banner
14 იანვარი 2016 | 21:42 კვლევა

DCFTA-ს 1 წელი შედეგების მიმოხილვა

DCFTA-ს 1 წელი შედეგების მიმოხილვა

თბილისიდან სამი საათის სავალზე ახალციხის რაიონის სოფელ ანდრიაწმინდაში გალინა ინასარიძე მსოფლიო მასშტაბით უნიკალურ ტენილ ყველს აკეთებს. ის უკვე 25 წელია რაც ტენილის დამზადების ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს. სულ თავიდან წელიწადში 30 კილოს თუ მოაგროვებდა, ახლა კი წარმოება ნახევარ ტონამდე გაზარდა. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ მწირი ინფორმაცია აქვს, თუმცა აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი პროდუქტზე მოთხოვნა აშკარად გაიზარდა.

„ბოლო წლებში ტენილ ყველზე ინტერესმა იმატა. თავიდან ტენილს შემოსავლის მიღების გამო არ ვაკეთებდი, უბრალოდ მინდოდა ასეთი ყველის დამზადების ტრადიცია არ გამქრალიყო. როცა დედაჩემი ამ ყველს აკეთებდა და დღესასწაულებზე გვაჭმევდა, მაშინ არ წარმოგვედგინა, რომ ასეთი ყველი საქართველოს გარდა არსად მსოფლიოში არ კეთდებოდა. ერთხელ ჩვენთან სტუმრად ფრანგი მოგზაური ცოლქმარი (Emmanuel Mingasson, Colette Dahan) გვეწვია. მათ ჩვენი ყველი ძალიან მოეწონათ. ისინი ერთი კვირით დარჩნენ ჩვენთან. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა სხვა ტურისტები ჩვენი პროდუქტით აღფრთოვანებულან. თუ იქნება ხელშეწყობა და პატარა ქარხნის და მაცივრების მოწყობას შევძლებთ, ასე წამოების გაზრდის შესაძლებლობა მოგვეცემა, ავიყვანდი რამდენიმე მოსწავლეს და რამდენიმე ტონას დავამზადებდით. წარმოსახვაში უკვე ვყიდით ჩვენს ყველს ევროპაში“, - ამბობს  გალინა ინასარიძე.

მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება გააფორმა ინასარიძის ოცნების ასრულება არარეალური სულაც არ არის. ასოცირების შეთანხმების მეოთხე კარი  ვაჭრობასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ევროკავშირის შიდა ბაზარს ხსნის. ასოცირების შეთანხმების ეკონომიკური ნაწილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაა (Deep and Comprehensive Free Trade Area),  რომელიც DCFTA-ს აბრევიატურით არის ცნობილი.

 DCFTA-ს უპირატესობები GSP+ და GSP-სთან მიმართებაში

წლების წინ საქართველოს ევროკავშირთან შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმი GSP ჰქონდა, რომლის დახმარებითაც 3200 დასახელების პროდუქტის საბაჟო ტარიფების გარეშე შეტანა შეეძლო. ამის შემდეგ საქართველოს პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა GSP+ მიეცა და ტარიფებისგან გათავისუფლებული პროდუქციის ჩამონათვალი 7200-მდე გაიზარდა.

საქართველოს ევროკავშირთან დღეს ბევრად უფრო გაუმჯობესებული სავაჭრო რეჟიმი DCFTA აქვს, რომელიც ნულოვანი საბაჟო ტარიფით 9600 დასახელების, პროდუქციის ექსპორტირების უფლებას იძლევა. DCFTA-ის მოლაპარაკებებისათვის მომზადების პროცესი 2009 წელს დაიწყო. ევროკომისიამ საქართველოს მთავრობას  სხვადასხვა სფეროში განსახორციელებელი რეფორმების შესახებ რეკომენდაციები (EU Commission’s Recommendations Regarding Georgia’s Preparedness for the DCFTA Negotiations) წარუდგინა. საბოლოოდ DCFTA 2014 წლის 1 სექტემბრიდან ოფიციალურად ამოქმედდა. 

რეკომენდაციების მიხედვით მოლაპარაკებების დაწყებისათვის ევროკომისიის მიერ პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი 4 სფერო: ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სანიტარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებები (სურსათის უვნებლობა), ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და კონკურენცია. 

საქართველოს მიერ გაფორმებული სხვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებისაგან განსხვავებით, DCFTA გულისხხმობს როგორც საქონლით, ისე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციას. გარდა ამისა, DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს (მაგ.: სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფინანსური მომსახურება და სხვა) და ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივ დაახლოებას ითვალისწინებს. 

DCFTA საქართველოს აძლევს საშუალებას ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. მეოთხე შესაძლებლობა, ანუ იგივე “თავისუფლება” გულისხმობს  ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას, რასაც  ხელს უწყობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია.  

DCFTA მოიცავს შემდეგ თავებს:

  • საქონლით ვაჭრობა
  • ვაჭრობაში დაცვითი ზომები
  • ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში, სტანდარტიზაცია, მეტროლოგია, აკრედიტაცია და შესაბამისობის შეფასება
  • სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები
  • საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობა
  • დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია
  • მიმდინარე გადახდები და კაპიტალის მოძრაობა
  • საჯარო შესყიდვები
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
  • კონკურენცია
  • ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულებები ენერგეტიკის სფეროში
  • გამჭვირვალობა
  • ვაჭრობა და მდგრადი განვითარება
  • დავების მოგვარება
  • დაახლოების ზოგადი დებულებები 

DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი ეხსნება, რომელიც ამ ეტაპზე 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას  ხელს უწყობს.  

ამ სავაჭრო შეთანხმებით საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა გახდეს მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისათვის, რაც გამოიწვევს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამას გარდა, DCFTA-ს ამოქმედება ხელს შეუწყობს ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას, ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას.

DCFTA-ს უნიკალურობა იმაშიც გამოიხატება, რომ  სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოების ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განვითარების შანსი ჩნდება. სატარიფო და არასატარიფო შეზღუდვების ლიბერალიზაციის გარდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება საქართველოს ინსტიტუციონალური განვითარების და გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ არის ეს შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი. აღნიშნული, საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე. 

ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი (მხოლოდ ნიორი-კვოტის ფარგლებში) გარკვეული პირობების (სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების სტანდარტები) დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი საბაჟო ტარიფით შევა. 

მნიშვნელოვნად გამარტივდება საქართველოდან მომსახურების ექსპორტი ევროკავშირში. მომსახურების სფეროს ქართულ კომპანიებს მიეცემათ საშუალება უმეტეს სექტორებში:

  • დააფუძნონ ფილიალები ევროკავშირის ქვეყნებში და მათი საშუალებით მიაწოდონ მომსახურება ევროპელ მომხმარებელს;
  • თავიანთ ევროპულ ფილიალებში დაასაქმონ ქართველი მენეჯერები, სპეციალისტები და მისცენ თავიანთ თანამშრომლებს  შესაძლებლობა გაიარონ პროფესიული ტრეინინგები;
  • გაუშვან თავიანთი გაყიდვების წარმომადგენლები ევროკავშირში, მათი პროდუქციის გაყიდვის მიზნით მოლაპარაკებების საწარმოებლად;
  • მიაწოდონ მომსახურება ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან, ევროკავშირში ფილიალების გახსნის გარეშე. 

ქართველ სპეციალისტებს, ინდივიდუალურად თუ კომპანიებს შორის გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე, DCFTA საშუალებას აძლევს ევროკავშირში მომსახურება გასწიონ. შეთანხმება ასევე მოიცავს პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების მექანიზმებს. საქართველოში გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომები, სერტიფიკატები და ა.შ.) აღიარებული იქნება ევროკავშირის მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტებს ევროკავშირში გაცემული ანალოგიური დოკუმენდების შესაბამისი ძალა ექნება. ამის შემდეგ,  ქართველი სპეციალისტების მიერ მომსახურების გაწევა ევროკავშირის ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაადვილდება. 

ამას გარდა, ქართული საქონელი და მომსახურება ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვებში დაშვებას ეტაპობრივად მიიღებს. 

ევროკავშირის ბაზარი  მსოლიოში უმსხვილესია, რომელიც ამჟამად 28 ქვეყნის 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. ეს ბაზარი კი თავის მხრივ ნიშნავს: სტაბილურ ბაზარს, ღია თამაშის წესებს, დისტრიბუციის გამართულ ქსელს, მზარდ ფასებს სურსათზე და მზარდ მოთხოვნას ნატურალურ პროდუქციაზე. ცნობილია, რომ ევროკავშირი სურსათის უდიდესი მწარმოებელია, მაგრამ ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის მაჩვენებელი მაინც მაღალია. ხილის ძირითადი მიმწოდებლები არიან: სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, სამხრეთ აფრიკა და თურქეთი. ბოსტნეულის ძირითად მიმწოდებლებში კი არიან მაროკო, კენია, ეგვიპტე, კენია და თურქეთი. თუმცა დიდი მანძილის გამო ამ ქვეყნებიდან ტრანსპორტირების ხარჯი საკმაოდ მაღალია. 

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის 2013 წლის კვლევის მიხედვით ევროკავშირის ბაზარი სურსათზე დანახარჯების მაღლი მაჩვენებლით გამოირჩევა. კვლევის მიხედვით, ერთ სულ მოსახლეზე სურსათზე გაწეული ხარჯი ნორვეგიაში 4 973 დოლარს შეადგენდა, შვედეთში 3 385, საფრანგეთში კი 3285 დოლარს, მაშინ როცა რუსეთში სურსათზე  2245 დოლარი, უკრაინაში 1142 და საქართველოში კი 894 დოლარი იხარჯება. 

DCFTA-ს შესაძლებლობების გათვალისწინებით საქართველოს სასურსათო პროდუქციის წარმოების და მიწოდების მიმართულებით საკმაოდ კარგი პოტენციალი გააჩნია. უტარიფო და ტექნიკური ბარიერებისგან თავისუფალი ვაჭრობა საქართველოში წარმოებული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს ზრდს. 

ევროპული დახმარებები 

 სახელმწიფო ინსტიტუტების და კერძო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობისთვის რამდენიმე ევროპული დახმარების პროგრამა მოქმედებს. 

DCFTA-სა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა

ეს არის სექტორული პოლიტიკის მხარდამჭერის პროგრამა, რომელსაც არაოფიციალურად საბიუჯეტო დახმარებასაც უწოდებენ, რომლის 50%-ი მიდის ბიუჯეტში ხელისუფლების მიერ გარკვეული რეფორმების განხორციელების სანაცვლოდ.ასევე ჩადებულია ინსტიტუციონალური  განვითარებისთვის საექსპერტო დახმარების კომპონენტი თითოეული უწყებისათვის. კიდევ ერთი კომპონენტი მიზნობრივი ჯგუფების (იძულებით გადაადგილებული პირები, მიგრანტები, ქალები ბიზნესში, ახალგაზრდა მეწარმეები) ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. 

DCFTA  Facility

პროგრამა განხორციელდება ევროკომისიის, ევროპული საინვესტიციო ბანკის (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი თანამშრომლობით. პროგრამით გათვალისწინებულია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ აუცილებელი ინვესტიციების მოძიება  DCFTA-ით გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად წარმოების აწყობაში. მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალება ეძლევა მაქსიმალურად გამოიყენონ DCFTA-ს ფარგლებში გათვალისწინებული სავაჭრო შესაძლებლობები ევროკავშირთან.

DCFTA Facility  მეწარმეებს სანიტარული და ფიტოსანიტარული მოთხოვნების ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის შესასძლებლობას მისცემს, ასევე ახალ სტანდარტებზე გადასვლაში დაეხმარება. DCFTA  Facility-ის კომპონენტებია:

  • ტექნიკური დახმარება,  რომელიც მეწარმეებს  ბანკებისთვის მისაღები საპროექტო წინადადებების მომზადებასა და საბაზრო შესაძლებლობების გამოყენებაში დაეხმარება.
  • რისკების გაზიარების მექანიზმი , რომელიც ბანკებს მეწარმეებზე სესხების გაცემის რისკებს შეუმცირებს.
  • ვალუტის დაცვა ცვალებადი გაცვლითი კურსისგან - ეს კომპონენტი ადგილობრივ ბანკებს სესხების ეროვნულ ვალუტაში გაცემის შესაძლებლობებს მისცემს.
  • წახალისებები - ამ კომპონენტის ფარგლებში გაუმჯობესებული პირობებით კრედიტის აღება იმ მეწარმეებს შეეძლებათ, რომლებიც საწარმოებს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობაში მოიყვანენ. 

DCFTA  Facility-ის დახმარების პროგრამა მიმდინარე წელს ამოქმედდება. 

ENPARD (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის)

პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი  52 მილიონი ევროა. თავდაპირველ ბიუჯეტს 40 მილიონ ევროს 2014 წელს კიდევ დაემატა 12 მილიონი საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში მიღწეული წარმატების აღსანიშნავად. ENPARD-ის პროექტის განხორციელება 2013 წლის მარტში დაიწყო. 

ENPARD-ის პირდაპირ მიზნებს წარმოადგენს:

  • სექტორის ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობებისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა.
  • ფერმერთა ინიციატივების და შესაძლებლობების განვითარება რაიონის დონის საკონსულტაციო და საინფორმაციო ცენტრების მეშვეობით.
  • ფერმერებთან და ფერმერებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება მწარმოებლურობის გასაზრდელად და მასშტაბზე ორიენტირებული ეკონომიკის მისაღწევად.
  • სოფლად დასაქმების მგომარეობის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. 

ENPARD-ის 52 მილიონი ევროდან ნაწილი საბიუჯეტო დახმარებაა, რომელიც გარკვეული ვალდებულებების შესრულებისა და რეფორმების სანაცვლოდ ბიუჯეტში ირიცხება, ნაწილი კი სექტორების მიხედვით არის განაწილებული:

  • ფინასური დახმარება საქართველოს მთავრობას (საბიუჯეჯო დახმარება) 24.5 მილიონი ევრო
  • 2014-2020 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელება 7 მლნ
  • სულ მცირე 30 რაიონში ფერმერებისთვის საკონსულტაციო სამსახურების დაარსება 5.5 მლნ 
  • სახელმწიფო პროგრამები ფერმერთა სულ მცირე 350 კოოპერატივისთვის დახმარების გასაწევად 8.5 მლნ
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროში პოლიტიკის დანაყოფის შექმნა 2 მლნ
  • სოფლის მეურნეობის სტატისტიკის გაუმჯობესება 1.5 მლნ
  • სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა 7 მილიონი ევრო
  • სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერთთა გუნდი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის დახმარების გასაწევად 2.5 მლნ
  • ტექნიკური დახმარება კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის 2.5 მლნ
  • გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მიერ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა 1 მლნ
  • გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ აჭარის აგროსერვისცენტრისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა 1 მლნ
  • არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი გრანტები 19.75 მილიონი ევრო
  • 4 გრანტი 160 კოოპერატივისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გასაწევად 16 მლნ
  • გრანტები 2 რაიონში საპილოტე პროექტებისათვის 3 მლნ
  • გრანტები უმაღლესი განათლებისა და კვლევის ხელშეწყობისთვის 0.75 მლნ
  •  
  • შეფასება, მონიტორინგი, საჯაროობა 0.75 მილიონი ევრო 

მიუხედავად იმისა, რომ ENPARD-ის პროექტის ფარგლებში 350 კოპერატივის შექმნა იყო დაგეგმილი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რაოდენობა ბევრად აჭარბებს წინასწარ დაგეგმილ ოდენობას და დღევანდელი მდგომარეობით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მინიჭებული აქვს  1257 კოოპერატივს. 

ბიზნესზე ორიენტირებული მცირე ფერმერთა ჯგუფების შექმნის ხელშეწყობას  ამ პროგრამის ფარგლებში 4 არასამთავრო ორგანიზაცია (ოქსფამი - OXFAM, ქეა საერთაშორისო - CARE International, მერსი ქორპსი - Mercy Corps, ადამიანი გაჭირვებაში - People in Need Czech) ახორციელებს. 

კოოპერირების გარდა ENPARD-ის პორექტში მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება  ექსტენციის სერვისის განვითარებაა. ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერით ფერმერთა საკონსულტაციო 30 ცენტრის ნაცვლად 54 შეიქმნა. 

ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ასევე შესაძლებელი გახდა სოფლის მეურნეობის სტატისტიკის მეთოდოლოგიის გაუმჯობესება. ამ ვალდებულების შესრულება  ევროკავშირის შეფასებითმა მისიამ 100%-ით დადებითად შეაფასა. ევროკავშირის დახმარებით და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით პირველად შეიქმნა საქარველოს სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგია 2015-2020, სადაც დარგის პრიორიტეტები განისაზღვრა და ვადებში გაიწერა. 

ENPARD 1-ის დასრულების შემდეგ კიდევ იგეგმება ENPARD ორის და სამის დაწყება, რომელთა ბიუჯეტი ას მილიონ ევროზე მეტი იქნება.მომდევნო ეტაპებზე სოფლის მეურნეობის განვითარების კომპონენტები შედარებით მცირე მასტაბებით იქნება, თუმცა პროექტი უფრო მეტად საქართველოში სოფლის განვითარებისა და სოფლად სამუშაო ადგილების შექმნის  ხელშეწყობას მომემსახურება. 

CIB (Comprehensive Institutional Building- ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარება)

ამ ეტაპზე პროექტის მეორე ფაზა მიმდინარეობს. პირველი ფაზაში ბიუჯეტი 3.4 მილიონი ევრო იყო, საიდანაც 80 პროცენტი ევროკავშირის თანხა, ხოლო 20 პროცენტი სურსათის ეროვნული სააგენტოს  კონტრიბუციას წარმოადგენდა.

პირველ ეტაპზე CIB პროგრამის მიზანი სურსათის ეროვნული სააგენტოს აღჭურვა, შესაძლებლობების ზრდა და ტრეინინგების გზით საგენტოს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება იყო. 

მეორე ეტაპზე პროექტში უკვე სოფლის მეურნეობის ლაბორატორია და ასევე შემოსავლების სამსახური ჩაერთო, რადგან იმპორტზე შემოსული პროდუქციის ფიტოსანიტარული და სხვა კონტროლი საზღვარზე შემოსავლების სამსახურის მიერ ხორციელდება. CIB-ის მეორე ეტაპის ბიუჯეტი 4,5 მილიონი ევრომდე გაიზარდა, ამას გარდა  თანადამფინანსებლები სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, სურსათის ეროვნული სააგენტო და შემოსავლების სამსახური არიან. 

CIB პროექტის მხარდაჭერით რამდენიმე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი  DCFTA-ის ვალდებულებების შესრულებისა  და ეფექტური კონტროლის განხორციელებისთვის საჭირო შესაბამისი დანადრაგებით აღიჭურვა.

პროექტის მეორე ეტაპი 2016 წლის ბოლოს სრულდება და 30 თვეზეა გათვლილი. მესამე ეტაპის განხორციელებაც იგეგმება. ბიუჯეტი 4.5 მილიონი ევრო იქნება, რომელიც ისევ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციონალურ გაძლიერებას მოხმარდება.

CIB  პროექტის მთავარი მიზანია, რომ  სურსათის ეროვნული სააგენტომ  DCFTA-სთან  მიმართებაში აღებული ვალდებულების შესაბამისად ახალი საკანონმდებლო რეგულაციების  შესაბამისი კონტროლის განხორციელება შეძლოს. 

ევროკავშირის ბაზრზე არსებული ნიშებიდან გამომდინარე  სასურსათო პროდუქციის ექსპორტის პოტენციალი საქართველოს აქვს, თუმცა ამისთვის გარკვეული ვალდებულებების შესრულება აუცილებელია. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის სისტემა დამაკმაყოფილებელი არ იყო  DCFTA-ს მოლაპარაკების პროცესის დასაწყისში. დღესაც ქვეყანაში სურსათის ეროვნული სააგენტო ევროკავშირში  არსებულის შესაბამის კონტროლს ვერ ახორციელებს. დახმარების პროგრამები DCFTA-ს ვალდებულებების შესრულებისკენაა მიმართული. ევროკავშირის მხრიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების აღიარების გარეშე მაღალი რისკის, განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის პროდუქტების  ექსპორტირებაზე ფიქრი შეუძლებელია. 

„სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის ინსტიტუციონალური განვითარების სამი ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი არის  ევროპულ კანონმდებლობასთან საქართველოს კანონების დაახლოება,  თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ინფრასტრუქტურის განვითარება. ევროკავშირის დახმარების გარეშე ვერაფერს მივაღწევდით. ევროპელი ექსპერტების სიტემატური ჩართულობით, ჩვენი თანამშრომლების ევროპაში გადამზადებით, ეროვნული სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. გვაქვს რამდენიმე თანამედროვე ოფისი და აღჭურვილობა. ევროპელი სპეციალისტების ძალისხმევით დავხვეწეთ ნორმატიული აქტების ნაწილი. საკანონმდებლო დაახლოებამ შედეგი მოგვცა. ყველა ნაბიჯი, რომელიც სააგენტოს მხრიდან არის გადადგმული  საქართველოში სურსათის უვნებლობის სისტემის არსებობას უზრუნველყოფს.  სააგენტო ახლა ბევრად ფართო და კვალიფიციურ კონტროლს ახორციელებს“, - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი მაკა შუბლაძე. 

ნულოვანი ტარიფებით ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მსურველ ქართველ მეწარმეებს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებაც მოეთხოვებათ. სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ახალი კოდექსი ცხოველთა/ფრინველთა სასაკლაობისთვის და რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის HACCP-ის (Hazard Analysis Critical Control Point) დანერგვას მოითხოვს.    

HACCP -ი მეცნიერულად დასაბუთებული მართვის ორგანიზებული სისტემაა, რომელიც ითვალისწინებს საფრთხეების დადგენას და მათი კონტროლის შედეგად უვნებელი სურსათის წარმოებას. აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსის ეროვნული ადმინისტრაცია NASA-ს თხოვნით სურსათის მწარმოებელმა კომპანიამ Pillsbury  შეიმუშავა პროდუქტის უვნებლობის უნიკალური მეთოდი, რომელსაც HACCP-ი უწოდა. ყოველი კონკრეტული საწარმოო ხაზის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე ხდება მასში ისეთი სტადიების („წერტილების“) გამოვლენა, რომელზეც რაიმე შეცდომამ, მოუფრთხილებლობამ, შემთხვევითობამ, უნიათობამ ან სხვა გარემოებამ შეიძლება საბოლოო პროდუქტის დეფექტი (დაბინძურება, გაფუჭება) გამოიწვიოს. ყველა ასეთი ეტაპი წარმოადგენს (საბოლოო პროდუქტის უვნებლობისთვის) „კრიტიკულ წერტილს“, რომელზეც მუდმივი კონტროლი უნდა დამყარდეს. 1997 წლიდან HACCP-ი  სურსათის ჰიგიენის საერთაშორისო მოთხოვნების შემადგენელი ნაწილი გახდა. 

სურსათის ხარისხი (გემო, სუნი, ფერი, კონსისტენცია, შეფუთვა, წონა, დიზაინი, მიწოდების ვადა) უვნებლობაზე დამატებული ატრიბუტია და  არ კონტროლდება HACCP-ის სისტემის ფარგლებში. HACCP -ის სერთიფიცირება საქართველოს კანონმდებლობით სავალდებულო არ არის. 

საქართველოს კანონმდებლობა არ ითხოვს თუმცა, ევროკავშირში პოპულარული და მოთხოვნადი სტანდარტია GLOBAL GAP-ი. ეს არის სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტი. GLOBAL GAP-ის მოქმედების სფეროა: სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მეცხოველეობა, აკვაკულტურები და სხვა. გარდა სურსათის უვნებლობისა, ასევე ეხება გარემოს დაცვას, თანამშრომლების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებს.

სტანდარტი მოიცავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოების სრულ ციკლს ადგილის შერჩევიდან და ნიადაგის დამუშავებიდან პროდუქტის დამზადების, დაფასოების, შეფუთვის ეტაპებამდე. GLOBAL GAP ველურ კულტურებზე არ ვრცელდება, მაგრამ მისი გამოყენება გენეტიკურად მოდიციფირებული პროდუქტების წარმოებისთვისაც შეიძლება. სტანდარტი  234 მოთხოვნისგან შედგება. 

ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოების პროცესში საქართველოს ნორმატიული აქტების ბაზა წინასწარ გაწერილი გრაფიკის ფარგლებში  ევროპულს უნდა დაუახლოვდეს. საქართველოს ხელისუფლების მიერ გარკვეული რეფორმების განხორციელების შემდეგ სტატისტიკა აჩვენებს, რომ DCFTA-ს ამოქმედებიდან 16 თვის თავზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბუმი არ დაწყებულა და ექსპორტიც მცირედ გაიზარდა. 

სტატისტიკური ინფორმაცია 

დასაქმება

შინა მეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის მიხედვით 2013 წელს სულ დასაქმებული იყო 1 712 100 ადამიანი, 2014 წელს კი 1 745 200.  გამოდის, რომ 2014 წელს სამსახური 1,8% -ით მეტმა ადამიანმა იშოვნა.  

დასაქმება სექტორების მიხედვით

სოფლის მეურნეობის დარგში  2013 წელს დასაქმებული იყო 886 000 ადამიანი, 2014 წელს კი 888 200 ადამიანი, რაც 0,2 %-ით მეტია წინა წლის მონაცემთან. 

2013 წელს მრეწველობაში დასაქმებული იყო 115 200 ადამიანი, 2014 წელს კი 113 100 ადამიანი რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმება ამ სექტორში შემცირდა 1,8 %-ით.  2015 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით მრეწველობაში 109 739 ადამიანი იყო დასაქმებული. იმავე წლის პირველ კვარტალში კი მრეწველობის სექტორში ხელფასს 4 ათასი ადამიანით ნაკლები გამოიმუშავებდა. 

2013 წელს მომსახურების სფეროში მუშაობდა 710 900 ადამიანი, 2014 წელს ამ სექტორში 4,4%-ით ზრდა არის დასაქმების კუთხით. 

ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წარმოება 

2012 წელს საქართველოში სულ 1 102 200 ტონა ერთწლიანი კულტურები აწარმოეს, 2013 წელს რაოდენობა გაიზარდა 15,7%-ით და 1 307 500 ტონა შეადგინა. 2014 წელს კი წარმოება 10, 4 პროცენტით შემცირდა. (1 171 200 ტ)

2012 წელს 157 900 ტონა მრავალწლიანი კულტურები აწარმოეს, 2013 წელს 27,4 %-ით მეტი, ხოლო 2014 წელს 229 000 ტონა. ირკვევა, რომ ზრდის დინამიკამ მკვეთრად დაიკლო და 4,9 %-ი შეადგინა. 

ერთწლიანი კულტურები

კლება

2013 წელს  ერთწლიანი მარცვლოვანი კულტურები 1 307 500 ტონა აწარმოეს, 2014 წელს კი 1 171 200 ტონა რაც 10,4 %-ით ნაკლებია წინა წლის მონაცემთან შედარებით.

2012 წელს 80 700 ტონა ხორბალი აწარმოეს, 2013 წელს მისი წარმოება 300 ტონით გაიზარდა(0,3% მეტი), თუმცა 2014 წელს 30 800 ტონით ნაკლები (38%) აწარმოეს.

2013 წელს 35 000 ათასი ტონა ქერი მოიყვანეს, ხოლო 2014 წელს 10%-ით ნაკლები აწარმოეს.

2013 წელთან შედარებით 2014 წელს 4,4 %-ით ნაკლები სიმინდის მარცვლეული აწარმოეს.

კარტოფლის წარმოება 2014 წელს 216 200 ტონას შეადგენდა, მაშინ როცა ეს მონაცემი 27,1 %-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. კარტოფილის წარმოება 3,7 % -ით შემცირებულია 2012 წელთან ( 198 500 ტონა) შედარებითაც. 

ბოსტნეულ კულტურებს რაც შეეხება, 2014 წელს 6,6%-თ შემცირდა წამოება, 2013 წელს კი  წარმოების საერთო მოცულობა 204 800 ტონას შეადგენდა.

2014 წელს 9 900 ტონით ნაკლები პომიდორი აწარმოეს, 2013 წელს წარმოების მოცულობა 75 000 ტონას შეადგენდა. კიტრის წარმოებაც შემცირდა 900 ტონით და 2014 წელს სულ 30 600 ტონა მოიყვანეს.

33,8%-ით ნაკლები მწვანილი აწარმოეს 2014 წელს, 2013 წელს კი წარმოების მაქსიმალური მოცულობა 12 700 ტონას შეადგენდა. 

ზრდა

2014 წელს გაიზარდა შემდეგი ერთწლიანი კულტურების წარმოება:

შვრია 39,28 %

ბაღჩეული კულტურები 22,7%

ერთწლიანი ბალახების თივა 59,7%

ცხარე და ბულგარული წიწაკა 41,1%

ხახვი 6,0%

სტაფილო 13,1%

ბადრიჯანი 34, 9% 

მრავალწლიანი კულტურები

2014 წელს 229 000 ტონა ხილი აწარმოეს, რაც 4,9 %-ით მეტია 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

იგივე რაოდენობა

ბალი ალუბალი 5 600 ტ

გარგარი 700 ტ 

ზრდა

ვაშლის წარმოება გაიზარდა 21, 5%

ქლიავი 34,5%

ატამი 4%

კენკროვანი ხილი 50%

კატეგორია დანარჩენი ხილი 34,4%

ყურძენი 0,9%

ფორთოხალი 26,3%

ლიმონი 24% 

კლება 

მსხალი 5,8%

კომში 52, 3 %

ტყემალი 9,7%

კაკალი 48,1%

თხილი 5,79%

სუბტროპიკული ხილი 14,7 %

ჩაი 45,4% 

მთლიანი შიდა პროდუქტი

2012 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ღირებულებამ  საბაზისო ფასებში 22,5 მილიარდი ლარი შეადგინა, 2013 წელს 23 მილიარდი, ხოლო 2014 წელს მისი ღირებულება 25 მილიარდამდე გაიზარდა.

2013 წელს სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9,4 % იყო, ხოლო 2014 წელს 9,3%-მდე შემცირდა. 2015 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით ამ დარგის წილი მცირედით ისევ გაიზარდა და 2013 წლის მონაცემს გაუთანაბრდა. 

მთლიანი ექსპორტი საქართველოდან 

2013  წელს საქართველოდან 2 909 515 600 დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, 2014 წელს კი ეს მონაცემი 1, 6% ით შემცირდა. 2015 წლის იანვარ-ნოემბრის წინასწარი მონაცემებით 2 019 153 500 დოლარი. 

ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 

2014 წლის 1სექტემბრიდან DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) ოფიციალურად ამოქმედდა. სამ თვეში ევროკავშირში 158 718 500 დოლარის ღირებულების პროდუქტი გავიდა. 2015 წლის იგივე პერიოდს თუ შევადარებთ ექსპორტი 15 %-ით გაიზარდა.

2014 წლის იმპორტის მოცულობა სექტემბერ- ნოემბერში ევროკავშირიდან შეადგენდა 608 202 600 დოლარს, 2015 წლის იგივე პერიოდში გაიზარდა მხოლოდ 1,6%-ით.

იგივე პერიოდს თუ განვიხილავთ, იმპორტ-ექსპორტის უარყოფითი სალდო შემცირა. 2014 წელს იყო 449 484 100 დოლარით მეტი პროდუქცია იმპორტირებული, ხოლო 2015 წელს  4%-ით ნაკლები, კერძოდ კი 431 193 700 დოლარის ღირებულების პროდუქტი შემოვიდა. 

საექსპორტო პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. სოფლის მეურნეობის პროდუქტების გარდა ექსპორტზე გავიდა ლუდი, მინერალური წყლები, თიხა, ქვიშა შეღებილი და შეუღებავი, გრანიტი, კირი, ცემენტი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მინერალური ნივთიერებები, მანგანუმის ოქსიდები, ქიმიური რადიოაქტიური ელემენტები, რადიოაქტიური იზოტოპები და მათი ნაერთები, ორგანოთერაპიისთვის განკუთვნილი ჯირკვლები და სხვა ორგანოები, ადამიანის და ცხოველების სისხლი, დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებები, ფარმაცევტული პროდუქცია, მინერალური, ქიმიური და აზოტოვანი სასუქები, საღებავები და ლაქები, სუნამოები, კოსმეტიკური საშუალებები, საქონლის ტრანსპორტირებისთვის საჭირო შესაფუთი საშუალებები, ჭურჭელი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტყავი, ტანსაცმელი, ხე-ტყის მასალა, სამშენებლო ნაწარმი, ქაღალდის ტარა, ნაბეჭდი წიგნები, გაზეთები, ფეროშენადნობები, ბიჟუტერია, ნარჩენები და შავი ლითონების ჯართი, საიუვილერეო ნაკეთობები, ელექტრო მოწყობილობები, სათვალეები და ანალოგიური ოპტიკური მოწყობილობები, სურათები და ნახატები, მეორადი მოხმარების ნივთები და ა.შ. 

ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის ამოქმედებიდან 16 თვეში ანუ გასული წლის ბოლომდე, ევროკავშირთან საგარეო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტი) მთლიანმა მოცულობამ თითქმის ოთხ მილიარდ დოლარს მიაღწია. 

სამრეწველო პროდუქციის ღირებულება 

2013 წელს საქართველოში 4 124 067 600 ლარის სამრეწველო პროდუქტი აწარმოეს, 2014 წელს კი 4 867 374 800 ლარი. 2015 წლის წინასწარი მონაცემებით კი სამრეწველო პროდუქციის მთლიანი ღირებულება 3 431 669 100 ლარის ოდენობით განისაზღვრა. აქ არ შედის ნახშირის, ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი და თხევადი აირის, ელექტრო ენერგიის და სასმელი წყლის ღირებულება. ამ პროდუქტების შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური არ ფლობს. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2012 წელს 911 564 300 დოლარის ინვესტიცია დაფიქსირდა, შემდეგ წელს 941 902 600 დოლარის, ხოლო 2014 წელს 46,4 %-ით მეტი ინვესტიცია შემოვიდა. ინვესტიციების მოცულობამ მილიარდს 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებითაც გადააჭარბა.

2014 წელს საბოლოო ჯამში ევროკავშირიდან  820 016  800 დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ეს ინვესტიციების მთლიანი მოცულობის ნახევარია. 2015 წლის სამი კვარტლის წინასწარი მონაცემებით კი ევროკავშირიდან 390 064 000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაზე აცხადებს, რომ DCFTA-ს ვალდებულებების შესრულება გეგმის მიხედვით მიდის. მისი თქმით, DCFTA-ს შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით არაფერი საგანგაშო არ ხდება:

„DCFTA-ს კონკრეტული შედეგია ის, რომ რთული საგარეო ფაქტორების მიუხედავად ექსპორტის 6 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. 2014-2017 წლებზე გაწერილი რეფორმები ხორციელდება. არცერთ სფეროში ჩამორჩენა არ გვაქვს. განრიგის მიხედვით მივდივართ.  ვცდილობთ ინფორმირება რაც შეიძლება უფრო ინტენსიური იყოს.  მეწარმეებისთვის გარდამავალ პერიოდს ვქმნით, რადგამ კერძო სექტორი არ დაზიანდეს და ახალ რეალობაზე გადასვლა უმტკივნეულოდ მოახერხონ. DCFTA ინსტიტუტების გაძლიერებას და ასევე იმ ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლებასაც გულისხმობს, რომლებიც საკანონმდებლო მიახლოებაზე მუშაობენ. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ არ მოხდეს იმაზე მეტი ან ნაკლები ვალდებულების აღება, რაც გათვალისწინებულია ევროკავშირის რეგულაციებით“. 

გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე, ეკონომისტი გიგლა მიქაუტაძე მიიჩნევს, რომ DCFTA-ს მიერ ქვეყნისთვის სარგებლობის მოტანაზე საუბარი ნაადრევია, მით უფრო იმ პირობებში, როცა ხელისუფლებაც ინერტულია:

„არასწორი იქნება იმის თქმა, რომ DCFTA თვალსაჩინო სარგებელს ქართული ეკონომიკისთვის პირველივე წლებში მოიტანს. ევროკავშირში ექსპორტის მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდისთვის, ორი რამ არის გასაკეთებელი: არსებული საექსპორტო პროდუქტების სტანდარტების გაზრდა და ახალი საექსპორტო პროდუქტების შექმნა. ეს ყველაფერი რთულად წარმომიდგენია ადგილობრივი რესურსებით. პრინციპულად მიმაჩნია ინვესტიციების მოზიდვა. ამას გარდა, უნდა გაფართოვდეს სანედლეულო ბაზა. თურქეთთან დიაგონალური კუმულაცია შესაძლებლობას გვაძლევს მათი ნედლეულით პროდუქცია აქ ვაწარმოოთ და ევროკავშიში გავიტანოთ. თურქეთთან მოლაპარაკების შედეგები ბუნდოვანია. სამწუხაროდ ხელისფლება ამ მიმართულებთ ძალიან პასიურობს“. 

თბილისის საერთაშორისო ეკონომიკური სკოლა ISET სოფლის მეურნეობის მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის ბაზრის დეტალური შესწავლის გარეშე ქართველი მეწარმეებისთვის აუთვისებელი დარჩება. მისი აზრით, წარმატების მიღწევისთვის კომპლექსური ღონისძიებებია გასატარებელი:

„ევროპის ბაზარზე გასასვლელად საჭიროა ერთდოულად რამდენიმე  მიმართულებით მუშაობა, ესენია:     1. ევროკავშირის ბაზრის შესწავლა და იმ დარგებისა თუ ქვედარგების განსაზღვრა, რაშიც საქართველოს აქვს კონკურენტული უპირატესობა, რომ ამ ბაზარზე თავისი ადგილი დაიმკვიდროს. 2. ფერმერებთან და მეწარმეებთან მუშაობა, რომ მოხდეს იმ პროდუქციის დამზადება, რაზეც ევროკავშირშია მოთხოვნა. 3. ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოების წახალისება. 4. ექსპორტის ლოგისტიკის განვითარება . 5ქართული პროდუქციის უფრო „აგრესიული“ პოპულარიზაცია ევროპის ბაზარზე  და ქართული ეროვნული ბრენდის შექმნა, როგორც მაღალი ხარისხის პროდუქცია, ნატურალური პროდუქტი. 6. აგროტურიზმის კიდევ უფრო განვითარება, რაც ერთის მხრივ საქართველოსა და ქართული პროდუქციის ცნობადობას გაზრდისსდა მეორეს მხრივ დამატებით შემოსავლებს მოუტანს ფერმერებსა თუ ამ სფეროში ჩართულ ყველა რგოლს.“ 

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმება იმ ტიპის სავაჭრო რეჟიმია, რომელსაც შედეგები სწრაფად არ მოაქვს. მისი  აზრით, DCFTA-იმ ჰგარკვეული შედეგები უკვე მოიტანა, რაც ტექნიკური ბარიერების მოშლაში გამოიხატება:

„ასეთი სახის შეთანხმება შედეგს ასე მარტივად არ იძლევა. რაც შეეხება DCFTA-ს მნიშვნელოვან სარგებელს, ეს არის ტექნიკური ბარიერების მოხსნდა და შემცირება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ნაწამოები პროდუქტი თუ შეესაბამება სტანდარტით ევროპულ პროდუქტს, ამის აღიარება და სერთიფიცირება უნდა მოხდეს საქართველოში. ეს შექმნის ძლიერ პირობას იმისა, რომ გამარტივდეს აქედან ევროკავშირში გატანა. სანამ ევროკავშირი არ აღიარებს ჩვენს აკრედიტაციის ორგანოებს და ლაბორატორიბს, საჭიროა ქართული პროდუქტების ევროკავშირში სერტიფიცირება. ასევე პროდუქტის ხშირი შემოწმება ხდება საბაჟოზე. ეს პროდუქციას გადაადგილებას ართულებს და შესაბამისად, აძვირებს კიდეც. ნელ-ნელა საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში გაიზრდება, როგორც ეს მოხდა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში. ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ ეს შესაძებელია ძალიან ჩქარა, ამას წლები დასჭირდება“. 

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია oxfam-ის პროექტების მენეჯერი ლევან დადიანი ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ გასული სამი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში ერთჯერადი სუბსიდირებით თითქმს ნახევარი მილიარდი  ლარი უშედეგოდ გაფლანგა. დადიანის აზრით, ამ თანხით მეწარმეების გაძლიერება და დინამიური ეკონომიკური პროცესების შექმნა შეიძლებოდა:

„სოფლად 650 ათასი ოჯახური მეურნეობაა. პოტენციურად ამ ხალხს მთელი ქვენის გამოკვება შეუძლია, თუმცა სურსათის უდიდესი ნაწილი იმპორტირებულია. ხვნა-თესვის პროგრამებზე ნახევარი მილიარდი დაიხარჯა. ეს თანხა რომ გააზრებულ ინვესტირებაში მიმართულიყო, განვითარების დინამიკა გვექნებოდა. მცირე და საშუალო მეწარმეებს კაპიტალური ინვესტიციები სჭირდებათ, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მანქანა-დანადგარებით აღჭურვის ხელშეწყობას გულისხმობს. ინვესტირება სახელმწიფომ უნდა მოახდინოს სხვადასხვა წამახალისებელი საგრანტო, საივესტიციო სქემების მეშვეობით. სახელმწიფომ 70 პროცენტიანი თანადაფინანსება უნდა შესთავაზოს, 30 პროცენტიანი ბიზნესრისკი კი მეწარმემაც უნდა გასწიოს. ევროკავშირის ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სუბსიდირების საშუალო მაჩვენებლები პროდუქციის თვითღირებულების 40 პროცენტს შეადგენს. პირდაპირ სუბსიდირებას არც მე ვემხრობი, მაგრამ კაპიტალური სუბსიდირება არის ის, რაც დღეს ქართველ მეწარმეს ძალიან სჭირდება“. 

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დასახელების პროდუქტის ექსპორტირება ევროკავშირში შორეული პერსპექტივაა, DCFTA ვალდებულებების ნაწილობრივ შესრულება სასურსათო პროდუქციის წარმოებაზე გარკვეულწილად პოზიტიურად აისახა. გასულ წელს რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტი შემუშავდა. ამ საკანონმდებლო ნორმამ ნატურალური რძისა და მცენარეულ ცხიმზე დამზადებული პროდუქტების გამიჯვნის შესაძლებლობა გააჩინა. მომხმარებელს თავისი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე არჩევანის გაკეთების საშულება მიეცა. 

კიდევ ერთი ტექნიკური რეგლამენტი პოტენციურად საექსპორტო პროდუქტზე კერძოდ კი თაფლისთვის შემუშავდა. თაფლის მწამოებლებს ამ რეგლამენტის მიხედვით პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების და ახლო პერსპექტივაში ექსპორტირების შანსი გაუჩნდათ. 

ამჟამად განხილვის ფაზაშია ჩაის ტექნიკური რეგლამენტის კანონპროექტი. საქართველო ახლო წარსულში მსოფლიო მასშტაბით ჩაის მწარმოებელთა შორის მეოთხე ადგილს იკავებდა. უახლოეს ხანში კი მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის დაწყებას გეგმავს. რეგლამენტი კი დარგის განვითარების და რეგულირების ერთ-ერთ წინაპირობას  ჰქმნის. 

DCFTA-ს დამსახურებაა ისიც, რომ საქართელოს კანონმდებლობაში მიკვლევადობის და ეტიკეტირების მოთხოვნები ჩნდება. მიკვლევადობა საფრთხის იდენტიფიცირების უალტერნატივი საშუალებაა. ეტიკეტირება კი მომხმარებელს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს. 

სურსათის უვნებლობის ჯაჭვისთვისთვის მნიშვნელოვანი რგოლი იყო ცხოველთა რეგისტრაცის წესების შემოღებაც. 

ინდუსტრიულ პროდუქტების ექსპორტს რაც შეეხება, აქ საქმე უფრო მარტივადაა. მეწარმეებს გაცილებით მარტივი რეგულაციების დაკმაყოფილება მოეთხოვებათ. 

ფაქტია, რომ DCFTA-ს ამოქმედებიდან ქართული პროდუქციის ექსპორტირების თუ ადგილობრივ ბაზარზე ორიენტირებული წარმოების მიმართულებით ვითარება რადიკალურად არ შეცვლილა. წარმატების მაგალითების პარალელურად აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ბაზარზე სურსათის უვნებლობის და ხარისხის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ტენდენცია მცირე ტემპებით მაინც შეიმჩნევა. ამ ეტაპზე უფრო მეტი მეწარმე ნერგავს ევროპულ სტანდარტებს, ვიდრე თუნდაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებამდე. 

მეწარმეებს პროდუქტის უვნებლობისა და ხარისხის გაუმჯობესების გარდა, მიწოდების უწყვეტობის, როდენობის უზრუნველყოფის, ლოგისტიკისა და დისტრიბუციის პრობლემების გადაჭრაზე ფიქრიც მოუწევთ.

 

ზურაბ მოდებაძე

 

წაკითხულია
6440
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

EBRD -ის და FAO -ს დახმარებით ქართული მწვანილის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განხორციელდა

EBRD -ის და FAO -ს დახმარებით ქართული მწვანილის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი განხორციელდა

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქართული მემწვანილეობის ძირითად პროდუქტებზე (კამა, ოხრახუში) მოთხოვნა ნაკლებია და საერთაშორისო ბაზრების ასათვისებლად ახალი ნიშური პროდუქტების კულტივირებაა საჭირო.

22 მაისი 2018 | 16:00 სოფლის მეურნეობა ვრცლად
მომავალი წლიდან ქართველი მეწარმეები სტანდარტების მიღებას ონლაინ შეძლებენ

მომავალი წლიდან ქართველი მეწარმეები სტანდარტების მიღებას ონლაინ შეძლებენ

DCFTA-ს სამოქმედო გეგმის თანახმად, დეპარტამენტში უნდა დაინერგოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, ISO 9001-2015-ის შესაბამისად

12 აპრილი 2018 | 14:12 DCFTA ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner