Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Cреда, 24 Aпрель
28 Aпрель 2017 | 19:01 Сельское хозяйство

საქართველოში ხახვის იმპორტი 20 ათას ტონას აჭარბებს, რატომ არ მოჰყავთ მოგებიანი კულტურა ფერმერებს

საქართველოში ხახვის იმპორტი 20 ათას ტონას აჭარბებს, რატომ არ მოჰყავთ მოგებიანი კულტურა ფერმერებს

ხახვის იმპორტის გამო საქართველოდან ყოველწლიურად 10 მილიონამდე დოლარი გადის. იმპორტიორ ქვეყნებს შორის ტრადიციული მომწოდებლების გარდა, ისეთი ქვეყნები ფიგურირებენ, როგორიცაა, ლუქსემბურგი, ეგვიპტე, ნიდერლანდები და კენიაც კი. თუმცა, ექსპერტები ირწმუნებიან, რომ წარმოების სწორად დაგეგმვის შემთხვევაში 1 ჰა-ზე მოგებამ შეიძლება, 12 ათას ლარს მიაღწიოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევა “ხახვის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში” “PMC კვლევითი ცენტრმა” სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა, რომელიც ევროკავშირმა დააფინანსა. 

ხახვის წარმოება მსოფლიოში:

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, მსოფლიოში ხახვის წარმოებამ 2013 წელს 87 მლნ ტონას მიაღწია,რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მაჩვენებლებს (2009 წელს 73.8 მლნ ტონას შეადგენდა).

2010 - 2014 წწ. საშუალო მონაცემებით, ხახვის ძირითადი მწარმოებელი ქვეყნები არიან: ჩინეთი (22 მლნ. ტ.), ინდოეთი (17 მლნ.ტ.), აშშ (3 მლნ.ტ.), ირანი (2 მლნ.ტ.) და ეგვიპტე (2 მლნ.ტ.). საშუალო მოსავლიანობით კი ქვეყნებს შორის ლიდერობდა ირლანდია - 71  (ტონა/ჰა),  სამხრეთ კორეა - 69.3 ტონა/ჰა, აშშ - 60.8  ტონა/ჰა, ავსტრალია - 60.8  (ტონა/ჰა) და ავსტრია - 57.6  (ტონა/ჰა).

იმპორტიორი ქვეყნებია: მალაიზია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი, იაპონია

ექსპორტიორი ქვეყნები: ჰოლანდია, ინდოეთი, ჩინეთი, ეგვიპტე, მექსიკა.

წარმოება საქართველოში

როგორც ბევრი სხვა საკვები პროდუქტის შემთხვევაში, ხახვის წარმოება საქართველოში თვითკმარი არ არის. მისი მოცულობა 2010 - 2015 წლებში 19 ათასი ტონიდან 12,7 ათას ტონამდე შემცირდა.

იმპორტის მოცულობა 2011-2014 წლებში წლიურად, საშუალოდ, 11-13 ათას ტონამდე მერყეობს (19-22 მილიონი დოლარი), შედარებით შემცირდა 2015 წელს - 9 ათას ტონამდე (20,7 მილიონი დოლარი). ხახვის იმპორტში ძირითადი წილი  შემდეგ ქვეყნებს უკავიათ: თურქეთი -  40%, უკრაინა - 30%, ყაზახეთი -22% და სხვ. კვლევის მიხედვით, 2014-2015 წლებში ხახვი საქართველოში ისეთი ქვეყნებიდანაც შემოდიოდა, როგორიცაა, ირანი, იტალია, ყაზახეთი, კენია, ლუქსემბურგი , მოლდოვა, ნიდერლანდები, რუსეთი და ეგვიპტე.

აღსანიშნავია, რომ მიზერული მოცულობით საქართველოდან ხახვი ექსპორტზეც გადის, მაქსიმალურ მაჩვენებელს, 120 ათას დოლარს, 2013 წელს მიაღწია. ექსპორტი, თითქმის, მთლიანად  (96.8%) სომხეთზე მოდის.

ამ დროს, როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, საქართველოს ნიადაგი და კლიმატი ხელსაყრელია ხახვის წარმოებისთვის.აქ მოყვანილი ხახვი საკმაოდ რეზისტენტულია დაავადებების მიმართ და აქვს კარგი გემური მახასიათებლები, ხახვის მოყვანა შეიძლება პრაქტიკულად ყველა ტიპის ნიადაგზე. არის საკმაოდ ყინვაგამძლე და არ საჭიროებს ბევრ მორწყვას.

ძირითადი მწარმოებელი რეგიონებია: ქვემო ქართლი (70%), შიდა ქართლი (15%) და კახეთი (10%).სამცხე–ჯავახეთში, რომელიც კვლევის ძირითად ობიექტს წარმოადგენს, ყოველწლიურად ხახვი სულ უფრო მეტ ფერმერს მოჰყავს. თუ 2014 წელს 230 ჰა-ზე იყო დათესილი, გასულ, 2015 წელს, ხახვის ნათესებმა რეგიონის მასშტაბით 252 ჰა შეადგინა.

ხახვის კულტივაცია:

ხახვის მოყვანისთვის ოპტიმალური პირობებია:

· ჰაერის ტემპერატურა 15-25 გრადუსი;

· ჰაერის დაბალი შეფარდებითი ტენიანობა (60-70%);

· ნიადაგის მაღალი ტენიანობა;

· სინათლის მაღალი ინტენსივობა;

· სარეველებისგან სუფთა ნაკვეთი;

· მინერალური სასუქების გამოყენება;

· საუკეთესო წინამორბედები: კომბოსტოსნაირი მცენარეები, კიტრი, პომიდორი, კარტოფილი, პარკოსანი კულტურები.

საქართველოში ხახვი ორი მეთოდით მოჰყავთ: თესლის უშუალოდ გრუნტში თესვით, ან ხახვის ბოლქვების (ჭილის) საშუალებით.თესლით ხახვის მოყვანა ინტენსიური, ხოლო ჭილით -  ექსტენსიური მეთოდია.

ხახვი ითესება სხვადასხვა ფართობის ზოლებში მწკრივებად. თესვა შეიძლება განხორციელდეს სათესი მანქანით, ან ხელით. მწკრივების რაოდენობა და მათ შორის, მანძილი დამოკიდებულია სათეს მანქანაზე. თესვისთვის ოპტიმალური პერიოდია 5-20 მარტი. დათესვიდან აღმოცენებამდე მუშავდება ნიადაგი. თესვის შემდეგ ერთ კვირაში  საჭიროა სტომპით (ჰერბიციდით) დამუშავება. სამი-ოთხი ფოთლის ფაზაში დგება ჰერბიციდების შეტანის მეორე ეტაპი (გოალი, გალაქსი ან გალიგალი).

ჭილის შემთხვევაში ხახვის ამოღება 1-20 აგვისტოს ხდება, ხოლო თესლის შემთხვევაში ამოღება იწყება 15 სექტემბრიდან. ხახვის ამოღება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ხახვის ყელი 80%-ით მაინც არის მშრალი. ამოღების შემდეგ ხახვი რამდენიმე დღით იყრება ნაკვეთში მზეზე რათა ბოლომდე გახმეს.

ამოღების შემდეგ ხდება ხახვის გადარჩევა და ფოჩისაგან გაწმენდა. ეს საფეხური არის ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადია და ამ ეტაპზე, დანახარჯები სამუშაო ძალის დაქირავებაზე საკმაოდ მაღალია. გადარჩეული და გაწმენდილი ხახვი თავსდება ბადე ტომრებში ან ყუთებში და ინახება საწყობში, სადაც  ვენტილაცია და მაღალი ტემპერატურაა (30 გრადუსი მაინც). ხახვის კარგად გაშრობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საწყობი არ არის სათანადოდ მოწყობილი გაშრობის შედეგად შესაძლოა, მოსავლის 20-25% დაიკარგოს. საწყობში ტემპერატურა თანდათანობით უნდა შემცირდეს. ზამთარში შესანახად ოპტიმალური არის -1-დან +1-მდე ტემპერატურა.

რაც შეეხება ხახვის გაყიდვას, მისი გასაღების ძირითადი არხებია: ბაზარში გატანა; გზაზე გაყიდვა;  შუამავალზე გაყიდვა.  ჭილით მოყვანილი ხახვის გაყიდვა ხდება სექტემბერ-ოქტომბერში, ხოლო თესლით მოყვანილისა - სექტემბერ-მაისში. მიუხედავად იმისა, რომ თესლით მოყვანილი ხახვის ხანგრძლივად შენახვა არის შესაძლებელი, ფერმერები ხახვის გაყიდვას შემოდგომითვე ამჯობინებენ, ვინაიდან საწყობების სიმცირე ზრდის ხახვის ლპობის რისკს. კომერციული ფერმერები ამჯობინებენ ხახვის შუამავალზე გაყიდვას, ხოლო მცირე ფერმერები თავად ყიდიან ხახვს ბაზარში. ადგილობრივი ხახვის მიწოდება ბაზარზე ივნისში იწყება და პიკს ივლის-აგვისტოს პერიოდში აღწევს.


წარმოების დანახარჯები და შემოსავლები

ხახვის მწარმოებელთა დანახარჯები და შემოსავლები დამოკიდებულია ხახვის მოყვანის მეთოდზე. ფერმერის ძირითადი დანახარჯები მოდის სათესლე მასალაზე (ჰოლანდიური თესლის ფასი - 400-500 ლარი/კგ, ადგილობრივი თესლის ფასი - 80 ლარი/კგ, ჭილის ფასი - 5-6 ლარი/კგ); სამუშაო ძალასა (ქალი - 20 ლარი დღეში, კაცი - 25 ლარი დღეში) და ჰერბიციდებსა და ფუნგიციდებზე (საშუალოდ 2000 ლარი/ჰა).

ექსტენსიური მეთოდით მოყვანისას (ჭილით, ანუ, ბოლქვით დარგვისას) მთლიანი ხარჯი 1 ჰა-ზე 6 200 ლარია, მოსავალი - 25 ტონა, თვითღირებულება 0.25 ლარი, 1 კგ-ის საშუალო გასაყიდი ფასი - 0,37 ლარი, მოგება - 3 050 ლარი;  ინტენსიურის მეთოდის შემთხვევაში (თესლით თესვისას) ხარჯი 9 600 ლარია, მოსავალი - 60 ტონა, თვითღირებულება - 0.16 ლარი, საშუალო გასაყიდი ფასი - 0.36 ლარი , მოგება - 12 000 ლარი.

მწარმოებელთა ე.წ. „firm gate” ფასი 1 კგ -ზე  2008 წლიდან 2014 წლამდე 30 თეთრიდან 55 თეთრამდე გაიზარდა. საინტერესოა, რომ 2014 წელს ქართველი მწარმოებლების ფასები , წამყვანი ქვეყნების მწარმოებელის ფასებთან შედარებით საკმაოდ მაღალი იყო.



პრობლემები ხახვის წარმოებაში და რეკომენდაციები მათ აღმოსაფხვრელად

მკვლევარებმა ხახვის ღირებულებათა ჯაჭვის  ხელისშემშლელ ფაქტორთა სამი ჯგუფი გამოავლინეს: წარმოების შეზღუდვები, დასაწყობების შეზღუდვები და გასაღებასთან დაკავშირებული პრობლემები.

კერძოდ, რეგიონში აღინიშნება ხახვის მოყვანისთვის საჭირო აგროტექნიკის ნაკლებობა. ბევრ ფერმერს არ აქვს სათესი აპარატი.შესაბამისად, ხახვი ხელით ითესება; რთულდება ხახვის ამოღებისა და გადარჩევის პროცესები, ნაკლებია სამუშაო ძალაც:  ბევრ უმუშევარს  სოფლად არ აქვს სურვილი იმუშაოს სოფლის მეურნეობის სექტორში. თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის, წვეთოვანი სარწყავი სისტემის გამოყენების დონეც დაბალია. ზოგადად, ირიგაციის საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას რეგიონში.

საშუალო და მსხვილ მწარმოებლებს სჭირდებათ საწყობები ვენტილაციით, ვინაიდან დიდი რაოდენობის ხახვი, როცა შრება, საკმაოდ ბევრ სინესტეს გამოყოფს, შესაბამისად, აუცილებელია კეთილმოწყობილი საშრობები. ფერმერები აღნიშნავენ, რომ ხახვის შენახვასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ურჩევნიათ მალევე გაასაღონ თავისი ნაწარმი. მათ უმეტესობას პროდუქციის გასაღება არ უჭირს, თუმცა, შუამავლებთან ურთიერთობა არაფორმალურია და შესაბამისად, არასტაბილური. გარდა ამისა ამ ეტაპზე არცერთ მწარმოებელს არ აქვს ურთიერთობა სუპერმარკეტებთან. ბევრი სხვა რეგიონის ფერმერების მსგავსად, ხახვის მწარმოებლები სამცხეში ხასიათდებიან კომერციალიზაციის დაბალი დონით. არ ხდება პროდუქციის ბრენდირება.

წარმოების ხელისშემშლელი ფაქტორია დაზღვევის პრაქტიკის სიმცირეც. მიუხედავად სახელმწიფო მხარდაჭერისა, აგროდაზღვევა საქართველოში ფერმერებს შორისფართოდ გავრცელებული ჯერ კიდევ არ არის.

ამ ეტაპზე სამცხე - ჯავახეთში ფერმერები, ძირითადად, მეკარტოფილეობას მისდევენ და მათი უმეტესობა არ მიმართავს თესლბრუნვას, რაც ამცირებს მოსავლიანობას და აზიანებს ნიადაგს. ამიტომაც მნიშვნელოვანია სხვა კულტურების, მათ შორის, ხახვის წარმოების პოპულარიზაციაც რეგიონში. “ხახვის მოსავლიანობა რეგიონში საკმაოდ დაბალია და ამიტომ აუცილებელია წარმოების საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა. რეკომენდებულია სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა და ასევე უცხოელი ფერმერების გამოცდილების გაზიარება საზღვარგარეთ ვიზიტების მეშვეობით. ვინაიდან ფერმერთა უმეტესობა ხახვს საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებს, მათი კომერციალიზაციის დონე დაბალია. ამისთვის რეკომენდებულია მაგალითად, მარკეტინგული კოოპერატივების წახალისება”, - აღნიშნავენ მკვლევარები.

 

 

 

 

 

Прочитано
9525
Отправить письмо

Связанные истории не найдены


Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner