banner
17 მარტი 2020 | 10:09 ეკონომიკა

საქართველოში ბიზნეს კლასტერების განვითარება ძალას იკრებს

საქართველოში ბიზნეს კლასტერების განვითარება ძალას იკრებს

ბიზნეს კლასტერებს საქართველოში დიდი ხნის ისტორია არ აქვთ. პირველი კლასტერი სულ რაღაც 2,5 წლის წინ ჩამოყალიბდა. ეს ქართული ავეჯის კლასტერია იყო, რომელიც ავჭალაში, ავეჯის მწარმოებელთა უკვე არსებული გეოგრაფიული აგლომერაციის, „ხელოსანთა ქალაქის“ ბაზაზე შეიქმნა და დღეს 40-მდე მცირე და საშუალო საწარმოს აერთიანებს. ასევე 2017 წლის ზაფხულში შეიქმნა საქართველოს კინოკლასტერი, რომელიც დღეისთვის კინოწარმოების სფეროს 40-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს. მოგვიანებით კი - საქართველოს აისიტი კლასტერიც დაფუძნდა. ეს უკანასკნელი საინფორმაციო-საკომუნიკაციო დარგში მოღვაწე 11 კომპანიას აერთიანებს, რომელთა ნაწილიც ერთიან სივრცეში, „მიონის” შენობაში არიან განთავსებული.

კერძო კომპანიების ბიზნეს კლასტერში გაერთიანების ძირითადი მიზანი მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდა და საექსპორტო შესაძლებლობების განვითარებაა. საქართველოში კლასტერების ჩამოყალიბება ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით და GIZ-ის ტექნიკური დახმარებით მოხდა.

საქართველოში არსებული კლასტერების საქმიანობის შესახებ გვესაუბა GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) კომუნიკაციის ექსპერტი თეა კენჭაძე:

- ბიზნეს კლასტერის საპილოტე პროექტი GIZ-მა კერძო სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში ჯერ კიდევ 2014-2017 წლებში  განახორციელა და შედეგად ქვევრის ღვინის კლასტერი შეიქმნა. 2016-2019 წლებში, უკვე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობა და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში კი, GIZ-ს შესაძლებლობა მიეცა კიდევ ხუთი სექტორის მიმართულებით დაეწყო კლასტერული განვითარების ინიციატივების განხორციელება - ავეჯის წარმოება/ინტერიერის დიზაინი, კინოწარმოება, ტანსაცმლის წარმოება, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და თაფლის წარმოება/მეფუტკრეობა. ამ სექტორებეს შერჩევა მოხდა როგორც კლასტერული განვითარების პერსპექტივის, ისე მაღალი საექსპორტო პოტენციალის არსებობის გათვალისწინებით.

კლასტერული განვითარების ინიციატივას ავეჯის წარმოების, კინოწარმოებისა და აისიტის სფეროებში მოღვაწე კომპანიები დიდი ინტერესით შეხვდნენ. მათთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად და GIZ-ის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საქართველოში უკვე შექმნილია და ოფიციალურად დარეგისტრირებულია სამი კლასტერი - ქართული ავეჯის კლასტერი, საქართველოს კინოკლასტერი და საქართველოს აისიტი კლატერი. ტანსაცმლის წარმოებისა და თაფლის წარმოების/მეფუტკრეობის მიმართულებით კლასტერების შექმნა ახლო მომავალში იგეგმება.

ბიზნეს კლასტერის შექმნის წინაპირობას პოტენციურ წევრ-კომპანიებს შორის ნდობა, სექტორის განვითარების მიმართ ერთიანი ხედვის არსებობა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, კლასტერის წევრები უკვე იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა, თანამშრომლობის გამოცდილება არ გააჩნდათ. ჩვენ მათ ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის  ჩამოყალიბებაში და ასევე, საერთაშორისო კონტაქტების დამყარებაში დავეხმარეთ. შედგა მათი გაცნობითი ვიზიტები საზღვარგარეთ - მაგალითად, აისიტი კლასტერის წევრები ეწვივნენ ლატვიასა და ესტონეთში მოქმედ კლასტერებს მათი გამოცდილების გაზიარების მიზნით.

კლასტერის წევრი კომპანიები კონკურენციას ინარჩუნებენ, მაგრამ იმავდროულად, მათ ინოვაციური მიდგომების დანერგვის შესაძლებლობა უჩნდებათ, რაც ცალკე კომპანიას შეიძლება არ ჰქონდეს. მაგალითად, ავეჯის კლასტერში შემავალმა ორმა კომპანიამ რესურსების გაერთიანებით შეძლეს სახელმწიფო ტენდერში წარმატებით მონაწილეობა და ერთობლივი პროექტის განხორციელება. ცალ-ცაკლე ისინი ამ ტიპის დაკვეთის შესრულებას ვერ გასწვდებოდნენ. 

ავეჯის კლასტერის ფარგლებში პირველად მოხდა ქართველი დიზაინერების დაკავშირება ავეჯის მწარმოებლებთან. ამ ტიპის კავშირები ადრე არ არსებობდა, რაზეც ორივე მხარე ჩიოდა. ავეჯის მწარმოებლები ამბობდნენ, რომ დიზაინერების მიერ შექმნილი პროექტები ხშირად  არ ითვალისწინებენ წარმოების სპეციფიკას და მათთან რთულად შესრულებადი დაკვეთები მიჰქონდათ. დიზაინერებს, თავის მხრივ, უჭირდათ სანდო მწარმოებლების მოძიება, რომლებიც მათ იდეებს ხორცს შეასხამდნენ. კლასტერის ფარგლებში, სწორედ მწარმოებლებსა და ინტერიერის დიზაინერებს შორის მჭიდრო პროფესიული კავშირების დამყარების შესაძლებლობა მოგვეცა, მათ შორის, საერთაშორისო ინდუსტრიულ გამოფენა-ბაზრობებზე მათი ერთობლივი მონაწილეობის ხელშეწყობის გზით, რამაც ისინი განსაკუთრებით დააახლოვა. დიზაინერები ესტუმრნენ კლასტერის წევრ კომპანიებს, ადგილზე გაეცნენ წარმოებას და ამ პროცესს უკვე კონკრეტული შედეგებიც მოჰყვა ერთობლივი პროექტების განხორციელების სახით.  

- საქართველოს კინოკლასტერი როგორ ჩამოყალიბდა, როგორ მიმდინარეობდა ამ კლასტერის შექმნის პროცესი?

-  აქაც კლასტერული განვითარების ინიციატივა სექტორში არსებული საჭიროებების კვლევის საფუძველზე და პროექტის წამყვანი სამთავრობო პარტნიორების - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სააგენტოს „სწარმოე საქართველოში“ პრიორიტეტების გათვალისწინებით დაიწყო.  საწყის ეტაპზე, კლასტერული განვითარებისთვის პოსტ-პროდუქციის სფეროს განვიხილავდით, თუმცა შემდგომ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალა კინოწარმოების სექტორი სრულად მოგვეცვა. 

კინოინდუსტრიის განვითარებას უაღრესად დიდი ეკონომიკური სარგებელი შეუძლია მოუტანოს ქვეყანას და კინოკლასტერის ერთ-ერთ მიზანს სწორედ ინდუსტრიის განვითარება და საერთაშორისო არენაზე საქართველოს, როგორც კინოწარმოების მიმზიდველი ლოკაციის პოპულარიზაცია წარმოადგენს. კინოკლასტერის წევრებს შორის არიან როგორც კომპანიები, ისე ცალკეული კინოპროფესიონალები, რომლებიც ქართული კინოინდუსტრიის განვითარების ერთიანი ხედვის გარშემო გაერთიანდნენ.

კინოკლასტერისთვის მნიშვნელოვანია სექტორში დასაქმებულთა პროფესიული უნარების განვითარება. თუმცა, პროფესიული კადრების მომზადება არამარტო კინოკლასტერის, არამედ ყველა კლასტერისთვის აქტუალურ საკითხს წარმოადგენს და ამ სექტორებში შესაბამისი კადრების ნაკლებობის პრობლემაზე მიუთითებს. ასევე მნიშვნელოვანია მიმართულებაა სახელმწიფოსთან დიალოგი სექტორისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.  საერთო ინტერესების ლობირება კინოკლაკლასტერის წევრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ისინი კლასტერს განიხილავენ, როგორც პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც შესაბამის უწყებებს სექტორის განვითარებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე ერთიან პოზიციას გააცნობენ და ამ გზით შესაბამისი პოლიტიკისა თუ კანონმდებლობის შემუშავებაში წვლილს შეიტანენ. 

მნიშვნელოვანი საკითხია საერთაშორისო ფესტივალებსა და კინობაზრობებში მონაწილეობაც. აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ საერთაშორისო კინოფესტივალებსა და ბაზრობებზე სტუმრობის შესაძლებლობა. ჩვენი პროექტის მხარდაჭერით კლასტერის წევრებს არაერთი ასეთი შესაძლებლობა მიეცა, რამაც კონკრეტული შედეგებიც მოიტანა -  კლასტერის რამდენიმე წევრმა უცხოურ კომპანიებთან ერთობლივ წარმოებაზე კონტრაქტებიც გააფორმეს. ერთ-ერთია კომპანიაა „Magnet Films“ რომელმაც ევროპელ პარტნიორებთან კოპროდუქციის შესახებ შეთანხმებას კანის კინობაზრობაზე ვიზიტისას მიაღწია. ფილმი „უარყიფითი რიცხვები” ეკრანებზე ახლახანს გამოვიდა.

- როგორც ვიცით, გეოგრაფიულად ახლო მდებარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კლასტერის შესაქმნელად...

- დიახ. ზოგადად კლასტერების ერთ-ერთ ნიშანს მისი წევრი კომპანიებისა თუ ორგანიზაციების გეოგრაფიული სიახლოვე წარმოადგენს.  ავჭალაში უკვე არსებობდა „ხელოსანთა ქალაქი”, სადაც 100-ზე მეტი მეწარმე თუ საწარმო საქმიანობდა. ამ საწარმოთა ნაწილი კლასტერში გაწევრიანდა. თუმცა, დღეისათვის კლასტერი უკვე გასცდა „ხელოსანთან ქალაქის“ ფარგლებს და მას ახალი წევრებიც შეუერთდნენ, მაგალითად, ქუთაისში მდებარე კომპანია „მადერა ჯორჯია”.

- შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელია დღეისათვის ყველაზე წარმატებული კლასტერი?

- წარმატების ინდიკატორი სამი კლასტერის შემთხვევაში სხვადასხვაა. კინოწარმოებაში წარმატების გაზომვა უფრო რთულია, რადგან ამ სფეროში შედეგს სწრაფად ვერ ვნახავთ. კონტრაქტმა შეიძლება შემოსავალი მხოლოდ 5-6 წლის შემდეგ მოიტანოს. ავეჯის სფეროში კი კონკრეტული შედეგები უკვე გამოჩნდა - ერთობლივი პროექტებისა თუ დაკვეთების განხორციელების სახით. 

- ბიზნეს სუბიექტებს უკვე შექმნილი აქვთ ხვადასხვა სახის გაერთიანებები. მაგალითად, ასოციაცია, კოოპერატივი. რა განხვავებაა მაგალითად, ასოციაციასა და კლასტერს შორის?

- მკაფიო განსხვავების პოვნა რთულია. კლასტერს ნაწილობრივ კოოპერატივის და ნაწილობრივ ასოციაციის ელემენტები გააჩნია. ასოციაცია ხშირად პოლიტიკის განმსაზღვრელიც არის, ლობისტია სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. ეს ფუნქცია აქვს კლასტერსაც, მაგრამ არ აქვს კოოპერატივს, რომელიც უფრო კომერციული გაერთიანებაა. კომერციული ხასიათი აქვს კლასტერსაც. კლასტერს ასევე ჰყავს ხელმძღვანელი ორგანო - ბორდი და მენეჯერი, თუმცა თავისი ხასიათით ნაკლებად ფორმალიზებულია და მოქნილია.

-კლასტერებისთვის რაიმე ტიპის შეღავათების მიღებას თუ განიხილავს მთავრობა?

-კლასტერის წევრებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ მთავრობასთან შეხვედრების დროს სექტორთან მიმართებაში შეღავათების საკითხი დააყენონ. კლასტერები არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად არიან დარეგისტრირებული. მათო საქმიანობის ერთ-ერთი მიზანი კონკრეტული სექტორის ინტერესების გამოხატვაა სახელმწიფოსთან ურთიერთობაში. მაგალითისთვის, კინოკლასტერი უცხოელი ინვესტორისთვის გაწეული მომსახურების დღგ-თი დაბეგვრის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რაც კლასტერის წევრებმა სხვადასხვა შეხვედრების დროს განიხილეს, შეაჯერეს პოზიციები, დაიწყო დიალოგი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთანაც. ავეჯის წარმოების სექტორში პროფესიული კადრების პრობლემაა და კლასტერი განიხილავს პროფესიული განათლების ხელშეწყობის კუთხით საჯარო სექტორთან  თანამშრომლობის შესაძლებლობებს.   

საქართველოში, როგორც წესი, ერთ სექტორში მოღვაწე კომპანიებს უჭირთ ერთ მაგიდასთან დასხდომა და საერთო საჭიროებების განხილვა. ისინი ერთმანეთს მხოლოდ კონკურენციის ჭრილში განიხილავენ. კლასტერის შექმნის პროცესმა დაგვანახა, რომ მათ შეუძლიათ სექტორის განვითარების ერთიან ხედვაზე შეთანხმდნენ. მაგალითად, კინოკლასტერის წევრები შეთანხმდნენ საერთო ქცევის კოდექსზეც, რასაც ისინი თავიანთი საქმიანობისას დაიცავენ.

 -რომელია სხვა პოტენციული სფეროები, რომელიც კლასტერად შეიძლება ჩამოყალიბდეს ?

- წინა პროექტის ფარგლებში დავიწყეთ მუშაობა ტანსაცმლის მწარმოებლებთან. მათ ვეხმარებოდით ბიზნესის სოციალური შესაბამისობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში (amfori BSCI). შედეგად,  კომპანია „MPT Georgia“-მ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აუდიტი და უმაღლესი შეფასებაც მიიღო, რაც დამატებითი საერთაშორისო კონტრაქტების მოზიდვაში დაეხმარება. უკვე ახალი პროექტის „კალსტერები განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ასევე ევროკავშირი და გერმანიის მთავრობა აფინანსებენ, GIZ-ი გააგრძელებს მუშაობას ამ სექტროში კლასტერის შექმნაზე.

ახალი პროექტის ფარგლებში იგეგმება კლასტერების შექმნა ტურიზმისა და სამშენებლო მასალების წარმოების სექტორებშიც. ამ უკანასკნელთან მიმართებაში, აქცენტი გაკეთდება ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე. ამის რესურსი არის და უნდა მოხდეს ამ კომპანიების ხელშეწყობა. ამ ეტაპზე კლასტერში გაწევრიანების მსურველი კომპანიების მოძიება მიმდინარეობს. ტურიზმის მიმართულებით პროექტი იმუშავებს იმერეთსა და კახეთში და სამი თემატური კლასტერის შექმნას ისახავს მიზნად: ადგილობრივი ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის კლასტერი, ავთენტური სასტუმროების კლასტერი და კულტურული მემკვიდრეობის კლასტერი, სადაც გაერთიანდებიან შესაბამისი პროდუქტებისა და სერვისების მიმწოდებელი მეწარმეები და ორგანიზაციები. კონკრეტული აქტივობები ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტების გაცნობას, მარკეტინგისა და ონლაინ პრეზენტაციის მიმართულებებით შესაძლებლობების განვითარებას და სხვ.


სტატიის ავტორი: ნონა ქვლივიძე

სტატია მომზადებულია ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თანამშრომლობის განვითარების და დემოკრატიის ხელშეწყობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით. 



წაკითხულია
5783
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner