გაიტანა. პარტია საცდელი იყო და სულ 100 კილოგრამი ჩირისგან შედგებოდა. ეგზოტიკური პროდუქტი ადგილობრივ სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში ჩააბარა, რომლებიც ბიოპროდუქტებით ვაჭრობენ. საქართველოდან ევროპაში ჩატანილი ხურმა ჰოლანდიელებს მოეწონათ და ის იოლად გაიყიდა, მაგრამ როგორც გიორგი ამბობს, ჩირმა უმნიშვნელო მოგება დატოვა, იმის გამო, რომ საქართველოში პროდუქტი ძვირად შეიძინა.

წელს ის ხურმის მეორე პარტიას ჰოლანდიაში 15 დეკემბრისთვის ჩაიტანს. მეწარმეს პროდუქტის დამზადება მარტვილში ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქვს შეკვეთილი და მის კარგად გაშრობას ელოდება.

„წელს 200 კილომდე გავზარდე შეკვეთა, – ამბობს გიორგი კოჭლამაზაშვილი, – რადგან ხურმის ჩირი აქ მაინც ახალი პროდუქტია და დიდ რისკზე წასვლა არ მინდა. თანაც, შარშანდელ პარტიაში ბევრი აღმოჩნდა გაფუჭებული, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ამიტომ ცოტა შიშით ველოდები შეკვეთის ჩამოსვლას. თან შარშან საკმაოდ ძვირად მოგვყიდეს. როცა ადგილობრივი მოსახლეობა იგებდა, რომ ჩირი ევროპაში გასატანად გვინდოდა, მაღალ ფასს ადებდა. მოსახლეობასთან გამიძნელდა ფასზე და ხარისხზე მოლაპარაკება. ეს იმის ბრალია, რომ ბევრი დღევანდელი დღით ცხოვრობს და ბიზნესსაც ასე უყურებს. სანდოობის პრობლემა ამჟამად ყველაზე დიდი საფიქრალია ჩემთვის. არადა პოტენციალი არის, რომ ევროპაში ექსპორტი გაიზარდოს. ამისთვის საჭიროა აშენდეს საწარმოები, სადაც პროდუქტი შეიფუთება და ევროპაში გასატანად სასურველ სარეალიზაციო სახეს მიიღებს. ახლა მე მიწევს პროდუქტის დაფასოება, ყუთებში ჩალაგება, შემოწმება, გაფუჭებული რომ არ შეერიოს, ამას კი დიდი დრო სჭირდება“.

გიორგი ამბობს, რომ ჩირმა ევროკავშირის საზღვარი მარტივად გადალახა. მას საქართველოში მხოლოდ პროდუქტის ვარგისიანობის სერთიფიკატის აღება დასჭირდა და ჰოლანდიაში შეტანის პროცედურაც საკმაოდ იოლი აღმოჩნდა. გიორგი ფიქრობს, რომ ჩირის რეალიზაცია წელს უკვე მომგებიანი იქნება.

„საქართველოში, ადგილზე კილოგრამ ჩირში 5–დან 6 ლარამდე ვიხდი თუ მერე ფასი არ შემიცვალეს. ამიტომ წელს უკვე 3–4 ევრომდე მოგების მიღებას ველოდები“, –ამბობს „GEOFOOD –ის დამფუძნებელი.

თუ ბიზნესი გაამართლებს, გიორგი კოჭლამაზაშვილი ჩირს შპს „ზაზას“ შეუკვეთავს, რომელიც ჩხოროწყუში ხურმის საშრობის აშენებას გეგმავს. მისი ბიზნეს–გეგმა ამჟამად „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში განხილვის პროეცესშია და თუ კომპანია დაფინანსებას მიიღებს, მომავალი წლის შემოდგომაზე ხურმის ჩირს საექსპორტოდ დაამზადებს.

„ხურმის ჩირის გატანას ჰოლანდიაში, საბერძნეთში, ლიტვაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთში ვაპირებ,– ამბობს შპს „ზაზას“ დამფუძნებელი ზაზა დარსალია,–ჰოლანდიაში გიორგი კოჭლამაზაშვილს უკვე შევუთანხმდი. პარტნიორი ლიტვაში და საბერძნეთშიც მყავს, მაგრამ ჯერ ნიმუშების გაგზავნას ითხოვენ, პროდუქტის ხარისხი რომ შეამოწმონ. წინასწარ არ ვიცი რამდენს გავიტან, მაგრამ მოთხოვნა არის და ნედლეულიც საკმაოდაა. ხურმის ნაწილს ჩხოროწყუს და უფრო მეტს მარტვილის მოსახლეობისგან შევისყიდი. სულ პროექტისთვის 800 ათასი დოლარია საჭირო. 8 საშრობი დანადგარი უნდა შევიძინო, რომელთაგან თითოეული 20 ათასი დოლარი ღირს. ასევე უნდა დამონტაჟდეს ხილის საწმენდი აპარატები. ჩინური დანადგარის ყიდვას ვვარაუდობ, რომელიც კარგი ხარისხისაა და მწარმოებელი კომპანია თავად ამონტაჟებს. პროდუქციის ექსპორტზე გასატანად რა დოკუმენტები დამჭირდება დაახლოებით მაქვს ინფორმაცია. ვიცი, რომ პროდუქტის წარმოშობის სერთიფიკატია საჭირო. სხვა ინფორმაციას ალბათ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოვიძიებ“,– ამბობს ზაზა დარსალია.

ხურმა წელს ექსპორტზე „ქართული ხილის კომპანიამაც“ გაიტანა, რუსეთსა და უკარაინაში. კომპანიის დირექტორი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ ხურმასა და მის ჩირზე მოთხოვნაც მზარდია და შესაბამისად ფასიც.

„რუსეთში რამდენიმე კლიენტი გვყავს, რომელსაც ვერ ვაკმაყოფილებთ. იქ ხურმა ეგზოტიკურ ხილად ითვლება და სულ უფრო მეტ რაოდენობას ითხოვენ. მთავრია, იქ კარგი კონტრაქტორის მონახვა და გაყიდვა პრობლემა არ იქნება. წელს 200 ტონამდე ხურმა გავიტანეთ. მაღალი ხარისხის ერთ კილოგრამ ხილში ადგილობრივ გლეხებს 90 თეთრი და 1,20 ლარიც გადავუხადეთ. უმეტესად მოგრძო ფორმის ჯიში– ჰაჩია გაგვაქვს ექსპორტზე, რომელსაც ჩვენთან იაპონურ ხურმას ეძახიან. კიდევ ერთი გავრცელებული ჯიში იაპინაა, რომელიც ჩინური წარმოშობისაა. ასევე ბრტყელი ფორმის ხურმა– ფუიუ, რომელსაც ბრტყელი ფორმა აქვს და შედარებით იშვიათია. ის მარტვილის რაიონში მოდის და საჩირე სახეობად ითვლება. ჩვენთან ამ ჯიშს ჩინებულს და ხაჭაპურასაც ეძახიან. ამ ჯიშების ხილს წელს მაღალი ფასი ჰქონდა. ხურმა, როგორც კი სიმწიფეში შევა, მაშინვე იკრიფება, შემდეგ მაცივარში 4–5 გრადუს ტემპერატურაზე ვაციებთ და საექსპორტოდ ასე ვგზავნით. რუსეთსა და უკრაინაში მოსწონთ მწკლარტე გემო რომ აქვს, ამიტომ ხურმას დარბილებამდე ყიდულობენ. ევროპის ბაზარზე ხურმის გატანაზე ჩვენც ვმუშაობთ, საინტერესოა ეს სეგმენტი და პერსპეტქივა აქვს, მაგრამ რუსეთიდან მოთხოვნა იმდენად დიდია, ვერ ვაკმაყოფილებთ. თან უფრო ახლოსაა. მას შემდეგ, რაც ევროპიდან იმპორტი შეზღუდა, რუსეთში ხილზე ფასებმა მოიმატა. ამიტომ საქართველოდან შეტანილი პროდუქტი ესპანურთან და ფრანგულთან შედარებით იაფი გამოდის. კვირაში 100 ტონის გავყიდდით, აქ ამ ოდენობის მაღალი ხარისხის ხურმის შეგროვება რომ შეგვძლებოდა. ჩვენთან დღეს ხარისხია პრობლემა. საექსპორტო ხურმა სანთელივით უნდა იყოს, ხაზები და ლაქები არ უნდა ჰქონდეს. ხურმის ხესაც ისევე სჭირდება შეწამვლა, როგორც სხვა ხეხილს. ჩვენთან მოსახლეობა კი სათანადოდ არ უვლის“, ამბობს სოსო მანჯავიძე.

კომპანია „გეო ფლავერის“ ხელმძღვანელი მინდია ხურციძე, რომელმაც ევროპის ბაზარზე ძალები უკვე მოსინჯა და საქართველოში დამზადებულ ხილის ჩირს გერმანიაში წარმატებით ყიდის, ამბობს, რომ ხურმის ჩირის დამზადება ძვირი ჯდება და მისი ექსპორტზე გატანა ჯერჯერობით ამიტომ არ უცდია. „გეო ფლავერი“ საექსპორტო ჩირს რაჭაში, საკუთარ საწარმოში ამზადებს.

„ექსპერიმენტი ჩავატარე. საშრობ ღუმელებში ხურმა შევიტანე, ძალიან დიდი დრო და ბევრი ელექტროენერგია დასჭირდა. დაახლოებით 60 საათი სჭირდება გაშრობას. თანაც ხურმა უნდა დამუშავდეს, საჭმელად რბილი და კარგი რომ იყოს. ამიტომ ხურმის ჩირის დამზადებისგან თავი შევიკავე. თან ამ სეზონზე საშრობსაც არ ეცალა. რაჭაში კიდევ ერთი ახალი საშრობი გავაკეთე და ვაპირებ ხურმის გამოშრობა მომავალ წელს ვცადო“, –ამბობს „გეო ფლავერის“ ხელმძღვანელი.

სამეგრელოშიც და დანარჩენ საქართველოშიც ხურმის ჩირს ჯერჯერობით სახლის პირობებში, ტრადიციული მეთოდით ამზადებენ, კანს აცლიან და მზეზე აშრობენ. მზეზე დაჩირებას დაახლოებით ორი კვირა სჭიდება, საშრობში კი პროცესი სამ დღეში შეიძლება დასრულდეს. მზით დაჩირებული ხილი უფრო კალორიული გამოდის, ვიდრე ხელოვნურ საშრობში. როგორც მეწარმეები ამბობენ, საშრობში დამზადებულს უკეთესი, მოწითალო ფერი აქვს და კომერციულად მიმზიდველია, მზეზე გამშრალი შედარებით მუქი გამოდის და მომხმარებელს ნაკლებად მოსწონს.

მარტვილში, რომელიც საქართველოში ერთ–ერთ ყველაზე დიდ ხურმის მწარმოებელ რაიონად ითვლება, კილოგრამი ჩირის გაყიდვას საოჯახო მეურნეობები წელს 5 ლარად აპირებენ. რუსეთში კი კილოგრამი ჩირის ფასი 10 დოლარს აღწევს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარტვილის საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი მერაბ ქვარცხავა ამბობს, რომ წელს ამ რაიონში 4 ათას ტონამდე ხურმა მოიკრიფა. კილოგრამი ხურმა მოსახლეობამ 30–50 თეთრად ჩააბარა დისტრიბუტორებს, რომლებმაც სამაცივრე მანქანებით ხილი უმეტესად რუსეთსა და უკრაინაში გაიტანეს( სამეგრელოდან ხურმის ექსპორტმა განსაკუთრებით რუსული ბაზრის გახსნის შემდეგ მოიმატა). ხურმის ჩირის დიდი ნაწილი კი ჯერჯერობით ადგილობრივი ბაზრისთვისაა განკუთვნილი, თუმცა, როგორც ამ სფეროში მომუშავე მეწარმეები ამბობენ, ჩირის ექსპორტსაც დიდი პერსპექტივა აქვს.

ხურმის ჩირს გურჯაანელი იზოლდა ქიტესაშვილიც დაამზადებს, რომელსაც ხილის საშრობი მომავალ წელს ზაფხულში მზად ექნება. ფერმერი ამბობს, რომ ხურმის ჩირზე დიდი მოთხოვნაა და მას გაყიდვა არ გაუჭირდება, არც ადგილობრივ ბაზარზე და არც ევროპაში. როგორც ფერმერი ამბობს, მას ადგილობრივი ფერმერები წინასწარ სთავაზობენ, რომ ხურმას, რომლის რეალიზაცია წუნის გამო უჭირთ, 20 თეთრად მოუტანენ ქარხანაში. „ნედლეული ძალიან ბევრია და მისგან დიდი რაოდენობით ჩირის დამზადება შემიძლია. ჩირის ნაწილს ჯერ ადგილობრივ ბაზარს მივაწვდი, სადაც დიდი მოთხოვნაა და ნაწილს ევროპის ბაზარზე გავიტან“,– ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი.

ხურმის ჩირის დასამზადებლად საშრობის მოწყობას აპირებს ველისციხელი ფერმერი მარინა აკოლაშვილიც.მეწარმე ხურმის ექსპორტს უკრაინასა და მოლდოვაში წლებია ახორციელებს. სამომავლოდ გეგმავს, რომ ხურმაც და მისი ჩირიც ევროპის ბაზარზე გაიტანოს გასაყიდად.

„ხურმის ევროპაში გატანა ვაპირებთ, მაგრამ მანამდე გვინდა ფერმერებს, ვისაც ხურმა მოჰყავს ხეხილის სწორად მოვლის შესახებ სპეციალური ტრეინინგები ჩავუტაროთ. შემდეგ კი ხელშეკრულება გავუფორმოთ, რომ ნაკლები პესტიციდები გამოიყენონ და ბიო–პროდუქტი დაამზადონ. გვინდა შევუთანხმდეთ ადგილობრივებს, რომ პლანტაციებში მხოლოდ ორგანული სასუქი შეიტანონ. უკვე გლეხებიც ფიქრობენ, რომ ხურმის ნარგავების მოვლაზე უნდა იზრუნონ, რადგან მიხვდნენ, რომ ხარისხიანი პროდუქტი ძვირად ფასობს. ხურმის ჩირი ძნელი საშოვნელია და მაღალი ფასი აქვს. ცოტა ხნის წინ საქართველოში შუა აზიიდან იყვნენ ჩამოსულები, ხურმის ჩირის ყიდვა უნდოდათ, ნებისმიერი ფასს გადაიხდიდნენ, მაგრამ საჭირო რაოდენობა ვერ იშოვეს. ვიცი, რომ ევროპაში მოსწონთ და კარგადაც გაიყიდება. ჯერ პარტნიორი არ მომიძებნია. სად და რა ფასად შეიძლება გაიყიდოს, რა საბუთები დამჭირდება ევროპის ბაზარზე შესატანად, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ჩემი ნათესავი ცხოვრობს ბელგიაში. ის დამპირდა, რომ გამირკვევს ყველაფერს. ჩვენთან სად შეიძლება შემოწმდეს პროდუქტი, რომელ ლაბორატორიაში, ეს ყველაფერი უნდა გავარკვიო“, ამბობს მარინა აკოლაშვილი.

ხურმის ჩირის დამზადებას სამომავლოდ გეგმავს ისაბალ სოლოღაშვილიც, რომელსაც ხურმის ბაღები ყვარელში აქვს. სოფელ ახაშენში მას 8 ჰექტარზე ე.წ. იაპონური ჯიშის, მოგრძო ფორმის ხურმა აქვს გაშენებული. აქედან 4 ჰექტარზე მსხმოიარე ხეხილი, დანარჩენ ტერიტორიაზე კი ახალი ნარგავებია. წელს ფერმერმა 14 ტონა ხურმა გაყიდა, კილოგრამი 80 თეთრად. როგორც ის ამბობს, შემსყიდველები ადგილზე ჩამოვიდნენ, მანქანები დატვირთეს და უკრაინაში, რუსეთსა და აზერბაიჯანში წაიღეს.

“მომავალ წელს ახალი ბაღიც მოისხამს და რამდენიმე წელიწადში სულ 40–50 ტონა მოსავალს მივიღებ. ხურმის მოყვანა იოლია, მაგრამ სეტყვა აზიანებს და მოსავლის ნაწილი სარეალიზაციოდ აღარ ვარგა. გამოსავალი ასეთი ნაყოფის ჩირად დამზადება იქნება. ვიცი, რომ ჩირზე დიდი მოთხოვნაა, ამიტომ როცა დიდი მოსავალი მექნება, ხილის საშრობს გავაკეთებ. გამიგია, რომ აჭარაში ხურმის ჩირის დამზადების გამოცდილება აქვთ და საშრობების გაკეთებაც დაიწყეს. მინდა ჩავიდე და ვნახო, როგორია, თანხა რამდენი სჭირდება. თუ თანამედროვე საშრობს ვერ გავწვდები, პრიმიტიულად მოწყობილს მაინც გავაკეთებ. ინფორმაცია არ მაქვს, გადის თუ არა ევროპაში ჩირი, რომელ ქვეყნებშია მოთხოვნა, რა ფასად შეიძლება გაიყიდოს და ა.შ. ეს ინფორმაციაც მოსაძიებელი მაქვს“, –ამბობს ისაბალ სოლოღაშვილი.

რა ფასად და ევროპის რომელ ქვეყნებში შეიძლება ხურმის გატანა, აგრეთვე, როგორ მოიძიოს პარტნიორი, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს სოლომონ ნერსესაშვილსაც, რომელსაც ხურმის ბაღები ყვარელში, სოფელ ენისელში აქვს. ბაღში 400 ძირი ხურმა აქვს, საიდანაც 10 ტონამდე მოსავალს იღებს. ბოლო დროს მოთხოვნის ზრდის გამო აპირებს ხეხილს ახალი ნარგავები მიუმატოს.

„ხურმა კარგი კულტურაა, იმ თვალსაზრისითაც, რომ ნაკლები ფინანსები სჭირდება. სხვა ხილთან შედარებით არც ბევრ სასუქსა და მოვლას მოითხოვს. კლიენტები მოდიან, თვითონ კრეფენ და მიაქვთ ექსპორტზე. ჩვენთან ამ ხილს ნაკლებად აფასებენ. თბილისში წავიღე, მაგრამ ცოტა გაიყიდა. უკრაინასა და რუსეთში უკეთ იყიდება. ჩემი მეზობელი წლებია მოსკოვში ცხოვრობს. ახლა ჩამოვიდა სოფელში და ხურმის ნერგები გააშენა. უნდა დიდი ბაღი გააშენოს და ექსპორტზე რუსეთში გაიტანოს. 10 წელია ხურმის ბაღი მაქვს და ვაკვირდები, კილოგრამის ფასი არცერთ წელს 70–80 თეთრზე იაფი არ ყოფილა. მოგებით სჯობნის ყურძენსაც, კაკალსაც, თხილსაც. მოსავალი ჯერ ცოტაა, საიმისოდ, რომ ექსპორტზე გატანას აზრი ჰქონდეს, მაგრამ მომავალში, როცა დიდი პლანტაცია მექნება, ჩირის საშრობის გაკეთებასაც ვაპირებ და მის ექსპორტზე გატანასაც.ხილის საშრობ დანადგარს ვეძებდი. ინტერნეტში ვნახე ჩინური წარმოების საშრობი და მომავალში ვფიქრობ მის შეძენას. მანამდე შეიძლება მოვიკითხო და მეტი ინფორმაციაც მოვიძიო. რომელი სჯობს და სად ვიყიდო. ხურმის მოვლისა და მოყვანის შესახებ რა ცოდნაც მაქვს, ყველაფერი პრაქტიკული გამოცდილებით დამიგროვდა“, –ამბობს სოლომონ ნერსესაშვილი.

უმეტესად საკუთარი ძალებით ცდილობენ მათთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებას სხვა ფერმერებიც, განსაკუთრებით აჭარაში მცხოვრები გლეხები, რომლებსაც ხურმა უკრაინაში მიაქვთ, მაგრამ წელს მოსავლის სიმცირის მიუხედავად მისი რეალიზაცია მაინც გაუჭირდათ. მათ ჯერჯერობით ვერც ხურმის ჩირის გასაღების ბაზარი მოიძიეს.

კომპანია „ბუკის“ ხელმძღვანელი გიორგი ჩხარტიშვილი ამბობს, რომ წელსაც ხურმა აჭარიდან მთლიანად უკრაინაში გაგზავნეს, მაგრამ მოგება ვერ ნახეს.

„უკრაინაში ხურმის მყიდველი ცოტაა, რადგან გრივნის გაუფასურებამ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შეამცირა. ხურმა კი შედარებით ძვირადღირებული ხილია, ამიტომ ძნელად იყიდება. ტრანსპორტირებაც ძვირი გვიჯდება. ხილის ჩასალაგებლად ყუთი გჭირდება, მანქანებია საჭირო, კიდევ ათასი სხვა ნიუანსია, ამიტომ მოგებას აღარ ტოვებს. ხურმა მალფუჭებადია, თუ ადგილზე ჩატანილი მალევე არ გაიყიდა, შენახვა რთულია და ეს რისკებს კიდევ უფრო ზრდის. რუსეთში ტრანსპორტირება ჩვენთვის კიდევ უფრო რთული გამოდგა, ამიტომ აღარ გაგვიგზავნია. სხვაგან სად შეიძლება გაიყიდოს ეს ხილი, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, –ამბობს გიორგი ჩხარტიშვილი.

უკრაინაში გააქვს ხურმა კიდევ ერთ აჭარულ კომპანია „სხალთას“. მისი დირექტორი ოთარ ფუტკარაძე ამბობს, რომ რეალიზაცია შეუმცირდათ და ახალი ბაზრების მოძიებაც ჯერჯერობით ვერ მოახერხეს.

„შარშან რუსეთში წავიღეთ მცირე რაოდენობით ხურმა, მაგრამ კარგ ფასად ვერ გავყიდეთ. რუბლის კურსი განახევრებული იყო, მოსახლეობის ხელფასები კი იგივე, ამიტომ საქონელი რომ ჩავიდა, ვერ შეიძინეს. ამდენად, წელს ხურმის წაღება ვერ გავრისკეთ. არც უკრაინაშია კარგი მდგომარეობა. ადრე კილოგრამი ხურმა 1,20 დოლარი ღირდა. ეხლა 80–90 ცენტი გამოდის, რაც დაბალი ფასია. ნაწილი გზაშიც გაფუჭდა. იქაც დიდხანს მოგვიწია დასაწყობება, ამიტომ მოგება ვერ ვნახეთ. ევროპის ბაზარზე როგორ ვიფიქროთ, როცა იქ ესპანური ხურმა შედის, რომელსაც საუცხოო ხარისხი აქვს. ჩვენიდან ხილის ევროკავშირის ქვეყნებამდე ტრანსპორტირებაც ძალიან ძვირი დაჯდება. ჩირის ექსპორტზეც არ გვიფიქრია. უკრაინაში იმიტომ არ ჩავიტანე, რომ ვფიქრობ, გასავალი არ ექნება“, – ამბობს „სხალთას“ ხელმძღვანელი.  

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაურ ფუტკარაძის ინფორმაციით, აჭარაში საექსპორტო ხურმის ჩირი არ არის. „ახლა კეთდება ჩირის საშრობები. როცა ეს საწარმოები ამუშავდება, მას მერე შეიძლება ექსპორტზე ფიქრი. ცოტა ხნის წინ ირანის მთავარ კონსულთან გვქონდა საშრობების თემაზე შეხვედრა. ირანს ხილის ჩირის დამზადების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს“, ამბობს ზაურ ფუტკარაძე.

 

საინფორმაციო დეფიციტი

ფერმერების თქმით, საკონსოლტაციო–საინფორმაციო ცენტრებში, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა რაიონში აქვს, ფერმერებს მხოლოდ ხეხილის დარგვისა და მოვლის შესახებ აძლევენ ინფორმაციას. თუმცა უჭირთ ინფორმაციის გაცემა გასაღების პოტენციური ბაზრების თუ მსგავსი სხვა საკითხების შესახებ. 

„საკონსულტაციო ცენტრები გინდა ყოფილა, გინდა არა, –ამბობს ლაგოდეხელი მევლუდ იდუკაშვილი, რომელმაც სხვა ხეხილთან ერთად ხურმის ბაღებიც გააშენა და პირველ მოსავალს გაისად ელოდება, – როცა ბაღების გაშენება გადავწყვიტეთ, ჩემმა შვილმა ყველა აგრონომი მოიარა, სოფლის მეურნეობას დაუკავშირდა, მაგრამ საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღო, ვერ დააკვალიანეს. შემდეგ თვითონ დაიწყო ინტერნეტით მოძიება, ბევრი იმუშავა და ახლა აგრონომზე უკეთ იცის ხეხილის დარგვის და მოვლის შესახებ“.

გურჯაანის საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ივანე ბასილაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რაიონში 100–200 კილოგრამამადე ჩირი მზადდება და ასეთ მცირე რაოდენობას გლეხი ექსპორტზე ვერ გაიტანს. „ამ ოდენობით ჩირის გატანის შანსი არ არსებობს. ვურჩევდი მათ, რომ ხურმა მასიურ ფართობებზე გააშენონ და ექსპორტზე ამის შემდეგ იფიქრონ. ასევე შემიძლია ვურჩიო, რომ პესტიციდები და შხამ–ქიმიკატები ნაკლები გამოიყენოს. ხურმისთვის რა რაოდენობის პესტიციდებია დაშვებული, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. ლაბორატორია ალბათ არის თბილისში, სადაც ანალიზს ატარებენ. ჩვენ ნარგავების მოვლა–მოყვანაზე მივცემთ გლეხებს მითითებებს, ვასწავლით როგორ დარგან, გააშენონ. მაგრამ რომელ ქვეყანაშია მოთხოვნა ხურმაზე, მის ჩირზე, საკონტაქტო პირი როგორ მოძებნოს, ამას ვერ ვეტყვით. კონტაქტზე პარტნიორთან თვითონ უნდა გავიდეს. ხურმის ექსპორტის საკითხზე ჩვენ არ გვიმუშავია, რადგან ქვეყნიდან გასატანი რაოდენობა არ გაგვაჩნია“, –ამბობს ივანე ბასილაშვილი.

ბოლო დროს მოსახლეობამ ხურმის ახალი ბაღების გაშენება დაიწყო,– ამბობს ყვარლის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსი მიხეილ ბერიაშვილი, – მაქვს ინფორმაცია, რომ არის ახალი ნერგები, რომელიც ნაყოფს უფრო მალე იძლევა. მაგრამ მოსახლეობა მაინც უპირატესობას ძველ ჯიშებს ანიჭებს, მაგალითად, ე.წ. იაპონურ ჯიშს, რომელიც მოგრძო ფორმისაა, რომელიც უკეთაა აპრობირებული. ახალი ჯიშები ჩვენთან არსებულ სანერგეებში არ არის, მაგრამ თუ დაინტერესდება ვინმე, შეგვიძლია მოვიძიოთ ინფორმაცია. –ექსპორტზე გასატანად ხურმას რა სერთიფიკატები სჭირდება? –ამის შესახებ ინფორმაციას ვერ ვაძლევთ. მაგრამ ვუკავშირდებით სამინისტროს, მოვიძიებთ და ვეტყვით. მაგრამ სერთიფიცირებასთან დაკავშირებით არავის მოუმართავს. როგორც ვიცი, ბიო–პროდუქტებზეა სერთიფიკატი საჭირო. ამ ეტაპზე ჩვენი რაიონიდან ხურმა პოსტსაბჭოთა სივრცეში –უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში გადის. სერთიფიცირებაზე მოთხოვნა ამ ქვეყნებში არ არის. მანქანა შემოდის რაიონში, იტვირთება და გააქვთ პროდუქტი, ჩვენ ამასთან შეხება არ გვაქვს. პოლონელებიც იყვნენ ჩამოსულები, ხურმის გატანაზე აქვთ ინეტერესი“.

„რაც რუსეთის ბაზარი გაიხსნა, მეწარმეები ხურმის მოყვანით დაინტერესდნენ. მაგრამ მცირე პარტიები აქვთ და რუსეთში მიაქვთ. ევროპაშიც შეიძლება ხურმის და მისი ჩირის წაღება, მაგრამ მყიდველი უნდა მოიძიოს, კლეინტი უნდა ჰყავდეს. ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს მასთან. თორემ ისე არავის ვურჩევთ წაიღოს და მერე გაწვალდეს“,–ამბობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ანგული მიქავა.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2015 წელს ხურმა საექსპორტო პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალში შეიტანა. ხურმის საინვესტიციო შესაძლებლობების დუკუმენტში უწყებას ჩამოთვლილი აქვს ის ღონისძიებები, რაც ამ დარგის ხელშეწყობისთვის არის საჭირო: 1. ახალი ნერგების წარმოება; 2. წარმოების საშუალებების მიწოდება(მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები და სხვა);

თუმცა, როგორ უნდა მოხდეს ამ ღონისძიებების განხორციელება, ამის შესახებ დოკუმენტში დეტალური ინფორმაცია არ არის შეტანილი.

 

სტატისტიკა

საქართველოში ხურმა აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებშია გავრცელებული. ხურმის ნაყოფის კრეფის პერიოდი ოქტომბერში იწყება და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება. მოსავლის უმეტესი ნაწილი შინამეურნეობებში მიიღება. ხოლო კომერციული ბაღები ჯერ კიდევ მცირე რაოდენობითაა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 1 ჰექტარ ფართობზე ხურმის გასაშენებლად 8 680 ლარის საწყისი საინვესტიციო კაპიტალია საჭირო, უკუგების პერიოდი მე–7 წელია, ხოლო მე–8 წელს მოგება 12% –ს შეადგენს.

2011 წელს საქართველოში 5 190 ტონა ხურმის მოსავალი მოვიდა; 2012 წელს– 5 266 ტონა; 2013 წელს– 6 781 ტონა; ხოლო 2014 წელს 3 159 ტონა ხურმა მოიკრიფა.

საქართველოდან 2012 წელს 2, 795 მილიონი დოლარის ხურმის ექსპორტი განხორციელდა; 2013 წელს ექსპორტი 3,585 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. 2014 წელს კი 1,916 მილიონი დოლარის ხურმა გავიდა ექსპორტზე.

2014 წლის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი უკრაინა იყო–47%–ით; რუსეთში მთლიანი ექსპორტის 41% მოდიოდა, ყაზახეთი–4%, მოლდოვა–2% და დანარჩენი ქვეყნები– 6%.

 

ნონა ქვლივიძე

წაკითხულია
18890
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner