banner
19 მაისი 2016 | 19:15 სოფლის მეურნეობა

ქართული თაფლის აღიარების შემდეგ ჯერი ბიზნესოპერატორების აღიარებაზეა

ქართული თაფლის აღიარების შემდეგ ჯერი ბიზნესოპერატორების აღიარებაზეა

მეწარმეეებმა მზადება დაიწყეს

რა არის თაფლის ევროკავშირში ექსპორტისთვის კიდევ საჭირო?

კოოპერატივის   - "რაჭის ნატურალური პროდუქტები" მიერ წარმოებული ცაცხვის თაფლის შეძენით ბრიტანელი იმპორტიორი ერთი წლის წინ დაინტერესდა. იმპორტიორი მზადაა, 1 კგ დაფასოებულ ცაცხვის თაფლში კოოპერატივს 17 ლარი გადაუხადოს.  თუმცა, გარიგება ამ დრომდე ვერ შედგა. მყიდველი "რაჭის ნატურალური პროდუქტებისგან"  თაფლის უვნებლობის დამადასტურებელ ლაბორატორიულ დასკვნას ითხოვს. დასკვნა აუცილებლად საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ უნდა იყოს გაცემული. "ევროკავშირმა თაფლის კონტროლის სისტემა აღიარა და იმედი გვაქვს, მალე შევძლებთ თაფლის ინგლისში გაყიდვას. ბრიტანეთის ელჩიც იყო ჩვენთან ჩამოსული ახლახანს, შეგვპირდა, რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, რომ დაგეხმაროთო...,” -  ამბობს "რაჭის ნატურალური პროდუქტების" თავმჯდომარე, ლაშა გაგოშიძე.

"რაჭის ნატურალურ პროდუქტებს", რომელიც ამბროლაურშია დაფუძნებული, 265 ოჯახი ფუტკარი ჰყავს და ძირითადად ცაცხვისა და წაბლის თაფლს აწარმოებს.  "ბრიტანელ  იმპორტიორს უნდა ცაცხვის თაფლის შეძენა, მაგრამ ის ჩვენგან ითხოვს ლაბორატორიულ დასკვნას, რომ თაფლში მავნე ნივთიერებები არ არის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას მივმართე ჯერ 2015 წლის დეკემბერში, შემდეგ კი 2016 წლის იანვარსა და მარტში. ლაბორატორიაში მითხრეს, რომ თაფლს ფიზიკურ მაჩვენებლებზე ამოწმებდნენ, მაგრამ ყველა აკრძალულ ანტიბიოტიკზე -  ვერა და მათ მიერ გაცემული დასკვნა ევროკავშირში თაფლის გატანისთვის არ გამომადგებოდა, რადგან ჯერ აკრედიტაცია არ აქვთ გავლილი. მეხუთე წელია ანტიბიოტიკებს არ ვხმარობთ და შეუძლებელია, ჩვენს თაფლში ანტიბიოტიკების ნარჩენები იყოს. მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, იმპორტიორი მე სიტყვაზე დამიჯერებს? არის ერთი გამოსავალი. ჩვენ გავგზავნოთ თაფლი ლაბორატორიული შემოწმებისთვის ბელგიაში. იქ თაფლის კვლევა 600 ევრომდე ჯდება.  ამ დროისთვის 1 ტონა ცაცხვის თაფლი გვაქვს გასაყიდი და ეს ისეთი მცირე რაოდენობაა, ამხელა ხარჯის გაწევა არ გვიღირს. ზედმეტი ხარჯის გაწევას ერიდება იმპორტიორიც," - აცხადებს  www.eugeorgia.info-სთან საუბარში "რაჭის ნატურალური პროდუქტების" თავმჯდომარე, ლაშა გაგოშიძე.

 რა იცვლება თაფლის სახელმწიფო კონტროლის სისტემის აღიარების შემდეგ

"ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტს ევროკავშირი უყენებს მაღალ სანიტარულ მოთხოვნებს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მომხმარებელთა ჯანმრთელობა. აქამდე ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე არ იყო ნებადართული, თუმცა დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატება ამ კუთხით. ეს პოზიტიური გადაწყვეტილებაა და დარგის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა 2016 წლის 17 მაისს, სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრისას.

"პოზიტიურ გადაწყვეტილებად"  და "დიდ წარმატებად" ელჩმა ევროკომისიის მიერ თაფლის სახელმწიფო კონტროლის სისტემის აღიარება შეაფასა: ევროკომისიის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორატმა რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, რომ საქართველო შეიყვანოს  მესამე ქვეყნების იმ ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე თაფლის შეტანა ნებადართულია.

თაფლის სახელმწიფო კონტროლის სისტემის აღიარებისთვის სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა და ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობას დაუახლოვა: დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. გარდა ამისა, მომზადდა “თაფლის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თაფლთან დაკავშირებულ მოთხოვნებს ადგენს და  რომელიც  2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა: ბიზნესოპერატორი ვალდებულია, თაფლი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად აწარმოოს.

2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო  თაფლის ხარისხობრივ მონიტორინგს ატარებს. ლაბორატორიული კვლევისთვის თაფლის სინჯები ქალაქ რიგაში, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია -„ბიორში" იგზავნება. 2013 წელს ამ ლაბორატორიაში თაფლის 42 ნიმუში გაიგზავნა. აქედან 17 სინჯში ანტიბიოტიკების ნარჩენები აღმოჩნდა. 2014 წელს ამავე ლაბორატორიაში კვლევისთვის საქართველოს სხვადასხვა მეურნეობებიდან და მაღაზიებიდან აღებული თაფლის 103 სინჯი გაგზავნეს. 32 ნიმუშში ანტიბიოტიკების ნარჩენები ისევ აღმოჩნდა.  2015 წელს გაგზავნილი 104 სინჯიდან დარღვევა 20 ნიმუშში აღმოჩნდა.

რა იცვლება თაფლის სახელმწიფო კონტროლის სისტემის აღიარების შემდეგ, როდის მოხვდება საქართველო მესამე ქვეყნების იმ ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირში თაფლის ექსპორტი დაშვებულია და რა უნდა გააკეთოს მეწარმემ იმისთვის, რომ თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს - ამ კითხვებზე პასუხების მიღებისთვის www.eugeorgia.info  სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსს, კახა სოხაძეს ესაუბრა.

- ევროკომისიის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხამრებელთა უფლებების დაცვის დირექტორატმა დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები თაფლის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით და რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, რომ საქართველო შეიყვანოს  მესამე ქვეყნების იმ ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე თაფლის შეტანა ნებადართულია. მესამე ქვეყნების სიის განახლება წელიწადში ორჯერ ხდება. როგორც კი ამ სიას განაახლებენ, საქართველო მასში აუცილებლად მოხვდება. ჩვენი ვარაუდით,  ეს მოხდება 2016 წლის შემოდგომაზე.

-  შემდეგი ნაბიჯი მეწარმისთვის რა არის, რა უნდა გააკეთოს  თაფლის ევროკავშირში გატანისთვის? აქ თუ ვერ აკეთებს თაფლის სრულფასოვან ლაბორატორიულ კვლევას, მაშინ ვის უნდა მიმართოს?

-  რა თქმა უნდა თაფლში არ უნდა იყოს აკრძალული ნივთიერებები. არსებობს აკრძალული ანტიბიოტიკები, რომლებზეც კვლევა სავალდებულოა. ესენია:  ლევომიცეტინი, ქლორამფენიკოლი, მეტრონიდაზოლი, ნიტროფურანები. დანარჩენი  საკვლევი ნივთიერებების გეგმა დგება ევროკავშირის იმ კონკრეტული ქვეყნის მოთხოვნების შესაბამისად, სადაც თაფლი უნდა შევიდეს.  თუმცა, ლაბორატორიული კვლევა აქ გადამწყვეტი არ არის. მეწარმე ლაბორატორიულ შემოწმებას აკეთებს იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, არის თუ არა მის თაფლში რაიმე სახის დაბინძურება. თუ თაფლი მისი წარმოებულია და მან იცის, რომ არ გამოუყენებია ანტიბიოტიკი და მისი ნარჩენები თაფლში არ იქნება, ლაბორატორიული კვლევის ჩატარების საჭიროება მინიმალურია.

ამის შემდეგ მეწარმემ უნდა იზრუნოს თაფლის დაფასოებასა და ეტიკეტირებაზე, გააჩნია როგორი იქნება მოთხოვნა: -შესაძლებელია, რომ  ეტიკეტირება ევროკავშირში გაუკეთდეს. თაფლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ვეტერინარული სერტიფიკატი. ცხოველური წარმოშობის სურსათით საერთაშორისო ვაჭრობა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ვეტერინარული სერტიფიკატის თანხლებით. თუ პროდუქციას ასეთი სერტიფიკატი არ აქვს, ის საზღვარს ვერ გადაკვეთს. ბარიერები აღარ არსებობს. ახლა მთავარია, რომ ისეთი ფაქტებისგან ვიყოთ დაზღვეული, რამაც ქართული თაფლის ევროკავშირში ექსპორტს შეიძლება ხელი შეუშალოს: მეწარმეებმა უნდა მოაგროვონ და ექსპორტზე გაიტანონ მხოლოდ კარგი თაფლი.

- გაგრძელდება თუ არა თაფლის ხარისხობრივი მონიტორინგი და შემდეგი კვლევისთვის სინჯები ისევ საზღვარგარეთ გაიგზავნება  თუ შემოწმება საქართველოში ჩატარდება?

 - თაფლის ხარისხობრივი მონიტორინგის ჩატარება  სავალდებულოა და ის ყოველწლიურად უნდა განხორციელდეს, იმის და მიუხედავად, როგორი შედეგი იყო დაფიქსირებული ბოლო მონიტორინგზე. სად გაიგზავნება სინჯები, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას თუ ექნება შესაძლებლობა,  რომ  ეს კვლევები აბსოლუტურად სრულფასოვნად გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, აქ ჩავატარებთ. თუ არა და, ალბათ, წელსაც მოგვიწევს სხვა ქვეყნის მომსახურებით სარგებლობა. შემდგომში იმედი მაქვს, რომ ამ კვლევებს უკვე საქართველოში გავაკეთებთ.

 

ევროკავშირში ცხოველური წარმოშობის სურსათის იმპორტის პროცედურა:

  • ცხოველური წარმოშობის სურსათის გამგზავნი ქვეყნის  კომპეტენტური ორგანო ევროკომისიას მიმართავს აღიარების თხოვნით
  •  ევროკომისია ჩადის ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტზე გატანის მსურველ ქვყანაში და ამოწმებს, ამ ქვეყნის  ჰიგიენის სტანდარტის ნორმები  არის თუ არა ევროკავშირში არსებული ნორმების ექვივალენტური
  •   ქვეყანა იღებს/ან ვერ იღებს აღიარებას. აღიარების მიღების შემთხვევაში, ევროკომისიის ოფიციალურ ჟურნალში აღიარების მქონე მესამე ქვეყნების განახლებული სია ქვეყნდება და განახლების შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ ელექტრონულ შეტყობინებას.
  • გამგზავნი ქვეყნის  სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლის საფუძველზე ადგენს იმ საწარმოების/ბიზნესოპერატორების სიას, რომლებსაც ევროკავშირში თაფლის გატანა შეუძლიათ. ეს სია ქვეყნდება ევროკომისიის ოფიციალურ ჟურნალში.
  •  იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო გასცემს და ბეჭდით ამოწმებს სერტიფიკატს
  •  ცხოველური წარმოშობის სურსათი ევროკავშირში აუცილებლად უნდა შევიდეს სასაზღვრო ინსპექტირების პოსტის ( Border Inspection Posts ) გავლით
  •  იმპორტიორმა ტვირთის  შესვლის შესახებ  სასაზღვრო ინსპექტირების პოსტს  (Border Inspection Posts ) წინასწარ უნდა შეატყობინოს
  •  საზღვარზე ვეტერინარი ამოწმებს ტვირთს და საბუთებს. თუ შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელი არ იქნება, ტვირთი უკან, გამგზავნ ქვეყანაში დაბრუნდება ან დაექვემდებარება განადგურებას
  •   თუ შემოწმების შედეგები დამაკმაყოფილებელი იქნება, ტვირთი მიიღებს ვეტერინარული შესვლის დოკუმენტს ( Common Veterinary Entry Document)  და მისი იმპორტი  ნებადართული იქნება

ქართული თაფლის კონტროლის სისტემამ უკვე მიიღო აღიარება. რამდენიმე თვეში საქართველო მოხვდება მესამე ქვეყნების იმ ჩამონათვალში, ვისთვისაც ნებადართულია ევროკავშირში თაფლის შეტანა. ახლა ჯერი ბიზნესოპერატორების აღიარებაზეა.

წაკითხულია
6208
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner