banner
16 ივლისი 2020 | 13:10 კვლევა/რეკომენდაცია

თევზჭერა და აკვაკულტურა საქართველოში (სექტორის კვლევა)

თევზჭერა და აკვაკულტურა საქართველოში (სექტორის კვლევა)

შესავალი

აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრის მიერ, ევროკავშირის და ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. დოკუმენტი მიმოიხილავს თევზის წარმოებასთან დაკავშირებულ ძირითად სტატისტიკურ მაჩვენებლებს, სექტორის პრობლემატიკას, არსებული პრობლემების გამომწვევ მიზეზებს და მწარმოებლების წინაშე არსებული გამოწვევების გადასაჭრელად შემუშავებულ რეკომენდაციებს. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია ეყრდნობა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, დარგში არსებული მცირე და მსხვილი მეურნეობების წარმომადგენლებთან ჩატარებულ ინტერვიუებს და უკვე არსებულ კვლევებსა და ანგარიშებს. 

ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლების მიმოხილვა

სტატისტიკური ინფორმაცია აკვაკულტურის შესახებ საკმაოდ მწირია და მხოლოდ 2017 და 2018 წლებისთვის არის ხელმისაწვდომი. ეს რა თქმა უნდა არ იძლევა სექტორის დინამიკაზე დაკვირვების საშუალებას, თუმცა მაინც გვიქმნის ზოგად წარმოდგენას ადგილობრივი წარმოების მასშტაბების შესახებ. 2018 წლის მონაცემებით ქვეყანაში წარმოებული  თევზის რაოდენობამ 2.4 მლნ. ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება. წარმოების უდიდეს ნაწილს ადგილი ჰქონდა კახეთსა და შიდა ქართლის რეგიონებში. ჯამურად, წარმოებული თევზის 58% სწორედ ამ რეგიონებზე მოდის. ეს ძირითადად განპირობებული ამ რეგიონების სიახლოვით თბილისთან, რომელიც ქვეყანაში მთავარ სარეალიზაციო ბაზარს წარმოადგენს.  

წყალსატევებში არსებულ თევზებს შორის ყველაზე გავრცელებული სახეობაა ცისარტყელა კალმახი, რომელიც ორაგულისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. თევზის ამ სახეობას მთლიან წარმოებაში 61% უკავია. ცისარტყელა კალმახის ჯამური წარმოების 44%-ს შიდა ქართლზე მოდის. საქართველოში წარმოებული თევზის სხვადასხვა სახეობების დივერსიფიკაციის დაბალ მაჩვენებელს და ცისარტყელა კალმახის დომინირების მაღალ მაჩვენებელს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ კალმახი ცივი წყლის თევზია, მთის მდინარეების სიმრავლე კი ხელსაყრელ გარემოს ქმნის ამ სახეობის საწარმოებლად. აქედან გამომდინარე, ფერმერებისათვის უფრო მარტივია ბუნებრივ პირობებთან ადაპტირება, ვიდრე თევზისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. გარდა ამისა, ბაზარზე საკმაოდ მაღალია მოთხოვნა ცისარტყელა კალმახზე. ამაზე ერთის მხრივ მეტყველებს ის, რომ მწარმოებლებს თევზის რეალიზაციის პრობლემა ნაკლებად ექმნებათ, მეორეს მხრივ კი ის, რომ იმპორტირებულ თევზში საკმაოდ მაღალია ცისარტყელა კალმახის წილი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ისიც, რომ კალმახის გამრავლება სხვა სახეობის თევზებთან შედარებით უფრო მარტივია.  

ცისარტყელა კალმახის შემდეგ საქართველოში ყველაზე გავრცელებული თევზია კობრი. აკვაკულტურის მთლიან წარმოებაში კობრს დაახლოებით 18% უკავია. ამ სახეობის თევზი ყველაზე ხშირად კახეთში არსებულ წყალსატევებში გვხვდება.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ფერმერულ მეურნეობებში წარმოებული თევზისგან განსხვავებით, შავ ზღვის ადგილობრივ სანაპიროზე დაჭერილი თევზის (ქაფშიას) რაოდენობა განისაზღვრება წინასწარ დაწესებული კვოტებით. ეს კვოტები ყოველწლიურად მერყეობს 60-დან 90 ათას ტონამდე და დგინდება სახელმწიფოს მიერ, სამეცნიერო-კვლევითი თევზჭერის საფუძველზე.

წარმოებასთან ერთად, მნიშვნელოვანი შევაფასოთ თევზზე არსებული მოთხოვნაც. თევზის მოხმარება საქართველოში საკმაოდ დაბალია. გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2017 წლის მონაცემების მიხედვით, თევზის საშუალო მოხმარება საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში დაახლოებით 7.83 კგ-ს შეადგენს. მსოფლიოში საშუალო მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და 20.5 კგ-ს უტოლდება, ევროპაში - 21.3 კგ-ს, აზიურ ქვეყნებში კი აღემატება 30-40 კგ-ს. მაგალითისათვის ჩინეთში, რომელიც თევზისა და აკვაკულტურის პირველი მწარმოებელია მსოფლიოში (მსოფლიო ბანკი მონაცემების მიხედვით 2019 წლისთვის წარმოებამ დაახლოებით 69 მლნ. ტონა შეადგინა, რაც მსოფლიოში ჯამური წარმოების დაახლოებით 62%-ს უდრის) - თევზის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 42 კგ-ს შეადგენს. საქართველოში თევზის მოხმარების დაბალი მაჩვენებელი ერთის მხრივ შეიძლება იმით აიხსნას, რომ ქვეყანაში თევზის მოხმარების კულტურა არის დაბალი, მეორეს მხრივ კი ქვეყანაში არსებული სოციალურ-რეკონომიკური მდგომარეობით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა თევზზე. 

ადგილობრივი მოხმარების უდიდეს ნაწილის დაკმაყოფილება იმპორტირებული თევზით ხდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით ადგილობრივი წარმოება მთლიანი მოხმარების მხოლოდ 10-15%-ის დაკმაყოფილებას ახერხებს. 2014-2020 წლებში საქართველოში ჯამურად 113 ათასი ტონა თევზის იმპორტი განხორციელდა. მათ შორის 90% მოდის გაყინულ თევზზე, ხოლო დანარჩენი 10% ცოცხალ თევზზე, ახალ ან გაციებულ თევზსა და თევზის ფილესა და თევზის სხვა ხორცზე. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ცოცხალი თევზის იმპორტის 58% განხორციელდა სომხეთიდან, 27% თურქეთიდან, ხოლო დანარჩენი 15% მსოფლიოს 16 სხვადასხვა ქვეყნიდან. გაყინული თევზის შემთხვევაში იმპორტიორი ქვეყნები უფრო დივერსიფიცირებულია, იმპორტირებული თევზის რაოდენობით კი ლიდერობენ ნორვეგია და ისლანდია 18-18%-ით, ესპანეთი 16%-ით, ხოლო დარჩენილი 48%-ის იმპორტი განხორციელდა მსოფლიოს 51 სხვადასხვა ქვეყნიდან. ახალი ან გაციებული თევზის იმპორტი ძირითადად 2 ქვეყნიდან ხორციელდება. ეს არის ნორვეგია და თურქეთი. აღნიშნულ პერიოდში იმპორტის 51% განხორციელდა ნორვეგიიდან, ხოლო 43% - თურქეთიდან. ამ ქვეყნებიდან ახალი ან გაციებული თევზის იმპორტი რეგულარულად ხდება, დანარჩენი 6%-ის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნებიდან კი არათანმიმდევრულია და ხშირ შემთხვევაში ერთჯერადი ხასიათისაა. აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან იმპორტირებულ ახალ ან გაციებულ თევზს აქვს ზრდადი დინამიკა, მაშინ როცა ნორვეგიიდან იმპორტირებული ახალი ან გაციებული თევზი ყოველწლიურად იკლებს. ეს შესაძლოა აიხსნას იმით, რომ ნორვეგიიდან შემოსული თევზის საშუალო ღირებულება ბევრად აღემატება თურქეთიდან შემოტანილი თევზის ღირებულებას. პირველ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 2019 წლისთვის საშუალოდ 10 აშშ დოლარს უტოლდება, ხოლო მეორე შემთხვევაში - 4 აშშ დოლარს.   

იმპორტი თვეების მიხედვით მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანია, შედარებით ზაფხული პერიოდში იკლებს, რაც შეიძლება იმით აიხსნა, რომ ამ დროს ადგილობრივად წარმოებული თევზის მიწოდება იზრდება. 

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

იმპორტთან შედარებით უმნიშვნელოა ექსპორტის მაჩვენებელი. 2014-2020 წლებში საქართველოდან განხორციელდა 37 ათასი ტონა თევზის ექსპორტი. ყველაზე დიდი რაოდენობით თურქეთის მიმართულებით. ამ პერიოდის განმავლობაში ექსპორტირებული თევზის 80% წარმოადგენს ახალ, ან გაცივებულ თევზს. ექსპორტის მაჩვენებელი საკმაოდ არასტაბილურია წლების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ცოცხალი ან გაცივებული თევზის ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია არა ფერმერულ მეურნეობებში წარმოებული თევზის, არამედ შავ ზღვაში დაჭერილი ქაფშიასა და სხვა სახეობების ექსპორტით.

აკვაკულტურის სექტორი ძირითადად წარმოდგენილია შინამეურნეობებითა და წვრილი მეწარმეებით, რომელთა წლიური წარმადობა არ აღემატება 8-10 ტონას. ამ მასშტაბის წარმოება ძირითადად სეზონურ ხასიათს ატარებს და ორიენტირებულია გაზაფხული-ზაფხულის პერიოდზე, როდესაც ქვეყანაში ტურისტული ნაკადები იზრდება. შინამეურნეობების შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ხელმისაწვდომია ინფორმაცია ოფიციალურად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმეების და იურიდიული პირების შესახებ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბიზნეს რეგისტრის მიხედვით მცირდება იმ რეგისტრირებული ეკონომიკური სუბიექტების რაოდენობა, რომელთა ეკონომიკურ საქმიანობას მტკნარი წყლის აკვაკულტურა წარმოადგენს. 2019 წლის მარტის თვის მონაცემებით, აქტიური ეკონომიკური სუბიექტების რაოდენობა შეადგენს 60-ს, მაშინ როცა 2014 წლისთვის ეს მაჩვენებელი 71 იყო. აღსანიშნავია, რომ ახალდაბადებულ საწარმოთა გადარჩენის მაჩვენებელი თევზჭერისა და აკვაკულტურის მიმართულებით ძალიან დაბალია. 2014 წელს რეგისტრირებული ეკონომიკური სუბიექტებიდან, საქმიანობის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ მხოლოდ 16.7%-მა განაგრძო ეკონომიკური საქმიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2014 წელს დარეგისტრირებული ყოველი 6 საწარმოდან, მხოლოდ ერთმა მოახერხა საქმიანობის შენარჩუნება.


წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბიზნეს რეგისტრი, 2019

ამავე პერიოდისთვის, საზღვაო თევზჭერის მიმართულებით რეგისტრირებულია 70 სუბიექტი, რომელთაგანაც მხოლოდ 25 არის ეკონომიკური აქტიური. ამ 25 აქტიურ ეკონომიკურ სუბიექტიებს შორისაა 5 ლიცენზინტი, რომლებსაც შავ ზღვაში ქაფშიას დაჭერის უფლება აქვთ.

დარგში არსებული გამოწვევები

აკვაკულტურა

მსოფლიოში არსებული ტრენდები გვიჩვენებს, რომ ზღვასა და მდინარეებში დაჭერილი თევზის წილი თევზის მთლიან წარმოებაში მცირდება, ხოლო ტბორებსა და აუზებში გაშენებული თევზის წილი იზრდება. აკვაკულტურა სულ უფრო და უფრო მყარად იკიდებს ფეხს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოშიც ხშირად საუბრობენ მისი განვითარების მაღალ პოტენციალზე. საქართველო წყლის რესურსით მდიდარი ქვეყანაა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ დარგის განსავითარებლად, არსებული რესურსების ოპტიმალური ათვისებით კი შესაძლებელი იქნება თევზის ფერმერული მეურნეობის მასშტაბების გაზრდა.

საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის (თევზის ინდუსტრიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში) მიხედვით, მტკნარი წლის აკვაკულტურის წარმოების პოტენციური სიმძლავრე წარმოადგენს 5.4 ათას ტონას წელიწადში, სატბორე მეურნეობებში წარმოებული თევზის - 47 ათას ტონას, ხელოვნურ წყალსატევებში წარმოებული თევზის - 8.9 ათას ტონას, ხოლო ტბებში წარმოებული თევზის - 9.9 ათას ტონას. 2017-2018 წლებში დაფიქსირებული წარმოების მასშტაბები გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებული პოტენციალის მხოლოდ 6%-ის ათვისება ხდება. საქართველოში თევზის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი წელიწადში დაახლოებით 20 ათასი ტონიდან 30 ათას ტონამდე მერყეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებითი ფერმერული მეურნეობების განვითარების და არსებული სიმძლავრეების სრულად ათვისების შემთხვევაში, საქართველოში წარმოებული თევზით შესაძლებელი იქნება ადგილობრივი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება და ასევე სხვა ბაზრების ათვისებაც.

ბუნებრივი რესურსების სახით არსებული ხელშემწყობი გარემოებების მიუხედავად, მწარმოებლები დგანან ძალიან ბევრი დაბრკოლების წინაშე, რის გამოც დარგი ძალიან ნელი ტემპით ვითარდება. კერძო სექტორის წარმომადგენლები საკუთარი ძალებით ცდილობენ უპასუხონ არსებულ გამოწვევებს და ხელი შეუწყონ დარგის განვითარებას. 2015 წელს შეიქმნა ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯი“, რომელიც დღეის მდგომარეობით 65 მწარმოებელს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასოციაციის არსებობა ფერმერებს/მეწარმეებს უმარტივებს წვდომას საჭირო ინფორმაციასთან და რესურსებთან, თუმცა არის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც სცდება კერძო სექტორის ძალისხმევას და საჭიროებს საჯარო სტრუქტურების აქტიურ ჩართულობას.  


ცოდნის დეფიციტი

მთავარი პრობლემა, რაც დღემდე აქტუალურია არა მხოლოდ აკვაკულტურისთვის, არამედ ეკონომიკის თითქმის ყველა დარგებისთვის, არის სათანადო ცოდნის დეფიციტი. ფერმერების/მეწარმეების უმეტესობა მეურნეობებს ჯერ კიდევ ტრადიციული მეთოდებით მართავს და აქვთ შეზღუდული წვდომა (ან საერთოდ არ აქვს წვდომა) თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ფერმერების დაბალი ცნობიერების შედეგია ის, რომ  ბევრი მათგანი ჯერ კიდევ არასწორ მეთოდებს იყენებს თევზის წარმოების პროცესში, არ აქვთ გრძელვადიანი ხედვა და მოკლევადიან შედეგებზე არიან ორიენტირებულები. მათი საქმიანობა ხშირ შემთხვევაში ექსპერიმენტის სახეს ატარებს და შედეგები გამართლებაზეა დამოკიდებული. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ძალიან ბევრი ფერმერული მეურნეობა საქმიანობის დაწყებიდან მოკლე პერიოდში წყვეტს ეკონომიკურ აქტივობას. მაგალითისათვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წლების წინ 100-ზე მეტი საკალმახე მეურნეობა ფიქსირდებოდა, დღეს კი ასოციაცია „ფორეჯის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით მხოლოდ  8 მათგანი არის აქტიური.

სპეციალისტების არ არსებობა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც ეს დარგი დგას. დღეს საქართველოში არ არსებობენ იხტიოპათოლოგები, ვისგანაც მწარმოებლები შეძლებენ კვალიფიციური კონსულტაციის მიღებას იმ დაავადებებთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა იყოს გავრცელებული მათ მეურნეობაში. თევზის დაავადებები არის გარდაუვალი მოვლენა, რომლის პრევენციაც ძალიან რთულია. გამდინარე წყალშიც კი შესაძლებელია, რომ თევზს გაუჩნდეს ესა თუ ის ბაქტერია თუ ვირუსი, ამიტომ შესაბამისი პროფესიონალების არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმოების ეფექტურად სამართავად. მსხვილ მწარმოებლებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ კონსულტაციები მიიღონ უცხოელი ექსპერტებისგან, თუმცა ეს იმდენად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რომ მცირე მწარმოებლებისთვის ეს ყოველივე მიუწვდომელია.

როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოში არსებულ წყალსატევებში ყველაზე მეტად გავრცელებული თევზი ცისარტყელა კალმახია. ეს სახეობა ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი თევზია სხვადასხვა დაავადებებისადმი, რის გამოც მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. როდესაც თევზს უჩნდება ესა თუ ის დაავადება, მოსალოდნელი ფინანსური ზარალის შიშით, ფერმერი ცდილობს, რომ როგორმე გადაარჩინოს მეურნეობაში არსებული თევზი. ქვეყანაში იხტიოპათოლოგების არ არსებობა შეუძლებელს ხდის იმას, ხომ კონკრეტულ დაავადებაზე მოხდეს ეჭვის მიტანა და თევზს დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა, ამიტომ ფერმერები ძალიან დიდი რაოდენობით იყენებენ ანტიბიოტიკებს, რამაც შესაძლოა დროებით უზრუნველყოს თევზის გადარჩენა, თუმცა ეს ქიმიკატები რჩება თევზის ხორცში, რომელსაც უკვე შემდგომ მომხმარებელი იღებს. სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს საკმაოდ კრიტიკული საკითხია.  


ლაბორატორიული კვლევები

იმისათვის, რომ ფერმერულ მეურნეობებში მოხდეს თევზებს შორის გავრცელებული დაავადებების ეფექტური მართვა, საჭიროა არა მხოლოდ იხტიოპათოლოგები, არამედ სრული სპექტრის ლაბორატორიები, სადაც ფერმერს/მეწარმეს შეეძლება თევზის კონკრეტულ ვირუსსა თუ ბაქტერიაზე შემოწმება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში ფუნქციონირებს არაერთი კერძო თუ სახელმწიფო ლაბორატორია, მათ არ აქვთ იმის რესურსი, რომ გააკეთონ ანალიზები ყველა ტიპის ვირუსსა და ბაქტერიაზე, რაც შეიძლება თევზს ჰქონდეს. ეს ფერმერს/მეწარმეს უბიძგებს იმისკენ, რომ თავად მიიღოს კონკრეტული ზომები დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ყველაფერი ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს, რაც ერთის მხრივ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მეორეს მხრივ კი შესაძლოა სრულიად არაეფექტური იყოს. 

დღეისათვის ფერმერულ მეურნეობებში წარმოებული თევზი არ არის დაშვებული ევროპის ბაზარზე. ამისათვის საჭიროა დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, რაც დაადასტურებს პროდუქტის უვნებლობას და უპასუხებს დირექტივებით გაწერილ მკაცრ მოთხოვნებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლიდან, სახელმწიფო მონიტორინგის ფარგლებში საქართველოში არსებული სათევზე მეურნეობებიდან მათ მიერ ხდება ორაგულისებრთა ჯგუფის თევზის (ცისარტყელა კალმახის) ნიმუშების აღება და  ლაბორატორიული კვლევის განხორციელება იმ მაჩვენებლებზე, რომლებიც მოცემულია ევროკავშირის მიერ მე-3 ქვეყნებისათვის გაწერილ გაიდლაიში. ამ გაიდლაინში ზუსტად არის მითითებული, რომელი ჯგუფის რა ვეტერინარული პრეპარატისა თუ ქიმიური დამაბინძურებლის განსაზღვრა უნდა მოხდეს სურსათში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლაბორატორიული კვლევის დაკვეთა ხდება სხვადასხვა ჯგუფის  38 მაჩვენებელზე, ესენია: სტილბენები, სტეროიდები, ანტიმიკრობული საშუალებები,  ნიტროფურანები, ნიტროიმიდაზოლები, ანტიჰელმინთები, ქლორორგანული ნაერთები, მძიმე მეტალები და საღებავები. ლაბორატორიული კვლევა ხორციელდება ლატვიაში, ქალაქ რიგაში, სურსათის უვნებლობის, ცხოველთა  ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის "BIOR"-ის ლაბორატორიაში, ვინაიდან საქართველოში არსებული ლაბორატორიები  ზოგ შემთხვევაში ვერ იკვლევენ ყველა  მოთხოვნილ მაჩვენებელს (მაგალითად საღებავებს) ან/და არ აქვთ აკრედიტებული კვლევის დამადასტურებელი მეთოდი, რაც სავალდებულოა.

თევზის საკვები

თევზისთვის საჭირო საკვების სიძვირე ყველა ფერმერისთვის/მეწარმისთვის მუდმივად ექცევა არსებული პრობლემების სიის სათავეში. ფერმერულ მეურნეობებში თევზის გასაზრდელად იყენებენ როგორც ბუნებრივ საკვებს ისე კომბინირებულ საკვებს, რომლის მთავარი შემადგენელი კომპონენტი არის ქაფშია. კომბინირებული საკვების წარმოება ადგილობრივ ბაზარზე არ ხდება და იმპორტის სახით შემოდის სხვა ქვეყნებიდან. თევზის ნორმალური ზრდისთვის საჭიროა ყველა იმ ნივთიერებათა ნაკრების მიღება, რასაც ბუნებრივი და კომბინირებული საკვები შეიცავს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ფერმერებს კომბინირებულ საკვებზე უარის თქმა უწევთ მისი სიძვირიდან გამომდინარე. მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე მყოფი თევზის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ქვეითდება და მწარმოებლები ვერ ახდენენ მეურნეობაში არსებული წარმადობის ბოლომდე ათვისებას.  საბოლოო ჯამში, საკვებზე გაწეული ხარჯების მინიმიზაციის მიუხედავად, არასრულფასოვანი წარმოების პირობებში, მაინც ვერ ახერხებენ ეკონომიკური სარგებლის მიღებას. საბოლოო ჯამში, მოკლევადიან პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები და დაზოგილი თანხები ზღუდავს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს.

ბოლო თვეების განმავლობაში ლარის კურსის გაუფასურებამ საკვების ღირებულება კიდევ უფრო გაზარდა. თევზის თვითღირებულების გაზრდის გამო მწარმოებლებს უმცირდებათ მარჟა, სარეალიზაციო ფასის გაზრდისგან კი თავს იკავებენ, რათა არ დაკარგონ მომხმარებელი. ეს ყველაფერი თავისთავად უარყოფითად აისახება მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე. იმპორტირებული თევზის სახით ადგილობრივი წარმოების თევზს ჰყავს ძალიან ძლიერი კონკურენტი. ერთი კილოგრამი იმპორტირებული გაყინული თევზის საშუალო ფასი 2019-2020 წლებისთვის დაახლოებით 2.6 აშშ დოლარია, მაშინ როცა 1 კგ ადგილობრივი წარმოების კალმახი საცალო ბაზარზე დაახლოებით 12 ლარად, კობრი და მური  6 ლარად, ორაგული -14 ლარად, ხოლო ზუთხი 25 ლარად იყიდება. ადგილობრივი წარმოების თევზი მწარმოებლების განცხადებით მაინც მოთხოვნადი პროდუქტია, რასაც მისი გემოვნური მახასიათებლები განაპირობებს. ამ უპირატესობის მიუხედავად, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფონის გათვალისწინებით ფასების გაზრდა მწარმოებლებისთვის მაინც სარისკოა, ამიტომ იძულებული არიან დაბალ მარჟაზე იმუშაონ.

გამრავლების პრობლემები

დარგში არსებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ჯანსაღი გენეტიკის ლიფსიტა. საქართველოში ამ დროისთვის ფუნქციონირებს რამდენიმე მსხვილი მეურნეობა, რომელსაც თავად გამოჰყავს ქვირითი (მეტწილად საუბარია საკალმახე მეურნეობებზე) საკუთარი მოხმარებისთვის და ასევე აწვდის ბაზრის სხვა მოთამაშეებსაც. იმის გათვალისწინებით, რომ წყალსატევებში გავრცელებული დაავადებების პრევენციისა და მკურნალობისთვის არ არსებობს სათანადო პირობები, ამ ქვირითისგან გამოზრდილ ლიფსიტას და შემდეგ უკვე თევზს აქვს დაბალი რეზისტენტულობა სხვადასხვა ვირუსებისა და ბაქტერიებისადმი, შესაბამისად, თევზის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ თევზი წელიწადში ერთხელ ქვირითობს, რის გამოც მეურნეობების უმეტესობაში საწარმოო ციკლი არის ერაერთგვაროვანი, თევზის მიწოდებას კი - სეზონური. არასტაბილური მიწოდების გამო საკვები ობიექტები თუ სავაჭრო დაწესებულებები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობაზე და უპირატესობას ანიჭებენ იმპორტირებულ თევზს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად მიეწოდება ბაზარს.

იმ მსხვილ მეურნეობებთან ერთად, რომლებსაც თავად გამოჰყავთ ქვირითი არსებობენ ასევე დიდი მეურნეობები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ იმპორტირებულ ქვირითს და შემდეგ სწორედ ამ იმპორტირებული ქვირითისგან გამოჰყავთ ლიფსიტები. რა თქმა უნდა ეს უფრო დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ქვირითის იმპორტი მათ საშუალებას აძლევს წყალსატევებში მუდმივად ჰყავდეთ თევზი და უზრუნველყონ სტაბილური მიწოდება. სამწუხაროდ მცირე მასშტაბის ფერმერულ მეურნეობებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ   იყიდონ ქვირითი საზღვარგარეთ, შესაბამისად დამოკიდებულები არიან ადგილობრივ ბაზარზე გამოყვანილ ქვირითსა და ლიფსიტებზე.

კერძო სექტორი თავისი ძალისხმევით ცდილობს მოაგვაროს ჯანსაღ გენეტიკასთან დაკავშირებული პრობლემა. გასული წლის შემოდგომაზე დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ასოციაცია „ფორეჯმა“ გააკეთა საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ქვირითის იმპორტის და ამ ქვირითიდან ლიფსიტების გამოზრდას. შემდეგ უკვე ეს ლიფსიტები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული ფერმერისთვის/მწარმოებლისთვის. ქვირითის იმპორტი და ლიფსიტების გამოყვანა უწყვეტად მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში, რაც ფერმერებს/მწარმოებლებს აძლევს იმის საშუალებას, რომ უწყვეტად აწარმოონ თევზი თავიან ფერმერულ მეურნეობებში და სტაბილურად მიაწოდონ ბაზარს. ამ ეტაპზე საწარმოს აქვს 40 ტონა თევზის მარაგი, თუმცა შემდგომ პერიოდებში მოსალოდნელია საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა. წარმოების მასშტაბების გაზრდისა და დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ჯანსაღი გენეტიკის ქვირითის ადგილზე გამოყვანა, თუმცა ამისათვის პირველ რიგში უნდა გაიზარდოს ფერმერების ცნობიერება, უნდა გაჩნდნენ პროფესიონალი იხტიოლოგები და იხტიოპათოლოგები და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ლაბორატორიული რესურსები.  

აღსანიშნავია, რომ  ქვირითი საქართველოში შემოდის საჰაერო გზით, საჰაერო მიმოსვლის აკრძალვამ კი დროებით შეაფერხა იმ მეურნეობების საქმიანობა, რომლებიც იმპორტირებულ ქვირითზე არიან დამოკიდებულები.

გამოზრდილ ლიფსიტას და შემდეგ უკვე თევზს აქვს დაბალი რეზისტენტულობა სხვადასხვა ვირუსებისა და ბაქტერიებისადმი, შესაბამისად, თევზის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ თევზი წელიწადში ერთხელ ქვირითობს, რის გამოც მეურნეობების უმეტესობაში საწარმოო ციკლი არის ერაერთგვაროვანი, თევზის მიწოდებას კი - სეზონური. არასტაბილური მიწოდების გამო საკვები ობიექტები თუ სავაჭრო დაწესებულებები ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობაზე და უპირატესობას ანიჭებენ იმპორტირებულ თევზს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად მიეწოდება ბაზარს.

საზღვაო თევზჭერა

დღეის მდგომარეობით, შავი ზღვის ქართულ სანაპიროზე დაჭერილი თევზი აღიარებულია ევროკავშირის ბაზარზე, რაც ადგილობრივ მეწარმეებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ნედლი პროდუქტის და მისი გადამუშავების გზით მიღებული საკვები პროდუქტების (თევზის ფქვილი და თევზის ზეთი) ექსპორტი განახორციელონ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამის მიუხედავად, ნედლი და გადამუშავებული ქაფშიას მხოლოდ მცირე ნაწილი გადის ევროპის ბაზრებზე და მწარმოებლები ძირითადად ორიენტირებულები არიან თურქეთის ბაზარზე.

ლიცენზიანტები, რომლებიც შავი ზღვის ქართულ სანაპიროზე ქაფშიას მოპოვებით არიან დაკავებულები, დაჭერილი თევზის მცირე ნაწილს ყიდიან ცოცხლად, ხოლო უდიდესი ნაწილის გადამუშავებას თავადვე ახდენენ თევზის ფქვილისა და ზეთის სახით. როგორც ცოცხალი, ისე გადამუშავებული თევზის მთავარ სარეალიზაციო ბაზარს წარმოადგენს თურქეთი. ცოცხალი თევზის შემთხვევაში ეს გეოგრაფიული ადგილმდებარეობით არის განპირობებული. ვინაიდან თურქეთი საქართველოსთან ტერიტორიულად ყველაზე ახლოსაა, ცოცხალი თევზის ექსპორტი ამ ქვეყანაში ყველაზე უსაფრთხოა, ვინაიდან გზაში თევზის გაფუჭების ალბათობა მცირეა, ხოლო სატრანსპორტო მარშრუტის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, თევზის გაფუჭების ალბათობაც იზრდება. მართალია თევზის გაყინვა და შემდგომ მისი გაყინულ მდგომარეობაში ტრანსპორტირება ამ პრობლემას მოაგვარებდა, თუმცა ეს ელტერნატივა ადგილობრივი მეწარმეებისთვის მიმზიდველი სულაც არ არის. მათი განცხადებით, შავი ზღვის ქართულ სანაპიროზე დაჭერილი ქაფშია ზომით საკმაოდ პატარაა და ნაკლებად მიმზიდველი პოტენციური პარტნიორებისთვის ევროპაში. შესაბამისაც, იმის გათვალისწინებით, რომ ერთის მხრივ გაყინვა დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხოლო მეორეს მხრივ, მოთხოვნა არის დაბალი, ლიცენზიანტებს არ უღირთ გაყინული თევზით ვაჭრობა. ამის სანაცვლოდ, ზღვაში მოპოვებული ბუნებრივი რესურსის უდიდეს ნაწილს თავადვე ამუშავებენ და შემდეგ გააქვთ ექსპორტზე, ძირითადად კვლავ თურქეთის ბაზარზე.

ლაბორატორიული კვლევები

თევზის ფქვილი და თევზის ზეთი არ განეკუთვნება მალფუჭებადი პროდუქტების კატეგორიას და თავისთავად შეიძლება მისი ტრანსპორტირება შორ დისტანციაზე, თუმცა ბაზრების დივერსიფიკაციის ხარისხი მაინც ძალიან დაბალია და არსებულ ლიცენზიანტებს შორის მხოლოდ ერთი სუბიექტია, რომელმაც შეძლო თავისი პროდუქტის ევროკავშირის, კონკრეტულად კი საბერძნეთის ბაზარზე შეტანა. არავისთვის უცხო არ არის ის, რომ ევროკავშირს საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები და რეგულაციები აქვს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ ევროპის ბაზარზე ქაფშიასგან მიღებული თევზის ფქვილის და ზეთის შეტანისას, ბიზნეს ოპერატორი უნდა ფლობდეს შესაბამის დოკუმენტაციებს, რაც დაადასტურებს პროდუქტის უვნებლობას და შესაბამისობაში იქნება ყველა იმ მოთხოვნასთან რასაც კონკრეტული ქვეყანა აწესებს.  

დღეის მდგომარეობით, ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ არც ერთ ლაბორატორიას, მათ შორის არც სახელმწიფო ლაბორატორიას, არ აქვს იმის რესურსი, რომ თევზის ფქვილი და ზეთი შეამოწმონ ყველა იმ პარამეტრზე, რომელსაც ითხოვენ ევროპელი პარტნიორები. სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის წარმომადგენლის განცხადებით, ამ ეტაპზე თევზის ფქვილისა და ზეთის შემოწმება ვერ ხდება დიოქსინზე და ვერცხლისწყალზე, რადგან ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურაა. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე მცირეა იმ კომპანიების რაოდენობა, ვისაც ამ ანალიზების ჩატარება სჭირდება, მცირე მოთხოვნის პირობებში ლაბორატორია ვერასდროს შეძლებს შემოსავლების იმ ოდენობის გენერირებას, რომ დააბალანსოს გაწეული ხარჯები. ამის გამო, ადგილობრივ ბიზნეს ოპერატორებს, უწევთ უცხოური ლაბორატორიების მომსახურებით სარგებლობა, რაც ერთის მხრივ საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ხოლო მეორეს მხრივ, დიდ დროით რესურს მოითხოვს. ამის გამოც შესაძლოა შეფერხდეს კომუნიკაცია პოტენციურ პარტნიორებთან ევროპაში და საბოლოო ჯამში აღარ შედგეს გარიგება.

ერთის მხრივ ლაბორატორიულ ანალიზებზე დახარჯული თანხა, მეორეს მხრივ კი ის შემოსავალი, რაზე უარის თქმაც უწევთ არსებული გამოწვევების გამო, მათთვის მნიშვნელოვანი ფინანსური და ეკონომიკური დანაკარგია. მწარმოებლების განცხადებით, ევროპულ ბაზარზე როგორც თევზის ფქვილის, ისე ზეთის ფასი აღემატება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასს, თუმცა შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ისინი მაინც თურქეთის იმედად რჩებიან.

მოსაკრებელის დაწესების წესი

როგორც უკვე აღინიშნა ზემოთ, ყოველწლირად დასაჭერი ქაფშიას რაოდენობა განისაზღვრება სახელმწიფოს მიერ. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ლიცენზიანტს, კონკრეტულად კი შპს მბმ-ს, მთავრობის მიერ კვოტების განსაზღვრის სისწორეში ეჭვი შეაქვს და კორუფციული გარიგებების არსებობაზე მიუთითებს.  2019 წელს,  ზღვაში დასაჭერი ქაფშიას ჯამური კვოტა 95 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც აღემატება წინა წლებში დაწესებულ კვოტებს.

გაზრდილი კვოტა ლიცენზიანტებისთვის ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან გამოწვევადაც იქცევა ხოლმე, რადგან მათ მიერ გადასახდელი გადასახადების განსაზღვრა ხდება არა ფაქტობრივად დაჭერილი თევზის, არამედ სახელმწიფოს მიერ წინასწარ განსაზღვრულ კვოტაში მათ მიერ ასათვისებელი პროცენტული წილის შესაბამისად. თუ მაგალითად სახელმწიფომ დააწესა მაღალი კვოტა, თუმცა ზღვაში ფიზიკურად არ არის დაწესებული კვოტის შესაბამისი რესურსი, გადასახადის სახით მეწარმეს უწევს იმაზე მეტის გადახდა ვიდრე დაჭერილი თევზის რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგების დაბეგვრით გადაიხდიდა.   მსგავსი მიდგომა განსაკუთრებით აზარალებს იმ ლიცენზიანტებს, ვისაც სხვებთან შედარებით დაწესებულ კვოტაში უფრო დიდი წილი უკავიათ.  

რეკომენდაციები

აკვაკულტურის თემატიკა არაერთი კვლევითი ორგანიზაციის კვლევის საგანი იყო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკის ანალიზის ცენტრის გუნდსაც აქვს მომზადებული რამდენიმე სიღრმისეული სტატია ამ თემის გარეშემო. დარგში არსებულ პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ ფერმერები/მეწარმეები თუ დარგის სპეციალისტები, თუმცა ძველი კვლევები, ანგარიშები და სტატიები ცხადყოფს, რომ სექტორში არსებული გამოწვევები, რასაც წლების წინ ჰქონდა ადგილი, დღესაც აქტუალურია. ეს ყოველივე იმაზე მიუთითებს, რომ აკვაკულტურა საქართველოში ძალიან ნელი ტემპით ვითარდება და არ ხდება ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა არსებული გამოწვევის საპასუხოდ.  

ფერმერულ მეურნეობებში გავრცელებულ დაავადებებთან ბრძოლის და მათი პრევენციის ეფექტური მექანიზმის არსებობისთვის მნიშვნელოვანია დარგის სპეციალისტების, იხტიოპათოლოგების არსებობა. სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ცდილობს ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას. გარკვეული პერიოდულობით ჩამოჰყავს სპეციალისტები, რომლებიც კონსულტაციას უწევენ ადგილობრივ მეურნეობებს, რაშიც საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი იხარჯება. ამის მიუხედავად, მიღწეული შედეგი არ არის სახარბიელო, რადგან ამ ყველაფერს არ აქვს სისტემური ხასიათი. მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე იცის, რომ მოწვეული სპეციალისტების მიერ გაწეული რეკომენდაციები არის ზოგადი ხასიათის და ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობს ფერმერების/მწარმოებლების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ესა თუ ის ვირუსი, პარაზიტი თუ ბაქტერია ძალიან მარტივად ადაპტირდება ადგილობრივ გარემოსთან, შესაბამისად იხტიოლოგებისა და იხტიოპათოლოგების მხრიდან საჭიროა მუდმივი დაკვირვება და არსებული გარემოს კარგად შესწავლა. მოწვეული სპეციალისტები ადგილობრივ გარემოს არ იცნობენ, შესაბამისად, მათ რჩევები და რეკომენდაციები რაც სხვა გარემო პირობებისთვის რელევანტურია, შესაძლოა სრულიად უსარგებლო აღმოჩნდეს ადგილობრივ მეურნეობებში გავრცელებულ დაავადებებთან საბრძოლველად.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში არსებობდნენ პროფესიონალები, რომლებიც კარგად იცნობენ დარგის პრობლემატიკას და არსებული გარემო პირობების გათვალისწინებით შეძლებენ ზუსტი დასკვნებისა და დიაგნოზების გაკეთებას. უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად საჭიროა, რომ მათ მიერ მოხდეს ადგილობრივი კადრების მომზადება და გადამზადება. აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებში ხელმისაწვდომი იყოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები. ამის პარალელურად, ახალგაზრდებს შორის აქტიურად უნდა დაიწყოს ამ დარგის და პროფესიის პოპულარიზაცია, რათა მათ გაუჩნდეთ ამ პროფესიის დაუფლების სურვილი. 

პროფესიონალი კადრებთან ერთად დარგის განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია სრული სპექტრის ლაბორატორიების არსებობა, რომელთაც ექნებათ შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მომხმარებელთა მოთხოვნების საპასუხოდ. თევზის ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ არსებულ  ლაბორატორიებში მოხდეს წყლის და საკვების შემოწმება და ნებისმიერი ტიპის  ბაქტერიოლოგიური და ვირუსოლოგიური ანალიზების გაკეთება. საუკეთესო სცენარის მიხედვით იხტიოპათოლოგმა დაკვირვების საშუალებით უნდა მიიტანოს ეჭვი  კონკრეტულ დაავადებაზე, ხოლო შემდგომ ეტაპზე ლაბორატორიულად უნდა მოხდეს ამ ეჭვის დადასტურება, რათა თევზს დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა.  ასეთ შემთხვევაში ფერმერს მიეწოდება ზუსტი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა უმკურნალოს თევზს, რაც პირველ რიგში უზრუნველყოფს სიკვდილიანობის შემცირებას, ხარჯების ოპტიმალურად დაგეგმვას და თევზის, როგორც სამომხმარებლო პროდუქტის ხარისხის შენარჩუნებას. 

ლაბორატორიების აღჭურვა შესაბამისი აპარატურითა და დანადგარებით, რაც მომხმარებლებს ყველანაირი ტიპის ტესტისა და ანალიზის გაკეთების საშუალებას მისცემს საკმოდ დიდ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული. ადგილობრივი ბაზრის მასშტაბებიდან გამომდინარე ბუნებრივია, რომ კერძო ლაბორატორიებისთვის ფინანსური თვალსაზრისით არ იქნება მიზანშეწონილი მსხვილი ინვესტიციის განხორციელება, რადგან ადგილობრივი მოთხოვნის პირობებში ისინი ვერასდროს მიიღებენ უკუგებას ჩადებული ინვესტიციიდან. 

არსებულ ვითარების გათვალისწინებით შესაძლებელია ორი სცენარის განხილვა: ა) კეძო ინვესტიციით მოხდეს ისეთი ლაბორატორიის განვითარება, რომელსაც ექნება საერთაშორისო აღიარება და აკრედიტაცია და რომელიც მომსახურებას გაუწევს არა მხოლოდ ქვეყნის მასშტაბით არსებულ ფერმერებს/მწარმოებელბს, არამედ მოიცავს რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. ბ) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ლაბორატორიის აღჭურვა მოხდეს იმგვარად, რომ შეეძლოს ყველა იმ ანალიზისა და ტესტის გაკეთება, რაც საჭიროა ფერმერული მეურნეობების ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ეს ყოველივე ერთის მხრივ ხელს შეუწყობს და დააჩქარებს ადგილობრივი კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოვების პროცესს, ხოლო მეორეს მხრივ, ადგილობრივ ფერმერებს/მწარმოებლებს გზას გაუხსნის ევროპული ბაზრისკენ. საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია არის საგარეო ვაჭრობის განვითარების საფუძველი, სწორედ ამიტომ, საკანონმდებლო თუ ინფლასტრუქტურულ დონეზე, მინიმუმადე უნდა შემცირდეს ის ბარიერები, რომლებიც ადგილობრივ მეწარმეებს ხელს უშლის აითვისონ DCFTA-ისგან მიღებული სარგებელი.

თევზის კომბინირებული საკვების წარმოება ადგილობრივ ბაზარზე არ ხდება, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ამისათვის ყველანაირი პირობა აქვს. კომბინირებული საკვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტი არის ქაფშია, რისი ძალიან დიდი რესურსიც აქვს ქვეყანას. აღსანიშნავია ისიც, რომ შავ ზღვაში დაჭერილი ქაფშია გამოირჩევა პროტეინის მაღალი შემცველობით, რაც მის დიდ უპირატესობას უსვამს ხაზს. ეს მაჩვენებელი ადგილობრივად დაჭერილი ქაფშიას შემთხვევაში 74 %-ს უტოლდება, მაშინ, როცა  სხვა ქვეყნების შემთხვევაში  64-65%-ს არ აღემატება. შავ ზღვაში დაჭერილი ქაფშია თითქმის სრულად გადის ექსპორტზე ნედლი სახით, ან გადამუშავებული, თევზის ფქვილის ან/და ზეთის სახით, ადგილობრივი ნედლეულით კომბინირებული საკვების წარმოების შესაძლებლობა არ არსებობას, აკვაკულტურის მწარმოებლებს კი უწევთ ძვირიანი საკვების იმპორტი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის წარმოების თვითღირებულებას. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ოყო თევზის საკვების წარმოების მცდელობა ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა ამან არ გაამართლა.წარმოებული საკვების ხარისხი იყო ძალიან დაბალი, ფასი კი მხოლოდ უმნიშვნელოდ ჩამოუვარდებოდა იმპორტირებული საკვების ფასს, შესაბამისად, ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე თევზის მწარმოებლებმა არჩევანი ისევ იმპორტირებულ პროდუქტზე გააკეთეს.

დარგის განვითარებისთვის, სხვა დაბრკოლებების აღმოფხვრასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ თევზის წარმოებისთვის საჭირო უმნიშვნელოვანესი ნედლეული ხელმისაწვდომი იყოს ადგილობრივად. საქართველოს ბაზრის ბასშტაბები იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ ადგილობრივი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად წარმოების დაწყებას აზრის არ აქვს. ეს კერძო სექტორისთვის არ იქნება მომგებიანი და დასაწყისშივე განწირული იქნება წარუმატებლობისათვის და  გაიზიარებს იმ საწარმოების ბედს, რომლებსაც ჰქონდაც საკვების ადგილობრივად წარმოების მცდელობა. ერთადერთი გამოსავალი არის მასშტაბური წარმოების განვითარება, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ საექსპორტო ბარზებზეც. სწორედ აქ იკვეთება მთავრობის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი. მან აქტიურად უნდა დაიწყოს ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობა ამ მიმართულებით. უცხოური კაპიტალით, ცოდნითა და ტექნოლოგიით შემქნილი კომბინირებული საკვების საწარმო აკვაკულტურის მწარმობელებს გაუმარტივებს წვდომას მნიშვნელოვან რესურსზე, რაც დარგის განვითარების აქსელერატორი გახდება.

თევზჭერის ჭრილში მნიშვნელოვანია, რომ კვოტების დაწესები პროცესი იყოს უფრო გამჭვირვალე და ბიზნეს ოპერატორებისთვის უფრო  ცხადი და დასაბუთებული იყოს კონკრეტულ წელს სახელმწიფოს მიერ დაწესებული კვოტის ზრდა ან შემცირება. გარდა მისა, მნიშვნელოვანია, რომ  გადაიხედოს ლიცენზიის მფლობელის მიერ გადასახდელი მოსაკრებლის გამოანგარიშების მეთოდი. ლიცენზიანტის დაბეგვრა ფაქტობრივად მოპოვებულ ბუნებრივ რესურსზე დაწესებული მოსაკრებლით ყველა ბიზნეს ოპერატორს თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს და თევზის დეფიციტის შემთხვევაში, დაწესებული კვოტის აუთვისებლობა ლიცენზიანტისთვის არ იქცევა დამატებით ფინანსურ ტვირთად. 

 

წაკითხულია
17108
ელ. ფოსტის გაგზავნა

ამავე თემაზე:


ბლოგი

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

40-წუთიანი დამქანცველი ჯანჯღარის შემდეგ, მწვერვალზე სრულიად ახალი, თვალუწვდენელი სივრცე გადაიშალა ჩვენს თვალწინ, როდესაც სოფელ გოგაშენში ამოვაღწიეთ

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი პარლამენტშიშეიჭრა. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლესობის შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

მარტვილის რაიონის გამგებლის მოადგილე ყველაზე ძლიერ ოპონირებას გვიწევდა. მისი პირველივე ქმედება „ჰაკა“-ს ჰგავდა, რომელსაც გააფთრებული ახალზელანდიელი მორაგბეები მოწინააღმდეგე გუნდის მორალურად გასატეხად იყენებენ.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

გასული საუკუნის სამოციან წლებში ფერუჩომ ტრაქტორების გაყიდვით დაგეგმილზე მეტი შემოსავალი მიიღო და ოცნებაც აისრულა: საკუთარ ფარეხში ახალთახალი «ფერარი» დააყენა. ამ ისტორიის მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა.

სადღეგრძელოებზე ჩემმა ბლოგმა იმაზე გაცილებით მეტი ვნებები და კონტრასტული რეაქციები გამოიწვია, ვიდრე ველოდი: მკვეთრად უარყოფითი ძირითადად უფროსი თაობის მხრიდან და მკვეთრად დადებითი ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხის მხრიდან. მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა დაიწყეს პირადად ჩემი და ჩემი ქართველობის ლანძღვა კომენტარებში თუ პირად მიმოწერაში, ხოლო მკვეთრად დადებითი დამოკიდებულების მქონე ადამიანებმა -- ჩემი ქება მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების გამო, რამაც გადამაწყვეტინა მეთქვა (ამჯერად უკვე საბოლოოდ), რატომ არ ვეთანხმები არცერთ მხარეს. როცა ვნებები დუღს, როგორც ამბობენ, ჭეშმარიტება ორთქლდება (არა, იმის თქმა არ მინდა, რომ მე ვიცი ჭეშმარიტება).

ბოლო შვიდი წელია ქართულ სუფრაზე არ ვყოფილვარ, სანამ გუშინ ძირითადად ახალგაზრდებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად არწივის ხეობაში და ხორნაბუჯზე ლაშქრობის შემდეგ ერთ რესტორანში მათთან ერთად არ აღმოვჩნდი. მოკლედ, ამ ადამიანების ასაკმა და განათლებამ მაფიქრებინა, რომ ეს ხალხი არ დალევდა იმ სადღეგრძელოებს, რის გამოც ქართულ სუფრებს გავურბივარ. მოლოდინი არ გამართლდა. ამ სუფრაზეც შეისვა „საქართველოს გაუმარჯოს”, ჩვენი სიყვარულის (იგულისხმება სუფრაზე მსხდომნი), მეგობრობის და ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები. ამ სადღეგრძელოებს გვთავაზობდა ერთ-ერთი ჩვენი თანამოლაშქრე ბიჭი, რომელმაც თქვა მე თამადა არ ვარო, თუმცა ტრადიციული თამადისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ დალევას არ გვაძალებდა.

პანკისი - სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

გამარჯობა, მინდა ეს ბლოგი დავწერო ქართული მატყლის პრობლემაზე და თხრობა დავიწყო ახლო წარულიდან, ასევე გაგაცნოთ მატყლის პრობლემის მოგვარების უელსური მოდელი.

უიმედო და არაინფორმირებული გურულები 6 ივლისს ლანჩხუთის მინუციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ვნახე. არაინფორმირებული ევროინტეგრაციის პროცესებზე, უიმედო თავიანთი სოციალური მდგომარეობით.

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

Brexit -ის მოწინააღმდეგები მოსახლეობას აფრთხილებდნენ უპირატესად ეკონომიკური შედეგების თაობაზე: ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, Brexit-ის შემდგომ ყოველი ბრიტანული ოჯახი 4300 ფუნტს დაკარგავს წელიწადში 2020 წლისათვის იქნება სავარაუდოდ, 100 მილიარდი ფუნტის ეკონომიკური ზარალი. 950 000 სამუშო ადგილს შეექმნება საფრთხე. პროფესიული გაერთიანებების ვარაუდი უფრო დრამატულია: 4 მილიონი სამუშაო ადგილი საფრთხის ქვეშაა, განსაკუთრებით კი, ექსპორტთან დაკავშირებულ სფეროებში, საავტომობილო და ქიმიურ ინდუსტრიაში. ბევრი ფირმა კონტინენტურ ევროპაში გადავა. შემცირდება პირდაპირი ინვესტიციები.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

გერმანიაში მმართველი კოალიციის პარტიების: CDU -სა და CSU- ს ცალკეული პოლიტიკოსები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რამდენად გონივრულია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გეგმა. მათ არგუმენტად მოჰყავთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მზარდი მასშტაბი და გავლენები ევროპაში, ამასთან, საქართველოს მოქალაქეების მიერ ლტოლვილის სტატუსის ბოროტად გამოყენების ტენდენციად ქცეული ფაქტები. ეს არგუმენტები რეალობაში საფუძველს მოკლებული როდია, მაგრამ სწორედ ამ თემის წამოწევა საქართველოს სახელმწიფოსათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხის გადამწყვეტ ფაზაში აღაშფოთებს ქართულ საზოგადოებას:

„სურსათის უვნებლობა ევროკავშირმა რომ არ მოგვთხოვოს, ისე არ უნდა გვქონდეს“? - ეს რეპლიკა მესტიაში ჯერ კიდევ “გაუხურებელი” ტრენინგის მიმდინარეობის დროს ადგილობრივმა ზაზა დევდარიანმა “გვესროლა”.

პილოტმა დაშვება გამოაცხადა. ქვევით თვალი მომჭრა აღმოსავლეთსა და უდაბნოს კლიმატისთვის უჩვეულო სიმწვანემ, რომელიც თელ-ავივის აეროპორტის ზოლამდე მთელი 20 წუთის განმავლობაში არ დასრულებულა. გაოცებამ დროებით გადამავიწყა „აირზენას“ ღარიბული, უგემური მენიუ და ლამაზი, მაგრამ უჟმური და მოძველბიჭო სტიუარდესა. - ყვავის ყველაფერი, - მითხრა სიამაყით გვერდით მჯდომმა შუახნის მამაკაცმა, რომელიც საქართველოდან ისტორიულ სამშობლოში ღრმა ბავშვობაში გადასახლდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

არავის უკვირს ის ფაქტი, რომ რადიკალური ისლამის წარმომადგენელები მკაცრად აკრიტიკებენ დემოკრატიას, რადგან ის შარიათის სულთან შეუთავსებელ პოლიტიკურ პრაქტიკად, ზნეობრივი გარყვნილებისა და ქაოსის წყაროდ მიაჩნიათ. საკვირველი ისაა, რომ დემოკრატიას რელიგიის სახელით ქრისტიანებიც არ წყალობენ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს გაზმომარაგების გაზრდის საკითხმა არათუ აქტუალურობა შეიძინა, არამედ გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინს და უკვე ერთგვარ მძაფრსიუჟეტიან სერიალად იქცა “გაზპრომის” მთავარ როლში მონაწილეობით.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

კოლონიალიზმის ეპოქაში ევროპელები ცდილობდნენ ანდებში ოქროს ქალაქისთვის მიეგნოთ, მაგრამ ელდორადოც და ინკების პაიტიტიც მხოლოდ ლეგენდად დარჩა, ისევე როგორც საყდრისის 5-ათასწლოვანი მაღარო, რომლის შესახებაც უკვე ვეღარაფერს შევიტყობთ.

ხანგრძლივი დავა ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით დასრულებულია, ვეტოც დაძლეულია და დიდი ძმაც მზადყოფნაშია, რომ მუდამ გვიყუროს, გვისმინოს და განაჩენი გამოიტანოს.

მრავალი ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, სწორედ სადაზღვევო სფეროა ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია რომ თავისი შემოსავლებიდან საგზაო უსაფრთხოებისთვის დაფინანსება გამოყოს და ეს თანხა ტრანსპარენტულად დახარჯოს გზების კეთილმოწყობასა და საგზაო უსაფრთხოებაზე მიმართულ სხვა კონკრეტულ პროექტებზე.

პირველად გადავწყვიტე ნახევრად პირადული და შეიძლება ცოტა არ იყოს თვითმაამებლური ჩანაწერის გასაჯაროება

უჩა სეთური, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი

"მორიგი ბლეფი" - ასე აფასებდნენ დღეს პროგრამას "აწარმოე საქართველოში"

სტრატეგიულად მნიშნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობის გამო საქართველოს მთელს კავკასიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია აკისრია. ამის გამო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესება აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის.

ევროპასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოების პირობების დაცვას: ავტომობილის გამართულობას, მძღოლების კვალიფიკაციას და მათ მიერ სამუშაო და დასვენების საათების მკაცრ დაცვას.

ერთხელ ერთმა ჩემმა ნაცნობმა ჟურნალისტმა, რომელიც შარშან კოლუმბიის უნივერსიტეტის ტრენინგზე გავიცანი, სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მადლობელია, რადგან მან, ნეპალელი ემიგრანტების შვილმა, მისი წილი ამერიკული ოცნება უკვე აიხდინა.

ადვოკატირება

"კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი" ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც ვეხმარებით მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

რჩეული სტატიები

ამერიკული ლურჯი მოცვი, რომელიც გურიისა და აჭარის მაღალმთიანეთის კლიმატურ პირობებს კარგად შეეგუა, უნიკალური თვისებების გამო მსოფლიო ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. საქართველოში მოყვანილი 12 ტონა ლურჯი მოცვი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე წელს პირველად შევიდ

ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში თაფლის წარმოების ინდუსტრია შეამოწმეს და მიიჩნიეს, რომ სწორედ თაფლია ის ერთ-ერთი სტრატეგიული პროდუქტი, რომელსაც თხილისა და ღვინის კვალდაკვალ ევროკავშირის ბაზარზე შესვლის რეალური პერსპექტივა აქვს.

ევროკავშირში 1 კგ ბიო ჟოლოს საცალო ფასი 100 ევროს აჭარბებს, თუმცა, როცა კენკრის ბაღის გაშენება გადაწყვიტა, გიორგი კორელი, ძირითადად, მაინც ადგილობრივი ბაზრით მოიხიბლა. როგორც ახალგაზრდა ფერმერი ამბობს, ჟოლო საქართველოში საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და ყოვ

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

ევროკავშირი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალ საგრანტო პროგრამას იწყებს. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის - ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებს ის, ვისაც სოფლად აგროწარმოების ალტერნატიული ეკონომიკური საქმი

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

პაატა მოგელაშვილს ხეხილის ბაღი 20 ჰა-ზე გორის რაიონის სოფელ ვარიანში აქვს გაშენებული. მეურნეობას უკვე რამდენიმე წელია ძმებთან ერთად უძღვება. ბაღი გააახლეს - "სინაფის" და "ჩემპიონის" ვაშლის ნერგები თანამედროვე ჯიშებით - "გრანი სმიტით", "ჯონათი" და "გოლდენ

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

ქალი მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალ პროგრამას იწყებს. EUGeorgia.info დაინტერესდა, რამდენად ხელსაყრელია პირობები და რას ფიქრობენ პროგრამასთან დაკავშირებით თავად ქალი მეწარმეები.

„ღვინის პირველი პარტია დანიაში 2006 წელს გავიტანეთ. შემდეგ დანიას ინგლისი, საფრანგეთი, იტალია და შვედეთი დაემატა.

banner
banner
banner