banner
23 თებერვალი 2017 | 18:38 ანტიპროპაგანდა

დასავლეთის ემბარგო ტექნოლოგიების მიწოდებაზე რუსეთის არმიის გადაიარაღებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის

დასავლეთის ემბარგო ტექნოლოგიების მიწოდებაზე რუსეთის არმიის გადაიარაღებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის

 2020 წლამდე რუსეთს უნდა ეწარმოებინა 600 ახალი თვითმფრინავი და 1 100 სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენი. თუმცა 2016-2018 წლებისთვის, თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 30 ერთეული SU-30SM მოიერიშე თვითმფრინავის და 30 ერთეული Yak-130 საბრძოლო-სასწავლო თვითმფრინავების მიწოდების კონტრაქტს მოაწერა ხელი.


2010 წლის ბოლოს მოსკოვმა შეიარაღებული ძალების მოდერნიზების ამბიციური გეგმა მიიღო. სახელმწიფო შეიარაღების პროგრამა 2011-2020-ის თანახმად, 2020 წლამდე რუსეთს არმიის გადაიარაღება 70%-ით უნდა მოეხდინა. თუმცა, ეკონომიკურმა ფაქტორებმა და დასავლეთის ემბარგომ რუსეთისთვის  ტექნოლოგიების მიწოდებაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ კრემლი არმიის გადაიარაღებას დაგეგმილ ვადებში ვერ ახერხებს.

სახელმწიფო შეიარაღების პროგრამა 2011-2020-ის განსახორციელებლად, პუტინის მთავრობას კოლოსალური თანხა – 20,7 ტრილიონი რუბლი (~ $700 მლრდ. მაშინდელი კურსით) ჰქონდა გათვალისწინებული. თანხის უმეტესი ნაწილი, 19 ტრილიონი რუბლი უნდა დახარჯულიყო არმიის, სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ფლოტის გადაიარაღებაზე. აქედან 70% შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვისთვის, რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მოდერნიზებისთვის კი  - მხოლოდ 3 ტრილიონი რუბლი იყო გათვალისწინებული.

სახელმწიფო შეიარაღების პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტი საზღვაო ფლოტსა და ავიაციას ენიჭება.  თანხის 17%-ის დახარჯვა დაგეგმილია საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაზე. სახელმწიფო შეიარაღების პროგრამა 2020-ის მთლიანი ბიუჯეტის 15%-ზე ნაკლები გათვლილია სახმელეთო ძალებზე და 14% - კავშირგაბმულობის სისტემებზე, დაზვერვასა და კონტროლზე.

ცხრილში მოყვანილია შეიარაღების პროგრამა 2011-2020-ის მიზნების არასრული ჩამონათვალი:


2010 წლის შემდეგ დაწყებული, რუსეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზების პროცესი მასშტაბური და შთამბეჭდავი იყო, თუმცა, როგორც სტეფან ბლენკი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი წერს, დღესდღეობით რუსეთი უკვე თავისი შესაძლებლობების ზღვარზეა, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თვალსაზრისით.

დასავლელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად დღევანდელი სანქციებისა, სამხედრო მოდერნიზების შეჩერების არანაირი მიზეზი არ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ პუტინს ყველაზე მეტად თავდაცვის სექტორის შენარჩუნება სურს. თუმცა სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვა, შეიარაღებული ძალების მობილიზება და სხვა სახის სამხედრო აქტივობა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში - მხოლოდ შედარებითი წარმატებაა, რადგან სახელმწიფოს წინაშე ბევრი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა დგას.

პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს რეალური ზრდა 2012 წლიდან (თუ უფრო ადრე არა) და სანქციების გავლენა იმაზე დიდია, ვიდრე ამას რუსეთის მთავრობა აღიარებს, თავდაცვის ხარჯების ზრდა არამდგრადია მაშინ, როდესაც ეკონომიკა სუსტია.

როგორც სტეფან ბლენკი აღნიშნავს, თუ ეს ტენდენცია არ შეიცვალა ან სულ მცირე, არ დარეგულირდა, დროთა განმავლობაში ეკონომიკური კრიზისი რუსეთში კიდევ უფრო გაღრმავდება.

“ნელი ტემპით განვითარება არც ისეთი ცუდია, თუმცა სანქციები ზღუდავს კრედიტებზე, ტექნოლოგიებზე/ნოუ ჰაუსა და ინვესტიციებზე წვდომის შესაძლებლობებს. დაბალი ენერგო ფასები იწვევს დანახარჯების შემცირებას,  რადგან მათში არ იგულისხმება ქვეყნისთვის საჭირო შემოსავლები. შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე შედეგები უკვე ძალზედ თვალსაჩინოა: შემოსავლები შემცირდა 10 %-ით, ასევე შემცირდა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროგრამები და პენსიები. ეკონომიკური ზრდის შეფერხება კიდევ უფრო დიდ გავლენას მოახდენს ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ მიმართულ სახელმწიფო ხარჯებზე”, - აღნიშნავს მკვლევარი.

თავის მხრივ, სამხედრო ანალიტიკოსი, კლერ მილსი ასახელებს ფაქტორებს, რომელმაც  რუსეთის გადაიარაღების ტემპებზე მოახდინა გავლენა:

 

  • რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის უუნარობა, დააკმაყოფილოს გადაიარაღების პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები, განსაკუთრებით გემთმშენებლობის დარგში;

 

  • ინფლაციის და კორუფციის გავლენა თავდაცვის ბიუჯეტზე;

 

  • ნავთობის დაბალი ფასი და რუსეთის ეკონომიკის არაპროგნოზირებადი  მაჩვენებლები;

 

  • დასავლური სანქციები და ემბარგო რუსეთისთვის  ტექნოლოგიების მიწოდებაზე;

 

  • რუსეთის შეიარაღებული ძალების ძირითადი ექსპორტიორის - უკრაინის ემბარგო მოსკოვთან სამხედრო თანამშრომლობაზე;

 

  • იმპორტის ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლების პროგრამის წარუმატებლობა.


სამხედრო ექსპერტი პაველ ლუზინი წერს, რომ რუსეთის სახელმწიფო შეიარაღების პროგრამა 2011-2020-ის ფარგლებში ახალი სამხედრო ტექნიკის როგორც წარმოების, ასევე გრაფიკით განსაზღვრული მიწოდების ვადები მუდმივად გადადების რეჟიმშია.

ექსპერტების მიერ მოყვანილია შემდეგი მაგალითები:

 

  • უკრაინის სამხედრო საწარმოებთან თანამშრომლობის შეწყვეტამ დამატებითი სირთულეები წარმოშვა. მაგალითად, ახალი კორვეტების წარმოება შეჩერდა, როდესაც უკრაინამ რუსეთისთვის გემების ძრავების მიწოდება შეწყვიტა;

 

  • 2020 წლამდე რუსეთს უნდა ეწარმოებინა 600 ახალი თვითმფრინავი და 1 100 სხვადასხვა ტიპის ვერტმფრენი. თუმცა 2016-2018 წლებისთვის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 30 ერთეული SU-30SM მოიერიშე თვითმფრინავის და 30 ერთეული Yak-130 საბრძოლო-სასწავლო თვითმფრინავების მიწოდების კონტრაქტს მოაწერა ხელი.

 

  • სახელმწიფო შეიარაღების პროგრამა 2011-2020-ის მიღების დროს,  საზენიტო-სარაკეტო კომპლექს C 500-ის შეიარაღებაზე მიღება 2016 წლის ბოლოსთვის იგეგმებოდა, რაც დღემდე ვერ მოხერხდა.


პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე ყურადღებას ამახვილებს სპეციალისტი საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში იური ფიოდოროვიც. მისი მოსაზრებით, აღნიშნული პროგრამა განისაზღვრება არა იმდენად საერთაშორისო სიტუაციის განვითარების სტრატეგიული ხედვით, ქვეყნის ეკონომიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობების და სხვა საკვანძო ფაქტორების რეალისტური შეფასებით, რამდენადაც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ხელმძღვანელობის ამბიციებით და ინტერესებით.

იური ფიოდოროვი წერს, რომ ბოლო წლებში სამხედრო პროდუქციის წარმოების ზრდის მიუხედავად, რუსეთის სამხედრო მრეწველობას არ შეუძლია, დამოუკიდებლად აწარმოოს სათანადო ხარისხის და ნომენკლატურით მოთხოვნილი მასალები და  კომპონენტები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელები ღიად საუბრობენ, რომ  მიკროელექტრონიკის, კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჯავშანმასალების წარმოების, ოპტიკურ-ელექტრონული სისტემების, ასევე ზეზუსტი შეიარაღებისთვის საჭირო სისტემის განვითარების დონე ჩამორჩება მსოფლიოში არსებულ სტანდარტებს.

სპეციალისტების პროგნოზით, სახელმწიფო შეიარაღების პროგრამა 2020 წლისთვის მხოლოდ 50%-ით იქნება შესრულებული, რადგან ფოკუსირება შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვაზე არ აძლევს რუსეთს საშუალებას, მოახდინოს სამხედრო მრეწველობის სათანადო მოდერნიზება. 

შედეგად, რუსეთის ჩამორჩენა ჩვეულებრივ შეიარაღებაში წამყვან სამხედრო სახელმწიფოებთან მიმართებაში სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება. ამგვარად  შემდეგი ათწლეულის დასაწყისისთვის რუსეთს ეყოლება ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალები, რაოდენობით აღმატებული ევროპის წამყვანი ქვეყნების ჯარებზე, თუმცა შესამჩნევად უარესად აღჭურვილი. ამავე დროს, რუსეთი უპირობოდ შეინარჩუნებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, ხარისხობრივად და რაოდენობრივად აღმატებულ შეიარაღებულ ძალებს.

მომავალი ათწლეულის დასაწყისისთვის, შეიარაღებული ძალების აღჭურვა რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, სტრატეგიული და ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გამოყენებით, აწარმოოს წარმატებული ლოკალური და რეგიონული ომები მის სამხრეთ და დასავლეთ საზღვრების პერიმეტრზე, რათა შეაკავოს წამყვანი დასავლური ქვეყნების მხრიდან მსგავს კონფლიქტებში შესაძლო ჩარევა.

საერთო ჯამში, შეიარაღების სახელმწიფო პროგრამა 2011-2020-ის შესრულება რუსეთისთვის წარმოადგენს სერიოზულ შიდა პოლიტიკურ საკითხს, რომლის გადაწყვეტის შედეგებზე მრავლად იქნება დამოკიდებული რუსეთის ქმედებების საერთაშორისო არენაზე.


P.S. 2016 წლის მონაცემებით, რუსეთის სახელმწიფო შეიარაღების პროგრამა 2011-2020 მხოლოდ 1/3-ით შესრულდა, პროგრამისთვის გათვალისწინებული თანხის 2/3 კი, კვლავ არ არის ათვისებული.






 * „სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს“.

 

წაკითხულია
5747
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

რუსული სატრანსპორტო ოცნებები

რუსული სატრანსპორტო ოცნებები

რუსეთს, განსაკუთრებით სანქციების ფონზე, საერთოდ არ გააჩნია ფინანსური რესურსების საჭირო მოცულობები ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი განახლებისთვის

12 ოქტომბერი 2017 | 13:32 ვრცლად
საქართველოსთვის აქტუალური „ბალკანური“ ენერგოპოლიტიკის მაგალითები

საქართველოსთვის აქტუალური „ბალკანური“ ენერგოპოლიტიკის მაგალითები

ენერგოგაერთიანების რეგულაციების შესრულების კუთხით „ბალკანური“ წარმატებული და წარუმატებელი ენერგოპოლიტიკის მაგალითები უხვად მოიპოვება, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საქართველოს შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურებმა.

10 ოქტომბერი 2017 | 08:32 ენერგეტიკა ვრცლად
რუსული საბანკო სექტორის ტურბულენტური ფრენა

რუსული საბანკო სექტორის ტურბულენტური ფრენა

2016 წელი საინტერესო აღმოჩნდა რუსული ეკონომიკისთვის. მიუხედავად დაწესებული სანქციებისა და რუბლის დევალვაციისა, რუსულმა ბანკებმა 2015 წელთან შედარებით ხუთჯერ მეტი - 930 მილიარდი რუბლის (15,66 მლრდ აშშ დოლარი) მოგება ნახეს. ამ ფონზე მათი საერთო აქტივების მო

01 სექტემბერი 2017 | 12:14 ვრცლად
ტრამპის სანქციების ექო

ტრამპის სანქციების ექო

ახალი სანქციები განსაკუთრებით დიდ დარტყმას მიაყენებს რუსული ენერგოკომპანიების საერთაშორისო პროექტებს, რაც პირველ რიგში "როსნეფტის", "გაზპრომის" და "ლუკოილის" საგარეო ექსპანსიის გეგმების დასასრულის მომასწავებელია.

29 აგვისტო 2017 | 11:09 ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner