banner
14 დეკემბერი 2015 | 15:54 სოფლის მეურნეობა

ქართულ ბიო ჩაის ევროკავშირში ნიშის დაკავება შეუძლია

ქართულ ბიო ჩაის ევროკავშირში ნიშის დაკავება შეუძლია

„მეჩაიეობის განვითარებას თუ რამე ხელს უშლის, ეს არის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მყოფი ადამიანების გაქვავებული ტვინები“

„დღეს ჩვენს მაღაზიაში შვედი ტურისტი შემოვიდა. საუკეთესო ხარისხის ჩინურ ჩაიზე უარი თქვა და  მოითხოვა ქართული შავი ბაიხის ჩაი. საშობაო საჩუქრად უნდოდა და ას გრამიანებად დაფასოებული ათი პაკეტი შეიძინა. მან თქვა, რომ ქართული ჩაი სხვა ყველა დანარჩენისგან  განსხვავდება და გემოვნური თვისებებით ძალიან თავისებურია“, - სიამაყით ყვება  „ქართული ჩაი 1847-ის“ კონსულტანტი მონიკა შენგელია.

მსგავს ისტორიებს ძველი თბილისის უბანში გ. ტაბიძის ქუჩაძე არსებულ ჩაის მოყვარულთათვის კარგად ნაცნობ პარატა ჩაის სახლში მოისმენთ. აქ ირწმუნებიან, რომ ქართული ჩაი კონკურენტუნარიანია და ხარისხით სხვებს არ ჩამორჩება. ერთი შეხედვით, ამის დაჯერება რთულია, რადგან ჩაის იმპორტის ოფიციალური მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები უპირატესობას ადგილობრივს კი არა სწორედ შემოტანილ ჩაის ანიჭებენ.

ჩაი პირველ რიგში ჩინეთთან ასოცირდება, თუმცა რამდენიმე ათეული წლის წინ საქართველო მსოფლიოს მასშტაბით ჩაის მწარმოებელთა ლიდერ ოთხეულში შედიოდა. მაშინ უფრო მეტი ჩაი მხოლოდ ჩინეთში, ინდოეთსა და შრი-ლანკაში იკრიფებოდა. ეს ფაქტი მხოლოდ დარგის სპეციალისტებისა და დაინტერესებული ადამიანების მეხსიერებაში შემორჩა. ძველი დიდებისგან კი უმეტესწილად გატყევებული და ეკალ-ბარდებით გადავლილი ჩაის პლანტაციები დარჩა. ცოტა ხნის წინ ქართული ჩაი ყურადღების ცენტრში ისევ მოექცა, როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩაის რეაბილიტაციის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

„ახლახანს მთავრობაზე ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა გავიტანეთ, რომელსაც მალე ფართო საზოგადოებას წარვუდგენთ. ვიქრობთ, რომ მასშტაბური კამპანიით ჩვენ უკვე 2016 წლის პირველ კვარტალში დავიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და 2-3 წელიწადში რამდენიმე ათასი ჰექტარს ფოთოლსაკრეფ მდგომარეობამდე მივიყვანთ და საქართველოს ერთ დროს ჩაის მწარმოებელ ქვეყანას ჩაის წარმოების გეოგრაფიას დავუბრუნებთ. ერთის მხივ, ნორმატიულ ბაზას ვამზადებთ, მეორეს მხრივ, რეაბილიტაციას ვიწყებთ. ამავე დროს თუ გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა არ გვექნება, ჩაის პლანტაციების არსებობა ფუჭია, ამიტომ გადამამუშავებელი საწარმოების შექმნასაც ვითვალისწინებთ“, - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი.

საქართველოში ჩაის წარმოების ისტორია 1847  წლიდან იწყება, როდესაც ოზურგეთში, სოხუმის ბოტანიკურ ბაღსა და ზუგდიდში დადიანების მამულში  პირველი ნარგავები გაჩნდა. პლანტაციების გაშენება რუსმა ვაჭარმა ალექსანდრე პოპოვმა დააფინანსა. მან ნერგები ჩინეთიდან ჩამოიტანა და პლანტაციები ჩინელი სპეციალისტის ლაო ჯანჯოუს დახმარებით მოაწყო. საქართველო უკიდურესი ჩრდილოეთი რეგიონია, სადაც სამრეწველო სიმძლავრეების  ჩაი ხარობს. უფრო ჩრდილოეთიც ჩაი რუსეთში, კერძოდ კი კრასნოდარშიც არის, თუმცა ცოტა რაოდენობით.

1900 წელს ქართულმა ჩაიმ პარიზის გამოფენაზე საუკეთესო ხარისხის აღიარების ჯილდო მიიღო. უახლოეს წარსულში მეჩაიეობა საქართველოს აგრარული სექტორის ერთ-ერთი უმთავრესი დარგი იყო. წელიწადში, საშუალოდ, 100-120 ათასი ტონა პროდუქცია იწარმოებოდა, საიდანაც 95-115 ათას ტონამდე ექსპორტზე გადიოდა. ოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად, ჩაის პლანტაციები 19 ათას ჰექტრამდე ფართობზეა შემორჩენილი, აქედან ექსპლუატაციაშია 2.4 ათას ჰექტარი, დანარჩენი 16.6 ათასი ჰექტარი გატყევებულია და ეკალ-ბარდებითაა დაფარული. აქედან დაახლოებით 7.5 ათასი ჰექტარი რეაბილიტაციას ექვემდებარება.

ჩაის მწარმოებელი რეგიონებია: გურია, სამეგრელო, აჭარა და იმერეთი.

საქართველოში, ხელსაყრელი ნიადაგურ-კლიმატური პირობების გამო, ჩაის კრეფის სეზონი 6 თვე გრძელდება. დარგის ექსპერტების აზრით, ნედლეულის მაღალი ხარისხი და კონკურენტული ფასი ქართული ჩაის ძირითად უპირტესობას წარმოადგენს.

ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ჩაის ნიშასთან დაკავშირებით გარკვეული გათვლები არსებობს: „საქართველოს გააჩნია პოტენციალი ბიო ჩაის წარმოების კუთხით. ეს არის ყველაზე ჩრდილოეთით წარმოების წერტილი. შესაბამისად,  მავნებელი მწერებისგან დაავადებების რისკინაკლებია, ამიტომ პესტიციდების გამოყენება შეიძლება იყოს მინიმალური ან საერთოდ არ იყოს. ამიტომ ორგანული ჩაის წარმოება, იძენს გარკვეულ პოტენციალს. თუ ავიღებთ ხმელთა შუა ზღვის ქვეყნებს, რომლებიც უფრო თბილი და ცხელია, იქ  მოხმარება მინიმალურია თუ არ ჩავთვლით გარკვეულ კულტურულ ფაქტორებს, მაგალითად ისეთი ქვეყანა, როგორიც არის თურქეთი, რომელსაც კულტურულად ჩაის მოხმარების ტრადიცია აქვს. ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნებში იტალია, ესპანეთი და ა.შ. ჩაის მინიმალურად  მოიხმარენ, გამომდინარე მათი მოხმარების კულტურიდან, კლიმატიდან. ქვეყნები, როგორიც არის ჩეხეთი,  სლოვაკეთი,  პოლონეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ეს არის ის მიმართულებები ევროპაში, სადაც ქართული ჩაის ბრენდის შექმნაზეუნდა ვიფიქროთ“.

„ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი თენგიზ სვანიძე ჩაის რეაბილიტაციის მთავრობისეულ მიდგომას აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ ჩაის პლანტაციები მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე რებილიტაციის პროექტი არ უნდა განხორციელდეს: „რომ გავიგოთ დარგი რა მდგომარეობაშია და რა გვაქვს, უნდა გაკეთდეს პლანტაციების პასპორტიზაცია ან ინვენტარიზაცია. ამით დავადგენთ რა რაოდენობის პლანტაცია არის საქართველოში. ზუსტი რაოდენობა არავინ არ იცის. გახმაურებული ციფრები ფარდობითია. ეს მონაცემები აღებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრებიდან. ეს ინფორმაცია სიმართლესთან ახლოს არ დგას. შეიძლება 50-60 პროცენტიანი ცდომილება იყოს. მნიშვნელოვანია პლანტაციების საკუთრების ფორმა გაირკვეს. უნდა გამოვიკვლიოთ ნიადაგის მჟავიანობა და ფესვთა სისტემა რა მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას ექვემდებარება თუ არა. სრული სურათის მიღება კაპიკები დაჯდებოდა, მაგრამ იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. რაღაცაში თანხის გადახდა არ გვინდა, რაც მომავალში უფრო დიდ პრობლემებს შეგვიქმნის. პასპორტიზაცია-ინვენტარიზაცია საშუალებას მოგვცემდა, დავმჯდარიყავით და გვეფიქრა ნარგავების გადარჩენაზე“.

„ქართული ჩაი 1847“-ის დამფუძნებელი შოთა ბითაზე ამბობს, რომ ჩაის ინდუსტრიაში არსებულ რთულ ვითარებას დარგის სპეციალისტების დეფიციტიც და ცოდნის არარსებობაც ამძიმებს. სწორედ ამიტომ ბითაძემ ჩაის წარმოების შესასწავლად ჩინეთში რამდენჯერმე წავიდა: „ქართული ჩაი არის უკიდურეს მდგომარეობამდე. წლების წინ ქობულეთში პლანტაციას ვაკეთებდით. აღმოჩნდა, რომ ნერგების გამოყვანა და დარგვაც კი უკვე აღავინ არ იცის. სპეციალურად წავედი ჩინეთში რომ ეს ყველაფერი მესწავლა. ჩინეთიდან ჩამოსვლის შემდეგ სოფელ ქვედა ბახვში სანერგე გავაკეთეთ, 50 ათასი ნერგი გამოვიყვანეთ და ჩინური მეთოდით სოფელ ოჩხამურში 1 ჰექტარი ჩაი გავაშენეთ“.

თენგიზ სვანიძე ამბობს, რომ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებამდე საქართველოში მაღალი ხარისხის ჩაი იწარმოებოდა. თუმცა ამის შემდეგ პერიოდში საბჭოთა კავშირში გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად საქართველოში დიდი რაოდენობის, მაგრამ უხარისხო ჩაი კეთდებოდა: „ სამოცდაათიანი წლებიდან გაიზარდა მოთხოვნა ჩაიზე, საქართველო ყველაზე მსხვილი მწარმოებელი იყო და დიდი რაოდენობის პროდუქციის წარმოება ევალებოდა, ამან ხარისხის დაგდება გამოიწვია. საბჭოთა კავშირის დაშლამდე ბოლო წლებში ოღონდ გეგმა შეესრულებინათ და ჩაის ბუჩქს თავის ტოტებიანად მთლიანად ამუშავებდნენ. ამან, ბუნებრივია, მანქანა-დანადგარების, ტექნიკის დალეწვა და მწყობრიდან გამოყვანა გამოიწვია. გარდა ამისა, ქათულ ჩაის სახელი ძალიან გაუფუჭდა უხარისხობიდან გამომდინარე“.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, არსებობენ ქვეყნები, სადაც ქართულ ჩაიზე ნეგატიურის ნაცვლად პოზიტიური მეხსიერება არსებობს. თუმცა იმსთვის, რომ ქართული ჩაი ანგარიშგასაწევი  პროდუქტი გახდეს, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი: „აღმოსავლეთ გერმანიაში დღესაც არის გარკვეული პოზიტიური მეხსიერება ქართულ ჩაისთან დაკავშირებით. ასევე ჩეხეთში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში. ჩაის წარმოების გარკვეული კვალიფიკაცია ჩვენთან იყო, მაგრამ გვჭირდება თანამედროვე გამოცდილების გაზიარებაც. გვაქვს მემორანდუმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, რაც ტექნიკურ დახმარებას და ასევე სპეციალისტების გადამზადებასაც ითვალისწინებს. უკვე რამდენიმე ადამიანი  გადამზადდა. ჩაის პლანტაციებს აღვადგენთ, მაგრამ ინდუსტრიის შენარჩუნებისთვის კარგი სანერგე მეურნეობაც გვჭირდება. საუბარია იმაზე, რომ თანამედროვე და საინტერესო ჯიშები გვქონდეს. როცა დარგი ვითარდება, მოდური ტენდენციები და გემოვნური მოთხოვნილებებიც იცვლება მომხმარებლის მხრიდან“.  

„შპს მილმართი“ ჩაის ბრენდ „შემოქმედს“ ფლობს. კომპანია ადგილობრივი ბაზრის გარდა პროდუქციას, ჩეხეთში, რუსეთსა და თურქმენეთში ყიდის. საექსპორტო ქვეყნების რიცხვს კი შესაძლოა მალე პოლონეთი და ბულგარეთიც შეემატოს. საწარმოს დირექტორის გიორგი მაისურაძის თქმით, ქართულ ჩაის სხვა პროდუქტებთან შედარებით საერთაშორისო ბაზარზე ბევრი პლიუსი აქვს: „ჩაის ერთ-ერთი პლიუსი ის არის, რომ არ მოითხოვს რთული სტანდარტების გავლას. დღესაც უკვე ევროპაში ექსპორტირების შესაძლებლობა არის. თაფლისგან და სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით დიდი ლაბორატორიული კვლევები არ სჭირდება. შეფუთულ ჩაის 3 წლამდე შენახვის ვადა აქვს, მალფუჭებადი არ არის, ესეც პლიუსია. მსოფლიოში ბიო ჩაის დეფიციტია და თუ ჩვენ მაგას ვაწარმოებთ, საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება. შეგვიძლია, რომ კონკურენცია ჩინურ მაღალი ხარისხის ჩაიაც კი გავუწიოთ“.

შოთა ბითაძის აზრით, ქართული ჩაის განვითარების საუკეთესო მოდელი მთლიანად ბიოწარმოებაზე გადასვლაა: „საქართველოში უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა და ჩაის მრეწველობაში შხამ-ქიმიკატების თუ არორგანული საუქების გამოყენება აიკრძალოს. ეს მოგვცემდა იმის შესაძლებლობას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გვექნებოდა ორგანული ჩაის წარმოება, ასეთი პრეცედენტი არსად მსოფლიოში არ არის“.

ბიო ჩაის წარმოებაზე დიდ იმედებს „ტყიბულის ჩაი“-ს დამფუძნებელი უჩა დალაქიშვილიც ამყარებს. მისი კომპანია 10 სახეობის ჩაის აწარმოებს. მიმდინარე წელს რუსეთში, უკრაინასა და ჩეხეთში 57ტონა „ტყიბულის ჩაი“ შევიდა. დალაქიშვილი ამბობს, რომ  ქართულ ჩაის თანდათან მყიდველი უჩნდება, რადგან ის ბიოლოგიურად სუფთაა: „ ქართულ ჩაის ფასი დაედო იმიტომ, რომ მინარევები და რაც მთავარია, საღებავი არ აქვს და ყველაზე უკეთესია. მე დავრეგისტრირდი „საქპატენტში“, როგორც ეკოლოგიურად სუფთა ჩაის მწარმოებელი, პროცედურები დაწყებული მაქვს და სერთიფიკატის აღებას ვაპირებ. თუ  მთავრობა რასაც აცხადებს, შეასრულებს და მოადენს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, მომავალი წლისთვის წარმადობას 60%-ით გავზრდით. საკუთრებაში 21 ჰექტარს ვფლობთ. რეაბილიტაცია თუ გაკეთდა კოოპერატივებთანაც დავდებ ხელშეკრულებას და მათგანაც შევიძენ ნედლეულს. გულგატეხილი ვიყავი, თუმცა ახლა იმედი მაქვს, რომ უკეთესობა იქნება, რადგან მთავრობა ჩაის რეაბილიტაციას აპირებს. მე სეზონურად 100-120 ვასაქმებ, მუდმივად 20-ს და როცა რეაბილიტაცია გაკეთდება, უკვე 200 დავასაქმებ“.

აგროფირმა ქობულეთი ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ეს კომპანია ადგილობრივ  ბაზარზე ჩაის „სამაია“ და „პეტრა“-ს ბრენდით ყიდის, უკრაინასა და მონღოლეთში კი  350-400 ტონა აგურა ჩაი გააქვს. კომაპნია 450 ჰექტარ პლანტაციას ფლობს. ნარგავების რეაბილიტაცია 4 მილიონი ლარი დაუჯდათ. საწარმოს დამფუძნებელი თემურ ჯაში ამბობს, რომ ხელისუფლებამ დარგის განვითარებს მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს, თუმცა ამის საპირისპიროდ ხდება: „ჩვენს პლანტაციებში ზამთარ-ზაფხულ 200 ადამიანს ვამუშავებთ, ვცდილობთ მძლავრი წარმოება ავაწყოთ. მხოლოდ პლანტაციების რეაბილიტაცია 4 მილიონი ლარი დაგვიჯდა, გარდა ამისა, ძვირადღირებული უახლესი შესაფუთი დანადგარიც შევიძინეთ. მთავრობა ძალიან უნდა შეეცადოს, რომ მეჩაიეობის დარგის განვითარებას ხელი შეუწყოს, რადგან რენტაბელური  და სწარაფად განვითარებადი სფეროა. ხელისუფლებამ ხელშეწყობის საპირისპიროდ ელექტროენერგიის გადასახადი ორმოცო პროცენტით გააძვირა. ამის გამო ჩვენ მსოფლიოს ბაზრებზე კონკურენტუნარიანობას ვკარგავთ.“

ფიზიკოსი, კიბერნეტიკოსი ვახში ჟვანია ამბობს, რომ მის მიერ შექმნილი მართვის სისტემები დანერგილია  ყოფილ საბჭოთა კავშირის 7 ქვეყანაში.  თუმცა ამ ადამიანის ინტერესი ამჟამად ჩაის სანიმუშო წარმოების ექსპერიმენტალური მოდელის შექმნაა. მისი კომპანია „კესანე“ ჩაის იოდით ამდიდრებს. ეს პროდუქტი „ოკეანის მადლი“-ს ბრენდით იყიდება „გუდვილი“-ს და „სმარტი“-ს სავაჭრო ქსელებში, გარდა ამისა, იოდით გამდიდრებული ჩაი წარდგენილი აქვთ ჯანდაცვის სამინსტროში, როგორც იოდის დეფიციტის პრევენციის საშუალება. ჟვანია მიიჩნევს, რომ ქართული ჩაი სხვებისგან უნიკალური შემადგენლობით და სასარგებლო თისებებით გამოირჩევა: „2010 წელს მეგობარ მეცნიერებთან ერთად დავაარსე, კომპანია კესანე და დავიწყეთ ჩაის იოდით გამდიდრება. ჩაის ზღვის მცენარე ლამინარიით ვამდიდრებთ, რომელიც შეიცავს იოდს. ჩვენ ჩაის დავარქვით „ოკეანის მადლი“. მარტვილის რაიონში იჯარით გვაქვს 10 ჰა პლანტაცია. ჩვენ უფრო მეცნიერები ვართ ვიდრე ბიზნესმენები. ნოუჰაუთი აღჭურვილი საწარმო შევქმენით. ინფრაწითელი გამოსხივებით და ზემაღალის სიხშირის დენების გამოყენებით ვახდენთ ჩაის გადამუშავებას. გვინდა მოდული შევქმნათ და მერე ვაჩვენოთ მთავრობას, რომ მერე ეს განვითარდეს, ამის ტირაჟირება მოხდეს და მთელი ქვეყნის მასშტაბით მივიღოთ მაღალი ხარისხის ჩაი. განაცხადიც გავაკეთეთ ჯანდაცვის სამინისტროში, რომ ჩვენი ჩაი დაიტესტოს, როგორც იოდის დეფიციტის პრევენციის საშუალება“.

www.eugeorgia.info-მ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში გადაამოწმა, გადის თუ არა ტესტირებას „კესანე“-ს მიერ ნაწარმოები ჩაი „ოკეანის მადლი“ : „ ამ ჩაის შესახებ ინფორმაცია მაქვს, განაცხადი იყო ზეპირად და რაიმე ტიპის ტესტიტება  ამ ეტპზე არ ხორციელდება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქრონიკულ დაავადებათა სამმართველოს ხელმძღვანელმა ნანა მებონიამ.

დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ქართულ ჩაიში ნაკლები ექსტრაქტულობაა, ანუ კოფეინის და ტანინის შემცველობა მასში მცირე დოზითაა. ამის გამო დღის განმავლობაში ქართული ჩაის მრავალჯერადი მოხმარებაც კი მავნებელი არ არის.

ჩაის წარმოების საკანონმდებლო რეგულირებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩაის ტექნიკური რეგლამენტის პროექტი შეიმუშავა. შოთა ბითაძე ამბობს, რომ ამ რეგლამენტში ბევრი უზუსტობაა: „ რეგლამენტის პროექტი ძალიან სუსტია, მასში არის ბევრი უზუსტობა, გამოტოვებულია ბევრი სახის ჩაი და ასევე საუბარი არ არის კონკრეტულად კონტროლის მექანიზმებზე. შესწორებები გავაკეთე და სამინისტროში გადავაგზავნე, რადგან ეს რეგლამენტი ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს“.

ჩაის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, მთავრობა კოოპერატივებს სარეაბილიტაციო თანხების 90 პროცენტს, ხოლო  კერძო კომპანიებს 70 პროცენტს დაუფინანსებს. ერთ ჰექტარზე მაქსიმალური სარეაბილიტაციო თანხა 2500 ლარი იქნება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ აგრო-სასურსათო პროდუქტების  საინვესტიციო გზამკვლევში ჩაი შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რენტაბელურ კულტურად. მისი IRR (მოგების შინაგანი ნორმა) 26 პროცენტია.  ჩაი დარგვიდან 5 წელიწადში შეიძლება დაიკრიფოს და ნარგავი კარგი მოხმარების შემთხვევაში 100 წელზე მეტხანს ძლებს.

„ჩაი დასაქმების მხრივაც არის გამორჩეული კულტურა. ბევრი ადამიანის დასაქმება შეიძლება და ერთი სამუშაო ადგილის შესაქმნელად გაცილებით ნაკლები თანხები იხარჯება, ვიდრე ბიზნესის სხვა სფეროებში. ლოგიკურად ეს დარგი უნდა ვითარდებოდეს, მაგრამ მეჩაიეობის განვითარებას თუ რამე ხელს უშლის, ეს არის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მყოფი ადამიანების გაქვავებული ტვინები“, - ამბომს ვახში ჟვანია.


2013 წელს საქართველოში სულ 3300 ტონა ჩაი აწარმოეს, აქედან 55% სამეგრელოში, 33% აჭარაში და 13% გურიაში.

2014 წელს ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთში 34 %, ყველაზე მცირე რაოდენობით კი ჩაი რუსეთში გავიდა 8%.

ყველაზე მსხვილი იმპორტიორი 2014 წელს აზერბაიჯანი იყო 37%, ყველაზე ცოტა ჩაი კი თურქეთიდან შემოვიდა 4%.



ზურაბ მოდებაძე








წაკითხულია
8856
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner