banner
18 მარტი 2016 | 18:04 ეკონომიკა

მიწის აზომვა მხოლოდ სერთიფიცირებულ პირებს შეეძლებათ

მიწის აზომვა მხოლოდ სერთიფიცირებულ პირებს შეეძლებათ

ამზომველებს მომსახურების საფასურს მთავრობა დაუდგენს

„კომპანიების უმრავლესობა მიწას ხელსაწყოების გარეშე, ოფისიდან გაუსვლელად ზომავს, რაც გადაფარვებს იწვევს“

იმის გამო, რომ მიწის კადასტრი მოუწესრიგებელია, ათასობით მესაკუთრემ დღემდე არ იცის მისი ნაკვეთის რეალური ფართობი. მიწის ნაკვეთების ზუსტი საზღვრების დადგენა ვერ ხერხდება, ადგილი აქვს მომიჯნავე ფართობების გადაფარვას, რაც ხშირად მეზობლებს შორის დაპირისპირებისა და სასამართლო დავების მიზეზი ხდება. იმ მიწების დიდი ნაწილიც, რომელიც ოფიციალურად რეგისტრირებულია (არსებული მონაცემებით, მთლიანი ფართობების 20%–ია რეგისტრირებული), არასწორადაა აზომილი. თავის დროზე, მოქალაქეებზე მიწებზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები ისე გაიცა, რომ მას საკადასტრო მონაცემები თან არ ახლდა, რამაც მიწების აღრიცხვის მიმართულებით კიდევ უფრო დიდი გაუგებრობები შექმნა.

გასულ წლებში მიწის ნაკვეთის ნახაზი ან გამიზნულად იყო გაყალბებული (მფლობელებმა მათი ფართი მომიჯნავეების ხარჯზე გაიზარდეს), ან მისი ზუსტი საზღვრები ამზომველის მიერ დაშვებული შეცდომების გამო დაირღვა. მიწის კადასტრთან დაკავშირებული პრობლემის ერთ–ერთ მიზეზად ამზომველები დაასახელა იუსტიციის მინისტრმაც.

“ჩვენ ამზომველების პრობლემაც გვაქვს. არიან კარგი ამზომველები და არიან ამზომველები, რომლებიც აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ამ საქმეს და შემდეგ მოქალაქეს ამზომველის შეცდომების გამო სასამართლოში სიარული უწევს. ვმუშაობთ იმაზეც, თუ როგორ გავასწოროთ ის ფინანსური ბარიერები, რომლებიც სოფლად თუ ქალაქად მცხოვრებთ ხელს უშლის საკუთრების დარეგისტრირებაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა კერძო საამზომველო კომპანიებთან 1 მარტს გამართული შეხვედრის დროს.

მთავრობამ გადაწყვეტა საამზომველო სფეროში რეგულაციები შემოიღოს. ინიციატივა ამზომველების სერთიფიცირებას და ლიცენზირებას ითვალისწინებს. საამზომველო საქმიანობით დაკავებულ პირებს მიწის საერთაშორისო სტანდარტის ხელსაწყოებით აზომვის ვალდებულებას დააკისრებენ. ახალი მოთხოვნები სავარაუდოდ 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს. ამის შემდეგ საჯარო რეესტრი არასერთიფიცირებული ამზომველის ნახაზს აღარ მიიღებს.

"საამზომველო საქმიანობის რეგულირების ახალი წესები იმ საკანონმდებლო პაკეტში შევიდა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოამზადა. ცვლილებებმა მრეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები უნდა მოაგვაროს. აღნიშნული ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში გასული წლის დეკემბერში შეიტანეს, თუმცა, ის კანონმდებლებმა დაიწუნეს და მთავრობამ მასში შესწორებები შეიტანა. „მოვამზადეთ საკანონმდებლო პაკეტი, იმისთვის, რომ კერძო პირებმა შეძლონ უფრო მარტივად დაირეგისტრირონის მიწები, რომელთაც აქამდე საბუთების ნაკლებობის, ხარვეზების ან თუნდაც  საფასურების გამო ვერ ირეგისტრირებდენ. ეს იქნება კომპლექსური პროექტი, რომ კერძო საკუთრებაში მიწების დარეგისტრირება წახალისდეს და გამარტივდეს. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სწორი აზომვითი ნახაზი. ამზომველები,რომლებიც ამ პროექტში სახელმწიფოს პარტნიორები უნდა იყვნენ, დღეს, სამწუხაროდ, მიწას სხვადასხვა ხელსაწყოთი ზომავენ, იმიტომ, რომ არ არსებობს ერთიანი სტანდარტი. ეს კი იწვევს უზუსტობებს, რაც მოქალაქეს აზარალებს. ჩვენ გვინდა, რომ მომსახურების საფასური გონივრული გახდეს“,− განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მოქმედი კანონმდებლობით, საამზომველო საქმიანობა არ რეგულირდება. ამზომველ ფირმებს არც საქმიანობის ლიცენზია და არც სპეციალური ხელსაწყოების გამოყენება მოეთხოვებათ. კანონმდებლობით არ არის დადგენილი აზომვითი საქმიანობის ერთიანი სტანდარტი და მათ მიერ შედგენილი საკადასტრო ნახაზის სიზუსტესაც არავინ ამოწმებს.

ევროპის ქვეყნებში საამზომველო საქმიანობა ზუსტად და მკაცრად რეგულირებული პროფესიაა. ევროპული ქვეყნები მკაცრი რეგულირებით არასწორად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შედგენისგან თავს იზღვევენ, რომ შემდეგ ეს საკუთრების უფლების დარღვევის წინაპირობა არ გახდეს. 

 ვინ ზომავს მიწას

ამზომველის სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრეინინგის გავლა და დამადასტურებელი სერთიფიკატის აღება ნებაყოფლობითია. ამჟამად ამზომველებზე სერთიფიკატების გაცემა „შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრს“ შეუძლია. შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრი საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს -აკრედიტაციის ცენტრის მიერ არის აკრედიტებული და სერთიფიკატს გასცემს საერთაშორისო სტანდარტით – ISO/IEC 17024:2010.

მსურველებისთვის ცენტრს აქვს პროფესიული მომზადების სპეციალურ პროგრამა. 1–თვიანი ან 1,5 –თვიანი პროგრამა 1170 ლარი ღირს. პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელებს შეუძლიათ გაიარონ სერტიფიცირება და მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი. სერტიფიცირება ორეტაპიანია: 1. ტესტირება, რომელიც უძრავი ქონების აზომვასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს. და მეორე ეტაპი–კონკრეტული ობიექტის აზონვითი ნახაზისა და საკადასტრო რუქის შედგენა. ორივე ეტაპის გავლის შემდეგ ცენტრი უძრავი ქონების ამზომველს სერთიფიკატს აძლევს. სერტიფიკატის საფასური 400 ლარია. „შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრში“ ამბობენ, რომ უძრავი ქონების შემფასებლის პროფესიის ათვისების მსურველთა რიცხვი მცირეა და შესაბამისად სერთიფიკატებზე მოთხოვნაც თითქმის არ არის.

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე გვარამია ამბობს, რომ ამზომველზე, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტს ფლობს, ბაზარზე მოთხოვნა არ არის, ამიტომ დოკუმენტში ფულს არავინ იხდის.

საამზომველო სფეროს რეგულაციის აუცილებლობაზე საუბრობენ სერთიფიცირებული ამზომველები.

„გეოდეზია ერთ დროს ჩვენთან მაღალ დონეზე იყო. შემდეგ ეს სფერო დაინგრა და შესაბამისი ინსტიტუტებიც გაუქმდა. მოგვიანებით ქვეყანაში დონორი ორგანიზაციები შემოვიდნენ და კადასტრის საკითხებზე ისინი მუშაობდნენ. KFW-მ თავი მოუყარა ყველა დონორის პროექტს და საჯარო რეესტრს გადასცა. ამ ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება საჯარო რეესტრმა ვერ შეძლო, რადგან იმ დროისთვის საკმაოდ სუსტი იყო. მერე საჯარო რეესტრი განვითარდა, დღეს ის სტრუქტურულად და ტექნიკურად ძლიერი სამსახურია. მაგრამ მეორე მხარე– კერძო სექტორი, ძალიან სუსტ რგოლად დარჩა. დღეს ისინი ერთმანეთს ვეღარ აბალანსებენ.

წინა ხელისუფლების დროს ამზომველების სერთიფიცირება საერთოდ გააუქმეს. ამან გამოიწვია გადაფარვები, მიწაზე დავები, რის გამოც სავალალო მდგომარემაში ვართ. ეს ყველაფერი უკონტროლობის შედეგია. ყველა ქვეყანაში არსებობს რეგულაცია და სერთიფიცირება. ახლა სახელმწიფო, როგორც იქნა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს სერტიფიცირება. როგორც ექიმს სჭირდება ლიცენზია და ამის გარეშე ვერ უმკურნალებს ავადმყოფს, ასევე აუცილებელია, რომ შესაბამის საბუთს ფლობდეს ამზომველი. არ შეიძლება სახლს აშენებდეს ის, ვისაც შესაბამისი ცოდნა არ აქვს. არ შეიძლება სახლი რომ აშენდება, ვიღაც მიდიოდეს და მხოლოდ გარეგნულად ათვალიერებდეს. საფეხური დარღვეულია თუ ღიობი 5 სმ–ით მეტია, ამის რეგულაცია არ ხდება და ამიტომ ჩვენი სფერო უკან მიდის“, –ამბობს ნიკოლოზ ჭეიშვილი, კომპანია „თბილისი–ჯგუფის“ დამფუძნებელი.

დღეისათვის ბაზარზე 400–მდე საამზომველო ფირმა მუშაობს. მათი უმეტესობა თბილისშია თავმოყრილი. ფირმების მომსახურების ფასები განსხვავებულია და 40–დან 300 ლარამდე მერყეობს. როგორც ამ სფეროს სპეციალისტები ამბობენ, ბევრ ამზომველს სათანადო ხელსაწყო არ აქვს, ბევრიც ნახაზს ოფისიდან გაუსვლელად ადგენს, ამიტომ დანახარჯები ნაკლები აქვს და შესაბამისად მათი მომსახურების საფასურიც დაბალია.

საამზომველო კომპანია შპს „სითიჯი“ –ის ხელმძღვანელო ვეფხია პატაშური ამბობს, რომ სერთიფიცირებასთან ერთად საამზომველო ფირმებს თანამედროვე აპარატურის გამოყენების ვალდებულებაც უნდა ჰქონდეთ, რომელიც საჯარო რეესტრში იქნება დარეგისტრირებული.

 „სერთიფიკატის ქონა და ადგილზე, ველზე მუშაობის პრინციპი და სიზუსტე სხვადასხვა რამეა. შესაძლოა სერთიფიცირებული იყოს ამზომველი, თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილებაც ჰქონდეს, მაგრამ სიზუსტეს ვერ ინარჩუნებდეს. გადამზადება და სერთიფიცირება უცხოელ სპეციალისტებთან გავიარე, მაგრამ კარგი აპარატი რომ არ მქონოდა, ჩემი ცოდნა ნულის ტოლი იქნებოდა. თანამედროვე GPS თუ პრაქტიკაში არ დანერგე, ისე სერთიფიცირებას აზრი არ აქვს.დღეს ბევრი აპარატის გარეშე, ხელით ზომავს, განსაკუთრებით რეგიონებში. შეიძლება აპარატით ერთი ნაკვეთი სწორად გაიზომა, მაგრამ მისი მომიჯნავე მიწა სხვამ არაზუსტად გაზომა. ამით მან მიწის ზუსტი ზომებით დარეგისტრირებას ხელი შეუშალა. ასეთი პრობლემების გამო საშინელებები ხდება. ერთ ნაკვეთს რომ ვზომავთ, გვერდით მდებარე ნაკვეთების აზომვაც გვიწევს, სხვაგვარად ჩვენ მუშაობას აზრი ეკარგება. მესაკუთრეებსაც, მიწის პრობლემები რომ გაასწორონ, დიდი ხარჯის გაწევა უწევთ. ცოტა ხნის წინ კოჯორში ავზომე მიწის ნაკვეთი. აპარატმა მიჩვენა, რომ საცხოვრებელი სახლის მდებარეობა ნახაზზე დატანილს რამდენიმე მეტრით ასცდა. მესაკუთრე ხშირად ვერ ხვდება, რომ ეუბნები, რომ მისი სახლი სინამდვილეში სხვაგან დგას. ამის გამო მოქალაქეებთან პრობლემები გვექმნება. პრობლემები იქმნება იმ ამზომველ კომპანიასთანაც, ვინც ეს ნაკვეთი ადრე აზომა. მეზობლები 10 სმ–ის გამო ერთმანეთს არ ინდობენ. მით უმეტეს, როცა ცდომილება რამდენიმე მეტრზე მეტია. წყნეთში მიწის ნაკვეთები თითქმის მთლიანად დამახინჯებულია. ბორჯომში ავზომე მიწის ნაკვეთი და 12 მეტრიანი ცდომილება მიჩვენა. ადგილობრივ ამზომველებს რომ ვკითხეთ შეცდომის მიზეზი, გვიპასუხეს – როგორც გვინდა ისე ვზომავთ, საჯარო რეესტრი გვირეგისტრირებს და რა პრობლემააო. ასეთებს არ უნდა მისცენ აზომვლის უფლება, რომ მიწის პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ გამოსწორდეს. კანონში თუ ჩაიწერება, რომ აზომვა ზუსტი ინსტრუმენტით მოხდეს, ფირმები იძულებულები იქნებიან შეიძინონ და ხალხის წვალებაც დამთავრდება“, – ამბობს ვეფხია პატაშური.


 განსხვავებული ფასები და არათანაბარი კონკურენცია

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც სერთიფიცირებული ამზომველები საუბრობენ, მომსახურების ფასებს შორის არსებული დისბალანსია, რაც კონკურენციის არსებობას გამორიცხავს. ცვლილებები მომსახურების ფასებსაც შეეხება. აზომვითი სამუშაოებისთვის ფიქსირებული ფასები(ნიხრები) დადგინდება.

„ვინც ველზე არ გადის, ხარჯიც არ აქვს, ამიტომ მისი ფასი დაბალია, –ამბობს ნიკოლოზ ჭეიშვილი,

–როგორ, ოფისიდან გაუსვლელად ადგენენ ნახაზს?

–დიახ, ძალიან ბევრი მუშაობს ასე. თბილისის ოფისიდან შეუძლიათ ნებისმიერ რეგიონში არსებული მიწის ნახაზი დახატონ. კონკურენციაზე როგორ შეიძლება ლაპარაკი, როცა ერთი კომპანია სტანდარტულ ნახაზს 40–50 ლარად აკეთებს და მეორესთან 200–250 ლარი ღირდეს. სულ 20–30 კომპანია იქნება ბაზრზე, რომელიც მოთხოვნებს მეტნაკლებად აკმაყოფილებს და ძირითადად თბილისშია თავმოყრილი. ჩვენი მომსახურების ფასი დამოკიდებულია სად მიდიხარ, რა სირთულის ობიექტია ასაზომი, რამდენი თანამშრომელი გჭირდება, ამას ტრანსპორტირების და სხვა ხარჯები ემატება და ცოტაც მოგება.

თუმცა, კლიენტმა თუ იცის, რომ ვიღაც 40 ლარად აკეთებს, ჩვენთან რა თქმა უნდა, არ მოვა. ჩვენ საინჟიონრო–გეოდეზიურ სამუშაოებსაც ვახორციელებთ, თორემ მარტო საჯარო რეესტრის კუთხით რომ ვმუშაოებდეთ, კომპანია 10 წლის წინ იქნებოდა დახურული. შეუძლებელია ამ პირობებში განვითარდეს ეს სფერო. მაგალითად, შვედეთში კადასტრი სახელმწიფო სტრუქტურაშია და ნახაზი საშუალოდ 10 ათას ლამადე ღირს.

ფასის რეგულაციას აჯობებს სახელმწიფო კომპანიებს აპარატურის შეძენაში სწავლებაში, განათლებაში დაეხმაროს, სტიმული მისცეს, რომ მოემზადონ, სერთიფიკატი აიღონ და შემდეგ საკუთარ თავზე თვითონ იზრუნებენ.

ბევრმა სახელმწიფო სტრუქტურამ თავისი საამზომველო კომპანია შექმნა და თვითონ მუშაოებენ. ეს პირდაპირ აზიანებს ბიზნესს. ვერ ხვდებიან, რომ ვინც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს, მათ კვებავს ბიზნესი და როცა ბიზნესს კლავ, იმ ტოტს ჭრი, რომელზეც ზიხარ. ისინი იმას კი არ უნდა ფიქრობდნენ, რომ თავის სტრუქტურაში შექმნან ასეთი კომპანიები და ამით ერთი–ორი კაპიკი დაზოგონ, არამედ უნდა იზრუნონ, რომ ბიზნესი განვითარდეს, რომელიც მეტ გადასახადებსაც გადაიხსის და ეკონომიკასაც გააძლიერებს“.

 რა ხელსაწყოებით ხდება მიწის აზომვა

 აზომვითი სამუშაებისთვის ორი ტიპის ხელსაწყო გამოიყენება: მაღალი სიზუსტის გეოდეზიური GPS, რომელიც ობიექტს ღია სივრცეში ზომავს და ელექტროტაქეომეტრი, სადაც დახურული სივრცეა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამზომველისთვის ორივე ხელსაწყო აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ზუსტი ანაზომის გააკეთება შეუძლებელია.

ბაზარზე ამჟამად ორივე სახის აზომვითი ხელსაწყოების შეძენაა შესაძლებელია. საქართველოში თითქმის ყველა გიგანტურ კომპანიას ჰყავს წარმომადგენელი. მათ შორის არის შვეიცარიული Leica, ამერიკული Trimble, იაპუნური Topcon, იტალიური Stonix.

GPS-ის ფასი 7,5 ათასი დოლარიდან იწყება და 30 ათასი დოლარსაც აღწევს, ხოლო ელექტროტაქეომეტრის მინიმალური ფასი 5 ათასი დოლარია. თითოეულ აპარატს ინდივიდუალური პინ–კოდი აქვს. სერთიფიცირებული ამზომველები ამბობენ, რომ საჯარო რეესტრმა თითოეული აპარატის პინ–კოდი უნდა დაარეგისტრიროს და შესაბამისად გააკონტროლოს.

საჯარო რეესტრმა 2011 წლიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კორს სისტემით აღჭურვილი მუდმივმოქმედი რეფერენს–სადგურები დაამონტაჟა ამ სადგურეებიდან მიღებული სიგნალის მეშვეობით თანამედროვე საამზომველო აპარატურას მუშაობა ქვეყნის ყველაზე პერიფერიულ ადგილზეც შეუძლია. სადგურების დამონტაჟება სახელმწიფო ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი დაუჯდა. თუმცა, მისი არსებობა აზრს კარგავს, რადგან რეგიონებში ხშირ შემთხვევაში აზომვა კვლავაც ხელით ხდება.

 მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ როდესაც სახელმწიფო საამზომველო საქმიანობაზე რეგულაციას დააწესებს, თავისთავად შემოწმებელი სამსახურიც ეყოლება. საჯარო რეესტრს აქვს გეოდეზიის სამსახური, აქვს აპარატურა, ინსტრუმენტები და შეუძლიათ გააკონტროლონ ვინ რას და როგორ აკეთებს და შეუძლია ამ საქმიანობას გაუწიოს ინსპექტირება.

 ნონა ქვლივიძე

 

წაკითხულია
18090
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

მიწის რეფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეები

მიწის რეფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეები

დამოუკიდებლობის ისტორიის ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოში მიწის რამდენიმე რეფორმა განხორციელდა. სულ ახლახანს, მიწის რეფორმის კიდევ ერთი ტალღა დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონის დამტკიცების შემდეგ მიწის რეგისტრაციის პროცედურები გ

16 სექტემბერი 2016 | 11:08 ეკონომიკა ვრცლად
უცხოელებისთვის  მიწის  რეგისტრირებაზე  დაწესებული  შეზღუდვები  ქვეყნის ეკონომიკას შემოსავალს აკარგვინებს

უცხოელებისთვის მიწის რეგისტრირებაზე დაწესებული შეზღუდვები ქვეყნის ეკონომიკას შემოსავალს აკარგვინებს

სასოფლო–სამეურნეო მიწის უცხოეთის მოქალაქეებისთვის გაყიდვაზე მორატორიუმი საკონსტიტუციო სასამართლომ თითქმის ორი წელია გააუქმა და მას შემდეგ 2012 წლამდე არსებული კანონი მოქმედებს, მაგრამ უცხოეთის მოქალაქეებს რეგისტრაციის დროს პრობლემებს მაინც უქმნიან. ოფიცია

11 აპრილი 2016 | 16:58 სოფლის მეურნეობა ვრცლად
მიწის მფლობელობის მსურველებმა ნაკვეთები ხელახლა უნდა აზომონ და დაირეგისტრირონ

მიწის მფლობელობის მსურველებმა ნაკვეთები ხელახლა უნდა აზომონ და დაირეგისტრირონ

მიწის ნაკვეთებს, რომლებიც დღემდე საკუთრებად საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული, საკუთრებაში სახელმწიფო გადაიფორმებს. მასთან ერთად, მიწას, რომელზეც პირის საკუთრება არ დასტურდება, სახელმწიფო მის განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემას ერთი წლით შეზღუდავს

18 იანვარი 2016 | 19:19 სოფლის მეურნეობა ვრცლად
ქართულ-პოლონური ბიზნეს-პროექტი საფრთხის წინაშეა

ქართულ-პოლონური ბიზნეს-პროექტი საფრთხის წინაშეა

კიდევ ერთი ქართველი ბიზნესმენი, რომელიც არაერთი დაბრკოლების წინაშე აღმოჩნდა, იმისათვის რომ უცხოელ ინვესტორებთან ერთად ბიზნეს-პროექტი განეხორციელებინა შპს ”ჯიველის” მფლობელი, ზურაბ ჭარბაძეა. თითქმის ერთი წლის წინ ჭარბაძემ კახეთის რეგიონში ღვინის ბიზნესის წ

01 აპრილი 2015 | 13:32 ბიზნესი ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner