banner
08 თებერვალი 2016 | 17:48 სოფლის მეურნეობა

სახელმწიფომ მიწების გადაფორმება დაიწყო

სახელმწიფომ მიწების გადაფორმება დაიწყო

„მოუწესრიგებელი კადასტრი რომ გვაქვს, ეს ხალხის ბრალი არ არის“

კანონპროექტი, რომელიც დაურეგისტრირებელი მიწების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს, ჯერ პარლამენტს არ განუხილავს, თუმცა, ეკონომიკის სამინისტრომ მიწების რეგისტრირების პროცესი უკვე დაიწყო. საჯარო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელის იაგო ხვიჩიას ინფორმაციით, მარტვილში ბოლო ერთ თვეში 2 ათას ჰექტრამდე ასეთი მიწაა უკვე სახელმწიფოს სახელზე გადაფორმებული. მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებმა, რომლებიც რეგიონებში ინვენტარიზაციას ახორციელებენ, სახელმწიფოს სახელზე სარეგისტრაციოდ მიწის ნაკვეთები უკვე ფოთში, სენაკში და აბაშაშიც მონიშნეს.

ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტო დაწყებული გადაფორმების პასუხად ამბობს, რომ მარტვილის რაიონში აღნიშნული მიწის ნაკვეთები 2009–2010 წლებში უკვე იყო რეგისტრირებული. სააგენტოში აცხადებენ, რომ ინვენტარიზაციის დროს სახელმწიფოს სახელზე გადაფორმებულ ქონებას სულ მცირე, ერთი წლის ვადით არ გაასხვისებენ და დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, კერძო პირს მიწას უკან დაუბრუნებენ. თუმცა, როგორც იურისტები ამბობენ, მიწით მოსარგებლე პირმა რომ შეძლოს და საკუთარი უფლებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოადგინოს, ნაკვეთს უკან ვეღარ გადაიფორმებს. რადგან სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული ქონების უკან დაბრუნების საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობს.

„ადგილობრივებს არ სჯერათ, რომ მათ მიწას სახელმწიფო ირეგისტრირებს, რადგან ისინი ამ ნაკვეთებით წლების განმავლობაში სარგებლობენ, – ამბობს იაგო ხვიჩია,– მარტვილის სოფლებში კომპიუტერით სიარული და მათთვის ჩვენება მიხდება, რომ მათი მიწები საჯარო რეესტრის საიტზე სახელმწიფო საკუთრებად უკვე ასახულია. როგორც ამბობენ, დასავლეთ საქართველოში ეს პროცესი 2–3 თვეში დასრულდება. ეს არის მიწის ნაკვეთები, რომლითაც ადგილობრივები სარგებლობენ, ამუშავებენ, აქვთ ნარგავები.ახლა ამ ადამიანებს სთხოვენ საბუთებს, რომელიც სახელმწიფოს არასდროს გაუცია.

ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ მიწების ინვენტარიზაციას ახორციელებს, არადა ამის  გაკეთება შეუძლებელია. ინვენტარიზაცია შეიძლება გააკეთოს 20%–იანი, თუნდაც 50%–იანი სიზუსტით, მაგრამ არა 100%–იანი სიზუსტით, რადგან შესაძლოა, მოქალაქე ცხოვრობს თბილისში და ნაკვეთი აქვს კახეთში, რეგისტრატორმა როგორ უნდა დაადგინოს? შესაძლოა ამ პირს დოკუმენტები აქვს, რომელიც რეესტრში არ ფიქსირდება, ეს რა იცის სახელმწიფომ, დოკუმენტებს როგორ ნახავს? ადგილზე ნაკვეთების ნახვა და თუნდაც მოსახლეობის გამოკითხვა არ არის აღრიცხვის სრულყოფილი ფორმა. ბევრი რამ რეგისტრატორზეა დამოკიდებული, ზოგი გამოუცდელი და არაკვალიფიციურია, ამიტომ არასწორად ხდება ადგილზე აღწერა. წარმოუდგენელია მოკლე დროში რეგისტრატორმა გადაამოწმოს და მესაკუთრე და მოსარგებლე დააგდინოს. ასეთი ნაკვეთები სახელმწიფომ თავის სახელზე რომ დაირეგისტრიროს და გაასხვისოს და ამის მერე გამოჩნდეს მესაკუთრე, რა მოხდება? როგორ უნდა იდავოს იმ ნაკვეთზე, რომელიც უკვე კეთილსინდისიერი მყიდველის ხელში იქნება?  ამას სჯობს სახელმწიფო ჯერ  შესაძლო მესაკუთრის პრეტენზიას დაელოდოს და თუ არავინ გამოჩნდება, მიწა საკუთრებად ამის მერე დაირეგისტრიროს“,–ამბობს იაგო ხვიჩია.

„ბევრი შემთხვევაა, რომ მიწები გვაქვს დარეგისტრირებული, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ტყუილად გავაკეთეთ. ფულიც გვაქვს გადახდილი, საბუთი გვაქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არაფერს ნიშნავს. ნაკვეთი თავიდან თუ გახდება გასაფორმებელი, ამას ხალხი ვერ გაწვდება“, –ამბობს მარტვილში მცხოვრები ალიკა ჯანელიძე.

კიდევ ერთი მარტვილელი მალხაზ ღვამბირაშვილი ამბობს, რომ მიწის გაფორმებაში, რომელსაც წლების განმავლობაში ამუშავებს, 400 ლარამდე უნდა გადაეხადა, მაგრამ თანხა არ ჰქონდა, ამიტომ თავის სახელზე ვერ დაირეგისტრირა. „400 ლარის გადახდა ძალიან ძვირი იქნება ჩვენთვის და ვერ გავწვდებით“, –ამბობს მალხაზ ღვამბრიშვილი. 

კანონში „საჯარო რეესტრის შესახებ“ ცვლილებების პროექტი ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტში დეკემებერში შეიტანა. კანონპროექტი იურიდიულმა კომიტეტმა დაიწუნა. მაშინ პარლამენტში ითქვა, რომ  კანონპროექტი ცვლილებების ინიციატორს უკან დაუბრუნეს და შესწორებების შეტანაზე ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ქონების მართვის ეროვნული სააგენტო“ მუშაობდა. ეს ინფორმაცია სააგენტროში დაადასტურეს, თუმცა, რომელი მუხლების ცვლილებებზე მუშაობდნენ, საიდუმლოდ დატოვეს. როგორც „საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველოს“ წარმომადგენელი ოლიკო შერმადინი ამბობს, კანონპროექტი პარლამენტში ჯერჯერობით პირველადი სახით დევს და განხილვას ელოდება.

გასულ კვირას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში პარლამენტარებთან ექნება შეხვედრა, სადაც მიწის რეგისტრაციის საკითხებზე იმსჯელებენ.

„არც ერთი ჩვენი მოქალაქე არ დაკარგავს იმ საკუთრებას, რაც არის მისი. იუსტიციის სამინისტროში შევიმუშავეთ ხედვა, თუ როგორ უნდა წავახალისოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვს საბუთი, მაგრამ ფაქტობრივად მიწა მრავალი თაობის მანძილზე არის მათი; როგორ უნდა დავეხმაროთ, რომ ეს საბუთები მოიძიოს; როგორ უნდა მუშაობდეს თითოეული მიწის ამზომველი, რადგან გვაქვს ამზომველების პრობლემაც - არიან კარგი ამზომველები და არიან ამზომველები, რომლებიც აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ამ საქმეს და შემდეგ მოქალაქეს სასამართლოში უხდება სიარული; როგორ უნდა მოიხსნას ის დიდი ფინანსური ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ზოგიერთს, დაირეგისტრიროს საკუთრება. წამახალისებელი ნორმების შესახებ კონცეფცია მოვამზადეთ, რომელსაც დეპუტატებს გავაცნობთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

„ვინც ვერ დაასაბუთებს, რომ კანონიერი მესაკუთრეა, მიწას დაკარგავს“

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, ამბობს, რომ გადამუშავებული ვარიანტი ჯერ არ აქვთ, თუმცა, სამართლიანი იქნება თუ მოქალაქეების მიერ თვითნებურად მიტაცებული მიწები სახელმწიფოს დაუბრუნდება.

 “წლების განმავლობაში ხდებოდა მიწების თვინებურად დაკავება. ზოგმა ღობე გადაწია და სახელმწიფოს კუთვნილი მიწა მიისაკუთრა. ზოგმა, სადაც მოეწონა, იქ შემოღობა, ხუხულა ააშენა და მიწას ასე დაეპატრონა. ეს მიწა სახელმწიფოს შეეძლო გაეტანა აუქციონზე, გაეყიდა და სასარგებლო საქმისთვის გამოეყენებინა. ან წყალი გაეყვანათ იმ ადგილას, ან გზა ან სკვერი გაეკეთებინათ. მიწების თვითნებურად მიტაცება საზოგადოებისთვის აღმოჩნდა საზიანო, დაზარალდნენ კეთილსინდისიერი მოქალაქეები. ამიტომ ვინც ვერ დაასაბუთებს, რომ კანონიერი მესაკუთრეა, მიწას დაკარგავს. ასეთი ნაკვეთები ან თვითმმართველობისაა ან სახელმწიფოსია. კანონის თანახმად, მიწა, რომელსაც არ ჰყავს მესაკუთრე, შეიძლება თვითმართველობამ დაირეგისტრიროს, რადგან მას აქვს პრიორიტეტი. ეს საკითხებია გასარკვევი და მიწის პრობლემები საბოლოოდ უნდა მოგვარდეს, ისე, რომ ზიანი არც კერძო პირს მიადგეს და არც სახელმწიფოს. მიწების დიდ ნაწილს ხელახლა აზომვა სჭირდება, რისი შესაძლებლობა სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას არ აქვს. აზომვა სახელმწიფომ რომ გააკეთოს, რამდენიმე მილიონი დასჭირდება. ხარჯის გაღება იმ საქმისთვის, რომელიც სწრაფად  არ მოიტანს ეკონომიკურ ეფექტს, ძალიან რთულია. საკმარისი ფულიც რომ იყოს, მაინც რთული გადასაწყვეტია, რისთვის და როგორ მოხდეს ამ ფულის დახარჯვა, მექანიზმია მოსაფიქრებელი. ამას იმ ადამიანებმა უნდა მიხედონ, ვინც იცის ეს საქმე. ასეთების მონახვა კი ადვილი არ არის. დონორი მოიძებნიოს ამის დასაფინანსებლად თუ ბიუჯეტმა დააფინანსოს, ესეც გადასაწყვეტია“, –აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

სპეციალისტები, რომლებიც USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტის ფარგლებში საქართველოში მიწის რეგისტრაციის საკითხებზე მუშაობენ, მიიჩნევენ, რომ მთავრობის გეგმა, იმ ფორმით, რომელიც პარლამენტშია შეტანილი, ვერ განხორციელდება. პრობლემა ისაა, რომ დღეისათვის მიწების დაახლოებით 20%–ია რეგისტრირებული. აქედან 500 ათასზე მეტი რეგისტრაციის კანონიერება საჯარო რეესტრს ეჭვის ქვეშ აქვს დაყენებული. რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი მიწის ნაკვეთების დიდ ნაწილზე კი დოკუმენტები არასოდეს გაცემულა, შესაბამისად საბუთები არც ტექბიუროებს და არც სხვა უწყებაში მოიპოვება. ასეთი ნაკვეთების მესაკუთრეებმა თუ მოსარგებლეებმა საკუთარი მიწის  საზღვრები არ იციან და შესაბამისად საჯარო რეესტრში მას პირდაპირ ვერ დაირეგისტრირებენ.

გასულ წლებში მოქალაქეებზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები ისე გაიცა, რომ საკადასტრო მონაცემები არ ახლდა. პრესტიჟულ ადგილებში არსებულ ნაკვეთებზე კი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები რამდენჯერმეა გაცემული. აღურიცხავი მიწების არსებობას ეკონომიკის სამინისტროც ადასტურებს. ქონების მართვის ეროვნული სააგენტო ამბობს, რომ სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის შედეგად, თბილისში  700 ჰექტრამდე, ხოლო რეგიონებში 255 ჰა როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები აღმოაჩინა.

ქვეყანაში არის ისეთი ადგილები, სადაც ე.წ. მიწის რეფორმა საერთოდ არ ჩატარებულა. არის ისეთი ტერიტორიები, სადაც საარქივო დოკუმენტები დაიწვა, მაგ, ანაკლიაში, სამტრედიაში, ფოთსა და ზუგდიდში. კადასტრი  არცერთ რეგიონში არაა სრულად მოწესრიგებელი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ სასაოფლო–სამეურნეო მიწა ხელახლა უნდა აზომოს, რადგან დღევანდელი მონაცემებით გაურკვევლია ვისი ნაკვეთი რა კონფიგურაციისა და სად მდებარეობს. საჯარო რეესტრმა უნდა დაიქირავოს ამზომველები, ჰკითხოს ყველას რა მიწის ნაკვეთი ეკუთვნის, რაზე აცხადებს პრეტენზიას, შექმნას ბაზა საკადასტრო მონაცემებით, რომელიც საჯარო იქნება.

„სახელმწიფოს მიდგომა არასწორია და უგულებელყოფს ტრადიციულ საკუთრებას. ხალხი ფლობს მიწის ნაკვეთებს, რომლთაც ტრადიციულად მათია და მოდავე არ ჰყავთ. ეს მიწის ნაკვეთები სახელწიფოს არ სჭირდება და ვერაფერში გამოიყენებს. მაგალითად, პირი დოკუმენტით ფლობს ერთ ჰექტარს, რეალურად კი ნაკვეთის ფართობი ჰექტარნახევარია. თუ იმ ნახევარ ჰექტარს ჩამოაჭრის, სახელმწიფო ამას ვერაფერში გამოიყენებს. გაუაზრებელი ნაბიჯია, რაღაც ხომ უნდა გავაკეთოთ და აკეთებს. ფული ამ პროექტზე ტყუილად იხარჯება. მნიშვნელოვანია რას ამბობს ის ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს და არა სახელმწიფო. მოუწესრიგებელი კადასტრი რომ გვაქვს, ეს არ არის ხალხის ბრალი. დოკუმენტები რომ არ აქვს, ეს სახელმწიფოს დანაშაულია და მანვე უნდა გამოასწოროს. ჯერ ხალხმა უნდა თქვას, მისი რა არის. ეს უნდა დაიტანონ კადასტრზე, თუ არ არსებობს სხვა კერძო მესაკუთრესთან წინააღმდეგობა“,–ამბობს იაგო ხვიჩია.

კანონში ცვლილებების მიმართ შენიშვნები აქვს „საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველოსაც“. ორგანიზაცია კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის დარღვევის რისკებს ხედავს.

„სახელმწიფო ახლანდელი მიდგომით თავის საქმეს იმარტივებს და ამ დროს, მოსახლეობას ართმევს მიწას, რომელიც ხშირ შემთხვევაში მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა,–ამბობს „საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველოს“ პროექტების მენეჯერი გია გვილავა,–  ისინი თვითნებურად დაკავებულს ეძახიან მიწას, სადაც წლებია მოქალაქეები ცხოვრობენ, სახნავ–სათესად იყენებენ. ზოგან ასეთ მიწაზე უკვე მეორე და მესამე თაობა ცხოვრობს. ჩვენ  მთელი საქართველო შემოვიარეთ და ასეთი ნაკვეთები ძალიან ბევრია. არაერთი საერთაშორისო სტანდარტი მიგვითითებს, რომ ამ კატეგორიის მოქალაქეებს სახელმწიფომ ანგარიში უნდა გაუწიოს. ბევრგან უფლებადამდგენი დოკუმენტები, მიღება–ჩაბარების აქტები არ აქვთ, საბუთები ხარვეზიანია, რადგან გასულ წლებში კორუფცია იყო, ამიტომ მათ აქვთ უფლება პრეტენზია ჰქონდეთ ამ მიწაზე. ასევე არის რისკი, რომ სახელმწიფომ მიწის დასაკუთრების შემდეგ განაცხადოს, რომ მიწას უცხოელებზე არ გაყიდის, რაც მიწის ბაზრის განვითარებას შეუშლის ხელს“.

„25 წელია ქვეყანაში ე.წ. მიწის რეფორმა მიმდინარეობს და ეს პრობლემები დღემდე ვერ მოგვარდა. ფერხდება მიწის ბაზრის განვითარება, მცირე ფერმერებს ერთმევათ მიწების გამსხვილებისა და მასში ინვესტიციის განხორციელების საშუალება. მიგვაჩნია, რომ მიწის კადასტრის მოწესრიგებისთვის ხარჯები სახელმწიფომ უნდა გაიღოს. იმ დროს, როცა სასოფლო–სამეურნეო ბარათებისთვის მილიონები იხარჯება, უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ეს ფული კადასტრს მოხმარებოდა. ეს იდეა ჩვენც შევთავაზეთ, თუმცა, არ გაითვალისწინეს. მთავრობა ძალიან ჩქარობს და მოკლე დროში უნდა მიწების სახელმწიფოსთვის დარეგისტრირება მოხდეს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ პროცესი ძალიან ფრთხილად და გააზრებულად უნდა წარიმართოს. ამას თან უნდა ახლდეს საინფორმაციო კამპანია, რომ მოსახლეობამ გაიგოს რა ხდება და სწორად როგორ იმოქმედოს“,- ამბობს ISET–ის მკვლევარი ფატი მამარდაშვილი. 

ავტორი: ნონა ქვლივიძე

წაკითხულია
13473
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner