banner
15 მარტი 2017 | 17:24

ქართული კომპანიები აგრძელებენ CSR-ის ევროპულ ტრადიციებს საქართველოში

ქართული კომპანიები აგრძელებენ CSR-ის ევროპულ ტრადიციებს საქართველოში

ევროკავშირში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით ჩატარებული აქტიური ღონისძიებების შედეგად, 2016 წელს შეიქმნა 1 მილიონამდე ახალი სამუშაო ადგილი და მოხდა 4 მილიონამდე ბიზნეს პროცესებში ჩართული პირების გადამზადება.

ევროკავშირის განმარტების მიხედვით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR – corporate social responsibility) ეს არის კონცეფცია, რომლის დროსაც კომპანია საკუთარ ბიზნეს ოპერაციებში და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას ითვალისწინებს სოციალურ და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას საკუთარი ინიციატივით (მოხალისეობის საფუძველზე), რაც იმას ნიშნავს, რომ რეგულარული აქტივობების შედეგად კომპანიები ნებაყოფლობით ზრუნავენ იმ საზოგადოებაზე, რომლის ნაწილიც თავად არიან, რადგან ძლიერი მომხმარებელი თავის მხრივ კომპანიის წარმატების გარანტიაა (გადახდისუნარიანი მომხმარებელი და მეტი გაყიდული პროდუქტი). „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, სწორად წარმართვის შემთხვევაში, ძალიან მომგებიანი შეიძლება იყოს ბიზნესისათვის. აქ არაა საუბარი ერთჯერად აქციაზე, ღონისძიებაზე, ერთჯერადად გაღებულ ფულზე, რომელიც ერთხელ “გაპიარდება” მედიის მეშვეობით. აქ იგულისხმება უფრო გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც კომპანიას გააჩნია და ასახულია მის სისტემასა და საქმიანობაში“ - განაცხადა CSR-ისა და კომუნიკაციის კონსულტანტმა თამარ კვარაცხელიამ eugeorgia.info-სთან საუბრისას.

CSR -ის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ კომპანია "ნესტლე"- ს საქმიანობა ინდოეთში. 1962 წელს კომპანია "ნესტლე"-მ გადაწყვიტა თავისი ეკონომიკური საქმიანობა განეხორციელებინა ინდოეთის ერთ-ერთ უკიდურესად ღარიბ რაიონში - მოგაში. გამომდინარე იქიდან რომ "ნესტლე"-ს საწარმოო ჯაჭვი მთლიანად ადგილობრივ რესურსებზე იყო დამოკიდებული, კომპანიამ მოგას რაიონში ააშენა რძის შემკრები პუნქტები, რძის ტრანსპორტირებისთვის ადგილობრივი საწარმო უზრუნველყო საკუთარი ავტომანქანებით. რძის ხარისხის გასაუმჯობესებლად "ნესტლე" მუდმივად აგზავნიდა ვეტერინარებს, დიეტოლოგებს და ხარისხის ექსპერტებს. პარალელურად ადგილობრივ გლეხებს მუდმივად უტარდებოდა ტრენინგები, საჭიროების შემთხვევაში იგზავნებოდა მედიკამენტები და საკვები დანამატები დაავადებული ცხოველებისთვის. ცხოველების კვების ხარისხის გასაუმჯობესებლად "ნესტლე"- ს ინვესტირებით გაუმჯობესდა ირიგაცია. თუკი "ნესტლე"- ს რძის ქარხნის გახსნის დროს საწარმოს ჰყავდა 180 ფერმერი, დღეისათვის რძის მომწოდებელთა რიცხვი 75 ათასს აღწევს. ამასთანავე რძის წარმოება გაიზარდა 50-ჯერ ხოლო  ხბოების სიკვდილიანობა შემცირდა 75%-ით. პროდუქტის ხარისხის ზრდასთან ერთად გაიზარდა რძის შესყიდვის ფასიც, ხოლო რეგულარული შემოსავლების წყალობით ადგილობრივი გლეხების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების ზრდასთან ერთად მათ მიერ "ნესტლე"-ს პროდუქტების შესყიდვამაც იმატა, რაც ისევ კომპანიას ეხმარება ეკონომიკური წარმატების მიღწევაში.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განმარტება აშშ-ში ჯორჯიის უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროფესორმა, არჩი ქეროლმა  დაყო 4 ნაწილად „საზოგადოების ეკონომიკური, სამართლებრივი, ეთიკური და ფილანთროპიული (საქველმოქმედო) მოლოდინები ორგანიზაციის მიმართ დროის მოცემულ მომენტში“ (Carroll 1979, 1991).

ქეროლის პირამიდის მიხედვით, კომპანიამ თავისი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში უნდა მიიღოს მაქსიმალური მოგება, რომ იყოს წარმატებული და კონკურენტუნარიანი. „წარმატებული კომპანია მუდმივად მომგებიანია“. ეს არის საზოგადოების მოლოდინი და მოთხოვნა პირველ დონეზე. წარმატებული კომპანია უნდა იყოს კანონმორჩილი „კორპორაციული მოქალაქე“, რომელიც შეძლებს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით  შექმნილი(წარმოებული) საქონლის და მომსახურების მიწოდებას მომხმარებლისთვის (მეორე დონე). მესამე დონეზე  საზოგადოება მოელის, რომ კომპანიები საზოგადოებაში მიღებული ნორმების დაცვით იმოქმედებენ და არ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც აკრძალულია საზოგადოებაში, ან მოგების მაქსიმიზაციისთვის არ დაარღვევენ ეთიკის ნორმებს. მეოთხე დონე მოიცავს ქველმოქმედებას, რაც გულისხმობს მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას, საჯარო და კერძო საგანმანათლებო დაწესებულების მხარდაჭერას და ა.შ (არჩი ქეროლის პირამიდა ერთიანობაში უნდა იყოს გააზრებული და მისი განხილვა ფრაგმენტულად წარმოუდგენელია).

ევროკავშირის CSR - ის ისტორია იწყება 1995 წლიდან, როდესაც ევროგაერთიანების პრეზიდენტმა მოუწოდა საწარმოებს სოციალური აქტიურობისა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნისკენ. შედეგად ამავე წელს 20 ბიზნეს ლიდერმა მიიღო ევროპული ბიზნეს დეკლარაცია სოციალური იზოლაციის წინააღმდეგ (მეტი ჩართულობა სოციალურ პროცესებში).

თუმცა მანამდე იყო ინდუსტრიული რევოლუცია, სადაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა იყო უმუშევრობა და სამუშაო პირობები. ევროკავშირი შეეცადა ცალკეული ქვეყნების სოციალური პრობლემები განეხილა ერთ მთლიან კონტექსტში და 1993 წელს აამოქმედა 4 თავისუფლება. იგი გულისხმობს კაპიტალის, მუშახელის, მომსახურების და პროდუქციის თავისუფალ გადაადგილებას ევროპის ქვეყნების ბაზრებზე. აღნიშნულ კონტექსტში მუშახელის თავისუფალი გადაადგილება გულისხმობს თითოეული წევრი სახელმწიფოს მოქალაქის უფლებას იცხოვროს ან ეკონომიკური საქმიანობა აწარმოოს მეორე წევრ სახელმწიფოში. თუკი საწყის ეტაპზე ევროკავშირის ძირითადი მიზანი იყო უსაფრთხოება და შემდგომ უკვე ეკონომიკური პროცესები (ვაჭრობა, უმუშევრობა), დროთა განმავლობაში იგი ჩაანაცვლა გარემოს დაცვითმა ღონისძიებებმა, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ევროკავშირისთვის.

1996 წელს ევროკომისიის ძალისხმევით შეიქმნა „CSR ევროპა“. CSR ევროპა“ არის ევროპის წამყვანი ბიზნეს ქსელების გაერთიანება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გასავითარებლად. დღეისათვის იგი მოიცავს 45 კორპორაციულ წევრს და 41 ეროვნულ CSR ორგანიზაციებს. მისი მიზანია ისეთი ბიზნეს სივრცის შექმნა, სადაც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის გაუმჯობესების მსურველთათვის შესაძლებელი იქნება გამოცდილების გაზიარება, პრობლემის გადაჭრის გზების შემუშავება და ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის წარმართვა.

თუმცა CSR-ს საკითხებზე აქტიური მუშაობა ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ 2000 წელს დაიწყო, როდესაც ევროკავშირის სახელმწიფო მეთაურებმა CSR-ს საკითხი ლისაბონის სამიტზე განიხილეს. 2002 წელს შემუშავდა პირველი CSR სტრატეგია. ხოლო 2005 წელს „CSR ევროპა“-მ დაიწყო აქტიური კამპანია რათა ხელი შეეწყო ბიზნესისთვის თავიანთი ეკონომიკური აქტივობის დაგეგმარების პროცესში გაეთვალისწინებინათ CSR -ს ფაქტორი.

2005 წელს 400 ბიზნესმენისა და დაინტერესებული მხარის ინიციატივით შემუშავდა  ევროპული ბიზნეს გზამკვლევი „კონკურენტუნარიანი და მდგრადი საწარმოს შესაქმენლად“, რომელშიც გამოკვეთილი იყო CSR ევროპის სამომავლო მიზნები. აღნიშნული გზამკვლევის საფუძველზე შეიქმნა  CSR - ს ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც შემდგომ ევროკომისიის CSR სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი გახდა.

2010 წელს „CSR ევროპის“ ინიციატივით შეიქმნა „საწარმო 2020“, რომლის მიზანი იყო ბიზნესის CSR-ის სტრატეგიების ევროკავშირის CSR-ის სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანა. საწარმო 2020-ის საშუალებით დღის წესრიგში დადგა ისეთი საკითხები, როგორიცაა არსებული ცხოვრების წესი, სამუშაო, კომუნიკაცია, განათლება, მოხმარება და რესურსების გაზიარება. სულ მალე საწარმო 2020 გარდაიქმნა ევროპულ მოძრაობად იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ავითარებდნენ ბიზნეს ინოვაციებს პრაქტიკაში და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მუშაობდნენ არსებულ სოციალური პრობლემებზე.

2015 წელს უმუშევრობის, კლიმატური ცვლილებებისა და დემოგრაფიული პრობლემების გადასაჭრელად შეიქმნა საწარმო 2020-ის მანიფესტი. იგი მოიცავს 3 ძირითად მიმართულებას:
1. მუშაობის შესაძლებლობა და ჩართულობა მენეჯმენტის და მიწოდების ჯაჭვის ყველა დონეზე (დამსაქმებელმა უნდა იზრუნოს დასაქმებულის უნარ-ჩვევების განვითარებაზე, საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს თანამშრომლების გადამზადება, ყველა დასაქმებულს უნდა ჰქონდეს ერთნაირი შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში, აქტივობებში)
2. წევრი კომპანიებს წახალისება, რათა განახორციელონ პროდუქციის წარმოების პროცესისა და  მოხმარების განვითარება ქალაქთან, თემთან და რეგიონთან ერთობლივი მუშაობის შედეგად (ინოვაციური პროდუქტის, მომსახურების, ბიზნეს მოდელის შექმნა და ადგილობრივ მთავრობასა და საზოგადოებასთან მუდმივი თანამშრომლობა. ამასთანავე, წარმოების პროცესში გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება და ბუნებრივი რესურსების შეზღუდული გამოყენება, პარალელურად ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკის გაძლიერება)
3. გამჭირვალობა და ადამიანის უფლებათა დაცვა ბიზნესის წარმოების პროცესში (დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა და გაუმჯობესებული მართვის სისტემები მიწოდების ჯაჭვის პროცესში)

მიუხედავად მოკლე დროისა ევროკავშირმა ძალიან დიდი ღონისძიებები განახორციელა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. დღესდღეობით ევროპაში CSR არის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულება ბიზნესის წარმოების პროცესში.  ევროკავშირმა შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შექმნით ხელი შეუწყო ბიზნესების ეფექტურ/ ნაყოფიერ მუშაობასა და მათ დადებით გავლენას საზოგადოებაზე.

სამართლებრივი ბაზის შემნის ნათელი მაგალითია, 2011 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შემუშავებული სახელმძღვანელო (კომპენდიუმი) „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა - ეროვნული საჯარო პოლიტიკა ევროკავშირში“, სადაც CSR-ს მიმართულებით 8 ყველაზე მწვავე საკითხი იქნა მოკვლეული. დოკუმენტის მიზანია, ამ მიმართულებით ევროპის ქვეყნების აქტიური მუშაობა. წარმოგიდგენთ ევროკავშირის CSR-ს საკითხებსა და პრიორიტეტებს:

  • CSR-ს მხარდამჭერი პოლიტიკა (ევროპის ქვეყნები სურვილის შეთხვევაში ქმნიან CSR-ს მიმართულებით სტრატეგიებს, სამოქმედო გეგმებს და სხვა პოლიტიკურ დოკუმენტებს როგორიცაა კანონები, ანგარიშგებები და ა.შ)
  • მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე სოციალური პასუხისმგებლობის დაცვა განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით
  • CSR -ს ანგარიშები და მათი გაცნობა საზოგადოებისთვის (ანგარიშები მდგრადობასა და CSR-ზე)
  • CSR კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ (ბიზნესის ზემოქმედება კლიმატური ცვლილებების შესაცვლელად)
  • CSR მცირე და საშუალო ბიზნესში (SME) (CSR -ს გაძლიერება მცირე და საშუალო ბიზნესში)
  • სოციალური პასუხისმგებლობის ინვესტიცია (SRI) (ცნობიერების ამაღლება)
  • CSR და განათლება (CSR საკითხების ინტეგრირება განათლების ყველა დონეზე)
  • სახელმწიფო შესყიდვები (მთავრობებმა აქტიურად შეიძინონ ისეთი პროდუქცია/ მომსახურება რომლის წარმოების პროცესმა უარყოფითად არ იმოქმედა გარემოზე)

წყარო:  Focus CSR :The new communication of the EU commission on CSR and National CSR strategies and action plans – European sustainable Development network – 2011

 

CSR-ს ეროვნული სამოქმედო გეგმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (2014 წლის ივნისის მონაცემები):

  

წყარო: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა - ეროვნული სამოქმედო გეგმა ევროკავშირის ქვეყნებში, კომპენდიუმი 2014

რაც შეეხება სხვა საკანონდებლო რეგულირებებს, ევროპის ქვეყნებში არსებობს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და სახელმძღვანელოები, რომლებიც ეხება კორპორაციულ-სოციალურ პასუხმგებლობას: OECD - ის სახელმძღვანელო საერთაშორისო საწარმოებისათვის (განახლებულია 2011 წელს), გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი, ISO 26000 სახელმძღვანელო სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტების შესახებ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სამმხრივი დეკლარაციის პრინციპები, რომლებიც ეხება მრავალეროვან საწარმოებსა და სოციალურ პოლიტიკას და გაეროს პრინციპების სახელმძღვანელო ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ.

რაც შეეხება საქართველოს, „ასოცირების ხელშეკრულების“ 352-ე მუხლის მიხედვით საქართველო ვალდებულია ხელი შეუწყოს „კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას“ და „ბიზნეს პასუხისმგებლობის პრაქტიკას, როგორიცაა  მთელი რიგი საერთაშორისო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო რეკომენდაციების შედეგად დამკვიდრებული პრაქტიკა და განსაკუთრებით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო რეკომენდაციები  მრავალეროვანი კომპანიებისთვის“, ასევე „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში ცნობიერების ამაღლება და დიალოგის ხელშეწყობა“ (მუხლი 349, i პუნქტი). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ვესაუბრეთ საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG-ის) წარმომადგენელს ლელა ხოფერიასთან, რომელმაც განაცხადა რომ „ასოცირების შეთანხმების 2016 წლის სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული არ იყო CSR-სთან დაკავშირებით სამუშაოები, შესაბამისად ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას აქტიური ღონისძიებები არ ჩაუტარებია. გამომდინარე იქიდან რომ 2017 წლის სამოქმედო გეგმა ჯერ არ დამტკიცებულა, ჩვენთვის უცნობია რა სიახლეებს გეგმავს საქართველოს მთავრობა CSR-ის სფეროში ქართული საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. თუმცა ჩვენ ვაპირებთ პროცესში ჩართვას და CSR-ის მიმართულებით რეკომენდაციების მიწოდებას, თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფო სტრატეგიებში CSR-ის  ინტეგრირება და კონკრეტული ქმედებების განხორციელება“. 

რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და რა სირთულეები შეიძლება წარმოიშვას ასოცირების ამ მუხლის დროულად შეუსრულებლობისთვის, ამ საკითხთან დაკავშირებით თამარ კვარაცხელიამ განაცხადა „გასათვალისწინებელია, რომ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მექანიზმების მეშვეობით ინვესტირებისა თუ ექსპორტის დროს ევროპელი პარტნიორები აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას ქართული კომპანიების სოციალურ პრაქტიკას, და ბევრი მათგანი სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისა თუ შესაბამისი სისტემების მეშვეობით ნაწარმოები პროდუქტის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს“.

თუმცა მიუხედავად ამისა, ქართული კომპანიები ნებაყოფლობით ახორციელებენ სხვადასხვა პროექტებს და ცდილობენ თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოს და სოციალური გარემოს გასავითარებლად. ამისი  მაგალითებია:

  1. ,„საქართველოს ბანკის“ პროდუქტი „მწვანე ანაბარი“. „მწვანე ანაბრის“ ფარგლებში ყველა პიროვნების სახელით, ვინც "საქართველოს ბანკში" გახსნა ვადიანი ან საბავშვო ანაბარი, ბანკმა დარგო ხე წაღვერის რაიონში. „მწვანე ანაბრის“ აქციის შედეგად ბანკმა გააშენა 45,000 ნერგი და უზრუნველყო ნერგების საჭირო მოვლა. 2009 წლიდან 2011 წლამდე „საქართველოს ბანკის მომავლის ფონდმა“ 150,000 აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება გამოყო ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის მოვლისა და მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის.
  2. „ელიტ ელექტრონიქსში" ყველა თანამშრომელი სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევით, რისთვისაც კომპანიას ყოველწლიურად საშუალოდ 48 000 ლარი აქვს გამოყოფილი. თანამშრომლების გარკვეული ნაწილის საწვავის ლიმიტით სარგებლობს, რომლისთვისაც 2012 წელს გამოყოფილ იქნა 30 000 ლარი.
  3. „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა“ და თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში თეუსუ-ს სტუდენტები გაივლიან სამუშაო პრაქტიკას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის სხვადასხვა შვილობილ კომპანიებში, საქართველოს მასშტაბით
  4. “საშინაო სკოლის“ ფარგლებში  Silk TV-ის ყველა მომხმარებელს საშუალება აქვს უფასოდ უყუროს სრული სასკოლო პროგრამის ვიდეო-გაკვეთილებს. საშინაო სკოლა –  სოციალურ შემეცნებითი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს  სასწავლო პროცესი უფრო მიმზიდველი და ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის  - Silk TV-ის საშუალებით და ა.შ

ეს არის მცირედი ჩამონათვალი იმ აქტივობებისა რომელსაც ქართული კომპანიები ახორციელებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში CSR ფარგლებში.

საბოლოო ჯამში, ყველანი ვთანხმდებით იმ საკითხზე რომ მდგრადი ბიზნესის განსავითარებლად, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვა, შრომითი ურთიერთობების კანონდებმლობით დარეგულირება, გარემოზე ზრუნვა და ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება. პასუხისმგებლიანი ბიზნესი წარმოქმნის იმავე ღირებულებებს და პრინციპებს თავისი საქმიანობის სფეროში, რა პრინციპებითა და ღირებულებებით თავად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას.  სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის ბიზნეს პროცედურებთან შეერთებით და კულტურული მთლიანობის დამყარებით, კომპანიები არა მხოლოდ იცავენ მათ ძირითად ვალდებულებებს ხალხისა და პლანეტის წინაშე არამედ, საფუძველს უყრიან საკუთარ გრძელვადიან ეკონომიკურ წარმატებას.

 

 
ეთერი სახოკია

 

წყაროები:

  1. National public policies in the European Union – Compendium 2014
  2. Focus CSR:The new communication of the EU commission on CSR and National CSR strategies and action plans – European sustainable Development network – 2011
  3. Social Responsibility: Implications for Businesses Operating in the United States and the European Union - Kaitlyn Sapp University of Connecticut2016
  4. Corporate social responsibility: The centerpiece of competing and complementary frameworks - Archie B. Carroll
  5. Carroll’s pyramid of CSR: taking another look - Archie B. Carroll

წაკითხულია
16346
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე სტატიები არ მოიძებნა


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner