Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Friday, 29 Март
18 Июль 2017 | 16:56 Бизнес

საქართველო ცდილობს შესაფუთი მასალების წარმოება ევროპის სტანდარტებს დაუახლოოს

საქართველო ცდილობს შესაფუთი მასალების წარმოება ევროპის სტანდარტებს დაუახლოოს

ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი ბიზნესჯგუფი ატმის რეალიზაციას ცდილობს, თუმცა ძნელად მოსაგვარებელ პრობლემათა შორის მათ შეფუთვის ხარისხიც დაასახელეს. იმისთვის, რომ ქართული პროდუქტი მარკეტინგულად მიმზიდველი იყოს, ამ ინდუსტრიის დახვეწა აუცილებელია, მიაჩნიათ ევროპელ ექსპერტებს. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და PricewaterhouseCoopers (PwC)-Georgia-ს თანამშრომლობით  შესაფუთი მასალების მწარმოებელ კომპანიათა სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც იმუშავებს წარმოების გაუმჯობესებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაზე. პროექტის პირველ ეტაპზე მოიწვიეს ბრიტანეთის სურსათის შემფუთველთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მარტინ კერში, რომელმაც ქართველ მწარმოებლებს ჩაუტარა ტრენინგი და გაუზიარა საკუთარი გამოცდილება შესაფუთი მასალების სფეროში. ამასთანავე, ხელი მოეწერა თანამშრომლობის დოკუმენტს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფსა და ბრიტანეთის სურსათის შემფუთველთა ასოციაციას შორის. თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, იმისათვის, რომ მათ საშუალება ჰქონდეთ გაიტანონ თავიანთი პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე და მიიღონ მაქსიმალური სარგებელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისკენ.

მარტინ კერშმა გაამახვილა ყურადღება შესაფუთი მასალების მნიშვნელობაზე სასურსათო პროდუქტებისთვის, რადგან სწორედ შესაფუთი მასალები უზრუნველყოფს სურსათის დაცულობას და მისი ვარგისიანობის ვადის გახანგრძლივებას. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაფუთი მასალების მწარმოებელმა კომპანიებმა უნდა შეძლონ ევროპული კონკურენციის გათავისება და ამ პირობებში ბაზარზე თავის დამკვიდრება.

“დღევანდელ მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დანაკარგის წილი მაღალია. სწორი და ხარისხიანი შესაფუთი მასალების გამოყენებით შესაძლებელია ამ დანაკარგის მინიმუმამდე შემცირება“-აღნიშნა მარტინ კერშმა.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჯერჯერობით მომდევნო შეკრება არ ყოფილა. ახლო მომავალში დაიწყება სამოქმედო სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე მუშაობა ამ პროცესში იგეგმება არსებული კლიენტების ჩართვა, ისეთების როგორებიცაა კოკა-კოლა, პეპსი და სხვა დიდი კომპანიები, რომლებიც  არიან შესაფუთი მასალების მომხმარებლები. სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაანონსდა, რომ მიმდინარეობს მუშაობა სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიების სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც.

eugeorgia.info შესაფუთი მასალების მწარმოებელ რამდენიმე ქართულ კომპანიას გაესაუბრა, იმისათვის, რომ გამოგვეკვლია თუ რა შესაძლებლობა არსებობს ევროკავშირის ბაზრებზე და რა სირთულეები ახლავს ექსპორტს.

შპს "მეგაპლასტი" შესაფუთ მასალებს პლასტმასისგან აწარმოებს, რომელმაც პროდუქციის აქტიური რეალიზაცია 2013 წლიდან დაიწყო. კომპანია საქართველოში ერთადერთია, რომელიც  კვების პროდუქტების შესაფუთ კონტეინერებს ამზადებს, კონკურენტები მხოლოდ იმპორტიორი კომპანიები არიან. კომპანიას ნედლეულის რამდენიმე მომწოდებელი ჰყავს, რუსეთიდან და თურქმენეთიდან. შესაფუთი მასალების დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება პოლიპროპილერი. კომპანია სრულად ევროპული დანადგარებით არის აღჭურვილი, რომელთა შეძენაც განვითარების შესაბამისად ეტაპობრივად განხორციელდა. მეგაპლასტის დამფუძნებლის ზაზა მჭედლიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ წარმოებაში ეროვნულ დონეზე სტანდარტები არ მოითხოვება, მაინც ცდილობს საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას და პარტნიორი მწარმოებლების გამოცდილების გაზიარებას.

“ჩვენი წარმოების სტანდარტებზე საქართველოში მოთხოვნა არ არის, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა ევროპული და სხვა ქვეყნების გამოცდილება, მაგალითად თურქეთში გვყავს პარტნიორები და მათი გამოცდილება გავიზიარეთ საწარმოს მოწყობაში, უნიფორმებით აღჭურვაში, სანიტარული ნორმების დაცვაში. ჯერჯეობით დახვეწის ეტაპზე ვართ და გვსურს, რომ მაქსიმალურად მივუახლოვოთ და შევუსაბამოთ ევროპულ სტანდარტებს”- აღნიშნა ზაზა მჭედლიშვილმა.

ძირითადად მეგაპლასტის მომხმარებლები არიან სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოები. მაგალითად როგორიცაა რძე, თევზი, ტყემალი, კეტჩუპი და სხვ. ერთ-ერთი დიდი წილი მათში უკავია რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს. მეგაპლასტი თითქმის ყველა ადგილობრივ კომპანიასთან თანამშრომლობს.

კომპანია “შარავანდი” აწარმოებს როგორც პოლიეთილენის, ისე ქაღალდის შესაფუთ მასალებს. მისი კლიენტები ძირითადად ადგილობრივი კომპანიები არიან. კომპანია აწარმოებს, როგორც საკვებ პროდუქტებთან უშუალოდ შეხებაში მყოფ შესაფუთ მასალებს, ასევე მასალებს, რომელიც გამოიყენება მეორადი შეფუთვის სახით და უშუალო შეხებაში არაა საკვებ პროდუქტთან. წარმოება აღჭურვილია იაპონური იტალიური და თურქული დანადგარებით,  რომელიც ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ISO-ს დანერგვაზე და სავარაუდოდ წლის ბოლომდე ექნება კომპანიას ეს სტანდარტი.

კომპანია “გრინპაკი” აწარმოებს ქაღალდის შესაფუთ მასალებს, ქაღალდის ჩანთას, ქაღალდის პარკს, ქაღალდის ჭიქასა და თეფშს. ნედლეული კომპანიას  ჩინეთიდან, ევროპის ქვეყნებიდან და რუსეთიდან შემოაქვს. კომპანია ახლო მომავალში წარმოების გაფართოებას და ექსპორტზე გატანას გეგმავს მათ შორის მეზობელი ქვეყნების მიმართულებით. ამასთანავე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნებთანაც.  კომპანია ISO–ს დანერგვაზე უკვე მუშაობს და სავარაუდოდ ერთ თვეში უკვე ექნება ეს სტანდარტი, რომელიც ევროპული ბაზრისთვის სრულიად მისაღებია. გრინპაკის საწარმო აღჭურვილია როგორც ევროპული, ისე ჩინური დანადგარებით. აქედან ევროპული დანადგარების ბევრად უკეთ მუშაობს და სწორედ ამიტომ კომპანია გეგმავს საწარმოს სრულად ევროპული დანადგარებით აღჭურვას.

ექსპორტთან დაკავშირებით მეგაპლასტის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამის პოტენციალი არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე კომპანია ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისებაზეა ორიენტირებული.

“გვქონდა  მოლაპარაკება დანიურ კომპანიასთან, რომელიც დაკავებული იყო მზა პროდუქტების სახლში მიტანის სერვისით. იქედან გამომდინარე, რომ  ამ კომპანიამ მოითხოვა საცდელი პარტია მცირე რაოდენობით, შეგვექმნა ტრანსპორტირების პრობლემა, რადგან ძვირი გვიჯდებოდა ტრანსპორტირება. ამიტომ ეს შეკვეთა ვერ შესრულდა. გვაქვს სხვადასხვა კონტაქტები და ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ამ ეტაპზე ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ადგილობრივი ბაზარი და შემდგომში უფრო გრძელვადიან პერიოდში საწარმოო მოცულობებს გავზრდით.” - აღნიშნა ზაზა მჭედლიშვილმა.

მჭედლიშვილის მოსაზრებით,  გრძელვადიან პერსპექტივაში ნებისმიერი ქართული საწარმოს განვითარების მომავალი ექსპორტშია, რადგან ჩვენი ბაზარი მცირეა და არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საწარმო ეტაპობრივად განვითარდეს. ექსპორტი პირველ რიგში იძლევა სტაბილურ შემოსავლებს. რეინვესტირებით შესაძლებელია პროდუქციის ასორტიმენტისა და წარმადობის გაზრდა.

შარავანდი ფინანსური დირექტორის დავით კვეკვესკირის ცნობით კომპანია პროდუქციის ექსპორტზე გატანას უახლოეს მომავალშ არ გეგმავს:

“მცირე მოცულობებით ექსპორტი გვქონდა აზერბაიჯანსა და სომხეთში. თუმცა, მოთხოვნა არ არის მაინცადამაინც. ჩვენ არ გვიძებნია საექსპორტო ბაზრები, ისინი თვითონ დაგვიკავშირდნენ. ჯერ არ გვაქვს დაწყებული მოკვლევა საექსპორტო ბაზრებზე, რომელი ქვეყნებიდანაც იქნება მოთხოვნა იმის მიხედვით შევარჩევთ. ჯერჯერობით ექსპორტს არ ვგეგმავთ და მომავალში დრო გვიჩვენებს”– განაცხადა კვეკვესკირმა.

დარგში არსებული პრობლემებიდან მეგაპლასტის დამფუძნებელი უპირველესად პროფესიული ცოდნის დეფიციტს ასახელებს, აქედან გამომდინარე მისთვის უცხოელი პარტნიორის ყოლა ვისგანაც შესაძლებელია ცოდნის გაზიარება, მნიშვნელოვანია.

“ზოგადად, ჩვენნაირი ტიპის საწარმოს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და კარგი იქნებოდა პარტნიორის მოძიება უცხოურ ბაზარზე იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს მათი გამოცდილების გაზიარება. საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს შესაბამისი პროფესიული სწავლება. თუმცა, ეს ყველაფერი მიუღწეველი არ არის. თურქულმა საწარმოებმა თუ შეძლეს იმ დონეზე მიღწევა, რომ დღეს ამარაგებენ რუსეთს  და ევროპას, ჩვენც გვაქვს ამის პოტენციალი, უბრალოდ გვჭირდება სწავლა, ტექნოლოგიები, ხალხის გადამზადება და გამოცდილების გაზიარება. როგორც თურქეთი ისე საქართველო თვითონ ნაკლებად არის ნედლეულის მწარმოებელი ანუ როდესაც მოცულობები დიდია ნედლეულის თანხა პრინციპში იდენტურია ყველა მწარმოებლისთვის. აქ უკვე საუბარია მაღალხარისხიანი პროდუქციის დამზადებაზე, თვითღირებულების სიმცირეზე და ა. შ.”– აღნიშნა ზაზა მჭედლიშვილმა.

გრინპაკის ფინანსური დირექტორის ზურაბ ფირცხაიალიშვილის მოსაზრებით, შესაფუთი მასალების წარმოებას ქვეყანაში დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა სამუშაო ძალის კვალიფიკაციის დონეს და დარგის სპეციალისტების ნაკლებობა კვლავ რჩება გამოწვევად.


შესაფუთი მასალების გლობალური ბაზარი

EY-ის რიპორტის მიხედვით ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთისა და ჩინეთის(BRIC) ბაზრები მოიცავს გლობალური მოთხოვნის დაახლოებით 30%-ს და ეს წილი მათი ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება. სექტორი მოიცავს შეფუთვის ხუთ ძირითად ტიპს. ქაღალდი და მუყაო(ქაღალდის პაკეტებისა და ყუთების ჩათვლით) არის უდიდესი კატეგორია 34%-იანი წილით მთლიანი შესაფუთი მასალების ბაზრიდან. მყარი პლასტმასი (ტუბები, სათლები და ქილები) არის მეორე ადგილზე 27%-იანი წილით, და ყველაზე სწრაფად მზარდი კატეგორიაა. შემდეგ მოდის შუშა, მეტალი და ხე.

Packaging: Market and Challenges in 2016-ის მიხედვით, შესაფუთი მასალების გლობალური ბაზარი 2014 წლისათვის 812მლრდ აშშ დოლარით შეფასდა, 2010 წლიდან საშუალოწლიურმა ზრდის ტემპმა კი 4,2% შეადგინა. მათივე პროგნოზით 2020 წლისათვის ბაზარი 998მლრდ აშშ დოლარს, ხოლო 2024 წლისთვის 1,100მლრდ აშშ დოლარს. გაეროს მონაცემებით 2015 წელს 7.35 მლრდ ადამიანი ფიქსირდება მსოფლიო მასშტაბით. ამგვარად, ყოველი ადამიანი საშუალოდ წელიწადში 114აშშ დოლარის ღირებულების შესაფუთ მასალას მოიხმარს. თუმცა ეს საშუალო მაჩვენებელია და მაღალგანვითარებულ ქვეყნებში შესაფუთ მასალებზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია. სწორედ ეს ბაზრები წარმართავენ ძირითად ცვლილებებს შესაფუთი მასალების ღირებულებათა ჯაჭვში. განვითარებადი ეკონომიკები კი ქმნიან ახალ შესაძლებლობებს. მაგალითად, შესაფუთი მასალების ბაზარს შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია და ამავე ანგარიშის მიხედვით ვარაუდობენ, რომ გაიზრდება იმაზე მეტად ვიდრე არის საშუალო წლიური ზრდის ტემპი მთელი მსოფლიოსთვის(35.4მლრდ აშშ დოლარიდან 45.2მლრდ აშშ დოლარამდე 2019 წლისათვის).

2015 წელს ჩინეთს ეკავა ყველაზე დიდი წილი შესაფუთი მასალების ბაზარზე და ვარაუდობენ, რომ 2020 წლისათვის მთლიანი მოხმარების 25%–ს ჩინეთი დაიკავებს. მოსალოდნელია ზრდა ინდოეთსა და სამხრეთ კორეაშიც. ონლაინ ვაჭრობის განვითარება ხელს უწყობს იმ ქვეყნების განვითარებას, საიდანაც ხდება ძირითადად გადაზიდვები და სადაც ადგილზე მოიპოვება შესაფუთი მასალები გადაზიდვისთვის.  მაგალითად, Alibaba ყოველდღიურად აგზავნის 12 მილიონ ამანათს.

რაც შეეხება ევროპულ ბაზრებს, Canadean–ის მიხედვით, 2014–2018 წლებში შესაფუთი მასალების წარმოების მოცულობა გაიზრდება 2.1%–ით საშუალოდ ყოველწლიურად. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან გერმანიას უჭირავს  უდიდესი წილი ბაზარზე.

რაც შეეხება შესაფუთი მასალების დასამზადებლად საჭირო ტექნიკის ბაზარს, ევროსტატის მიერ ეს ბაზარი 11.6მლრდ ევროდ შეფასდა 2014წელს. ეს ბაზარი სამ კატეგორიად იყოფა: შესავსები/დასალუქი დანადგარები(47%), სარეცხი/ საწმენდი დანადგარები(5%) და გარე შესაფუთი დანადგარები(48%). ამ ტექნიკის მთავარი მწარმოებელი ქვეყნები ევროკავშირში არიან გერმანია და იტალია. ორივე ქვეყანას აქვს თითქმის თანაბარი საექსპორტო მაჩვენებლები. მთავარი საექსპორტო ქვეყნებია საუდის არაბეთი, ნიგერია, პერუ, ინდონეზია, მალაიზია, ალჟირი, თურქეთი და ირანი.

Zion Market Research–ის რიპორტის მიხედვით ქაღალდის შესაფუთი მასალების გლობალური ბაზარი 2015 წელს 286.61მლრდ აშშ დოლარად შეფასდა, ხოლო 2021 წლისათვის ნავარაუდევია, რომ მიაღწევს 362.65მლრდ აშშ დოლარს, 2016–2021 წლებში კი საშუალო წლიური ზრდის ტემპი 4.4% იქნება.

ქაღალდი ყველაზე ფართოდ გამოიყენება შესაფუთ მასალებში. მასზე მოთხოვნა დიდია, რაც განპირობებულია იმით, რომ არის ხარჯ–ეფექტური და ეკომეგობრული. ქაღალდის შესაფუთი მასალების წარმოებაში ნედლეულად გამოიყენება ქაღალდი, ხე–ტყე, და სხვა გადამუშავებული მასალა.

ქაღალდის შესაფუთი  მასალების ბაზარი შესაძლოა დაიყოს შემდეგ სეგმენტებად: სითხეებისთვის განკუთვნილი შესაფუთი მუყაო, გოფრირებული მუყაო, დასაკეცი ყუთები და სხვა პროდუქტები, როგორიცაა ტომარა, ჩანთები და ა.შ.. 2015 წლისათვის სითხეებისთვის განკუთვნილ მუყაოს ეკავა მთლიანი ბაზრის 40%–ზე მეტი.

ამავე წელს ქაღალდის შესაფუთი მასალების ბაზარზე დომინირებს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები, 35%–იანი წილით. შემდეგ მოდის ჩრდილო ამერიკა და ევროპა. ტყის გაჩეხვის აკრძალვამ შესაძლოა შეამციროს ინდუსტრიის ზრდა, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ისიც რომ კომპანიები, რომლებიც ხე-ტყის მოპოვებით არიან დაკავებული ვალდებულნი არიან ერთი მოჭრილი ხის სანაცვლოდ დარგონ გარკვეული რაოდენობა ახალი ნერგი, იმისათვის რომ არ დაირღვეს გარემოს ბალანსი.


ქეთი მელქაძე

Прочитано
8295
Отправить письмо

Связанный:

მომავალი წლიდან ქართველი მეწარმეები სტანდარტების მიღებას ონლაინ შეძლებენ

მომავალი წლიდან ქართველი მეწარმეები სტანდარტების მიღებას ონლაინ შეძლებენ

DCFTA-ს სამოქმედო გეგმის თანახმად, დეპარტამენტში უნდა დაინერგოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემა, ISO 9001-2015-ის შესაბამისად

12 Aпрель 2018 | 14:12 DCFTA Далее
ფიტოსანიტარიის მიმართულებით DCFTA-ს შესრულების მიმოხილვა

ფიტოსანიტარიის მიმართულებით DCFTA-ს შესრულების მიმოხილვა

სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სისტემის გაუმჯობესება და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზარზე. გაუმჯობესებული სისტემა ქართული პროდუქციის ხარისხს აამაღლებს და გაზრდის მის სანდოობას მსოფლიო ბაზარზე,

21 Февраль 2018 | 14:39 Исследование Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner