banner
21 თებერვალი 2017 | 14:19 სოფლის მეურნეობა

საქართველოში პროფესიონალ მეფუტკრეთა კლასი პრობლემების მიუხედავად მაინც ვითარდება

საქართველოში პროფესიონალ მეფუტკრეთა კლასი  პრობლემების მიუხედავად მაინც ვითარდება

ამჟამად ქართველი მეფუტკრეები ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე არიან ორიენტირებული, თუმცა სამომავლოდ მაღლხარისხიანი პროდუქტით სხვადასხვა ქვეყნებშიც უნდათ თავის დამკვიდრება. ქვემოთ მოყვანილი შპს "თაფლიკაცის" მაგალითი ცხადყოფს, რომ მხოლოდ ბიზნესი ყოველთვის ვერ შეძლებს დამოუკიდებლად უცხო ბაზრებზე ფუნქციონირებას, ამისათვის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა და აქტიური ჩარევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ქართული თაფლის საწარმოო  განვითარების პოტენციალით eugeorgia.info დაინტერესდა  და მეფუტკრეებს კახეთსა და ქართლში CNFA-ს, Elva-ს და IRAC-ის ორგანიზებითა და ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული რეგიონულ ტრენინგებზე გაესაუბრა. მეფუტკრეები ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე ხალხია და მათი აქტიურობა, ერთმანეთის განვითარებისათვის ზრუნვა ყურადღების ღირსია. როგორც ირკვევა, ქართული ფუტკრის უნიკალური თვისებების მიუხედავად, თაფლის მოსავლიანობა საქართველოში დაბალია, რის ერთ-ერთ მიზეზად გარემოს დაბინძურება და მწირი საკვები ბაზა სახელდება. 

საინტერესოა მეფუტკრეების დამოკიდებულება თავისი საქმისადმი და კოლეგებისათვის ხელშეწყობის სურვილი.  საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული საფუტკრე მეურნეობა შპს "თაფლიკაცი" ალავერდის მონასტერში არსებულ მცირე მეურნეობის ბაზაზე 2008 წელს დაარსდა. როგორც ამ მეურნეობის დირექტორი შოთა კალანდარიშვილი აცხადებს, მეურნეობის ჩამოყალიბება კომერციული მიზნის გარდა, მეფუტკრეობის განვითარებას უწყობს ხელს ცოდნის გადაცემის ფინანსური მენეჯმენტის და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ამ მეურნეობაში მათივე ორგანიზებით  ადგილობრივი (ასევე ჩამოდიან თბილისიდან და დასავლეთ საქართველოდანაც) მეფუტკრეებისათვისხშირად იმართება ტრენინგები.

"ჩვენ გვაქვს დაახლოებით 500 მეფუტკრის ბაზა, რომელთაც ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას ვაწვდით. დამწყები მეფუტკრეებისათვის გვაქვს შეთავაზება, რომ დაინტერესებული პირი ჩვენს მეურნეობაში წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ თითო კვირით დარჩეს და ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პრაქტიკული ოპერაცია ჩვენთან ერთად გაიაროს. მეურნეობისათვის მსგავსი მოხალისეები დამხმარე ძალაა და ისინი მეურნეობაში პრაქტიკას უსასყიდლოდ გადიან. პრაქტიკის გარდა მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მეფუტკრეებს ვასწავლოთ "პატიოსნება" თავის საქმეში, რომ ფალსიფიცირებული პროდუქტი არ აწარმოოს. ასევე, მეფუტკრეობა მოითხოვს ამ საქმის განსაკუთრებულ სიყვარულს, თუ ახალგაზრდა დაინტერესულ პირში ჩვენ ამას დავინახავთ, მაშინ მას მეტი ხელშეწყობა აქვს განვითარებისათვის", - საუბრობს კალანდარიშვილი.

შპს "თაფლიკაცის" მეურნეობა სხვა მეფუტკრეების თაფლსაც იბარებს და რეალიზაციას უკეთებს.  დირექტორის თქმით, მეურნეობა წელიწადში დაახლოებით 6 ტონა თაფლს ყიდის, რომელშიც სხვა მეფუტკრეებისაგან მიღებული თაფლიც შედის. თვითონ მეურნეობა კი ამჟამად 150 პროდუქტიულ ოჯახს ფლობს. თაფლს იღებენ მხოლოდ ისეთი მეურნეობებიდან, რომლებზეც ფლობენ ინფორმაციას - სად ამთაბარებენ ფუტკარს, რა პრეპარატებს იყენებენ და საბოლოოდ როგორ იღებენ თაფლს.

"გვაქვს სამი ტიპის წარმოება მეფუტკრეებისათვის: ფიჭა, სკის ჩარჩოს დამზადება და ფუტკრის საკვები ყანდი.  ხოლო საბოლოო პროდუქტების სახით: თაფლი, ყვავილის მტვერი, ფუტკრის რძე, დინდგელი და ცვილი. ჩვენ ვემზადებით მომავალი პერსპექტიული ბაზრებისათვის. 2015 წელს ჩინეთში 1,5 ტონის მოცულობით ეტიკეტირებული, ქილაში ჩასხმული, ბრენდირებული თაფლი გავიდა", - აღნიშნა კალანდარიშვილმა. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩინეთი თაფლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია მსოფლიოში. კითხვაზე თუ რატომ დაინტერესდნენ ჩინელები ქართული თაფლით კალანდარიშვილი პასუხობს:

"ჩვენმა თაფლმა ხარისხობრივი პარამეტრებით (პოლიფლორულიც და მონოფლორულიც) მოწონება დაიმსახურა და ამიტომაც მოითხოვეს მათ ქართული თაფლი. ამის შემდეგ ჩინეთიდან სურვილი გამოითქვა თაფლის მიწოდებაზე, მაგრამ  ჩემთვის უცნობი ბარიერის გამო პრობლემები შეიქმნა და მიწოდება ვეღარ მოხერხდა. ამაზე მივმართე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ გაერკვიათ თუ რა ბარიერი გვიშლის ხელს ჩინურ ბაზარზე შესასვლელად. ამ საკითხზე სამინისტრო კიდევ მუშაობს. თუ მოგვარდა ეს პრობლემა ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობის გასაგრძელებლად და ამავდროულად ვეძებთ სხვა ბაზრებს."

eugeorgia.info-მ მოიკვლია ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ 2016 წელს ჩინეთმა გაამკაცრა თაფლის იმპორტის პროცედურები და გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომელთაც შეუძლიათ ჩინეთში თაფლის იმპორტირება. ამ სიაში ვერ მოხვდა საქართველო, რადგან სია  შედგენილია ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი და სტაბილური სავაჭრო პარტნიორებისაგან. იმ შემთხვევაში თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი განიზრახავს ჩინეთში თაფლის იმპორტს, მაშინ ექსპორტიორი ქვეყნის შესაბამისმა ავტორიტეტულმა ორგანომ უნდა მიმართოს ჩინეთის საექსპორტო და საიმპორტო სურსათის უვნებლობის ბიუროს, რათა დაუშვან სხვა ქვეყნიდან იმპორტირებაც.  ამ რეგულაციამ ხელი შეუშალა "თაფლიკაცს" მომავალი ბიზნეს პარტნიორობისათვის, რადგან გართულებული რეგულაციებით იმპორტიორის ინტერესები შეიცვალა. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროკავშირდან დაახლოების სამმართველოს უფროსი ზურა ზურაშვილი აცხადებს: "ორი თვის წინ დავუკავშირდით ჩინეთის ხარისხის მართვის და ზედამხედველობის ინსპექციას, საიდანაც პასუხი ჯერჯერობით არ მოსულა. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ცხოველური წარმოშობის პროდუქტების დაშვებაზე ჩინეთში, რომელიც ასევე გაწელილი პროცესია. შემიძლია ხელმეორედ კიდევ ერთხელ მივწერო; თუკი პასუხს კიდევ არ მივიღებ, ჩვენ განვახორციელებთ ორმხრივ შეხვედრებს, სადაც დადგება საკითხი თაფლთან დაკავშირებით".

2016 წლის გაზაფხულზე ეკონომიკისა და დგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებდა, რომ საქართველოს საელჩოებში კომერციული ატაშეები დაინიშნებიან, რომელთა მთავარი ფუნქცია ექსპორტის ხელშეწყობა იქნება. ასევე, 2015 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრში დაემატა პროგრამა სახელწოდებით: „ეკონომიკური დიპლომატიის წარმოება და მსოფლიო ვაჭრობის თავისებურებანი“, რომლის მიზანი კომერციული დიპლომატიის გაძლიერებაა.  Eugeorgia.info დაინტერესდა ჩინეთში თაფლის ექპორტის გამარტივების პროცესში ჩართულია თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყება და თანამშრომლობს თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რაზეც ზურაშვილი პასუხობს, რომ ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ჩინეთის ბაზარზე დასაშვებად ზოგადი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტულად თაფლის შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის ჩართული.  საგარეო საქმეთა სამინისტროს კომერციული ატაშეების ფუნქციონირებაზე სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, რომ კომერციული ატაშის ინსტიტუტის ახალი იდეა ჯერ განხორციელებული არ არის და  მოსამზადებელი სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ საელჩოში არსებობს პირი (დიპლომატი), რომელიც ეკონომიკურ საკითხებზეა კონცენტრირებული.

პარალელურად ბიზნესი ავითარებს საექსორტო პოტენციალს და იბრძვის ახალი სეგმენტის ათვისებისათვის. "ვმუშაობთ ახალ-ახალი პროდუქტების შემუშავებისათვის და გვინდა ჩვენი ასორტიმენტის გაზრდა, მაგალითად, ნაზავების წამოებით, როგორიცაა: თაფლი ნიგვზით, თაფლი თხილით, ყვავილის მტვრით, ფუტკრის რძით და ა.შ.", - აღნიშნავს კალანდარიშვილი.

მეფუტკრეებთან საუბრისას ირკვევა, რომ ამჟამად დარგის განვითარების მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორი გარემოს დაცვითი პრობლემები და თაფლოვანი მცენარეების ლანდშაფტების არარსებობაა. მეფუტკრე ნათელა მოსულიშვილი სოფელ ვეჯინიდან აღნიშნავს:

"ახლა ისეთი პესტიციდები გამოიყენება, რომ მარტო თაფლის შემადგენლობაზე კი არ ახდენს გავლენას, არამედ ფუტკარიც კი იხოცება. გარემო ქიმიკატების გამოყენებით დაბინძურებულია, ამიტომ ვაპირებ ფუტკრის მაღალ მთაში გადაყვანას. მე მაქვს იდეა თითოუეულმა მეფუტკრემ შედარებით მწირი ნიადაგები, სადაც ხილ-ბოსტანი არ მოდის, გამოვიყენოთ თაფლოვანი მცენარეების იარუსებად გასაშენებლად. ამით ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვასაც და მეფუტკრეობისათვის უკეთესი პირობების შექმნას."

გარემოს დაბინძურების მიუხედავად ნათელა მოსულიშვილი ახერხებს ნატურალური თაფლის წარმოებას, რაც დადასტურებულია ევროპული ლაბორატორიის მიერ: "პრეპარატებს ვიყენებ მხოლოდ გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე პრევენციული მიზნით, სხვა შემთხვევაში ვერიდები მათ გამოყენებას. გასულ წელს ჩემი თაფლი კოოპერატივების განვითარების სააგენტომ ჰოლანდიაში გაგზავნა, სადაც დამოწმდა რომ ჩემ მიერ გაგზავნილი ორივე ტიპის (მაისის და შერეული) თაფლი ნატურალურია."

აღსანიშნავია ფაქტიც, რომ ნათელა მოსულიშვილი 60 წლის ასაკში კაჭრეთის პროფესიულ სასწავლო ცენტრში "აისი" მეფუტკრეობის მიმართულებით სწავლობს. კოლეჯში მისი ჩაბარების მიზანი დედა ფუტკრის გამოყვანის პრაქტიკის შესწავლაა.

საქართველოში თაფლის დაბალ მოსავლიანობაზე და არსებულ პრობლემებზე ყურადღებას ამახვილებს მეფუტკრე გორიდან გაიოზ ხაჩიური.  "მეფუტკრის წარმატება მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული, -  გაიოზი იხსენებს მისი უკრაინელი კოლეგის მონათხრობს, - თითო სკიდან აღებული თაფლი 150 კილოგრამს აღწევს. როდესაც ვკითხე როგორ აღწევენ ასეთ მოსავალს მითხრა, რომ ცაცხვის ტყეში ცხოვრობს და პარალელურად არის წიწიბურის, მზესუმზირის და სხვა კულტურების ნათესები, რაც ხელს უწყობს მაღალ მოსავლიანობას". საქართველოში კი მსგავსი ფლორა იშვიათია.

მეფუტკრეებთან საუბრის შედეგად ირკვევა, რომ  საქართველოში თითო სკაზე  საშუალოდ წელიწადში 15 კილოგრამი თაფლი მოდის. თაფლის წარმოების ოფიციალური სტატისტიკა მოცემულია ცხრილში, რომლის მიხედვითაც ბოლო წლებში თაფლის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა კახეთში და ყველაზე  მაღალ მოსავლიან რეგიონს სამეგრელო-ზემო სვანეთს დაეწია. მთლიანად საქართველოში კი 2010 წლის შემდეგ წინა წლებთან შედარებით გაორმაგებულია თაფლის წარმოება.

თაფლის წარმოება რეგიონების მიხედვით (კგ)

 

2006

2007

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

საქართველო (ათასი ტონა)

 1,6  2,3  2,4  2,5  4,2  2,7  4,1  3,9  4,1  4,1

აჭარის არ

100

100

200

400

500

200

600

600

400

500

იმერეთი

400

500

400

800

300

300

200

100

100

100

სამეგრელო ზემო სვანეთი

100

400

300

500

1100

1100

1200

1300

1100

900

კახეთი

300

300

400

100

500

400

500

600

900

900

ქვემო ქართლი

100

200

100

0

200

200

200

200

300

200

სამცხე-ჯავახეთი

100

300

300

400

500

200

300

200

500

300

დანარჩენი რეგიონები

500

500

700

300

1100

300

1100

1100

900

1200

 
"ჩვენი ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ფუტკრისთვის საკვები ბაზა არ გვაქვს; 5-10 ჰა მიწის ფართობზე თაფლოვანი მცენარეები რომ იყოს გაშენებული, ფუტკარს უფრო მდიდარი საკვები გარემო ექნება. გარდა ამისა, ხალხში კეთილსინდისიერი დამოკიდებულება არ არის; ჩემი დარგული ცაცხვი შესაძლოა დაუკითხავად მოჭრან; ასევე, ნათესების მოწამვლის წინ უნდა გაგაფრთხილონ, რომ ფუტკარი იმ დღეებში არ გამოვუშვა", - ამბობს ხაჩიური.

ფუტკრისათვის პესტიციდების მავნებლობაზე eugerogia.info-სთან საუბარში სხვა მეფუტკრეებიც ამახვილებენ ყურადღებას. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზაა ფუტკრის მომთაბარეობაა. მაგალითად, გაიოზი გვიყვება რომ მისი ფუტკარი წლის განმავლობაში ატენის ხეობაში, ძამის ხეობასა და ყაზბეგშიც გადაყავს.  მაგრამ სოსო ხუროშვილის განცხადებით (მეფუტკრე გორიდან) იქ სადაც ეკოლოგიურად სუფთა თაფლის მიღება შეიძლება გზები არ მიდის და ეს ართულებს მომთაბარეობას. ხუროშვილმა პრობლემის გადასაჭრელად თავად შექმნა ფუტკრისათვის საკვები ბაზა თავის მეურნეობაში, სადაც ყავილოვან კულტურებს თესავს, მაგალითად წიწიბურას. "ჩვენ თუ გვინდა მეფუტკრეობა განვითარდეს, უნდა დავთესოთ თაფლოვანი მცენარეები. სხვანაირად თაფლის წარმოება ვერ განვითარდება", - აღნიშნავს იგი.



ავტორი: მარიამ ლუკაშვილი


წაკითხულია
8082
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

საკონსულტაციო ცენტრებისადმი ფერმერების მიმართვიანობა გაიზარდა, თუმცა, მათ საექსპორტო ბაზრები ნაკლებად აინტერესებთ

საკონსულტაციო ცენტრებისადმი ფერმერების მიმართვიანობა გაიზარდა, თუმცა, მათ საექსპორტო ბაზრები ნაკლებად აინტერესებთ

ევროკაშირის ბაზრებით ქართველი ფერმერების დაინტერესება ჯერჯერობით ძალიან მცირეა, - განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლებმა ტრენინგზე, რომელიც გაიმართა პროექტის ფარგლებში - "DCFTA სტანდარტებზე ცნობად

28 დეკემბერი 2016 | 17:13 სოფლის მეურნეობა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner