Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Thursday, 28 Март
16 Июнь 2017 | 17:48 Бизнес

რეფორმები მცირე ბიზნესის მდგომარეობას არ აუმჯობესებს

რეფორმები მცირე ბიზნესის მდგომარეობას არ აუმჯობესებს

მცირე ბიზნესს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და შემოსავლების სამსახური განსხვავებულად განსაზღვრავენ. საქსტატის მიერ განხორციელებული ცვლილება ბიზნესის კლასიფიკაციის მეთოდოლოგიაში  თავსებადია ევროკავშირის მეთოდოლოგიასთან. თუმცა, შემოსავლების სამსახური არ მიჰყვება ამ ცვლილებას, რაც მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებას ქვეყანაში მნიშვნელოვნად აფერხებს.

„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ინდუსტრიული კომპონენტით ამ დრომდე 194-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. აქედან 127 მცირე, 39 საშუალო და 12 მსხვილი საწარმოა. ნიშნავს თუ არა ეს რომ სახელმწიფო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს? ერთი შეხედვით ჩანს, თითქოს სახელმწიფო პროგრამა წვრილ საწარმოებს აძლევს უფრო მეტ შესაძლებლობებს განვითარებისთვის. თუმცა, კლასიფიკაცია ცოტა ადრე რომ მოგვეხდინა ბენეფიციართა უმრავლესობა საშუალო და მსხვილ კატეგორიაში მოხვდებოდა და შესაბამისად, სურათი რადიკალურად შეიცვლებოდა. პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სტატისტიკური მიზნებისთვის საწარმოთა კლასიფიკაციის მეთოდოლოგია შეიცვალა, თუმცა დაბეგვრის თვალსაზრისით საწარმოთა კლასიფიკაციაში ცვლილებები არ იგეგმება. ამ ორ კლასიფიკაციის მეთოდს შორის განსხვავება ძალზე დიდია. მაგალითად, მცირე საწარმო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიის მიხედვით უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე საგადასახადო კოდექსის მიხედვით აღიარებული მცირე მეწარმის სტატუსი. შესაბამისად, რომელიმე პროგრამის განსხვავებული კლასიფიკაციით შეფასებისას ვღებულობთ სრულიად განსხვავებულ შედეგებს, რაც ართულებს მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისთვის სწორი პოლიტიკის შემუშავებას.

ევროკავშირის ქვეყნებში ქართული ექსპორტიორი კომპანიებიდან 16-მა ბენეფიციარმა ისარგებლა ინდუსტრიული კომპონენტით, რომელთაგან, უმრავლესობა ძველი მეთოდოლოგიის მიხედვით მსხვილი საწარმოს კატეგორიაში გადის. ახალი მეთოდოლოგიით სიტუაცია მკვეთრად იცვლება, და უმრავლესობა ბენეფიციარებისა წვრილი საწარმოს კატეგორიაში გადადის.

ექსპორტიორები, რომლებსაც ევროკავშირის ბაზარზეც გააქვთ თავიანთი პროდუქტი, აცხადებენ, რომ მათთვის სესხის აღება უპრობლემოდ მოხდა და მათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს საწარმოო პროცესი. ზოგიერთმა მათგანმა ძველი საწარმო განაახლა და ახალი მანქანა-დანადგარებით აღჭურვა, ზოგმა გააფართოვა წარმოება და ახალ საექსპორტო ბაზრებზეც გავიდა.

„გ.ბ. კონსალტინგი“ 2009 წლიდანაა ბაზარზე და ღვინისა და კონიაკის ცისტერნებს აწარმოებს. კომპანიამ “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 100 ათასი ევროს მოცულობის სესხი აიღო, რომელიც სპილენძის ფურცლების დასაჭრელი დანადგარის შესაძენად გამოიყენა. ამ დრომდე კომპანია უკვე დაჭრილ მასალას ყიდულობდა, რაც შედარებით ძვირი უჯდებოდა. “საბოლოოდ ექსპორტზე გადის, ღვინის და კონიაკის ცისტერნები, რომელსაც ღვინის ქარხნებს ვაწვდით. საერთო ჯამში იაფი გვიჯდება წარმოება და უკეთეს ფასში ვთავაზობთ კლიენტს და ექსპორტიც გვეზრდება” - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი ილია ხაჩიძე.

სააქციო საზოგადოება “თბილისის თამბაქომ” პროგრამის ფარგლებში 2015 წლის ბოლოს აიღო სესხი 340 000 ლარის ოდენობით, რისი საშუალებითაც განაახლა თამბაქოს წარმოების დანადგარები. “ახალი დანადგარები დაგვეხმარა საექსპორტო პროდუქციის წარმადობის გაზრდაში თუმცა, პრობლემა არის ის, რომ აქციზის გადასახადი ძალიან გაიზარდა და ჩვენი სიგარეტის ფასი თითქმის გაუთანაბრდა ფილიპ მორისის, მარლბოროს და სხვა ცნობილი ბრენდების ფასებს. შესაბამისად, მომხმარებელი ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას” - განაცხადა კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა აბიბო მეგენეიშვილმა.

2015 წლის ბოლოს აიღო სესხი ფარმაცევტულმა საწარმომ ჯი-ემ-პი-მ. სესხის მოცულობა იყო 3,6 მლნ დოლარი, რისი საშუალებით მოხდა ქარხნის რეკონსტრუქცია. “საექსპორტო ბაზრები არ გაგვიფართოებია, თუმცა არსებული კლიენტების მხრიდან მოთხოვნა გაიზარდა და ამიტომაც დაგვჭირდა ქარხნის გადაიარაღება. შედეგად, როგორც ადგილზე ასევე ექსპორტზე რაოდენობები გაიზარდა” - აღნიშნა კომპანიის წარმომადგენელმა მანანა კერესელიძემ. კომპანია ახლო მომავალში გაფართოებას და ახალი საწარმოო ხაზის გაშვებას გეგმავს. საწარმოს ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და მოლდოვა.

სამკერვალო კომპანია «იმერიც» ამ პროგრამის ბენეფიციარია, რომლის ფარგლებშიც 2016 წელს 315 ათასი ევროს მოცულობის სესხი აიღო. საწარმოს მთლიანი ფართობი 28 ათასი კვ.მ.-ია. კომპანია გერმანულ და იტალიურ ფირმებს ემსახურება, საიდანაც მოდის ნედლეული და მასალები, სამკერვალო კომპანიაში იკერება და ეგზავნება უკან დამკვეთს, რომელიც საბოლოო მომხმარებელზე ყიდის. “ამ თანხით ერთი შემკერი საამქრო აღვადგინეთ, რომელიც გაჩერებული იყო, შევიძინეთ საჭირო მანქანა-დანადგარები, ძველი დაცვის შენობაში გავაკეთეთ ახალი მაღაზია, საიდანაც ვყიდით მზა ნაწარმს, ავაშენეთ ახალი დაცვის შენობა, ეზოში გზა დავაგეთ და ცენტრალური გათბობის სისტემა დავამონტაჟეთ მთლიანად მთელს შენობაში” - განაცხადა კომპანიის მთავარმა ბუღალტერმა მაია დეისაძემ.

მსხვილი საწარმოების ხელშეწყობა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, როდესაც კომპანიები ექსპორტზე არიან ორიენტირებული. თუმცა, წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარება  განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყნის ეკონომიკისთვის. უფრო მეტიც, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტიორი კომპანიების 54% სწორედ მცირე და საშუალო საწარმოს მიეკუთვნება. გარდა ამისა, წვრილი და საშუალო ბიზნესი უფრო მეტ ადამიანს ასაქმებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2017 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 42% მცირე ზომის საწარმოებზე მოდის, 36% მსხვილზე ხოლო 22% საშუალოზე. რაც შეეხება ბრუნვების მიხედვით კლასიფიკაციას, მცირე საწარმოებს ასევე დიდი წილი უჭირავთ. კერძოდ, საწარმოთა ბრუნვების 31,5% მცირე საწარმოებზე მოდის, 43,9% მსხვილ, ხოლო 24,6% საშუალო საწარმოებზე.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ცვლილება შეიტანა საწარმოთა კლასიფიკაციის მეთოდოლოგიაში. თუმცა, საგადასახადო კოდექსში დაბეგვრის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით საწარმოები შემდეგნაირად განისაზღვრა:

მსხვილი ზომის საწარმოებს განეკუთვნება საწარმო, სადაც დასაქმებულთა საშუალოწლიური რაოდენობა აღემატება 249 კაცს ან საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა აღემატება 60 მლნ ლარს.
საშუალო ზომის საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა მერყეობს 50‐დან 250 კაცამდე, ხოლო საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა – 12 მლნ ლარიდან 60 მლნ ლარამდე.
მცირე ზომის საწარმოებს მიეკუთვნება ყველა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმო, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 50 დასაქმებულს და საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა არ აღემატება 12 მლნ ლარს.

საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია სხვადასხვა სტატუსის მქონე საწარმოები, რომლებიც დაბეგვრის განსხვავებული რეჟიმით სარგებლობენ. საგადასახადო კოდექსის მიხედვით დაბეგვრის სპეციალური რეჟიმი ვრცელდება მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირზე. კოდექსის მიხედვით მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, რომლიდანაც წლიური შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს. მიკრო მეწარმე იძულებულია ან საერთოდ არ გამოიყენოს დაქირავებული შრომა, ან დაასაქმოს ოჯახის წევრები ან არალეგალურად დაასაქმოს ხალხი. შემოსავლის ზედა ზღვარიც საკმაოდ დაბალია. თვეში საშუალოდ 2500 ლარის შემოსავალი მეწარმისთვის, რომელიც მოგებაზეა ორიენტირებული ადვილი მისაღწევია. სტიმული, რომ მეწარმემ არ გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი, ამცირებს გაფართოებისა და გაზრდის სურვილს.

ამავე კოდექსის მიხედვით მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს. ამასთანავე, პირი რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მისი დამატებითი ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციების თანხა აღემატება 100 000 ლარს, ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ს გადამხდელად. მცირე მეწარმის სტატუსის განმსაზღვრელი ზღვრებიც გადასახედია, რადგან სახეზე გვაქვს დიდი განსხვავება სტატისტიკური მეთოდოლოგიით განსაზღვრულ საწარმოს ზომებსა (ზედა ზღვარი: 12 მლნ ლარი) და დაბეგვრის მიზნებისთვის განსაზღვრულ საწარმოს ზომებს შორის (ზედა ზღვარი: 100 ათასი ლარი). შესაბამისად, რეალურად ნაკლები საწარმო სარგებლობს ამ სტატუსით, მაშინ როცა საწარმო რომელიც არ სარგებლობს შეღავათიანი დაბეგვრის სისტემით მაინც მცირე საწარმოს კატეგორიაში ხვდება სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვით, რადგან ამას ემატება ის საწარმოები, რომელთა წლიური შემოსავალი აღემატება 100 ათას ლარს და ნაკლებია 12 მლნ ლარზე.

ევროსტატის მიხედვით, წვრილი და საშუალო საწარმოები (SMEs) ევროპული ეკონომიკის ხერხემლად მიიჩნევა, რადგან დასაქმებულთა დიდი წილი სწორედ წვრილ და საშუალო ბიზნესზე მოდის და ეკონომიკურ ზრდასაც დიდწილად ეს კატეგორია განსაზღვრავს. ევროკომისიის მიერ წვრილ და საშუალო ბიზნესად განისაზღვრება საწარმო, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა არ აღემატება 250 კაცს. (საქსტატის ახალი მეთოდოლოგიაც ასეთივეა) მათი წლიური ბრუნვა 50 მლნ ევრომდეა ან საბალანსო უწყისი არ აღემატება 43 მლნ ევროს. (კომისიის რეკომენდაცია, 6 მაისი, 2003). (შედარებისთვის: საქსტატის მეთოდოლოგიით 60 მლნ ლარი არის ზედა ზღვარი). ეს განსაზღვრება მნიშვნელოვანია ევროკავშირის დაფინანსების პროგრამებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში, კომპანიების 99%-ზე მეტს მცირე და საშუალო საწარმოები წარმოადგენენ, განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში კი მცირე და საშუალო საწარმოები საწარმოების მთლიანი რაოდენობის 90%-ზე მეტს შეადგენენ. თუმცა, მათი წილი მშპ-ში ზოგადად საკმაოდ დაბალია - ხშირ შემთხვევაში 20%-ზე ნაკლები.

Polityka Insight-ის კვლევის “მცირე და საშუალო საწარმოები პოლონეთში - დაბრკოლებები და განვითარება” მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესს განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია პოლონეთში. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პოლონეთში ყველაზე დაბალია მცირე და საშუალო საწარმოთა წილი ერთ სულ მოსახლეზე და ასევე შედარებით ნაკლებია მცირე და საშუალო ბიზნესის წილი მთლიან შიდა პროდუქტში. კვლევის ავტორების მოსაზრებით, პოლონეთში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ბარიერების მოხსნა, რომლებიც ხელს უშლიან მეწარმეობის განვითარებას ქვეყანაში, განსაკუთრებით ეს ეხება საგადასახადო ადმინისტრირებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და დასაქმებულთა განათლებას. პოლონეთის მსგავსად საქართველოში რეგისტრირებული მცირე და საშუალო საწარმოებიც ანალოგიური პრობლემების წინაშე დგანან.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შემუშავდა“საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016-2020 წლებისთვის”. იმპლემენტაციის პროცესის მონიტორინგი განხორციელდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეგულარული დიალოგის გზით. ამ სტრატეგიის მიზნებია:

  • 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოების პროდუქციის გამოშვების ზრდა წლიურად საშუალოდ 10%-ით;
  • 2020 წლისთვის მცირე და საშუალო საწარმოებში დასაქმებულთა ზრდა 15%-ით;
  • 2020 წლისთვის მწარმოებლურობის ზრდა 7%-ით.

სტრატეგიის დოკუმენტშიც აღიარებულია, რომ “საგადასახადო კოდექსში გამოყენებული მცირე ბიზნესის განმარტება არ შეესაბამება სტატისტიკური მიზნებისთვის გამოყენებულ განმარტებას. მცირე და საშუალო საწარმოთა სწორი, რეალობას მორგებული განმარტების არქონის გამო საწარმოთა სტატისტიკური მონაცემები (რომელიც ამ განმარტებას ეყრდნობა) არ ასახავს საწარმოთა ზუსტ მაჩვენებლებს და შესაბამისად, ართულებს მიზანმიმართული პოლიტიკის/ღონისძიებების როგორც შემუშავებას, ასევე მათი გავლენის შეფასებას”. სტატისტიკური და დაბეგვრის მიზნებისთვის განკუთვნილი საწარმოთა კლასიფიკაცია რომ თანხვედრაში იყოს ერთმანეთთან გვექნებოდა უფრო რეალური სურათი საწარმოთა ანალიზისთვის. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ კონკრეტული პროექტის ბენეფიციარების ეფექტიანობა დამოკიდებულია თუ არა საწარმოს ზომაზე, სტატისტიკური კლასიფიკაციის მიხედვით. თუმცა, დაბეგვრის მიზნებისთვის განკუთვნილი კლასიფიკაციის მიხედვით თუ შევაფასებთ მივიღებთ განსხვავებულ სურათს. შესაბამისად, ვერ გამოვიტანთ კონკრეტულ დასკვნებს და ვერ შევიმუშავებთ რეკომენდაციებს.

ამგვარად, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის კიდევ ბევრია გასაკეთებელი სახელმწიფოს მხრიდან. პირველ რიგში დაბეგვრის მიზნებისთვის განსაზღვრული კლასიფიკაცია უნდა დაუახლოვდეს სტატისტიკის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას და გვქონდეს რეალური სურათი, თუ რომელი საწარმო რომელ კატეგორიას მიეკუთვნება და ამაზე დაყრდნობით შემუშავდეს ხელშემწყობი პროგრამები. პროგრამა “აწარმოე საქართველოში” თავისი შინაარსით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზეა ორიენტირებული, თუმცა მნიშვნელოვანია ბენეფიციარების შერჩევისას აქცენტი გაკეთდეს არა მათ ზომაზე არამედ სხვა ინდიკატორებზე, მაგალითად, რა რაოდენობის დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის, რამდენჯერ გაზრდის საწარმოო სიმძლავრეებს და ა. შ.

 ქეთი მელქაძე

Прочитано
2865
Отправить письмо

Связанный:

EU4Business EBRD -ის საკრედიტო ხაზით 121 საწარმო დაფინანსდა    სესხის 15% ბიზნესს გრანტის სახით დაუბრუნდა

EU4Business EBRD -ის საკრედიტო ხაზით 121 საწარმო დაფინანსდა სესხის 15% ბიზნესს გრანტის სახით დაუბრუნდა

EU4Business EBRD -ის საკრედიტო ხაზით 121 საწარმო დაფინანსდა სესხის 15% ბიზნესს გრანტის სახით დაუბრუნდა

26 Март 2018 | 11:40 Бизнес Далее
სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვან კომპონენტებს აძლიერებს

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ექსპორტის მიმართულებით მნიშვნელოვან კომპონენტებს აძლიერებს

სააგენტო “აწარმოე საქართველოში” მეწარმეთა და ექსპორტიორთა ახალ ხელშემწყობ პროგრამებსა და პროექტებს იწყებს. ოქტომბრიდან სააგენტოში ექსპორტის განვითარების დეპარტამენტი ამოქმედდება, რომელსაც მრავალი სხვა ამოცანის გადაჭრასთან ერთად პლატფორმის Trade with Geo

28 Cентябрь 2017 | 18:21 Бизнес Далее
რეფორმები მცირე ბიზნესის მდგომარეობას არ აუმჯობესებს

რეფორმები მცირე ბიზნესის მდგომარეობას არ აუმჯობესებს

მცირე ბიზნესს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და შემოსავლების სამსახური განსხვავებულად განსაზღვრავენ. საქსტატის მიერ განხორციელებული ცვლილება ბიზნესის კლასიფიკაციის მეთოდოლოგიაში  თავსებადია ევროკავშირის მეთოდოლოგიასთან. თუმცა, შემოსავლების სამ

16 Июнь 2017 | 17:48 Бизнес Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner