Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 06 Декабрь
05 Cентябрь 2016 | 14:56 Бизнес

5 მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეა, რომლის სამიზნეც საერთაშორისო ბაზრებია

5 მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეა, რომლის სამიზნეც საერთაშორისო ბაზრებია


“სტარტაპ საქართველოს” გამარჯვებულები საკუთარ ბიზნესპროდუქტსა და მომსახურებას საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდიან. “სილიკონის ველის” ექსპერტებმა მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 20 გამარჯვებული დაასახელეს. პირველ 5 ადგილზე გასული ბიზნესიდეის ავტორები სტაჟირებას სლოვაკეთშიც გაივლიან.
შოთა გიორგობიანი და გიორგი მირზიკაშვილი თავიანთ სერვისს (OptioAl)- ფინანსების დაგეგმვასა და განკარგვაში დახმარებას მომხმარებლებს თავდაპირველად აშშ-ში შესთავაზებენ.

“წარმოუდგენელია კომერციული კომპანია იყოს წარმატებული, თუ ფინანსებს არ მართავს, სინამდვილეში, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაც ასეა, რასაც ვხვდებით გვიან, როცა უკვე ფინანსური პრობლემები გვაქვს. ვინაიდან ცოცხალი ფინანსური მრჩეველი ძვირია და ტექნოლოგიები განვითარდა, გვინდა ნაწილობრივ ან მთლიანად ჩავანაცვლოთ ტექნოლოგიით. პირობითად, მომავალ წელს გინდათ იტალიაში წასვლა და გჭირდებათ 2500 ლარი, მრჩეველს სთხოვთ დახმარებას ონლაინ “ჩათის” მეშვეობით, ჩვენ გავაანალიზებთ თქვენ შესახებ არსებულ მონაცემებს- 1 წლის ხარჯვის ისტორიასა და გამოვთვლითსაშუალოდ რამდენს ხარჯავთ სურსათში, ტრანსპორტში, ასე გამოჩნდება სად გაქვთ თავისუფალი ხარჯები, რის მიხედვითაც შემოგთავაზებთ სხვადასხვა სქემას: თუ აღმოჩნდა, რომ თვეში გართობაში ხარჯავთ 300 ლარს, შემოგთავზებთ რომ დახარჯოთ 250 ლარი მომდევნო 1 წელი, თუ არ გიღირთ, მაშინ სხვა ვარიანტებს შემოგთავაზებთ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ძალიან ეფექტურია მიზნებზე ორიენტირებული მიდგომები”,- ამბობს შოთა გიორგობიანი.
დასავლეთი ევროპის ქვეყნებში მსგავს სერვისებს მომხმარებლებს ძირითადად ბანკი სთავაზობს. აშშ-ში ერთ-ერთი ასეთია კომპანია “მინტი”, რომელსაც 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, კომპანია ბანკისგან იღებს ინფორმაციას ტრანზაქციების შესახებ და მომხმარებელს ბიუჯეტის შედგენაში ეხმარება, თუმცა, როგორც შოთა გიორგობიანი ამბობს, “მინტის” მთავარი ხარვეზია ის, რომ მხოლოდ აღრიცხვიანობით შემოიფარგლება.

“ყველას არა აქვს შესაბამისი განათლება, გამოცდილება ან ცოდნა, რომ აღირცხული ინფორმაციის საფუძველზე სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. მთავარი შემდგომი მხარდაჭერა და ფინანსური რჩევებია. აქვთ სასწავლო მასალები, ბლოგები, ვიდეოები, რაც საჭიროებს დროსა და ჩართულობას. ჩვენ გადავწყვიტეთ, სხვანაირად მივუდგეთ ამ საკითხს. აშშ-ის ფედერალური რეზერვის კვლევის მიხედვით, საშუალო ფენის ამერიკელების 46%-ს არ შეუძლია გაუთვალისწინებელი 400$ ხარჯის   გადახდა ფულის სესხების გარეშე”,-ამბობს გიორგობიანი.

იდეის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოში საზოგადოება ჯერ მსგავსი პროდუქტისთვის მზად არ არის და სხვადასხვა ბარიერი არსებობს, მათ შორის უცხო ენისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა, რის გამოც OptioAl-ის სამიზნე ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატები იქნება, სადაც ამ ტიპის პროდუქტები საზოგადოებისთვის ნაცნობია და მოთხოვნაც ყველაზე დიდია. რა დაუჯდება მომხმარებელს მომსახურება -ეს საკითხი ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, შემოსავლის წყარო შესაძლოა ფინანსური ინსტიტუტები იყოს და მოქალაქეებისთვის თვეში ფიქსირებული $5 დაწესდეს.

“სილიკონის ველის” ექსპერტებს ყველაზე მეტად ფინანსურ-ტექნოლოგიური პლატფორმის QuickCash-ის შექმნის იდეა მოეწონათ, რომელიც მიკრო და მცირე საწარმოების კრედიტუნარიანობას ელექტრონული ფორმით, დააახლოებით 30 წუთში შეაფასებს. პლატფორმა ფინანსურ ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს, საბოლოო კლიენტები კი მცირე და საშუალო მეწარმეები იქნებიან.

“უნიკალურია, ვინაიდან ჩვენი აწყობილი მატრიცის შესაბამისად ვაფასებთ კრედიტუნარიანობას- ანუ რამდენის აღების საშუალება აქვს კონკრეტულ ბიზნესს კრედიტის სახით. ჩვენი შეფასების სისტემის გამოყენებით ბანკს გაუადვილდება კრედიტის გაცემა ამ ტიპის კლიენტებზე. დღეს ბანკს ერთნაირად ძვირი უჯდება მილიონიანი თუ 20-ათასიანი სესხის გაცემისას კლიენეტების შეფასება, რადგან ირთნაირად ერთვება კრედიტოფიცერი. ვთავაზობთ ალტერნატიული კრიტერიუმებით შეფასებას, რაშიც დაიხარჯება 30 წუთი ანუ ფინანსური ინსტიტუტისთვის სწრაფი და იაფი იქნება, მიკრობიზნესისთვის კი კომფორტული, ვინაიდან ონლაინ შეძლებს შევსებას”,-ამბობს იდეის ერთ-ერთი ავტორი მარიამ რუსიშვილი.

როგორც eugeorgia.info-სთან საუბრისას მარიამმა აღნიშნა, განვითარებადი ქვეყნებისთვის ეს პროდუქტი უნიკალურია, ვინაიდან ბაზრის შესწავლის შედეგად, ბიზნესსესხებისთვის მსგავსი სახის პლატფორმები ვერ აღმოაჩინეს, შესაბამისად, სამიზნე ბაზარი საქართველოსთან ერთად აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებიც იქნება.

“ადგილობრივით დავიწყებთ და მერე გავიტანთ, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და უკრაინაში, სლოვაკეთში ტრენინგზე რომ წავალთ, გვინდა შეხვედრებიც დავგეგმოთ, გავესაუბროთ მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციას”,-ამბობს რუსიშვილი.

QuickCash-ის სატესტო ვერსია ოქტომბერში გაეშვება, თუმცა თუ ერთ თვეში ფინანსურ ინსტიტუტებთან შეთანხმება ვერ გაფორმდა, პლატფორმა სატესტო რეჟიმში მაინც ამუშავდება და საწყის ეტაპზე კაპიტალსაც თავად გასცემენ.

მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეა მოუწონეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებსაც, რომელთაც ნეიროქირურგიის განვითარებაში წვლილის შეტანა გადაწყვიტეს, “სილიკონის ველის” ექსპერტების წინაშე ხელის პროთეზით hand4help წარდგნენ და მესამე ადგილიც დაიკავეს. ამიერკავკასიაში პირველები აღმოჩდნენ, ვინც ხელის პროთეზს ავითარებს, მთავარი ნოუჰაუ კი ერთი კუნთით 2 ფუნქციის გაკონტროლება იყო.

“დღეს ბაზარზე არსებული კომპანიები ცდილობენ პროთეზი უფრო რეალურ ხელს მიამსგავსონ, მეტალისგან ამზადებენ და 100 ათასს დოლარამდე ღირს, არსებობს სხვა კომპანიებიც, რომლებიც 3-4 ათასად ყიდიან, მაგრამ ეს კომპანიები ზოგი ევროპაშია, ზოგი ამერიკაში, ტრანსპორტირება ძვირი ჯდება, ამიერკავკასიაში ასეთი კომპანია არ არის. ჩვენ ხელში ჩავამონტაჟეთ RFID წამკითხველი, რომელიც ბარათის მონაცემებს კითხულობს, ბარათში პატარა ჩიპია, რომლის ნებისმიერ საგანთან მიახლოებისას ხელი წაიკითხავს და მიხვდება რომ არის ჭიქა, კალამი, ა.შ. და ეცოდინება როგორ აიღოს ის, აღარ დაეძაბება გონება. დავამატეთ პიანინოზე დაკვრა და ხელით მაუსის კონტროლი, ხელს სადაც გაწევ კურსორიც მიყვება. ჩვენი მთავარი ნოუჰაუა ერთი კუნთით 2 ფუნქციის გაკონტროლება, ფუნქციიდან ფუნქციაზე გადასვლა ხდება ერთი კუნთის მეშვეობით, რაც არავის აქვს- ეს იყო უნიკალური მიდგომა. ჯერ ამიერკავკასიაში გვინდა სატესტოდ გავუშვათ, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, 4-3-ჯერ იაფად გავყიდით, შემდეგ უკვე სხვა ქვეყნებში გასვლაზეც ვიფიქრებთ”,- ამბობს იდეის ერთ-ერთი ავტორი არჩილ საყევარაშვილი.

პროდუქტის გაყიდვას 1 წელიწადში ვარაუდობენ, საწყისი ფასი დაახლოებით 1200 დოლარი იქნება, მანამდე კი სოციალური მისიის განსახორციელებლად საზოგადოებრივი გაერთიანის შექმნა სურთ, სადაც შეუძლია გაწევრიანდეს ყველა, ვისაც დახმარება სჭირდება და ისინიც, ვისაც დახმარების სურვილი აქვს, რამდენიმე დღეში კი ინტერნეტგვერდი www.hand4help.com გაეშვება.

კიდევ ერთი იდეა, რომელიც პირველ ხუთეულში მოხვდა თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მესამე კურსელებს ეკუთვნით. სტუდენტებმა ბავშვობის ოცნების ახდენა გადაწყვიტეს და საბრძოლო თამაში Laser Combat შექმნეს, რეალური შეგრძნებებითა და ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე.

“ბავშვობაში ყველას გვითამაშია ომობანა, გვინოდა გაგვეკეთებინა ისეთი რაღაც, რაც აგვიხდენდა ბავშვობის ოცნებას, აღმოვაჩინეთ რომ არსებობს მსგავსი ტექნოლოგიები, მაგრამ რეალური არ იყო ანუ თუ სამი სენსორიდან ერთ-ერთი მოგხვდებოდა, უბრალოდ ანათებდი, ჩვენ შევქმენით ტექნოლოგია, რომ რა წერტილშიც მოგხვდება ლაზერი, ზუსტად იმ ნაწილში გრჩებათ შეგრძნება, რომ მოგხვდათ ტყვია. დღეს არსებული დახვეწილი ტექნოლოგიით შეუძლიათ ითამაშონ მხოლოდ 20 წელს გადაცილებულმა ადამიანებმა- რამდენიმე სენსორია, რომელიმეში თუ მოგხვდებათ ინფრარედი- უხილავი სხივი, მუცელზე გირტყამს 45 ათასი ვოლტს, მსგავსი ტექნოლოგია ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, ამასთან, გასართობ ცენტრში თუ მივა იქ შეიძლება ვერ ითამაშოს, რადგან 10-ჯერ თუ დაგარტყამს 45 ათასს ვოლტს, შეიძლება გადაიღალო. ტექნოლოგია რაც ჩვენ გავაკეთეთ, გასართობია, რეალური შეგრძნებებია, ნებისმიერ დროს შეგიძლია ითამაშო, არ გიწევს არსად წასვლა და ყველასთვის ხელმისწავდომია, ასაკობრივი შეზღუდვა არ იქნება”,- ამბობს ბიზნესიდეის ერთ-ერთი ავტორი გივი ბერიძე.

Laser Combat-ის სამიზნე ბაზარიც აშშ-ია, თუმცა მანამდე საქართველოში გამოცდაზე ფიქრობენ.

პირველ 5-ეულში გასული კიდევ ერთი იდეა ჯანდაცვის სფეროს ეხება და ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების უნივერსალური სისტემის შექმნას ისახავს მიზნად, იდეის ავტორებმა დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ ისურვეს.

“მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში ჯამში 2 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, დაფინანსდა 20 სტარტაპი, რომელიც საინტერესოა გლობალურად და არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არჩევდნენ ამერიკელი ექსპერტები “სილიკონის ველიდან”, ყველას 100 ათასი ლარი გადაეცა. ეს იყო პირველი ეტაპი, შემდეგი ეტაპი იქნება უკვე მენტორობა და დახმარება ბიზნესის მართვაში”- ამბობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მარკეტინგისა და კომუნიკაციების სამსახურის უფროსითამთა ასლანიშვილი.

პროგრამა ,,სტარტაპ საქართველო“ საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ხორციელდება, სადაც სტარტაპების განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. პროექტს ახორციელებენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და საპარტნიორო ფონდი. ჯამში პროექტის ფარგლებში 720-ზე მეტი განაცხადი შევიდა ინოვაციური ბიზნესის წარმოებისათვის. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფომ 11 მილიონი ლარი გამოყო, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.


მაიკო გაბულდანი

Прочитано
5165
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

თვეზე მეტია საგაფიცვო ტალღამ ქართული უნივერსიტეტები მოიცვა. თავიდან ჩამოუყალიბებელი მოთხოვნები ბევრი მიმართულებით დაკონკრეტდა და ახლა სტუდენტები უნივერსიტეტების დამოუკიდებლობასთან ერთად სწავლის ხარისხის გაზრდას და სწავლების თანამედროვე მეთოდების დანე

Georgian Kiwifruitis available in one of the largest European supermarket chains – Lidl, Germany.The Lidl purchases 1kg kiwifruit for 1.20 Euro from Georgian producer and sells it for 0.29 Euro each in its chain.

Trade in sheep and wool has dropped in Georgia, and Georgian shepherds are looking to EU countries in search of new markets for Georgian sheep products. So, exactly what requirements must farmers meet in order to export Georgian sheep and wool to the Euro

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

banner
banner
banner
banner
banner