banner
06 დეკემბერი 2015 | 21:21 სოფლის მეურნეობა

ჭინჭარი, ასკილი, თხილი, ღვინო - ქართული ბიოპროდუქციისთვის ევროპული ბაზარი ღიაა

ჭინჭარი, ასკილი, თხილი, ღვინო -  ქართული ბიოპროდუქციისთვის ევროპული ბაზარი ღიაა

 

65 გირვანქა სტერლინგი (235 ლარი) ერთ ბოთლ საფერავში, - ამ ფასად შეგიძლიათ დააგემოვნოთ ძმები ჯაყელების ღვინო ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ „მიშელინის“ ვარსკვლავიან რესტორანში. ქართული ღვინისთვის საარაკო ფასს საგემოვნო თვისებების გარდა, შემადგენლობაც განაპირობებს- ის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტია.

პროფესიით ეკონომისტმა ძმებმა, მალხაზ და ზაზა ჯაყელებმა, ორგანული ვენახის ჩაყრა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში 2001 წელს დაიწყეს, მაშინ როცა საქართველოში თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა თუ იცოდა, რას ნიშნავდა სიტყვა „ბიო“. იმის გამო, რომ ვენახის მოსავლელად ქიმიურ საშუალებებს ვერ იყენებენ, კარგი ხარისხის ყურძნისა და ღვინის მისაღებად უამრავი ექსპერიმენტის ჩატარება მოუწიათ. რვაწლიანმა მცდელობამ გაჭრა - ჯაყელებს დღეს ღვინო ექსპორტზე ინგლისის გარდა, შვეიცარიასა და პოლონეთშიც გააქვთ.

„უცხოელებს ჩვენი ღვინო ძალიან მოსწონთ, ხშირად ჩამოდიან და ადგილზე აგემოვნებენ კიდეც, პროდუქციის ნახევარს საქართველოშიც ვყიდით, ძირითადად, პრესტიჟულ სასტუმროებში, სადაც ერთი ბოთლი ღვინო ას ლარამდე ღირს. მოთხოვნა მაღალია როგორც საზღვარგარეთიდან, ასევე ადგილობრივ ბაზარზეც, მაგრამ ვერ ვაკმაყოფილებთ - ღვინოს მცირე რაოდენობით ვაწარმოებთ, სულ - 6-7 ათას ბოთლს წელიწადში“, - აცხადებს ზაზა ჯაყელი.

როგორც მეწარმე აღნიშნავს, ყურძენი თავის დროზე მხოლოდ 5 ჰა-ზე გააშენეს, ორგანული ვენახი კი ჩვეულებრივთან შედარებით ექვსჯერ ნაკლებ მოსავალს იძლევა (2-3 ტონა/ჰა-ზე), ჯაყელებმა გადაწყვიტეს, წარმოება გაზარდონ და ასორტიმენტში რქაწითელის ქვევრის ღვინოც დაამატონ, პროექტში კი მეზობელი ფერმერების ჩართვას აპირებენ.

„ვენახი ნიშანს 5 წლის შემდეგ იძლევა, მაგრამ სრულ მსხომიარობაში 8-9 წლის შედის. გარდა ამისა, ერთი ჰა-ს გაშენება 15-20 ათასი დოლარი ჯდება, ჩვენთვის საკმაოდ გრძელვადიანი და ძვირი ინვესტიციაა. ამიტომ გადავწყვიტეთ, მეზობლებს დავეხმაროთ, ვენახი ორგანულად გარდაქმნან და საჭირო რაოდენობის ყურძენი მათგან შევისყიდოთ“, - აცხადებს ჯაყელი.

ჯაყელების მომავალ პარტნიორებს, სამი წელი დასჭირდებათ, რათა საკუთარი მეურნეობიდან ბიოლოგიურად სუფთა ხილი მიიღონ - სწორედ ეს ვადაა განსაზღვრული მრავალწლოვანი კულტურებისთვის, თუმცა, მანამდე მიწის ანალიზები უნდა აიღონ დასადგენად, რამდენად დაბინძურებულია მძიმე მეტალებით.

„მეწარმეებმა, რომლებიც ბიომეურნეობის მოწყობას გეგმავენ, პირველ რიგში, მიწის ნაკვეთი სწორად უნდა შეარჩიონ, მეურნეობა ავტობანისა და ცენტრალური გზების, ასევე გადამამუშავებელი ქარხნებისგან მოშორებით უნდა მდებარეობდეს, შემდეგ კი მიჰყვნენ მცენარეთა თუ ცხოველთა მოვლის საშუალებების გამოყენების საერთაშორისოდ აღიარებულ ინსტრუქციას“, - აცხადებენ კომპანია „კავკასსერტში“. ეს  ერთადერთი ორგანიზაციაა დღეს საქართველოში, რომელიც საერთაშორისო აკრედიტაციას ფლობს და ბიოსერთიფიკატსაც გასცემს.

„აზრი, რომ მხოლოდ ორგანული სასუქები და შეწამვლის საშუალებები გამოიყენება, არასწორია. მაგალითად, ყურძნის შემთხვევაში, რომელსაც ჭრაქი და ნაცარი უჩნდება, აუცილებელია შაბიამანით შეწამვლა და ეს დაშვებულია, მიუხედავად იმისა, რომ სპილენძის ბაზაზე მზადდება. სამაგიეროდ, აკრძალულია სინთეზური, მათ შორს, აზოტოვანი და ფოსფორიანი მცენარეთა დაცვის საშუალებები“, - აღნიშნავს „კავკასსერტის“ დირექტორი, ზურაბ ნადარეიშვილი.

ძვირადღირებულ ქიმიკატებზე გაწეულ ეკონომიას მთლიანად ფარავს ჩვეულებრივზე მეტი მუშახელის გამოყენების ხარჯები. როგორც ზაზა ჯაყელი აცხადებს, იმის გამო, რომ მოვლის ორგანული საშუალებები ეფექტური გამოდგეს, უარი თქვეს ტრაქტორით სარგებლობაზე და ყველა ოპერაციას ხელით ატარებენ, სამაგიეროდ, ერთ ლიტრ ღვინოში, კლიენტები, დაახლოებით, 30 ლარს უხდიან.

ჯაყელების მსგავსად დღეს საქართველოში კიდევ 16 მეღვინეა, რომლებიც გარანტირებული ბაზრისა და მაღალი ფასების იმედად ორგანულ მეურნეობას მისდევენ (11 მათგანი კონვერსიის, ანუ, გარდამავალ პერიოდშია), - აცხადებენ „კავკასსერტში“. მათი ინფორმაციით, ამ მიმართულებით ინტერესი საქართველოში მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იზრდება, ყველაზე მეტად სწორედ მეღვინეები აქტიურობენ და ბიომეწარმეთა ნახევარს შეადგენენ.

„ძირითადად, ის მეურნეობები გვიკავშირდებიან, რომლებსაც ექსპორტი აინტერესებთ, მეღვინეთა გარდა, აქტიურობით გამოირჩევიან ველურად მზარდი მცენარეების გადამამუშავებლები, რადგან ამ შემთხვევაში, ბიოსერთიფიკატი რამდენიმე თვეშიც შეიძლება, მოიპოვონ, მთავარია, მეწარმემ შეარჩიოს ტყის, თუ გეოგრაფიული გარემოს ისეთი უბანი, რომელიც ქიმიურად არ არის დამუშავებული. ვინაიდან მსგავს ღონისძიებებს სურსათის უვნებლობის სააგენტო ატარებს, შესაბამის ცნობასაც ის გასცემს. ჩვენი სპეციალისტები აკვირდებიან შეგროვებისა და გადამუშავების პროცესს და სერთიფიკატს გასცემენ“, - განუცხადა eugeorgia.info-ს „კავკასსერტის“ დირექტორმა, ზურაბ ნადარეიშვილმა.

ველურად მზარდი მცენარეების ექსპორტს კომპანია „ჯეოფლაუერი“ უკვე რამდენიმე წელია, ახორციელებს. თავიდან გერმანელმა პარტნიორმა ვაშლის ჩირი დაუკვეთა, რომელსაც ხილის ჩაიში ურევს და აფასოებს („ჯეოფლაუერის“ დამფუძნებლები იმავდროულად „ჯეოპლანტის“ მესაკუთრეებიც არიან, რომელიც ჩაის ექსპორტიორი და ადგილობრივი ბრენდის „გურიელის“ მწარმოებელია). როგორც კომპანიის დირექტორი, მინდიახურციძე, აცხადებს, უცხოეთიდან ბიომცენარეებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, როგორც რაოდენობაზე, ასევე ასორტიმენტზეც. ამ ეტაპზე „ჯეოფლაუერი“ რაჭაში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში მდებარე საწარმოებში ვაშლთან ერთად მთებში მოსულ ასკილს, ველურ მოცვს, მაყვლის ფოთლებს, ქაცვსა და ჭინჭარსაც კი აშრობს, შედარებით დაბალი ზონებიდან კი ძირტკბილას ფესვებს, რომელსაც სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულება აქვს.

„მოცულობაზე არ არის შეზღუდვა, მთავარია, მათ გარანტირებული რაოდენობა მიაწოდო, უფრო მეტიც, ხშირად პროდუქცია საკმარისი არ არის. მაგალითად, შარშან 60 ტონა ხმელი ასკილი ვაწარმოეთ, წელს მხოლოდ -25 ტონა, ფიზიკურად არ იყო. შესაბამისად, იყო პერიოდები, როდესაც ჩვენს მომწოდებლებს ერთ კილოგრამში ლარსაც კი ვუხდიდით, ახლა მისი ფასი 70-80 თეთრია“, - აღნიშნავენ „ჯეოფლაუერში“.

კომპანია მოსახლეობისგან 1 კგ ველურ ვაშლს წელს 15 თეთრად იბარებდა, ნედლ ჭინჭარს - 1,35 ლარად, ძირტკბილას კი - 46 თეთრად.

„შემგროვებლებს ვასწავლით, როგორ და სად უნდა მოკრიფონ ეს მცენარეები, სპეციალურ ტარას ვაძლევთ, თითოეულ მომწოდებელზე დაწვრილებით ინფორმაციას აღვნუსხავთ, როდის და რა მოცულობით ჩაგვაბარა პროდუქცია, სინჯები ყველა პარტიიდან მოწმდება როგორც ჩვენთან, ასევე უცხოეთში, დანიშნულების ადგილზე“, - აღნიშნავს მინდია ხურციძე.

კიდევ ერთი ქართული ბიოპროდუქტი, რომელსაც მალე ევროპის ბაზარი იხილავს, თხილია. მის ექსპორტს კი შვეიცარიული ინვესტიციით დაფუძნებული კომპანია „ანკა ფეარ თრეიდი“ წელს პირველად გეგმავს. კომპანია აქამდე ჩვეულებრივი თხილის რეალიზაციით იყო დაკავებული, თუმცა, ევროპელმა პარტნიორმა ორგანული პროდუქციის წარმოებაც შეუკვეთა. „ანკა ფეირ თრეიდმა“ სამ კოოპერატივთან სამეგრელოსა და გურიაში, რომელთა წევრების საერთო რაოდენობა ასს აღწევს, საპილოტე პროგრამა წამოიწყო.

„22 ტონა მაინც უნდა ჩაგვაბარონ, რომ ტრანსპორტირების ხარჯი გაამართლოს. ყოველდღე ველოდებით, როდის დასრულდება მათი სერთიფიცირების პროცესი. თუ კარგად ავეწყობით, თანამშრომლობასაც გავაფართოებთ. საწყის ეტაპზე ფასნამატის სახით კოოპერატივებს 5%-ს დავუმატებთ, თუმცა, შემდეგ შეიძლება ეს ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს“, - განუცადა „ eugeorgia.info-ს კომპანიის დირექტორმა ნინო გაბრავამ.

ბიოპროდუქციის შეტანას ევროპულ ბაზარზე შედარებით აიოლებს ის ფაქტი, რომ მისი სერთიფიცირების პროცესი გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე, მაგალითად, GlobalGap -ის შემთხვევაში, რომელიც ჩვეულებრივი ხილისა, თუ ბოსტნეულის ექსპორტირებისთვის არის საჭირო. იქიდან გამომდინარე, რომ „კავკასსერტი“ საქართველოშია, 10 -ჰა ორგანული მეურნეობის სერთიფიცირება, საშუალოდ, 1500-2000 დოლარი ჯდება, მაშინ როცა GlobalGap-ის მისაღებად უცხოელი ექსპერტების მივლინებისა და კონსულტაციების ხარჯებმა, შესაძლოა, 20-25 ათასს დოლარს გადააჭარბოს.

პერსპექტიულობის მიუხედავად, საქართველოში ბიომეურნეობების ფართობი ზღვაში წვეთია არათუ მსოფლიოს, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებთან შედარებით: 2013 წლისთვის მხოლოდ 2 ათასი ჰა იყო ორგანული (ან კონვერსიაში მყოფი), აქედან 1400 ჰა ველურად მზარდი მცენარეებისთვის გამოყოფილი (ანუ, პრაქტიკულად, დაუმუშავებელი). 12 მეზობელ ქვეყანას შორის, საქართველო მხოლოდ სომხეთს უსწრებს ფართობით (1000 ჰა). ლიდერი კი, ქვეყნებს შორის, დაახლოებით, 400 ათასი ჰა-თი, უკრაინაა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები მცირემიწიანთა კატეგორიას მიეკუთვნებიან, წილობრივად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვთ.

 

                   ორგანულ მეურნეობათა ფართობი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (ჰა)

 

უკრაინა 

 - 393 000

     მოლდავეთი

 - 22 000

ყაზახეთი

 - 290 000

     აზერბაიჯანი

 - 23 000 (ძირითადად, ველურად მზარდი)

ლიტვა

 - 200 000

     ტაჯიკეთი

 - 12 700

ლატვია

 -  166 000

     ყირგიზეთი

 - 2 900

ესტონეთი

 -  155 000

     საქართველო

 - 2 000

რუსეთი

 -  144 000

     სომხეთი

 - 1 000

 

 ბიოპროდუქცია „ მოდურია“

ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ორგანული პროდუქციის გაყიდვებმა მსოფლიოში 2013 წელს (უახლესი მონაცემებით) 72 მილიარდი დოლარი შეადგინა, 1999 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი ხუთჯერ გაიზარდა.

მომხმარებლებისთვის ბიოსურსათის მიღება ცხოვრების წესი გახდა, თუ ერთი ნაწილი მის გემოვნურ თვისებებსა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებზე ამახვილებს ყურადღებას, დანარჩენისთვის ბუნებასა და ეკოსისტემებში ადამიანის მინიმალური ჩარევის გამო გახდა მისაღები.

ჯანსაღი პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები განვითარებული ქვეყნები არიან - 90%-ზე მეტი ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაზე მოდის, დანარჩენი კი - აზიაზე (ძირითადად, ჩინეთზე).

ყველაზე დიდი ბაზრები აშშ (24,3 მლრდ დოლარი), გერმანია (7,6 მლრდ ევრო) და საფრანგეთი ( 4,4 მლრდ ევრო). ქვეყნები, რომელთა ორგანული სურსათის გაყიდვები მილიარდ დოლარს აჭარბებს, დიდი ბრიტანეთი , იტალია და შვეიცარიაა. ერთ სულზე დანახარჯებით კი ლიდერობენ შვეიცარია (წელიწადში 210 დოლარი), დანია (163 დოლარი) და ლუქსემბურგი (157 დოლარი).

ორგანული პროდუქციის მომხმარებელი ქვეყნები, ხშირად, ყველაზე მსხვილი მწარმოებლებიც არიან, თუმცა, საკუთარი პროდუქცია მოთხოვნის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს აკმაყოფილებს.

ორგანული ფართობები მსოფლიოში ბოლო 15 წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა და 43 მლნ ჰას მიაღწია, ველურ ბუნებასთან ერთად კი, რომელსაც სხვადასხვა მიზნებით (სამკურნალო მცენარეები, აკვაკულტურა, ტყე და ა შ. ) იყენებენ, 78 მლნ ჰა-ს აჭარბებს. დამუშავებული ფართობების 40% - ევროპაშია, თუმცა, ქვეყნების მიხედვით, ლიდერობენ ავსტრალია (17,2 მილიონი ჰა), არგენტინა (3,2 მლნ ჰა) და აშშ (2,2 მლნ ჰა).

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით განვითარებადი ქვეყნებიც აქტიურობენ, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აფრიკასა (7%) და აზიაში (6,5%) დაფიქსირდა. ამ პროცესში დღეს მსოფლიოში ჩართულია 2 მილიონამდე მეწარმე და ფერმერი.

ორგანული მეურნეობებით დაინტერესება ბიოსურსათზე მზარდ მოთხოვნას და შედარებით მაღალ ფასებს უკავშირდება. ამასთან, ის საშუალებას იძლევა ტრადიციული მეურნეობების შეხამებას თანამედროვე ტენდენციებიდან, ამავე დროს დამატებით ღირებულებას ქმნის და ფასიც გაცილებით ძვირია.

 

სამთავრობო პროგრამები:

იმისთვის, რომ მზარდი მოთხოვნა უზრუნველყონ, ევროპული ქვეყნები ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობენ ბიომეურნეობის წახალისებისთვის. 2007-2013 წ.წ. ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ორგანულ მეურნეობებზე გრანტებს გასცემდნენ, რომლებიც მათ მოდერნიზაციას და დამატებითი ღირებულების შექმნას ემსახურებოდა. გარდა ამისა, თითოეულ ქვეყანაში შიდა სამთავრობო პროექტებიც ხორციელდება. მაგალითად, საფრანგეთმა 2008 წელს დაიწყო   სპეციალური ოთხწლიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ფერმერებს თავიანთი მეურნეობის ორგანულად გარდაქმნისთვის ფინანსურად ეხმარება. გერმანია   2007 წლიდან ყოველწლურად ამ მიმართულებით 16 მილიონ ევროს გამოყოფს. იტალიის სამოქმედო გეგმა, რომელიც 2005 წლიდან ფუნქციონირებს, ითვალისწინებს სამამულო ბიოპროდუქციის პოზიციონირებას გლობალურ ბაზარზე, მის განვითარებასა და მხარდაჭერას როგორც წარმოების, ასევე მიწოდების ჯაჭვში და მომხმარებელთა ინფორმირებას.

 

მოთხოვნა მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე

აშშ - მსხვილი ექსპორტიორია და ამავე დროს - იმპორტიორიც. ძირითადი სასაქონლო ჯგუფში შედის ყავა, ღვინო, სოიო და ზეითუნის ზეთი.

გერმანია - ბიოპროდუქციის 40%-ის იმპორტს ახორციელებს, მათ შორის, ყველაზე მეტად საჭიროებს ხილსა და ბოსტნეულს (როგორც ნედლს, ასევე გადამუშავებულს). ქვეყანაში შეაქვს ციტრუსი (აქედან ნახევარზე მეტი - იტალიიდან, ასევე ესპანეთიდან, სამხრეთ აფრიკასა და საბერძნეთიდან). ბოსტნეულის 30% შედის ნიდერლანდებიდან, დანარჩენი ესპანეთიდან, იტალიასა და ისრაელიდან. ნედლი ხილის 80% იმპორტირებულია (ტროპიკულის ჩათვლით), რომელთა მიმწოდებლები არიან იტალია, ესპანეთი, ეკვადორი და კოსტა-რიკა. გერმანიაში საიმპორტო ბიოპროდუქციაა თხილი, ჩაი, ყავა, კაკაო, სანელებლები, კულინარული ზეთები და ცხიმები, ასევე ტკბილეული და საკონდიტრო ნაწარმი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი შედის განვითარებადი ქვეყნებიდან.

ჩეხეთი - ბიოპროდუქციის   60% უცხოეთიდან შემოაქვს, მათ შორის: ჩინეთიდან (ჩაი, ცილოვანი კულტურები), ეგვიპტიდან (ჩირი, მწვანილი და ზეითუნის ზეთი), ფილიპინებიდან (ჩირი), თურქეთიდან (ჩირი, თხილი, ზეთის ხილი), პერუდან (კაკაო და ყავა), ჩილედან (ღვინო), უკრაინიდან (მწვანილი, გაყინული ხილი, წვენები და მარცვლელული), შრი-ლანკიდან (მწვანილი).

დანია - ორგანული სურსათის იმპორტის 90% ევროპიდან შეაქვს, უმეტესად, ჰოლანდიის გავლით. ძირითადი პროდუქციაა ხილი (მათ შორის, კენკრა), ბოსტნეული და მარცვლეული. ასევე ჩირი და თხილი. თუმცა, განვითარებადი ქვეყნების მწარმოებლებმა დანიაში საინტერესო ნიშა შეიძლება იპოვონ: ამ ქვეყანაში კარგადაა განვითარებული ბიოპროდუქციის გადამამუშავებელი ინდუსტრია, შესაბამისად, აქტიურად ეძებენ ნედლეულის წყაროებს მიმზიდველ ფასად.

საფრანგეთი - ორგანული პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ბაზარია. თუმცა, ლიმიტირებულია ბიოხორცეულის (მათ შორის, ფრინველისაც), კვერცხისა და ღვინის იმპორტი, სამაგიეროდ, აქტიურად შეაქვს ტროპიკული ხილი, ყავა, ჩაი, სოიო, აკვაკულტურა, მარცვლეული, ხილ-ბოსტნეული და თაფლი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

იტალია   - მომხმარებული ორგანული სურსათის 80% -ს თავად აწარმოებს, იმპორტზე კი შეაქვს ძირითადად, ხორბალი, შედარებით მცირე რაოდენობით ბარდა, კარტოფილი კივი და წვენების კონცენტრატები.

შვედეთი - შვედეთს შეაქვს ძირითადად, პროდუქცია, რომელსაც თავად ვერ აწარმოებს, მაგ, ხილი . სადაც ყველაზე დიდი წილი ბანანს უკავია, ასევე ბოსტნეულს. გარდა ამისა, ახორციელებს ბიოთხილის, ჩირის და სანელებლების იმპორტს, რომელსაც 12% უკავია საერთო მოცულობაში.

 

ორგანული მეურნეობების სტრუქტურა მსოფლიოში

მსოფლიოს ბიომეურნეობებში ყველაზე დიდი ფართობი მარცვლეულს უკავია - 3,3 მილიონი ჰა, მას მკვეთრად ჩამორჩება მწვანე მასა, ბალახი (2,4 მილიონი ჰა), ზეთოვანი კულტურები - 780 ათასი ჰა, ბოსტნეული - 305 ათასი ჰა, მნიშვნელოვანი წილი უკავიათ სამედიცინო დანიშნულების მცენარეებს, ხილს, კენკრასა და შაქრის ლერწამს. 3,2 მილიონი ჰა მრავაწლოვან ნარგავებს აქვთ დათმობილი, წამყვანი კულტურებია - ყავა, კაკაო და ზეთის ხილი (ამ უკანასკნელის ფართობი 600 ათას ჰა-ს აღწევს), თუმცა, მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ თხილს (322 ათსი ჰა), ყურძენს (316 ათასი ა), ციტრუსს (80 ათასზე მეტი), ტროპიკულ და სუბტროპიკულ ხილს, ასევე ჩვეულებრივ, ზომიერ სარტყელში მოყვანილ ხილს (213 ათასი ჰა).

 

კულტურები, რომლებიც საქართველოშიც მოდის

 
მარცვლეულის ფართობი ბოლო ათ წელიწადში სამჯერ გაიზარდა. ძირითად სახეობებს ხორბალი, შვრია, ქერი, სიმინდი და სხვა სახეობები წარმოადგენს. პირველ ადგილზე ფართობის მიხედვით, ჩინეთია (600 ათასი ჰა), მას ორჯერ ჩამორჩება აშშ (330 ათასი ჰა), შემდეგ ადგილებს კანადა (300 ათს ჰა), გერმანია (200 ათასი ჰა) და იტალია (190 ათასი ჰა) ინაწილებენ.

ციტრუსების ფართობი 82 ათასი ჰაა, ზუსტი მონაცემები არ არსებობს, რადგან ციტრუსის უდიდეს მწარმოებლებს - ბრაზილიას, ნიგერიას და ინდოეთს, არ გააჩნიათ ინფორმაცია ბიომეურნეობების შესახებ. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ზუსტად აღნუსხავენ ამ სტატისტიკას, პირველ ადილზე იტალიაა -28 ათასი ჰა-თი, მას მოსდევს მექსიკა -12 ათასი ჰა და ჩინეთი - 11 ათასი ჰა. გამოირჩევა განა. სადაც ორგანულ ციტრუსს საერთო ფართობში 29% უკავია.

ორგანული არატროპიკული ხილის (ვაშლი, ატამი, მსხვალი, ქლიავი, ბალი) ფართობი 200 ათას ჰა-ს აღწევს, თუმცა, ეს მაჩვენებელი არაზუსტია. რადგან ხილის უმსხვილესი მწარმოებლები ინდოეთი, ირანი და რუსეთი სტატისტიკას ბიომეურნეობაზე არ აწარმოებენ. ოფიციალურად ყველაზე დიდი ფართობი ბიოხილის მიმართულებით დაფიქსირდა პოლონეთში (42 ათასი ჰა), ჩინეთში (35 ათასი ჰა), იტალიაში (28 ათასი ჰა), აშშ-ში (18 ათასი ჰა), თურქეთში (12 ათასი ჰა) და საფრანგეთში (10 ათასი ჰა).

ამ ქვეჯგუფში ნახევარზე მეტი ფართობი ვაშლს უკავია, რომლის მეოთხედი - პოლონეთზე მოდის.

ზეთოვანი კულტურების ნათესები 2003-2013 წლებში ექვსჯერ გაიზარდა. თუმცა, ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება, რადგან მსხვილ მწარმოებლებს - ყაზახეთს, ინდოეთსა და ბრაზილიას ბიოპროდუქციის ფართობის შესახებ დაზუსტებული მონაცემები არ გააჩნიათ. ზეთოვანი კულტურების ფართობის მესამედი უკავია სოიოს, 20% - მზესუმზირასა და მიწის თხილს ერთად, რაფსას - 70 ათასი ჰა, მას მოსდევს სეზამი (58 ათასი ჰა) და სელი (51 ათასი ჰა). ოფიციალურად ყველაზე მაღალი წილით ორგანული ზეთოვანი კულტურების წარმოებაში გამოირჩევა პერუ (21 %) და   აწარმოებს, ძირითადად, სოიოსა და მიწის თხილს. ელ სალვადორი   - სეზამს, ავსტრია  - სოიოსა და მზესუმზირას, ისრაელი - ჟოჟობას, ყაზახეთი - სელსა და რაფსას.

ბოლო ათ წელიწადში ოთხჯერ გაიზარდა ცილოვანი კულტურების ფართობი და 300 ათას ჰა-ს მიაღწია. ძირითადი მწარმოებლები არიან საფრანეგთი, ესპანეთი, კანადა, იტალია და შვედეთი (ამ უკანასკნელის ბიოწარმოება მთლიანი ცილოვანი კულტურების ნათესების 70%-ს აჭარბებს).

ორგანული ბოსტნეულის ნათესების ფართობმა 2003 წლიდან   სამჯერ მოიმატა და და 300 ათას ჰა-ს გადააჭარბა, ძირითადი მწარმოებლები არიან დანია, ავსტრია, შვეიცარია, გერმანია და ჩინეთი.

ველურად მზარდი მცენარეებისა და თაფლის მწარმოებელი მეურნეობების ფართობი ერთად მსოფლიოში 34 მილიონ ჰა-ს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ბიოთაფლის წარმოებაში ლიდერი ზამბია ( 6 მლნ ჰა) და ინდოეთია (5 მლნ ჰა), კენკრის ფართობის მიხედვით კი ფინეთია პირველ ადგილზე - (9 მლნ ჰა). სულ მსოფლიოში 1,1 მლნ ორგანული სკაა, აქედან, 190 ათასზე მეტი აღრიცხულია ზამბიაში, 140 ათასი იტალიაში, ხოლო 117 ათასი- ბულგარეთში. მათი რაოდენობა 2007 წლიდან ორჯერ გაიზარდა.

 

ბელა ნოზაძე

წაკითხულია
6392
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner