banner
18 აპრილი 2017 | 18:48 ანტიპროპაგანდა

რუსული სამხედრო ბიუჯეტის საიდუმლოებები

რუსული სამხედრო ბიუჯეტის საიდუმლოებები

რუსეთის სამხედრო ბიუჯეტთან დაკავშირებით მის დამტკიცებამდე და შემდეგაც ერთგვარი აჟიოტაჟი იყო ატეხილი და ეს ობიეტურად გასაგებია, რუსული საგარეო პოლიტიკის "თავისებურებების" გამო. არაერთი სტატია დაიწერა მისი საპროგნოზო მაჩვენებლებისა და ტენდენციების შესახებ. თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც გაურკვეველი რჩება, რა მიზნებს ემსახურება 2017-2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტი და რა სამხედრო პრიორიტეტების მისაღწევად დაიგეგმა ჩრდილოელი მეზობლის ფინანსური რესურსები.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ სპეკულაციები სამხედრო ბიუჯეტთან დაკავშირებით გაჩნდა მისი პირველადი პროექტის გასაჯაროვებისთანავე, 2016 წლის ოქტომბერში. საბოლოო დამტკიცებამდე დოკუმენტმა არაერთი სახეცვლილება განიცადა, როგორც ქვეპროგრამების, ასევე საბოლოო მაჩვენებლების თვალსაზრისით. თუმცა, მთავარი დინამიკა აშკარა და შეუცვლელი იყო - ბიუჯეტი საგრძნობლად მცირდებოდა და ზოგიერთი შეფასების მიხედვით - 6%-დან 30%-მდეც კი. მაგალითად, ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, 2016 წელთან შედარებით, ის მცირდებოდა 1 ტრილიონი რუბლით და 1.121 ტრილიონი რუბლით შემოიფარგლებოდა. 6%-იანი კლების ფაქტი კი დაადასტურა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ტატიანა შევცოვამ, თუმცა, ამავე დროს ხაზი გაუსვა, რომ ბიუჯეტის სოციალური ვალდებულებებს და სამხედრო გადაიარაღების სახელმწიფო პროგრამას არაფერი დააკლდებოდა.

შეფასებების საგრძნობ სხვაობას განაპირობებს თავად ბიუჯეტის არაერთი "თავისებურება", კერძოდ, მისი საიდუმლო ნაწილების სიუხვე და საბიუჯეტო ასიგნებების განაწილება, როგორც სამინისტროების, ასევე ცალკე სახელმწიფო პროგრამებისა და ცალკეული სფეროების მიხედვით. საბიუჯეტო სახსრების განაწილების ფორმის სიუხვე საკმაოდ დამაბნეველია და მეტად ართულებს თავდაცვის ხარჯების გამოთვლის სიზუსტეს. შესაბამისად, ჩვენი დასკვნებიც, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, პირობითი იქნება და დაეყრდნობა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილს - 16.241 ტრილიონ რუბლს (დაახლ. 250 მილიარდ აშშ დოლარი ბიუჯეტში დადგენილი კურსით) და ექსპერტების პირველად შეფასებას, რომლის მიხედვით მისი საიდუმლო ნაწილის ხვედრით წილს - 17%-ს შეადგენს, საიდანაც, დაახლოებით, 6% (974.4 მილიარდი რუბლი) თავდაცვის სფეროზე მოდის.

დასაწყისშივე პრობლემას ქმნის გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების სიზუსტე და მათი კატეგორიზაცია "სახელმწიფო თავდაცვის" ქუდის ქვეშ. თუ ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ეროვნული თავდაცვისთვის 2017 წელს გამოყოფილია 1.12 ტრილიონი რუბლი, სხვა წყაროს მიხედვით. თავდაცვისთვის ღია ნაწილით გამოყოფილი სახსრები მხოლოდ 950 მილიარდ რუბლს შეადგენს (“საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიხედვით, 1.11 ტრილიონ რუბლს). ამავე დროს "ნეზავისიმაია გაზეტას“ მიერ გაანგარიშებული ოდენობა 1.94 ტრილიონ რუბლს აღწევს. გამოქვეყნებული დამტკიცებული ბიუჯეტის დოკუმენტი კი საინტერესო მონაცემებს ავრცელებს: სახელმწიფო თავდაცვისთვის გამოყოფილია 1.02 ტრილიონი რუბლი პროგრამულ ნაწილში, ხოლო 1.0 ტრილიონი რუბლი - ზოგად ნაწილში და 1.62 ტრილიონი რუბლი მთლიანად თავდაცვის სამინისტროსთვის. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სხვაობა ძირითადად თავდაცვის ბიუჯეტის ღია ნაწილს ეხება, სრული თანხმობა აღინიშნება ზოგადად თავდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი თანხების ოდენობასთან დაკავშირებით და შეადგენს 2.84 ტრილიონ რუბლს, დახურული/საიდუმლო მუხლების ჩათვლით. შესაბამისად, საიდუმლო მუხლების ხვედრითი წილი იმისდა მიხედვით, თუ რომელ მაჩვენებელს ავიღებთ ღია ნაწილად, ვარირებს 30%-დან 70%-მდე. 2016 წელთან შედარებით (3,89 ტრილიონი რუბლი, მშპ-ს 4,4%) თავდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირებულია და სახელმწიფო ბიუჯეტის 17,2%-ს შეადგენს - 2,84 ტრილიონ რუბლს (მშპ-ს 3,32%), რაც, მიუხედავად შემცირებისა, მილიტარიზაციის მაღალ დონეზე მეტყველებს და ეს ტენდენცია შენარჩუნებულია 2018 (2,72 ტრილიონი რუბლი) და 2019 (2,85 ტრილიონი რუბლი) წლებისთვის.

ბიუჯეტის საიდუმლოების მაღალი ხარისხი არის ის ტიპიური თვისება, რაც არა მხოლოდ თავდაცვის მიზნებისთვის გამოყოფილ ასიგნებებს ახასიათებს (ჩვენი გაანგარიშებებით, 2.84 ტრილიონიდან 2,77 ტრილიონ რუბლამდე), არამედ მთლიანად რუსეთის ბიუჯეტს. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ბიუჯეტით გათვალისწინებული უამრავი საიდუმლო მუხლი (მთელი ბიუჯეტის 24%, დაახლ., 3,89 ტრილიონი რუბლი) განაწილებულია ისეთ პროგრამებზე, როგორიცაა "სახელწიფო რესურსების და რეზერვების მართვა", "ავიაციის განვითარება","კოსმოსური ტენოლოგიები", "საცხოვრებელ-კომუნალური მეურნეობა", "განათლება", "რადიო და მაღალი ტექნოლოგიები" ან "ცალკეული სახელმწიფო უწყებების ფუნქციონირების უზრუნველყოფა". ამ თანხების ნახევარზე მეტი გამიზნულია თავდაცვის მიზნების ფინანსური უზრუნველყოფისთვის. ზოგიერთი გაანგარიშებით, სამხედრო დანიშნულებით საბიუჯეტო სახსრების რაოდენობა, რეალურად, 4,5 ტრილიონ რუბლს აღწევს და ქვეყნის მშპ-ს 5%-იან ზღვარსაც სცდება. ამ სახით გაფანტულ და, თითქოს, თავდაცვის მიზნებისთვის არაპირდაპირ კავშირში მყოფ პროგრამებში გათვალისწინებულია ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა სამხედრო ბინათმშენებლობა, სამხედრო სასწავლო დაწესებულებების დაფინანსება და ფულადი კომპენსაციები დაჭრილ-დაშავებულთა და გარდაცვლილ მოსამსახურეთა ოჯახებისთვის.  ამასთან ერთად, ფინანსთა მინისტრს აქვს ექსკლუზიური უფლება სახელმმწიფო დუმასთან შეუთანხმებლად, რეალურად კი პრეზიდენტის მითითების საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 10% გამოყოს თავდაცვის სფეროსა და სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მიზნებისთვის.

საერთო საფინანსო მონაცემების კლების გამო 2017 და მომდევნო წლებში თავდაცვის ბიუჯეტი, ერთი შეხედვით, სამხედრო პროგრამების დაფინანსების შემცირების ვარაუდის წინაპირობას იძლევა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ პირველადი შთაბეჭდილებაა და გასული წლების გამოცდილების გათვალისწინებით, როცა საფინანსო წლის განმავლობაში დაგეგმილზე მეტად მკვეთრად იზრდებოდა მიმდინარე დაფინანსება (2016 წლის შემოდგომას 800 მილიარდ რუბლზე მეტით), სულაც არ არის გამორიცხული, მსგავსი პრაქტიკა 2017 წელსაც განმეორდეს.

დაფინანსების უცაბედი მომატების ასეთ პრაქტიკას დამატებითი განმარტებაც გააჩნია: სამხედრო ხარჯების ნაწილის (რეალურად გადაიარაღების) დასაფარად შემუშავებული იყო სქემა, რომლის მიხედვით, საჭირო ფინანსური რესურსების მოძიება ხდებოდა სახელმწიფო გარანტიით ბანკებიდან გამოყოფილი კრედიტების მეშვეობით. აღნიშნული სქემა ამუშავდა 2010 წლიდან და პერიოდულად დგება დაგროვილი ვალდებულებების გასტუმრების აუცილებლობა, რითაც აიხსნება ასობით "საიდუმლო" მილიარდების მოულოდნელი გამოყოფა. ცხადია, რომ ამ თანხების (დაახლ. 1.2 ტრილიონი რუბლი) ხარჯვის მიზანშეწონილობა და გამჭვირვალეობა არ ექვემდებარება არანაირ განხილვას და კორუფციული გარიგებების ნოყიერ ნიადაგს ქმნის.

მიუხედავად არსებული რისკებისა, რუსეთის ოფიციალური პირები (მაგ. თავდაცვის მინისტრის , იური ბორისოვი) აცხადებენ, რომ 2017-2019 წლების ბიუჯეტი არანაირ ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს ახალი შეიარაღების მიღების პროცესსა და ტემპზე. ბორისოვის განმარტებით, ხარჯების დაწევა და გადაიარაღების პროცესის შენარჩუნება შესაძლებელი ხდება ზედმეტად ძვირ ახალ ტექნიკაზე უარის თქმით და შედარებით იაფი მოდერნიზირებული სისტემების მიღებით. შევეცდებით, უფრო კონკრეტულად ავხსნათ, თუ რა იგულისხმა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. თავდაცვის ბიუჯეტის ღია მუხლების ანალიზი, პირველ რიგში, მიგვანიშნებს, რომ სტაბილურად გაგრძელდება ბირთვული შეიარაღებისა და მასთან დაკავშირებული სამხედრო კომპლექსის ფინანსება (ყოველწლიურად 45 მილიარდ რუბლზე მეტი), ისევე როგორც ქვეყნის ეკონომიკის და მოსახლეობის სამობილიზაციო მომზადების ღონისძიებები (3+5 მილიარდი რუბლი ყოველწლიურად). გარკვეული შემცირება ელოდება მუხლს "თავდაცვის სფეროში გამოყენებითი და სამეცნიერო კვვლევები" და 2017 წელს შემცირდება 432,5 მილიარდიდან 346,9 მილიარდ რუბლამდე (2018/2019 წლებში - 213,9/176,3 მილიარდი რუბლი). ამასთან, უცნობია, არის თუ არა აღნიშნული მიმართულება გათვალისწინებული ბიუჯეტის დახურულ მუხლებში. რუსეთის ხელმძღვანელობის ხშირი განცხადებების ფონზე, რომ აქცენტი მომავალშიც გაკეთდება მაღალტექნოლოგიური ჯარის განვითარებაზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საიდუმლო მუხლებში მაინც არის ასახული ძირითადი კვლევების პროგრამები და ბიუჯეტის ზოგადი კლება არ გამოიწვევს ფუნდამენტალური კვლევების რადიკალურ შემცირებას.

გასათვალისწინებელია ასევე, რუსული ეკონომიკური სტრუტურის და ფინანსური პოლიტიკის თავისებურებები. მიუხედავად თავდაცვის ბიუჯეტის მცირედი კლებისა და ზოგიერთი ძირითადი მუხლის/პროგრამის ნომინალური მაჩვენებლის შენარჩუნებისა, რაც წლიური ინფლაციის ფონზე გამოყოფილი თანხების ობიექტურ კლებას იწვევს, ბიუჯეტის სტრუქტურა, ანუ განაწილება შეიარაღების/გადაიარაღების პროგრამასა და შენარჩუნებაზე რადიკალურად განსხვავდება დასავლეთში მიღებული სტანდარტებისგან. 2016 წლიდან 2017 წლამდე შეიარაღების შესყიდვებზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ისედაც მაღალი ხვედრითი წილი 62%-დან გაიზარდა 65%-მდე (15-20% - აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში). განსხვავებით, დანარჩენ ნაწილზე, ანუ შენარჩუნება-ყოველდღიურ საქმიანობაზე რუსეთი 2017 წელს აპირებს მხოლოდ სახსრების 20%-ის დახარჯვას, რაც რამდენჯერმე ნაკლებია დასავლეთში მიღებული ხვედრითი წილისა. ამასთან ერთად, რუბლის კურსის ვარდნის, შიდა ფასების ფაქტორისა და მსყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, არცთუ მართებული იქნებოდა რუბლებში არსებული თანხების ავტომატური გადაყვანა მის ექვივალენტში დოლარში. მარტივად რომ ვთქვათ, ის რაც აშშ-ს უჯდება ერთი ერთეული ტექნიკის შეძენა, ამ თანხის რუბლის ექვივალენტში რუსეთმა შესაძლოა, მსგავსი ტექნიკის (პროდუქციის/სერვისის) რამდენიმე ერთეული შეიძინოს/აწარმოოს შიდა ბაზარზე. რასაკვირველია, ამ ფაქტორის ექსტრაპოლირება ყველა სფეროზე დაუშვებელია, განსაკუთრებით იმ სფეროებზე, სადაც დიდია იმპორტული პროდუციის ხვედრითი წილი. მაგრამ არც ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლობა იქნებოდა სწორი, მიუხედავად თანმდევი რისკებისა, როგორიცაა, მზარდი კორუფციული რისკები და ხარისხის დაცემის მაღალი ალბათობა სახელმწიფო ფასწარმოების მონოპოლისტური პოლიტიკის პირობებში. შესაბამისად, თავდაცვის ბიუჯეტის აბსოლუტური მაჩვენებელი დოლარში არ უნდა გახდეს თავდაცვის სფეროს პოტენციალისა და შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის შეფასების მთავარი ინდიკატორი.

გამოქვეყნებული საბიუჯეტო მონაცემებით და არსებული დინამიკით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსული შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესი, მიუხედავად ერთგვარი შენელებისა, მაინც გაგრძელდება და 2020 წლიდან თანდათანობით მოხდება შესყიდული სამხედრო პროდუქციის მოცულობის კლება. გასული წლებიდან მიღებული ფინანსური წყაროების მეშვეობით შექმნილია ერთგვარი ფინანსური სიმტკიცის ბალიში, რომელიც საშუალებას მისცემს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, იფუნქციონიროს 2020 წლამდე მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე. ეს გარემოება არ ნიშნავს, რომ 2020 წლამდე მოხდება გადაიარაღების/მოდერნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ზუსტი შესრულება. პირიქით, არსებობს ობიექტური წინაპირობები მისი შენელებისა, განსაკუთრებით, ძირითად სისტემებთან დაკავშირებით (ს-500, წყალქვეშა და წყალზედა ხომალდები, ტანკი "არმატა" ან, თუნდაც, ტ-90-ის ტიპის ტანკი), რაც ბორისოვის განცხადებამაც დაადასტურა. ამის მიუხედავად, თავდაცვის ბიუჯეტში ჩადებული მუხლები იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ აღნიშნული მიმართულებით რუსეთის ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება დასახული მიზნების მიღწევას, თუ საჭიროა სხვა პროგრამების ხარჯზეც, როგორიცაა სახელფასო/საპენსიო კომპენსაციისა და იპოთეკური პროგრამის ინდექსაცია.

დასკვნა: 2016 წელთან შედარებით, რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი არ შემცირდა რადიკალურად და დახურული მუხლების გათვალისწინებით, მხოლოდ 6%-იან კლებას ავლენს. შესაბამისად,  მტკიცება ბიუჯეტის 25%-იანი კლების შესახებ სრულიად უსაფუძვლოა. ქვეყნის მთლიანი ბუჯეტი უაღრესად მილიტარიზირებულია და ისევ და ისევ საიდუმლო მუხლების გათვალისწინებით, მთლიანი ხარჯების 30%-მდე აღწევს (მშპ-ს 5%-ს). მიუხედავად სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური საბრძოლო ჩართულობისა, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, შეინარჩუნოს აღნიშნული ოპერაციების შეზღუდული მასშტაბი და არ მოახდინოს თავდაცვის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი გაზრდა. გარდა ამისა, უკრაინასა და სირიაში გამოყენებული მატერიალური რესურსი (შეიარაღება, საწვავი, ტყვია-წამალი, ტექნიკაა და აშ.) არ საჭიროებს შესყიდვას და, ძირითადად, არსებული მარაგებიდან გამოიყოფა, რაც ობიექტურად მინიმალურად აისახება როგორც ფინანსურ მხარეზე, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე. “როსნეფტის” აქციების 19,5%-ის გაყიდვამ დამატებით შექმნა 1,1 ტრილიონი რუბლის ფინანსური "ბალიში", რაც 2017 წლის ბიუჯეტის დასაბალანსებლად შეიძლება იქნას გამოყენებული და შესაძლოა, მოდერნიზაციის პროგრამის განხორციელებას მოხმარდეს. მიუხედავად მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ერთგვარი პოზიტიური პროგნოზებისა (რუსეთისთვის), ბიუჯეტის უპრეცენდენტოდ მაღალი მილიტარიზაციისა და გასაიდუმლოების დონე 1980-იანი წლების ბოლოს სსრკ-ს მდგომარეობასთან  ასოციაციებს იწვევს, როდესაც, მსგავსად დღევანდელი რუსეთისა, 1989 წლიდან 1991 წლამდე თავდაცვის ბიუჯეტი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა (77,3-დან 120 მილიარდ რუბლამდე) ნავთობზე ფასების განახევრების ფონზე, თუმცა, ამავე დროს, დახურული მუხლების სიუხვის გამო ზუსტად არავინ იცოდა თავდაცვის ცალკეული მიზნებისა და პროგრამებისთვის კონკრეტულად რა თანხები იხარჯებოდა.

რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტის ცალკეული მონაცემები  

                                                      

 წყაროები:

  1. რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო
  2. Источник: http://111999.ru/economy/federalnyj-byudzhet-rossii-na-2017-god/
  3. © Малый бизнес
  4. https://rg.ru/2016/12/11/v-chem-pliusy-biudzheta-2017-2019.html
  5. http://zakony2017.ru/byudzhet-rossii-na-2017-god-v-cifrax/
  6. https://www.novayagazeta.ru/articles/2016/10/19/70222-byudzhet-2016-eto-bomba
  7. https://rns.online/military/Minoboroni-RF-sokraschenie-voennogo-byudzheta-na-2017-2019-godi-ne-skazhetsya-na-tempah-perevooruzheniya-2016-10-20/
  8. http://ruspolitica.ru/post/sposoben-li-voennyiy-byudzhet-rossii-obespechit-oboronosposobnost-stranyi/
  9. https://russian.rt.com/russia/article/342256-armya-budget-oborona-prognozy
  10. http://www.ng.ru/politics/2016-11-14/1_6858_army.html
  11. http://www.ng.ru/economics/2016-10-31/4_6848_budget.html
  12. https://www.epravda.com.ua/rus/publications/2017/01/11/617259/
  13. http://bmpd.livejournal.com/2186406.html
  14. https://transparency.org.ru/special/defence/?utm_source=google&utm_medium=cpc&utm_campaign=761547758&utm_content=181831084446&utm_term=%D0%BE%D





 * სტატია მომზადდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შეიძლება არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

წაკითხულია
8434
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

რუსული სატრანსპორტო ოცნებები

რუსული სატრანსპორტო ოცნებები

რუსეთს, განსაკუთრებით სანქციების ფონზე, საერთოდ არ გააჩნია ფინანსური რესურსების საჭირო მოცულობები ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი განახლებისთვის

12 ოქტომბერი 2017 | 13:32 ვრცლად
საქართველოსთვის აქტუალური „ბალკანური“ ენერგოპოლიტიკის მაგალითები

საქართველოსთვის აქტუალური „ბალკანური“ ენერგოპოლიტიკის მაგალითები

ენერგოგაერთიანების რეგულაციების შესრულების კუთხით „ბალკანური“ წარმატებული და წარუმატებელი ენერგოპოლიტიკის მაგალითები უხვად მოიპოვება, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საქართველოს შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურებმა.

10 ოქტომბერი 2017 | 08:32 ენერგეტიკა ვრცლად
რუსული საბანკო სექტორის ტურბულენტური ფრენა

რუსული საბანკო სექტორის ტურბულენტური ფრენა

2016 წელი საინტერესო აღმოჩნდა რუსული ეკონომიკისთვის. მიუხედავად დაწესებული სანქციებისა და რუბლის დევალვაციისა, რუსულმა ბანკებმა 2015 წელთან შედარებით ხუთჯერ მეტი - 930 მილიარდი რუბლის (15,66 მლრდ აშშ დოლარი) მოგება ნახეს. ამ ფონზე მათი საერთო აქტივების მო

01 სექტემბერი 2017 | 12:14 ვრცლად
ტრამპის სანქციების ექო

ტრამპის სანქციების ექო

ახალი სანქციები განსაკუთრებით დიდ დარტყმას მიაყენებს რუსული ენერგოკომპანიების საერთაშორისო პროექტებს, რაც პირველ რიგში "როსნეფტის", "გაზპრომის" და "ლუკოილის" საგარეო ექსპანსიის გეგმების დასასრულის მომასწავებელია.

29 აგვისტო 2017 | 11:09 ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner