Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Cреда, 24 Aпрель
20 Июнь 2016 | 13:57

სახელმწიფო საწარმოები ვერც თავად ვითარდებიან და კერძო ბიზნესსაც აფერხებენ

სახელმწიფო საწარმოები ვერც თავად ვითარდებიან და კერძო ბიზნესსაც აფერხებენ

„სამწუხაროდ, როდესაც სახელმწიფო წყვეტს ფინანსების გამოყოფას, ბიუროკრატიის გამო ხშირად იწელება გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ფული კი იმ მომენტში გჭირდება, ერთი და ორი კვირაც უკვე მნიშვნელოვანია".


„2 წლის განმავლობაში იმუშავა საწარმომ, ეკონომიკურად მომგებიანი არ იყო და შესაბამისად, სახელმწიფომ აღარ ისურვა მისი ფუნქციონირების გაგრძელება და დაიწყო ინვესტორის ძებნა“, - ზურაბ ჯირკველიშვილი, რომელიც სახელმწიფო საწარმოს - „გორის სასათბურე მეურნეობას“  2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა, დღეს გორის მერია. ჩვენთან ინტერვიუში ჯირკველიშვილი იხსენებს, რატომ არ გაამართლა საწარმომ, რომლის შექმნაც რამდენიმე მილიონი ლარი დაჯდა.

„საჭირო იყო საწარმოო პროცესის ორგანიზება დაწყებულიყო აგვისტოში, ამ შემთხვევაში გორის სასათბურე მეურნეობას ჰქონდა შანსი, მიეღო მოგება, მაგრამ 2012 წელს ნოემბრის ბოლოს დავიწყე მისი ტექნოლოგიური გამართვა, მაისამდე პერიოდი საკმარისი არ იყო, რომ პირველი სამეურნეო წელი  მომგებიანი ყოფილიყო. შედეგი რომ იყო არასახარბიელო, შემდეგ გაგვიჭირდა დაგვესაბუთებინა, რატომ უნდა გაეგრძელებინა საწარმოს მეორე წელს მუშაობა,  დაგვიანდა დაფინანსების გამოყოფა, მეორე წელიც გვიან - ოქტომბერში დავიწყეთ და ეკონომიკურად არასახარბიელო გამოდგა, მხედველობაში მაქვს ხარჯებისა და შემოსავლების ნაწილი, მით უმეტეს, მეორე წელს ტექნოლოგიური  ცვლილებებიც განვახორციელეთ, დამატებითი დანადგარები დავნერგეთ“, - ამბობს ჯირკველიშვილი.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა“ (IDFI) და  „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ (TPU) კვლევის თანახმად, „გორის სასათბურე მეურნეობა“ 2012 წლის 26 აპრილს და რეგისტრირდა, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის კახა ლეგაშვილის ბრძანების საფუძველზე. შპს-ს 100% წილის მფლობელად შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი განისაზღვრა. 2012 წლის 25 ივლისიდან შპს „გორის სასათბურე მეურნეობის“ 100% წილი 3.300.000 ლარად  ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდმა შეისყიდა. საწარმომ ვერ გაამართლა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტომ  2015 წლის თებერვალში  კომპანიის აქტივი ეკონომიკის სამინისტროს გადასცა და „გორის სასათბურე მეურნეობის“ ლიკვიდაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება,  ზურაბ ჯირკველიშვილი eugeorgia.info-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ საწარმოს წარუმატებლობა რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული. შევეცადეთ კიდევ უფრო დეტალურად გაგვერკვია, მაინც რა იყო საწარმოს წარუმატებლობის მიზეზი ან მიზეზთა ერთობლიობა?

 „ერთ-ერთი ყველაზე ხელისშემშლელი პირობა მისი ადგილმდებარეობა  იყო. მთის ჩრდილში იყო საწარმო და შესაბამისად მზის სითბო არ ჰყოფნიდა. ამას გარდა,  სამწუხაროდ, როდესაც სახელმწიფო წყვეტს ფინანსების გამოყოფას,  ბიუროკრატიის გამო ხშირად იწელება გადაწყვეტილების მიღების პროცესი, ფული კი  იმ მომენტში გჭირდება, ერთი და ორი კვირაც უკვე მნიშვნელოვანია, მაშინაც ვაკეთებდი მსგავს განცხადებებს, ახლაც ვიტყვი, ასეთი საწარმო უნდა იყოს კერძო ბიზნესის ხელში, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ეს კი მისცემს შესაძლებლობას, გახდეს წარმატებული“, - ამბობს ჯირკველიშვილი.  

სახელმწიფოს შეუძლია, საკუთრებაში ჰქონდეს საწარმოები და ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობას. ასეთ შემთხვევებში, სახელმწიფო თავად მართავს აღნიშნულ საწარმოებს. დღეს სახელმწიფო საწარმოების ერთიანი ბაზა არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ ამ ეტაპზე ასეთი ტიპის დაახლოებით 400-მდე საწარმოა რეგისტრირებული, ბოლო დროს კი მათი რიცხვი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.   

„ძირითადად, ისეთი საწარმოების ლიკვიდაცია ხდება, რომლებიც არ ფუნქციონირებენ. შეიძლება, იყოს ფერმა, რომელიც არ არის მოქმედი, თუმცა იურიდიულად არსებობს, მისი ლიკვიდაცია ხდება და ამით ამაყობენ.  ლიკვიდაციების ტემპი კარგია, შედარებით მუშა საწარმოები  საპარტნიორო ფონდის,  რომელიმე სამინისტროს ან თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაშია, მათი რაოდენობა არ მცირდება, პირიქით იზრდება“, - ამბობს "გადასახადისგადამხდელთაკავშირის" დირექტორიგიგლამიქაუტაძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2013 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 მარტის ჩათვლით საქართველოს თვითმმართველმა ქალაქებმა 94 სამეწარმეო იურიდიული პირი დააფუძნეს. დღეს სახელმწიფო 100%-იან წილს ფლობს არა ერთ  საავადმყოფოში, პარკში, პოლიკნიკაში, სასტუმროსა და სხვა  ბევრ სფეროში მოქმედ კომპანიებში. ქალაქ ბათუმის თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირებია: შპს „ბათუმის წყალი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, შპს „დინამო ბათუმი“, შპს „ფრენბურთის კლუბი ბათუმი“, ასევე, ხელბურთის, წყალბურთის, სარაგბო და საკალათურთო კლუბები. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის ისეთი სამეწარმო იურიდიული პირები, როგორიცაა: შპს „საკალათბურთო კლუბი რუსთავი“, შპს „რუსთავის ნაგავსაყრელი“, შპს „რუსთავის ავტოტრანსპორტის საწარმო“. ასევე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ კომპანიებს შორისაა შპს „ვარდების რევოლუციის პარკი“, შპს „სასათბურე მეურნეობა“, შპს „ავტოპარკი“ 2011, შპს „თბილისის სატრანსპორტი კომპანია“, შპს „უძრავი ქონება თბილისი“, საკვები ობიექტი „ბისტრო“, „ცაგერის ღვინის ქარხანა“,  შპს „გეჯეთის თევზი“, რომლის ფუნქციაც თევზის მოშენება და ჭერაა.  რამდენად რენტაბელურია აღნიშნული საწარმოები და რის საფუძველზე დგინდება, კონკრეტული კომპანიის 100%-იან წილს სახელმწიფო უნდა ფლობდეს თუ კერძო ბიზნესი? სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დღეს ამის დასაბუთება არ ხდება. 

არ არსებობს კრიტერიუმი, რატომ შეიძლება, სახელმწიფოს ჰქონდეს საკუთარი საწარმო, ნებისმიერმა თვითმმართველმა ქალაქმა რომ მოინდომოს და გახსნას საკუთარი შპს, არავინაა  მისი შემწინააღმდეგებელი, არავის უნდა ჰკითხოს ნებართვა, ეს არის შესაცვლელი. აბსოლუტურად არაჯანსაღი სისტემაა, სახელმწიფო საწარმო ყველა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ ეს არის კონტროლირებადი და რეგულირებადი სფერო, რაც გულისხმობს იმას, რომ საჭიროა ანალიზი, რატომ უნდა დააფუძნოს სახელმწიფომ საწარმო და რატომ არ შეიძლება, ის სერვისი თუ პროდუქტი, კერძო სექტორმა შექმნას, ამის დასაბუთება, შემდეგ კი გადამოწმება უნდა ხდებოდეს, მათგან უნდა მოვისმინოთ, რომ რაღაც ალტერნატივები განიხილეს, შეიძლება, სცადა განკერძოება და არავინ დაინტერესდა, ახლა ამის დასაბუთება არ ხდება, ვიღაცას თავში მოუვიდა და დააფუძნა“, - ამბობს გიგლა მიქაუტაძე ჩვენთან ინტერვიუში.

„ამ ეტაპზე პროექტების მართვის სააგენტოს დაფუძნებული შვილობილი კომპანიების რაოდენობა ხუთია. აქედან ნაწილი უმოქმედოა, ვმუშაობთ გაკოტრების გეგმაზე,  ზოგიერთი მათგანის შერწყმას ვაპირებთ, სადაც არ არის საჭირო, რომ სახელმწიფო ფლობდეს წილს, უნდა მოხდეს გასხვისება. ყველას თავისი დანიშნულება აქვს, ზოგიერთის მიზანი საპილოტე პროგრამების  განხორციელება იყო, ამ პროექტების დასრულების შემდეგ კი უმოქმედო გახდა“,- ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ალეკო ნასარიძე.

შპს "მექანიზატორი" ერთ-ერთია იმ 5 კომპანიას შორის, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო განკარგავს.შპს „მექანიზატორი“ 2010 წელსდაფუძნდა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები კი სასოფლო სამეურნეო ტექნიკით მომსახურება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელთა ინფორმაციით უზრუნველყოფა, კონსულტაციების გაწევა, ტრენინგების ჩატარება,  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა. სოფლის მეურნოების სამინისტრო უახლოეს მომავალში „მექანიზატორის“ პრივატიზებას გეგმავს, თუმცა მანამდე საწარმოს დირექტორი ჩვენთან ინტერვიუში ადასტურებს, რომ როდესაც ბაზარზე სახელმწიფო ყველაზე მსხვილი მოთამაშეა, ეს კერძო სექტორს არაკონკურენტულ პირობებს  უქმნის.

„იყო პერიოდი, როდესაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დიდი დეფიციტი იყო, სწორედ ამან განაპირობა „მექანიზატორის“  სახელმწიფო სახსრებით შექმნა, სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება, თუ შესაბამისი მხარდაჭერა არ იქნება.  ბოლო პერიოდში ბაზარზე ბევრი კერძო კომპანია განმოჩნდა. შეიძლება, ჩვენი მასშტაბის სხვა არ არის, მაგრამ ბევრია, რომლებიც კონკურენციის ჯანსაღ პირობებს ქმნიან. რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფო ყველაზე მსხვილი მოთამაშეა, კერძო სექტორისთვის არის დისკომფორტი,  მათ თავისუფალი ბაზრის უკეთესი პირობები სჭირდებათ და არა მონოპოლისტი, რომელიც ბაზარს სრულად იპყრობს“, - ამბობს „მექანიზატორის“ დირექტორი პაატა შეყილაძე.

რა გავლენას ახდენს დიდი რაოდენობით სახელმწიფო საწარმოები ბიზნესზე? -  გიგლა მიქაუტაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ამ გზით კერძო სექტორს სერიოზული ზიანი მიადგეს.

„ნებისმიერი საწარმოს შექმნა  პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიღაცას სურს და ქმნის,  ეს ასე არ უნდა იყოს, ამ გზით ეკონომიკას ვეთამაშებით. ხვალ რომ მოინდომოს სახელმწიფომ, შექმნას კერძო საწარმოს კონკურენტი კომპანია და ეს იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამას ვერავინ  შეუშლის ხელს და რეალურად ეს ნაბიჯი კერძო სექტორს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ეს არის, ჩემი აზრით, სახელმწიფოს გადაჭარებებული უფლებები, ჩვენ თუ გვინდა კერძო სექტორის განვითარება, სახელმწიფო ინტერვენციებისგან მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს“ - აცხადებს მიქაუტაძე.  

ბოლო მონაცემებით, ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზე დღეს 159 საწარმოა, ხოლო გაკოტრების პროცესი 5 მათგანზე მიმდინარეობს. როგორც სააგენტოში განგვიცხადეს, ამ ეტაპზე სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების რაოდენობის ოპტიმიზაციის პროცესი მიმდინარეობს, რომლის მიზანიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული უმოქმედო საწარმოების რაოდენობის შემცირებაა. სააგენტოს შექმნის დროს - 2012 წელს აღნიშნულ საწარმოთა რაოდენობა 490-ს უტოლდებოდა.

სს“კურორტი ახტალა“ ერთ-ერთია, რომლის 100%-იან წილსაც ქონების მართვის სააგენტო ფლობს. სამკურნალო-საკურორტო ობიექტზე დამსვენებლებს მკურნალობა  უნიკალური ტალახის პროცედურებით, მასაჟით, ფიზიოტერაპიით უტარდებათ, ფუნქციონირებს სანატორიუმი, სააბაზანო განყოფილება. კომპანიის დირექტორი გიორგი უტიაშვილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ კურორტს ხშირად დამსვენებლები ევროპიდან სტუმრობენ, ყოველწლიურად იზრდება მათი რაოდენობა, შესაბამისად, მოიმატა კომპანიის შემოსავალმაც, თუმცა, “ახტალა” ვერ ვითარდება და ვერც თანამედროვე სტანრდატებს აკმაყოფილებს.

 „ისეთი მოგება არ გვაქვს, რომ კურორტი განვავითაროთ, 20 000 და 30 000 ის თანხა არ არის, რომ რევოლუციური  მშენებლობები დავიწყოთ. კაპიტალურ რემონტს ვუტარებთ,  კარგად მოვაწყვეთ, მაგრამ თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ამისთვის საჭიროა ინვესტიციის განხორციელება, ახალი სანატორიუმის აშენება, რომელიც უცხოურ ბაზარზეც კონკურენტუნარიანი იქნება. შესაბამისად რომ  განავითარო, ექვსინიშნა თანხა დაგჭირდება. ეს ტალახი თავისი თვისებებით უნიკალურია, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოა, საშუალება რომ გვქონდეს, უკეთესად მოვაწყოთ, მეტი ოთახი გვქონდეს, რეკლამებს გავაკეთებდით საზღვარგარეთ, ევროპაში, ახლა ამას ვერ ვახერხებთ, რადგან შესაბამისი ბაზა არ გვაქვს“,-გვეუბნება “ახტალას” გენერალური დირექტორი გიორგი უტიაშვილი.

სახელმწიფო საწარმოების ფუნქციონირების შეფასებისას სპეცილისტები კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებენ ყურადღებას - არ არსებობს რაიმე სპეციალური წესი, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების გამჭვირვალობის თუნდაც მინიმალურ სტანდარტს დაადგენს.

„ის კომპანია არ არის ვალდებული ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდოს, თუმცა, ის ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე, ჩვენია ეს კომპანია, ამიტომ ჩემი აზრით, მათ მიმართ უნდა არსებობდეს სხვა რეგულაციები. თბილისის მერის, მისი მოადგილის ხელფასები გამჭვირვალე და შეზღუდულია, მასზე დაქვემდებარებული კომპანია კი სრულიად თავისუფალია ამ მიმართულებით, შეიძლება, საჯარო მოხელეზე ბევრად მაღალი ხელფასი ჰქონდეს დირექტორს, ალოგიკურია, მით უმეტეს, თუ კომპანია წამგებიანია. სულ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ასეთ საწარმოებში ინიშნებიან მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები, რატომ? იმიტომ, რომ კონკურსი არაა საჭირო, დახურულია, არ ვიცით, შიგნით რა ხდება, ეს კი ნეპოტიზმისა და კორუფციის ცალკე ნიშნებს აჩენს“, - ამბობს გიგლა მიქაუტაძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ახლახან საქართველოს თვითმმართველი ქალაქების საკუთრებაში არსებული საწარმოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრობლემების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ, რომ 12 თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში არსებული 94 სამეწარმეო იურიდიული პირიდან უმრავლესობას არც ეთიკის კოდექსი, არც შიდა აუდიტის და არც კორუფციის პრევენციის რაიმე დოკუმენტი  გააჩნია. ასევე, საიას ინფორმაციით,  2013-2016 წლებში თვითმმართველი ქალაქების მიერ დაფუძნებული 94 სამეწარმეო იურიდიული პირიდან არც ერთ მათგანში დირექტორი კონკურსის წესით არ დანიშნულა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრს გელა სამხარაულს დაუკავშირდა. ჩვენს შეკითხვაზე, როგორ აფასებს ხელისუფლების პოლიტიკას სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებაში და რა შენიშვნები აქვს ამ მიმართულებით, დეპუტატი გვპასუხობს:

„სახელმწიფო არ უნდა შევიდეს ბიზნესთან კონკურენციაში, უნდა იყოს ჩართული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არის სახელმწიფოებრივი მიზნებიდან, ან გარკვეული სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, დანარჩენ შემთხვევაში, თუ კომპანია მომგებიანია, სახელმწიფომ უნდა იპოვოს ინვესტორი და მოახდინოს გასხვისება. რა მიზნით მოხდა გარკვეული საწარმოს დაფუძნება, ამაზე ალბათ, კვლევებია ჩასატარებელი, მონიტორინგი უნდა ხორციელდებოდეს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ თავში იდეის მოსვლით ფუძნდება საწარმოები, რაღაც მოთხოვნები არსებობს, ამის გარკვეული ცოდნა და გამოცდილება გაგვაჩნია, ნაწილი კი უნდა ვისწავლოთ. თუ შედის სახელმწიფო ბიზნესთან კონკურენციაში, მაშინ გარკვეული რეგულაციების განხილვა და კონკრეტულ ქეისებზე მსჯელობა შესაძლებელია“, - ამბობს გელა სამხარაული.


ავტორი: ხატია შამანაური

Прочитано
6022
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner