banner
05 მარტი 2018 | 14:06 ეკონომიკა

დროებითი მიგრაციის პროგრამით პოლონეთში 20 ადამიანი დასაქმდა

დროებითი მიგრაციის პროგრამით პოლონეთში 20 ადამიანი დასაქმდა

 

ქართველ მუშახელს ევროპაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა მიეცა

ევროკავშირში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების დრამატული ზრდის პირობებში მნიშვნელოვანია დროებითი შრომითი მიგრაციის პროგრამის ამოქმედება საქართველოში, რომელიც შესანიშნავი საშუალებაა ადგილობრივი სამუშაო ძალისთვის გაიუმჯობესონ პროფესიული უნარები და ამავდროულად მაღალი ანაზღაურება მიიღონ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროფესიებით (შემდუღებლები, დიდი მისაბმელიანი მანქანების მძღოლები, სამშენებლო მუშები- კალატოზები, დურგლები და ა.შ., სოფლის მეურნეობის მუშები), 20-ზე მეტი ადგილობრივი კვალიფიცირებული მუშა პოლონეთში დასაქმდა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), გაეროს მიგრაციის სააგენტო (2016 წლის 1 სექტემბრიდან), საერთაშორისო სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 1951 წლიდან ფუნქციონირებს და წარმომადგენლობა დაახლოებით 200-დე ქვეყანაში აქვს. საქართველოშიIOM 1993 წლიდან მუშაობს და საქართველოს ხელისუფლებასთან მიგრაციის მართვის სფეროში სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს, რომელიც ამ სფეროში, ქვეყანაში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს პასუხობს. 

შრომითი მიგრაციის პროგრამის დეტალებზე eugeoriga.info-ს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ადგილობრივ კოორდინატორს ნათია კვიციანს ესაუბრა.

როდის დაიწყო დროებითი შრომითი მიგრაციის საპილოტე პროგრამა?

დროებითი შრომითი მიგრაციის პროგრამა ჩვენი ორგანიზაციის, IOM განვითარების ფონდისდაფინანსებით დაიწყო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება.  ჯერ კიდევ 2011 წელს საქართველოს მოლაპარაკება ჰქონდა საფრანგეთთან დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობაზე. საუბარი იყო 500 კაცამდე ქვოტაზე წლის განმვალობაში, სხვადასხვა პროფესიის ხალხზე. საბოლოოდ ეს პროექტი ვერ განხორციელდა, რადგან საფრანგეთის პარლამენტის მიერ ამ პროექტის რატიფიცირება არ მოხდა. ჩვენი პროგრამის ამოქმედებამდე მიკრო საპილოტე პროგრამა ევროკავშირის დაფინანსებით გერმანიაშიც განხორციელდა. ვიზა ლიბერალიზაციის წინ კი ჩვენი მხრიდან დაიწყო მუშაობა, რომ ადამიანებს ევროკავშირში კანონიერი დასაქმების ალტერნატივა ჰქონდეთ და ის პროცესი რაც ახლა ხდება თავშესაფრის მაძიებელთა ზრდის კუთხით შენელდეს. რეალურად თავშესაფრის მაძიებლები ძირითადად თავშესაფრის მოლოდინში ტყუილად კარგავენ დროს. მათ უნდა ქონდეთ საშუალება წინასწარ დაგეგმონ:

 

  • სად წავიდნენ კანონიერად სამუშაოდ,
  • სად არის დასაქმების პერსპექტივები,
  • რა მოთხოვნებია,
  • რა სამუშაოს შესრულება მოუწევთ,
  • რა ანაზღაურება ექნებათ,
  • აუნაზღაურდებათ თუ არა საცხოვრებელი,
  • თუ ექნებათ სამედიცინო დაზღვევა

ასევე, წინასწარ ექნებათ წარმოდგენა დამსაქმებლის შესახებ. მაგალითად, ორი დღის წინ ტრანსპორტის სფეროში დასაქმების მსურველებსა და დამსაქმებელს შორის სკაიპ ინტერვიუ შედგა.

ქვეყნისთვის და ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს კანონიერი შრომითი მიგრაციის სქემები. არა მარტო დანიშნულების ქვეყნებისთვის, არამედ საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ისეთი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები გავიდნენ, რომლებიც ქვეყანაში არ არიან დეფიციტური და ასევე მოთხოვნადია ევროკავშირში. ამავე დროს მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანები მიდიან ინფორმირებულად და წინასწარ ზუსტად იციან სად მიდიან. მნიშვნელოვანია ამ სფეროს რეგულირებაც, რადგან დღეს ეს პროცესები საქართველოში არარეგულირებულია და სპონტანურია, ხალხი ძირითადად არაფორმარულ სექტორშია დასაქმებული. ადამიანი ხშირად ისე მიდის საზღვარგარეთ, რომ წარმოდგენა არ აქვს სამუშაო ადგილზე, შესასრულებელ სამუშაოზე და ა.შ.

რას ისახავს მიზნად დროებითი შრომითი მიგრაციის პროგრამა, შეიძლება ის განვიხილოთ ევროპაში თავშესაფრის ძიების სანაცვლად კანონიერი დასაქმების შესაძლებლობად?

ჩვენი მიზანია, რომ დროებითი შრომითი მიგრაცია ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების და ევროპული სტანდარტების შესაბამისი უნარების განვითარების, მათი შრომითი და სოციალური უფლებების დაცვის, შემოსავლების გაზრდის  ერთ-ერთ პერსპექტივად ვაქციოთ. ამის საშუალებას კანონიერი მიგრაცია იძლევა. ამის არაჩვეულებრივი მაგალითია ჩვენი და სახელმწიფოს თანამშრომლობით განვითარებული საპილოტე პროგრამა. მისი გამოცდილება გამოყენებული იქნება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რომელიც ახლახანს დაიწყო და  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდება ყველა  იმ მნიშვნელოვან პარტნიორ სტრუქტურასთან ერთად, რომლებსაც დროებით მიგრაციის სფეროში როლი და ფუნქცია გააჩნიათ. დღეს ეს საკითხი კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობით წარმოდგება,  ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის პერიოდში თავშესაფრის მოთხოვნის  გაზრდილი  მაჩვენებლების გამო. ერთ-ერთი მიზეზი ეკონომიკურ ხასიათისაა, და იქ დასაქმების და შემოსავლების გაზრდასთანაა დაკავშირებული. ემიგრანტების უმეტესი ნაწილი მიდის იმ მიზნით, რომ უკეთესი ცხოვრება შეიქმნას, თუმცა იმედის გაცრუება ელით. დიდი ალბათობით, ევროპაში ჩასულ თავშესაფრის მაძიებლებს უარით უკან გამოაბრუნებენ, რადგან საქართველო წარმოშობის უსაფრთხო ქვეყანად არის აღიარებული. ალტერნატივად ადამიანებს უნდა შევთავაზოთ დასაქმების კანონიერი გზები და შესაძლებლობები, რომ არც დრო და არც ფინანსური რესურსები მათ ტყუილად არ დაკარგონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე სამთავრობო უწყებებთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ, შრომის სამინისტროსთან მემორანდუმსაც ვაკეთებთ, რომელსაც დღე-დღეზე მოეწერება ხელი.

ამ სფეროში თანამშრომლობის განვითარება ევროკავშირის ქვეყნებთან შესანიშნავი ალტერნატივა იქნება არაკანონიერი მიგრაციისა და გაზრდილი თავშესაფრის მოთხოვნების შესამცირებლად. რეგულირებული კანონიერი, დროებითი და ცირკულარული შრომითი მიგრაცია ადამიანების შემოსავლების ზრდის, კვალიფიკაციის განვითარების, ევროპულ ფასეულობებთან დაახლოებისა და შრომის ეთიკის განვითარების არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. ქვეყანამ ეს პროცესები აუცილებლად უნდა მართოს და დაარეგულიროს.

რომელ ქვეყნებში და რა პროფესიებით შეუძლია ქართულ მუშახელს ევროპაში დასაქმება?

ამ ეტაპზე 15 კაცი პოლონეთშია, 5 ახლახანს დაბრუნდა და 5 ახლა მიემგზავრება; კიდევ 8 კაცის, მათ შორის ქალების, დასაქმების მოლოდინში ვართ სამშენებლო პროფესიებსა  და სოფლის მეურნეობაში დასასაქმებლად.

პოლონეთთან აქტიურადაა დაწყებული თანამშრომლობა, რომელიც ითვალისწინებს შრომითი მიგრაციის სქემების განვითარებას. ამ თანამშრომლობის საბოლოო შედეგი შრომითი მიგრაციის სფეროში ორმხრივი ხელშეკრულება უნდა იყოს, რაც პოლონეთში დასაქმებით დაინტერესებულ მოქალაქეებს, კვალიფიკაციის შესაბამისად დასაქმებას შეუწყობს ხელს. ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ექნება იზრუნოს პროფესიული განათლების განვითარებაზე, დიპლომების აღიარებაზე და ა.შ.  პროფესიული განათლების  განვითარების სფეროში დროებითი შრომითი მიგრაციის როლი პილოტურმა პროგრამამ ცხადად გვიჩვენა. იქაური დამსაქმებლები დაინტერესებულნი არიან აქ განვითარდეს პროფესიული უნარები რომლებიც ევროპაში მოთხოვნადია, როგორიცაა, მაგალითად, სამშენებლო საქმე (შედუღება), სოფლის მეურნეობა და სხვა.

პილოტური პროექტი შემოიფარგლება მხოლოდ პოლონეთით, რადგან სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით ამ კუთხით პოლონეთთან თანამშრომლობა ყველაზე მარტივია. მაგალითად, პოლონეთში საქართველოს სამუშაო ძალისათვის დროებითი შრომითი  მიგრაციის  გამარტივებული რეჟიმი მოქმედებს. ეს გულისხმობს  6 თვის მანძილზე სამუშაო ვიზის საფუძველზე მუშაობისა და ცხოვრების უფლებას. თუ 6 თვის განმავლობაში გამოიკვეთა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი, იწყება დოკუმენტების მომზადება შრომისა და ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად.

 

პოლონეთის გარდა  სხვა ქვეყნებში თუ გიცდიათ მსგავსი პროგრამის განხორციელება?

პოლონეთთან ერთად ესტონეთთანაც გვქონდა მცდელობა, თუმცა ესტონეთის შრომის ბაზარი უფრო პატარაა და უცხოურ სამუშაო ძალაზე ყოველწლიური ქვოტაა დაწესებული (ესტონეთის მოსახლეობის 1%, სულ 1300 კაცი წლის განმავლობაში). დამსაქმებელი უკმაყოფილოა, რადგან სჭირდება დამატებითი მუშახელი და ხელისუფლებაც ფიქრობს კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანოს. ამასთანავე, ვმუშაობთ ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან, მათი ინტერესის დასადასტურებლად.

პილოტური პროექტის ფარგლებში, გამოვცადეთ დროებითი შრომითი მიგრაციის განხორციელების მოდელი, მიგრანტთა წარმოშობის ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს  პერსპექტივიდან, რომლის გამოყენებაც საქართველოს არა მარტო პოლონეთთან, არამედ დანიშნულების სხვა ქვეყნებთანაც შეუძლია გამოიყენოს. ახალი პროექტის ფარგლებში კი ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გადაიხედება, რომ საქართველოს ჰქონდეს დროებითი შრომითი მიგრაციის კანონიერი გზები და დასაქმების სქემები მთელ რიგ ქვეყნებთან. მათ შორის ევროკავშირის ახალ ქვეყნებთანაც (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები).

 

რა ძირითადი ბარიერი შეიძლება შეხვდეს ქართველ მუშას, რომ შეძლოს ევროკავშირში (საწყის ეტაპზე პოლონეთში) დასაქმება?

ძირითად პრობლემებად იკვეთება კვალიფიკაციის დონე და ენა.

ყველაზე დიდი ბარიერი ამ პროცესში ენის არცოდნაა ხოლმე. შესაბამისად იგეგმება მოკლევადიანი ენის კურსების (მაგალითად, ხელობასთან დაკავშირებული ენის სწრაფი კურსი) ჩატარებაც, შერჩეული ქვეყნებიდან გამომდინარე. ამ კუთხით მარტივი იყო პოლონეთთან თანამშრომლობა, რადგან ერთის მხირვ მეგობრული და ღია ქვეყანაა საქართველოს მიმართ, მეორეს მხრივ რუსული ენის მცოდნეთათვისაც მარტივია აქ დასაქმება.

ჩვენ კვალიფიციური სამუშაო ძალის სერიოზულ ნაკლებობას განვიცდით. ეს პოლონეთში დასაქმებამაც კარგად გვიჩვენა, სადაც საქართველოსთან შედარებით  დამსაქმებლებს საკმაოდ მაღალი მოთხოვნები აქვთ. უკან დაბრუნებული შრომითი მიგრანტებიც ამბობენ, რომ ყველაფერი კომპიუტერულად მოწმდება დღის ბოლოს და რომ ისინი მაღალი ხარისხით შესრულებულ სამუშაოს ითხოვენ. ამიტომ მნიშვნელოვანია ორმხრივი თანამშრომლობა, რათა ადგილობრივმა სამუშაო ძალამ თავისი უნარები მაღალი დონის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად განავითაროს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ წასული მიგრანტები უკან უნდა დავიბრუნოთ გაუმჯობესებული უნარებით. შესაბამისად, ამ მიზნის განსახორციელებლად ეფექტურ გზებზე უნდა ვიფიქროთ. დროებითი შრომითი მიგრაცია უნდა  განვიხილოთ როგორც კვალიფიციური კადრების არა დაკარგვის, არამედ შეძენის შესაძლებლობა. რატომ დარჩება ქართველი პოლონეთში, თუ მას  კარგად ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა ექნება საქართველოში. ევროპიდან დაბრუნებული სამუშაო ძალა ადგილობრივ შრომის ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანი იქნება და მარტივად დასაქმდება მაღალ ანაზღაურებად სამუშაოებზე. როგორც პრაქტიკამ გვიჩვენა, პილოტურ პერიოდში აქედან წასულ მიგრანტ მუშაკების დიდმა ნაწილმა, 6 თვის განმავლობაში,  უნარები ისე გაიუმჯობესა, რომ პოლონეთშიც შეძლო  ხელფასის გაზრდა. ეს დამსაქმებლის ინტერესშიც იყო, რომ კვალიფიცირებული სამუშაო ძალა არ დაეკარგა.

რა შესაძლებლობები აქვთ პოლონეთში კვალიფიკაცია ამაღლებულ და გამოცდილება მიღებულ მუშებს შემდეგი განვითარებისთვის?

პილოტურ ეტაპზე,  შემდუღებლების მცირე ჯგუფი წავიდა პოლონეთში. მათი ნაწილი დაბრუნდა, რომლებიც შესაძლოა ანაკლიის საინვესტიციო პროექტის მშენებლობაში დასაქმდნენ, ნაწილი დროებით ისევ უკან დაბრუნდება. ჯგუფის ნაწილი კი გრძელვადიან ვიზას იღებს და 1 წლით კვლავ პოლონეთში დასაქმედებიან. ამის შემდეგ კი მათ საშუალება ექნებათ კვლავ დაბრუნდნენ საქართველოში და საკუთარი საქმე გააგრძელონ: დაიწყონ საკუთარი ბიზნესი ან თუნდაც ინსტრუქტორებად მოგვევლინონ პროფესიულ კოლეჯებში.  განათლების სამინისტროდან ამ თვალსაზრისით მზაობაა. საუბარია შემდუღებლების სკოლის შექმნაზე, რომელიც რომელიმე პროფესიული კოლეჯის ბაზას შეიძლება დაეფუძნოს.

მაგალითად, პროფესიულ კოლეჯ "სპექტრთან" ჩვენ ვთანამშრომლობთ, აქ გადაამოწმეს პოლონეთში წასული ჯგუფის პროფესიული უნარები. "სპექტრს" აქვს შესაბამისი აპარატურით აღჭურვილი შედუღების სახელოსნო, რომელიც აუცილებელი იყო გამოცდისთვის. ამ კოლეჯის საშუალებით გადამოწმდა შემდუღებლების რეალური პრაქტიკული უნარები.  ეს აუცილებელი პროცესია და ის თავად დასაქმების მაძიებლისთვისაც სასარგებლოა. მუშა თავად კი ამბობს რომ გამოცდილება აქვს, მაგრამ  საჭიროა მისი უნარების გადამოწმება. დამერწმუნეთ, ეს მიგრანტი მუშაკის ინტერესებშია, რომ ტყუილად არ დაკარგოს მგზავრობისა და ვიზის ხარჯები და საჭირო უნარების არ ქონის გამო უკან არ მოუწიოს დაბრუნება. განათლების სამინისტრო ერთ-ერთი მთავარი მოქმედი სტრუქტურაა დროებითი შრომითი მიგრაციის პროცესში, რადგან აქ საუბარია უნარების განვითარებაზე, გადამზადებაზე, ტესტირებაზე, პროფესიული სტანდარტებისა და პროგრამების  გაუმჯობესებაზე და ა.შ.

ქართული დიასპორის არსებული შესაძლებლობების გაძლიერებაზე ევროკავშირის დაფინანსებით IOM გეგმავს ახალ პროგრამას, რომლის შესახებაც დამატებით ინფორმაციას eugeoriga.info შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ.



ავტორი: მარიამ ლუკაშვილი

წაკითხულია
6569
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:

როგორ უნდა იქცეს ემიგრანტების ფული ინვესტიციებად?

როგორ უნდა იქცეს ემიგრანტების ფული ინვესტიციებად?

ქართული დიასპორის ფინანსური და ადამიანური რესურსი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას რომ მოხმარდეს და ამ მიმართულებით როგორც ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ისე მოსახლეობამ მეტი ინფორმაცია მიიღოს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ევროკავშირის მიერ დაფინან

09 მარტი 2018 | 14:22 ეკონომიკა ვრცლად

ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner