banner
01 აპრილი 2016 | 23:32 სოფლის მეურნეობა

“ლუგარის ცენტრი” საერთაშორისო რეფერალური სტატუსით ევროპაში პროდუქტების ექსპორტის დაჩქარებასაც შეძლებდა

“ლუგარის ცენტრი” საერთაშორისო რეფერალური სტატუსით ევროპაში პროდუქტების ექსპორტის დაჩქარებასაც  შეძლებდა

ევროპაში სასურსათო პროდუქტების ექსპორტისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმების დაახლოებაა. დღეს ცხოველთა დაავადებების, მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა და საკვები პროდუქტების ექსპერტიზა, ძირითადად, სოფლის მეურნეობის ბიოუსაფრთხოების მეორე დონის ცენტრალურ ლაბორატორიაში ტარდება, რომლის გადაიარაღებაშიც ბოლო წლებში რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯა, როგორც ევროკავშირისა და აშშ-ის გრანტებით, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ლაბორატორიამ 2014 წელს საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო და ქიმიური მაჩვენებლებისა და მავნე ნივთიერებების (ანტიბიოტიკები, მძიმე მეტალები, პესტიციდების) კვლევის ახალი მეთოდებიც დანერგა, თუმცა ევროკავშირის უვნებლობის პარამეტრების გათვალისწინებით, ჯერ კიდევ ბევრი მეთოდია დასანერგი და სააკრედიტაციო სფეროში შესატანი, მათ შორისაა, თაფლსა და თევზთან დაკავშირებული უვნებლობის პარამეტრების კვლევა. რისკების გაანალიზების მიხედვით, თაფლი და თევზი არის ის 2 პროდუქტი, რომელიც ერთ-ერთი პირველი შეძლებს ევროკავშირის ბაზარზე მოხვედრას.

“წლის ბოლოს სრულად გვექნება იმ პარამეტრების კვლევა,რასაც ევროკავშირი ითხოვს და ლაბორატორია მომავალ წელს მზად იქნება თაფლი ევროკავშირის ბაზრისთვის შეამოწმოს. თაფლის მსგავსად, თევზშიც ანტიბიოტიკებია უფრო პრობლემატური. რაც შეეხება ცოცხალი თევზის დაავადებებს, თითქმის ყველაფრის დიაგნოსტიკა ხდება... სურსათის სააგენტო ყოველ წელს ატარებს ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგს, რომლის ლაბორატორიულ მომსახურებასაც ასრულებს სოფლის მეურნეობის ლაბორატორია. აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესოპერატორებთან: ცხვრის, ტყავის ექსპორტთან დაკავშირებული მომსახურება 100%-ით მოიცავს ამ სფეროებს, ვეტმიმართულებით ყველა დანერგილი დაავადების კვლევა საერთაშორისოდ აკრედიტირებულია,-ამბობს ლაბორატორიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ანა გულბანი.

ცხოველთა დაავადებებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რისი დანერგვაც მოუწია სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას, ცხვრის ჭირი იყო. ცხვრის ჭირი საქართველოში პირველად რამდენიმე თვის წინ დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველადი დიაგნოზით სპეციალისტებმა ეჭვი ცხვრის კატარალურ ცხელებაზე (ბლუთანგი) მიიტანეს. ზუსტი დიაგნოსტირების მიზნით, ნიმუშები დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო რეფერალურ ლაბორატორიაში გადაიგზავნა. გამოკვლევის შედეგებით გაირკვა, რომ ცხვარი არა კატარალური ცხელებით (ბლუტანგი), არამედ, ცხვრის ჭირით იყო დაავადებული. რაც შეეხება ბლუთანგს, ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველომ 2018 წელს უნდა მიიღოს ნორმატიული აქტი, რომელიც ეხება დამნერგავ ბლუტანგის ამთვისებელი ზოგიერთი სახეობის ცხოველის კონტროლს, მონიტორინგს, ზედამხედველობასა და გადაადგილების შეზღუდვას, ასევე, ადგენს ბლუტანგის კონტროლისა და აღმოფხვრის სპეციალურ წესებს”.

eugeorgia.info დაინტერესდა, მიმართავს თუ არა სოფლის მეურნეობის ლაბორატორია თანამედროვე ტექნოლოგიითა და გამოცდილი პერსონალით აღჭურვილ “ლუგარის ცენტრს” ისეთი კვლევებისთვის, რისთვისაც მას არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური საშუალებები ან სჭირდება შედეგების ზუსტი დიაგნოსტირება. როგორც სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში, ასევე, დაავადებათა კონტროლის ცენტრში (დღეს “ლუგარის ლაბორატორია” დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნაწილია) განგვიმარტეს, თანამშრომლობა, ძირითადად, ბიოუსაფრთხოების მესამე დონის კვლევების შემთხვევაში ხდება- როდესაც საქმე განსაკუთრებით საშიშ დაავადებებს ეხება.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში (ცხვრის ჭირი) საქართველო იყენებს რეფერენს ლაბორატორიას, ლუგარი ამ ეტაპზე უფრო ადამიანის ჯანდაცვის მიმართულებით მუშაობს და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკაში არ არის რეფერენტული, მხოლოდ სამეცნიერო დონეზე აკეთებს კვლევებს”,-ამბობს ანა გულბანი.

“არის დაავადებები, სადაც ლუგარს დიაგნოსტიკის გამოცდილება არა აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენთვის არ მოუმართავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ერთობლივად თუ დადგება ეს საკითხი, შეგვიძლია გავაძლიეროთ ლაბორატორიული შესაძლებლობები, მაგრამ ხანდახან გადაჭარბებული მოლოდინია, რომ არის განსაკუთრებული ლაბორატორია, რომელსაც ყველაფერი შეუძლია...განსხვავება იმაშია, რომ სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას არამხოლოდ ბიოლოგიური, არამედ ქიმიური ანალიზის გაკეთების საშუალება აქვს, რომელიც აუცილებელია სურსათის უსაფრთხოებასთან მიმართებაში, ლუგარის ცენტრი კი აკეთებს ბიოლოგიურ კვლევებს. მისი შექმნის მიზანი იყო განსაკუთრებით საშიში ინფექციების დროული გამოვლენა ქვეყანაში, როგორც ადამიანების, ასევე, ცხოველების”,-ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.

 

ლაბორატორიული ქსელი და ლუგარის ცენტრი

საბჭოთა კავშირის დაშლის დროს დღის წესრიგში დადგა არსებული ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღის მარაგების განადგურების საკითხი, ისე, რომ შეენარჩუნებინათ სამეცნიერო პოტენციალი. ეს მისია საკუთარ თავზე აიღეს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ. „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ექნოლოგიების, პათოგენებისა და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ აშშ თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების (2002 წ.) საფუძველზე დაიწყო ლუგარის ცენტრის მშენებლობა 2004 წელს. ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამის საერთო მოცულობამ 350 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია შეადგინა. პროგრამის (Cooperative Biological Engagement Program-CBEP, რომელსაც ძირითადად ახორციელებს DTRA – Defense Threat Reduction Agency) ფარგლებში, ქვეყანაში მოეწყო თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიული ქსელი, რომელიც მოიცავს 22 ლაბორატორიას, აქედან, 11 ჯანდაცვის სამინისტროს, 11 კი- სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ქსელი შედგება 3 დონის ლაბორატორებიისგან: პირველი დონის, მეორე დონის (ე.წ. ზონალური ლაბორატორიები, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ჯანდაცვის სისტემაში) და მე-3 დონის ლაბორატორია-ლუგარის ცენტრი, სახელი ეწოდა ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის პატივსაცემად, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ მსოფლიო საფრთხეების შემცირების ინიციატივაში ერთ-ერთი ლიდერია. ცენტრის შექმნის მიზანი იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ან ახლად აღმოჩენილი ვირუსებისა და ბაქტერიების დროული დიაგნოსტიკითა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის კვლევის შედეგების გაზიარებით.

ლუგარის ცენტრში განთავსდა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში არსებული ბაქტერიებისა და ვირუსების კოლექცია. ლაბორატორიის შექმნა და მისი განვითარება ეყრდნობოდა „ერთიანი ჯანმრთელობის” (one health) კონცეფციას, რაც გულისხმობდა ადამიანის, ცხოველისა თუ მცენარის დაავადებებთან ბრძოლაში ერთიან მიდგომას, ნებისმიერი ბიოლოგიური მასალის კვლევის შესაძლებლობას მისი წარმოშობის მიუხედავად - იქნებოდა ეს ადამიანის, ცხოველის, ფრინველის თუ მცენარის ნიმუში, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ შემუშავებული თანამედროვე მიდგომაა, ბევრი დაავადება ზოონოტიკურია - გადადის ადამიანზე ცხოველიდან ან ფრინველიდან ან მისი მატარებელი შეიძლება იყოს მწერი (ჯილეხი, ცოფი, ღორის  გრიპი, ფრინველის გრიპი).

ლუგარის ცენტრი უზრუნველყოფს, რომ რეგიონში დავაადებების გავრცელების შემთხვევაში, საქართველომ, რაც შეიძლება მოკლე დროში შეძლოს პასუხის გაცემა და თავიდან აიცილოს დაავადებების გავრცელება ადამიანსა და ცხოველებზე...სურსათის უვნებლობა ლუგარის ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2015 წელს ლუგარის ცენტრმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სოფლის მეურნეობის ლაბორატორიასთან, რაც საშუალებას აძლევს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას ერთობლივად გამოიყენონ კვლევებისთვის სივრცე, საკუთარი შესაძლებლობების გასაზრდელად”,- აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

ლაბორატორიის ყოფილი დირექტორის ანა ჟვანიას თქმით, ვინაიდან მისია იყო მთელი ქვეყნის რეფერალური მომსახურება და მისი ბიოლოგიური უსაფრთხოებისთვის ხელის შეწყობა, სამეურვეო საბჭოში შევიდა რამდენიმე სამინისტრო, წამყვანი იყო ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა  და განათლებისა და მეცნიერების სამინისტორები.

“სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემისთვის ლაბორატორას უნდა გაეწია მომსახურეობა ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობისა და მცენარეების დაცვის მიმართულებით.ვინაიდან სურსათის უვნებლობის კვლევა მოიცავს რამდენიმე კომპონენტს (მათ შორის ქიმიურს), ლუგარის ცენტრი უნდა ჩართულიყო ბიოლოგიური შემადგენლობისა და პათოგენების კვლევის მიმართულებით. ლაბორატორიის შექმნისა და განვითარების ხედვა ითვალისწინებდა ძლიერი რეგიონალური რეფერარული ბიოლოგიური კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბებას, რომელიც მოემსახურებოდა არა მხოლოდ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორების საჭიროებებს, არამედ მთელი რეგიონის რესურსი იქნებოდა. ეს ცენტრი უნდა ყოფილიყო აკადემიური სისტემის ნაწილიც და მასში უნდა განხორციელებულიყო კვლევები ბიოლოგიის სფეროში სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების მონაწილეობით. ლაბორატორიის საერთაშორისო აკრედიტაცია და გამართული მუშაობა ხელს შეუწყობდა არა მხოლოდ ქვეყნის ბიოლოგიურ უსაფრთხოებას, არამედ ქართული ნაწარმის გატანას ევროპულ ბაზარზეც”,- ამბობს ჟვანია.

“მაშინ სურსათის ეროვნული სააგენტო ამას ვუყურებდით, როგორც რეფერალურ ლაბორატორიას, ანუ თუ ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში აღებულ სურსათზე დაიდებოდა ნეგატიური შედეგი კერძო აკრედიტირებულ ან სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულ ლაბორატორიაში და თუ მოვინდომებით ამის გადამოწმებას, ჩვენ ან ბიზნესოპერატორი, ლუგარის პასუხი უნდა ყოფილიყო საბოლოო”,- აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი დავით კობერიძე.

ევროკავშირის წარმომადგენლობის სურსათის უვნებლობის საკითხებში პროექტის მენეჯერი ალვარო ორტეგა აპარასიო იხსენებს, რომ ევროკავშირის CIB-ის (ინსტიტუციური განვითარების პროგრამა) პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერის მიზნით, შსს-ის ბაზაზე შეიქმნა ლაბორატორიის საკოორდინაციო საბჭო, იმისთვის, რომ სურსათის უვნებლობის ანალიზი ჩაერთო DTRA-ს პროგრამასა და ლუგარის ცენტრის რეფერალურ აქტივობებში, თუმცა როგორც ორტეგა აღნიშავს, სურსათის უვნებლობა არასდროს გამხდარა, არც საკოორდინაციო საბჭოსა და არც ლუგარის ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი.

სხვა მხრივ, არც CIB-ს და არც სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ ჰქონია ურთიერთობა ლუგარის ცენტრთან თუ არ ჩავთვლით თანამშრომლების გაგზავნას სურსათის ეროვნული სააგენტოდან და ლაბორატორიიდან DTRA-ტრენინგებზე. ამ ეტაპზე CIB გეგმავს ჩართოს სურსათის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის ლაბორატორია ვეტერინარიისა და სურსათის უვნებლობის თანამშრომლების ტრენინგებში, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საჭიროდ არ მიიჩნევს. CIB მესამე ფაზა იწყება 2017 წლიდან და მსგავსი ტრენინგებისთვის დარეზერვებულია ფინანსები”,-ამბობს ალვარო ორტეგა eugeorgia.info-თან საუბრისას.


საუბარი იყო სოფლის მეურნეობის ცენტრალური ლაბორატორიის გაერთიანებაზეც ლუგარის ცენტრთან, რომელსაც არასამეწარმეო პირის (აიპ) სტატუსი ჰქონდა და არცერთ უწყებას არ ექვემდებარებოდა. ლაბორატორიების გაერთიანების იდეა ვერ განხორციელდა, 2013 წლის მაისში მთავრობამ რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის ლიკვიდაციის ბრძანებულება გამოსცა, ლუგარის ცენტრს იურიდიული სტატუსი შეეცვალა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნაწილი გახდა და მთლიანად ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარა. ლაბორატორია იურიდიული სტატუსის შეცვლის შემდეგაც მულტისექტორალური დარჩა, თუმცა, ძირითადად, ჯანდაცვის მიმართულება განვითარდა. დღეს ლუგარის ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიოს ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული სამი ლაბორატორიაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სრულად ცნობს შემდეგ ლაბორატორიებში ჩატარებული კვლევის შედეგებს: გრიპის ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია, როგორც ადამიანის, ასევე ფრინველის გრიპის დიაგნოზის სრულად დასმა; პოლიომიელიტის ლაბორატორია, ამ მიმართულებით ლუგარის ცენტრი სომხეთსაც ემსახურება და მესამე- წითელასა და წითურას ლაბორატორია.

“კიდევ 4 ლაბორატორიაა სხვადასხვა ევროპულ ქსელში ჩართული და აქვთ მათი აკრედიტაციები, მათ შორის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ანტიმიკრობულ ქსელში ვართ. ლუგარის ცენტრს აქვს ძლიერი გენომის ცენტრი, სადაც ბაქტერიისა და ვირუსის გენომის დონეზე შეგვიძლია სეკვენირება- დადგენა რა სახეობისაა და საიდან მოდის ეს ვირუსი, ვაპირებთ ადამიანის გენომზე მუშაობის დაწყებასაც. ასევე, ვმუშაობთ, რომ მთლიანად  ლუგარის აკრედიტაცია მოხდეს, რაც საკმაოდ რთულია..”,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

რეფერალური მიმართულების განვითარებას გეგმავს სოფლის მეურნეობის ცენტრალური ლაბორატორიაც.

“თუ ლუგარი განვითარდება, როგორც რეფერალური ლაბორატორია მაგალითად, ჯილეხთან დაკავშირებით, კარგი იქნება. დღეს არცერთი ლაბორატორია არ არის რეფერალური. ჩვენც გვაქვს გეგმა რეფერალური მიმართულებით განვვითარდეთ. არის ლაბორატორიები, რომელსაც რეფერალური აქვს რამდენიმე დაავადება, მაგალითად, ცხვრის ჭირის შემთხვევაში ბრიტანეთს მივმართეთ. ლუგარი ვერ იქნება რეფერალური ყველა მიმართულებით, ეს ძვირი დაუჯდება ქვეყანას. რეფერალური არ ნიშნავს, რომ მხოლოდ საარბიტრაჟო როლი უნდა შეასრულოს, უნდა ჰქონდეს საბჭო, რომელიც ამა თუ იმ დაავადებაზე იმუშავებს, პროფესიული ტესტირებები დანერგოს, განსაკუთრებით, ცხოველთა დაავდებების კუთხით პროფესიული ტესტირებების დანერგვა რთულია”,- ამბობს ანა გულბანი.

რეფერალური ლაბორატორიის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროკავშირთან გაფორმებული სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ბევრი სავალდებულო კვლევაა დასანერგი და ჩასატარებელი. დათო კობერიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ლუგარმა მიიღოს საერთაშორისო რეფერალის სტატუსი, რომ როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, კერძო ლაბორატორიებმა შეძლონ მისი გამოყენება.

“ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებიდან გამომდინარე ბევრი სიახლე იქნება, მათ შორის სავალდებულო კვლევების ნაწილში, მაგალითად, სალმონელასთან დაკავშირებით, პირდაპირაა გაწერილი, რომ ფერმამ უნდა უზრუნველყოს სალმონელას კონტროლი, როგორ? რამდენიმე ვარიანტია და მათ შორისაა მუდმივი კვლევები, ეს ნიშნავს, რომ რაღაც სეგმენტის კვლევა იქნება სავალდებულო, იგივე მოხდება თაფლზე, თევზზე და ა.შ. ამიტომაა მნიშვნელოვანი რეფერენსის სტატუსის მიღება ევროკავშირისგან, რომ აქ გაკეთებული კვლევები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს, როცა პროდუქცია გავა ევროკავშირში- ერთი ფუნქცია ეს უნდა იყოს და მეორე-ისეთი კვლევები, რასაც სოფლის მეურნეობის ლაბორატორია ფიზიკურად ვერ   აკეთებს- არა აქვს ტექნიკური და ფინანსური საშუალებები...სამინისტროს დონეზე უნდა გადაწყვიტონ რა იქნება კავშირი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააგენტოებსა და ლუგარის ლაბორატორიას შორის. გრძელვადიანი ხედვა უნდა არსებობდეს, არ შეიძლება ფაქტი რომ დადგება, უცებ გააკეთონ ასეთი კვლევები, იმის მიუხედავად, რომ ლუგარს შეუძლია სწრაფი რეაგირება, ინფრასტრუქტურაც აქვთ და გამოცდილებაც, კარგად უნდა დაიგეგმოს ბიუჯეტი, შეიძლება ასეთი დონის ლაბორატორიას 2 ნიმუშის კვლევა არ აწყობდეს, აპარატის ჩართვა შეიძლება იმდენი დაუჯდეს, რომ იმ კონკრეტული სფეროს ბიუჯეტი არ ეყოს”,-ამბობს დათო კობერიძე.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა eugeorgia.info-სთან საუბრისას აღნიშნა, რეგიონში უმაღლესი დონის ბიოსამედიცინო ცენტრის ბიოუსაფრთხოების მესამე დონზე შენარჩუნება წელიწადში, დაახლოებით, 5-6 მილიონი ლარი ჯდება, საიდანაც თითქმის 90% მოდის ლუგარის ცენტრზე. ლაბორატორიის შენახვაში დღეს საქართველოს ხელისუფლებას ამერიკული მხარეც ეხმარება, თუმცა როგორც eugeorgia.info-ს აშშ-ის საელჩოში განუცხადეს, მომდევნო 2 წლის განამვლობაში (CBEP) ლაბორატორიის თვითუზრუნველყოფასა და ტექნიკურ მხარდაჭერაზე პასუხისმგებლობას მთლიანად გადასცემს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და 2018 წლიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრი იქნება სრულად პასუხისმგებელი ლაბორატორიის დაფინანსებასა და ფუნქციონირებაზე, ამერიკული მხარე კი გააგრძელებს დახმარებას კვლევების მენტორობასა და ექსპერტიზაში.

 
SPS ნორმები

ასოცირების შეთანხმების 2016 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველომ სურსათის უვნებლობის სფეროში-ევროკავშირის 13, ვეტერინარიაში - 9, მცენარეთა დაცვის სფეროში კი- 3 სამართლებრივ აქტთან უნდა დაახლოვოს კანონმდებლობა და დაამტკიცოს შესაბამისი ნორმატიული აქტები. თუმცა ეკვივალენტობის შეფასება მარტო ნორმატიული დოკუმენტების შინაარსის შემოწმებით არ შემოიფარგლება. საქართველოს სჭირდება დაუმტკიცოს ევროკავშირს რომ აქვს შემოწმების, კონტროლისა და ინსპექტირების ეფექტური მექანიზმები, მათ შორის, კარგად აღჭურვილი ლაბორატორიული ქსელი, სადაც გაკეთებულ კვლევის შედეგებს ევროპა აღიარებს.


მაიკო გაბულდანი 

წაკითხულია
5282
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner