banner
14 მარტი 2016 | 17:38 ეკონომიკა

„სტარტაპ“ ბიზნესის განვითარებას გადასახადები და ეკოსისტემის არარსებობა აფერხებს

„სტარტაპ“ ბიზნესის განვითარებას გადასახადები და ეკოსისტემის არარსებობა აფერხებს

საქართველოდან წარმატებული პროექტების და ტვინების გადინების შესაჩერებლად, ასევე უცხოური „სტარტაპების“ შემოსვლისათვის IT სფეროს და „სტარტაპ“ ბიზნესის წარმომადგენლები საჭიროდ ეკოსისტემის შექნას (ინფრასტრუქტურა, განათლება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ა.შ.) და გადახადების შემცირებას მიიჩნევენ.

პირველად იყო სიტყვა - 1975 წელს, ჟურნალ „ფორბსის“ სტატიაში სიტყვა Startup მზარდი კომპანიის აღსანიშნავად გამოიყენეს. მომდევნო წელს კი Business Week-ის ერთ-ერთ სტატიაში საუბარი იყო „სტარტაპ კომპანიების ინკუბატორზე, განსაკუთრებით კი სწრაფად მზარდ, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში“.

რა არის სტარტაპი და რატომ არის ის საინტერესო?

Startup-ის არაერთი განმარტება არსებობს. Investopedia-ზე, (მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ონლაინ წყარო ფინანსური ტერმინოლოგიის განმარტების კუთხით) ვკითხულობთ:

„სტარტაპი - ეს არის კომპანია ოპერირების პირველ ეტაპზე. საკმაოდ ხშირად, ამ კომპანიების პროექტები დაფინანსებულია დამფუძნებელი მეწარმეების მიერ, ცდილობენ რა კაპიტალად აქციონ პროდუქტი/სერვისი, რომელზეც, მათი აზრით მოთხოვნა არსებობს. შეზღუდული შემოსავლებისა თუ მაღალი ფასების გამო, ვენჩურული კაპიტალის დამატებითი დაფინანსების გარეშე ეს მცირე მასშტაბის კომპანიები გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადი არ არის“.

„ეს არის კომპანია, რომელიც მუშაობს პრობლემის გადაწყვეტაზე მაშინ, როდესაც არც პრობლემის გადაჭრის გზებია ცხადი და არც წარმატება გარანტირებული“, - ამგვარად განმარტავს სტარტაპს ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის (რომელიც საკუთრ პროდუქტს ძირითადად ონლაინ ყიდის) თანადამფუძნებელი ჟურნალ „ფორბსის“ სტატიაში.

საკამათოა სტარტაპ კომპანიის „ასაკის“ საკითხიც. რამდენი წლის კომპანია შეიძლება ითვლებოდეს ჯერ კიდევ სტარტაპად?

„ჯეოლაბის“ რექტორი, სანდრო ასათიანი აღნიშნავს, რომ სტარტაპებზე საუბრისას, ძირითადად ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ კომპანიებს გულისხმობენ - ახლადშექმნილ კომპანიებს, რომელთაც ჯერ ბიზნესმოდელიც კი არ აქვთ აწყობილი. მისივე თქმით, სტრატაპების გამოკვეთილი დეფინიცია არ არსებობს - ზოგი ფიქრობს, რომ სტარტაპ სტადიაზე კომპანია შეიძლება იყოს სამი ან, არა უმეტეს, ხუთი წლისა - თუკი 5 წლის განმავლობაში ბიზნემოდელის ძიებაში ხარ, გამოდის, რომ სტარტაპი არ შედგა.

„წარმოიდგინეთ, ორი სტუდენტი, რომელთაც რაღაც იდეა გაუჩნდათ და შექმნეს პროტოტიპი, ანუ პირველი ეგზემპლარი, რისთვისაც დასაწყისში დიდი კაპიტალი არ დასჭირვებიათ. ასე შეიქმნა უამრავი წარმატებული სტარტაპი, რომლებიც, შემდგომი განვითარებისთვის უკვე სერიოზულ ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებდნენ. ჩვენ ვსაუბრობთ, მაგალითად, არა მარტო „Google”-ზე, რომელიც უდიდესი კომპანიაა, არამედ უამრავ პატარა კომპანიაზეც, რომელთა სახელები შეიძლება საერთოდ არ ვიცით, მაგრამ შემქმნელებისთვის საკმაოდ მომგებიანია“, - ამბობს სანდრო ასათიანი.

„ჯეოლაბის“ რექტორი სტარტაპის შექმნისთვის საჭირო გარემოზეც საუბრობს და დაფინანსების წყაროების ერთგვარ სტრუქტურასაც გვიხსნის:

„გარემოს ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია უნივერსიტეტი/პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ადამიანებს სტარტაპისთვის ამზადებს.

Angel investor - ადამიანი, რომელიც პირველ დაფინანსებას აძლევს სტარტაპს. თავად ტერმინი „ენჯელ ინვესტორი“ გაჩნდა ბროდვეიზე, სადაც „ენჯელს“ ეძახდნენ ადამიანს, რომელიც თეატრალურ დასებს აფინანსებდა და იცოდა, რომ აქედან მოგებას ვერ მიიღებდა. ტერმინი სტარტაპების სფეროშიც გადმოვიდა. ზოგადად, სტარტაპის შეფასება ძალიან რთულია, რადგან, აქ საუბარია ინტელექტუალურ რესურსზე და შესაძლოა ადამიანს, ან ადამიანთა ჯგუფს, რომელიც სტარტაპს ქმნის, არანაირი მატერიალური ბაზა, ან გამოცდილება არ ჰქონდეს. ასეთ დროს მოდის ადამიანი, გეუბნება, რომ მოსწონს რასაც აკეთებ და გაძლევს ფულს, რომელიც შენი პროექტის მასშტაბირებაში დაგეხმარება.

შემდეგ მოდის აქსელერატორი - გარემო, რომელიც დაჩქარებაში გეხმარება. სტარტაპის შემქმნელები მიდიან აქსელერატორში და მართავენ „ფიჩინგს“ - მოკლე პრეზენტაციას. განვითარების ამ ეტაპზე მყოფ კომპანიებს არავინ სთხოვს ბიზნეს გეგმას. თუკი სტარტაპ აქსელერატორს ესა თუ ის პროექტი მოეწონება, ჯგუფის წევრებს სთავაზობს ყოველთვიურ დაფინანსებას, ე.წ. „Pizza Money“-ს, რათა მათ მთელი დრო პროექტზე მუშაობას დაუთმონ - ანუ ამ ადამიანებს შეუძლიაც საკუთარი პროექტის პროტოტიპის შექმნა.

ამ ეტაპზე საქმეში ერთვება ვენჩურული კაპიტალი (ვენჩურული ინვესტიცია - ახალ ან მცირე საწარმოში ინვესტიცია, რომელიც ჩვეულებრივი აქციათა პაკეტის მნიშვნელოვანი წილის ინვესტორის საკუთრებაში გადასვლის სანაცვლოდ ხორციელდება. ვენჩურული კაპიტალის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია დიდი რისკი). სტარტაპ აქსელერატორს აქვს კონტაქტები და შესაძლებლობა, რომ საინტერესო პროექტი ვენჩურულ ფონდს წარუდგინოს. ვენჩურულ ფონდებს ჰყავთ საკუთარი ექსპერტები. მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპის შეფასება ძალიან რთულია, ეს ექსპერტები საკუთარი დასკვნების მიხედვით განსაზღვრავენ, ღირს თუ არა სტარტაპში ინვესტირება. ვენჩურ კაპიტალისთვის ეს არ არის ლატარეა, ეს უფრო მათემატიკაა - მათ დათვლილი აქვთ, რამდენ პროექტში უნდა ჩადონ ფული, რომ იქიდან ერთმა მაინც თუ გაამართლა, ყველა შესაძლო დანახარჯი დაფაროს. ვენჩურ კაპიტალის დაფინანსების შემთხვევაში, სტარტაპი ისევ სტარტაპად რჩება.

დაფინანსების ამ წყაროებზე დაყრდნობით, თუკი სტარტაპმა გაამართლა, ან მოხდება „Exit” - ანუ, კომპანიის საკმაოდ ძვირად გაყიდვა, (ასეულ მილიონებზეა საუბარი), ან სტარტაპი შედგება როგორც კომპანია, ის აღარ იქნება სტარტაპი და იმ ადამიანებისთვის, ვინც ამაში ფული ჩადო, გარკვეული შემოსავლის წყაროდ იქცევა.

სტარტაპების ეკოსისტემის შემადგენელი ნაწილია ბიზნეს ინკუბატორი, რასაც ძირითადად, სახელმწიფო აკეთებს. ბიზნეს ინკუბატორში სტარტაპებს სთავაზობენ არა მარტო ფინანსურ დახმარებას, არამედ კონსულტაციების და ა.შ.

ასევე, არსებობს ქრაუდსორსინგ პლატფორმები, სადაც შენი სტარტაპის განსახორციელებლად თანხის მოძიებაა შესაძლებელი“, - ამბობს სანდრო ასათიანი.

საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი 2016 წლის 11 იანვარს გაიხსნა. პრეზენტაციაზე, სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი პირდაპირი ინვესტიციაა საქართველოს მომავალში: „ეკონომიკის სწრაფი ზრდა შეუძლებელია ინოვაციაზე, კვლევასა და განვითარებაზე დაფუძნებული დარგების განვითარების გარეშე, ამიტომაც ამ ცენტრში დაფუძნდება და პირველ ეტაპს გაივლიან ის კომპანიები, რომელთაც ამ მიმართულებით განსაკუთრებული პოტენციალი გააჩნიათ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადება, ერთგვარ სტიმულად იქცა „საქართველოს ტექნოლოგიური სტარტაპების ასოციაციის“ დამფუძნებელთათვის. ასოციაცია დაახლოებით ორი თვის წინ შეიქმნა. დამფუძნებლებს სურთ, რომ სახელმწიფოს მიერ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას მათი „ხმაც ისმოდეს“, რადგან ერთია, თუ რას და როგორ ხედავს სახელმწიფო, მეორე კი - რას ხედავს კერძო ბიზნესი.

„საქართველოს ტექნოლოგიური სტარტაპების ასოციაციის“ წარმომადგენელი, დავით სიჭინავა აღნიშნავს, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს საკუთარი სპეციფიკა აქვს. პროდუქტს, რომელიც ამ მიმართულებით იქმნება, საზღვრები არ გააჩნია, შესაბამისად, თუკი საქართველოში საგადასახადო კუთხით შეღავათები არ დაწესდა, წარმატებული პროექტის ოფშორზე გატანა ძალიან მარტივია.

„ჩვენი მიზანი არ არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა. გვსურს, რომ საქართველოში შეიქმნას ეკოსისტემა. ადამიანისთვის, რომელსაც საინტერესო სტარტაპ იდეა აქვს, განსაზღვრული უნდა ჰქონდეს მთელი სამოქმედო გზა - სად უნდა დაამზადოს პროტოტიპი, სად უნდა მიიღოს პირველი დაფინანსება და ა.შ. სამწუხაროდ, ჩვენთან ეს ჰორიზონტი ჯერ არ არის მოწმენდილი და დღეს ვინმეს გენიალური იდეა რომც ჰქონდეს, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ მისი პროდუქტი საბოლოო ჯამში სილიკონის ველზე აღმოჩნდება. ამ წუთას, ყველაზე საჩქარო სახელმწიფოსგან საგადასახადო კუთხით ხელშეწყობაა. დღეს ჩვენ ვკარგავთ რესურსს, თუკი ვინმე წარმატებას აღწევს, მომენტალურად საზღვარგარეთ გადის“, - ამბობს დავით სიჭინავა.

ასოციაციაში განმარტავენ, რადგანაც საქართველოში ეკოსისტემა არ არსებობს, თუკი რომელიმე უცხოურ კომპანიას ქართულ სტარტაპში ინვესტირება სურს, სტარტაპს რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსთხოვს დარეგისტრირებას.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ქაშიბაძე ერთ-ერთ ქართულ სტარტაპს იხსენებს, რომელიც საბოლოოდ აშშ-ში დაფუძნდა და მეორად ავტომობილებს ონლაინ ყიდის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბიზნესმენს საქართველოში 200 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

„საქართველოს ტექნოლოგიური სტარტაპების ასოციაციის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს, იმას, რომ Doing Business-ის ანგარიშში, 189 ქვეყანას შორის საქართველო 24-ე ადგილზეა, ხოლო ბიზნესის დაწყების სიმარტივით - მე-6, თუკი IT -სფეროს მიმართულებით კონკრეტული ბენეფიტებიც დაემატება და ამ მესიჯს საზღვარგარეთ გავიტანთ, საქართველოს შანსი ექნება, რომ IT მიმართულებით რეგიონული ჰაბი გახდეს.

ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ეკოსისტემის განვითარება კომპლექსური საკითხია და შედეგის მისაღწევად არაერთი ნაბიჯია გადასადგემლი. აუცილებელია ლოკალური მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. კარგი იქნება, თუკი საზღვარგარეთიდან სხვადასხვა კომპანიები შემოვა - ეს არა მხოლოდ ბიზნესსა და ცოდნას, არამედ, გარე სამყაროსთან კონტაქტსაც შემოიტანს; ასევე, აუცილებელია საგადასახადო კუთხით შეღავათები დაწესდეს დიდი, მულტინაციონალური კომპანიებისთვისაც - იქნებ რომელიმე გიგანტმა, ვთქვათ, Facebook-მა, ან Amazon-მა საქართველოში დააფუძნოს რეგიონული სათაო ოფისი.

„სამწუხაროდ, როგორც კი ჩვენი რეგიონის საზღვრებს გასცდები, ხალხმა საერთოდ არ იცის სად არის საქართველო. თუკი ხელისუფლებისთვის ეს სფერო პრიორიტეტულია, აუცილებელია საზღვარგარეთ მესიჯის გატანა - თუკი IT სფეროში მოისურვებთ ინვესტირებას, ჩვენ შეგიქმნით პლაცდარმს. IT კომპანიის საზღვარზე გადმოტანა ძალიან მარტივია - მცირე კომპანიის წევრები აიღებენ საკუთარ ლეპტოპებს, საზღვარს გადმოკვეთენ და ეს კომპანია უკვე აქ არის“.

ასოციაციის წევრი, ზაზა სიჭინავა განმარტავს, რომ აუცილებელია საქართველო გამოჩნდეს მსოფლიო IT რუკაზე. მას ესტონეთის მაგალითიც მოჰყავს და აღნიშნავს, რომ ამ ქვეყნას ისეთი ეკოსისტემა აქვს შექმნილი, რომ თუკი კარგი იდეა ესტონეთიდან მოდის, უცხოური ენჯელ ინვესტორები და ვენჩურული ფონდები დაინტერესებულნი არიან ინვესტირებით.

„ჩვენს სფეროში საქართველოს შესახებ დღეს არაფერი იციან. არ გვაქვს ის აუცილებელი მონაცემები, რაც ინვესტორს სჭირდება. თუკი ისეთ ინფრასტრუქტურას შევქმნით, როდესაც საგადასახო სისტემა მეწარმეზეა მორგებული და დაფინანსების მოპოვება შეგიძლია, შესაძლოა რეგიონულ ჰაბად ვიქცეთ - ჩამოვიდეს იგივე რუსი, ან უკრაინელი იმ ქვეყანაში, სადაც სტარტაპის გაკეთება და სხვადასხვა ტიპის დაფინანსების მოპოვება შეეძლებათ. თუკი რეგიონში პირველები ვიქნებით და ამ ეკოსისტემას შევქმნით, შესაძლებელი იქნება გონებრივი პოტენციალის საქართველოში შემოდინება, იმის ნაცვლად, რომ აქ დაფუძნებული კომპანიებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადიოდნენ“, - ამბობს ზაზა სიჭინავა.

სტარტეპების დაფინანსების კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრისას, ასოციაციის კიდევ ერთი წევრი, დავით ველიაშვილი აღნიშნავს, რომ მაღალი რისკის გამო ამ სფეროში სესხის გაცემის მოდელი არ ამართლებს. ანალოგიური მიზეზის გამო სტარტაპების დაფინასნებას ერიდება ბიზნესიც, ამიტომაც, აუცილებელია, რომ უცხოური ინვესტიციები შემოვიდეს.

„პროტოტიპის შექმნას, ანუ პირველი ეტაპის დაფინანსებას 10-20 ათასიდან - 120 ათას დოლარამდე თანხა სჭირდება. ეს სარისკო კაპიტალია, როდესაც არ იცი - გაამართლებს პროექტი თუ არა. შემდეგი ეტაპების დაფინანსებისას უკვე მილიონებზეა საუბარი. საქართველოში თითქმის წარმოუდგენელია იმ ბიზნესკომპანიების ნახვა, რომლებმაც, თუნდაც 10 ათასით შეიძლება გარისკონ. ბიზნესს უხსნი - პირველ ეტაპზე საქმეში უნდა ჩადო 100, 200 ათასი დოლარი და პროექტი ან გაამართლებს, ან არა. ამიტომაც, სანამ უცხოეთიდან არ შემოვა ინვესტიციები, იმ ტრადიციებით, რაც იქ არის დამკვიდრებული, ქართული ბიზნესისთვის სტარტაპის დაფინანსება რთულ საკითხად დარჩება. წარმოიდგინეთ, დაინტერესებულმა პირმა, პირობითად, 10 პროექტი - 10 მილიონი დოლარით უნდა დააფინანსოს. ამ ათიდან შესაძლოა მხოლოდ ერთმა მოიტანოს მოგება, ვთქვათ - 100 მილიონი. რამდენი კომპანია გეგულებათ საქართველოში, ამის ფინანსური შესაძლებლობები რომ ჰქონდეს და თან გარისკოს?“, - ამბობს დავით ელიაშვილი.

„საქართველოს ტექნოლოგიური სტარტაპების ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ ეკოსისტემის შესაქმნელად კონკრეტული ნაბიჯები სწაფადაა გადასადგმელი, რადგან ყველა ქვეყანა ვითარდება და ლანდშაფტი უცბად შეიძლება შეიცვლალოს - დღევანდელი უპირატესობა შესაძლოა ხვალ აღარ გქონდეს.

ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრის, Ihub Tbilisi-ის დირექტორი ილია ღლონტი მიიჩნევს, რომ საქართველოს დღეს სწორედ თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში აქვს წარმატების მიღწევის შანსი. მისი აზრით, საწარმოების გახსნაზე მეტად პრიორიტეტული ის სფერო უნდა იყოს, სადაც მცირე დანახარჯების პირობებში დიდი კაპიტალის მოზიდვაა შესაძლებელი - „მასშტაბების მიუხედავად, კაპიტალის გენერირება აქ ხდება. შესაძლოა 200კვ.მ. ოფისი გქონდეს, სადაც რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად ღირებული პროდუქტი შემქნა“.

„საგადასახადო რეფორმა და გადასახადების დაწევა IT მიმართულებით დიდ ბუმს გამოიწვევს. ეს კომპანიები, რომელთა პროდუქტი საზღვარს ფიზიკურად არ კვეთს, მაქსიმალურად უნდა გავათავისუფლოთ გადასახადებისგან, მათ შორის საშემოსავლოსგან, რაც დღეს ინოვაციების სფეროში მოღვაწე სტარტაპების ძირითადი ხარჯია. გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია, ვირტუალურ სივრცეში მყოფი კომპანია მოგების გადასახადს არ იხდის - თუმცა ამას გაპიარება სჭირდება. ამ ყველაფრით ორი მიმართულება წახალისდება: უცხოური კომპანიები დაინტერესდებიან საქართველოთი და მეორე მხრივ, დამწყებ ქართულ კომპანიებს ამოსუნთქვის საშუალება ექნებათ - აღარ იფიქრებენ იმაზე, რომ თუკი ინვესტიციას მოიზიდავენ, სახელმწიფო თანხას წაიღებს“, - აღნიშნავს ილია ღლონტი.

მისივე თქმით, ამ სფეროს განვითარებისთვის ახალი IT სპეციალისტების გაზრდა, უცხოური კაპიტალის შემოსვლა და ეკოსისტემის შექნაა აუცილებელი.

„ინოვაციური ბიზნესისა და სტარტაპების პრიორიტეტად გამოცხადებით საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. სახელმწიფოს შეუძლია დიდი როლი შეასრულოს და საქართველოში დიდი კომპანიების შემოსვლის წინაპორიბები შექმნას - იყოს მათთვის გარანტორი. IT მიმართულებით განვითრებისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბავი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გავიტანოთ, ვთქვათ, რომ ჩვენ გვინდა გავხდეთ ცენტრი, შეგიქმნათ საუკეთესო პირობები და ჩვენთან მოდით. უნდა დალაგდეს, რა გვინდა და რა უნდა გაკეთდეს ამისთვის“, - განმარტავს Ihub Tbilisi-ის დირექტორი.

ილია ღლონტის მსგავსად, განათლებას და IT სპეციალისტების გაზრდას განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხად მიიჩნევს „ჯეოლაბის“ რექტორიც.

„ჩვენ არ ვიცით სად დაიბადება ნიჭიერი ადამიანი. შესაძლოა ზესტაფონში ცხოვრობს ახალგაზრდა, რომელსაც აქვს ცუკერბერგის პოტენციალი. თუ მას არ ექნება შესაბამისი გარემო, სადაც მიიღებს განათლებას და ინფრასტრუქტურას, სადაც საკუთარი იდეის რეალიზაციას შეძლებს, შედეგს ვერ მივიღებთ. რეგიონებში ადამიანებს კომპიუტერთან მუშაობაზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ. წინ უნდა გავიხედოთ და სკოლის მოსწავლეებს პროგრამირების შესწავლაც უნდა შევთავაზოთ. ბავშვები ამით დაინტერესებულნი არიან და ალბათ ერთადერთი საგანია, სადაც დავალების შესრულება არცერთ ბავშვს არ დაეზარება. უნდა შევეცადოთ, რომ ახალგაზრდებს მივცეთ კონკრეტული ცოდნა, სტარტაპები შემდეგ უკვე ბუნებრივად გაჩნდება“, - ამბობს სანდრო ასათიანი.

„ჯეოლაბის“რექტორი კიდევ ერთ საინტერესო მოვლენად მიიჩნევს ტენდენციას, რომ ევროპასა და ამერიკაში სტარტაპები დღეს ახალი სამუშაო ადგილების ძირითადი გენერატორია. სახელმწიფოები მიხვდნენ, რომ ერთი მხრივ, რაც მეტი ამ ტიპის კომპანია შეიქმნება, მით მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება, მეორე მხრივ კი, მომავალში, წარმატებული კომპანიები გადასახადების გადამხდელები არიან.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ქაშიბაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის მშენებლობაში დიდი პოტენციალი აქვს.მისი თქმით, სახელმწიფო მხარს უჭერს ქვეყანაში მეცნიერების დაფინანსებას, IT პროექტების კომერციალიზაციის ეფექტურობის გაზრდას და მზადაა ხელი შეუწყოს დამწყებ მეწარეებს - ინოვაციების სააგენტო, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ის მექანიზმებია, რომლებიც საბოლოო ჯამში ეხმარება სტარტაპებს და ქმნის მათი განვითრებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას.

„ჩვენ უკვე გვაქვს ვირტუალური ზონის კანონი, რომელიც ექსპორტზე ორიენტირებულ კომპანიებს - ვინც მუშაობს საქართველოდან და აწარმოებს საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროდუქტს, ათავისუფლებს გარკვეული გადასახადებიდან. ახლა მიმდინარეობს მუშაობა ინოვაციების შესახებ კანონზე. გადასახადების შემცირება და საგადასახადო სისტემის საქმიანობის ამ სფეროზე მორგება კარგია, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ, მაგალითად ისრაელში, კომპანიების გადასვლა - კვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობის ზრდამ განაპირობა. ესეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია იმისთვის, რომ საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობები საქართველოში დაფუძნდეს“, - განმარტავს ირაკლი ქაშიბაძე.

ირაკლი ქაშიბაძე „ტექნოპარკი საქართველოს“ შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დიდ ინვესტიციებს დებს ინფრასტრუქტურის მოწყობაში, ასევე, IT სპეციალისტების რაოდენობის გასაზრდელად, მიმდინარეობს ტრენერთა გადამზადების პროცესი - 120 ტრენერი უკვე გადამზადდა, 120 კი ამ პროცესს ახლა გადის.

„ტექნოპარკში კონცენტრირებულია როგორც ტექნოლოგია, ლაბორატორიული ნაწილი, ასევე, საკონსულტაციო ნაწილი, წვდომა სივრცესთან, ტექნოლოგიებთან, ადამიანებთან, რომ შენი იდეა მარტივად გადააქციო კონკრეტულ პროდუქტად. პროცესი დაწყებულია რეგიონებშიც. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გამოიწვევს ბუმს, გაჩნდება ბევრი საინტერესო სტარტაპი, გამოჩნდებიან „ენჯელ ინვესტორებიც“ და ვენჩურული ფონდებიც. ადამიანები თავიდან ვერ ხვდებოდნენ რატომ ვაკეთებდით ფაბ-ლაბებს. ეს ის კომპონენტია, რომელიც სხვა ქვეყნების გადასწრების საშუალებას გვაძლევს. ეს არის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, პროცესი, როდესაც ყველაფერი გაცილებით მარტივი, ახალი ტიპის დანადგარებით კეთდება. ასე რომ, თუკი რომელიღაც ქვეყანა ინდუსტრიული მიმართულებით მიდის, ჩვენ ამ პროცესს გადავახტით და ამ ლაბორატორიების გამო უფრო წინ ვართ“, - აცხადებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე.

მისივე თქმით, საქართველოში უკვე 7 ლაბორატორიაა შექმნილი. დამატებით, 12 პროფესიულ სასწავლებელს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, განათლების სამინისტრო შექმნის. პროცესი კი გაგრძელდება - თანამედროვე ლაბორატორიები ქვეყნის ყველა ქალაქში უნდა აშენდეს და საქართველო იქცეს ფაბ-ქანთრით, ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად მსოფლიოში.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა პლატფორმებზე საქართველოს ინტეგრაციისთვის. IT და მაღალტენქოლოგიური მიმართულებით ქვეყნის პოპულარიზაციისთვის გამოიყენება როგორც ინტერნეტი, ასევე, საერთაშორისო გამოფენები და საელჩოების ჩართულობა.

„ამ ეტაპზე ძალიან აქტიურ ფაზაშია ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოები. PR-ის პარალელურად, მნიშვნელოვანია, თუ როგორ გარემოს ვთავაზობთ უცხოურ კომპანიებს. გარემოს გამო, ბევრი უკრაინული და რუსული სტარტაპი დღეს საქართველოშია. პარალელურად, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ, ვთქვათ Facebook-მა საქართველოდან იყიდოს სტარტაპი და გუნდი, რომელიც მას აკეთებს თავისთან წაიყვანოს. ეს პროცესები მუდმივად ერთმანეთზე იქნება გადაჯაჭვული - ზოგი წავა, ზოგი ჩამოვა, მაგრამ, რაც მთავარია, საქართველო გაჩნდება მსოფლიო რუკაზე“, - ამბობს ირაკლი ქაშიბაძე.

ირაკლი ქაშიბაძე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო წარმატებულად მუშაობს მენტორთა ქსელის შექმნაზე. ქსელში სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელები, მაღალი თანამდებობის პირები არიან გაწევრიანებული და სხვადასხვა პროექტების მცირე ინვესტორებიც ხდებიან. მისივე თქმით, პროექტ „დაიწყე ბიზნესი ფაბ-ლაბთან ერთად“ მენტორმა საჩუქრის სახით პირველადი ინვესტიციაც განახორციელა - „მენტორული ქსელი თავისთავად შეუწყობს ხელს ბიზნესმენების ჩართულობას „ენჯელ ინვესტირებაში“, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე, როდესაც ეკოსისტემა ყალიბდება“.

გიორგი ჭეიშვილი

წაკითხულია
12291
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner