Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 29 Март
28 Aпрель 2017 | 16:57 Сельское хозяйство

მიწის კონსოლიდაციის დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის მოდელებმა ფერმერთა კონკურენტუნარიანობა გაზარდა

მიწის კონსოლიდაციის  დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის მოდელებმა ფერმერთა კონკურენტუნარიანობა გაზარდა

 

ფერმერთა მცირემიწიანობა და ნაკვეთების დანაწევრება პრობლემურია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის არაერთ ქვეყანაში. ამ ქვეყნების უმეტესობამ 80 იანი წლების ბოლოს  დაიწყო მიწების გამსხვილებისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტების დანერგვა.  ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) 25 ქვეყნიდან 7-ს უკვე აქვს მიწის კონსოლიდაციისთვის გამიზნული სპეციალური პროგრამა, ხოლო 13 ქვეყანამ დაიწყო მიწის გამსხვილების პოლიტიკაზე მუშაობა, თუმცა სამოქმედო გეგმა ჯერ არ აქვთ.  დარჩენილ 5 ქვეყანას (მათ შორის საქართველოს) ამ მიმართულებით ცვლილებები არ განუხორციელებია.

FAO-ს რეკომენდაციით მიწების გამსხვილება-გაერთიანება ხელს შეუწყობს მცირე ფერმების მწარმოებლურობის და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე, რაც გააუმჯობესებს სოფლად ცხოვრების დონეს. ამ კუთხით დასავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ასევე საინტერესოა, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა მიწის სტრუქტურულ პრობლემებს როგორ გაართვეს თავი. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებმა საერთო წარსული გაიზიარეს (მსხვილი სახელმწიფო მფლობელობის კოლმეურნეობების დაშლა და მიწის პრივატიზაცია), თუმცა ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე თითოეული ქვეყანა განსხვავებულად განვითარდა  .  შესაბამისად მიწის გამსხვილების ინსტრუმენტები დასავლეთ ევროპის გამოცდილების ადგილობრივ გარემო-პირობებზე მორგებით შეიმუშავეს.

მიწის კონსოლიდაციას წინ უძღოდა მიწის რეფორმა - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში  მსხვილი კოლმეურნეობების ჩამოშლის შემდეგ სახელმწიფოებმა მიწის მოსახლეობაში განაწილების სხვადასხვა ხერხს მიმართეს.  მიწა 90-იან წლებში მსხვილი კოლმეურნეობებიდან კერძო მფლობელებს ძირითადად ორი საშუალებით გადაეცათ: სადაც შესაძლებელი იყო მიწა ისტორიულ მფლობელებს დაუბრუნდა, ხოლო იქ, სადაც მფლობელობის აღდგენა შეუძლებელი იყო -  კომპენსაციები გაიცა. მეორე მიდგომით კი ქვეყნების ნაწილში მიწა თანაბრად განაწილდა სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შორის. ეს მოდელი სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, უკრაინაში, მოლდოვაში, ალბანეთსა და უნგრეთში  გამოიყენეს და მოსახლეობას სახელმწიფო მიწა ფიზიკური ნაკვეთების  სახით  გადასცეს. მიწის ფაქტობრივი  გამოყენება ყველაზე მეტად დანაწევრებულია იმ ქვეყნებში, სადაც მიწა თანაბრად განაწილდა მოსახლეობას შორის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განასხვავებენ მიწის ორი ტიპის დანაწევრებას: მფლობელობის დანაწევრება და მიწის გამოყენების დანაწევრება. მათ შორის განსხვავება ის არის, რომ ერთი მსხვილი ფერმერი შეიძლება ამუშავებდეს რამდენიმე მფლობელის მიწას. ამ შემთხვევაში დანაწევრებულია მფლობელობა და არა გამოყენება.  დასახელებულ 7 ქვეყანაში მიწის მფლობელობაც და გამოყენების მაჩვენებლებიც თანაბრადაა დანაწევრებული.  გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყნებში სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას არ აქვს ფართო არჩევანი დასაქმდეს სხვა სექტორში და თავის რჩენის ძირითადი წყარო მიწაა,  მიწის გაქირავების სტიმულიც გლეხებს ნაკლებად აქვთ. ე.ი. უმეტეს შემთხვევებში მიწის მფლობელი და მისი დამმუშავებელი ერთი და იგივეა. ალბანეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, მოლდოვაში, 7 ყოფილ იუგოსლავიის ქვეყნებსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში თითო ნაკვეთის ფართობი 0.3 ჰა.-ს შეადგენს და თითო მეურნეობა ჯამში 1-3 ჰა.-მდე მიწას ფლობს. ხოლო იმ ქვეყნებში, სადაც მიწა ისტორიულ მესაკუთრეს გადაეცა, მიწის გამოყენების დანაწევრება ნაკლებ პრობლემურია.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიწის კონსოლიდაციის მოდელები ეფუძნება დასავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებას. დასავლეთ ევროპაში კი გავრცელებულია სამი ქვეყნის: გერმანიის, ჰოლანდიისა და დანიის მოდელები.  თითოეული ქვეყნის გამოცდილება დაფუძნებულია საერთო პრინციპზე და შემდეგ მცირედი სახესხვაობებით მორგებულია ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობასა და გარემო პირობებს. არსებობს მიწის კონსოლიდაციის სავალდებულო და ნებაყოფლობითი მიდგომები

ნებაყოფლობითი პროექტის დროს მიწის ყველა შესაძლო მფლობელებს შორის გამოკითხვას ატარებენ  და აქიდან ადგენენ, თუ ვის რა ინტერესი აქვს და უნდათ თუ არა პროექტში ჩართვა. შემდეგ შემუშავდება მიწების გადანაწილების გეგმა.  ნებაყოფლობითი კონსოლიდაციის დროს მიწის გაცვლა ნებაყოფლობითია, თუმცა ხშირად მესაკუთრეს უბიძგებენ, რათა საჯარო პროექტების ან გარემოს დაცვითი პროექტების  ინტერესებიდან გამომდინარე მიწა დათმოს. ნებაყოფლობითი მიდგომა გამოიყენება დანიაში. გერმანიასა და ჰოლანდიაში კი ორივე მოდელს შეხვდებით.

სავალდებულო კონსოლიდაციის დროს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი ჯგუფები მიწის მფლობელებისა და ფერმერების ინტერესების გათვალისწინებით ადგენენ მიწის გადანაწილების პროექტს. მაგალითად, თუ ერთი ფერმერი ფლობს 3 ან 4 მიწის ნაკვეთს სხვადასხვა ადგილას , იგი თავის მიწას გაუცვლის მეზობელ ფერმერს, რომელსაც ასევე აწყობს ეს გაცვლა, რადგან მისი ნაკვეთებიც გაფანტულია. ამგვარად ჯამში ყველა ფლობს ერთი და იგივე ღირებულების მიწას, მაგრამ ერთად კონსოლიდირებულს. სხვადასხვა მხარის ინტერესების გათვალისწინების შემდეგ, შედგენილ პროექტს აცნობენ  პროექტში მონაწილე მხარეებს და იგი დამტკიცდება ერთიანი გეგმის სახით საერთო კონსენსუსის საფუძველზე თუ ფერმერთა და მიწის მფლობელთა უმეტესობა მხარს უჭერს მის განხორციელებას.

სურათზე წარმოდგენილია მიწის კონსოლიდაციის შემდეგ როგორ შეიცვალა მიწის განაწილების სიტუაცია მოდვის ერთ-ერთ სოფელში.



FAO-ს ექსპერტის ჰარტვიგსენის კვლევის მიხედვით 2015 წელს 7 ქვეყანაში მიწის გამსხვილება წინასწარ შემუშავებული პროგრამის მიხედვით მიმდინარეობდა. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ლიტვა, სერბეთი და აღმოსავლეთი გერმანია. მიწის გამსხვილების ინსტრუმენტების დანერგვა პოლონეთსა და სლოვენიაში სხვა ქვეყნებთან შედარებით ტრანსფორმაციის პერიოდში გამსხვილების გარკვეული გამოცდილება უკვე ჰქონდათ. ჩეხეთში, სლოვაკეთსა და აღმოსავლეთ გერმანიაში მიწის სტრუქტურის შეცვლაზე ფიქრი 90-იან წლებში მიწის რეფორმასთან ერთად დაიწყო. ლიტვაში მიწის გამსხვილების პროგრამა მიწის ყოფილი მფლობელების ხელში გადაცემის შემდეგ 2006 წელს ამოქმედდა, ხოლო სერბეთში 2007 წელს.  გამსხვილების პროგრამის მქონე 7 ქვეყნიდან 6 ქვეყანაში აირჩიეს სავალდებულო მიდგომა, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაცია ადგენს მიწის განაწილების პროექტს და ამტკიცებს მას შემდეგ, რაც მიწის მფლობელთა უმრავლესობა შეთანხმდება. ფერმერები იღებენ იმავე ღირებულების მიწას, რაც მათ ქონდათ მიწის გადანაწილების გეგმის შედგენამდე. მხოლოდ ლიტვაში გამოიყენება ნებაყოფლობითი მიდგომა. ხოლო აღმოსავლეთ გერმანიაში ორივე მიდგომა მიღებულია. დასახელებული მეთოდების შედეგად, მეურნეობათა ხელთ არსებული ნაკვეთები ერთიანდება, თუმცა მფლობელთა რიცხვი ჯამში იგივე რჩება.

ქვემოთ მოყვანილ გრაფიკზე ლურჯი ფერით მიწის გამსხვილების პროგრამის მქონე ქვეყნებია მონიშნული. ხოლო მწვანე და ყვითელი ფერით მონიშნულმა ქვეყნებმა შემოიღეს მიწის გამსხვილება-გაერთიანების ინსტრუმენტები, თუმცა პროგრამა ჯერ შემუშავებული არ აქვთ.

FAO დაეხმარა მიწის გამსხვილების მსურველ ქვეყნებს (სომხეთი, სერბეთი, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა და მაკედონია) საპილოტე პროგრამების შემუშავებაში. ლიტვამ და მოლდოვამ დამოუკიდებლად დაიწყეს მიწის გამსხვილების პროგრამის შემუშავება, თუმცა სირთულეებს წააწყდნენ და დახმარებისათვის FAO-ს მიმართეს. თითოეული ქვეყნისათვის  ლოკალურ პირობებსა და სოფლის განვითარების პრინციპებს მორგებული ინდივიდუალური საპილოტე პროგრამა შეიქმნა, რაც მოიცავს არა მარტო მიწის გადანაწილებას, არამედ სოფლის განვითარების კომპლექსურ მიდგომას.   CEE ქვეყნების სასოფლო-სამეურნეო დასახლებების განვითარებისათვის მხოლოდ მიწის რესტრუქტურიზაცია საკმარისი არ იქნება. CEE ქვეყნების უმეტესობაში სოფლად მცხოვრებთათვის შესაძლოა შეზღუდული იყოს გზები, სარწყავი სისტემა, დრენაჟი, ბაზრებსა და ფინანსებზე წვდომა,  პრობლემაა მიწის ეროზიაც და მრავალი სხვა. მსგავსი ყოვლისმომცველი მიდგომის დროს აუცილებელია ადგილობრივი მმართველობების და ყველა გავლენის ქვეშ მყოფი პირის ჩართვა. ამ პროცესს თან უნდა ახლდეს ცნობადობის ამაღლება და ადგილობრივებისთვის ინფორმაციის მაქსიმალური მიწოდება. FAO-ს საპილოტე პროგრამების ფარგლებში ფერმერების და მიწის მფლობელების ინტერესების და მიწის კონსოლიდაციის პროცესში ჩართულობის დასადგენად თითოეული ფერმერი თუ მიწის მფლობელი გამოიკითხა.

მხოლოდ მიწის კონსოლიდაციის მოდელი ვერ უზრუნველყოფს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას. კონსოლიდაციის ზემოთ მოყვანილი მოდელი ხელს უწყობს დაშორებული ნაკვეთების ერთად თავმოყრას და არა მეურნეობის ზომის ზრდას. ფერმების გამსხვილების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი დასავლეთ ევროპაში არის მიწის ბანკი. მიწის ბანკი ფლობს და განაგებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწებს, ასევე ის ჩართულია მიწების ყიდვა გაყიდვის პროცესში. მიწის ბანკი კერძო პირებისაგან შეიძენს პატარ-პატარა მიწებს მოკლე ვადით და ყიდის მათ ჩვეულებრივ საბაზრო პირობებში. მსგავსი ტრანსაქციები ხელს უწყობს მიწების გამსხვილებას და სახელწიფო მიწების განკერძოებას და ასევე მიწის მობილურობას. მაგალითად, დანიაში მიწის ბანკი შეიქმნა 1919 წელს, რომელიც მიწის კონსოლიდაციის პროექტში აქტიურად იყო ჩაბმული. 

მიწის კონსოლიდაციის პრაქტიკული მაგალითების და მიწის ბანკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ სტატიის გაგრძელება.

 

ავტორი: მარიამ ლუკაშვილი (ISET-ის მაგისტრი)

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

Hartvigsen, M. (2015a): Experiences with land consolidation and land banking in Central and Eastern Europe after 1989. FAO Land Tenure Working Paper 26.

 

Hartvigsen, M. (2015b): Land Reform and Land Consolidation in Central and Eastern Europe after 1989 – Experiences and Perspectives. Ph.D. Thesis. Aalborg University.

Hartvigsen, M. (2016): Land Consolidation in Central and Eastern Europe - integration with local rural development needs. Paper prepared for presentation at the “2016 WORLD BANK CONFERENCE ON LAND AND POVERTY” The World Bank - Washington DC, March 14-18, 2016

 

Прочитано
6023
Отправить письмо

Связанный:


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner