banner
16 დეკემბერი 2015 | 19:17 ენერგეტიკა

“გაზპრომთან” ფარული მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება

“გაზპრომთან” ფარული მოლაპარაკებები ასოცირების ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება

რატომ აყოვნებს საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას?

გასულ კვირას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წერილობით მივმართეთ და ვთხოვეთ, პასუხები გაეცა შემდეგ კითხვებზე: რა სტადიაშია "გაზპრომთან" მოლაპარაკება?  რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის რა ოდენობით გაზრდაზეა საუბარი? რა ოდენობის დამატებით გაზს მიიღებს საქართველო ამ ტრანზიტიდან და რა იქნება მისი ფასი?

რუსეთიდან სომხეთში  გატარებული გაზის ტრანზიტიდან მიღებული “სოციალური გაზის” ოდენობა თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება და ის აზერბაიჯანიდან მიღებულ "სოციალურ გაზს" ჩაანაცვლებს, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი - აზერბაიჯანი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს, საქართველო თანდათან კვლავ რუსეთზე დამოკიდებული გახდეს და განაწყენებულმა აზერბაიჯანმა სოციალური გაზის ფასი გაგვიზარდოს? რას გააკეთებს ასეთ შემთხვევაში მთავრობა და ენერგეტიკის სამინისტრო?

იყო თუ არა მოლაპარაკება აზერბაიჯანულ მხარესთან იმ დამატებითი გაზის მოცულობის შეძენაზე, რომელიც საქართველოს ყოველწლიურად სჭირდება? რატომ ვყიდულობთ დამატებით გაზს (დაახლოებით 70 მლნ მეტრკუბს) ყოველწლიურად "გაზპრომისგან", მაშინ, როცა აზერბაიჯანის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათ საქართველოს  გაზის მოხმარების  სრულად დაკმაყოფილება შეუძლიათ?  რატომ  დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ საუბარი  რუსული გაზის მოცულობის გაზრდაზე, მაშინ, როცა მთელი დანარჩენი მსოფლიო რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს? არაერთი მცდელობის მიუხედავად  ჩვენ ამ კითხვებზე ენერგეტიკის სამინისტროდან პასუხი ვერ მივიღეთ.   

რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან ენერგეტიკის მინისტრის შეხვედრა და ამ შეხვედრის დეტალები ვერ იქნებოდა საზოგადოებისთვის ასეთი ბუნდოვანი და გაუმჭვირვალე, საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი რომ ყოფილიყო.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ ქართული კანონმდებლობა ევროპულ ენერგორეგულაციებთან შესაბამისობაში მოიყვანოს და ენერგეტიკის სფეროში რეფორმა ჩაატაროს. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების ვადები ამ ეტაპზე ხელისუფლებამ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან უნდა შეათანხმოს.

 ევროპის ენერგეტიკული  გაერთიანება

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნების  რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების  და ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავების მიზნით შეიქმნა. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება 2006 წლის ივლისში ამოქმედდა. მას ხელს ევროკავშირი და 9 მოკავშირე ქვეყანა,  მათ შორის უკრაინა და მოლდოვა აწერს.

საქართველო ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში 2006 წელს მიიწვიეს. 2007 წელს მან დამკვირვებელი  ქვეყნის სტატუსი მიიღო.

„მოვუწოდებ საქართველოს, შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ენერგოთანამეგობრობაში გასაწევრიანებლად. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და გაზრდის საქართველოს მიმზიდველობას ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებისთვის,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ 2010 წლის 17 ნოემბერს.

2014 წლის თებერვალში, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარ გიუნტერ ოტინგერის სტუმრობისას, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იმავე წლის ოქტომბრის ბოლოსთვის დაგეგმილი იყო საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება.  თუმცა, მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა: საქართველო ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი დღემდე არ არის.

“ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, გაწევრიანების თაობაზე ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მოლაპარაკება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.  ბოლო ვადა 2016 წლის სექტემბერია.  კიდევ გვაქვს  დრო იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკება ორივე მხარისთვის მისაღები ფორმით დასრულდეს. გარკვეული დრო ავიღეთ ანალიზის და შეფასებების გასაკეთებლად. თუ აიღებ ვალდებულებებს, უნდა შეასრულო კიდეც.  ჩვენ ვცდილობთ ისეთი ვალდებულება ავიღოთ, რომელიც შესრულებადია,” - ამბობს www.eugeorgia.info-სთან საუბარში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი.

“თუ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება წარუმატებლად დამთავრდება, იგივე დირექტივების განხორციელება მაინც მოგვიწევს, მაგრამ უფრო ხისტი ვადებით და პირობებით - ამ დირექტივების შესრულებას ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს. ეს პერიოდი კი რეფორმისთვის იქნება დაკარგული დრო.  მოგებული შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც დღევანდელი არაგამჭვირვალე სიტუაციით სარგებლობს,” - ამბობს მურმან მარგველაშვილი, ორგანიზაცია “მსოფლიო გამოცდილება  საქართველოსთვის” დირექტორი ენერგეტიკის საკითხებში. “მსოფლიო გამოცდილება  საქართველოსთვის” საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და კვლევებს ახორციელებს.

ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლის სარგებელი და რისკი

ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება ქვეყანაში ევროპული წესების დამკვიდრებას და რეფორმის ჩატარებას, რეფორმა კი უპირველეს ყოვლისა ენერგეტიკის სფეროში მონოპოლიების გაუქმებას გულისხმობს. მონოპოლისტი კომპანიების შეზღუდვის პარალელურად ბაზარზე ახალი ეკონომიკური სუბიექტები - ე. წ. ტრეიდერები უნდა გაჩნდნენ, რომლებიც დენის და ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვით იქნებიან დაკავებულები. მომხმარებელს კი მათი მეშვეობით ექნება საშუალება, რომ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი იმ კომპანიისგან შეიძინოს, რომელიც მას უფრო დაბალ ტარიფს და მაღალი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს. ექსპერტთა თქმით, ასეთი კონკურენციის პირობებში, სავარაუდოდ,  ტარიფებიც  შემცირდება.

ევროდირექტივა მომხმარებლების უფლებების ზრდასაც ითხოვს. ახალი რეგულაციები აბონენტს უფლებას მისცემს, უხარისხო ელექტროენერგიის მიწოდების ან დენის და გაზის გაუფრთხილებელი გათიშვის გამო კომპანიისგან კომპენსაცია მიიღოს.

www.eugeorgia.info-სთან საუბარში მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება ხელს შეუწყობს ქვეყანაში კვალიფიციური ინვესტორების შემოსვლას: “თუ ევროპულ რეფორმას ჩაატარებ და ბაზარზე ცხადი და დადგენილი წესები გექნება, ქვეყანაში ევროპელი ინვესტორები შემოვლენ და ევროპიდან ფულადი დახმარების და თანამედროვე ტექნოლოგიების წამოღების შანსიც გაიზრდება."

თუმცა, სპეციალისტები  იმ რისკებზეც საუბრობენ, რომლებიც ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში ახლავს თან და რომელთა მეშვეობითაც, შესაძლოა, საქართველოს სარგებელი შეუმცირდეს.

გაერთიანების წევრებს ერთიანი ქსელი აქვთ, თუ რომელიმე ქვეყანას  გაზის მიწოდება  უწყდება, რევერსული - ორმხრივი მილსადენის მეშვეობით დანარჩენები  მას ეხმარებიან: ეს გაერთიანების ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომლითაც ამ ეტაპზე  ჩვენი ქვეყანა ვერ ისარგებლებს  -  საქართველოს არ აქვს საერთო საზღვარი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების რომელიმე წევრ ქვეყანასთან, არსებული გაზსადენების ინფრასტრუქტურა კი ბუნებრივ აირს  ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მიმართულებით ატარებს: აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ (კასპიის საბადოებიდან ევროპისაკენ). რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციისთვის  ენერგეტიკის სამინისტროდან გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ თურქეთიდან უკუდინებით საქართველოს გაზმომარაგების საკითხი ამ ეტაპზე აქტუალური არ არის და არ განიხილება. ორგანიზაციის - "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" დირექტორი საგანგებო ვითარებაში გაზის მიღების სხვა შესაძლებლობაზე საუბრობს: "მართალია,  ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნებისგან შორს ვართ, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე გადის მილსადენი, რომელმაც გაზი ევროპამდე უნდა ჩაიტანოს. დავიწყოთ მუშაობა ამ საკითხზე ახლავე და როცა გაიზრდება ბუნებრივი აირის ნაკადი, გვქონდეს საშუალება, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს  იქედან რაღაც ნაწილი მივიღოთ," - ამბობს მარგველაშვილი.

არსებობს კიდევ ერთი წინაღობა: საქართველოსა და ბიზნეს-კონსორციუმებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების პრინციპებს ეწინააღმდეგება: საქართველომ უარი უნდა თქვას ტრანზიტის გადასახადზე: ანაზღაურება, რომელსაც ის მიიღებს  მის ტერიტორიაზე მილსადენის გაყვანისთვის, ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გაღებულ ხარჯს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა,  ანტიმონოპოლიური კანონის თანახმად, რომელიც ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების ფარგლებშია მიღებული, ხელშეკრულებაში ფასი არ უნდა იყოს განსაზღვრული - ფასი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. საქართველოს კი კონსორციუმებთან  გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად,  განსაზღვრულ მოცულობებზე სპეციალური, შეღავათიანი  ფასი  აქვს.

"ჩვენ არ ვიღებთ ტრანზიტის გადასახადს. როცა ეს ხელშეკრულებები იდებოდა, ინვესტორს ბევრი საგადასახადო შეღავათი მივეცით, სანაცვლოდ კი მისგან იაფი რესურსი მივიღეთ. რეალურად, ეს მოგების გადასახადია," - ამბობს ვალიშვილი,  - "მთავარი დეროგაცია (დროებითი გადახვევა - მ.ვ.), რაც ჩვენ ევროკავშირისგან მოვითხოვეთ, უკვე არსებულ ხელშეკრულებებს ეხება. მომავალ პროექტებზე პრობლემა არ იქნება: ჩვენ ვიცით რა საერთაშორისო ვალდებულებები და მოთხოვნები უნდა შევასრულოთ და ახალი ხელშეკრულება ახალი მოთხოვნების შესაბამისად შედგება. მაგრამ, შეცვალო ხელშეკრულება, რომელიც რამდენიმე  წელია უკვე მუშაობს და კიდევ რამდენიმე წელი უნდა იმუშაოს, ძალიან რთული იქნებოდა. ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში ამაზე პროტესტი არავის გამოუთქვამს. ამ  დეროგაციის უფლება ჩვენ მივიღეთ. ყველამ იცის, რომ ახალი რეგულაციები უკვე არსებულ პროექტებს არ შეეხება და მათი გადახედვა არ მოხდება."        

თუ მთავრობამ ევროპელებთან მოლაპარაკებების პროცესში ქვეყნის ინტერესების შესაბამისი კონსენსუსი  იპოვა და საჭირო შეღავათი და გამონაკლისი მიიღო,  მაშინ  რატომ ყოვნდება ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების პროცესი?

"წელიწადზე მეტია ვცდილობთ, რომ ამ კითხვაზე პასუხი მივიღოთ. გვქონდა განხილვა პარლამენტში და სამოქალაქო საზოგადოებასთან. არანაირი სარწმუნო და არგუმენტირებული  პასუხი არ მიგვიღია. დარწმუნებული ვარ, ასეთი პასუხი არც არსებობს. რაში გამოვიყენეთ ეს დრო, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ რა გავაკეთეთ ისეთი, რამაც მიზანთან დააგვაახლოვა? არაფერი. შევიმუშავეთ ქსელის კოდექსი, გადამცემი ქსელის 10-წლიანი გეგმა... ეს ძალიან ნელი განვითარებაა იმასთან შედარებით, რაც რეალურად გვჭირდება. ამ რეფორმის მთავარი არსი ბაზრის გამჭვირვალების უზრუნველყოფა, ქსელური  და არაქსელური საქმიანობის ერთმანეთისგან გამიჯვნაა -  ქსელის მფლობელი კონკურენციის დამაბრკოლებელი ვერ უნდა გახდეს. ეს არის მთავარი პირობა და ეს არ კეთდება," ამბობს მარგველაშვილი,  - "არსებობს გაერთიანებაში გაწევრიანების გადავადების შესაძლო მიზეზები: მთავრობა არ არის დაინტერესებული  და არა აქვს სათანადო ინფორმაცია ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების სარგებლის შესახებ; არ შეუძლია რეფორმის ჩატარება; ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ ისევ არსებობდეს ისეთი გაუმჭვირვალე გარემო, როგორიც დღეს გვაქვს. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ჩვენი კურსი და მიზანი არ არის ევროკავშირთან ინტეგრაცია. ყოველ შემთხვევაში იმ ხალხის, ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს."

“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დირექტორი  გარე საფრთხეებზეც მიუთითებს. ცნობილი ფაქტია: 2013 წელს რუსეთმა მოლდოვას ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლაზე უარის თქმის სანაცვლოდ გაზის ფასის 1/3-ით დაკლება შესთავაზა.  საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის  ბერკეტად რუსეთი შესაძლოა "ენგურჰესს” იყენებდეს. ამ ჰესის წლიური გამომუშავება 3 მილიარდ კილოვატ საათს აღემატება.

“ენგურჰესის” წილი საქართველოს მთლიან ენერგობალანსში 40 პროცენტია. "ჰესის სამანქანო დარბაზი და ქვესადგური რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, წყალსაცავი კი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. არაკეთილისმოსურნეები თუ მოინდომებენ, ძალიან ადვილია, რომ "ენგურჰესიდან" დენი ვეღარ მივიღოთ  და ძალიან ადვილია, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენს მთავრობაზე ზემოქმედების ბერკეტად აქციონ. შესაძლოა, ეს ბერკეტიც მუშაობს და ამიტომ ვდებთ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებას. შესაძლოა, სხვა ბერკეტებიც არსებობდეს.  გაუმჭვირვალე გარემოა, გადაწყვეტილებებს ადამიანები ერთპიროვნულად იღებენ. არ არის გამორიცხული, რომ ისეთი  ზემოქმედების ბერკეტი მუშაობდეს, რომ ჩვენ მისი არსებობის შესახებ არც კი  ვიცოდეთ."

www.eugeorgia.info-სთან საუბარში მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი უკვე შედგა, მომდევნო რაუნდი კი 2016 წლის დასაწყისში გაიმართება და  უკვე არსებული შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო 2016 წლის სექტემბრისთვის ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი გახდება.

 

სტატისტიკური ინფორმაცია

ამ ეტაპზე საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია. 2014 წელს საქართველომ 2 მლრდ 17 მლნ  კუბ. მ. გაზი მოიხმარა. ამ გაზის 87,1%  (1 მლრდ 897 მლნ კუბ.მ) აზერბაიჯანიდან შემოვიდა. აქედან 686 მილიონი კუბური მეტრი სამხრეთ კავკასიური მილსადენით (რომელიც ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის სახელითაცაა ცნობილი. მისი მეშვეობით აზერბაიჯანში, შაჰ-დენიზის საბადოზე მოპოვებული გაზი ტრანზიტით თურქეთში გადის), 1 მლრდ 21 მლნ კუბური მეტრი კი აზერბაიჯანთან ცალკე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.

აზერბაიჯანულ გაზს საქართველო შეღავათიანი ფასით ყიდულობს: მოსახლეობისთვის მისაწოდებელ 1000 კუბ.მეტრს  120 აშშ დოლარად,  თბოსადგურებისთვის კი ყოველ 1000 კუბ.მეტრს -  143 აშშ დოლარად.  ეს ფასი გაცილებით დაბალია იმ ღირებულებასთან შედარებით, რასაც "გაზპრომი" სტრატეგიულ პარტნიორს, სომხეთს სთავაზობს: სომხეთი ამჟამად 1000 კუბურ მეტრ რუსულ გაზში 165 დოლარს იხდის.

აზერბაიჯანულთან ერთად საქართველო რუსულ გაზსაც იღებს. 2014 წელს საქართველომ  რუსეთიდან 267 მლნ 773 ათასი  კუბური მეტრი გაზი მიიღო. აქედან  206 მლნ 166 ათასი კუბური მეტრი ტრანზიტის საფასური იყო: ჩრდილოეთ-სამხრეთის 221 კმ-იანი გაზსადენით სომხეთში გატარებული რუსული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობის 10% საქართველოს რჩება, 1000 კუბური მეტრი 110 დოლარად. გარდა ამისა, საქართველომ  გასულ წელს  რუსეთიდან დამატებით კიდევ 61 მლნ  607 ათასი კუბური მეტრი გაზი შეიძინა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მთლიან მოხმარებაში დამატებითი რუსული გაზის წილი 2009 წელს 9.8% იყო,  2012 წელს - 1.6%, 2013 წელს რუსეთიდან დამატებითი გაზის იმპორტი საერთოდ არ განხორციელებულა, 2014 წელს კი მისი წილი მთლიან მოხმარებაში 2.8% იყო.

 

წაკითხულია
3351
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ევროკავშირის მხარდაჭერით გასულ წელს საქართველოში 11 ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდა

ევროკავშირის მხარდაჭერით გასულ წელს საქართველოში 11 ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდა

ევროკავშირის ინიციატივა ახალგაზრდებისთვის (EU4Youth) ოთხწლიანი პროექტია, რომელიც გასულ წელს დაიწყო. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე ვრცელდება და საქართველოს გარდა მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას. EU4Youth პროგრამა ხ

11 მაისი 2018 | 20:47 განათლება ვრცლად
ევროკავშირის დახმარებით პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა

ევროკავშირის დახმარებით პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა

ევროკავშირის დაფინანსებით დასაქმებისა და პროფესიული განათლების სფეროში გასული 4 წლის განმავლობაში ოთხი პროექტი განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც  დაინერგა მოდულური მიდგომები, შემუშავდა მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებდა დამსაქმებლების ჩართვას პროფესიული გ

22 მარტი 2018 | 13:49 განათლება ვრცლად
2017 წელს გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო 4 საფეხურით ჩამოქვეითდა

2017 წელს გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო 4 საფეხურით ჩამოქვეითდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ის მიერ საქართველოსთვის მომზადებულ სტრატეგიაში იდენტიფიცირებულ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინოვაციების დაბალ დონეს ქვეყანაში: “საქართველო ჩამორჩება თავის საინოვაციო პოტენ

22 დეკემბერი 2017 | 14:25 ბიზნესი ვრცლად
საქართველოს სავარაუდოდ ენერგოდირექტივების შესრულების თარიღის გადავადება მოუწევს

საქართველოს სავარაუდოდ ენერგოდირექტივების შესრულების თარიღის გადავადება მოუწევს

2010/31/EU რეგულაციის თითოეული კომპონენტის შესრულება, ოპტიმალური ხარჯის გაწევის პირობებში, დადებითი ეფექტის მომტანი იქნება როგორც საქართველოს ეკონომიკისთვის, ასევე ეკოლოგიისთვის: სხვა თანაბარ პირობებში, გაიზრდება ენერგოეფექტურობის საერთო მაჩვენებელი, გაჩნ

26 სექტემბერი 2017 | 14:35 ენერგეტიკა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner