banner
14 მარტი 2017 | 13:39 ანტიპროპაგანდა

ბალტიის ქვეყნების ნატო-ს გზის გაკვეთილები

ბალტიის ქვეყნების ნატო-ს გზის გაკვეთილები

რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებული ინსტრუმენტების პალიტრა მრავალფეროვანია და საკმაოდ ეფექტური. ერთობლიობაში ისინი ემსახურება ერთ მკაფიო მიზანს - არ დაუშვას საქართველოს გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ამ კუთხით საინტერესოა, რომ მსგავსი ამოცანა რუსულ პოლიტიკას 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბალტიის ქვეყნების მიმართაც გააჩნდა, თუმცა უშედეგო აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, საინტერესო იქნებოდა კიდევ ერთხელ ესტონეთის, ლიტვის და ლატვიის გამოცდილების მიმოხილვა და იმ კონკრეტული გარემოებებისა თუ ფაქტორების მკაფიო დადგენა, რომლებმაც როგორც ნეგატიური ასევე დადებითი როლი შეასრულა ბალტიის ქვეყნების ინტეგრაციაში განსაკუთრებით ნატო-ში, და მათ შორის ევროკავშირშიც.

აქვე აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც დღეს საქართველოს, ლიტვა, ლატვია და ესტონეთსაც მოუწიათ რუსულ ფაქტორთან ინტენსიური დაპირისპირება და არც თუ იშვიათად დასავლური მედიისა და პოლიტიკური ლიდერების პოზიცია მათი მხარდამჭერით სულაც არ ხასიათდებოდა. სწორედ ამიტომ ღირს კიდევ ერთხელ რეგიონის გამოცდილებისთვის თვალის გადავლება, რომლის საფუძველზე შესაძლებელი გახდებოდა საქართველოსთვის სასარგებლო დასკვნების გაკეთება და ერთგვარი playbook-ის მოხაზვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
 
საზოგადოებრივი განწყობა ნატო-ში გაწევრიანებამდე
 
უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-ში გაწევრიანება არ წარმოადგენდა ბალტიის ქვეყნების ფართოდ აღიარებულ კონსენსუსს დამოუკიდებლობის მიღებისთანავე. გასათვალისწინებელია, რომ როგორც ლატვიის, ასევე ესტონეთის მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი (40%-მდე) საკუთარ თავს რუსულენოვან კატეგორიას მიაკუთვნებდა და შესაბამისად უმრავლესობის პოლიტიკურ არჩევანს ყოველთვის ეჭვის და უნდობლობის თვალით უყურებდა. 1997 წლის კვლევის შედეგად, მოსახლეობის დაახლოებით 30% მომხრე იყო ნატოში გაწევრიანების, ხოლო 30%-ს ნეიტრალური პოზიცია ეჭირა და 14% საერთოდ წინააღმდეგი იყო.

რასაკვირველია, ეთნიკურ ლიტველებს, ლატვიელებს და ესტონელებს შორის მხარდამჭერთა რაოდენობა შედარებით მაღალი იყო (55%-47%-54%), თუმცა მოწინააღმდეგეთა რაოდენობაც შთამბეჭდავი იყო (26%-32%-31%). განწყობები რადიკალურად არ შეცვლილა არც 1999 წელს, როცა ნატო-მ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მექანიზმი შემოიღო (ლიტვა-36%, ესტონეთი-45%), ხოლო მომხრეთა რაოდენობამ საგრძნობი მატება 2002 წელს განიცადა (68%-57%), როცა ბალტიის ქვეყნების გაწევრიანების საკითხი პრაღის სამიტზე ერთმნიშვნელოვნად გადაწყდა. მსგავსი ტენდენცია აღინიშნებოდა ლატვიაშიც, სადაც საკუთრივ 2001 წლის აგვისტოს გამოკითხვის შედეგად, ლატვიელთა თითქმის 60%-მა (ეთნიკურ ლატვიელთა შორის 67%-მა) დაუჭირა მხარი გაწევრიანებას, ხოლო რუსულენოვან არამოქალაქეთა შორის მოწინააღმდეგეთა რიცხვმა იკლო 29%-დან 26%-მდე და მომხრეთა რაოდენობამ 30%-ს მიაღწია.

უნდა აღინიშნოს, რომ ნატო-ში გაწევრიანების და ხალხის მხარდაჭერის მობილიზების გამოცდილება გამოყენებული იქნა ევროკავშირში გაწევრიანების რეფერენდუმის ჩატარების წინა პერიოდშიც. 2003 წლის მაისში, სექტემბერში და ოქტომბერში ჩატარებულმა რეფერენდუმებმა მიუხედავად რუსეთის აქტიური პროპაგანდისტული ძალისხმევისა წარმატებით ჩაიარა და ხმების საგრძნობი უმრავლესობით (ლიტვა-91%, ლატვია-67.3%, ესტონეთი-66.9%) ბალტიის ქვეყნები შეუერთდნენ ევროკავშირს. ამასთან, საზოგადოებრივი განხილვის ცენტრში ასევე აღმოჩნდა გაწევრიანების ეკონომიკური (ხარჯვითი ეფექტი) ასპექტი და სამივე ქვეყნის მოსახლეობის 42-44% მიიჩნევდა, რომ ალიანსში გაწევრიანების პროცესი დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. თუმცა ამასთან ერთად, სამივე ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი (ნახევარზე მეტი) მიიჩნევდა, რომ გაზრდილი უსაფრთხოება დადებითად იმოქმედებდა ქვეყნების ეკონომიკაზე და როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში, ასევე ფინანსური დახმარების გაზრდაზე დადებითად აისახებოდა.
 
მიუხედავად იმისა, რომ ბალტიის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება 13 წლის წინ მოხდა, საქართველოში საზოგადოებრივ განწყობას გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით ერთგვარი მსგავსება ახასიათებს ბალტიურ გამოცდილებასთან. მიუხედავად ისტორიული პიკისა 2008 წელს, როცა საზოგადოებრივი მხარდაჭერა IRI-ს კვლევის მიხედვით 86%-ს (69% სრულიად მომხრე, 17% ნაწილობრივ) აღწევდა, სადღეისოდ, დინამიკა საკმაოდ დაცემულია და მომხრეთა რაოდებობა 2016 წლის NDI-ს გამოკითხვით 61% აღწევს (2015 წელს - 65%). ეს კი იმის მანიშნებელია, რომ მსგავსად ბალტიის ქვეყნების გამოცდილებისა, საქართველოშიც არ არსებობს გარანტირებული უმრავლესობა გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით და დროის გარკვეულ პერიოდში მომხრეთა რაოდენობა ნელ-ნელა კლებულობს.

რასაკვირველია, კლების დინამიკა ბევრ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, თუმცა უდავოა, რომ განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ გაძლიერებულმა რუსულმა ფაქტორმა თავისი როლი ითამაშა და პოზიტიური განწყობების კლება გამოიწვია. რუსული ფაქტორი ერთგვარი განზოგადოებული ცნებაა და უფრო კონკრეტულად თანამედროვე ტერმინოლოგიით მას რუსული ჰიბრიდული შეტევა ჰქვია. ეს მოვლენა ამავე დროს არ უნდა იქნას აღქმული რაიმე სიახლედ. ის წარმოადგენს ძველი და ნაცადი მეთოდების ერთობლიობას, რომლის წინააღმდეგ ისევ და ისევ ბალტიის ქვეყნებს მოუწიათ პირველ რიგში ბრძოლა ნატო-ში გაწევრიანებამდეც და მის შემდეგაც დღეის ჩათვლით.
 
ბრძოლა გაწევრიანებისთვის რუსული და დასავლური არგუმენტების წინააღმდეგ
 
უნდა ითქვას, რომ ისევე როგორც საქართველოს შემთხვევაში, ბალტიის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანება არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენდა საერთო კონსენსუსს, არამედ პირიქით. ხშირად სწორედ რომ დასავლეთის პოლიტიკური თუ აკადემიური წრეებიდან გაისმოდა აქტიური მოწოდებები ნატო-ს შემდგომი გაფართოების დაუშვებლობის შესახებ. მადრიდის 1997 წლის სამიტიდან მოყოლებული, მოწინააღმდეგეთა არგუმენტები ძირითად ორ კატეგორიად იყოფოდა (თომას სზაინა 2001; კენტ მაიერი 2001; რაიან ჰენდრიკსონი 2001): ერთის მხრივ, ცალ-ცალკე თუ ერთად აღებული ლიტვა, ლატვია და ესტონეთი არ წარმოადგენენ რაიმე სამხედრო პოტენციალის მქონე ანგარიშგასაწევ ძალას. ხოლო მეორე მხრივ, კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება ალიანსს არასახარბიელო მდგომარეობაში აგდებდა, როგორც ვალდებულების დამაჯერებლობის ასევე პრაქტიკული თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის მინიმალური შანსების გამო რუსეთის აგრესიის შემთხვევაში.

რუსეთთან ბალტიის ქვეყნების საზღვრების მოუგვარებლობის საკითხი დამატებით ამტკიცებდა გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს. ასე მაგალითად, კენთ მაიერი სამართლიანად ამტკიცებდა, რომ მცირე ზომის გარდა ბალტიის ქვეყნების ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობა ზედმეტად ოპტიმისტურად იყო შეფასებული. სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობას თავდაცვის ბიუჯეტის დიდი ნაწილი მიჰქონდა, რაც აკლდებოდა ადგილობრივი ქვედანაყოფების მომზადებას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას საგრძნობლად ასუსტებდა. რუსული სამხედრო საფრთხის და სასიცოცხლო ინტერესების რეალობა და წინააღმდეგობის გაწევის დაბალი პოტენციალი (ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით - მაქსიმალური პერიოდი 4 დღე) მხოლოდ ერთი დასკვნის საშუალებას იძლეოდა - ნატოს უნდა მიეღო თავის რიგებში მხოლოდ ის კანდიდატი და მხოლოდ მაშინ, როცა მისი დაცვის გარანტია (საშუალებები) იარსებებდა, რაც ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში მხოლოდ ფანტაზიას წარმოადგენდა.
 
1997 წლიდანვე, მადრიდიდან მოყოლებული ეუთო-ს სხდომებზე რუსეთი მუდმივად (კერძოდ პრემიერი ჩერნომირდინი) მკვახედ აცხადებდა, რომ ნატო-ში ბალტიის ქვეყნების მიღება იქნებოდა ყველაზე დიდი სტრატეგიული შეცდომა ცივი ომის შემდეგ. 2000 წელს "Welt am Sonntag"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერმა პუტინმა სავარაუდო გაფართოება მტრულ და რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ლოგიკურია, რომ რუსეთის ხელისუფლების ასეთ განცხადებებს მოჰყვებოდა როგორც რუსეთში ასევე ბალტიის ქვეყნების განსაკუთრებით რუსულენოვან მოსახლეობაში ინტენსიური ინფორმაციული პროპაგანდა. სწორედ ამ პერიოდში შემოაქვს საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი კოზირევს ტერმინი "ახლო სამეზობლო", რომელიც რუსეთის სასიცოცხლო სივრცედ განისაზღვრა, ხოლო საინფორმაციო შეტევები წარიმართა როგორც საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით (ეუთო, გაერო), ასევე ნეგატიური იდეოლოგიური იმიჯის (ნაციზმი, ფაშიზმი) გავრცელებით გზით.
 
განსაკუთრებით 1999 წელს კოსოვოს ოპერაციის შემდეგ რუსეთს ობიექტურად ჰქონდა შიში ალიანსის "out of area operations"-ის პრინციპის დანერგვისა, რომელიც ნატო-ს ძალების მიერ სამხედრო ოპერაციების ჩატარებას გულისხმობდა ალიანსის ფარგლებს გარეთ. თუმცა მიუხედავად ამისა, 2001 წლიდან გაფართოების მიმართ რუსეთის მკვეთრი წინააღმდეგობა საგრძნობლად შესუსტდა და საბოლოოდ, პუტინის სექტემბრის განცხადებაში გამოიხატა, სადაც ის ნატო-ს გაფართოებას უკვე შესაძლებლად მიიჩნევდა და კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებდა, ხოლო მოგვიანებით ზაფხულში, არც კი გამორიცხა რუსეთის სამომავლო შესვლა ალიანსში. გაწევრიანების ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე ასევე მიუთითებდა კრემლის პრესსპიკერი სერგეი იასტრჟემბსკი 2002 წლის ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში. გარკვეულწილად შეიქმნა იმგვარი ვითარება, რომ რუსული გენერალიტეტის მიერ გამოთქმული პრეტენზიაც კი CFE-ის ხელშეკრულების ბალტიის ქვეყნებზე გაუვრცელებლობის თაობაზე, აღარ აღიქმებოდა არგუმენტად და მალე სრულიად გადაიფარა კალინინგრადის რეგიონის სატრანზიტო (სამხედრო, სამოქალაქო, სატვირთო) საკითხების პრაქტიკული მოგვარების აუცილებლობით.
 
ცხადია, რუსული პოზიციის უცაბედი სახეცვლილება უმიზეზოდ არ მოხდებოდა და მოითხოვს ახსნას. არგუმენტი, რომ რუსეთს მარტივად არ შესწევდა ძალა გაფართოების შესაჩერებლად ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მიზეზი უფრო კომბინირებულ ხასიათს ატარებდა. პირველ რიგში, სახეზე იყო პოზიციების თანხვედრა ამერიკელ და ევროპულ ლიდერებს შორის (მათ შორის სკეპტიკოსი ფრანგების და გერმანელების ჩათვლით). ჯორჯ ბუშის 2001 წლის 15 ივნისის სიტყვის მსგავსად, იმავე წლის ივლისში, საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა მტკიცედ დაუჭირა მხარი ბალტიის ქვეყნების არჩევანს რეგიონში ვიზიტის დროს. ამავე დროს, რუსეთის პოზიციების დათმობა დროის მიხედვით წინ უსწრებს 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმას, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ გარკვეული მიზეზების გამო რუსეთი ობიექტურად იყო დაინტერესებული დასავლეთთან თანამშრომლობაზე. ნიუ იორკში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას სწრაფად მოჰყვა რუსულ-ამერიკული შეთანხმება ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ ერთობლივად მოქმედების დაწყების შესახებ. ამ ფაქტმა გამოავლინა რუსული სტრატეგიული კალკულაციის მიზანი, რომელიც ავღანეთიდან ცენტრალური აზიისკენ მომდინარე ისლამურ საფრთხეს (თალიბანი და ალ-ყაიდა) დასავლეთის ხელით განეიტრალებას ითვალისწინებდა, და რაც დღემდე მიმდინარეობს.
 
გაფართოების ეკონომიკური კომპონენტი

როგორც უკვე დასაწყისში აღინიშნა, ნატო-ში გაწევრიანება ბალტიის ქვეყნებში დიდწილად ასევე ასოცირდებოდა სამომავლო სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასთან. უსაფრთხოების ქოლგა პირდაპირი გაგებით აღებდა კარებს ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.
განსაკუთრებით 1999 წელს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP)-ის შემოღების შემდეგ ნატო-სთან გაღრმავებული პოლიტიკური ურთიერთობების დადებითი ეკონომიკური ეფექტი თვალსაჩინო გახდა. მიუხედავად კერძო სექტორის ფართო დერეგულაციის ნეგატიური და შოკური ეფექტისა, ჩატარებული კვლევის მიხედვით (ბაკერ 2002) საკუთრივ ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობა უკვე დადებითად აისახებოდა ინფლაციის მინიმალურ დონის შენარჩუნებაზე და უცხოური ინვესტიციებისა თუ ზოგადად ეკონომიკის სტაბილურ ზრდაზე.
 
 
ნატო-ს მხრიდან ბალტიის ქვეყნების თავდაცვის ინფრასტრუქტურაში ჩაიდო ასობით მილიონი დოლარი, რაც რამდენჯერმე აღემატება ამ ქვეყნების მიერ ალიანსის სამხედრო და სამოქალაქო ბიუჯეტში ჩარიცხულ თანხებს (ბაკერ 2002, ლოურენს 2013). მშპ-ს სტაბილური ზრდა შენარჩუნდა გაწევრიანების შემდეგაც, ხოლო 2004 წელს გაკეთებული პროგნოზი საშუალო ევროპული დონის მიღწევისთვის საჭირო პერიოდის შესახებ (ესტონეთი-31წელი, ლატვია-58წელი, ლიტვა-53წელი) მოსალოდნელზე გაცილებით მოკლევადიანი აღმოჩნდა (Economist Intelligence Unit 2003). ალიანსში გაწევრიანების შემდეგ მხოლოდ 2004-2006 წლების პერიოდში აღმოსავლეთ ევროპის და მათ შორის ბალტიის ქვეყნებისთვის ევროკავშირის მხრიდან გამოყოფილი თანხების მოცულობა 41 მილიარდ ევროს აღწევდა, რაც როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ბირთვული უსაფრთხოების, რეგიონალური განვითარების, სოფლის მეურნეობის და საზღვრების კონტროლის გაუმჯობესების მიზნებს მოხმარდა. ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით ბალტიის ქვეყნებმა გაუსწრეს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყნებს (საბერძნეთი, პორტუგალია), ხოლო უმუშევრობის დონის მიხედვით ისინი ევროკავშირის წამყვანი ჯგუფის რიგებში აღმოჩნდნენ, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი შრომისუნარიანი მოსახლეობის 10 %-ს არ აღემატება.

ამავე დროს, უნდა აღინიშნოს რომ ნატო-სთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანებამ ფინანსური რესურსების სერიოზული ოდენობის მობილიზება გამოიწვია ევროკავშირისთვის საერთო საკანონმდებლო ბაზის (80.000მდე გვერდი) ცხოვრებაში გატარების მხრივ და მხოლოდ გარემოს დაცვის ევროპული სტანდარტების დანერგვის თვალსაზრისით წლიურად მშპ-ს 2%-ის გამოყოფა გამოიწვია (Cooley-Nations in Transit; 2003, IMF-2002). გარდა ამისა, ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად, ბალტიის ქვეყნებს ისევ მოუწიათ რუსულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ჭიდილი, რომელსაც როგორც წესი საფუძვლად ისევ სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესები ედო. 2006 წელს ლიტვის ხელისუფლებამ უარი უთხრა რუსეთს რეგიონში უმსხვილესი მაჟეკიაის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიყიდვაზე და ის პოლონურ კომპანია PKN-Orlen-ს გადასცა. მალევე მოხდა ნავთობსადენ "დრუჟბა"-ს გაჩერება "გამოუსწორებელი" ტექნიკური დაზიანების გამო, რის შედეგად, ქარხანას დიდი ხნით შეუწყდა ნავთობის მიწოდება. 2010 წელს გაზპრომმა 15%-თ გაუზარდა ლიტვას გაზის საფასური და ევროპაში ყველაზე მაღალ ფასი 460-490 დოლარი კუბურ მეტრზე დაუწესა (Russian Analytical Dygest N176, 2015). მსგავსი ბედი გაიზიარა ლატვიამაც, რომლის პორტის-ვენტსპილსის მეშვეობით რუსეთი საკუთარი ნავთობის ექსპორტს ახორციელებდა და ამით პორტს ლატვიის მშპ-ს სტრუქტურაში დომინანტ ადგილს ანიჭებდა. 2003 წელს რუსეთმა შეწყვიტა ნავთობის მიწოდება და მოითხოვა პორტის წილის დარჩენილი 39%-ის გადაცემა როსნეფტისთვის (ტრომერ, SIPRI 2005). ამ ფაქტებს თუ დავუმატებთ იმ გარემოებას რომ 2013 წლიდან (უკრაინის კონფლიქტამდე) ბალტიის ქვეყნები რუსეთის მიერ დაწესებული პერმანენტული და სექტორალური ემბარგოს ქვეშ იმყოფებიან, გასაგები ხდება, რომ მათი ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი ძირითადი რეცეპტი ისევ და ისევ ევროკავშირთან თანამშრომლობის მჭიდრო მექანიზმების არსებობა წარმოადგენს.

გაკვეთილები საქართველოსთვის

რა დასკვნების გაკეთება შეიძლება საქართველოსთვის განხილული მაგალითის საფუძველზე? სანამ დასკვნების ფორმულირებაზე გადავიდოდეთ უპრიანი იქნებოდა ლატვიის მაგალითზე გაგვეკეთებინა ისევ საზოგადოებრივი განწყობის მოკლე შეფასება ნატო-ში გაწევრიანების ნაბიჯის გამართლების მხრივ. 2002 წელთან შედარებით ალიანსის წევრობის დადებითად შემფასებელთა რაოდენობამ კიდევ უფრო იმატა, როგორც საკუთრივ ლატვიელთა შორის (73%) ასევე რუსულენოვანთა კატეგორიაში (38%) (LDA-2016). მსგავსი ტენდენცია ასევე დამახასიათებელია ევროკავშირში გაწევრიანების ნაბიჯთან დაკავშირებით. გამოკითხვის შედეგები პირდაპირი მაჩვენებელია იმ მდგრადი პოზიტიური ეფექტისა, რაც მოყვა ნატოში გაწევრიანებას როგორც პოლიტიკური სტაბილურობის, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
 
ამასთან ერთად, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება. ბალტიის ქვეყნების მაგალითი ნათლად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხი გადაწყდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა იარსებებს ერთიანი და ძლიერი კონსენსუსი ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებს შორის, ხოლო რუსეთის სტრატეგიულ გათვლებში წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ექნება, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი თუ რუსეთი გარკვეულ სფეროში ან სტრატეგიულ საკითხთან დაკავშირებით დასავლეთზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული.
 
ბალტიის ქვეყნები ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ "ახალი" და "ძველი ევროპის" ბანაკების ჩამოყალიბების პროცესის უშუალო მონაწილენი აღმოჩნდნენ, რამაც მწვავე კრიზისი და დაპირისპირება გამოიწვია 2003 წელს მოკავშირეებს შორის ერაყის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის საკითხის გარშემო. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებამ მაქსიმალურად უნდა გააქარწყლოს ევროპელების ეჭვი, რომელიც საქარველოს ნატო-ში როგორც კიდევ ერთ ამერიკულ სატელიტად განიხილავს. ამ მხრივ პოლიტიკური და სამხედრო ბალანსის დაცვა სტრატეგიულ იმპერატივს წარმოადგენს.
 
მსგავსად ბალტიის ქვეყნებისა საქართველოს შემთხვევაშიც მასიურად ხდება იდენტური არგუმენტების გამოყენება ქვეყნის თავდაცვისუუნარობისა და რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ალიანსის მხრიდან კოლექტიური თავდაცვის პრინციპის გარანტიის განხორციელების შეუძლებლობის შესახებ. მიუხედავად ნატო-ს ქვედანაყოფებთან საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილებისა, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მართლაც ნაკლები შანსი გააჩნიათ ხანგრძლივი წინააღმდეგობის გაწევის. თუმცა, სწორედ ამ საკითხში საქართველოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ბალტიის ქვეყნებს და სხვა გამოსავლის არარსებობის გამო, ის ვალდებულია გაცილებით მეტი გააკეთოს საკუთარი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად, როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი-საბრძოლო შესაძლებლობის თვალსაზრისით. გაზრდილი პოტენციალის და ისედაც არსებული მაღალი თავსებადობის ფონზე ალიანსის ქვედანაყოფებთან, ნატო ერთის მხრივ მიიღებს გაცილებით მეტ დროს რეაგირებისთვის (შესაძლებლობის ფანჯარა) და საქართველოსთვის დახმარების აღმოსაჩენად რუსეთის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში. მეორე მხრივ, გაზრდილი საბრძოლო შესაძლებლობებით საქართველო ღირებულ შენაძენად ჩაითლება ალიანსის სამხედრო პოტენციალის გაზრდის კუთხით და ავტომატურად მოხსნის დღის წესრიგიდან ტრივიალურ ეჭვებს ახალი წევრის დაბალი სამხედრო ღირებულების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ გაზრდილ საბრძოლო შესაძლებლობებზე გაამახვილა ალიანსმა ყურადღება მდგრადობის პრინციპის სახით (მუხლი 3) უელსის და ვარშავის სამიტებზე, რაც დამატებით ადასტურებს ამ ფაქტორის მნიშვნელობას საქართველოსთვის.
 
ესტონეთში 2007 წელს განვითარებული მოვლენები, რომლის კულმინაციაც რუსეთის მხრიდან მასობრივი არეულობის მცდელობა და კიბერ შეტევები გახდა, ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შემდეგაც რუსეთი აქტიურად ახორციელებს ესტონეთში და ზოგადად რეგიონის მასშტაბით პოლიტიკური, ეკონომიკური და ინფორმაციული გავლენის მოპოვებას. აღსანიშნავია, რომ ხსენებული მოვლენა გაცილებით ადრე მოხდა ვიდრე კონფლიქტი უკრაინაში 2014 წელს. შესაბამისად ნებისმიერი არგუმენტი ან წინადადება, საქართველოსთვის ალტერნატიული (ნეიტრალური) სტატუსის მინიჭების შესახებ საფუძველმოკლებულია და ვერ უძლებს კრიტიკას ისტორიული გამოცდილების თვალსაზრისით (ჰანლონ-WSJ, February 2017). მაიკლ ჰანლონის მიერ შემოთავაზებული იდეა საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის მინიჭებისა და ნეიტრალური სტატუსის ორმხრივი უზრუნველყოფის შესახებ ნატო-სა და რუსეთის მიერ არ არის ახალი, თუმცა ამავე დროს განწირულია წარუმატებლობისთვის. 1994 წელს უკრაინამ ზუსტად ასეთი ტიპის მრავალმხრივად გარანტირებული სტატუსისთვის თქვა უარი ბირთვულ იარაღზე, და შედეგად უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი გარანტორის მხრიდან (რუსეთი) შეიარაღებული აგრესია და ტერიტორიის ანექსია მიიღო, ხოლო სხვა გარანტორმა ქვეყნებმა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი) ვერ ან არ შეასრულეს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულება. 1997 წელს ბორის ელცინი ასევე სთავაზობდა ბალტიის ქვეყნებს უსაფრთხოების გარანტიებს ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმის სანაცვლოდ. ადვილი წარმოსადგენია რა ბედი ეწეოდათ ესტონეთს, ლიტვას და ლატვიას დღეს, რომ არა ალიანსის დამცველი "ქოლგა". დიდი ალბათობით უკრაინამდე დიდი ხნით ადრე მათი "სტატუსი" რუსეთის სასარგებლოდ იქნებოდა გადაწყვეტილი.
 
ბალტიის ქვეყნების მაგალითი ასევე მიგვითითებს საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებთან ინტენსიური მუშაობის აუცილებლობაზე, რომლებიც ეთნიკური წარმომავლობისა თუ სხვა მიზეზების გამო ნეგატიურად არიან განწყობილი საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისადმი. ამ კონტექსტში და ზოგადად ღირებულებების გაზიარების თვალსაზრისით გადამწყვეტ როლს ნატო-ელი პარტნიორების აღქმაში საქართველოს არა მხოლოდ დადებითი არამედ ევროპული იმიჯის დამკვიდრება თამაშობს: არა როგორც "ველური პოსტ-საბჭოთა" ქვეყანა არამედ ფუნქციონირებადი თანამედროვე ევროპული დემოკრატია დინამიური საზოგადოებით და ეფექტური საბაზრო ეკონომიკით. ამ და სხვა მიზნების მიღწევაში ბალტიის ქვეყნების გამოცდილება, ისევე როგორც მეგობრული დახმარება იყო და ისევ ფასდაუდებელი იქნება.









* „სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს“.

წაკითხულია
7926
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

შავი ზღვის უსაფრთხოება - შანსი საქართველოსთვის თუ მშვიდობის შორეული პერსპექტივა

შავი ზღვის უსაფრთხოება - შანსი საქართველოსთვის თუ მშვიდობის შორეული პერსპექტივა

ბოლო ათწლეულის განმავლობაში სულ უფრო აქტიურად გამოიყენება "შავი ზღვის", იგივე "Wider Black Sea" რეგიონის ტერმინი და, შესაბამისად, ნებისმიერი მოვლენა, რომელსაც შეხება აქვს შავი ზღვის აუზის რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოებასთან, პირდაპირ განიხილება საერთო რეგიონ

03 ივლისი 2017 | 11:43 ანტიპროპაგანდა ვრცლად
მდგრადი თავდაცვა - პრაქტიკული ნაბიჯი რუსული პროპაგანდის საპასუხოდ

მდგრადი თავდაცვა - პრაქტიკული ნაბიჯი რუსული პროპაგანდის საპასუხოდ

ნატო-ს გაფართოების ნებისმიერ ტალღას ტრადიციულად, წინ უსწრებდა და შემდეგ თან სდევდა მკვეთრი რუსული საპასუხო ნაბიჯების (პირველ რიგში, სამხედრო) გადადგმის მუქარა.

18 მაისი 2017 | 15:12 ანტიპროპაგანდა ვრცლად
ნატო-მ ბალტიისპირეთში მეხუთე თაობის გამანადგურებლები გაგზავნა

ნატო-მ ბალტიისპირეთში მეხუთე თაობის გამანადგურებლები გაგზავნა

ნატო-ში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ალიანსის წევრების ნებისმიერი საფრთხისგან დასაცავად მზად არიან.

26 აპრილი 2017 | 17:45 ანტიპროპაგანდა ვრცლად
რუსეთის მზარდ საფრთხეს ალიანსი კოლექტიური თავდაცვის უპრეცედენტო გაძლიერებით პასუხობს

რუსეთის მზარდ საფრთხეს ალიანსი კოლექტიური თავდაცვის უპრეცედენტო გაძლიერებით პასუხობს

ცივი ომის დასრულებიდან 25 წლის შემდეგ, რუსეთის რევანშისტული ზრახვები კვლავ შეშფოთების საგნად იქცა. დასავლეთში იზრდება იმის გაგება, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციები საფრთხის მატარებელია, რადგან კრემლი ევროპული უსაფრთხოების სისტემის დემონტაჟს და სამყაროს

03 აპრილი 2017 | 18:19 ანტიპროპაგანდა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner