banner
15 ნოემბერი 2016 | 14:57 ეკონომიკა

შრომის ინსპექცია და პოლონეთის გამოცდილება – ხელისუფლებაში აღმოსავლეთ ევროპის მაგალითებს სწავლობენ

შრომის ინსპექცია და პოლონეთის გამოცდილება – ხელისუფლებაში აღმოსავლეთ ევროპის მაგალითებს სწავლობენ

„სლოვაკეთის ერთ–ერთ კომპანიაში ახალგაზრდები  სამსახურში ძირითადად ველოსიპედებით დადიან, რომელიმე მათგანს რაიმე რომ  შეემთხვას გზაში, თუნდაც არასამუშაო დღეებში,  ის  ორშაბათს ვერ მივა კომპანიაში, რაც დამსაქმებლისთვის დიდი პრობლემაა, ამიტომ მათ უფასოდ დაურიგეს ჩაფხუტები, რაც ტრავმის რისკს ამცირებს. ასევე საინტერესოა, რომ სლოვაკეთში ზამთარში დიდი თოვლია, კომპანიები კი აფინანსებენ სპეციალურ კურსს, სადაც თანამშრომლებს ასწავლიან, როგორ მართონ ავტომობილი მოყინულ გზაზე, საბოლოო ჯამში ეს მომგებიანი ინვესტიციაა მათთვის“,  – შრომის სამართლის, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ექსპერტი ივან მაიერი, რომელიც 15 წლის განმავლობაში სლოვაკეთის შრომის ინსპექციის დირექტორის პოზიციაზე მუშობდა, გვიყვება, რომ ევროპის დიდი კომპანიები საკუთარი თანამშრომლებისთვის მიმზიდველი სამუშაო პირობების შესაქმენლად ინვესტიციებს არ იშურებენ. კონკურენციაა კვალიფიციური თანამშრომლების მოსაზიდად, შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად  შეჯიბრია, ვინ უფრო მაღალ სტანდარტს შესთავაზებს დასაქმებულს. პარალელურად კი არსებობს მინიმალური მოთხოვნების სია, რომელთა დაკმაყოფილება ნებისმიერი კომპანიისთვის სავალდებულოა, რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი დამსაქმებელს  სოლიდური ჯარიმის გადახდა უწევს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 81–ე კონვენცია შრომის ინსპექციის სტანდარტებს ადგენს. დოკუმენტის თანახმად, შრომის ინსპექცია ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა ექვემდებარებოდეს, ეს ორგანო ვალდებულია,  სამუშაო ადგილებზე აკონტროლოს ყველა ის პირობა, რაც დასაქმებულის სამუშაო საათებს, ხელფასს, უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას,  ასევე არასრულწლოვნების მუშაობასთან დაკავშირებულ თემებს ეხება. ნებისმიერი შეუსაბამობის დაფიქსირებისას კი ვალდებულია,  ამის შესახებ ხელისუფლებას აცნობოს.

„შრომის ყველა ინსპექცია მთელ მსოფლიოში ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგულაციებს, წლებია ეს მიდგომები მოქმედებს და დღემდე უკეთესი პრინციპები არავის შეუმუშავებია.  არის ქვეყნები, რომლებსაც მე–19 საუკუნიდან უბედური შემთხვევების დაზღვევის ძლიერი სისტემა აქვთ, დიდი ორგანიზაციები საკუთარ საავადმყოფოებს ფლობენ,  ჰყავთ თავიანთი ექიმებიც, მსგავსი სისტემაა გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ავსტრიაში. ეს არის ერთგვარი მოტივივატორიც, მათ ურჩევნიათ, ინვესტიცია ჩადონ უკეთესი სამუშაო პირობების შესაქმნელად, რომ უბედური შემთხვევა არ მოხდეს და დიდი თანხის გადახდა არ მოუწიოთ“, – ამბობს ივან მაიერი.

სწორედ სამუშაო ადგილას მომხდარი უბედური შემთხვევების გამო შრომის ინსპექციის ფუნქციები კიდევ ერთხელ დადგა დღის წესრიგში. ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მონაცემებით, 2011-15 წლებში საქართველოში სამუშაოს შესრულების ადგილას 212 ადამიანი დაიღუპა, 691 კი დაშავდა. შრომის ინსპექცია საქართველოში 2006 წელს გაუქმდა. შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვასა და დაცვას საქართველოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებაც ავალდებულებს. კერძოდ, ასოცირების შეთანხმების 30-ე დანართის მიხედვით, საქართველომ დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის შესახებ კანონმდებლობა ევროპულთან უნდა დაახლოვოს, თუმცა ამისთვის ქვეყანას ვადა შეთანხმების ძალაში შესვლიდან 3-დან 5 წლამდე აქვს.

2015 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შრომის პირობების ინსპქტირების დეპარტამენტი შეიქმნა, რომლის მიზანიც შრომის უსაფრთხოების ნორმების  შემოწმებაა, თუმცა სადამსჯელო მექანიზმები დეპარტამენტს არ აქვს და მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება. სწორედ ეს ფაქტორი იწვევს მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილებას. გაიმართა აქციებიც, მთავარი მოთხოვნა კი ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნაა. შრომის დეპარტმანეტში დღეს 28 ადამიანია დასაქმებული. ასევე შექმნილია, ე.წ. კვლევის ჯგუფი, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში შრომის ინსპექციის მოდელებს სწავლობს, დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ჯგუფი მუშაობას დაახლოებით 1 თვეში დაასრულებს, შემდეგ კი ჯერი ხელისუფლებაზე იქნება – რამდენად გაიზიარებს თუ არა მათ დასკვნას.

„ამ ეტაპზე ვმუშაობთ პოლონეთისა და ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპის მოდელზე, სადაც შრომის ინსპექციას ერთი საუკუნის გამოცდილება აქვს. პოლონეთში  საქართველოს მსგავსად გაიარეს კომუნისტური რეჟიმის ეპოქა, ისტორიული მსგავსებაც არის, ეს კი მნიშვნელოვანია, მთელი სულისკვეთება კანონმდებლობაში შეიძლება, ვერ გადმოიტანო და ეს არც არის სწორი, თუმცა  ჩვენს რეალობას თუ მოერგება, კონკრეტული ელემენტების გადმოღება არ არის ცუდი. პოლონეთში შრომის ინსპექცია საკანონმდებლო ორგანოს ექვემდებარება, აქვს საკმაოდ მოცულობითი ზედამხედველი სამეთვალყურეო საბჭო,  სადაც შედიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის დამსაქმებლები, დასაქმებულები. კონტროლის მექანიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა არ მივიღოთ ძველი საბჭოთა რევიზია, რომელიც 2006 წლამდე გვქონდა“, – ამბობს შრომის პირობების ინსპქტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი.  

პოლონეთის შრომის ინსპექცია პასუხისმგებელია, აკონტროლოს, რამდენად  დაცულია შრომის კანონმდებლობის პრინციპები, უფრო კონკრეტულად, უსაფრთხოების წესები და   დასაქმების კანონიერებასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული რეგულაციები. ინსპექტორებს დღე–ღამის  ნებისმიერ დროს შეუძლიათ კომპანიის შემოწმება წინასწარი გაფრთხილების გარეშე.  ევროპის ქვეყნებში შრომის ინსპექცია ძირითადად სხვადასხვა სამინისტროს ექვემდებარება, განსხვავებულია პოლონეთის მაგალითი, სადაც  შრომის ინსპექცია  პარლამენტის წინაშეა პასუხისმგებელი. სტრუქტურა კი ასეთია – შრომის მთავარ ინსპექციას 16 რაიონული სამსახური ექვემდებარება, რომლებიც თავის მხრივ კიდევ ქვეგანყოფილებებს აერთიანებენ.  ასევე, პოლონეთის შრომის ინსპექციაში რამდენიმე ორგანო მოქმედებს – შრომის მთავარ ინსპექტორთა ბორდი,  შრომის მთავარ ინსპექტორთა  კომისია,  ცალკე კომისიაა სოფლის მეურნეობის სექტორში უსაფრთხოებასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებით. ასევე არის კოლეგია და ტრენინგცენტრი.

 „ის, რომ დღეს საქართველოში შრომის დეპარტამენტს არა აქვს ჯარიმის გამოწერის უფლება,  სწორია. ინსპექტორები სწავლობენ ამ საქმეს, ხოლო თუ დასაწყისშივე  მისცემ  დიდ ძალაუფლებას, ეს მათი განვითარებისთვის კარგი არ იქნება. თავიდან ისინი უბრალოდ აკვირდებიან პროცესებს, ამ საქმეს  რამდენიმე თვეში ვერ ისწავლი,  მე სლოვაკეთში 15 წლის განმავლობაში ამ სამსახურს ვხელმძღვანელობდი, მანამდე კი ინსპექტორად ვმუშაობდი, როდესაც ახალ თანამშრომელს იღებ სამსახურში, 6–დან 12 თვემდე დაჰყვება ის ე.წ. სინიორ ინსპექტორს, შემდეგ კი აბარებს შესაბამის გამოცდას“, – ამბობს მაიერი.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია არეგულირებს იმასაც, რომ ევროპაში შრომის ინსპექტორები სტაბილური სამსახურით უნდა იყვნენ უზრუნველყოფილი, ისინი საჯარო მოხელეები არიან და მათ საქმიანობაზე ხელისუფლების ცვლილება არანაირ გავლენას არ უნდა ახდენდეს. ხოლო მანამ, სანამ საკუთარი მოვალეობების შესრულებას შეუდგებიან, აუცილებელია, შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება მიიღონ. ივან მაიერი იხსენებს, რომ სლოვაკეთში ყოფილა ისეთი შემთხვევა, როდესაც ინსპექტორს კომპანიისგან გარკვეული თანხა აუღია, თუმცა მისი თქმით, ასეთი ამბები არასდროს იმალება, კარგ ხელმძღვანელს კი მსგავსი პროცესების გაკონტროლება მარტივად შეუძლია. 

„ყველა ქვეყანაში არსებობს რისკი, რომ ინსპექტორმა შეიძლება, რომელიმე კომპანიისთვის გარკვეული გამონაკლისი დაუშვას, ეს შეიძლება, მოხდეს პირადი ურთიერთობების, ფულის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო. მგონია, რომ  ინსპექტორი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში სურს, ფულს არ აიღებს, რადგან შენ თუ მე თანხას გადამიხდი, ეს არ დაიმალება, ყველა ამაზე ისაუბრებს, თუ დირექტორი დაინტერესებულია  მისი ინსპექტორის რეპუტაციით და შეუძლია, იპოვოს გზა, როგორ ჰქონდეს ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ, ასეთ პროცესებს გააკონტროლებს.  თუ ექიმი კორუმპირებულია, საავადმყოფოები დავხუროთ? აღარ ვიმკურნალოთ? თუ ხელისუფლება კორუმპირებულია, მაშინ მთავრობა უნდა გავაუქმოთ?“ – ამბობს მაიერი.

კიდევ ერთი რისკი, რომელსაც შრომის ინსპექციის შექმნას უკავშირებენ, ბიზნესის საქმიანობაა. ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი მიიჩნევს, რომ კომპანიებს შორის არსებული კონკურენცია თავად არის გარანტი იმისთვის, რომ დამსაქმებელმა მომავალ თანამშრომელს კარგი და უსაფრთხო პირობები შესთავაზოს, ამისთვის  შრომის ინსპექცია საჭირო არ არის.

„ჩემი აზრით, ეს თემა იყოფა ორ მიმართულებად. შესაძლოა, არსებობდეს  მინიმალურ მოთხოვნათა სია, რაც შრომის უსაფრთხოებას უკავშირდება. თუმცა ეს მინიმალური ზღვარი სად გადის, ცალკე კვლევის საგანი უნდა იყოს. რაც შეეხება მეორე საკითხს – შრომით ურთიერთობებს, აქ  ნებისმიერი სახის ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან მგონია არასწორი.  კვირაში სამუშაო საათების რაოდენობა, ან ზეგანაკვეთური შრომა, ეს მიმაჩნია, ბიზნესსა და თვითონ დასაქმებულს შორის დასარეგულირებელ საკითხად.  სამსახურში არასასურველი გარემოს შემთხვევაში ადამიანი სხვა სამუშაო ადგილს უნდა ირჩევდეს, ეს ხდება კონკურენციის პირობებში, ბაზარი თვითონ არეგულირებს ამას. ასევე პირიქით, თუ კომპანიაში არ სურს მუშაობა კონკრეტულ თანამშრომელს, ბაზარზე სხვა ადამიანები არიან, რომელთა სამსახურში აყვანის შესაძლებლობა აქვს დამსაქმებელს. კონკურენციის არსებობის პირობებში ეს საკითხები აბსოლუტურად მოგვარებადია, დამატებითი რეგულაციები სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი მგონია“, – ამბობს ირაკლი ყიფიანი.  

იმისთვის, რომ რომ კორუფციასა და ბიზნესთან დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი, ლევან ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ხელისუფლება უცხოელ კოლეგებთან აქტიურად მუშაობს.

 „არიან მსხვილი მოთამაშეები, რომლებიც მხარს უჭერენ შრომის ინსპექციის სრულად ამოქმედებას,  პირიქით, უცხოელ ინვესტორს ურჩევნია, იცოდეს, რა რეგულაციაა, თამაშის რა წესებია ქვეყანაშია, რომ გაცილებით მარტივი იყოს მისთვის ოპერირება. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ როგორც ბიზნესს, ისე დასაქმებულებს, შრომით ურთიერთობებში არსებული პრობლემების აღმოფხვრაში უნდა დავეხმაროთ, ჩვენი თვითმიზანი ბიზნესის დაჯარიმება, ან დახურვა არ უნდა იყოს. ელექტრონული მიმოწერა გვაქვს პოლონეთში სპეციალისტებთან, რომლებიც კონსულტაციას მოდელის თვალსაზრისით გვიწევენ, ნებისმიერი ადამიანისა და ორგანიზაციისგან ვიღებთ რეკომენდაციებს“, – ამბობს ლევან ჟორჟლიანი.  

ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის მთავარი რეკომენდაცია ხელისუფლების მისამართით კი დიდი ფუნქციებით შრომის ინსპექციის შექმნაზე უარის თქმაა.  მისი განცხადებით, ეს ბიუროკრატიის შემცირების მიზნით უნდა გაკეთდეს.  

ეს ყველაფერი ისევ უკავშირდება ფუნდამენტურ საკითხს, უნდა იყოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა, მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში, ბიზნესს უნდა ჰქონდეს პროგნოზირებადი გარემო, ბიზნესი უნდა ვითარდებოდეს სწრაფად, რადგან პირველ რიგში, სწორედ კერძო სექტორის ინტერესია, კარგი პირობები შესთავაზოს თანამშრომლებს“, – ამბობს ყიფიანი.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში შრომის პირობების დაცვაზე ფუნდამენტური მიდგომები დღემდე უცვლელია, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია შრომის ინსპექციის სისტემის მოდერნიზაციის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, ამიტომ არა ერთმა ევროპულმა სახელმწიფომ შესაბამისი ზომებიც მიიღო, ცვლილებების მიზანი შრომის ინსპექციის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა იყო. მაგალითად, 2005 წელს ჩეხეთის ხელისუფლებამ შრომის ინსპექციის აქტი მიიღო, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო შრომის ინსპექციის ოფისი და 8 რეგიონალური სამსახური  შექმნა. დანიის შემთხვევაში 2003 წელს ორგანოს მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია განხორციელდა. 2006 წელს კი საფრანგეთმა შრომის ინსპექციის მოდერნიზაციისა და განვითარების მიზნით ინსპექტორების რიცხვი 700–დან 2010–მდე გაზარდა. 2008 წელს ლატვიაში ამ მიმართულებით ახალი კანონი მიიღეს, 2009 წელს ესპანეთში ინსპექტორების გადასამზადებლად სპეციალური პროგრამა  შეიქმნა. ამასთან, საინტერესოა ისეთი მაგალითებიც, როდესაც ეკონომიკური კრიზისის დროს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება ძირითადად შრომის ინსპექციას შეეხო. ასე მოხდა გერმანიაში, იტალიაში ჯერ 2007 წელს, შემდეგ კი 2009 წელს, ლატვიაში კი ინსპექტორების რაოდენობა  139–დან 117–მდე შეამცირეს.


ავტორი:ხატია შამანაური

 

წაკითხულია
6485
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner