Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

banner
04 აპრილი 2017 | 14:19 კვლევა/რეკომენდაცია

კვერცხისა და ქათმის ხორცის მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ

კვერცხისა და ქათმის ხორცის მიწოდების  დამატებული ღირებულების გადასახადით  დაბეგვრის გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ

აბსტრაქტი

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ჩათვლის უფლებით დღგ-სგან გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ კვერცხი და შინაური ქათამი. მაშინ, როცა მთავრობის დეკლარირებული მიზანი საქართველოში სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა, სრულ წიააღმდეგობაში მოდის მთავრობის აღნიშნული მიზანი საგადასახდო კოდექსთან და ზემოხსენებულ გამონაკლისთან.

აღნიშნული გამონაკლისი გარდა იმისა, რომ მოკლებულია ეკონომიკურ დასაბუთებას, შეიძლება არაკონსტიტუციურადაც შეფასდეს თავისი დისკრიმინაციული ხასიათიდან გამომდინარე. ყოველგვარ ლოგიკას და სამართლიანობასაა მოკლებული მიდგომა, როცა, მაგალითად, შინაური ქათმისა და სხვა სახეობის ხორცის შემთხვევაში, ორი ურთიერთშემცვლელი პროდუქტი (სუბსტიტუტი) განსხვავებულ დაბეგვრის რეჟიმში იმყოფება ყოველგვარი დასაბუთების გარეშ და კანონი ხელოვნურად ანიჭებს უპირატესობას ერთ-ერთ მათგანს.

მიუხედავად ყველაფრისა, მეფრინველეობის ადგილობრივი ფერმები მაინც არ წყვეტენ ზრდას და ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ საქონელს, თუმცა მისი განვითარების დონე და კონკურენტუნარიანობა საკმაოდ ჩამორჩება მეზობელი ქვეყნებისას.

შესაბამისად, კანონმდებელმა დაუყონებლივ უნდა იფიქროს არსებული დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე და საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის „ფ“ ქვეპუნქტში არსებული გამონაკლისის გაუქმებაზე. შედეგად, კვერცხისა და ქათმის ხორცის მიწოდება უნდა გათავისუფლდეს დამატებული ღირებულების გადასახადისგან, როგორც ეს ხდება სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების შემთხვევაში.

ცვლილების განხორციელების შემდეგ მოსალოდნელია როგორც კვერცხისა და შინაური ქათმის ადგილობრივი წარმოების მასშტაბების გაზრდა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ისე მათი ფასების შემცირება. შემცირებული ფასები სტიმული იქნება აღნიშნული პროდუქტების მოხმარებისათვის და სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვისაც. სარგებელს განსაკუთრებით ნახავენ მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან პირველად პროდუქტებზე ფასების ცვლილების მიმართ.

შესავალი 

2005 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებული იყო სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე.

2005 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტში, 2008 წლის 15 ივლისის საქართველოს კანონით (რეგ.#206 -რს; ძალაშია 2008 წლის 6 აგვისტოდან) განხორციელებული ცვლილებით, დღგ-ის შეღავათი აღარ გავრცელდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებულ საქონელზე - კვერცხზე.

2011 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლში, 2012 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონით (რეგ.#6446-რს; ძალაშია 2012 წლის 26 ივნისიდან) განხორციელებული ცვლილებით, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტში მითითებული დღგ-ის საგადასახადო შეღავათი (დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლება) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლის - კვერცხის გარდა, ასევე აღარ გავრცელდა 0207 11 სუბპოზიციაში მითითებულ საქონელზე - შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული.

ამასთან, ამავე ცვლილებით, კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატა „ფ“ ქვეპუნქტი, რომლითაც დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე, გარდა კვერცხისა და შინაური ქათმისა.

2013 წლის 30 ივლისის საქართველოს კანონით (რეგ.#906-რს; ძალაშია 2013 წლის 21 აგვისტოდან) განხორციელებული ცვლილებით, მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნა. ამჟამად, საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დღგ-ის შეღავათი გათვალისწინებულია კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დღგ-სგან გათავისუფლებამ უნდა „ხელი შეუწყოს საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარებას და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან მიმართებით“. თუმცა დღგ-სგან გათავისუფლება რატომ უწყობს სოფლის მეურნეობის ყველა სექტორის განვითარებას ხელს კვერცხის და შინაური ქათმის სექტორის გარდა, დღემდე არავის განუმარტავს.

კოდექსში გაკეთებული ცვლილებების შემდეგ საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ შესაბამისი ანალიზი გაკეთდეს და შეფასდეს იმჟამინდელი გადაწყვეტილება. ამ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის არგუმენტი, რომელიც კანონში ზემოხსენებული გამონაკლისის მიზანშეუწონლობას ასაბუთებს.

 

პრობლემის აღწერა 

რამდენიმე წლიანი გამოცდილება თამამად გვაძლევს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლში კვერცხსა და ქათამზე გაკეთებული გამონაკლისის შედეგების გაანალიზების საშუალებას. ზოგადად, საგადასახადო შეღავათი, თავისი არსით, კარგი სტიმულატორია და ხელს უყწობს კონკრეტული სექტორის განვითარებას. თუმცა რაც უფრო ვიწროა შეღავათის მიმღებთა წრე, მით უფრო დიდია შესაძლებლობა იმისა, რომ შეღავათმა უარყოფითი როლი ითამაშოს მწარმოებლის ან მწარმოებელთა ჯგუფის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებით და ხელი შეუშალოს ჯანსაღ კონკურენციას შეღავათის მიმღებ ჯგუფებსა და ბაზრის სხვა მოთამაშეებს შორის. სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საგადასახადო სისტემა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი იმათ მხრიდან, ვინც ფიქრობს, რომ დაბეგვრის წესები ყველა სფეროს ერთნაირად უნდა ეხებოდეს და რომელიმე სექტორის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენება არასამართლიანია. კრიტიკა შესაძლოა არც თუ უსაფუძვლო იყოს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღგ-სგან გათავისუფლებამ ხელი შეუწყო აგრარული სექტორის „გათეთრებას“ და ჩრდილოვანი სექტორიდან ეკონომიკის სრულყოფილ დარგად გარდაქმნას. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სექტორში ასიათასობით მცირე ფერმერია დასაქმებული, რომელთა საქმიანობის დაბეგვრა ყველაფერთან ერთად ადმინისტრირების თვალსაზრისითაც რთული იქნება, ალბათ გამართლებულია ის შეღავათები, რაც დღევანდელ საგადასახადო კოდექსში მოქმედებს.

ამ ფონზე კონტექსტიდან სრულად ამოვარდნილია ის ორი გამონაკლისი, რომელიც კვერცხსა და შინაურ ქათამს ეხება. არაერთი შეხვედრისა და განხილვის მიუხედავად, ვერავინ შეძლო იმის ახსნა, თუ რატომ იბეგრება ამ ორი პროდუქტის მიწოდება დღგ-ით, მაშინ, როცა გათავისუფლებულია ყველა დანარჩენი პროდუქტი. რჩება შთაბეჭდილება, რომ საკითხი სიღრმისეულად შესწავლილი არ არის ან უარეს შემთხვევაში, ხსენებული გამონაკლისი ვიწრო ჯგუფების ინტერესებით არის ნაკარნახევი. არის კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ ხუჭავს მთავრობა თვალს ხსენებული პრობლემის მიმართ. კვერცხისა და ქათმის ხორცის მიწოდების დღგ-სგან გათავისუფლება შემოსავლების შემცირებასთან იქნება დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტისთვის (სახელდება 40 მლნ-მდე ლარი). რა თქმა უნდა, თუ ამოსავალი წერტილი მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების მობილიზება იქნება, არა დაბეგვრის გაუქმება, არამედ პირიქით, დასაბეგრი ბაზის გაზრდა იქნებოდა სწორი გზა. თუმცა ვინაიდან უპირველესი ამოცანა სექტორის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა, არამართებული იქნება მხოლოდ საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებაზე საუბარი და ამ მიზეზით საკითხის განხილვისთვის თავის არიდება.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ანალიზის გარეშეც კი, წინა პლანზე დგება კანონის ორმაგი სტანდარტი, რომელიც განსხვავებულ წესებს ადგენს ერთი სექტორის სხვადასხვა მოთამაშის მიმართ. მაგალითად, მაშინ, როცა დღგ-სგან გათავისუფლებულია ყველა ტიპის ხორცის, მათ შორის, ფრინველის ხორცის მიწოდება, მხოლოდ შინაური ქათამი და მისი მიწოდების ოპერაცია წარმოადგენს დაბეგვრის ობიექტს. კანონმდებლობის ასეთი განსხვავებული მიდგომა, შესაბამისი დასაბუთების გარეშე, ზოგიერთი იურისტის აზრით, დისკრიმინაციული ხასიათისაა და საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოების მიზეზიც შეიძლება გახდეს. რთულია იმის წინასწარმეტყველება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ვინაიდან მწირია შესაბამისი გამოცდილება და მსგავსი პრეცედენტების რაოდენობა, თუმცა დიდია ალბათობა იმისა, რომ სასამართლომ კოდექსის 168-ე მუხლის შეცვლა მოითხოვოს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ დღევანდელი კანონმდებლობა დღგ-ს გადამხდელს უფლებას აძლევს ნებაყოფლობით დაბეგროს ყველა ოპერაცია და მიიღოს ამ ოპერაციებზე გადასახდელი დღგ-ს ჩათვლები. შესაბამისად, თუ რომელიმე მეწარმეს, მათ შორის სოფლის მეურნების დარგში, გაუჩნდება სურვილი გახდეს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი, ის ამას შეძლებს ინდივიდუალურად განცხადების გაკეთების საშუალებით.

ამ ფონზე საინტერესოა, როგორი სურათი გვაქვს კვერცხისა და ქათმის ხორცის ადგილობრივ ბაზარზე.


კვერცხი


 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც გრაფიკიდან ჩანს, ქართული ბაზარი გაჯერებულია ადგილობრივი წარმოების კვერცხით, რაც, ერთი შეხედვით, იმპორტულთან შედარებით მის მაღალ კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს. თუმცა დარგის სპეციალისტების განმარტებით, კვერცხის ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობა არა მისი მაღალი ეფექტიანობით, არამედ თავად ამ პროდუქტის სპეციფიკით არის განპირობებული. კვერცხი მალფუჭებადი პროდუქტია და არ იყინება, ხოლო ხანგრძლივი ტრანსპორტირების დროს გატეხვის რისკი მაღალია. იმპორტისას ვარგისიანობის ვადებისა და შესაბამისი მარკირების კონტროლის გამკაცრებამ თავისი შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელ ქვეყნებში კვერცხი ხშირად გაცილებით იაფია, მისი ტრანსპორტირება ძვირი და ხანგრძლივი პროცესია, რაც არაკონკურენტულს ხდის მას ადგილობრივ პროდუქტთან მიმართებით. ამის გამო, კვერცხის იმპორტი მხოლოდ უმნიშვნელოდ მცირე რაოდენობით ხორციელდება უკვე 2007 წლიდან მოყოლებული.შესაბამისად, არც წარმოების მასშტაბებია დიდი, თუ მეზობელ ქვეყნებს შევადარებთ.
 
 
 
        წყარო: FAOSTAT
საინტერესოა როგორია კვერცხის მოხმარების მაჩვენებლები საქართველოში მაშინ, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს პროდუქტი კალორიების მიღების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. როგორც ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, საქართველოში კვერცხის მოხმარება საკმაოდ დაბალ დონეზეა და ის მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება როგორც აზიის, ისე ევროპის საშუალო მაჩვენებელს. ამ კუთხით, ბუნებრივია, დიდ როლს თამაშობს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის დაბალი დონე, რაც, ერთის მხრივ, დაბალი შემოსავლებითაა განპირობებული, მაგრამ თავისი ადგილი მაღალ ფასებსაც უკავია.
 
კვერცხის წლიური მოხმარება (კგ/ერთ სულ მოსახლეზე)



წყარო:  Food and Agriculture Organization (FAO)



წყარო:  Food and Agriculture Organization (FAO)
 
აქედან გამომდინარე დასკვნა: ქართული ბაზარი თითქმის სრულად მარაგდება ქართული კვერცხით, თუმცა მისი ფასი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მაღალია; მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, დაბალია აღნიშნული პროდუქტის მოხმარების მაჩვენებლები.
 
შინაური ქათამი
 
განსხვავებული სურათი გვაქვს ქათმის ხორცის ბაზარზე, სადაც ადგილობრივ პროდუქციას დიდ კონკურენციას უქმნის იმპორტული გაყინული საქონელი. ქვედა გრაფიკიდან ნათლად ჩანს, რომ ბოლო წლებში ადგილობრივი წარმოების ზრდის მიუხედავად, დიდია იმპორტული ფრინველის ხორცის წილი ბაზარზე და 2006-2015 წლებში  საშუალოდ ადგილობრივი მოთხოვნის 80%-ს  შინაურ ფრივნელებზე იმპორტი აკმაყოფილებს.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადგილობრივი წარმოება, ძირითადად, ერთი კომპანიის („ჩირინა“) ხარჯზე იზრდება და ბაზარზე ახალი მოთამაშეები ჯერ-ჯერობით არ ჩანს.შესაბამისად, საქართველოში ფრინველის ხორცის წარმოების მასშტაბები მნიშვნელოვნად ჩამორჩება მეზობელი ქვეყნების მონაცემებს.


        წყარო: FAOSTAT
 
კვერცხის მსგავსად, საქართველოში დაბალია შინაური ფრინველის ხორცის მოხმარებაც და ის მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება  ევროპის საშუალო მაჩვენებელს.

შინაური ფრინველის ხორცის წლიური მოხმარება (კგ/ერთ სულ მოსახლეზე)



წყარო:  Food and Agriculture Organization (FAO)
 
ნიშანდობლივია, რომ ფრინველის ხორცის ბაზარზე კონკურენცია კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ძალაში შევიდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონლისთვის გაუქმდა 12 %-იანი იმპორტის გადასახადი. ადგილობრივი წარმოებისთვის აღნიშნული გარემოება კიდევ ერთი გამოწვევა აღმოჩნდა.
 
 
რეკომენდაციები
 
საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დღგ-ის საგადასახადო შეღავათი დაწესდეს გამონაკლისის გარეშე და საქართველოში წარმოებული კვერცხისა და ქათმის ხორცის მიწოდებაც გათავისუფლდეს დღგ-ისგან  ჩათვლის უფლებით.
კანონის შემოთავაზებული რედაქცია:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ფ“ და „ქ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);
ქ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0201, 0203 11 – 0203 19, 0204 10 000 00 – 0204 23 000 00, 0204 50 110 00 – 0204 50 390 00, 0207 11 – 0207 14 კოდებში მითითებული საქონლის (მათ შორის,  გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), აგრეთვე საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის მიწოდება;“.
 
მოსალოდნელიშედეგები
 
აღნიშნული საგადასახადო შეღავათის დაწესების შედეგად:
  • აღმოიფხვრება დისკრიმანცია;
  • შემცირდება ფასები კვერცხსა და ქათმის ხორცზე;
  • შემცირებული ფასები გაზრდის მოხმარებას, რაც მწარმოებლებს მასშტაბების გაზრდის საშუალებას მისცემს;
  • გაიზრდება ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა;
  • ადგილობრივ საწარმოებს გაუჩნდებათ დამატებითი ფინანსები გადაიარაღებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ადგილობრივი მეფრინველეობის ფაბრიკებს გაეზრდებათ ნედლეულის ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებისგან შეძენის მოტივაცია, რაც კიდევ უფრო მძლავრ იმპულსს მისცემს ქართული მარცვლეულის წარმოების განვითარებას.



კვლევაზე მუშაობდნენ: გიგლა მიქაუტაძე, მარიამ ლუკაშვილი


პუბლიკაცია მომზადებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

წაკითხულია
865
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

სასოფლო-სამეურნეო მიწების კონსოლიდაციის  სახელმწიფო სტრატეგიის აუცილებლობის შესახებ

სასოფლო-სამეურნეო მიწების კონსოლიდაციის სახელმწიფო სტრატეგიის აუცილებლობის შესახებ

მიწის ნახევარზე მეტი ჯერ კიდევ აუთვისებელი და გამოუყენებელია, ანუ მას ეკონომიკაში წვლილი არ შეაქვს. დაუმუშავებელი და დაქუცმაცებული მიწების, გამოუყენებელი ან არაეფექტიანად გამოყენებული რესურსების საკითხს, სამწუხაროდ, საკმარისი ყურადღება არ ეთმობა. პრობლემა

20 ივნისი 2017 | 12:13 კვლევა/რეკომენდაცია ვრცლად

ბლოგი

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

რჩეული სტატიები

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირიდან შემოტანილ და საქართველოდან ექპორტირებულ 9 ათასზე მეტი დასახელების პროდუქციაზე საბაჟო გადასახადი გაუქმდა

ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილება, გარანტირებული სამუშაო თუ ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა? მითები არამხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე, არამედ ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებითაც არსებობს. ევროპაში თავისუფლად გ

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

ექსკლუზიური ინტერვიუ დიმიტრი მანჯავიძესთან, რომელიც არის ერაყში, კერძოდ, ბაღდადსა და ერბილში გაეროს ოფისის საარჩევნო მისიის უფროსი ოფიცერი.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

ის blackhat hacker-ი იყო, ე. წ. შავი ქუდი - ის, ვინც კომპიუტერებს და ვებგვერდებს ტეხავს. სპეცსამსახურების ყურადღების ცენტრშიც სწორედ თავისი ნიჭის წყალობით მოხვდა. 16 წლის ასაკში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) მაღალჩინოსანი იყო. მიხვდით ალ

banner
banner
banner
banner