Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Thursday, 28 Март
08 Август 2016 | 14:11 Сельское хозяйство

ბაზარსა და ფინასებზე წვდომა, ახალი სტანდარტები და მცირემიწიანობა - ფერმერთა და პოლიტიკოსთა თავსატეხი

ბაზარსა და ფინასებზე წვდომა, ახალი სტანდარტები და მცირემიწიანობა  -  ფერმერთა და პოლიტიკოსთა თავსატეხი

ევროკავშირის და  გერმანული ორგანიზაციის  Brot für die Welt მხარდაჭერით, „ოქსფამი“-ს და „ეკლანა“-ს პროექტის ფარგლებში, რომელიც   მიზნად ისახავდა ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფას და მცირე ფერმერების მხარდაჭერას ზაფხულის დასაწყისში საქართველოს ფერმერთა მეორე კონგრესი ჩატარდა.  კონგრესის დასასრულს ფერემერების სამი ძირითადი პრობლება გაოიკვეთა: 1. ბაზრის ხელმისაწვდომობა; 2. საინვესტიციო რესურსებზე ხელმისაწვდომობა; 3. სურსათის უვნებლობის სისტემის რეფორმის გავლენა მცირე ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე. 

 

საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამი“-ს პროექტების მენეჯერი ლევან დადიანი აცხადებს, რომ  სამივე  გამოწვევა ერთმანეთთან კავშირშია და კომპექსურად უნდა გადაიჭრას: „ამ სამი საკითხიდან რომელიმეს გამოყოფა რთულია. ამ სფეროს კომპლექსურობა სწორედ ამაშია, რომ ყველა პრობლემა მნიშვნელოვანია და ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში გადაწყვეტას საჭიროებს. მაგალითად, საინვესიტიციო რესურსი პროდუქციის შექმნისთვის, ხოლო ბაზრებზე წვდომა პროდუქციის გასაღებისთვისაა მნიშვნელოვანი. სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის გარეშე კი 2020 წლიდან გლეხი პროდუქციის რეალიზებას ვერ შეძლებს“.  

 

კონგრესის დეკლარაციაში სამი ძირითადი პრობლემა ჩაშლილია კიდევ უფრო დეტალურ ორმოცდაათამდე აქტუალურ საკითხად და დოკუმენტის ბოლო ნაწილში მთავრობისთვის რეკომენდაციებიც არის შემუშავებული.

 

ბაზარზე ხელმისაწვდომობის პრობლემად დეკლარაციაში განმარტებულია, რომ ფერმერებს არ აქვთ საშუალება, მომხმარებლებს პროდუქცია პირდაპირ მიაწოდონ. ამის ნაცვლად ისინი არაფორმალურ ბაზრებზე და შუამავლების მეშვეობით ყიდიან თავიანთ ნაწარმს და იღებენ გაცილებით ნაკლებ შემოსავალს, ვიდრე მომხმარებელთან პირდაპირი ვაჭრობით მიიღებდნენ. 

 

საქართველოში 642 ათასი მეურნეობაა, რომლის 98%-ს მცირე საოჯახო მეურნეობა აქვს. ფერმერთა დეკლარაციის მიხედვით, საინვესტიციო რესურსების მოზიდვა გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ფერმერების აზრით, სახელმწიფო და დახმარების  პროგრამები მათ რეალურ საჭიროებებზე მორგებული არ არის. სახელმწიფო საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები გრანტებსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კვალიფიციურ ინფორმაციას ვერ იძლევიან. საგრანტო სქემები ბიზნესის განვითარებისთვის საკმარისი არ არის. ამას გარდა, არ ფინანსდება ახლი წამოწყებები ე.წ. „Start Up“, შეღავათიანი აგროკრედიტები კი მცირე ფერმერებისთვის ხელმიუწვდომელია, რადგან ისინი, კომერციული ორგანიზაციების შეფასებით, ლიკვიდურ უძრავ ქონებას არ ფლობენ. 

 

რაც შეეხება, სურსათის უვნებლობის სისტემის რეფორმის გავლენას ფერმერებზე, დეკლარციაში აღნიშნულია, რომ ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა დასახვეწია. პრობლემაა ისიც, რომ DCFTA-ს ვალდებულებებიდან გამომდინარე ევროკავშირთან საკანონმდებოლო მიახლოების პროცესში მიღებული ცვლილებების შესახებ ფერმერებს ინფორმაცია ნაკლებად მიეწოდებათ. ვეტერინარული პრეპარატების და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ ფერმერები სანდო ინფორმაციას ვერ იღებენ. რეგიონებში არც ლაბორატორიული კვლევებია ხელმისაწვდომი. სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების (HACCP და ა.შ) დანერგვას ფერმერები ფინანსების ნაკლებობის გამო ვერ ახერხებნ. ასევე სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით უკონტროლო, ღია ნაგავსაყრელები და ქიმიური საშუალებების ინსტრუქციის გარეშე რეალიზაცია მცირე მეწარმეთა თავსატეხად რჩება. 

 

დეკლარაციაში სუბსიდირების მოთხოვნაც არის დაყენებული.  ფერმერები სახელმწიფოსგან წარმოებების სერტიფიცირების ნაწილობრივ სუბსიდირებას ითხოვენ. მათი აზრით, მთავრობამ ბიოსერტიფიცირების პროგრამა უნდა შეიმუშავოს. 

 

www.eugeorgia.info შეეცადა, გაერკვია საქმის კურსშია თუ არა სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების ამ პრობლემებზე და აღნიშნულ გამოწვევებზე რეაგირებას  რა სქემით აპირებს. www.eugeorgia.info-ს შეკითხვებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილმა უპასუხა:

 

- ცნობილია თუ არა თქვენთვის ფერმერების მიერ დასახელებული  მთავარი გამოწვევბი და როგორია სამინისტროს მხრიდან მათი გადაჭრის ხედვა?

- ყველა ეს მიმართულება სოფლის მეურნეობის განვითარების სტარატეგიაში გაწერილია და სრულდება  ყველა პოზიცია თანმიმდევრულად. 

 

რაც შეეხება, ბაზრის ხელმისაწვდომობას, ხელოვნურად ვერ ამოვაგდებთ ე.წ. „გადამყიდველებს“ პროდუქციის მიმოქცევის ჯაჭვიდან. თქვენც რომ იყოთ ბაზრის მფლობელი, ვერ გაყრით გადამყიდველებს ბაზრიდან იმ საბაბით, რომ ფერმერები უნდა მოიყვანოთ. ერთადერთი შესაძლებელია ის, რაც ესპანეთში ხდება. „მერკანზა“ არის ორგანიზაცია, რომელიც ფერმერებისგან შეისყიდის და მარკეტებს ამარაგებს. იქ, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რომ რაღაც პროცესი უვნებლობის თვალსაზრისით ხელიდან გაიქცეს, რადგან საკუთარი ლაბორატორიები აქვს.  შაბათ-კვირას  ფერმერებისთვის დატოვებულია ასპარეზი და მომხმარებლებს შეუძლიათ პროდუქტები ფერმერებისგან პირდაპირ იყიდონ. მადრიდის გარეუბანში დიდი ქალაქივით არის აგრარული ბაზრობა და ფერმერების გამოფენა გაყიდვები ხელისუხლების ხელშეწყობით ხორციელდება.  ამ დღეებში ფერემერების პროდუქცია გაცილებით ძვირია, ვიდრე „მერკანზა“-ს მიერ საბითუმოდ შესყიდული და მარკეტში განთავსებული. ამას თავისი ახსნა აქვს, ფერმერების გამოაქვთ ბიოპროდუქტები და ალბათ გემოვნური თვისებებიც განსხვავდება და  მათი ფასი უფრო მაღალია. 

 

ჩვენს შემთხვევაშიც ფასის დადგენა თავისუფალი ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. ვინ უნდა ჩაერიოს ფერმერის და „გადამყიდველი“-ს ურთიერთობებში? ფერმერემა უნდა იცოდეს, რამდენი გაყიდოს ან რამდენი შეინახოს და უნდა ჰქონდეს ამის საშუალება იმისთვის, რომ პროდუქტის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდვა არ მოხდეს. 

 

- როგორ ფიქრობთ, უნდა შეიცვალოს თუ არა ბანკების მიერ ფერმერებზე სესხების გაცემის კრიტერიუმები, რომელიც გულისხმობს მაღალი შემოსავლის დადასტურებას და ლიკვიდური უძრავი ქონებით სესხის უზრუნველყოფას? ბანკების მხრიდან როდესაც არ არის გათვალისწინებული ბიზნესის მდგრადობა და რისკებისის შეფასების ხარისხი, რა შანსი აქვს ფერმერს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით?

- ბანკები ადრე გასცემდნენ მაღალპროცენტიან კრედიტებს 28-30-32%-იანს, ამას ძალიან დიდი რისკით ხსნიდნენ, სპეციფიკაში ნაკლებად ჩადიოდნენ. თუმცა უკვე ბანკებმა პროცესის სხვაგვარად გაანალიზება დაიწყეს  და დღეს უკვე გადამზადებული აგროსპეციალისტები ჰყავთ. მოთხოვნა გაჩნდა და შესაბამისად, ეს სერვისიც იხვეწება. ჩვენ უნდა გვქონდეს გამართული  კლასიკური ფერმერული მეურნეობა, რომელსაც  ბანკთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ფერმერს უნდა ჰქონდეს გამოცდილება და ქონებაც მიწის სახით, სასაწყობე მეურნეობა თუ სხვა ტიპის ქონება. მეორე პოზიცია არის კოპერატიული მოძრაობა წვრილი ფერმერისთვის, რომელმაც გადაწყვიტა იყოს ფერმერი. ეს არის ის ჯგუფი, რომლის „ამოწევა“გვინდა, რომ მათგანაც კოოპერატიული გაერთიანების გზით ფერმერული მეურნეობა ჩამოყალიბდეს. მესამე კატეგორია არის ის, ვისაც არ უნდა გამსხვილება, არ უნდა კოოპერირება. თითქმის 700 ათასი ოჯახური მეურნეობა გვაქვს, მათ 70 %-ს 1 ჰექტარი ან ბევრად ნაკლები მიწა აქვთ. ასეთი ტიპის მეურნეობებს, რა თქმა უნდა,  ბანკთან პრობლემები აქვს და ექნება მომავალშიც. 

 

- ფერმერების აზრით, კანონმდებლობა დასახვეწია. როგორ უნდა დარეგულირდეს ისე, რომ მცირე მეწარმე არ ამოვარდეს წარმოების ჯაჭვიდან და მეორეს მხრივ, სურსათის უვნებლობა გარანტირებული იყოს? 

- ჩვენ ვერ სულ ვცდილობთ, რომ DCFTA-ს ვალდებულებების შესრულებას არ ჩამოვრჩეთ. გარკვეული სირთულეები არის, მაგრამ საკანონმდებლო ცვლილებებზე ყოველთვის წინ უსწრებს შეტყობინებები. მაგალითად ჩვენ რძის ტექნიკური რეგლამენტი შევიმუშავეთ და  ბევრს ეგონა, რომ აღსრულება პრობლემატური იქნებოდა, მაგრამ მოსახლეობამ კარგად შეხედა ამ პროცესს. გამოცხადდა, რომ ჩვენ არავის დავახრჩობდით და   ადაპტაციისთვის ვადას მივცემდით.  ამ პროცესში ფერმერი თუ გამოგვყვება და მაქსიმალურად დაინტერესებულია,  ეს ყველაფერი რთულად შესასრულებები არ გახლავთ.  სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რაღაც წერტილებს ვერ დავტოვებთ, ამას შევასრულებთ, ამას ვერ შევასრულებთ. ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიძრას და გავიდეს ბოლოში. არ შეიძლება ამის შეჩერება. მე ვთვლი, რომ DCFTA-ს ვალდებულებებისკენ ჩვენ ძალიან სწორად მივდივართ, და ეს ინფორმაცია ვისაც სჭირდება  -  საჯაროა. 

 

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებებისა და ინფორმირებულობის კვლევა ჩაატარა, რა დროსაც 500 ფერმერი გამოკითხა. აღმონდა,  რომ DCFTA-ს და სხვა შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმების შესახებ გამოკითხულთა 71 %-მა არაფერი იცის. ევროკავშირის მოთხოვნების შესახებ კი ინფორმაციას 48 %-ი არ ფლობს. სურსათის ჰიგიენის  სტანდარტის HACCP  და Global Gap-ის შესახებ ინფორმაცია ფერმერთა უმრავლესობამ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიიღო. გამოკითხვის შედეგებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო ინფორმაციის გავრცელების კუთხით ენჯეოებს კონკურენციას ვერ უწევს. 

 

ფერმერების მთავარი  სამი პრობლემის შესახებ www.eugeorgia.info-მ შეკითხვები იმ პოლიტიკურ პარტიებსაც დაუსვა, რომლებიც თავის ძლიერ მხარედ გამართულ ეკონომიკურ პროგრამას ასახელებენ. გთავაზობთ იმ პარტიების მოსაზრებებს, ვინც თავიანთი ხედვა გაგვიზიარა. 

 

პოლიტიკური პარტია „გირჩი“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, რომ ფერმერთა მიერ დაყენებულ საკითხებს და მათ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან: „უმეტესობა ჩვენი შეხედულებები და ეს საკითხები აცდენილია ერთმანეთთან. მთავარი მოთხოვნები რაც ამ მცირე მეწარმეებს აქვთ, ქვეტექსტს თუ გავითვალისწინებით არის სუბსიდირების მოთხოვნა, იმპორტზე კონტროლის დაწესება, რისიც ჩვენ არ გვჯერა“. 

 

პარტია „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“  ეკონომიკური გუნდის ხედვა: 

 

ბაზრის ხელმისაწვდომობა 

 

„ბაზრის ხელმწისაწვდომობის პრობლემა რეალურად ეფუძნება მცირე ფერმერების არაკონკურენტუნარიანობას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. აუცილებელია გაიზარდოს ქართული პროდუქციის ხარისხი და წარმოების მოცულობა. სახელმწიფოს როლი კონკურენტული აგროსექტორის ჩამოყალიბებაში არის განათლების და ახალი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ზრდა. აუცილებელია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს აგროსექტორში კვლევების ჩატარებას, შესაბამისად მცირე ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სოფლის მეურნეობის დარგში დაგროვილი ინფორმაცია. ჩვენი პარტია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 4 წლის განმავლობაში შექმნის 10 საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობას და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში განათლების წილს გაზრდის 8-დან 27 პროცენტამდე, თანხობრივად 140 მილიონ ლარამდე. ასევე სოფლის მეურნეობის დარგთან დაკავშირებული ტექნიკა და ტექნოლოგიები იმპორტისა და დღგ-ს გადასახადებისგან გათავისუფლდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის დაფინანსების წილი გაიზრდება 20-დან 35 პროცენტამდე, თანხობრივად 180 მილიონ ლარამდე“.

 

საინვესტიციო რესურსებზე ხელმისაწვდომობა

 

„სოფლის მეურნეობასა და მის მომიჯნავე დარგებში ინვესტიციების გასაზრდელად „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ გეგმავს კომერციული დიპლომატიის დანერგვას. დამატებითი ინვესტიციები ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას და შესაბამისად მცირე ფერმერთა პროდუქციაზეც მნიშვნელოვნად გაიზრდება მოთხოვნა. დამატებით „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ საერთაშორისო ბაზრებზე მარკეტინგის ხარჯების თანადაფინანსებით პოპულარიზაციას გაუწევს „ქართულ ბრენდს“, რომლის ქვეშ გაერთიანდებიან ქართული კერძო მწარმოებლები“. 

 

სურსათის უვნებლობის სისტემის რეფორმის გავლენა მცირე ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე

 

„დაიხვეწება და ადგილობრივ პირობებთან შესაბამისობაში მოვა საკანონმდებლო აქტები. (ხშირად ხდება ისე, რომ სურსათის უვნებლობის შესახებ ესა თუ ის იურიდიული აქტი უცნობია ფერმერებისათვის ან დროულად არ ხდება ფერმერების შეტყობინება ცვლილებების შესახებ, რაც ბიზნესის წარმოებას უშლის ხელს. ამისათვის საჭიროა ფერმერებისათვის ინფორმაციის მიწოდება დროულად.) დღეს რთულია შეფასდეს მდგომარეობა სურსათის უვნებლობის კუთხით ლაბორატორიების არარსებობის (ან სიმცირის) გამო. ჩვენ დავაფინასებთ ახალი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიების მშენებლობას. ასევე, ახალგაზრდა ფერმერების გადამზადებასა და მათთვის არსებული პრაქტიკის გაცნობისათვის, გაიზრდება დაფინანსება განათლებაზე, რათა უფრო მეთი მაღალი დონის სპეციალისტი ჩამოყალიბდეს. აგრონომი, ვეტერინარი და ა.შ.  რადგან მცირე ფერმერებისათვის რთულია დააკმაყოფილონ სურსათის უვნებლობის მოთხოვნები“.

 

„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ ეკონომიკური გუნდის ხედვა:

 

ბაზრისა და საინვესტიციო რესურსებზე ხელმისაწვდომობა

 

„ფერმერების მხრიდან ბაზრის და საინვესტიციო რესურსის ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობისათვის ფერმერების გამსხვილების პროცესს  ხელს შევუწყობთ სპეციალური პროგრამით, აგრო-სესხების პროგრამასაც დავხვეწთ; ამასთან ერთად, ბიოაგროწარმოების მხარდაჭერისთვის ცალკე მიმართულებას შევქმნით, რადგან ბიოწარმოებას ევროკავშირის ბაზარზე შესვლის და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით მიღებული შეღავათების  გამოყენების დიდი პოტენციალი გააჩნია. ასევე, გათვალისწინებულია საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების განახლების და მშენებლობის დაჩქარების, სასაწყობო მეურნეობების ხელშეწყობის და ლაბორატორიული მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდის მხარდაჭერა. ვგეგმავთ, ქმედითი საგადასახადო შეღავათების დაწესებას და სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქდებას. ამგვარად მეწარმეებს დაეზოგებათ ფინანსური რესურსი და ამ ფინანსური რესურსით თავიანთ საქმიანობის გააფართოებენ“.

 

სურსათის უვნებლობის სისტემის რეფორმის გავლენა მცირე ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე

 

„ფერმერების საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფის და საკონსულტაციო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, რეგიონული სპეციფიკის გათვალისწინებით  გაძლიერდება და ქმედითად ამუშავდება საკონსულტაციო მომსახურების ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით. კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემის სიმწვავის შესამცირებლად კი პრიორიტეტული გახდება პროფესიონალთა მომზადების ეფექტური მოდელების დანერგვა“. 

 

 

ფერმერების კიდევ ერთი დიდი პრობლემა 

 

EPRC-ის მიერ ჩატარებული მცირე ზომის ფერმერთა საჭიროებებისა და ინფორმირებულობის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული სამი პრობლემის გარდა ფერმერულ საქმიანობას მცირემიწიანობის პრობლემაც ძალიან ართულებს. დანაწევრებული მიწის ნაკვეთების დილემა პრობლემების ჩამონათვალში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. 

 

თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ის სოფლის მეურნეობის მკვლევარი  რატი კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ მიწების გამსხვილებისთვის მიწის უფასო რეგისტრაციაზე  უკეთესი ვარიანტების განხორციელება არსებულმა მთავრობამ ვერ გაბედა: „მცირე მიწას ადამიანი მენტალურად განიხილავს, როგორც დაზღვევას. ფიქრობს, რამე რომ გაუჭირდეს, თავის სამყოფ პროდუქტებს მოიყვანს და შიმშილისგან ოჯახს გადაარჩენს. თუ სოფელი განვითრდება, გადაიქცევა ქალაქური ტიპის დასახლებად, თუ პირველადი წარმოებიდან ხალხი გადავა და დასაქმდება გადამამუშავებელ წარმოებაში ან მსუბუქ მრეწველობაში, ექნება სტაბილური სამუშაო, მაშინ შესაძლოა, მიწაზე უარი თქვას. მიწას სხვა მსხვილი ფერმერი იყიდის. ამ მსხვილ ფერმერს კი უფრო დიდი შანსი აქვს, რომ გაერთიანებულ მიწებზე გააკეთოს მასშტაბის ეკონომია და შექმნას კონკურენტული წარმოება. დანაწევრებული მიწების გამსხვილებასთან დაკავშირებით უფრო რევოლუციური სცენარებიც განიხილებოდა.  მაგალითად: თუ არ დაამუშავებდი მიწას გადასახადს გადაიხდიდი, ან შეიძლება ჩამოერთმიათ, ამას აჟიოტაჟი მოჰყვა. შესაბამისად, მიწის რეგისტრაციის რეფორმა გვაქვს უფასო ამ შემთხვევაში და ის კომპონენტები, რაც განიხილებოდა რეფორმაში არ ჩაიდო. კარგი იქნებოდა ჩატარებულიყო კვლევა, რომ განგვესაზღვრა, რა შედეგს მოგვცემდა თითოეული ეს მიდგომა. ძნელია, მიხვდე როგორ მოიქცევა ადამიანი, გადაიხდის თუ არ გადაიხდის, გაყიდის თუ არ გაყიდის. მტკივნეული, მაგრამ სწორი რეფორმის გამტარებელი წინასაარჩევნოდ რომ არავინ იყო კი ვიცით“. 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოდგილე გოჩა ცოფურაშვილი აცხადებს, რომ მიწის უფასო რეგისტრაცია ამ ეტაპისთვის საუკეთესო გამოსავლია: „უფასო რეგისტრაციით ხალხი შეძლებს დაირეგისტრიროს მიწა, სახელმწიფო კი გაარკვევს სად და რა მოცულობის ნაკვეთია მის საკუთრებაში. გაირკვევა რა პოტენციალის არის ეს მიწები. დაურეგისტრირებელი მიწის პრობლემა აღარ იქნება და მოწესრიგდება მიწის ბაზარი. სახელმწიფოს მიერ ხალხისთვის მიწის რეგისტრაციაში ხელშეწყობა ერთადერთი სწორი გზაა“.  

 

გამოკვეთილი პრობლემების გარდა ფერმერებს და კოოპერატივებს კიდევ ბევრი გამოწვევა აქთ, მათ შორის: არასაკმარისი ინფრასტრუქტურა, წარმოებისთვის საჭირო ცოდნა, ტექნიკა და აღჭურვილობა, შხამ-ქიმიკატების და პესტიციდების ხარისხი და ხელმისაწვდომობა, შესანახი და სამაცივრე მეურნეობები, დაავადები, მუშახელის კვალიფიკაცია, აგროდაზღვევის არქონა, ლაბორატორიებზე ხელმისაწვდომობა, ფალსიფიცირებული პროდუქციის არსებობა, იმპორტთან კონკურენცია, საძოვრებზე ხელმისაწვდომობა, სასაკლაოს მომსახურების მაღალი ფასი და ა.შ. 

 

ამ თავსატეხის ფონზე სოფლის მეურნეობის მკვლევარები ხელისუფლებას ურჩევენ, რომ სოფლის განვითარების და იქ მაცხოვრებლების შემოსავლების წყაროების დივერსიფიკაციის მექანიზმებზე იფიქროს. 

 

 

ზურაბ მოდებაძე

 

 

Прочитано
10553
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner