banner
12 ივლისი 2016 | 16:12 ეკონომიკა

ჩვენი პრიორიტეტი მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა უნდა იყოს

ჩვენი პრიორიტეტი მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა უნდა იყოს

“ვიცით, რომ საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა. სიამოვნებით ჩამოვიდოდით ზღვაზე დასასვენებლად  და ქვეყნის მოსანახულებლად, მაგრამ საქართველოში დასვენება ძალიან ძვირი გვიჯდება. კიევი-თბილისი-კიევის ბილეთი 250 ევრო ღირს. ამ თანხით თურქეთში 10-დღიანი დასვენების საგზურს ვყიდულობთ, სადაც კიევიდან ანტალიამდე ჩარტერული რეისით ფრენის ღირებულებაც შედის, აეროპორტიდან სასტუმრომდე ტრანსფერიც და სასტუმროს All inclusive მომსახურებაც. საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში სასტუმროზე და კვებაზე კიდევ დამატებითი თანხა უნდა დავხარჯოთ. ამდენი შესაძლებლობა ახლა არ გვაქვს. თურქეთში კარგი სერვისია. იმ ფასში, რასაც ვიხდით, ძალიან კარგ მომსახურებას ვიღებთ. თან ქემერი ყირიმს ჰგავს და ნოსტალგიასაც ვიკლავთ. იმედი მაქვს, საქართველოშიც დაიაფდება ავიაბილეთების  ფასი და თქვენს ქვეყანასაც ვნახავთ ,”- ამბობს იულია კოვალჩუკი.

გასულ წელს თურქეთს 41,6 მლნ ვიზიტორი ეწვია, ტურიზმის სექტორიდან კი ქვეყანაში 31,5 მლრდ დოლარის შემოსავალი შევიდა. გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, თურქეთი ტურისტების მიერ ყველაზე ხშირად მონახულებადი  ქვეყნების ტოპ ათეულში შედის.  თუმცა, გახშირებული ტერაქტები და რუსეთთან დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა  თურქეთის ეკონომიკის ოქროს სექტორად წოდებულ ტურიზმზეც აისახა: მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა  საკუთარ ქვეყანაში თურქეთის საგზურების გაყიდვა აკრძალა, თურქეთში რუსი ტურისტების რაოდენობა  60%-ით შემცირდა. რუსეთი, გერმანიის შემდეგ, თურქეთისთვის რიგით მეორე ტურისტული ბაზარი იყო. 2015 წელს ამ ქვეყნიდან თურქეთში 3,5 მლნ ტურისტი ჩავიდა, 2016 წლის პირველ ნახევარში კი მხოლოდ რამდენიმე ათასი. ღრმა კრიზისს, რომელიც თურქეთის ტურიზმის სფეროში დაიწყო, საკურორტო ბიზნესმაც სტრატეგიის მყისიერი ცვლილებით უპასუხა: საგზურების ფასი მკვეთრად დაწია და აქცენტი ბაზრების დივერსიფიკაციაზე გააკეთა. ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება მოხდა  ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთსა და ჩინეთში, სხვადასხვა ქვეყნებიდან კი, მათ შორის ისეთებიდანაც, როგორიც საქართველოა და რომლის მიმართაც ინტერესს თურქეთი აქამდე არასოდეს ამჟღავნებდა, საკურორტო ქალაქების მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა. ახლა საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი დასასვენებლად ხმელთაშუა ზღვის თურქულ სანაპიროზე მიდის. ეს მათ საქართველოში დასვენებაზე იაფი უჯდებათ.

 ქართული ტურიზმი

2015 წელს  საქართველოს  5 897 685 საერთაშორისო ვიზიტორი  ეწვია. 2,2%-ით, 2 278 562 -მდე გაიზარდა რაოდენობა ტურისტებისა - ადამიანებისა, რომლებიც საქართველოს 24 საათით ანდა უფრო ხანგრძლივი დროით სტუმრობდნენ. ყველაზე მეტი სტუმარი საქართველომ 10 ქევყნიდან მიიღო. ესენია: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი, გერმანია, ყაზახეთი და აშშ. ზრდა აღინიშნებოდა შემოსავლების კუთხითაც: 2015 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.9მილიარდ დოლარს გადააჭარბა, მაშინ, როცა 2014 წელს იგივე მაჩვენებელი 1.4 მილიარდი დოლარი იყო.

საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა მსოფლიოში გასულ წელს 4%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს - 1 მილიარდ 184 მილიონს მიაღწია. გაეროს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, უცხო ქვეყნებში მოგზაურთა ზრდის ტენდენცია წელსაც შენარჩუნდება. ტურისტების რაოდენობის ზრდას ელიან საქართველოშიც: ტურიზმის ეროვნული სააგენტო წელს ქვეყანაში7 მილიონამდე ვიზიტორის და 2 მლნ 300 ათასზე მეტი ტურისტის ჩამოსვლას ელოდება.

საქართველოს შეუძლია ტურისტებს  კავკასიონიდან შავი ზღვის სანაპირომდე მრავალფეროვანი ტურისტული მომსახურება  შესთავაზოს: მთასვლელობა, ფეხით მოგზაურობა, მთებში ველოსიპედებით მოგზაურობა, თხილამურებით სრიალი, პარაპლანით ფრენა, ნავით გასეირნება, რაფტინგი თუ ველური ბუნების მონახულება.  მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, სადაც 250 კმ-ის რადიუსში სუბტროპიკული ტყე ( მტირალას პარკი), ნახევარუდაბნო ( ვაშლოვანი), ზღვის სანაპირო (აჭარა და გურია), სამთო კურორტები ( მესტია, გუდაური, ბაკურიანი) და კარსტული მღვიმეები მიწისქვეშა მდინარეებით, ერთად თანაარსებობს.

საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 18 აღკვეთილი, 41 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია. გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების  სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნათია ჯინჯოლავა ამბობს, რომ  დაცული ტერიტორიების მონახულების მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება: „ტურისტების რაოდენობაც და შემოსავლებიც ყოველწლურად სტაბილურად იზრდება. გვაქვს ტერიტორიები, სადაც მთელი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დამთვალიერებელი გვყავს. მაგალითად, პრომეთეს მღვიმე და სათაფლია ტურისტული სეზონის განმავლობაში არასოდეს იხურება.”

“ძალიან დიდია ინტრესი ზემო სვანეთისა და ყაზბეგის მიმართ. ყაზბეგი ძალიან  პოპულარულია უცხოელ ტურისტებს შორის: არის  სანახაობა  და ადვილი მისასვლელია. იქ, სადაც გზაც არის და ინფრასტრუქტურაც, ტურისტები მიდიან. ზოგადად, მოთხოვნა საქართველოზე არის და ის მზარდია,” - ამბობს  ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ია თაბაგარი.  “ამ ზაფხულსაც უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდის იმედით ვხვდებით. ივლისსა და აგვისტოში საქართველოში ტურისტები ძირითადად ზღვაზე დასასვენებლად ჩამოდიან.”

ზღვის სეზონისთვის მზადება სამიზნე ბაზრებზე აჭარის ტურისტული პროდუქტების რეკლამირებით დაიწყო. 10 სამიზნე ქვეყანას (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელარუსი, ისრაელი, პოლონეთი,  ყაზახეთი,  ლიტვა და საქართველო) წელს რუსეთიც დაემატა. იყო იმედი, რომ  თურქეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობის დაძაბვის ფონზე, საქართველოში ჩამოსული რუსი ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდებოდა.  თუმცა,  ციფრებმა აჩვენა, რომ ვიზიტორთა გაზრდილ რაოდენობაში რუსეთის წილი არც ისეთი შთამბეჭდავია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,  2016 წლის პირველ ნახევარში  ქვეყანაში 2 636 319 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,9%-ით მეტი, რუსეთიდან  შემოსული ვიზიტორების რაოდენობა კი  53 634-ით,  397 075 ტურისტამდე გაიზარდა.

სტატისტიკამ აჩვენა, რომ რუსეთში საქართველოს ტურისტული პროდუქტების რეკლამაზე უფრო ეფექტიანი მეზობელ ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე უარის თქმა აღმოჩნდა. ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ რუსი ტურისტების რაოდენობის დრამატული ზრდის მოლოდინი და ქვეყნის ტურისტული სტრატეგიაც არასწორი იყო: "საქართველო თურქეთს ვერ ჩაანაცვლებს. თურქეთის სასტუმროში ტურისტი სასტუმროდა გაუსვლელად ყველანაირ სერვისს იღებს. ჩვენთან  ასეთი ინფრასტრუქტურა არ არის. მაღალი მოთხოვნის დროს კი ადგილები არ გვყოფნის. გარდა ამისა, რუსეთში ახლა ეკონომიკური კრიზისია და საინფორმაციო არხებით მუდმივად ისმის მოწოდება, რომ არ გავიდნენ ქვეყნიდან და საკუთარ კურორტებზე დაისვენონ. გრძელვადიანი გეგმის აწყობა რუსეთზე არ შეიძლება. ის კარგია მხოლოდ მოკლევადიანი გეგმისთვის. ძალიან ინტენსიურად უნდა ვიმუშავოთ დასავლეთ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებზე. ეს ქვეყნები მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაღალმხარჯველი ტურისტი მოვიზიდოთ. ასეთია იაპონია, ჰონკონგი, სინგაპური, სამხრეთ კორეა. ამ ქვეყნებს წინა წლებში ეკონომიკური კრიზისი არ შეხებია. სულ საჭიროა ახალი ბაზრების მოძიება და სწორად მიმართული მარკეტინგი. ირანი საინტერესო ბაზარია და სანამ სხვა ქვეყნები არ გაუღებენ საზღვრებს, აქ ხშირად ჩამოვლენ. საგანგებო მარკეტინგული პროგრამა უნდა შეიქმნას  გერმანიის ბაზრისთვის. ეს არის ძალიან სტაბილური ბაზარი. სტატისტიკის მიხედვით, გერმანელები ყველაზე მოგზაური და ინტერესიანი ხალხია  ევროპაში და ამავე დროს მაღალმხარჯველიც. ჩვენი პრიორიტეტი მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა უნდა იყოს. სპეციალური ნაბიჯები რომ გადავდგათ ამ მიმართულებით, შედეგს ძალიან მალე მივიღებთ."

აჭარაში ჩამოსულ სტუმრებს  წელს ზღვაზე დასვენებასთან ერთად აჭარის მათალმთიანეთის მიმართულებით არსებული ეკოტურისტული მარშრუტებით სარგებლობაც შეუძლიათ. აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ახალი  ტურისტული მარშრუტები ამოქმედდა. ეკოტურისტული მარშრუტების საშუალებით, ვიზიტორები აჭარული სოფლების ყოფას  და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნობიან, დაათვალიერებენ ხელნაკეთი რეწვის ნიმუშებს და ადგილობრივი წარმოების ჩხავერის, ცოლიკოურის, ოცხანური საფერავისა თუ ალადასტურის ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოებს და აჭარული სამზარეულოს კერძებს დააგემოვნებენ.

საქართვლოს მთავრობამ კი დაიწყო პროექტი -  „Check in Georgia”  - საქართველო მსოფლიო კულტურულ კალენდარზე” . პროექტი  მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომლებიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. კულტურული ღონისძიებები აპრილში დაიწყოდა წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 29 მლნ ლარია გამოყოფილი. ზაფხულში დაგეგმილ ღონისძიებათა პროგრამაში შედის ფოლკლორული, ღვინის და ლუდის ფესტივალების ჩატარებაც. ტურისტული სეზონის გახანგრძლივების მიზნით მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებების მოწყობა შემოდგომაზე და ახალი წლისთვისაც იგეგმება.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, “Check in Georgia-ს”  ფარგლებში დაგეგმილი კონცერტების ბილეთების გაყიდვისას  მსოფლიოს 52 ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან  1000-ზე  ოდნავ მეტი ტრანზაქცია განხორციელდა. ია თაბაგარი ფიქრობს, რომ პროექტის -  “Check in Georgia”  ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დროული დაანონსებით, საქართველოში დაგეგმილზე ბევრად მეტი ტურისტის ჩამოყვანა შეიძლებოდა: “ფესტივალებისა და კონცერტების ჩასატარებლად ძალიან დიდი თანხა იხარჯება. ძალიან ბევრი კარგი ღონისძიება დაიგეგმა. მაგრამ, ვინ იცის ამის შესახებ? სამწუხაროდ, ტურისტულმა კომპანიებმა ამ პროექტის შესახებ არაფერი იცოდნენ.  ტურისტულ გამოფენებზე, რომლებიც შემოდგომიდან გაზაფხულამდე ჩატარდა, ეს ღონისძიებები არსად გამოჩნდა. გერმანიაში, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე, საქართველო იყო წარმოდგენილი, მაგრამ არცერთი სიტყვა არ იყო ნათქვამი არცერთ ღონისძიებაზე, არცერთ კონცერტსა და ფესტივალზე. ჩვენ რომ წინასწარ გვქონოდა ინფორმაცია ამ ღონისძიებების  შესახებ, ბალტიისპირეთიდან და აღმოსავლეთ და დასავლეთ  ევროპის ქვეყნებიდან აქ ბევრად მეტ ტურისტს ჩამოვიყვანდით.”

ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ მეტი ტურისტის მოზიდვის მიზნით, სახელმწიფომ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს: მეტად იზრუნოს რეგიონებში სასტუმროებისთვის ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა თუ წყლის უწყვეტ მიწოდებასა და გზების ხარისხზე, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში. 

 

ციფრები და ფაქტები

 

2015 წელს საქართველოში  5 901 094 ადამიანი შემოვიდა, წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტი, აქედან 2 281 971 ტურისტი იყო

გასულ წელს ვიზიტორთა რაოდენობის ( 1 468 888  ვიზიტორი) მიხედვით პირველ ადგილზე სომხეთი იყო, მეორეზე ( 1 393 257 ვიზიტორი) აზერბაიჯანი, ხოლო მესამეზე  ( 1 391 721 ვიზიტორი) თურქეთი.

2015 წელს ყველაზე მეტად გაიზარდა ისრაელიდან ( +40,3%), ყაზახეთიდან (+29,5%) და რუსეთიდან (+14,1%)  ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  მონაცემებით, უცხოელი ტურისტები საქართველოში  საშუალოდ 4 დღეს რჩებიან

ტურისტების 65% სასტუმროებში, 18% კი საოჯახო  სასატუმროებში ჩერდება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  ინფორმაციით, აჭარაში  254 სასტუმროა, 11 293 საწოლი ადგილით

რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში ვიზიტზე საშუალოდ 1 177 ლარი დახარჯეს. დანახარჯების ყველაზე დიდი წილი საკვებზე, სასმელსა და  შოპინგზე მოდის.

ტურისტების მიერ აღნიშნულ პრობლემებს შორის იყო: ტრანსპორტი, უცხოურ ენაზე მენიუების არარსებობა და საზოგადოებრივი ტუალეტები.

ტელეკომპანია CNN-მა 2016 წლის 16 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის  საქართველოც დაასახელა. საქართველოს გარდა ამ ჩამონათვალში მოხვდა: მონღოლეთი, პაპუა, ახალი გვინეა, ისლანდია, ნორვეგია, მადაგასკარი, გაბონი, ირანი, რუმინეთი, ტაივანი და ინდოეთი. CNN-მა რეიტინგი დარგის ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე შეადგინა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შემუშავებულ მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 141 ქვეყანას  შორის 3.68 ქულით  71-ე ადგილზეა. სიის ლიდერი ესპანეთია  - 5.31 ქულით, მეორე ადგილზე საფრანგეთია, ხოლო მესამეზე  - გერმანია.  ინდექსი 15 კრიტერიუმისგან შედგება, რომლებიც აფასებენ ქვეყნის ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და კულტურულ შესაძლებლობებს. საქართველოს ყველაზე მაღალი  - 6.1 ქულა ჯანმრთელი გარემოს (ეპიდემიების გავრცლების დონე და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა) მხრივ აქვს. ასევე, მაღალი შეფასება აქვს უსაფრთხოების მხრივ. ყველაზე დაბალი - 1.5 ქულა კულტურული რესურსების და ბიზნეს ტურიზმის შეფასებაში მიიღო.

აჭარის ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებისთვის ბიუჯეტიდან 2 მლნ 900 ათას 320 ლარი აქვს გამოყოფილი. აქედან ქვეყნის გარეთ სარეკლამო კამპანიისთვის 1 მლნ 900 000 ლარი დაიხარჯა,  ქვეყნის შიგნით კი  - 320 000 ლარი.

წაკითხულია
8838
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ევროკავშირის მხარდაჭერით გასულ წელს საქართველოში 11 ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდა

ევროკავშირის მხარდაჭერით გასულ წელს საქართველოში 11 ახალგაზრდული პროექტი დაფინანსდა

ევროკავშირის ინიციატივა ახალგაზრდებისთვის (EU4Youth) ოთხწლიანი პროექტია, რომელიც გასულ წელს დაიწყო. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე ვრცელდება და საქართველოს გარდა მოიცავს სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას. EU4Youth პროგრამა ხ

11 მაისი 2018 | 20:47 განათლება ვრცლად
ევროკავშირის დახმარებით პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა

ევროკავშირის დახმარებით პროფსასწავლებლების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა

ევროკავშირის დაფინანსებით დასაქმებისა და პროფესიული განათლების სფეროში გასული 4 წლის განმავლობაში ოთხი პროექტი განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც  დაინერგა მოდულური მიდგომები, შემუშავდა მეთოდოლოგია, რომელიც ითვალისწინებდა დამსაქმებლების ჩართვას პროფესიული გ

22 მარტი 2018 | 13:49 განათლება ვრცლად
2017 წელს გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო 4 საფეხურით ჩამოქვეითდა

2017 წელს გლობალური ინოვაციის ინდექსის რეიტინგში საქართველო 4 საფეხურით ჩამოქვეითდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ის მიერ საქართველოსთვის მომზადებულ სტრატეგიაში იდენტიფიცირებულ გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინოვაციების დაბალ დონეს ქვეყანაში: “საქართველო ჩამორჩება თავის საინოვაციო პოტენ

22 დეკემბერი 2017 | 14:25 ბიზნესი ვრცლად
საქართველოს სავარაუდოდ ენერგოდირექტივების შესრულების თარიღის გადავადება მოუწევს

საქართველოს სავარაუდოდ ენერგოდირექტივების შესრულების თარიღის გადავადება მოუწევს

2010/31/EU რეგულაციის თითოეული კომპონენტის შესრულება, ოპტიმალური ხარჯის გაწევის პირობებში, დადებითი ეფექტის მომტანი იქნება როგორც საქართველოს ეკონომიკისთვის, ასევე ეკოლოგიისთვის: სხვა თანაბარ პირობებში, გაიზრდება ენერგოეფექტურობის საერთო მაჩვენებელი, გაჩნ

26 სექტემბერი 2017 | 14:35 ენერგეტიკა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner