banner
10 იანვარი 2017 | 14:23 სოფლის მეურნეობა

ლევან დავითაშვილი: საგრანტო პროექტები საყოველთაო აღარ იქნება და სუსტი რგოლების გაძლიერებაზე ფოკუსირდება

ლევან დავითაშვილი: საგრანტო პროექტები საყოველთაო აღარ იქნება და სუსტი რგოლების გაძლიერებაზე  ფოკუსირდება

ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას დარგების მიხედვით გეგმავს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გასულ წელს პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს განაცხადა.  Eugeorgia.info ახალი აგრარული პოლიტიკის დეტალებით დაინტერესდა.  რის საფუძველზე შეირჩევა პერსპექტიული დარგები, რას გულისხმობს სახელმწიფო ხელშეწყობა და როგორია სექტორის განვითარების მთავრობისეული ხედვა - ამ კითხვებს  მინისტრმა ვრცელ ინტერვიუში უპასუხა.

ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი: ჩვენი პოლიტიკის პირველი ფაზა ზოგადი პირობების შექმნას ითვალისწინებდა, ისეთი პროგრამების ამოქმედებას, როგორიცაა, იაფი აგროკრედიტი და  ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. მიზანი იყო მოსახლეობის შემობრუნება სოფლის მეურნეობისაკენ,  უკვე გაჩნდა ეკონომიკურ აგენტებში სიცოცხლის ნიშანი,  გაიზარდა სექტორის პოპულარობაც. თუმცა, ვხედავთ, რომ  ცალკეულ დარგებს უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეკონომიკის პრინციპიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისინი თავისითაც განვითარდება, მაგრამ  შედარებით  ნელი ტემპით.  ჩვენ კი გვსურს, უფრო დიდი შედეგი მივიღოთ. ამიტომ ნელ–ნელა გადავდივართ ეტაპზე, როდესაც აქცენტები კონკრეტულ დარგებზე გაკეთდება, იაფ აგროსესხებსაც საყოველთაო ხასიათი აღარ ექნება.  

 

უკვე გაქვთ განსაზღვრული ასეთი დარგები, თუ დამუშავების პროცესშია?

 

კონცეპტუალურ დონეზე უკვე ბევრი პროექტი განვსაზღვრეთ, გვაქვს კონკრეტული გეგმა სად, რა და როგორ განვახორციელოთ. საექსპორტო თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია მეთხილეობა. ამ სექტორის შესასწავლად კვლევა უკვე ჩატარებულია, იდენტიფიცირებულია ყველა სუსტი რგოლი.  ჩვენი საგრანტო პროექტი მიმართული იქნება სწორედ მათ გაძლიერებაზე. თუმცა, არ არის ორიენტირებული ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფო დაფინანსებაზე. ვცდილობთ, კომბინირებული სქემა შევიმუშავოთ - ჩვენი და დონორების ფული,  ასევე პოტენციური ბენეფიციარების თანადაფინანსება, რომლებიც ეფექტურად გამოიყენება.  

ამ კვლევის მიხედვით, ძირითადი პრობლემებია მოსავლის სწორი დაბინავება და შრობის დანაკარგები, რომელიც არა მხოლოდ რაოდენობაზე, არამედ ხარისხზეც აისახება, ხარისხი კი, თავის მხრივ - ქართული თხილის რეპუტაციაზე. კვლევა რომ განვაზოგადო,  ყველა სექტორში მსგავსი პრობლემები გვაქვს,  როგორიცაა, ჯიშების არასწორად შერჩევა - მოყვანა და შენახვის სათანადო პირობების არარსებობა. ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსავლის დაბინავების, კონსოლიდაციისა და შეფუთვის ტექნოლოგიები, რათა პროდუქტი ბაზარზე მაქსიმალურად მცირე დანაკარგებით და მაღალხარისხიანი გავიტანოთ. დანაკარგების მოცულობა, ჩვენი შეფასებით,  20% -ს აღწევს, ამის ფუფუნება დღევანდელ კონკურენტულ გარემოში, როდესაც სოფლის მეურნეობა მაღალ ტექნოლოგიებს ეფუძნება და მთლიანად ინფორმატიზებულია, არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველა ფერმერი პროტექციონიზმს მოითხოვს - საკუთარი კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად  წარმოებისა და შენახვის გაუმჯობესებას ბაზრის ჩაკეტვა ურჩევნია.  

საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, 700 000 ჰა-მდე სახნავი მიწა და 600 000–ზე მეტი ფერმერი გვყავს. ამ ფართობის  ტერიტორიას, მაგალითად, რუსეთში შესაძლოა, ერთი ადამიანი ფლობდეს. გარდა ამისა,  მიწა ყველგან თანაბრად ხარისხიანი არ არის, განსხვავებული რელიეფი და კლიმატური პირობებია, შესაბამისად, ერთი ტიპის კულტურას ვერ მოიყვან. ჩვენი ერთ- ერთი ძირითადი პრობლემაა -  რაც გვაქვს, ცოტაა და დიდ ბაზარზე ვერ გაგვაქვს. საჭიროა მასშტაბების გაზრდა, თუმცა, ყველაფერს ვერ მივედ- მოვედებით. მიწები, რომელიც მაღალხარისხიანია, უნდა გამოვიყენოთ მაღალი ღირებულების კულტურებისთვის. აქცენტს მრავალწლიანებზე ვაკეთებთ - ხილზე, კაკლოვნებზე, კენკრაზეც, მხოლოდ კენკრის მასშტაბსაც უსასრულოდ ვერ გაზრდი, დიდი რაოდენობით მუშახელი სჭირდება, რაც საქართველოსთვის დიდი პრობლემაა. 900 მეტრის ზემოთ, სადაც მემცენარეობისთვის ხელსაყრელი პირობები  არ არის, ალპური მეცხოველეობის განვითარების მაღალი პოტენციალია. თუ  სწორ კომუნიკაციას დავგეგმავთ, გაცილებით  მეტი მარკეტინგული ღირებულება შეიძლება მივანიჭოთ - ბალახზე გაზრდილ საქონელს უფრო დიდი ღირებულება აქვს. ალპურ ზონაში 1,7 მილიონამდე ჰა საძოვარია, სწორად უნდა დავგეგმოთ ჩვენი წარმოება, განვახორციელოთ მიზნობრივი პროგრამები.

 

მიწების გამსხვილება ახსენეთ...  მიწები ძალიან ფრაგმენტირებულია, ერთი ფერმერი შეიძლება ფლობდეს 1 ჰა ნაკვეთს  სხვადასხვა ადგილზე,  კონსოლიდირების გარკვეული გზა თუ გესახებათ?

 

ისეთი ამოცანა დასვით ახლა...  სქემა არ გვაქვს, მაგრამ ამ მიმართულებით საერთაშორისო კონსულტაცია მოვითხოვეთ. მსგავსი საპილოტე პროექტი უკვე მიმდინარეობს უკრაინაში და, სავარაუდოდ, მომავალ წელს საქართველოშიც გადმოვიტანთ. იგეგმება კონკრეტულ რაიონებში მდგომარეობის შესწავლა, ადგილმონაცვლეობისა და კომუნიკაციის  შესაძლებლობის დადგენა. ალბათ, გარკვეული ტიპის სქემებს შემოგვთავაზებენ და ცალკეულ ადგილებში განხორციელდება კიდეც. წარმატების შემთხვევაში, პროექტის მასშტაბებს გავზრდით. თუმცა,  ეს გრძელვადიანი პროცესია და ზედმეტად ოპტიმისტები  ნუ ვიქნებით, მე, პირადად, არ ვარ. ჩვენთვის პირველი რიგის ამოცანა ამ ეტაპზე  მიწების რეგისტრაციის დროული დასრულებაა. მიწა წარმოების მთავარი საშუალებაა და თავისუფალ მიმოქცევაში მისი არსებობა სოფლის მეურნეობის განვითარების უმნიშვნელოვანესი პირობაა. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ, მაგრამ მარტივი ამოცანა არ არის, ნაწილობრივ, ამ პრობლემას, ალბათ, ბაზარიც დაარეგულირებს.

 

როგორ შეაფასებდით კოოპერაციის პროცესს?

 

მათ ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიასა და სამთავრობო პროგრამაში ერთ–ერთი პრიორიტეტია, თუმცა,კოოპერატივი ყველაფერს ვერ მოაგვარებს. თვითონ კოოპერატივებსაც განვითარების დიდი გზა აქვთ გასავლელი. ვხედავთ წარმატებისა და წარუმატებლობის ბევრ მაგალითს, თუმცა, მისი შედეგები საქართველოში დღეს უფრო დიდია,  ვიდრე მოლოდინი იყო. არის სექტორები, სადაც კოოპერაციას უფრო დიდი გავლენა და შესაბამისად, ეფექტურობა ექნება და უფრო ადვილია მათი წახალისება.  მაგალითად, ძალიან გაამართლა კოოპერაციამ თაფლის წარმოებაში, რადგანაც კოოპერატივები ახერხებენ ძალების გაერთიანებას შეფუთვასა და ტრანსპორტირებაში. იგივე შედეგი შეიძლება, მივიღოთ, მაგალითად,  მეცხოველეობაში.  მაგრამ არის სხვა სექტორები, სადაც შედარებით უფრო რთული იქნება კოოპერატივების ჩამოყალიბება.

როცა ახსენებთ  დარგის განვითარების სწორად დაგეგმვას. ხშირად ჩნდება კითხვა, რამდენად ემყარება სამთავრობო სტრატეგიები ანალიტიკურ კვლევებს, თუნდაც სუბსიდირება და ფინანსური  მხარდაჭერა ეკონომიკურ შეფასებასა და პროგნოზს? ითვალისწინებთ თუ არა საერთაშორისო გამოცდილებას, კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობას, უკვე განხორციელებული პოლიტიკის გააზრებას?

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს ანალიტიკურ კვლევებს, არ იყოს სპონტანური და არ მიიღებოდეს შეგრძნების დონეზე. ჩვენი შიდა რესურსით ხორციელდება  გარკვეული სიმულაციები და კვლევები, მაგრამ ძალიან გვეხმარება ამ მხრივ გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO,  გვაქვს სოფლის მეურნეობის კომპეტენციის ზრდის პროექტი, რომლის მეშვეობით რეგულარულად ვიღებთ კონსულტაციებს და ტექნიკურ დახმარებას. FAO -ს შერჩეული და დაფინანსებული ექსპერტები მუშაობენ და პროექტებს ეკონომიკური კუთხითაც აფასებენ. თუმცა, როდესაც რაღაცას ვაფასებთ, ვერ ვიქნებით 100 %- ით კორექტულები, ზოგიერთს მეტი სოციალური ეფექტი ჰქონდა და არ იყო საუბარი პირდაპირ ეკონომიკურ ეფექტზე.

ევროკავშირის 2020 წლის აგრარული პოლიტიკის მიხედვით, ფერმერისთვის გასაცემი დახმარებას მისივე აქტიურობა განსაზღვრავს. საქართველოში ეს პრობლემა უფრო მწვავედ დგას, გვყავს ბევრი მიწათმფლობელი და ნაკლები - აქტიური ფერმერი. როგორ განისაზღვრება ფერმერების აქტიურობა ჩვენთან?

ევროპის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა დაფუძნებულია ფერმერთა აქტიურობაზე, რომლის საფუძველზე მათი პირდაპირი სუბსიდირება ხდება. ეს იყო მრავლმილიონიანი, მრავალწლიანი პროექტი, რომლითაც შეძლეს მწარმოებლების საქმიანობის აღრიცხვისა და დეკლარირების ძალიან ზუსტი სისტემის შექმნა. საქართველოში განხორციელებული პროექტები, ძირითადად, ემყარებოდა მიწის მფლობელთა ბაზას, რადგანაც ფიზიკურად არ არსებობდა სხვა საშუალება, ფერმერის საქმიანობის შესახებ  მეტი დეტალური ინფორმაცია გვქონოდა.  ევროკავშირთან დაახლოების ფარგლებში გვაქვს  რეესტრის, სტატისტიკის გაუმჯობესების სისტემის შექმნის ვალდებულება. საპილოტე პროექტი უკვე განვახორციელეთ რაჭაში - დავარეგისტრირეთ რამოდენიმე ფერმერი.  გარდა ამისა, ღვინის ეროვნული სააგენტო აკეთებს მევენახეობის კადასტრს, ადგილწარმოშობის ვენახების სრული აღრიცხვა მოხდა რაჭა–ლეჩხუმში (ხვანჭკარისთვის) და ყვარლის მუნიციპალიტეტში (ქინძმარაულისთვის). ფრაგმენტულად ეს ინფორმაცია  უკვე  გაგვაჩნია, თუმცა, მთელი საქართველოს მოცვას წლები დასჭირდება და დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, თუ ამის ფუფუნება გაქვს, ადვილია შენი პოლიტიკა პირდაპირ დააფუძნო ფერმერების საქმიანობაზე, თუმცა, რეალურად, ეს არ არის ჯერ ჩვენთვის ხელმისაწვდომი. მაგრამ ამ მიმართულებით უკვე მივდივართ. გაჩნდა სხვა საერთაშორისო პროექტები, მათ შორის, აშშ-ის სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი პროექტი, რომელიც სამინისტროსა და საქსტატს ეხმარება სოფლის მეურნეობის სტატისტიკის გაუმჯობესებაში.

სოფლის მეურნეობის განვითარებაზე საუბრისას ძირითადად, მაინც პირველად წარმოებას შეეხეთ. გადამამუშავებელი წარმოების კუთხით  თუ გაქვთ გარკვეული გეგმები?

ბოლო დროს საყოველთაოდ მიღებული აზრია, რომ გამართლებული სახელმწიფო პოლიტიკა გადამამუშავებელი წარმოების ხელშეწყობაა. ის იწვევს პირველადი წარმოების სტიმულსა და მოტივაციას,  კარნახობს ბაზარს, რა პროდუქცია უნდა გამოუშვას.   ამ მიმართულებით საგრანტო პროგრამა გვაქვს, რომლის განხორციელებაც, სხვათა შორის,  საკმაოდ რთულია (დანარჩენი პროგრამები გატანილია „აუთსორსინგიზე“ და ბანკები წარმართავენ). ჩვენ დავინახეთ, რომ საკმაოდ დიდი სივრცე დარჩა, რომელიც ვერ შეავსეს ვერც დონორებმა და ვერც კერძო საფინანსო ინსტიტუტებმა. ამ მიმართულებას მეტი წახალისება სჭირდებოდა. საკმაოდ კარგი პროგრამაა, 30 ახალი ბიზნესპროექტი დამტკიცებულია, 10  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმო უკვე ფუნქციონირებს, მათი პროდუქცია ნელ-ნელა დახლებზე ჩნდება,  ყველა  სტარტაფია. ეს ქართული აგროსასურსათო სექტორის კონკურენტუნარიანობის ლოკომოტივია, რომელიც მთელ ინდუსტრიას ჩაიბამს. თუმცა,  გადამამუშავებელ მრეწველობას სჭირდება ნედლეული. გამოცდილებამ დაგვანახა, რომ პირველადი წარმოების  შესანარჩუნებლად აქტიურობა აუცილებელია, კიდევ ვიმეორებ, სწრაფი ეფექტის მისაღებად. ჩვენი საგრანტო პროექტი ითვალისწინებს ასევე საკონსოლიდაციო - სამაცივრე ცენტრების დაფინანსებას, რადგან ისინიც ღირებულებათა ჯაჭვის აუცილებელი რგოლებია, რომლებიც ამოვარდნილი იყო წლების განმავლობაში. აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. ეს გზა გაიარა ევროპის ყველა ქვეყანამ,  ჩვენზე ადრე დაიწყეს და დღეს ძალიან შედეგიანები არიან.

სოფლის მეურნეობის დაფინანსების კუთხით?

დიახ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი პროგრამები იყო ბალკანეთის ყველა ქვეყანაში, მათ  ძალიან სწრაფად განიცადეს პროგრესი, ჩვენს მსგავსად, თუმცა, ნაკლებად მწვავედ ერთი ფორმაციიდან მეორეში გადასვლისას ბევრი რამ მათაც დაკარგეს.  ჩვენ ბევრ ისეთ კულტურას ვაწარმოებდით საბჭოთა კავშირში, დახურული ბაზრის პირობებში,  რომელთაც არ ჰყავდათ კონკურენტები და შეგვეძლო, ეფექტიანობაზე საერთოდ არ გვეფიქრა. გახსნილი ბაზრის პირობებში ადაპტაცია ვერ შევძელით.  ფაქტობრივად,  ძალიან სწრაფი ტემპით ყველაფრის თავიდან დაწყება გვიწევს.

გაქვთ, თუ არა სტატისტიკური ინფორმაცია, რამდენად გაიზარდა გადამამუშავებელი საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციის წილი მთლიან შიდა პროდუქტში?

თუ მობილიზებულ დამატებითი ღირებულების გადასახადში გადამამუშავებელი მრეწველობის წილს ვნახავთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდაა. თუმცა, ბევრი საწარმო ახლა იდგამს ფეხს, რომელიც საგრანტო და იაფი კრედიტის დახმარებით დაფუძნდა, შესაბამისად, უფრო მეტ ეფექტს  შემდგომ წლებში ველოდებით. მათ რომ მნიშვნელოვანი ღირებულება შექმნან, ამისთვის დროა საჭირო.

სახელმწიფო ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროზე 300 მილიონი ლარია გამოყოფილი, აქედან, დაახლოებით, 100 მილიონი ლარი მოდის ისეთ პროექტებზე,  როგორიცაა, „დანერგე მომავალი“ და ა.შ. გაცილებით ნაკლები კი -მელიორაციაზე. ხომ არ ფიქრობთ არსებული სტრუქტურის შეცვლას, ინფრასტრუქტურული პროექტების (მელიორაცია, სეტყვისგან დამცავი ბადეები და ა.შ) , ან განათლების და კვლევების სასარგებლოდ?

კვლევებზე სოფლის მეურნეობაში საკმაოდ სოლიდური თანხა, დაახლოებით, 10 მილიონი ლარია გამოყოფილი, ეს პრაქტიკული ხასიათის კვლევებია, რომლებსაც შემდგომში  ფერმერები გამოიყენებენ. მეცნიერული და ფუნდამენტური შრომების დაფინანსება განათლების სამინისტროს პრეროგატივაა. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს ცენტრალური აპარატის დაფინანსებაში დიდი წილი სწორედ ცოდნასა და საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრებზე მოდის. გვესმის, განათლება მისატანია ფერმერებამდე, თუმცა, ბევრი   ფულის დახარჯვით შეიძლება ძალიან დიდი შედეგი ვერ მივიღოთ, ვერ გამოვყოფთ ერთბაშად პირობითად 100 მილიონ ლარს განათლებისთვის, რადგან ყველაფერს თავის აბსორბაციის უნარი აქვს.

რაც შეეხება ინფრასტრუქურის განვითარებასა და მელიორირებულ მიწებს,  ბოლო ოთხ წელიწადში  ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გარღვევა გვქონდა: სარწყავი მიწები 40 ათასი ჰექტრიდან 120 ათას ჰექტრამდე გაიზარდა. ასეთი სწრაფი ზრდის პირობებში მნიშვნელოვანია, იმავე ტემპით დაიწყოს მიწების ათვისებაც, თუმცა, ვხედავთ, რომ ასე არ არის.  ასათვისებელ მიწებს რომ კაპიტალიზაცია შევძინოთ ახალი ბაღის გაშენებით და ა.შ, საჭიროა,  ფული ძალიან სწრაფად დავაწიოთ.

თანამედროვე ტექნოლოგიების, თუნდაც ყინვის, ქარის, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების შემოტანა სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანია, რადგან მცირდება გარემოზე ზემოქმედების რისკები და პროგნოზირებადი ხდება სოფლის მეურნეობა. თუმცა, ეს ყველაფერი კაპიტალური ხარჯებია და დასათვლელია - რა გვიღირს, როგორ გვიღირს, ფინანსური შეფასება უნდა მოხდეს. შეიძლება ავავსოთ ტექნოლოგიებით მეურნეობა, მაგრამ ინვესტიცია ვერასდროს ამოვიღოთ, ან იმდენად გრძელვადიან პერიოდში, რომ არ ღირდეს. ამ ბაზარს დაარეგულირებს ინვესტორი, თუმცა, როდესაც სახელმწიფო თანადაფინანსებას ვთავაზობთ ფერმერს, მისგან მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილებას ვითხოვთ:  ბაღები  სპონტანურად ვერ გაშენდება,სარგავი მასალა უნდა იყოს კონტროლირებადი, რათა   მეხუთე წელს უნაყოფო, ან დავირუსებული არ აღმოჩნდეს, სწორად იყოს დარგული, ჰქონდეს მინიმალური წვეთოვანი, ან თანამედროვე ირიგაციის სისტემა, ამის გარდა, თუ ადამიანი დააყენებს ყინვის საწინააღმდეგო სისტემას, ეს უკვე ფუფუნების, გემოვნების ამბავია.

ამ შემთხვევაში უფრო მეტად ვგულისხმობდით განათლებას, ანუ, თუ ასწავლი ფერმერს- როგორ წარმართოს ესა თუ ის საქმიანობა - უფრო მეტ ეფექტს იძლევა, ვიდრე პირდაპირ ფულის მიცემა...

გეთანხმებით, თუმცა, არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტის განაწილებაში სწორი ბალანსი  მოვძებნეთ.  გარდა ამისა, უნდა არსებობდეს როგორც  განათლების მიღებაზე მზადყოფნა, ასევე განათლების გადამცემთა საკმარისი რაოდენობა. მაგალითად, პირობითად გვყავს 40 ათასამდე ხილის მწარმოებელი და გვსურს, მათ გავაცნოთ თანამედროვე აგროტექნოლოგიები, მაგრამ არ გვყავს ტრენერები. ტრენერების მომზადება დროში გაწელილი პროცესია. ფული, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება, მაგრამ  პრობლემას ერთბაშად ვერ გადავჭრით.

ჩვენი ორგანიზაცია რეგიონებში ხშირად ხვდება ფერმერებს და მათ  ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივებს აცნობს. მცირე ფერმერები ხშირად ჩივიან, რომ  სახელმწიფო პროგრამებში უპირატესობა მსხვილ მწარმოებლებს (10 ჰა-ზე მეტი მიწის მფლობელებს) ენიჭებათ, ფინანსური მხარდაჭერა კი მათ უფრო ესაჭიროებათ, მოთხოვენ, შეცვალოთ ზღვარი...

ამ შემთხვევაში კულტურას გააჩნია, რა ფართობზეა მისი წარმოება მოგებიანი. თუმცა, გასათვალისწინებელია ჩვენი რესურსებიც. წარმოიდგინეთ, მეათედჰექტრიანი მიწის  მფლობელის უამრავი განაცხადი რომ შემოგვივიდეს, მაშინ ამ პროექტის განხორციელება ძალიან დიდ ადმინისტრაციულ ხარჯს მოითხოვს, შესაბამისად, ნაკლებადეფექტური იქნება. ფერმერებს ვეუბნებით, მოდი, გაერთიანდით და ისე მოგვმართეთ. ჩვენი რესურსებიც დაიზოგება და მასშტაბის ეფექტიც ექნება.


მოამზადეს: მირიან ეჯიბიამ, მარიამ ლუკაშვილმა, ბელა ნოზაძემ 

წაკითხულია
7790
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

ეკონომიკური სტიმულირების სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების მექანიზმების არსებობის აუცილებლობა

ეკონომიკური სტიმულირების სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების მექანიზმების არსებობის აუცილებლობა

ობიექტური დასკვნის გამოტანისთვის სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის ანალიზია საჭირო, რაც შესაბამის სტატისტიკასა და ეფექტიანობის შეფასების ობიექტურ მექანიზმებს მოითხოვს.

04 აპრილი 2017 | 12:31 კვლევა/რეკომენდაცია ვრცლად
ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიებისა თუ ფინანსური მხარდაჭერის ეფექტიანობის შეფასება შეფასების მექანიზმის გარეშე

ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიებისა თუ ფინანსური მხარდაჭერის ეფექტიანობის შეფასება შეფასების მექანიზმის გარეშე

„სუბსიდირება“ „ფინანსური მხარდაჭერით“ უნდა ჩანაცვლდეს, - სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაჟღერებულმა იდეამ ასახვა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ოფიციალურ დოკუმენტშიც ჰპოვ

21 დეკემბერი 2016 | 12:46 სოფლის მეურნეობა ვრცლად
გაზრდილი აქციზი საწვავზე, მსოფლიო ფასების დაცემა და ტექნოლოგიების ნაკლებობა - ქართველი მეხორბლეები სამმაგი წნეხის ქვეშ

გაზრდილი აქციზი საწვავზე, მსოფლიო ფასების დაცემა და ტექნოლოგიების ნაკლებობა - ქართველი მეხორბლეები სამმაგი წნეხის ქვეშ

საწვავზე აქციზის ზრდას ადგილობრივ წარმოებაზე „კატასტროფული“ გავლენა ექნება, - აცხადებენ ქართველი ფერმერები,

06 დეკემბერი 2016 | 18:04 სოფლის მეურნეობა ვრცლად
სოციალური ინტერვენცია თუ თავისუფალი ბაზრის ხელშეწყობა?

სოციალური ინტერვენცია თუ თავისუფალი ბაზრის ხელშეწყობა?

რამდენად გამართლებულია სოფლის მეურნეობის სუბსიდირება? ევროკავშირში სოფლის მეურნეობა ერთადერთი სექტორია, რომელიც 100%-ით გაერთიანების ბიუჯეტიდან ფინანსდება. სოფლის მეურნეობის სუბსიდირება ევროპელ გადამხდელს დღეში 30 ევროცენტი უჯდება. აგრარული სექტორის სუ

12 ოქტომბერი 2016 | 16:30 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner