banner
17 დეკემბერი 2015 | 15:56 ფინანსები

2016 წლის 1 იანვარს სახელმწიფო საწარმოების სავალდებულო აუდიტი უნდა დაიწყოს

2016 წლის 1 იანვარს სახელმწიფო საწარმოების სავალდებულო აუდიტი უნდა დაიწყოს


მსოფლიო ბანკი კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს, სადაც წერია: "ფინანსური ანგარიშგებების ნიმუშების დეტალურმა შესწავლამ ვერ გამოავლინა ან მეტად უმნიშვნელო გაუმჯობესება დააფიქსირა ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სფეროში 2007 წელს განხორციელებულ შეფასებასთან შედარებით".

ჩვენ ვიწყებთ სტატიათა ციკლს, სადაც თქვენთან ერთად თვალს მივადევნებთ, თუ როგორ ინერგება ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და კორპორატიული მართვის სფეროებში ევროკავშირის კანონებისა და ნორმების აქტების კრებულით (EU acquis communautaire) დადგენილი სტანდარტები. 
2014/56/ EU და 2013/34 EU დირექტივებით საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საწარმოებში სავალდებულო აუდიტის შემოღების ვალდებულება 2016 წლის 1 იანვრამდე აიღო. ამ ნორმის დროულ ამოქმედებას ითხოვს მსოფლიო ბანკიც, თუმცა ფინანსთა სამინისტროს კანონპროექტი ჯერ ისევ განხილვის სტადიაშია და მასთან დაკავშირებით უამრავი პრეტენზია და კითხვის ნიშანი აქვთ, როგორც პროფესიონალებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეწარმეებს და თავად აუდიტორებსაც. ჩვენი მიზანია ვუპასუხოთ კითხვებს, რატომ ვერ შეიმუშავა ფინანსთა სამინსიტრომ ორი წლის განმავლობაში კრიტერიუმები, რომლითაც სავალდებულო აუდიტის ჩატარების უფლების მქონე კომპანიები უნდა განისაზღვროს. როგორ მოხდება საწარმოების კლასიფიცირება ზომების და რისკ ჯგუფების მიხედვით, რის შესაბამისადაც უნდა მოხდეს ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების, აუდიტის მოთხოვნის და ანგარიშგების გამოქვეყნება.შევა თუ არა სახელმწიფო დაწესებულებები, რომელთა მართვის ხარისხთან დაკავშირებით დღეს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფის მქონე - Public interest entity-ში და, შესაბამისად, თუ მოეთხოვება მათ ყველაზე მკაცრი მოთხოვნები, ანუ აუდირებული ფინანსური ანგარიშგება და მათი საჯაროდ გამოქვეყნება
    ამ დღეებში საქართველო ვიზალიბერალიზაციისთვის გაწეული საქმიანობის შეფასებას ელოდება. ევროკომისიის წინასწარი კომენტარები მოწმობს, რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლას წინ არაფერი დაუდგება. რაც წესით, ახალი ბაზრის ასათვისებლად ჩამოსულ ევროპელ ინვესტორებს და დასავლურ ინვესტიციებს ნიშნავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად თავისუფალ, მოწესრიგებულ და ღია ბიზნესგარემოს დავახვედრებთ მათ. მსოფლიო ბანკის ბოლო ანგარიშში გასულ 7 წელიწადში მთავრობის მუშაობის მიმართ ბევრი პრეტენზიაა გამოთქმული. ირკვევა, რომ ევროდირექტივების შესრულებაში ჩამორჩენაა ბევრი მიმართულებით, ქვეყანაში კომერციული ბანკების გარდა სხვა საწარმოებზე სანდო და საჯარო ინფორმაციიას ვერ მოიპოვებ. ფინანსთა სამინისტრო თავის გასამართლებლად ვადებს იშველიებს, რომელიც 2017 წელს გადის. მსოფლიო ბანკი და ევროკავშირი კი "აუდიტის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ" კანონის სასწრაფო ამოქმედებას ითხოვს.
  ეს ძნელად გასაგები და რთულად დასამახსოვრებელი სათაური ნიშნავს ევროპულ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ეკონომიკას, სადაც გამორიცხულია, მთავრობამ არ იცოდეს ათეულობით სახელმწიფო კომპანიის არსებობის ფაქტი, სადაც წაგებაზე მომუშავე სახელმწიფო კომპანიები არ არსებობენ, მსხვილი ჰოლდინგების და კორპორაციების მოულოდნელი გაკოტრება კი გამორიცხულია. ეს კანონი ნიშნავს - განვითარებულ საკრედიტო ბაზარს, შესაბამისად - იაფ ფულს მეწარმეებისთვის და მოქალაქეებისთვის დანაზოგებზე აქციების საშუალებით მიღებულ დივიდენდებს, ნებისმიერი საჯარო ინტერესის მქონე საწარმოს ფინანსურ ანგარიშგებაზე თავისუფალ წვდომას, კვალიფიციურ აუდიტორებს და დასკვნებს, რომელთა სანდოობაც ეჭვს არ იწვევს. 
   გასული საუკუნის 20-იან წლებში აშშ-ში ბირჟის კოლაფსის და დიდი დეპრესიის შემდეგ ქვეყანამ გამოსავალი სწორედ ამ სათაურის ქვეშ მოქცეული ფინანსური ანგარიშგების მკაცრ სიტემაში იპოვა. აშშ -ს დღემდე ყველაზე რეგულირებადი და ლიკვიდური აუდიტორული სფერო და მყარი ფინანსური სისტემა აქვს. მოგვიანებით, მას მხარი ევროპამ აუბა. დღეს უკვე ინფორმაციის გასაჯაროებას და მკაცრი ფინანსური წესრიგის დამყარებას ვატიკანი გეგმავს. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჯერი ახლა საქართველოზეა.

შობის წინ კათოლიკური სამყარო რომის პაპის ფრანცისკეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ გააოცა. ვატიკანის ფინანსური სკანდალებით შეწუხებულმა პაპმა, კათოლიკური ეკლესიის არსებობის ისტორიაში პირველად ფართომასშტაბიანი აუდიტის ჩატარება ბრძანა, "რათა სრულად შემოწმდეს ვატიკანის ეკლესიის სიმდიდრე, ფინანსები, ხარჯები და აღიკვეთოს მფლანგველობა". ფრანცისკმა ამ მიზნით მსოფლიოს „დიდი ოთხეულიდან“ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული აუდიტორული კომპანია "PricewaterhouseCoopers(PWC)" დაიქირავა. შემოწმება ყველა სახის ფინანსურ ინვესტიციებს, უძრავ ქონებასა და კულტურული ღირებულების აქტივებსაც შეეხება.

დემოკრატიული შეხედულებებითა და განსაკუთრებული ასკეტიზმით ცნობილ ფრანცისკეს არც აქამდე დაუკლია მეცადინეობა, შეეკვეცა უზომოდ გაბერილი ხარჯები და ის ფუფუნება, რომელშიც ბევრი კარდინალი ცხოვრობს. მან საამისოდ მაგალითიც მისცა სხვებს, როცა მისი წინამორბედის ბენედიქტეს დატოვებულ ძვირფას ავტომანქანებზე, მსახურთა დიდ არმიასა და რენესანსის ეპოქის შედევრებით მორთულ უზარმაზარ აპარტამენტებზე უარი თქვა. ეკლესიის წიაღში მეტი გამჭვირვალეობისა და ფინანსური წესრიგის დამყარებისკენ მოწადინებულ ფრანცისკეს მაშინ რომის ბიუროკრატიული სტრუქტურები დაუპირისპირდნენ, მაგრამ ახლა, როცა პრესაში გამოქვეყნებულ კონფიდენციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, მფლანგველობისა და კორუფციის ბრალდებით ვატიკანის ხუთი მსახური პასუხისგებაში მიეცა, 78 წლის პაპის ინიციატივას ვეღარავინ შეეწინააღმდეგა.
"ბლუმბერგის" ინფორმაციით აუდიტმა მუშაობა 2015 წლის აქტივების შემოწმებით დაიწყო. "ფრაისვოთერჰაუსკუპერსის" ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვებს რამდენად სწორადაა შეფასებული ვატიკანის მთლიანი აქტივები 3 მილიარდ ევროდ, მაშინ როცა ვატიკანის ბანკის ანგარიშგების თანახმად საბანკო ანაბრები, მართვის ქვეშ არსებული აქტივები და კლიენტების ფინანსური მინდობილობები საერთო ჯამში 6 მილიარდ ევროს აღწევს. პრესაში გაჟონილი სკანდალური ინფორმაციის თანახმად კი ვატიკანის აქტივების რეალური ღირებულება სინამდვილეში ბევრად აღემატება ბანკის საბუღალტრო ანგარიშგებაში ასახულ მონაცემებსაც. აუდიტის საბოლოო დასკვნა საძირკვლად ჩაეყრება ვატიკანის განახლებულ გრძელვადიან ფინანსურ გეგმას და საშუალებას მისცემს კათოლიკურ ეკლესიას ეფექტურად მიუდგეს ფინანსურ გამოწვევებს და გაარკვიოს, დამატებით რა რაოდენობის რესურსის გათავისუფლება შეიძლება ეკლესიის საქველმოქმედო საქმიანობის სასარგებლოდ.

   ვატიკანის მაგალითი მოწმობს, რომ ევროპაში პრაქტიკულად არ არსებობს ინსიტუცია, სადაც გამჭვირვალება და ანგარიშგება უმაღლეს რანგში არ არის აყვანილი. ევროპული სახელმწიფოების ცხოვრების წესთან დაახლოება, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორგანიზაციების, კომპანიების და სხვადასხვა დაწესებულებების ანგარიშგების და გამჭვირვალების უმაღლეს სტანდარტებს გულისხმობს, დღეს საქართველოში უკიდურესად ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამას ადასტურებს მსოფლიო ბანკის ახალი დასკვნაც, რომელმაც აუდიტისა და ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების სფეროს რეფორმირების ხარისხი და ტემპები შეისწავლა.
   დიპლომატიური ენის მიუხედავად, მათი შეფასებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ცხადზეცხადია: "მთავრობის მხრიდან ხელმძღვანელობა და თანამშრომლობაა საჭირო რეფორმის სათანადო ტემპის მისაღწევად. რეფორმის ამჟამინდელი პროცესი ჩამორჩება და მას სჭირდება ლიდერი. საქართველოს მთავრობამ და კერძოდ კი ფინანსთა სამინისტრომ უნდა იკისროს წამყვანი როლი."
    მსოფლიო ბანკის მისიის წინა ანგარიში 2007 წელს გამოქვეყნდა, აუდიტის სფეროს რეფორმის აუცილებლობაზე რეკომენდაციები და რჩევები საქართველოს მთავრობამ მაშინაც უხვად მიიღო. რვა წელი გავიდა და მსოფლიო ბანკის შეფასებით 28 რეკომენდაციიდან შესრულებულია მხოლოდ ერთი, თვრამეტი ისევ შესასრულებელია, ცხრაზე კი ახლა მუშაობენ, ან კანონი მიიღეს და ამოქმედება გადაავადეს.
    ოთხმოცგვერდიან დასკვნაში ყველა აბზაცში შეხვდებით ერთ ან რამდენიმე ასეთ ჩანაწერს: "აღინიშნება ჩამორჩენა ამ და სხვა ძირითად სფეროებში... 2016 წლის იანვრიდან სავალდებულო აუდიტი უნდა ჩატარდეს სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი რეგისტრირებული აუდიტორების მიერ... საქართველოს აუცილებლად სჭირდება აუდიტის საზოგადოებრივი ზედამხედველობის შემოღება...2012 წლის ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის კანონის განხორციელება ისევ გარდამავლ ფაზაშია... მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლის ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის კანონის ეს კრიტიკული დებულებები ამოქმედდეს შემდგომი გადავადების გარეშე და სხვ."
   ევროკავშირის დირექტივის შესრულებაზე პასუხისმგებელი ფინანსთა სამინისტრო www.eugeorgia.info-სთან მსოფლიო ბანკის დასკვნის კომენტირებასა და პასუხისმგებელ პირთან შეხვედრაზე უარს აცხადებს. ორგვერდიანი წერილობითი პასუხი კი მხოლოდ სამუშაო პროცესს და მათ სურვილს აღწერს, დროულად დაუახლოვნენ ევროსტანდარტებს. იძლევიან დაპირებას, რომ ევროდირექტივების შესასრულებლად გამოყოფილ ვადებში, რომელიც 2017 წლის 1 სექტემბერს იწურება, ჩაეტევიან. ერთადერთი კონკრეტული ინფორმაცია ისაა, რომ ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ ახალი კანონპროექტის სამუშაო ვერსია მომზადდა და ახლა სხვა უწყებების შეფასებებს ელიან. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2012 წელს მიღებული მსგავსი შინაარსის კანონის ბევრი დებულება დღემდე არ ამოქმედებულა. ისევე, როგორც არ შექმნილა აუდიტორული საქმიანობის მარეგულირებელი დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც დააწესებდა აუდიტის სტანდარტებს, გასცემდა აუდიტორის ლიცენზიას, დარღვევების შემთხვევაში მიიღებდა შესაბამის ზომებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფდა მათ მიერ გაცემული დასკვნის სანდოობას და მომსახურების მაღალ ხარისხს.
  დღეს აუდიტის საზოგადოებრივი ზედამხედველობის ნაცვლად ეს სფერო თითქმის მთლიანად თვითრეგულირებადია და შესაბამისად, მსოფლიო ბანკის დასკვნით: "ფინანსური ანგარიშგებების ნიმუშების დეტალურმა შესწავლამ ვერ გამოავლინა ან მეტად უმნიშვნელო გაუმჯობესება დააფიქსირა ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სფეროში 2007 წელს განხორციელებულ შეფასებასთან შედარებით".
    ინტერესთა კონფლიქტის და პროტექციონიზმის თავიდან აცილების მიზნით ამერიკული და ევროპული მოდელები აუდიტორული საქმიანობის ორმაგ რეგულაციას ითვალისწინებს. ერთი დამოუკიდებელი ორგანო გასცემს აუდიტორის ლიცენზიას და ადგენს საქმიანობის სტანდარტს, მეორე კი უზრუნველყოფს მათ მიერ მომზადებული დასკვნების შერჩევით გადამოწმებას და საჯაროობას. სამომავლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყველა ფუნქციის ერთი ორგანოსთვის გადაბარებას გეგმავს და სავარაუდოდ, ის სამინისტროსთან დაკავშირებული უწყება იქნება.
     რაც შეეხება დღევანდელ პრაქტიკას: ამჟამად ფინანსთა სამინისტრო მხოლოდ იმ აუდიტორულ კომპანიებს განსაზღვრავს, ვისაც სახელმწიფო ქონების შეფასების ექსკლუზიური უფლება აქვს. 2012 წელს სიაში 14 კომპანია შეიყვანეს. მას შემდეგ კი მესამე წელია, სხვა აუდიტორულ კომპანიებს ნუსხაში ჩასმაზე იმ მოტივით ეუბნებიან უარს, რომ არ არის განსაზღვრული კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აუდიტორული კომპანიების შერჩევა უნდა მოხდეს. კონკურენციის სააგენტო მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ აუდიტორული დასკვნის გამცემ პირთა შერჩევის მოქმედი წესი წინააღმდეგობაში მოდის "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონთან. "კონკურენციის შესახებ" კანონის მიღება და კონკურენციის პოლიტიკის რეფორმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.
   ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ხელისუფლება ვალდებულია ბაზარზე კომპანიების თავისუფალი დაშვება და მათი თანასწორუფლებიანობა უზრუნველყოს. კითხვებს ისიც აჩენს, რომ კომპანიების შერჩევის კრიტერიუმების არარსებობა ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა მსოფლიოში სიდიდით მეცხრე საბუღალტრო ასოციაცია Morison International-ის ექსკლუზიური წევრი კომპანიისთვის საქართველოში და არ აღმოჩნდა მაგალითად, შპს "ცოდნისათვის", რომელიც ნუსხას 2014 წლის 17 იანვარს დაემატა. საერთაშორისო აუდიტორული ასოციაცია Morison International-ის ექსკლუზიური წევრი კომპანიის, შპს "აუდიტი და ბიზნეს კონსალტინგის" პარტნიორი მიხეილ აბაიაძე www.eugeorgia.info-სთან საუბარში აცხადებს, რომ აუდიტურ და საკონსულტაციო ბაზარზე კომპანიის თავისუფალ შესვლას სახელმწიფო ზღუდავს. მთავრობა დაჩქარებული წესით იღებს მეორეხარისხოვან რეგულაციებს და არ ადარდებს, რომ კანონის დარღვევით, ამჟამად საქართველოს აუდიტური ბაზრის თითქმის 80%-ს 14 კომპანია აკონტროლებს. მიხეილ აბაიაძემ ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურა და ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის. ამ განაჩენს მის ბედქვეშ მყოფი სხვა აუდიტორული კომპანიებიც დიდი ინტერსით ელოდებიან.

  და მაინც, ამ პრობლემებს ან საერთაშორისო ვალდებულებებს რომ თავი დავანებოთ, რატომაა საჩქარო ბიზნესის განვითარებისთვის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ კანონის სასწრაფო ამოქმედება: ეკონომისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ინვესტორები უფრთხიან ისეთ ქვეყანაში შესვლას, სადაც არ არსებობს მათთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორი-გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება. ცივილური საფინანსო გარემოდან საქართველოში ჩამოსულ უცხოელ და განსაკუთრებით ევროპელ ინვესტორს აქ ხვდება გაუმჭვირვალე გარემო და ჩაკეტილი სივრცე. საწარმოს კეთილსინდისიერების შესამოწმებლად (მოგება, ზარალი, ფასწარმოქმნა, ფინანსური ბალანსი) ინფორმაციის მოპოვება საჯარო ონლაინ პორტალზე არ შეუძლია. გამოდის, რომ ის მფლობელის პატიოსან სიტყვას უნდა ენდოს.
  დღეს მოქმედი კანონმდებლობით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულნი მხოლოდ კომერციული ბანკები, ბირჟის მონაწილეები და სადაზღვევო კომპანიები არიან და აქედანაც მსოფლიო ბანკის შეფასებით, "მხოლოდ კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებებია საჯაროდ ხელმისაწვდომი. აღნიშნულის საპირისპიროდ, რეგულირებას დაქვემდებარებული სხვა პირების ფინანსურ ანგარიშგებებთან წვდომა შეზღუდულია, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოეთხოვებათ აღნიშნული ფინანსური დოკუმენტების საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა".
    მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის დირექტივების მიხედვით კი ნებისმიერი ბუნდოვანების გამორიცხვის და ქვეყანაში ფინანსური რყევების თავიდან აცილების მიზნით, პირველ რიგში სწორედ ყველაზე მაღალი რისკჯგუფის მქონე ბიზნესები უნდა განისაზღვროს, რომელთაც დიდი გავლენა აქვთ ეკონომიკაზე და მათი გაკოტრების შემთხვევაში აქციონერებთან ერთად უამრავი სხვა ადამიანიც დაზარალდება. "უნდა დაწესდეს მოთხოვნა, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ყველა კომპანია, ე.ი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე კომპანიები (PIE) და დიდი საწარმოები ბუღალტრული აღრიცხვის დირექტივის შესაბამისად, ინტერნეტის მეშვეობით ან ასლების უფასოდ გავრცელებით, სრულად აქვეყნებდნენ აუდიტორის მიერ შემოწმებულ საკუთარ ფინანსურ ანგარიშგებებს აქციონერთა საერთო კრებამდე გონივრული პერიოდის განმავლობაში", -მიიჩნევენ მსოფლიო ბანკის ექსპერტები. კაპიტალის მოცულობის და დასაქმებული ადამიანების რაოდენობიდან გამომდინარე შედარებით ლიბერალური მიდგომებია საშუალო, მცირე და მიკრო საწარმოებისთვის.
   კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რასაც ევრორეგულაციების ამოქმედება მოაგვარებს, საფონდო ბაზრის ამუშავება და აქციების დაბანდების გზით მეწარმეებისთვის იაფი ფულის შოვნის შანსია. მსოფლიო ბანკის დასკვნის მიხედვით, "საქართველოს კაპიტალის ბაზარი საკმაოდ ზედაპირულია საბანკო სექტორის დომინირების პირობებში... ქართული ბანკების მომგებიანობა ევროპის და ცენტრალური აზიის უმაღლეს მაჩვენებლებს შორისაა. ისინი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ პოტენციური და არსებული მსესხებლების მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების ადეკვატურობას და ძირითადად სესხის უზრუნველყოფას ეყრდნობიან. გირაოსთან დაკავშირებული მოთხოვნები საქართველოში საშუალოდ მოთხოვნილი სესხის მოცულობის 223%-ია და ნაწილობრივ გამოწვეულია, მსესხებლების მიერ წარმოდგენილი ფინანსური ინფორმაციის არასაიმედოობით და გაუმჭვირვალობით."

"ახლა მთელი ფული კომერციული ბანკების და დიდი მონოპოლისტი კომპანიების ხელშია, რამდენიმე ოლიგარქიული, ძირითადად ოფშორში გადახვეწილი სისტემა მდიდრდება. რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ ანგარიშვალდებული საწარმოები და ფინანსური ანგარიშგების მოწესრიგება ანტიმონოპოლიური კანონის რეალურ ამუშავებამდე, სიკეთეს ვერ მოიტანს"
, -აცხადებს საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი პლიუსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დავით ასლანიშვილი, რომელიც სისტემური რეფორმის დაჩქარების მომხრეა: "ანგარიშვალდებული საწარმო ჭირდება კონკურენტულ გარემოს! როცა არის ფულის დასაბანდებლად არჩევანის საშუალება! საქართველოში არჩევანის საშუალება ჯერჯერობით არ გვაქვს. ამ კანონის ამოქმედებას პირველ რიგში სწორედ მონოპოლისტები შეეწინააღმდეგებიან. ასე შეიქმნა აიფონი, მაიკროსოფტი, გუგლი, ფეისბუქი. აქ რომ დაბადებულიყო სტივ ჯობსი, ცუკერბერგი ან ბილ გეიტსი სხვა გზა არ ექნებოდათ, უნდა აეღოთ იარაღი და ტყვია დაეხალათ შუბლში. იდეების განხორციელების და ბიზნესის გაკეთების საშუალება მათ არ ექნებოდათ. ერთადერთი საშუალება აქ რა არის? წავიდეს კომერციულ ბანკში. იქ სად მიდის ?—ბროკერთან. ბროკერი რას აკეთებს? უშვებს ფასიან ქაღალდებს, ანგარიშვალდებული საწარმოებიდან აგროვებს ინფორმაციას, აწვდის მას თავის წრეს ანუ ნეთვორქს, ბიზნესს, იძებნება სარისკო ინვესტიციების ფული და იწყება იდეის განხორციელება. ასე შეიქმნა ფეისბუქი, აიფონი, ვინდოუსი. 15 მილიარდი დოლარის სესხები აქვთ გაცემული კომერციულ ბანკებს და 300 მილიარდი ლარის ქონება უდევთ გირაოში. თუ სასწრაფოდ ძირეული რეფორმა არ დაიწყო, ასე ეკონომიკა ვერ განვითარდება".
  საპარტნიორო ფონდის ფინანსური დეპარტამეტის დირექტორის მოადგილე, წარსულში ერნსტ ენდ იანგის (Ernst & young) აუდიტორი სოსო მამუკელაშვილიც ადასტურებს, რომ ამ პირობებში ფინანსური ბაზარი ფაქტიურად უუნაროა, კომერციული ბანკები დიდ თავკომბალად გადაიქცნენ და სესხის სანაცვლოდ გირაოში მინიმუმ 2-ჯერ უფრო ძვირ ქონებას იდებენ. ამიტომ მათ იაფი ფულის მოზიდვა საერთაშორისო ბირჟებიდან უწევთ. საქართველოში კაპიტალის ბაზრის გაცოცხლება კი საპარტნიორო ფონდის პროექტებს უფრო ეფექტურს გახდიდა. " ჩვენი მუშაობის პრინციპია, შევქმნათ წარმატებული ბიზნესმოდელები და მათი დროული რეალიზება მოვახდინოთ. არალიკვიდური ბირჟის ნაცვლად საქართველოში მოქმედი ბირჟა რომ არსებობდეს, მოგებაზე გასვლის შემდეგ აქციებს აქ განვათავსებდით და პროექტებიდან გამოსვლა გაგვიადვილდებოდა. ამიტომაა მნიშვნელოვანი ძლიერი ფინანსური ანგარიშგების სისტემა,"- ამბობს www.eugeorgia.info-სთან მამუკელაშვილი.
    დაბოლოს, ყველაზე შემაშფოთებელი მონაცემები, რასაც ახალი კანონის ამოქმედება შეუძლებელს გახდის, ესაა გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფუძნებული სახელმწიფო საწარმოების არაეფექტური მართვა და ჰაერში გაბნეული მილიარდები. საუბარია იმ საწარმოებზე, რომელთაც არც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ და არც ბაზრის სტიმულირება შუძლიათ. მაგალითად ისევ ევროპის ორი ქვეყანა მოვიყვანოთ: ირლანდიაში სულ 60-მდე სახელმწიფო საწარმოი დაფუძნდა და ძირითადად ფუნქციონირებს ენერგეტიკის, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების გადამუშავებისა და სატრანსპორტო მომსახურების სექტორებში. შვედეთში - კომუნიკაციების, ენერგეტიკის, საბანკო მომსახურების და კულტურის სფეროებში და მათი რაოდენობა 55-ს არ აღემატება. ამ ფონზე კი საქართველოში 344 დიდი სახელმწიფო საწარმოა (იგულისხმება მხოლოდ სახელმწიფოს და არა - თვითმმართველობების მმართველობაში მყოფი საწარმოები). მსოფლიო ბანკის ინფორმაციით: "სულ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებობს დაახლოებით 2200 სააქციო საზოგადოება, რომელთაგან 257 –ს მოეთხოვება ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა. გასული სამი წლის განმავლობაში „ანგარიშვალდებული“ საწარმოების დაახლოებით მხოლოდ 25% წარადგენდა ფინანსური ანგარიშგებებს და ბევრი მათგანი არ ასრულებდა მოთხოვნებს. ბევრ შემთხვევაში ფინანსური ანგარიშგებების წარდგენა არ ხდება და შესაბამისი უწყებები ხარჯავენ დროს და რესურსებს ანგარიშვალდებული საწარმოების არსებობის დადგენაზე და საბაზისო ფინანსური ინფორმაციის მოპოვებაზე."
    ის, რაზეც მსოფლიო ბანკის დასკვნაში დელიკატურად მიანიშნეს, გაცილებით მწვავედ შეაფასა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, რომელმაც ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს რევიზიის დროს შემთხვევით 75 "ჩრდილოვანი სახელმწიფო საწარმო" აღმოაჩინა. მათ არსებობაზე ეჭვი აქამდე არავის გასჩენია და შესაბამისად, არც არავის შეუმოწმებია. "არ არსებობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საწარმოების სია. არ არსებობს რაიმე ტიპის რეგულაციები, რომელიც ამ საწარმოების ხელმძღვანელთა ხელფასებს დაარეგულირებდა. არსებობს 75 ჩრდილოვანი საწარმო, რომელიც არ შედის სააგენტოს სიაში და ამასთანავე წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოს,"- სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ჩრდილოვანი საწარმოების სიას არ აკონკრეტებენ, თუმცა ზოგადი მინიშნება ვარაუდების საბაბს ნამდვილად იძლევა: "მკაფიო ხედვისა და კრიტერიუმების არარსებობის გამო, საქართველოში მიღებული პრაქტიკაა ისეთი საწარმოების დაფუძნება, რომლებსაც სახელმწიფოსათვის არც სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდათ და არც ბაზრის სტიმულირება შეეძლოთ, მაგალითად, სახელმწიფო საწარმოების ფორმირება მეფუტკრეობის, მეტეოროლოგიური მომსახურების, ლუდისა თუ სხვა მეზობელ ინდუსტრიებში".

  ეკონომიკის სამინისტროში ჩატარებული რევიზიის შედეგად გაირკვა, რომ მსგავსი შინაარსის სახელმწიფო საწარმოების აბსოლუტური უმრავლესობა წამგებიანია, თუმცა მთავრობა მათ ლიკვიდაციას არ ჩქარობს. წამგებიანი საწარმოების ხელმძღვანელები დღეის მდგომარეობით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის სახით ყოველთვიურად იღებენ ათასობით ლარს. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთი საწარმოები ტვირთი იქნება სახელმწიფოსთვის მანამდე, სანამ გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგება ქვეყანაში სავალდებულო არ გახდება.


ეკა სარია
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

წაკითხულია
6409
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner