banner
11 თებერვალი 2016 | 21:25 კვლევა

თურქეთთან თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირი (DCFTA) გამოაცოცხლებს

თურქეთთან თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირი (DCFTA) გამოაცოცხლებს

თურქეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის  ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან რვა წელი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის 600 მილიონი დოლარით, ანუ, 40%-ით გაიზარდა, თუმცა, როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ძირითადად, თურქეთის სასარგებლოდ:  2007-დან 2015  წლამდე საქართველოდან ექსპორტის მოცულობამ მეზობელ ქვეყანაში მხოლოდ 8%-ით (14 მილიონი დოლარით)  მოიმატა და 186  მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა გაორმაგდა და 1 მილიარდ 331 მილიონ დოლარს მიაღწია.  თურქეთის წილი 2007 წელს ქვეყნის მთლიან იმპორტში 14%-ს შეადგენდა, გასულ წელს კი 17% -ით განისაზღვრა.

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ინიციატორი ქართული მხარე იყო: მთავრობა  ხელშეკრულებიდან ორ ძირითად სარგებელს ელოდა:  რუსული ემბარგოს შემდეგ ქართული ღვინო ახალ 70-მილიონიან  ბაზარზე, თურქეთში გადამისამართდებოდა,  ქვეყანაში კი თურქული ინვესტიციების „ბუმი“ დაიწყებოდა.

„დღეს ვაწერთ ხელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რაც წარმოუდგენელი იყო და  ამის  შემდეგ  საქართველო გაიტანს  თავის  პროდუქციას  მსოფლიოს ერთ-ერთ  ყველაზე განვითარებად და სწრაფად მზარდ თურქეთის ბაზარზე იმ პირობებში, როცა საქართველოს მთავარი საექსპორტო  რუსეთის  ბაზარი დაიხურა“,  - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 2007 წლის 21 ნოემბერს თბილისში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე, რომელზეც ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი დიდხანს არ იყო ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. როგორც  მაშინ, ახლაც  ექსპერტები და მეწარმეებიც აცხადებდნენ, რომ  ხელშეკრულება   ნაჩქარევად მომზადდა და თავის შინაარსით ასიმეტრიული იყო - საქართველო გაცილებით მეტ დათმობაზე წავიდა, ვიდრე თურქეთი.  

„ხელშეკრულების გაფორმებამდე  საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, 174 ტიპის პროდუქციის  შემოტანაზე  12%-იანი საბაჟო გადასახადი მოქმედებდა, ხოლო  43  სახეობაზე - 5%-იანი.   შეთანხმების შემდეგ  ყველა ზემოხსენებული პროდუქტები 15 პოზიციის გარდა, რომელიც მოხსენებულია პირველ პროტოკოლში, გათავისუფლდა გადასახადებისგან. რაც შეეხება თურქულ მხარეს, გადასახადებისგან არ  გათავისუფლდა პროდუქტების  8 კატეგორია  (თითოეული კატეგორია  10 პოზიციისგან  შედგება)  და დამატებით - 22 პოზიცია. ამასთანავე, თურქეთმა სხვადასხვა პროდუქტებისთვის სატარიფო ქვოტები  დააწესა და ადგილობრივი წარმოების დასაცავად ფუნქციური მექანიზმი ჩადო, რომელიც ავტომატურად, ქვეყანაში იმპორტს ზღუდავდა. ამის საწინააღმდეგოდ, ქართულ მხარეს სატარიფო ქვოტები თურქული მხარისთვის არ დაუწესებია“, - აღნიშნულია „ლიბერალური აკადემიის“ კვლევაში, რომელიც 2011 წელს ჩატარდა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ორი წლის შედეგებს აფასებდა.

 შეზღუდვები ორივე მხრიდან, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას შეეხო. თურქეთი, რომელსაც მაღალ დონეზე განვითარებული  აგრარული სექტორი აქვს, საკუთარ წარმოებას იმპორტისგან მაქსიმალურად იცავს, როგორც საბაჟო-ტექნიკური ბარიერებით, ასევე დარგის აქტიური სუბსიდირებით (მათ შორის, ექსპორტზეც).


ქვოტები და საბაჟო  შეღავათები საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებზე:

პროდუქცია

ქვოტის მოცულობა

გადასახადი

ნატურალური ყურძნის  ღვინოები

1 მლნ ლიტრი

-100%

ანჩოუსი (ქაფშია) ახალი, ან შეყინული

8 000 ტონა

-60%

ანჩოუსის ფქვილი

3 000 ტონა

-100%

ნატურალური თაფლი

200 ტონა

-100%

ციტრუსი (ლიმნის გარდა)

4 000 ტონა

-100%

ნესვი, საზამთრო, პაპაია

3 500 ტონა

-100%

ვაშლი

2 000 ტონა

-100%

ბოსტნეული სხვა

1 000 ტონა

-100%

პომიდორი

600 ტონა

-100%

მსხალი, კომში

250 ტონა

-100%

გარგარი,ალუბალი,ატამი,ქლიავი

600 ტონა

-50%

ალაო, წებოვანა

2 000 ტონა

-50%

საკონდიტრო ნაწარმი

1 500 ტონა

-100%

ბოსტნეულის, ხილის კონსერვები

2 200 ტონა

-100%

ჯემი, ხილ-კენკროვანი ჟელე

1 000 ტონა

-50.00%

ხილის, ბოსტნეულის წვენები (ყურძნის)

4 000 ტონა

-65%

 

საქართველოს სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციით, ქვოტირებული პროდუქციიდან, თითქმის, არცერთი სახეობა თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტზე ბოლო რვა წლის განმავლობაში არ გასულა, თევზის და თევზპროდუქტების გარდა.


თევზი

ვინაიდან ყველაზე დიდ  ინტერესს თურქული მხარე თევზის, კონკრეტულად კი, ქაფშიის მიმართ იჩენდა,  ღვინის შემდეგ ყველაზე მაღალი  ქვოტა  (8 ათასი ტონა) თევზის იმპორტზე დააწესა.  ახალი, ან შეყინული ქაფშია საბაჟო გადასახადებისგან 60%-ით გათავისუფლდა.

შესაბამისად,  თევზის ექსპორტი თურქეთში 2007-2015 წლებში  750  ათასი დოლარიდან  (5 ათასი ტონა)   -   4  მილიონ დოლარამდე  გაიზარდა (11 ათასი ტონა) და ქვოტას ბევრად გადააჭარბა.

რაც შეეხება ქაფშიის ფქვილს,  3 ათასი ტონა ანჩოუსის ფქვილი მთლიანად გათავისუფლდა გადახადებისგან.შესაბამისად, ბოლო რვა წლის განმავლობაში მისი ექსპორტი თურქეთში  282 ათასი დოლარიდან (296 ტონა) 10,5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა (6,5 ათასი ტონა).

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შესაბამისი ფლოტის არარსებობის გამო ქართული ლიცენზიანტი კომპანიები, თევზის რეწვისთვის, ძირითადად, თურქულ გემებს იყენებენ,  ქირას კი  ხშირად ნედლეულით უხდიან. თურქულ კომპანიებს, არცთუ იშვიათად, თევზისგან წარმოებული პროდუქტები ევროკავშირში გააქვთ და დამატებით ღირებულებას იღებენ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ბაჟისგან არ  გათავისუფლებულა დამარილებული და შებოლილი თევზი.

 

ღვინო

ღვინოზე, როგორც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების ინსპირაციის წყაროზე, საქართველოს მთავრობამ ყველაზე მაღალი ქვოტა - 1 მილიონი ლიტრი - მოითხოვა. მართალია, 1 მილიონი ლიტრი დაკარგული რუსული ბაზრის მხოლოდ მერვედს წარმოადგენდა, თუმცა,ქვოტის ათვისება საერთოდ ვერ მოხერხდა. სტატისტიკური ინფორმაციით, ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელიწადში ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი მხოლოდ 27,6 ათასი ლიტრით განისაზღვრა, იქიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი 91 ათასი დოლარი შეადგინა. 2015 წლისთვის კი მისი მოცულობა 5,7 ათასი ლიტრით შემოიფარგლა (35 ათასი დოლარი).

კომპანია „ბაგრატიონი“ ერთ-ერთ იმ მცირერიცხოვან ქართულ კომპანიებს შორისაა, რომელმაც 2009 წელს თურქეთში ღვინის ექსპორტზე მუშაობა აქტიურად დაიწყო,
თუმცა, გაგზავნილი ორი პარტიიდან ერთი უკან დაიბრუნა, მეორედან კი - ანაზღაურება დღემდე არ მიუღია.  კომპანიის ხელმძღვანელის,  გიორგი რამიშვილის თქმით, მართალია, ქვოტას დაქვემდებარებული ღვინო საბაჟო ტარიფებისგან გათავისუფლებულია, თუმცა, ქვეყნის შიგნით მაინც უწევდათ მოსაკრებლის გადახდა (მისი სახელწოდება ზუსტად ვერ დაასახელა), რომლის მოცულობა ბოთლზე ჯერ 11 ლირა იყო, შემდეგ კი 23 ლირამდე გაიზარდა, რაც ქართული ღვინის თვითღირებულებას ზრდიდა და მომხმარებლის თვალში მიმზიდველობას უკარგავდა.

„ორი  ადგილობრივი  შუამავალი ფირმა სტამბულსა  და  შავიზღვისპირეთში მოვიძიეთ. წარმოიდგინეთ, ერთი მანქანა გავუშვით, ანუ, 10 ათასი ბოთლი, მათ  კი მხოლოდ გადასახადის  სახით  ერთბაშად  200 ათასი ლირა უნდა გადაეხადათ და თან პროდუტქში, რომელიც სწრაფად არ იყიდება. მოგეხსენებათ, თურქეთი მუსულმანური ქვეყანაა და მოხმარება ალკოჰოლზე საკმაოდ დაბალია. ამხელა თანხის ჩადებას ღვინოში, ერჩივნათ, მაგალითად, ბრინჯის იმპორტირება მოეხდინათ. არასწორი გათვლა გააკეთეს რუს ტურისტებზეც: თურქული სასტუმროები, თავიანთ კლიენტებს, ძირითადად, მომსახურების  სრულ პაკეტს, all –inclusive- ს, სთავაზობენ, სადაც სასმელიც შედის, პაკეტის ღირებულება კი  მთელი ოჯახისთვის სულ რაღაც 1000 დოლარია. ცხადია,  მეპატრონის ინტერესში არ შედის ძვირადღირებული ღვინო შეარჩიოს, თან რუსებს  ღვინოს ძლიერი სასმელები ურჩევნიათ.. ერთი ბოთლი ქართული  ღვინის  ღირებულება საბოლოო ჯამში,  40 ლირასაც კი აღწევდა, პროდუქტს, რომელსაც მომხმარებელი არ იცნობდა. როგორ უნდა გაეწია კონკურენცია  ფრანგული  და იტალიური ღვინოებისთვის? გარდა ამისა, თურქეთი თავადაც აწარმოებს გაცილებით იაფფასიან ღვინოს“, - განუცხადა რამიშვილმა eugeorgia.info-ს.

„ბაგრატიონში“ აცხადებენ, რომ ცნობადობის ასამაღლებლად მარკეტინგული ღონისძიებებისთვის ხარჯების გაწევა ისედაც ფინანსურად შეზღუდულმა ქართულმა კომპანიებმა აღარ ისურვეს და მათთვის გაცილებით პერსპექტიულ ბაზრებზე -  დსთ-ზე,  ჩინეთზე, აშშ-სა და პოლონეთზე გადაერთვნენ.


თაფლი

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი საკმაოდ დიდი რაოდენობით თაფლს აწარმოებს, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი თაფლია, განსაკუთრებით კი-  წაბლის. როგორც თაფლის ქართველმა მწარმოებლებმა eugeorgia.info-ს განუცხადეს, მისი ფასი მეზობელ ქვეყანაში კილოგრამზე - 40-50 ლირას (34-42 ლარი)  აღწევს. თუმცა, კომპანია „ბრეტის“ დამფუძნებელი, გიორგი კეპაშვილის თქმით,  თავისი პროდუქციის დასაცავად თურქული მხარე მაქსიმალურად პროტექციონისტულ პოლიტიკას ატარებს და შედარებით იაფფასიანი ქართული თაფლის შეტანას ზღუდავს.

„საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ 4 ათასი ტონა თაფლი ექსპორტზე გაიტანოს, გამოყოფილი ქვოტა - 200 ტონა- საკმაოდ მცირეა, მაგრამ ამ მოცულობითაც ვერ ვახერხებთ თურქეთში გაყიდვას. ერთი ქართული კომპანია ექვს თვეს ელოდა შესაბამისი ნებართვის მიღებას, მაგრამ მაინც ვერ მიიღო. როგორც ევროკავშირი, თურქეთიც უვნებლობის დამადასტურებელ საერთაშორისო სერთიფიკატს, EURO-1-ს  მოითხოვს, ამ სერთიფიკატის მიღებას აქამდე ვერ ვახერხებდით, რადგან ლაბორატორია, რომელიც მას გასცემდა, საქართველოში არ იყო, უცხოეთში კი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა - 2000 დოლარამდე“, - განაცხადა კეპაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ არალეგალურდ, თურქეთში თაფლი მაინც დიდი რაოდენობით გადის, დაწესებული მაღალი ჯარიმის მიუხედავად.


თურქული ბიუროკრატია, თუ  ქართველი მეწარმეების სისუსტე?!

ქართველი მეწარმეების წარუმატებლობის მიზეზად თურქულ ბიუროკრატიას  „ლიბერალური აკადემიის“ კვლევაშიც ასახელებენ. როგორც ნაშრომის ავტორები იუწყებიან, ქვოტების ათვისების შესახებ ინფორმაციასა და ნებართვას მხოლოდ ანკარაში მდებარე ვაჭრობის სპეციალური დეპარტამენტი გასცემს, თუმცა, საკმაოდ რთულად. ამ პრეტენზიებს არ იზიარებენ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის უფროსი, მარიამ გაბუნია, რომელიც ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების პირობებში თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მომზადებაზე მუშაობდა აცხადებს, რომ შეთანხმებას  კერძო სექტორი მოუმზადებელი შეხვდა.

„რამდენჯერმე გამოთქვეს ქართველმა მეწარმეებმა პრეტენზიები თურქეთში არსებულ ბიუროკრატიულ ბარიერებზე, ჩვენ გვსურდა, რომ ეს საკითხი ერთობლივი კომიტეტის სხდომაზე განგვეხილა, მოგეხსენებათ, კომიტეტი ხელშეკრულების ფარგლებში წარმოქმნილი დავების გადასაჭრელი მექანიზმია. შევხვდით ადგილობრივ ბიზნესმენებს, თუმცა, მათი მხრიდან არგუმენტირებული პასუხები ვერ მოვისმინეთ, არგუმენტების გარეშე კი რთულია, თურქულ მხარეს რამე მოსთხოვო“,
-განუცხადა მარიამ გაბუნიამ eugeorgia.info-ს.

თურქეთის ელჩი საქართველოში, ლევენთ გუმრუქჩუ აღიარებს, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაში  დიდი დისბალანსია და თურქეთი საქართველოსთან შედარებით მეტ ექსპორტს ახორციელებს, თუმცა, მისი თქმით,  ვაჭრობა  ორ ქვეყანას შორის, როგორც წესი, მთავრობაზე  დამოკიდებული არ არის. მთავრობის როლი მხოლოდ მისი რეგულირება და გაიოლებაა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნით.

„რაც დანამდვილებით შემიძლია ვთქვა - საქართველოდან ექსპორტის განგებ შესამცირებლად თურქეთში არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ჩვენ გვსურს, ეს ხელშეკრულება ორივე მხრისთვის ხელსაყრელი იყოს, თუმცა, საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ვერ ჩავაყენებთ, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრები ვართ“, - აცხადებს გუმრუქჩუ.

 

ექსპორტი თურქეთში- სტრუქტურა  გაუმჯობესდა, თუმცა, მოცულობა არ გაზრდილა

თურქეთში საექსპორტო  პროდუქციის  ათეული ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მკვეთრი ცვლილება ჯართისა და ხის ნაწარმის ნაწილში განხორციელდა:  2007 წელს ყველა სახეობის ლითონის (შავი, სპილენძის, ალუმინის, თუთიის, ტყვიის) ჯართის ექსპორტი ერთად 108 მილიონ დოლარს შეადგენდა (მთლიანი მოცულობის 63%-ს), 2015 წელს  ჯართი თურქეთში, თითქმის, აღარ გაუტანიათ.  სამაგიეროდ, მისი ადგილი ფოლადისგან დამზადებულმა ნახევარფაბრიკატებმა და წნელებმა ე.წ. „არმატურამ“ დაიკავა, რომლის საერთო ღირებულებამ 29 მილიონი დოლარი შეადგინა.

ლიდერი კი ექსპორტში, ბოლო წლებია, ტექსტილის პროდუქციის ჯგუფს უკავია, რომლის ექსპორტმა, შარშან,  თითქმის, 60 მილიონ დოლარს  მიაღწია და 2007 წელთან შედარებით ხუთჯერ გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ სექტორის განვითარება თავისუფალი ვაჭრობის, კერძოდ, კი ორმხრივ კუმულაციაზე შეთანხმების დამსახურებაა.  ეს კი  ნიშნავს, რომ პარტნიორი ქვეყანის ნედლეულით წარმოებული პროდუქცია ექსპორტირებისას საბაჟო გადასახადებისგან თავისუფლდება. ანუ, თურქული ძაფისა, თუ ქსოვილისგან  საქართველოში შეკერილი ნივთები თურქეთში განბაჟებას აღარ ექვემდებარება.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ტექსტილის ინდუსტრიის გადმოტანით საქართველოში  თურქული ბიზნესი ხელშეკრულების გაფორმებამდე სამი წლით ადრე დაინტერესდა, შესაბამისად, რამდენიმე დიდი ფაბრიკა თურქული ინვესტიციით დაფუძნდა. მეზობელი ქვეყნის ეკონომიკა ბოლო 20 წლის განმავლობაში  სწრაფი ტემპებით ვითარდება, ტექსტილის  ინდუსტრია კი შრომატევადი დარგია, კონკურენციის შენარჩუნება  მხოლოდ იაფი მუშახელით  არის შესაძლებელი. საქართველო სწორედ ამის გამო გახდა, პირველ რიგში, მიმზიდველი.

2007-დან 2015-წლამდე 4-ჯერ შემცირდა ხე-ტყის ექსპორტი და 1,8 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა,, მოცულობით გამოსახულებაში კიდევ უფრო მეტად - 10-ჯერ მოიკლო (3,7 ათას ტონამდე). საექსპორტო ათეულში ახალი პროდუქტი გაჩნდა  სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების სახით, რომლის მოცულობამ 5,6 მილიონ დოლარს მიაღწია (სავარაუდოდ, რეექსპორტის რეჟიმით გადის). ზრდა შეინიშნება აზოტოვანი სასუქების ექსპორტის ნაწილშიც, რომელიც 110 ათასი დოლარიდან  3  მილიონ დოლარამდე  გაიზარდა.

 

იმპორტი თურქეთიდან - ორმაგი ზრდა

გაცილებით შთამბეჭდავია თურქული პროდუქციის იმპორტის მონაცემები: პირველი ადგილი  სამკურნალო საშუალებებმა დაიკავეს, რომელთა მოცულობა  8-ჯერ გაიზარდა და 81 მილიონ დოლარს მიაღწია. შავი ლითონებისგან დამზადებული კონსტრუქციების  იმპორტი 2,6-ჯერ  - 41 მილიონ დოლარამდე,  პლასტმასებისგან წარმოებული მილების კი 2-ჯერ - 37 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. განსაკუთრებული მატება დაფიქსირდა სანიტარულ-ჰიგიენური პროდუქციის (საფენებისა და ბავშვთა სახვევების მიმართულებით, რომლის იმპორტი 0-დან 35 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.  2,4-ჯერ მოიმატა სარეცხი საშუალებების (31 მილიონი დოლარი), 2,8-ჯერ კაბელების (24,6 მილიონი დოლარი), 2,4-ჯერ ავეჯის, 17%-ით - მერქან-ბურბუშელას ფილების  და 17-ჯერ  კი- ცემენტის იმპორტმა. თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი სხვადასხვა დროს ან ახლაც საქართველოში იწარმოება.

ბოლო რვა წლის განმავლობაში ზრდა დაფიქსირდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე, რომელიც საქართველოს მხრიდან გადასახადისგან გათავისუფლდა:

 

პროდუქცია

2007 წელი

2015 წელი

პომიდორი  

4 მლნ დოლარი

16 მლნ დოლარი

კიტრი(კორნიშონი)

771 ათასი დოლარი

3,5 მლნ დოლარი

სტაფილო,, თალგამი, ჭარხალი

737 ათასი დოლარი

1,7 მლნ დოლარი

ბოსტნეული სხვა ახალი ან შეყინული

1,6 მლნ დოლარი

6,7 მლნ დოლარი

ხილისა და ბოსტნეულის წვენები

214 ათასი დოლარი

904 ათასი დოლარი

ნესვი, საზამთრო, პაპაია  

264 ათასი დოლარი

648 ათასი დოლარი

(ვაშლი) მსხალი, კომში

164 ათასი დოლარი

827 ათასი დოლარი

კომბოსტო, ბროკოლი

193 ათასი დოლარი

316 ათასი დოლარი

ბოსტნეული ძმარში დამზადებული  

78 ათასი დოლარი

863 ათასი დოლარი

ჯემი ხილ-კენკროვანი ჟელე

36 ათასი დოლარი

400 ათასი დოლარი

 

რა მოუტანა თავისუფალმა ვაჭრობამ საქართველოს?

ღსანიშნავია, რომ ვიდრე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას გააფორმებდა, 2006 წლიდან  საქართველო, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, უკვე  სარგებლობდა თურქეთთან პრეფერენციული სისტემით (GSP+), რომლის ფარგლებში, 7200 პროდუქცია გათავისუფლებული იყო საბაჟო გადასახადისგან,

როგორც „ლიბერალური აკადემიის“ კვლევაში აცხადებდნენ,საქართველოს 16 ძირითადი საექსპორტო პროდუქტიდან   10-ს GSP+ ფარავდა,  ორს (მათ შორის, კოპტონსა და დამარილებულ თევზს)  არცერთი ხელშეკრულება შეეხო, სამი გათავისუფლდა (მათ შორის, ელექტროენერგია), ხოლო ერთი (სინთეზური ორგანული სათრიმლავი ნივთიერებები) ქვოტას დაექვემდებარა.

„სერიოზულ ეჭვს იწვევს რამდენად ეკონომიკურად მომგებინა იყო საქართველოსთვის ის ფაქტი, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ექსპორტზე  ძალიან მცირე ლიბერალიზაცია შეეხოთ, ამავე დროს, საქართველომ საკუთარ თავზე აიღო ინდუსტრიისა და  სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის სრული ლიბერიზაციის ვალდებულება “, - აღნიშნულია კვლევაში.

დაახლოებით მსგავსი დასკვნა გამოიტანეს ევროპელმა ექსპერტებმაც: „საქართველოსთან ტერიტორიული სიახლოვისა და  იაფი სამუშაო ძალის გამო  მოსალოდნელია, რომ თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ გაზარდოს საქართველოში თურქული ინდუსტრიის ინვესტირება. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებამ შეამცირა, მაგრამ არ გააუქმა საბაჟო ტარიფები სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე თურქული მხრიდან, მათ შორის საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პოზიციაზეც კი, როგორიცაა, ღვინო, თხილი, ზოგიერთი ხილი და წვენები, ქაფშია და ყველი. ამასთანავე, ეს  ძალიან ზედაპირული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაა, რომელიც არ მოიცავს მომსახურებას და ინვესტიციებს და მსო-ს მარეგულირებელ დებულებებს არ სცდება“, - აღნიშნულია ევროკომისიის მიერ 2008 წელს მომზადებულ კვლევაში, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმების სავარაუდო შედეგებისთვის მომზადდა (ECONOMIC FEASIBILITY, GENERAL ECONOMIC IMPACT AND IMPLICATIONS OF A FREE TRADE AGREEMENT BETWEEN THE EUROPEAN UNION AND GEORGIA)


ბოსტნეულის წარმოება სტაგნაციაში

ქართველი მეწარმეები ხშირად ჩივიან, რომ თურქულ პროდუქციასთან კონკურენცია უჭირთ. რთულია, მსჯელობა, რამდენად კორელაციაშია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შედეგები ოფიციალურ სტატისტიკასთან, რომელიც საქართველოს  სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას ასახავს, მით უფრო, რომ მათი სიზუსტე დიდ ეჭვს იწვევს, საგულისხმოა, რომ ერთგვარი შემცირება, ან სტაგნაცია ბოსტნეულ კულტურების წარმოებაში მაინც ფიქსირდება:   

15 ათასი ტონით (19%-ით) შემცირდა პომიდვრის წარმოება მიუხედაად იმისა, რომ ხელშეკრულების მიხედვით, იმპორტირებული პომიდორი საბაჟო გადასახადისგან არ გაათავისუფლეს ივნისიდან სექტემბრამდე, როდესაც ადგილობრივი  ე.წ. გრუნტის (ანუ, ღია ცისქვეშ , მინდვრებში მოყვანილი პომიდორი მოდის, სამაგიეროდ, ვერ ვითარდება  სასათბურე მეურნეობა (ენერგომატარებლების სიძვირისა და ტექნოლოგიური, თუ ფინანსური სიმწირის გამო)  პომიდვრის საპირისპიროდ, 10 ათასი ტონით (32%-ით)  გაიზარდა კიტრის წარმოება, განახევრდა ჭარხლის წარმოება 5 ათას ტონამდე, ხოლო კომბოსტო კი - 30%-ით, 23 ათას ტონამდე, სამაგიეროდ, გაიზარდა სტაფილოსა და ხახვის წარმოება.

ბოსტნეულის მოსავალი (ათასი ტონა)

 

2007 წელი

2014 წელი

კარტოფილი

 

229.2

216.2

ბოსტნეული

 

190.3

190.9

მათ შორის:

     

პომიდორი

 

80.2

65.1

ჭარხალი

 

10.9

5.1

კომბოსტო

 

34.3

23.3

წიწაკა

 

4.3

6.8

ნიორი

 

3.1

6.5

ხახვი

 

12.1

18.1

სტაფილო

 

2.8

11.4

ბადრიჯანი

 

13

10.3

 

თუმცა, ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მთავრობა, არა მხოლოდ ბიზნესზე, არამედ მომხმარებლებზეც უნდა ზრუნავდეს:

„თუ დაცვაზეა საუბარი, მომხმარებლის ინტერესებიც უნდა დავიცვათ, თუ არ შეუძლიათ, ჭოპორტის პომიდვრის შეძენა, შეუძლიათ, ალტერნატივის სახით, 3,4 ლარით იაფფასიანი თურქული პომიდორი იყიდონ, ბაზარი რომ დავკეტოთ, ეს ნიშნავს, მოსახლოებას პროდუქცია გავუძვიროთ“,
 - გვითხრა მარიამ გაბუნიამ .


დიაგონალური კუმულაცია ევროკავშირთან - TFA-ს ახალი სიცოცხლე

თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების კიდევ ერთი სარგებელი და მისთვის ახალი სიცოცხლის ჩამდგმელი ევროკავშირთან დიაგონალური კომულაციის ამოქმედება  იქნება. თურქეთი 1998 წლიდან ევროპულ ქვეყნებთან საბაჟო კავშირშია გაწევრიანებული, შესაბამისად, საქართველოს შესაძლებლობა მიეცემა, თურქული ნედლეულით წარმოებული პროდუქცია ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანოს. განსაკუთრებით აქტუალური ამ ეტაპზე ეს ტექსტილის ბიზნესისთვისაა: როგორც უკვე ვახსენეთ, საქართველოში სამკერვალო ინდუსტრია ასე თუ ისე, განვითარებულია, თუმცა, სანედლეულო ბაზა არ გააჩნია. ისიც აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ორი წელია, დიაგონალური კუმულაციის შეთანხმებაზე მუშაობს, მაგრამ შედეგს ამ დრომდე ვერ მიაღწია. მიზეზად თურქულ მხარესთან  გარკვეულ საკითხებზე უთანხმოებას ასახელებს. თუმცა, საქართველოში თურქეთის ელჩი აცხადებს, რომ მეზობელი ქვეყანა თანამშრომლობის გაღრმავებაზე
მზადაა.

„ჩვენ მზად ვართ საკითხის განსახილველად, თუნდაც გაზაფხულზე დაგეგმილი  სამმხრივი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში (ფორუმს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მთვრობის წევრები დაესწრებიან- ავტ.).... თქვენს ქვეყანას  კარგი პერსპექტივები აქვს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გამო.  ჩვენ უკვე გვაქვს  ევროკავშირთან საბაჟო კავშირი, თუმცა, მოქმედებს გარკვეული ქვოტები და ლიმიტები, ბევრი პოზიცი კი  უკვე ათვისებულია, შესაბამისად, საქართველო თურქულ კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობებს ქმნის“, - განაცხადა დიპლომატმა.

 

ინვესტიციები

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ძირითად სარგებლად საქართველოს მთავრობა თურქეთიდან ინვესტიციების მოზიდვასაც მიიჩნევდა. მართლაც, ხელმოწერიდან პირველივე, 2008 წელს, მეზობელი ქვეყნიდან კაპიტალდაბანდების მოცულობა 60%-ით გაიზარდა და 165 მილიონ დოლარს მიაღწია, მათმა წილმა კი მთლიან პირდაპირ უცხოური ინვესტიციებში 4,7%-დან 10,5%-მდე მოიმატა.

თუმცა, შემდეგ წლებში მკვეთრად მოიკლო. 2014 წელს, მაგალითად,  მხოლოდ 63 მილიონ დოლარს შეადგენდა, ანუ, მთლიანი ინვესტიციების 3,6%-ს (სიტუაცია შედარებით გაუმჯობესდა შარშან: სამ კვარტალში 110  მილიონ დოლარს მიაღწია (11%).

თურქეთის ელჩი საქართველოში მიიჩნევს, რომ  ინვესტორების დაბალი აქტივობა რეგიონსა და, ზოგადად, მსოფლიოში არსებულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კრიზისმა განაპირობა, რაც სიმართლისგან შორს არ არის: 2008 წელს  აგვისტოს ომი და მსოფლიო კრიზისი დაემთხვა, შემდეგ - ხელისუფლების ცვლილებები, ბოლო დროს კი - უკრაინა- რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები.

„თურქული ინვესტიციების განხორციელებისთვის სერიოზულ პრობლემებს საქართველოში ვერ ვხედავ....თურქეთისთვის,  აზერბაიჯანისა თუ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის საქართველო კარგი ადგილია  ინვესტირებისთვის, რადგან გეოგრაფიულად  ახლოსაა, ორივე მხრიდან  უკვე მაღალია  ცნობადობა და ნდობა.  თუმცა, ყველა სახელმწიფო, რამდენად განვითარებულიც არ უნდა იყოს, საჭიროებს უცხოურ ინვესტიციებს. დღეს კი, განსაკუთრებით, მთელ მსოფლიოში  მათ მოსაპოვებლად კონკურენცია სულ უფრო  მძაფრდება, ალბათ,  საქართველო უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს არა მხოლოდ თურქეთში, არამედ სხვა ქვეყნებში, დაინტერესებულ პირებს  გააცნოს  ბიზნესის  წარმოების შესაძლებლობები, ხელსაყრელი გარემო, ორგანიზება მოახდინოს ბიზესფორუმების,  ე.წ. როუდშოუების თუნდაც თურქეთში, არა მხოლოდ ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც სტამბული, ანკარა, თუ იზმირია, არამედ  ბურსაში, გაზიანტეპში, ადანაში, დენიზლისა , თუ ქაიზერში. ანუ, ქალაქებში, სადაც ინდუსტრიაა განვითარებული“, - განუცხადა ლევენთ გუმრუქჩუმ - eugeorgia.info-ს.


ბელა ნოზაძე

 

 







წაკითხულია
11646
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

banner
banner
banner