banner
23 დეკემბერი 2016 | 15:03 ეკონომიკა

ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების ანალიზი

ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ექსპორტის შემაფერხებელი ფაქტორების ანალიზი

2014 წლის 1 სექტემბრიდან საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან DCFTA-ს შეთანხმებით სარგებლობს, რაც ქართველ ექსპორტიორებს საშუალებას აძლევს, ევროპულ ბაზარზე ქართული პროდუქცია ნულოვანი ტარიფით შეიტანონ. შეთანხმებიდან ჯერ მხოლოდ 2 წელი და 3 თვე გავიდა, თუმცა, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ევროკავშირში 513 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 14%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, რაც შეეხება იმპორტს, 17%-ით გაიზარდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები არ ემთხვევა ევროსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. კერძოდ, ქართული სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს  ევროკავშირში მთლიანი ექსპორტის ღირებულება 2014 წელთან შედარებით, 3,4%-ით გაიზარდა, ევროპული კი -  12%-იან მატებას აფიქსირებს. განხვავება შესაძლოა, რამდენიმე ფაქტორით აიხსნას: 1. ექსპორტის FOB (Free On Board) ღირებულება განსხვავდება იმპორტის CIF(Cost, Insurance, Freight) ღირებულებისგან. FOB ფასი არ მოიცავს ტვირთის დაზღვევას და ფრახტს, ამიტომ, საბოლოო ჯამში, CIF ფასი უფრო მაღალია; 2. ევროსტატზე მონაცემები ევროშია დაანგარიშებული, 2015 წელს კი ევრო დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა, რამაც გაზარდა საქართველოდან იმპორტირებული საქონლის ღირებულება ევროში. ორივე ფაქტორი გარკვეულ გავლენას ახდენს საქსტატისა და ევროსტატის  მონაცემებზე, თუმცა, სხვაობა მაინც ძალზე თვალსაჩინოა. საქსტატის საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ევროსტატს სწორედ ისინი უგზავნიან ვაჭრობის მონაცემებს. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის ბაზარზე შედის ისეთი ქართული პროდუქტებიც, რომელიც არ არის აღრიცხული საქსტატის მონაცემებში, რაც ასევე შესაძლოა იყოს განსხვავების მიზეზი.

თვალი გადავავლოთ ზოგიერთი აგრარული პროდუქტის წარმოების სტატისტიკასაც:  ხილის წარმოება 2015 წელს წინა წელთან შედარებით 36%-ით შემცირებულია, მათ შორის, 70%-ით - ვაშლის, ხოლო 38%-ით - ატმის წარმოება. სამაგიეროდ,19%-ით გაზრდილია ყურძნის და 12,2%-ით - ციტრუსის წარმოება. ხოლო საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტის, როგორიცაა, თხილის წარმოება, 2015 წელს მხოლოდ 2,7%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება ბოსტნეულს, მისი წარმოება 15%-ით შემცირდა, მათ შორის,  კარტოფილის - 4,6%-ით. ზოგადად, 2015 წელს ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობამ  7%-ით  მოიკლო (კარტოფილის - 30%-ით), რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს არაეფექტიან და არაპროდუქტიულ წარმოებაზე, რასაც მრავალი მიზეზი აქვს.

ვაჭრობის კლასიკური თეორიის მიხედვით, თავისუფალი ვაჭრობა საშუალებას აძლევს ვაჭრობის ორივე მხარეს, გააცნობიერონ თავიანთი კონკურენტული უპირატესობები და გაზარდონ ეკონომიკური ეფექტიანობა. საქართველოსა და ევროკავშირის მაგალითზე, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ საქართველოს კონკურენტული უპირატესობა შესაძლოა ჰქონდეს  შრომაინტენსიურ დარგებში, როგორიცაა, მაგალითად, სოფლის მეურნეობა, სადაც ჩართულია დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის მქონე მუშახელი (მით უფრო,რომ მოსახლეობის, თითქმის, ნახევარი დაკავებულია სოფლის მეურნეობით) მაშინ, როცა ევროკავშირის კონკურენტულ უპირატესობად შესაძლოა, განიხილებოდეს კაპიტალინტენსიური სექტორები წარმოებასა და მომსახურებაში. იმისათვის, რომ გამოვიკვლიოთ, აქვს თუ არა საქართველოში წარმოებულ პროდუქტებს კონკურენტული უპირატესობა, გამოიყენება რამდენიმე ინდექსი, მათგან ფართოდ გავრცელებულია ბალასას გამოვლენილი კონკურენტული უპირატესობის ინდექსი (RCA), რომელიც ექსპორტის მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება. ინდექსი მერყეობს 0-დან + უსასრულობამდე და გვიჩვენებს მხოლოდ გამოვლენილ უპირატესობას დროის კონკრეტულ მომენტში. Eugeorgia.info შეეცადა, შეერჩია 5 ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო ჯგუფი და გამოეთვალა შესაბამისი პროდუქტებისთვის გამოვლენილი კონკურენტული უპირატესობის ბალასას ინდექსები 2009-2015 წლებში. ეს ჯგუფებია: სპილენძის მადნები და კონცენტრატები, თხილი და სხვა კაკალი, რკინა და ლითონი, ყურძნის ნატურალური ღვინოები და მინერალური წყლები.  შედეგების მიხედვით, ხუთივე პროდუქტზე გამოვლინდა კონკურენტული უპირატესობა 2009-2015 წლებში, თუმცა,  გასათვალისწინებელია ამ ინდექსის ნაკლოვანებები, რომელიც ვერ ასახავს რეალურ სურათს, და, იმავდროულად, არ არის შედარებადი წლების მიხედვით, გარდა ამისა, ისინი  არასიმეტრიულია, რაც არ გვაძლევს გამოვლენილი უპირატესობის ხარისხობრივი შედარების საშუალებას; პასუხობს მხოლოდ ერთადერთ კითხვას: ჰქონდა თუ არა დროის კონკრეტულ პერიოდში ქვეყანას კონკურენტული უპირატესობა დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით. მკვლევარების მიერ ასევე შემოთავაზებულია სხვადასხვა მეთოდოლოგია კონკურენტული უპირატესობების გამოსავლენად, რომელიც ითვალისწინებს კორექტირებებს სხვადასხვა ეკონომიკური ინდიკატორების საშუალებით.

DCFTA-ს ეფექტის შესაფასებლად  მკვლევარები იყენებენ კეთილდღეობის ანალიზს და აფასებენ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლო სარგებელსა და დანაკარგებს ორივე მხარისათვის. მკვლევართა აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ცალსახა სარგებელს მიიღებენ  ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შედეგად.

“ვაჭრობის მდგრადობაზე ზემოქმედების შეფასების” საბოლოო ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მაკრო დონეზე საქართველოშიც მოხდება პოზიტიური ცვლილებები. შეფასების მიხედვით, საქართველოდან ექსპორტი ევროკავშირში მოკლევადიან პერიოდში გაიზრდება 9%-ით, ხოლო იმპორტი - 4,4%-ით. გრძელვადიან პერიოდში ექსპორტის 12,4%-იანი ზრდა ივარაუდება, იმპორტის შემთხვევაში კი - 7.5%-იანი მატება, რაც გააუმჯობესებს სავაჭრო ბალანსს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ხელფასები გაიზრდება 3,6%-ით. სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ კლებასთან კომბინაციაში ეს ცვლილება განკარგვადი შემოსავლის ზრდას განაპირობებს. (ევროკომისია, 2012) საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ეს შეფასებები არ ითვალისწინებს მაკროეკონომიკური ფაქტორების ცვლილებას, რაც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ასე აქტუალურია.

ასოცირების ხელშეკრულების 2016 წლის 25 ნოემბრის ანგარიშში ვკითხულობთ:

“სოფლის მეურნეობის სექტორი სტრუქტურული ხარვეზების წინაშე დგას, რაც განპირობებულია: მიწის ფრაგმენტაციით, განათლებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებზე, სასოფლო-სამეურნეო კრედიტსა და დაზღვევაზე შეზღუდული წვდომით, რასაც შედეგად მოაქვს დაბალი მწარმოებლურობა, იმპორტდამოკიდებულება, საკვები პროდუქტების მაღალი ფასი. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლად ცხოვრობს, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლისათვის 9,2% იყო. საერთო ჯამში, სოფლის მეურნეობა და აგრობიზნესი 2009 წლიდან სტაბილურ ზრდას  განაგრძობს. 2015 წელს მთლიანი გამოშვება 2014 წელთან შედარებით, 2,7%-ით  გაიზარდა, თუმცა, ექსპორტის მოცულობა 26%-ით შემცირდა, რაც, ძირითადად, გამოწვეულია რეგიონული ბაზრების შემცირებითა და სავალუტო რყევებით. საქართველო აგრძელებს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას DCFTA-ს ახალი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.”

კითხვაზე - რატომ არ იზრდება საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი- უამრავი მიზეზი სახელდება, რომლებიც შესაძლოა, განსხვავდებოდეს პროდუქტების ჭრილში, თუმცა, აქ განვიხილავთ, იმ შემაფერხებელ ფაქტორებს, რასაც მსხვილი ექსპორტიორები ყველაზე ხშირად ასახელებენ, ასევე, ზოგადად, აგრარული სექტორის პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის ადგილობრივ მწარმოებლებს გავიდნენ ევროკავშირის ბაზარზე.


პროდუქციის დაბალი ხარისხი და არაერთგვაროვნება



საქართველოში წარმოებული  პროდუქტი არ არის კონკურენტუნარიანი ევროკავშირის ბაზარზე, რადგან პროდუქტის ხარისხი არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც ხარისხიანი პროდუქტის შექმნისთვის შესაბამისი ცოდნის უქონლობა, ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. ფერმერებს არ იციან, როგორ გააუმჯობესონ ხარისხი. მსხვილი ექსპორტიორებისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს როგორც ხარისხიანი, ასევე, ერთგვაროვანი პროდუქციის  შეგროვება, შესაბამისად, პროდუქტის სტანდარტულ კატეგორიებად დაყოფა რთულდება. ადგილობრივი შემგროვებელი პუნქტების არარსებობის გამო პროდუქცია დამატებით ტრანსპორტირებას საჭიროებს, რაც ზრდის პროდუქტების დაზიანებით გამოწვეულ დანაკარგებს. მნიშვნელოვნად შემაფერხებელია ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატების უქონლობა, რომლის აღება ისედაც მცირემასშტაბიანი ფერმერებისთვის დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მეორეს მხრივ, ფერმერებს არ აქვთ საბრუნავი საშუალებები და არ მიუწვდებათ ხელი ფინანსებზე. შედეგად, წარმოების მცირე მოცულობების გამო ფერმერები ვერ გადიან ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც უწყვეტ მიწოდებას და ხარისხიან პროდუქტს ითხოვს, ამიტომ ისინი, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე ფოკუსირდებიან. თუმცა, აქ ახალ პრობლემას აწყდებიან - იმპორტს კონკურენციას ვერ უწევენ.  საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში აგრარულ სექტორში დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, ფერმერთა ცოდნის ამაღლებასა და ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის მომსახურების გაწევასთან ერთად პროფესიული სწავლების ხარისხისა და უმაღლესი განათლების გაუმჯობესების ხელშეწყობაც არის დასახელებული.

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა, სამაცივრე მეურნეობები და ტრანსპორტირება


ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით, სოფლად მცხოვრები ფერმერებისთვის. სოფლამდე მისასვლელი გზების მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში ზრდის ტრანსპორტირებისას პროდუქციის დაზიანების რისკს, სარწყავი და სადრენაჟე სისტემების გაუმართავობა საფრთხეს უქმნის ნათესებს და მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი პირობაა მწარმოებლურობის გაზრდისთვის. სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია მოიცავს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციასაც.

“2012-2014 წლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების (სარეაბილიტაციო და საექსპლუატაციო სამუშაოები) შედეგად წყალუზრუნველყოფილი ფართობები გაიზარდა 88 ათას, ხოლო დაშრობილი - 25 ათას ჰექტრამდე. 2020 წლამდე იგეგმება გასარწყავებული და დაშრობილი ფართობების რაოდენობის გასამმაგება”,- გაწერილია სტრატეგიაში.

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ასევე  დასახელებულია მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.

“სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ჩატარდება კვლევა, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე რეგიონალურ დონეზე მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების, სადისტრიბუციო და გადამმუშავებელ შესაძლებლობებში არსებული მოთხოვნის გამოსავლენად. განისაზღვრება ამ ტიპის ინვესტიციების ტექნიკური და ფინანსური დასაბუთება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისათვის. შემუშავდება რეკომენდაციები პირველადი და გადამუშავებული პროდუქტების შესანახი სასაწყობე და სამაცივრე ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის (საბითუმო) ცენტრების მოწყობისა და ექსპლუატაციის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს პროდუქციის ხანგრძლივი პერიოდით შენახვას, ხარისხისა და სასაქონლო სახის შენარჩუნებასა და სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებას”, - აღნიშნულია სტრატეგიაში.

ლოჯისტიკური ცენტრები და სამაცივრე მეურნეობები ფერმერებს საშუალებას მისცემს,  პროდუქტი დიდი ხნით შეინახონ და გაიტანონ გასაყიდად მაშინ, როცა იქნება ყველაზე მაღალი ფასი. ამგვარად, ფერმერები შეძლებენ არა მხოლოდ სეზონურად გაიტანონ ექსპორტზე თავიანთი პროდუქცია.


საბრუნავი საშუალებების სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდობის პრობლემა


ექსპორტიორებს სჭირდებათ საბრუნავი საშუალებები იმისათვის, რომ შეიძინონ ხილ-ბოსტნეული ფერმერებისგან, თუმცა, სახეზეა საბრუნავი კაპიტალის სიმცირე. როდესაც ქართველ ექსპორტიორს უნდა ევროპის ბაზარზე შესვლა, იგი უნდა იყოს პროდუქციის სტაბილური მიმწოდებელი, იმავდროულად, კონკურენცია უნდა გაუწიოს სხვა მიმწოდებლებს, რაც გამოიხატება დიდი მოცულობებით მიწოდებაში. ძირითადად, ამ პროდუქციას სუპერმარკეტების ქსელები და საბითუმო დისტრიბუტორები იბარებენ. იმისათვის, რომ ექსპორტიორმა არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს, დიდი რაოდენობით საბრუნავი საშუალებები ესაჭიროება, ბანკები კი, თავის მხრივ, თავს იკავებენ, ან მაღალ პროცენტად გასცემენ მსგავსი დანიშნულების სესხებს: მაღალია პროდუქტის დაზიანების რისკი, რომლის დადგომის შემთხვევაში ექსპორტიორი ვერ შეძლებს ვალის დაფარვას. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ერთ-ერთი პირველია, რაც ხელისშემშლელ ფაქტორად შეიძლება დასახელდეს ბიზნესის კეთებისას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი გარკვეულწილად ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებს ფერმერებისთვის, რადგან, სესხის დამტკიცების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახორციელებს. თუმცა, პროექტს აქვს ხარვეზებიც, კერძოდ, თანხები ლიმიტირებულია და ბიზნესის გაფართოებისას  შეუძლებელია იმავე სარგებლის მიღება.



მიწის ფრაგმენტაცია


სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მაღალი ფრაგმენტაცია როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, აგრეთვე მომდევნო ეტაპებთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის ძირითადი გამომწვევი მიზეზია. დღეისათვის საქართველოში 700 ათასზე მეტი მეურნეობაა, რომელთა მფლობელობაშია, საშუალოდ, 1,5ჰა მიწის ნაკვეთი; საკადასტრო რუკა მოუწესრიგებელია და, ჯერჯერობით,  რეგისტრირებულია მიწების მხოლოდ 25%. წელს მთავრობამ მიწის უფასო რეგისტრაციის პროგრამა წამოიწყო, თუმცა, პროგრამის ეფექტიანობა ჯერ კიდევ არ შეფასებულა. სოფლის მეურნეობაში მწარმოებლურობის გასაზრდელად ორი ძირითადი მიმართულების  გამოყენება შეიძლება: ათვისებული მიწის ფართობების ზრდა და რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება. დამატებითი ინფორმაცია, როგორ მიიღწევა მწარმოებლურობის ზრდა სოფლის მეურნეობაში აუთვისებელი მიწების ზრდის ხარჯზე, იხილეთ ჩვენი სტატია.


განათლებაზე შეზღუდული წვდომა


საბჭოთა პერიოდისაგან განსხვავებით, როცა აგრარულ სასწავლებლებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში მზადდებოდა საშუალო და უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, დღეს ეს ინსტიტუციები მოშლილია და შეინიშნება აგრარული პროფილის მქონე სპეციალისტების ნაკლებობა, სტუდენტებში აგრარული მიმართულება პოპულარული არ არის, შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ქმედითი პოლიტიკა, პრიორიტეტული მიმართულებები და სპეციალური პროგრამები, ამასთანავე,  უზრუნველყოს უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა და ადგილობრივი ფერმერებისთვის ტრენინგების ჩატარება. 2014 წლიდან დაიწყო ფუნქციონირება “სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა”, რომლის ერთ-ერთ მიზანს ცოდნის გავრცელების პროგრამის ფარგლებში რეგიონული ექსტენციის ცენტრების განვითარება და ხელშეწყობა წარმოადგენს.


ევროპის ბაზრების შესახებ მწირი ინფორმაცია


ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (EPRC) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით (მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებებისა და ინფორმირებულობის კვლევა), გამოკითხული 500 ფერმერიდან 71%-მა არაფერი იცოდა DCFTA-სა და სხვა შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმების შესახებ. სურსათის ჰიგიენის სტანდარტის - HACCP-ისა და Global Gap-ის შესახებ ინფორმაცია ფერმერთა უმრავლესობამ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიიღო. ამიტომ მნიშვნელოვანია,სახელმწიფომ გააძლიეროს კომუნიკაცია ფერმერებთან და გააცნოს მათ ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნები. ფერმერებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რასაც DCFTA სთავაზობთ.


ქართული პროდუქტების დაბალი ცნობადობა ევროპის ბაზარზე


ქართული აგრარული პროდუქტების წარმომავლობა ევროკავშირის ბაზრისთვის ჯერ კიდევ უცხოა, ამიტომ საჭიროა აგრესიული მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარება და ქვეყნის ერთიანი ბრენდის შექმნა, რაც ევროკავშირის ქვეყნების მომხმარებლებს შეუქმნის გარკვეულ წარმოდგენას ქართულ პროდუქტზე, თუმცა, მანამდე ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობაა საჭირო. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოფენებშიც აქტიური მონაწილეობა.


ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად ექსპერტების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების მიხედვით, შესაძლებელია ეფექტიანობის გაზრდა სოფლის მეურნეობაში და ახალი შესაძლებლობების ათვისება. კოლექტიური წარმოების ხელშეწყობა და კოოპერატივების განვითარება შეიძლება მივიჩნიოთ პრობლემის გადაჭრის გზად, თუ გვინდა მივაღწიოთ ერთიანი მოცულობების ზრდას და საექსპორტო პოტენციალის ათვისებას. კოლექტიური წარმოება ამცირებს ხარჯებს ღირებულებათა ჯაჭვის თითოეულ ეტაპზე და ხელს უწყობს მასშტაბის ეკონომიის მიღწევას. კოოპერირების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, რასაც მოწმობს 2013 წლიდან დღემდე დარეგისტრირებული კოოპერატივების რაოდენობა (1595), თუმცა, ახლა ჯერი მათ ხარისხობრივ მახასიათებლებზეა. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის მისაღწევად. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ასევე ევროკავშირის ბაზრების კვლევა და გააცნოს ფერმერებს ახალი შესაძლებლობები.


ქეთევან მელქაძე (ISET-ის მაგისტრი)






წაკითხულია
8436
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner