banner
27 თებერვალი 2017 | 19:58

ფრაგმენტი იმ პრობლემებისა, რომელთა წინაშეც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები აღმოჩნდნენ.

ფრაგმენტი იმ პრობლემებისა, რომელთა წინაშეც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები აღმოჩნდნენ.

ქართული ბიზნეს სექტორის წინაშე არსებულ სპეციფიკურ პრობლემებთან დაკავშირებით “Eugeorgia.info” ესაუბრა შ.პ.ს. „ემსიბი ჯეორგია“-ს (პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო პროდუქტების მწარმოებელი კომპანია) დირექტორს, ბატონ, ალექსანდრე რატიშვილს. ეს კომპანია არის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარი. კერძო სექტორის წარმომადგენლისსაპირწონედ   ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ოთარ ანთიას და შევეცადეთ გაგვერკვია თუ როგორ ხორციელდება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მონიტორინგი. ვინაიდან, გამოკვეთილი პრობლემა ნაწილობრივ დაუკავშირდა ქალაქ თბილისის მერიას, ჩვენ ასევე ვესაუბრეთ მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს.     

ბატონო ალექსადრე, რა საჭიროებისთვის გამოიყენეთ აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიღებული თანადაფინანსება?

ბიზნესისთის გაფართოების საჭიროება მუდმივად დგას, თუ გაქვს ბიზნესი იგულისხმება, რომ შენ მუდმივად უნდა იფიქრო ზრდასა და გაფართოებაზე, სხვანაირად ბიზნესს ვერ მოიაზრებ. ყოველთვის ცდილობ მოიძიო დამატებითი რესურსები იმისათვის, რომ შენი საქმე წინ წაწიო. ამ დროს გამოჩნდა სამთავრობო პროგრამა, „აწარმოე საქართველოში“, რომლის კრიტერიუმებს ჩვენ ვაკმაყოფილებდით, პროგრამა კი ჩვენთვის საინტერესო იყო. შესაბამისად, თანადაფინანსებით მიღებული ფინანსური რესურსები გამოვიყენეთ არსებული საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებისთვის.

რა არის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის შემაფერხებელი ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ამ პროექტის სარგებლის სრულად რეალიზებას?

„პირველი, რასაც ავღნიშნავდი, ეს არის ბიუროკრატიული მექანიზმი, რაც ხელს უშლის კომპანიებს სწრაფად ოპერირებაში. როდესაც ფულზეა საუბარი, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც მისი წყარო სესხია, სისწრაფეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვიცით, რომ თითოეული დღე ფული ღირს, ანუ თითოეული უქმად გატარებული დღე ტყუილად გადაყრილი ფულია.

მაგალითად, მას შემდეგ რაც ჩავერთე პროგრამაში და მივიღე სესხი, სამშენებლო ნებართვაზე მერიაში შევიტანე განაცხადი. ამ ნებართვის აღება გაჭიანურდა ოთხ თვეზე მეტ ხანს. მაშინ, როდესაც მთავრობა ერთი ხელით გაძლევს საშუალებას, რომ წინ წახვიდე, მეორე ხელით თბილისის მერია ქმნის დაბრკოლებას. ჩემი პროექტი გულისხმობდა ქარხნის აშენებას ქალაქგარეთ და არა, მაგალითად, გასართობი დაწესებულების აშენებას დედაქალაქის ცენტრში, ანუ მერიას ამდენი დრო ნებართვის გაცემაზე არ უნდა დასჭირვებოდადა , როგორც უკვე ვახსენეთ, ამგვარი თითოეული დღის დაკარგვა ფინანსური ზარალია. ვაღიარებ, რომ დიდხნიანი ლოდინის შემდეგ დავიწყე მიწის დამუშავების სამუშაოები  და ამ ქმედებით შეუსაბამობაში მოვედი კანონთან, რადგან, თურმე, ნებართვის გარეშე დავიწყე სამშენებლო სამუშაოები. მეორე დღესვე მოვიდა ზედამხედველობის სამსახური სამშენებლო მოედანზე, რომელიც ჯერ არც იყო სამშენებლო მოედანი, უბრალოდ ტრაქტორი მიწას ასწორებდა, რომ ნებართვის აღების შემდეგ ფუნდამენტის ჩასხმა დაგვეწყო და ... დავჯარიმდით 8000 ლარით! იმ პირობებში, როდესაც წარმოების განვითარების ხელშეწყობაზეა საუბარი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მაშინ, როდესაც მერიისგან გაიწელა სამშენებლო ნებართვის მიღება, მეწარმე ჯარიმდე არც ისე უნიშვნელო თანხით. ასეთ შემთხვევაში, პირველ ჯერზე, იქნებ, წერილობითი გაფრთხილება ან პირველი დარღვევისთვის გაცილებით მცირე ჯარიმის არსებობა  უფრო სწორი პოლიტიკაა?! ანუ, მერია მოქმედებს არა როგორც ხელშემწყობი, არამედ, როგორც სადამსჯელო დაწესებულება, მისი ფორმალური მხარე ასეთნაირად არის აწყობილი და ეს ამ მერიის დროს არ მომხდარა, წინა მერიის დროსაც ასე იყო და, როგორც ჩანს, არაფერი შეცვლილა. დავჯარიმდი, ისე თითქოს უნებართვო სამშენებლო სამუშაოები დამეწყოს რუსთაველზე ან მარჯანიშვილზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით მოვინდომე შეხვედრა ქალაქის მერთან. რა თქმა უნდა, ეს ვერ მოვახერხე. თურმე, ასეთი ფორმა ყოფილა მერთან შეხვედრის, რომლის მიხედვითაც წერ განცხადებას, რომ გსურს მერთან რომელიღაც კონკრეტულ თემაზე საუბარი. ასეც მოვიქეცი, თუმცა მას შემდეგ სამი თვე გავიდა და არ მიმიღო. მერი არ ხვდება ისეთ  ადამიანს, (აქ სახელს და გვარს მნიშვნელობა არ აქვს) რომლის ბიზნეს პროექტი წარმოების სექტორში მოიაზრება, ასევე გააჩნია განვითარების გეგმები სექტორში, რომელიც ასე ძალიან ჭირდება ჩვენი ყვეყნის ეკონომიკას. როგორც ჩანს, მას ეს თემა არ აინტერესებს, ამით კი ბევრი რამ გასაგები ხდება. საბოლოოდ, როგორც იქნა, დამდო პატივი მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, რომლის მდივანმაც დამირეკა და შეხვედრა მომიწყო ამავე მოადგილის თანაშემწესთან, რადგან მოადგილეს არ ეცალა. ერთთვიანი ლოდინის შემდეგ კი ლექვინაძის თანაშემწესთან შეხვედრა შედგა. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ქონდა, რომ მერის მოადგილის თანაშემწესთან სამთვაინი ლოდინის შემდეგ მოვახერხე შეხვედრა. შეხვედრისას თანაშემწემ მომისმინა, სხვა მას რა შეეძლო?! მითხრა, რომ გადავცემო და ... არაფერი შეცვლილა. ნებართვის აღების მერე, როდესაც მშენებლობა დავიწყეთ, ისევ მოვიდა ზედამხედველობის სამსახური, გაგვიზომა ფანჯრების სიგრძის შესაბამისობა პროექტთან და რამოდენიმე ფანჯრის შემთხვევაში აღმოჩნდა სამსანტიმეტრიანი გადაცდომა... 3000 ლარით დაგვაჯარიმეს! მერიის ახალმა ხელმძღვანელობამ არაფერი გააკეთა ამ სადამსჯელო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც აპრობირებული იყო.

ინფრასტრუქტურის კუთხით თუ შეგექმნათ პრობლემები?

ბუნებრივი მონოპოლიების თემაც მწვავედ დგას. „ენერგო-პრო-ჯორჯიასთან“ მქონდა ურთიერთობა ელექტროსადენის შემოყვანის თაობაზე. მათ ასეთი ტიპის სამუშაოს შესასრულებლად განსაზღვრული აქვთ 60 სამუშაო დღე, თუმცა რეალური პერიოდი მეტ ხანს გაგრძელდა, ჩემს შემთვევაში დაახლოებით ოთხიდან ხუთ თვემდე. აი, მაგალითად, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, მათთან მოლაპარაკებებიც დიდი ნერვებისა და დროის ფასად დაგვიჯდა.  იმის მაგივრად, რომ შეკვეთილი სამუშაოები ჩაეტიოს თვენახევარში, ისინი ამას ოთხ-ხუთ თვეს ანდომებენ.ასეთი საკითხებისადმი აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან ყურადღების მიქცევა, თუმცა ბუნებრივი მონოპოლიები კერძო კომპანიები არიან და ორ კერძო სუბიექტს შორის ურთიერთობაში სახელმწიფო ნაკლებად ერევა, ასეთია მათი მიდგომა. აქედან გამომდინარე, ჩვენ, მეწარმეები ალალ ბედზე ვრჩებით. იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც მათთან ვაფორმებთ არანაირი სანქციები შეკვეთების ვადაგადაცილებაზე არ არის. აი, მაგალითად, გაზის კომუნიკაციის თავდაპირველი პროექტის კორექტირება დაგვჭირდა, საუბარია მხოლოდ ერთი გაზქურის დადგმაზე. ნოემბრის დასაწყისში შევიტანე განაცხადი კორექტირებაზე, სამუშაო დაასრულეს 31 იანვარს.          

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიერ მიღებული ორწლიანი საშეღავათო პერიოდის ერთი წელი დაიკარგა ბიუროკრატიულ ხლართებსა და ლაბირინთებში. მსგავსი ისტორია არა მარტო მე გადამხდა თავს. მე ვესაუბრები ჩემს კოლეგებს, პარტნიორებს თუ მეგობრებს, რომლებსაც აქვთ მსგავსი პრობლემები და ყველა ერთხმად აღნიშნავს მათ აქტუალობას.

ლარიზაციის პროგრამის მიხედვით 2017 წლის პირველი იანვრიდან 100 000 ლარამდე, ხოლო 2018 წლიდან 200 000 ლარამდე სესხი (ექვივალენტი ლარში) გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. მაგალითად, თუ დაგჭირდათ სესხი უცხოური დანადგარის შესაძენად, რომლის ღურებულება 100 000 ლარზე ნაკლებია, თქვენ იძულებული იქნებით ისესხოთ ეროვნულ ვალუტაში, შემდეგ შეიძინოთ დოლარი იმ რაოდენობით რაც კონკრეტული დანადგარი ღირს. როგორ ფიქრობთ, თქვენი ბიზნესისთვის წარმოქმნის რაიმე პრობლემას ეს რეგულაცია?

თუ ეს რეგულაცია იურიდიულ პირებსაც ეხება, რა თქმა უნდა, შექმნის პრობლემას. ჩვენი განვითარება, დიდწილად, გულისხმობს ახალი ტექნოლოგიებისა და დანადგარების შეძენას, რომლებიც საქართველოში, სამწუხაროდ, არ მოიპოვება. ბევრია ისეთი დანადგარი, რომელთა ფასი 100 000  ლარზე ნაკლებია. ჩვენ კი მოგვიწევს სესხის ლარში აღება და ამის შედეგად კონვერტაციის ხარჯის გაწევა იმისთვის, რომ დოლარი შევიძინოთ. ამიტომ, ამ ფაქტორის გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ შევცადეთ გაგვეგო, რამდენად იცნობს ბატონ ალექსადნრეს მიერ დასახელებულ პრობლემებს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მეწარმეობის განვითარების

დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი, ოთარ ანთია. მისი განცხადებით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთვის ცნობილია ეს კონკრეტული შემთხვევა, ისინი შეხვდნენ ბატონ ალექსანდრეს და ერთობლივად განიხილეს პრობლემები და ასევე გამოხატეს მზაობა კერძო სექტორისთვის დახმარების აღმოჩენაში, კონკრეტულად კი ინფრასტრუქტურულ საკითხებში. ოთარ ანთია ასევე აღნიშნავს, რომ მერიის მიმართ ბატონი ალექსანდრეს მიერ დაფიქსირებული პრეტენზიები არ არის ერთადერთი შემთხვევა. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, „აწარმოე საქართველოშო“ პროგრამის სხვა ბენეფიციარებისგანაც ყოფილა მსგავსი შინაარსის მომართვები.

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ, ამ თემასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები მზად არის მოუსმინოს  და მაქსიმალურად დაეხმაროს იმ პირებსა თუ კომპანიებს, რომლებიც თვლიან, რომ პრობლემები ექმნებათ მერიის კომპეტენციის ფარგლებში.  მერის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ ყველა პრობლემა თუ საკითხი ინდივიდუალურია და  ქალაქ თბილისის მაშტაბით ოპერირებად „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარ მეწარმეებს მასობრივად არ ექმნებათ მსგავსი პრობლემები: „მოგვმართონ ვისაც აქვს ეს პრობლემა და განვიხილავთ ამ თემებს, ზოგჯერ მოთხოვნა სამართლიანია, ზოგჯერ ნაკლებად, ამიტომ ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო“. მან ასევე აღნიშნა, რომ მერია აპირებს პრემიერის მიერ ინიცირებულ ე.წ. „front office”-ის პროგრამაში მონაწილეობას, რომლის მეშვეობითან მეწარმეებთან ურთიერთობა გამარტივდება და გახდება უფრო ეფექტური.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო იცნობს ამ პრობლემას, თუმცა, სამწუხაროდ, არ არსებობს, მაგალითად, მერიასთან ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ფოკუსირდებოდა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ხელისშემშლელი ფაქტორების გამოვლენასა და შემდგომ აღმოფხვრაზე. ამ მცირე მასშტაბის „კვლევის“ შედეგად შეგვიძლია ხაზი გავუსვათ კომუნიკაციის სიმცირეს სახელმწიფო სამსახურებსა თუ უწყებებს შორის, ამ შემთვევაში კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას შორის. ასეთმა სამწუხარო პრაქტიკამ კი, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქალაქ თბილისის მასშტაბით ოპერირებად მეწარმეებზე, ეკონომიკის იმ უმნიშვნელოვანეს სუბიექტებზე, რომლებმაც უნდა შექმნან სამუშაო ადგილები და, ზოგადად, უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარება.

სახელმწიფო სამსახურებსა თუ სტრუქტურებს შორის კომუნიკაციის სიმცირე, შესაძლოა, იყოს ერთგვარი ინდიკატორი იმისა, რომ  სახელმწიფოს მხრიდან მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისთვის გამიზნული  სტრატეგია სუსტია.  ეს ინდიკატორი კი ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის სახარბიელო შეფასების საშუალებას არ გვაძლევს.  

გარდა კომუნიკაციის სიმცირისა, პრობლემა ისიც არის, რომ სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის შეფასების პრაქტიკა არ არის დღემდე დანერგილი.  არადა, სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის ანალიზი არის ის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც გვეცოდინება გადასახადების გადამხდელი სუბიექტების ხარჯზე დაფინანსებული პროექტები იხარჯება თუ არა ეფექტურად. ვინაიდან, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა მხოლოდ 2014 წლიდან არსებობს, ამ პროგრამის საბოლოო ეფექტიანობის შეფასებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა პროგრამის მიმდინარე პროცესის მონიტორინგი მაქსიმალურად ზუსტად და ეფექტურად უნდა განხორციელდეს. „ემსიბი ჯეორჯია“-ს კონკრეტული შემთხვევა (სხვა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარებთან ერთად) უნდა იქნას გამოყენებული როგორც აქტიური დაკვირვებისა თუ კვლევის ობიექტი იმის გასარკვევად თუ რა მიზეზები აბრკოლებს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ეფექტურად განხორციელებას.






მირიან ეჯიბია (ISET-ის მაგისტრი)

წაკითხულია
5261
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვან კომპონენტებს აძლიერებს

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვან კომპონენტებს აძლიერებს

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” მეწარმეთა და ექსპორტიორთა ახალ ხელშემწყობ პროგრამებსა და პროექტებს იწყებს. ოქტომბრიდან სააგენტოში ექსპორტის განვითარების დეპარტამენტი ამოქმედდება, რომელსაც მრავალი სხვა ამოცანის გადაჭრასთან ერთად პლატფორმის Trade with Geo

28 სექტემბერი 2017 | 18:21 ბიზნესი ვრცლად
რეფორმები მცირე ბიზნესის მდგომარეობას არ აუმჯობესებს

რეფორმები მცირე ბიზნესის მდგომარეობას არ აუმჯობესებს

მცირე ბიზნესს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და შემოსავლების სამსახური განსხვავებულად განსაზღვრავენ. საქსტატის მიერ განხორციელებული ცვლილება ბიზნესის კლასიფიკაციის მეთოდოლოგიაში  თავსებადია ევროკავშირის მეთოდოლოგიასთან. თუმცა, შემოსავლების სამ

16 ივნისი 2017 | 17:48 ბიზნესი ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner