banner
05 დეკემბერი 2016 | 19:35 ეკონომიკა

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არის თუ არა საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა?

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - არის თუ არა საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა?

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ფინანსური ინვესტიციების მნიშვნელოვანი წყაროა განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისათვის, სადაც შიდა ინვესტიციებს შედარებით ნაკლები წილი უჭირავს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უცხოური ვალუტის ქვეყანაში შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა და შესაბამისად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის. ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები, კერძოდ, მთავრობის მიერ წარმოდგენილი 10 პუნქტიანი გეგმა, კიდევ უფრო ზრდის თემის აქტუალობას. ბუნებრივია, ამგვარი განცხადებები გარკვეულ მოლოდინებს ქმნის და ინვესტორებიც შესაბამისად რეაგირებენ.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი გვესაუბრა მთავრობის მიერ გამოცხადებული 10 პუნქტიანი გეგმის შესაძლო გავლენაზე ინვესტორების გადაწყვეტილებეზე. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ინვესტორებს არ აქვთ რეალური სურათი, თუ რა შედეგებს გამოიღებს აღნიშნული ცვლილებები.

მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მთავრობას ჭირდება განაახლოს მეთოდები. ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ერთადერთი: მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. ყველაფერი რასაც მთავრობა აკეთებს, ყველა კანონი რომელსაც მთავრობა მიიღებს, უნდა იყოს ან მშპ-ს მიმართ ნეიტრალური, ან დადებით გავლენას უნდა ახდენდეს მასზე. თუ მთავრობა მიაღწევს ამ მიზანს ჩვენ ძალიან სწრაფად წავიწევთ წინ.

როგორც ბიზნეს ორგანიზაციას, ჩვენ არ გვინდა გაზრდილი  გადასახადები, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ვიმყოფებით საგანგებო მდგომარეობაში, რაც მოითხოვს საგანგებო ზომების მიღებას. ჩვენ გვესმის, რომ ლარს ჭირდება სტაბილურობა და გადასახები უნდა გაიზარდოს, მაგრამ რა ეფექტი ექნება ამ პოლიტიკას  მთლიან შიდა პროდუქტის ზრდაზე, უცნობია. ამ ეტაპზე არ შემიძლია ვთქვა კონკრეტული პუნქტი კარგია, თუ ცუდი, რადგან არ ვიცით მათი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, საკითხი არ არის  სიღრმისეულად შესწავლილი”- განაცხადა ფადი ალსიმ.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრების მიერ არაერთხელ  გაესვა ხაზი საქართველოს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურებას და ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ დოკუმენტებში ინვესტიციების მოზიდვა ერთ-ერთ პრიორიტეტად არის დასახელებული,  სტატისტიკა მოწმობს, რომ ინვესტიციები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის პირველ ნახევარში  2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მოიმატა, რაც ძირითადად პირველი კვარტლის ხარჯზე მოხდა. მეორე კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 3.8%-ით არის შემცირებული. ამავე  მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალოწლიური ზრდის ტემპი 2006-2015 წლებში 2.77%-ია, რაც დამაიმედებელი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის.

გრაფიკი 1. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2006-2015წწ.)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2014 წელს, როდესაც ინვესტიციები წინა პერიოდთან შედარებით 87%-ით გაიაზრდა. ინვესტიციების 21% ამ წელს ნიდერლანდებიდან განხორციელდა, ხოლო 19% აზერბაიჯანიდან. 2015 წელს რეგიონში არსებული კრიზისის კვალდაკვალ გაუფასურდა ეროვნული ვალუტა, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 11%-იანი შემცირება გამოიწვია. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ რეინვესტირების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2013 წლიდან მცირდება და 2015 წლისათვის მხოლოდ 9%-ს შეადგენს. აღნიშნული შემცირება ცხადყოფს, რომ ქვეყანაში დამკვიდრებულ ინვესტორებს არ აქვთ ოპტიმისტური მოლოდინები.

გრაფიკი 2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროცენტული ცვლილება 2007-2015 წწ.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

მნიშვნელოვანია გავარკვიოთ თუ რა კრიტერიუმებით იღებენ გადაწყვეტილებებს ინვესტორები და რა ინდიკატორებს აკვირდებიან საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე.

პირველ რიგში ინვესტორები ეძებენ ისეთ ქვეყნებს ისეთ პოტენციურ ბაზრებს, სადაც არის პოლიტიკური სტაბილურობა, სტაბილურია  კანონმდებლობაც, სადაც კანონები არ იცვლება ყოველდღიურად, ქვეყნები სადაც ადვილია ოპერირება, დაბალია კორუფციის დონე, გარემო არის ბიზნესისთვის მეგობრული, შიდა ბაზარი არის დიდი, სადაც ექსპორტის შესაძლებლობებია და  მაღალია უკუგება ინვესტიციიდან”- განაცხადა ფადი ასლიმ.

პირდაპირ უცხოური ინვესტიციებზე მოთხოვნის ფაქტორებად განიხილება ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზრდიან ინვესტიციებზე მოთხოვნას მასპინძელ ქვეყანაში. ესენი შესაძლოა იყოს მიზნობრივი ბაზრის გაფართოება და განკარგვადი შემოსავლის გაზრდა, რაც წაახალისებს ინვესტორებს გაზარდონ ინვესტიციების მოცულობა. საქართველოს მაგალითზე ეს ფაქტორები მნიშვნელოვან როლს არ თამაშობენ ინვესტიციების გაზრდაში ვინაიდან ადგილობრივი ბაზარი მცირეა და მოსახლეობის მსყიდველობითუარიანობაც დაბალია. ISET-ის მკვლევარის დავით კეშელავას აზრით ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ევროპასთან ინტეგრაციის გზით, რაც გააფართოებს ბაზრებს.

ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ  შესაძლოა დადებითად იმოქმედოს ქვეყანაში ინვესტიცების ზრდაზე, თუკი ამუშავდება  ე.წ. სამმხრივი მოდელი, რაც გულისხმობს ერთ ქვეყნიდან შემოტანილი ნედლეულის გადამუშავებას მოცემულ ქვეყანაში და შემდგომ ექსპორტზე გატანას სხვა დიდი  ბაზრის მქონე ქვეყნებში, ამ შემთხვევაში ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით”- აცხადებს დავით კეშელავა.

რაც შეეხება მიწოდების მხარის ფაქტორებს, აქ შეიძლება განვიხილოთ ისეთი დეტერმინანტები, რასაც მასპინძელი ქვეყანა „ახვედრებს“ უცხოელ ინვესტორს:  სამუშაო ძალა და მისი კვალიფიკაცია, ინფრასტრუქტურა. საქართველოსთვის ორივე ფაქტორი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

მთავარი დაბრკოლება, რასაც წარმოების პირველ წელს წავაწყდი იყო კომუნალურების მოუწესრიგებელი სისტემა. თუმცა, ამ დროისათვის კომუნალურებთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარებულია. რაც შეეხება სამუშაო ძალის ხარისხს, შეინიშნება მენეჯერული უნარების ნაკლებობა, თუმცა ქართველები პოზიტიური ხალხია, რაც აადვილებს შრომით ურთიერთობებს” - აცხადებს ჩვენთან საუბარში შპს ველინგტონის მფლობელი და მმართველი დირექტორი ჟან-ფრედერიკ პოლსენი.

არაკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე, როგორც ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორზე  ისაუბრა ფადი ასლიმ და ხაზი გაუსვა ქვეყანაში მის არაეფექტიანობას:
სამწუხაროდ, არ შემიძლია ვთქვა, რომ სამუშაო ძალა საქართველოში კვალიფიციურია, თუ მაგალითად ავიღებთ ტექსტილის ინდუსტრიას, და დავუშვებთ, რომ ამ ქვეყნებში ერთ მუშას შეუძლია აწარმოოს 20 მაისური ერთ დღეში, საქართველოში, იგივე მუშის მწარმოებლურობა არის 5 მაისური დღეში. დიახ, ჩვენ გვყავს იაფი მუშახელი, თუმცა მთავარია რამდენად ეფექტიანია იგი.  ეს ფაქტორი ნამდვილად შემაფერხებელია ინვესტორებისათვის, ამიტომ საქართველოს ჭირდება იმუშაოს განათლების ხარისხზე, რადგან საჭიროა უფრო ეფექტიანი, სწრაფად მომუშავე, პროფესიონალი  სამუშაო ძალა.” -განაცხადა ფადი ასლიმ.

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში „საქართველო 2020“  პრიორიტეტულ მიმართულებებად დასახელებულია: კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, ადამიანური კაპიტალის განვითარება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სატრანზიტო პოტენციალის მაქიმალურად გამოყენებისათვის სტრატეგიაში დასახელებულია რამდენიმე სამიზნე მაჩვენებელი. თუმცა, მაგალითისათვის, ლოგისტიკის ინდექსის მიხედვით ქვეყანას აქვს მკვეთრი გაუარესება, რაც სამიზნე მაჩვენებლისგან ბევრად შორს დგას.

ახალ სამთავრობო პროგრამაში “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” საუბარია  ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და მეწარმეობის ხელშეწყობაზე. მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის, ერთ-ერთი კომპონენტია ეკონომიკური რეფორმები. ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები მოიცავს კაპიტალის ბაზრისა და მიწის რეფორმებს, საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარებას. პროგრამაში არ არის წარმოდგენილი კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას გეგმვს მთავრობა ამ მიმართულებით და რა მიზნებზეა ორიენტირებული.

თავის გამოცდილებას გვიზიარებს კომპანია Well3-ის გენერალური მენეჯერი ჯეფრი კენტი, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2006 წელს დაიწყო. კომპანია მბურღავი მანქანებით ემსახურება სამთო მოპოვებითი მრეწველობისა და სამშენებლო კომპანიებს.

ძირითადი პრობლემა რასაც ბიზნესის დაწყებისას წავაწყდი იყო ის, რომ არავის ჰქონდა საჭირო გამოცდილება. ბაზარზე არსებული კომპანიები მოძველებული, საბჭოთა გამოცდილებით ხელმძღვანელობდნენ, რაც თანამედროვე სტანდარტებში ვერ ჯდებოდა. ამიტომ, თავად მომიხდა ყველაფრის სწავლება მუშებისათვის, რამაც დროში გაწელა პროცესები. ასევე პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივი კომპანიების დამოკიდებულება. ისინი იყენებდნენ ძველ ტექნიკას და შესაბამისად, ძვირი უჯდებოდათ სერვისის მიწოდება, მე კი სამჯერ სწრაფად შემეძლო იგივე სამუშაოს შესრულება და ხარჯიც ნაკლები მქონდა, ამის გამო ადგილობრივი კომპანიები იყვნენ გაღიზიანებულები”- ახცადებს ჯეფრი კენტი.

 

მაკროეკონომიკური ფაქტორები

მნიშვნელოვან ფაქტორებად რეგიონის არასტაბილურ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს ასახელებს მკვლევარი დავით კეშელავა. რეგიონში შეინიშნება მნიშვნელოვანი კრიზისი, რასაც ბუნებრივია, ითვალისწინებენ ინვესტორები.  

არასტაბილურია ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით, პირველ რიგში გაცვლითი კურსი არის არასტაბილური, რაც განპირობებულია იმით, რომ ქვეყანა ძირითადად დამოკიდებულია უახლოეს სავაჭრო პარტნიორებზე, ესენია თურქეთი და რუსეთი, რომელთა პრობლემებიც ავტომატურად აისახება საქართველოს სავალუტო რყევებზე, ბოლო პერიოდში ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, სწორედ საგარეო ფაქტორებით აიხსნება, რაც დამატებით რისკებს წარმოაჩენს“ - ამბობს კეშელავა.

მაკროეკონომიკური ინდიკატორების სტაბილურობა რთული მისაღწევია, რადგან ბევრ გარე  ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთ-ერთ არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემას დავით კეშელავას აზრით წარმოადგენს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განუვითარებლობა.  

არ არის განვითარებული კაპიტალის ბაზარი და ამიტომ ფინანსური რესურსები ჯდება ძალიან ძვირი. ბაზარზე მხოლოდ ბანკები არიან წარმოდგენილი და ისინი არ არიან კონკურენციაში სხვა ფინანსური ბაზრების მოთამაშეებთან, არ არის განვითარებული აქციების და ობლიგაციების ბაზარი. შესაბამისად, ინვესტორს, რომელსაც არ შუძლია სხვა გზით მოიზიდოს ფინანსური რესურსი (აქციების და ობლიგაციების გამოშვებით) უწევს ბანკებთან თანამშრომლობა, სადაც საპროცენტო განაკვეთი მაღალია. ამგვარად, კაპიტალის ბაზრის განვითარება ფინანსებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის”- აცხადებს კეშელავა.

“საქართველო 2020-ში” ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემის გადასაჭრელად წარმოდგენილია კაპიტალის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა.

კაპიტალის ბაზრების განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობა გადახედავს არსებულ კანონმდებლობას, საჭიროებისამებრ, შეიმუშავებს ახალ ნორმებსა და რეგულირებებს. ასევე, უზრუნველყოფს კორპორაციული ობლიგაციების, სხვა ვალდებულებითი ფასიანი ქაღალდების, კერძო კაპიტალის ინსტრუმენტებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების განვითარებას“- აღნიშნულია დოკუმენტში.

 

საერთაშორისო რეიტინგები

 

საქართველო კარგ პოზიციებს ინარჩუნებს მსოფლიო რეიტინგებში, თუმცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდაზე ეს ფაქტორი ასახვას ვერ პოვებს, რაც გვაფიქრებინებს იმაზე, რომ სხვა ფაქტორები უფრო მეტად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების პროცესში. ამასვე ადასტურებენ ინვესტორებიც ჩვენთან საუბარში. საერთაშრისო რეტინგების ინდექსები და მათი გამოთვლის მეთოდოლოგია ხშირად იცვლება, ამიტომაც ინვესტორები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ასეთ რეიტინგებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ შესაძლოა მთლიანი ინდექსის მიხედვით ქვეყანა დაწინაურდეს რეიტინგში, თუმცა ჩაშლილი კომპონენტების მიხედვით ზოგიერთ პუნქტში დაფიქსირდეს მნიშვნელოვანი გაუარესება. იმის საილუსტრაციოდ განსაზღვრავენ თუ არა რეიტინგები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებს, შეგვიძლია მოვიყვანოთ ინდოეთისა და ახალი ზელანდიის მაგალითი. ინდოეთი არის 130-ე ადგილზე ბიზნესის კეთების რეიტინგში, მაშინ როცა ახალი ზელანდია არის პირველ ადგილზე. თუმცა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით ინდოეთი ბევრად წინ არის ვიდრე ახალი ზელანდია, რაც ძირითადად დაკავშირებულია იაფ მუშახელთან და ბაზრის მოცულობასთან.

მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში 2017 წლისათვის საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული რეტინგი რამდენიმე მაჩვენებელს მოიცავს, რომელთაგან ყველაზე დიდი ცვლილება მოხდა ელექტროენერგიით მომარაგების მაჩვენებელზე, სადაც ქვეყანა 26 ადგილით დაწინაურდა. ქვეყანა ყველა მაჩვნებლით დაწინაურდა გარდა ერთისა. გადახდისუუნარობის მოგვარების მაჩვენებლით ქვეყანამ 5 ადგილით უკან გადაინაცვლა და 106-ე ადგილი დაიკავა.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით, საქართველო 2015-2016 წელთან შედარებით 7 ადგილით დაწინაურდა და 138 ქვეყანას შორის 59-ე ადგილს იკავებს, რითიც იგი წინ უსწრებს  ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა რუმინეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ხორვატია. ინდექსი შემუშავებულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ და ითვალისწინებს 114 ინდიკატორს, რომლებიც გავლენას ახდენენ მწარმოებლურობასა და გრძელვადიან კეთილდღეობაზე. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის უკანასკნელ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ევრაზიის რეგიონის ქვეყნებმა კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით რამდენიმე გამოწვევას გაუძლეს, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო საქონლის ფასების კლებასთან, გაცვლითი კურსის რყევებთან, რუსეთისა და უკრაინის რეცესიათან და ჩინეთის ეკონომიკის შენელებასთან. ამავე ანგარიშში საქართველო ტაჯიკეთთან ერთად დასახელებულია რეგიონში ერთ-ერთ კონკურენტუნარიან ქვეყნად და განვითარების საფეხურის მიხედვით მეორე საფეხურზე იმყოფება, რაც გულისხმობს გარდამავალი პერიოდის დასრულებას  და ეფექტიანობაზე ორიენტირებულ განვითარებას. მიუხედავად ამისა, კვლევის მიხედვით ყველაზე პრობლემატურ ფაქტორებად ბიზნესის კეთებისას ქვეყანაში პირველ ადგილზეა არაკვალიფიციური სამუშაო ძალა, ხოლო მეორე ადგილზეა ფინანსებზე ხელმისაწვდომობს პრობლემა.

ლოგისტიკა, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგი, შესაძლებლობას უქმნის საქართველოს, მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი სატრანზიტო და სავაჭრო პოტენციალი. შესაბამისად, სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართული იქნება ამ სფეროს შემდგომი განვითარებისკენ ინფრასტრუქტურის დახვეწის, ინვესტიციების მოზიდვის და ქვეყნის საერთაშორისო და რეგიონულ სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციისკენ“ - ვკითხულობთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში.

ლოჯისტიკის ინდექსის მაჩვენებლები არ ასახავს დაგეგმილი მიზნების მიღწევის მიმართულებას. საბაზისო (2012) წელს ლოჯისტიკის ინდექსის მიხედვით საქართველო 77 ადგილზე იმყოფებოდა მსოფლიო რეიტინგში. 2014 წელს აღნიშნული ინდექსი 2.51-ზე ჩამოვიდა და ქვეყანა 116-ე ადგილზე გადავიდა. ხოლო 2016 წლისათვის ინდექსი კიდევ უფრო გაუარესდა და 2.35 გახდა შესაბამისად, საქართველომ ამ მაჩვენებლით კიდევ უფრო უკან გადაინაცვლა და 130-ე პოზიცია დაიკავა.

 

საკანონმდებლო ფაქტორები

 

ბიზნესის წარმომადგებლები მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად ამ მიმართულებით სამთავრობო რეგულაციებს ასახელებენ. დიდი განხსვავებაა კანონმდებლობასა და რეალურ სურათს შორის. ამიტომ ინვესტორები თვლიან, რომ მთავრობა უნდა დაეხმაროს ბიზნესებს მაქსიმალურად მიუახლოვდნენ არსებულ რეგულაციებს.

შემოსავლების სამსახურის მხრიდან ბიზნესზე ზეწოლა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რაც ინვესტორებს აწუხებდათ. საბანკო ანგარიშების გაყინვა, მკაცრი აუდოტორული შემოწმება, ზედმეტი ჯარიმები მნიშვნელოვნად აფერხებდნენ ინვესტორებს. 2016 წელს სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მთავრობამ მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც კომპანიის საბანკო ანგარიშების გაყინვა მოხდება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესზე ზეწოლის შეჩერების პოლიტიკური ნება არსებობს, რადგან ამ მიმართულებით გაუმჯობესება შეინიშნება.  გარდა ამისა, ჩვენი წევრების მიერ თბილისის მერიაში უამრავი საჩივარი არის შეტანილი, თუმცა, პროცესები დროში გაწელილია”- განაცხადა ფადი ასლიმ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის  წარმომადგენლების რეკომენდაციით საკადასტრო სისტემის მოგვარება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. ამჟამად, შესაძლებელია მიწის მფლობელი გახდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუმცა, გარკვეული შეზღუდვების დაკმაყოფილების პირობებში. მაგალითად, მას არ შეუძლია 5ჰა-ზე ნაკლები მიწის შესყიდვა. მიწის მფლობელობის კანონმდებლობის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია მიწის ნაკვეთის შეძენა, თუ მას აქვს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელმაც საქართველოში განახორციელა არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

მეორე პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მხოლოდ 25% არის აღრიცხული და საკადასტრო რუკა სრულიად მოუწესრიგებელია. ეს იწვევს პრობლემებს შესყიდვისა და მიწის დამტკიცების პროცესში. ამას ემატება ისიც, სასამართლო სისტემა არ არის მოწესრიგებული და გასაჩივრების შემთხვევაში ეს პროცესები წლობით იწელება.

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, კერძოდ, ესტონური მოდელის ამუშავება გრძელვადიან პერიოდში დადებითად იმოქმედებს ბიზნესზე, განსაკუთრებით ისეთ მხსვილ ბიზნესებზე, რომლებიც გრძელვადიან მიზნებზე არიან ორიენტირებული და ვინაიდან მოდელის მიხედვით რეინვესტირებული კაპიტალი არ იბეგრება შესაბამისად, ინვესტორებს მეტი სტიმული ექნებათ არ გაინაწილონ მოგება და მოახდინონ ფინანსების რეინვესტირება.

ქვეყანა ინვესტორებისადმი საკმაოდ მეგობრულად არის განწყობილი, ეს ვრცელდება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებზე. მივესალმები მოგების გადასახადის რეფორმას, რომელიც ნამდვილად იქნება სტიმული რეინვესტირებისთვის.”- ამბობს ჟან-ფრედერიკ პოლსენი.

„ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის“ პროექტის ხელმძღვანელმა დავით კლდიაშვილმა ჩვენთან ისაუბრა კანონმდებლობასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებზე, რომლებიც აფერხებენ ინვესტორებს.

საკანონმდებლო რისკების შეფასებისას ინვესტორები ხშირად აწყდებიან ისეთ პრობელებს, რომლებიც დაკავშირებულია მოძველებულ კანონმდებლობასთასთან. კონკრეტულად, სამოქალაქო კოდექსის ზოგიერთი მუხლი საჭიროებს გადახედვას და ცვლილებების განხორციელებას. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, დავები პარტნიორებს შორის, სასამართლო პროცესები დროში გაწელილია და ვერ იქმნება რეალური სტატისტიკა, რომელზე დაყრდნობითაც ინვესტორი იხელმძღვანელებდა. კონსულტაციების გაწევისას სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესბული მხარეები ვერ იღებენ ზუსტ ანალიზს,  ასევე, თანამედროვე კომუნიკაციის საშუალებები არ არის კოდექსით გათვალისწინებული”- აცხადებს დავით კლდიაშვილი.

იურისტი ასევე პრობლემად ასახელებს შრომის კოდექსში მიმდინარე შესაძლო ცვლილებებს, კონკრეტულად კი შრომის ინსპექციის შექმნას. კლდიაშვილი მიიჩნევს ამგვარი ჩარევა შრომის ბაზარს ძლიერ დააზარალებს, და შესაბამისად, ინვესტორებს დასჭირდებათ დამატებითი ხარჯები, იმისათვის, რომ დაიქირავონ კვალიფიციური იურისტი, რომელიც გაუწევს კონსულტაციას ახალ რეგულაციებზე.

კომპანიის რეგისტაციის და საკუთრების ფლობის პროცედურები ძალიან არის გამარტივებული. იუსტიციის სახლი არის ძალიან ეფექტური. ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველი გარემოა საქართველოში, თუმცა საგადასახადო რეგულაციები არის ზედმეტად მკაცრი. იყო შემთხვევა, როდესაც ვერ მოხერხდა გადასახადების გადახდა და ამის გამო კომპანიის ანგარიშები დახურეს. მომიწია 30-მდე ადამიანის დათხოვნა, რომლებიც ჩემთან მუშაობდნენ. პირველ რიგში უნდა შეამოწმონ და გამოარკვიონ მიზეზები, თუ რატომ არ გადაუხდია კომპანიას გადასახადები და ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტონ დახურონ თუ არა ბიზნესი.”- ამბობს ჯეფრი კენტი.

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას აქვს რეალური პოტენციალი მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები, და ამ გზით ხელი შეუწყოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობას და უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები. ქვეყანა პოლიტიკურად სტაბილურია, არ შეინიშნება კორუფცია, გაფორმებულია ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ხდება ვაჭრობა, თავისუფალი ვაჭრობის შეხასებ შეთანხმებას მთავრობამ მიაღწია ჩინეთთანაც, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ინვესტიციების მოსაზიდად მხოლოდ ეს მაჩვენებლები არ არის საკმარისი. ინვესტორებს ჭირდებათ მყარი გარანტიები, რომ მოახდინონ გრძელვადიანი ინვესტირება ქვეყანაში და ეს გარანტიები თავის მხრივ მოიცავს, საკანონმდებლო და სასამართლო სისტემის მოწესრიგებას, სახელმწიფო რეგულაციების შერბილებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, საექსპორტო პოტენციალის ზრდას, სამუშაო ძალის ხარისხის გაუმჯობესებას, და ფინანსური ბაზრების განვითარებას. ამ მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები კი თავისთავად, სახელმწიფოს ვალდებულებაა.

 

ქეთევან მელქაძე
ISET (საერთაშორისო ეკონომიკური სკოლა) ეკონომიკის მაგისტრი

 
 
 
 

წაკითხულია
13960
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner