Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player


Saturday, 20 Aпрель
10 Октябрь 2017 | 08:32 Транспорт и логистика

საქართველოსთვის აქტუალური „ბალკანური“ ენერგოპოლიტიკის მაგალითები

საქართველოსთვის აქტუალური „ბალკანური“ ენერგოპოლიტიკის მაგალითები

ევროპულ ენერგოგაერთიანებაში საქართველოს წევრობის სარგებლისა თუ გამოწვევების განხილვისას, აუცილებელია განვიხილოთ ევროკავშირის იმ არაწევრი ქვეყნების მაგალითები, რომლებიც 2005-2010 წლებიდან მოყოლებული შევიდნენ ამავე ენერგოგაერთიანებაში. ჩვენთვის საინტერესოა ის გზა, რომელიც ამ ქვეყნებმა ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანებიდან დღემდე გაიარეს და, რა თქმა უნდა, იმ სარგებლის შეფასება, რაც ამ ორგანიზაციაში წევრობის შედეგად მიიღეს. მსგავსი ქვეყნების რიცხვი კი არც ისე მცირეა და ეს ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

კონკრეტული საკითხის ქვეშ (ენერგოგაერთიანებაში წევრობის სარგებელი კონკრეტული ქვეყნისთვის) ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ საქართველოსა და ცხრილში ჩამოთვლილი ქვეყნების შედარებითი ანალიზი. ამის შესაძლებლობას კი ჩვენს  და ცხრილში ჩამოთვლილი ქვეყნების ენრგოსექტორებს შორის გარკვეული მსგავსებები იძლევა. ამ შედარებითი ანალიზისას ჩვენ ძირითადად ყურადღებას  გავამახვილებთ ელექტროენერგიის, როგორც საბოლოო მოხმარების ენერგოპროდუქტის საკითხებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, საქართველოსგან განსხვავებით, უკლებლივ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანას აქვს გეოგრაფიული სიახლოვე ენერგოგაერთიანების დანარჩენ წევრ ქვეყნებთან, რაც ბუნებრივია, ორგანიზაციაში ეფექტური ინტეგრაციის უკეთეს შესაძლებლობას იძლევა.

ალბანეთისთვის, რომელიც 2006 წლიდან ენერგოგაერთიანების წევრია, საქართველოს მსგავსად, ელექტროენერგიის გენერირების ძირითადი წყარო ჰიდროენერგიაა. მაშინ, როდესაც, ელექტროენერგიის მისაღებად საქართველო, ძირითადად ზამთრის პერიოდში, ნაწილობრივ ბუნებრივ აირს იყენებს, ალბანეთში ეს პროცესი ნავთობპროდუქტების გამოყენებით მიიღწევა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალბანეთის ენერგოგაერთიანების წევრობიდან ხუთიოდე წელში ნავთობპროდუქტებისგან ელექტროენერგიის გენერირება ნულოვან მაჩვენებლამდე დავიდა, რაც ენერგოეფექტურობისა თუ ეკოლოგიური თვალსაზრისით პოზიტიური მოვლენაა, რომელშიც გარკვეული წვლილი ენერგოგაერთიანების ფარგლებში აღებულმა ვალდებულებების შესრულებამ შეიტანა. ქვეყანაში 2006 წლიდან მოყოლებული უმჯობესდება ენერგიის მოხმარების ეფექტურობა და დღემდე იზრდება განახლებადი ენერგიის წყაროების წილი მთლიან მოხმარებულ ენერგორესურსებში. ალბანეთმა მურა ნახშირის წარმოება დიდწილად ჩაანაცვლა ანთრაციტის (მაღალი ხარისხის ქვანახშირი, რომელიც გამოირჩევა ნახშირბადის დაბალი შემცველობით და წვისას არ ხასიათდება მაღალი დაკვამლიანებით) იმპორტით, რომელიც ძირითადად საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის გამოიყენება. ეს უკანასკნელი ფაქტიც თანხვედრაში მოდის ენერგოგაერთიანების ეკოლოგიურ სტანდარტებთან. 2006 წელთან შედარებით, დღეს ალბანეთში ენერგობაზარი გაცილებით დივერსიფიცირებული და გამჭვირვალეა, თუმცა ქვეყანა აგრძელებს მუშაობას ენერგოგაერთიანების იმ რეგულაციების შესრულებაზე, რომლებიც ელექტროენერგიის შიდა ბაზრის გენერაციის, გადაცემის, განაწილებისა და მიწოდების წესების (მესამე ენერგო პაკეტი-2009/72/EC ) დახვეწას გულისხმობს. ალბანეთი ასევე აუმჯობესებს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობისთვის ქსელზე დაშვების პირობებს (რეგულაცია #714/2009 ), ამ რეგულაციის შესრულება კი საქართველოსთვისაც სავალდებულოა.

    

ბოსნია და ჰერცეგოვინის ენერგოსექტორი, ისევე როგორც მთელი ეკონომიკა, ბოსნიის ომის მძიმე შედეგებს წლების განმავლობაში იმკიდა. საერთაშორისო მხარდაჭერის წყალობით ომის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას დაახლოებით 10  წელი დასჭირდა. ქვეყანაში ელექტროენერგიის მისაღებად გამოიყენება როგორ ჰიდრო, ასევე ქვანახშირის ენერგორესურსები, რომელთა წილობრივი გადანაწილება ელექტროენერგიის გენერირების კუთხით, ბოლო 15 წლის განმავლობაში, დაახლოებით 50-50%-ია, თუმცა ჰიდროენერგიის (განახლებადი ენერგიის წყარო) წილი სტაბილურად მზარდია. ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების შემდეგ დაიწყო აქტიური ზრუნვა ელექტროენერგიის გენერაციის პროცესის ეკოლოგიურ სტანდარტებზე. ამ კუთხით აღსანიშნავია ქვეყნაში ქვანახშირის თბოელექტროსადგურების გამონაბოლქვის გამწმენდი საშუალებების მოწყობა, თუმცა ამ მიმართულებით ბოსნია და ჰერცეგოვინას მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ წინ აქვს, ამ პროცესის ერთ-ერთი ხელშემწყობი კი ევროკავშირია. ქვეყანას გააჩნია მდიდარი ჰიდრო პოტენციალი ელექტროენერგიის მისაღებად. ამ კუთხითაც მუშაობენ ქვეყნის შესაბამის სახელწიფო სამსახურები, რომლებიც ცდილობენ ენერგეტიკის სფეროში მოიზიდონ საერთაშორისო ინვესტიციები. ამ ქვეყანაში შესაძლებელია ქარის ენერგიის გამოყენებაც, გერმანიის მთავრობის დაკვეთით შესრულებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად ბოსნია და ჰერცეგოვინაში წლიურად შესაძლებელია 2000 მეგავატი ქარის ენერგიის მიღება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გერმანული სახელმწიფო რეკონსტრუქციის ბანკი (Reconstruction Credit Institute) ახორციელებს ინვესტიციებს ბოსნია და ჰერცეგოვინაში ქარის გენერატორების მშენებლობის პროექტებში. მსგავსი პრეცედენტი კი საინტერესოა ჩვენთვის, საქართველოში ქარის ელექტროსადგურებში  ინვესტიციების მოსაზიდად. ქვეყანაში უმჯობესდება ენერგოეფექტურობის ხარისხი, თუმცა, როგორც ენერგოგაერთიანების სამდივნოს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ,  ამ კუთხით ენერგოგაერთიანების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასაკმაყოფილებლად  საჭიროა დამატებითი სამუშაოები.

ისეთი ევროკავშირის არაწევრი ბალკანური ქვეყნები, როგორებიცაა კოსოვო, მაკედონია, მონტენეგრო, ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების დღიდან მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავენ ამ გაერთიანების რეგულაციების შესრულებისკენ. ინტეგრაციის ნახსენებ გზაზე ამ ქვეყნებს წარმოექმნებათ თითქმის მსგავსი სირთულეები, რომლებიც არასაკმარისი შიდა ფინანსური რესურსების, მემკვიდრეობით მიღებული გაუმართავი ინფრასტრუქტურითა და სხვა მიზეზებითაა გამოწვეული. თუმცა, ყველა მათგანმა მიაღწია გარკვეულ წარმატებას ენერგობაზრის დივერსიფიკაციისა  თუ გამჭვირვალობის, ეკოლოგიური სტანდარტების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და ენერგოსტატისტიკის განვითარების  გზაზე. ამ თვალსაზრისით, ამავე ქვეყნების რიგში შეგვიძლია ვიგულისხმოთ ზემოთ განხილული ალბანეთის,  ბოსნია და ჰერცეგოვინის მაგალითებიც, თუმცა განსხვავებული შემთხვევაა სერბეთი, რომელიც მკვეთრად გამოხატული პროევროპული პოლიტიკური ორიენტაციით არ გამოირჩევა.

სერბეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებით  გამოწვეული პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, ენერგოგაერთიანების რეგულაციები ამ ქვეყნის მიერ ნაწილობრივ სრულდება ან სამომავლო ენერგოპოლიტიკის ნაწილად განიხილება.  ამ ფაქტის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ სერბეთსა და ენერგოგაერთიანებას შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის თანახმადაც სერბეთი 2020 წლისთვის მიზნად ისახავს განახლებადი ენერგორესურსების მოხმარების წილის 27%-მდე გაზრდას, რაც დღევანდელ მოცემულობასთან შედარებით 5 პროცენტიანი ნაზარდი იქნება. ამ იშვიათი პოზიტიური გამონაკლისის გარდა, სერბეთში ძნელად მოიპოვება ევროკავშირის ენერგოსექტორთან ეფექტური ინტერგაციის სხვა მაგალითები. ქვეყანა, რომელშიც ენერგიის გენერაციის პროცესში 70 % ქვანახშირს უკავია, ევროპის კონტინენტზე გამოირჩევა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნახშირბადინტენსიური ენერგოსექტორითა და დაბალი ენერგოეფექტურობით. 2016 წლისთვის სერბეთი OECD-ის ქვეყნებთან შედარებით, ერთი ერთეული წარმოებული პროდუქტის მიხედვით, 2.5 -ჯერ მეტ ენერგიას მოიხმარდა. ეს სტატისტიკური ფაქტი კი პირდაპირ მიუთითებს სერბეთის ენერგოსექტორში არსებული ენერგიის გენერაციის, გადაცემის, განაწილებისა თუ საბოლოო მოხმარების ეტაპზე არსებულ დაბალ ეფექტურობაზე. რაც შეეხება ელექტროენერგიის ბაზარს, სერბეთში, ენერგობაზრის ეს სეგმენტი, განსაკუთრებით გენერაციის რგოლი, სახელმწიფოს მიერ არის მონოპოლიზირებული. ჰიდროენერგიის გენერირებას სახელმწიფო მფლობელობაში არსებული კომპანია (Elektroprivreda Srbije) ასრულებს და არც იგეგმება ამ კომპანიის ნაწილობრივი პრივატიზება. ენერგოგაერთიანების რეგულაციების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია სერბეთში გაიზარდოს ადგილობრივი ენერგობაზრის ინტეგრაციის ხარისხი რეგიონის და ასევე ევროპული ქვეყნების ენერგობაზრებთან, თუმცა ეს პროცესი დღემდე მნიშვნელოვანი შეფერხებების ფონზე მიმდინარეობს. სერბეთის ბუნებრივი აირის ბაზრის დივერსიფიცირების დონეც დაბალია. ამ ბაზარზე ძირითადი სუბიექტი სახელწიფო საკუთრებაში არებული კომპანიაა (Srbijagas), რომელიც უკრაინისა და უნგრეთის გავლით რუსული გაზის იმპორტს ახორციელებს. რუსული გაზი კი სერბეთის მიერ მთლიანად მოხმარებული გაზის საშუალოდ 80%-ს შეადგენს. რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების შესაძლებლობა სერბეთს გააჩნია და ეს ალტერნატივა, რეგიონის ქვეყნებთან უფრო ეფექტური ენერგოინფარსტრუქტურის ორგანიზება, ალტერნატიული ბუნებრივი აირის წყაროების მოძიება და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებაა (სერბეთს ენერგოეფექტურობის გაზრდით ელექტროენერგიის გენერაციისთვის გამოყენებული რესურსების დაახლოებით 30%-ის დაზოგვის შესაძლებლობა აქვს). სამწუხაროდ, ამ კუთხით სერბეთის სახელმწიფო ინტენსიურად არ მუშაობს, ბუნებრივი აირის ბაზრის მონოპოლიზაცია კი კიდევ უფრო უშლის ხელს რუსული გაზის ალტერნატიული წყაროების მოძიებას.     

ევროკავშირი თავის მხრივ ცდილობს ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს სერბეთს, რათა ამ ქვეყანაში ენერგოეფექტურობის, ბაზრის დივერსიფიცირების და ეკოლოგიური სტანდარტები გაუმჯობესდეს. დღემდე სერბეთის ენერგოსექტორმა დაახლოებით 655 მილიონი ევრო მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო დონორებისგან. გარდა ამისა, შეღავათიანი სესხების კუთხით, სერბეთის ენერგოსექტორში EBRD და „მსოფლიო ბანკი“ არინ წარმოდგენილნი.  ევროკავშირის ქვეყნებისგან სერბეთი ღებულობს ასევე ტექნოლოგიურ მხარდაჭერასაც.

სერბეთის ენერგოსექტორში არსებული პრობლემების ჩამონათვალი გრძელ სიას ადგენს. ამ პრობლემების ნაწილიც კი, რომლიც სტატიაშია აღწერილი, საკმარისია იმის დასანახად, რომ სერბეთი დღემდე ჩამორჩება ენერგოსექტორის ევროპულ და უმეტესი სხვა ბალკანური ქვეყნების სტანდარტებს. ფაქტი კი შემდეგია, სერბეთს ენერგოსექტორის განვითარებისთვის სჭირდება აქტიური თანამშრომლობა რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნებთან და, ასევე, რუსული ენერგოპოლიტიკის წნეხის შემცირება. ენერგოგაერთიანების რეგულაციების ძირითადი მიზანიც კი სწორედ რეგიონალური ენერგობაზრების კონსოლიდაცია და თითოეული წევრი სახელწიფოს ენერგოსექტორის სტანდარტების ამაღლებაა.

ბალკანური ქვეყნების მაგალითზე, საქართველოსთვის საინტერესო იქნება ენერგოგაერთიანებასთან თანამშრომლობის არსებული პრაქტიკის ანალიზი და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ამ გამოცდილების გაზიარება. ენერგოგაერთიანების რეგულაციების შესრულების კუთხით „ბალკანური“ წარმატებული და წარუმატებელი ენერგოპოლიტიკის მაგალითები უხვად მოიპოვება, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საქართველოს შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურებმა.  



Прочитано
7351
Отправить письмо

Связанный:

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

ლურჯი მოცვის პლანტაციის გაშენების ფინანსური მოდელი

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

28 Июнь 2018 | 07:25 Далее
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “სოფლის იმედმა” წარმოების ეფექტიანობა გაზარდა

კოოპერატივი “სოფლის იმედი” სამეგრელოში, სოფელ უშაფათში 29 ფერმერს აერთიანებს. კოოპერატივის ძირითად საქმიანობას თხილის გადამუშავება და დისტრიბუცია წარმოადგენს. კოოპერატივი 2014 წელს დარეგისტრირდა და იგი ერთ-ერთი პირველი სტატუს მინიჭებული კოოპერატივია სამეგ

21 Июнь 2018 | 18:17 Сельское хозяйство Далее
ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

ENPARD-ის დახმარებით კოოპერატივმა “ქულბაქმა” წარმოება 40-ჯერ გაზარდა

კოოპერატივი “ქულბაქი” ცაგერის რაიონის, სოფელ ქულბაქში არსებული სათევზე მეურნეობაა სადაც ძირითადად კალმახი იწარმოება. კოოპერატივი 2014 წელს შეიქმნა და მასში ხუთი ადგილობრივია გაწევრიანებული. კოოპერატივის ჩამოყალიბებამდე წევრებს თევზაობის სიყვარული აერთიანე

06 Июнь 2018 | 18:51 Далее
ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მლნ ევრო გრანტის სახით გაიცემა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში 4 წლიანი პროექტი „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება.

14 Mай 2018 | 18:35 Сельское хозяйство Далее

Блог

„კაპიტალი განსაზღვრავს წარმოებით ურთიერთობებს,“ – კარლ მარქსის ამ ზეცნობილი ფრაზით გილოცავთ კაპიტალიზმის კრიტიკოსებს თქვენი კერპის 200 წლის იუბილეს, და მსურს განვავრცო, რომ იდეოლოგიური განსხვავების მიუხედავად, არა თუ ვეთანხმები, მეტიც, მიმაჩნია, რომ სწორედ კაპიტალი უდევს საფუძვლად არა მხოლოდ წარმოებით, არამედ ნებისმიერი სახის ურთიერთობას სოციუმში, რომელიც პროგრესსა და განვითარებაზეა ორიენტირებული.

2019 წლამდე გადადოს საპენსიო რეფორმის დაწყება და მოამზადოს წინაპირობები კონსერვატიული (და არა სოციალურ-ლიბერალური) მოდელის შემოღებისთვის, იმ დათქმით, რომ დაგროვებითი და საბაზისო პენსიების სქემები ყოველთვის ერთმანეთის პარალელურად იარსებებს

ახალქალაქს მორიგი დაგეგმილი ტრენინგის ფარგლებში ვესტუმრეთ. ამ ნაყოფიერ მიწაზე მშრომელი ფერმერები ცხოვრობენ. სწორედ აქ მოდის ქართულ ბაზარზე არსებული კარტოფილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის დიდი ნაწილი. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ჩატარებული ტრენინგებიდან ეს შეხვედრა ყველაზე ინტერაქციული აღმოჩნდა. გამაკვირვა მათმა ცხოველმა ინტერესმა სიახლისადმი. ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მათთვის საინტერესო საკითხზე მიეღოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

გასულ კვირას მაკედონიაში ნაციონალისტურად განწყობილ ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა პარლამენტში. 200-კაციანი ბრბო, რომელთა შორისნიღბიანი მამაკაცები იყვნენ, სასტიკად გაუსწორდაწამყვანი მაკედონიური ოპოზიციურიპარტიის და ეთნიკური ალბანელების პარტიის ლიდერებს, მათ შორის ქალბატონს. ეს ორი პარტია აპირებდა ახალი უმრავლების შექმნას მაკედონიის პარლამენტში, რომლის სპიკერად ეთნიკურად ალბანელი პოლიტიკოსი აირჩიეს. პარლამენტში შეჭრილები, რომლებიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისმომხრეები იყვნენ, ამ ფაქტის ასეთი სისხლიანი გზით ჩაშლას ცდილობდნენ.

დღეს ქართულმეტყველებაში, ალბათ, 7000 სიტყვაზე მეტი არ გამოიყენება, ბარბარიზმებმა კი, რასაც წლებია ვაგროვებ, 1600-ს გადააჭარბა.

კონფლიქტის დაწყებიდან მეექვსე წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაურევლობის პოლიტიკა დაარღვია და ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იერიში პირველად 7 აპრილს, გამთენიისას მიიტანა.

ესტონური წარმატებული პოტიკის მაგალითების მოძიება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ სფეროში, დაწყებული სახელმწიფო მმართველობიდან, დამთავრებული განათლების პოლიტიკით.

უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირება განვითარების ერთი-ერთი პოპულარული და საქართველოშიც ხშირად გამოყენებადი რეცეპტია. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. თუმცა, ეს მიდგომა ხშირად არ ამართლებს.

ევროკავშირთან სავაჭრო სივრცის გაფართოების შედეგად ყველა მოსალოდნელი დადებით ეფექტი მიიღწევა გრძელვადიან პერიოდში (5-10 წელიწადი), ხოლო ხარჯების გაღება გვიწევს დღეს, რათა შესაბამისობაში მოვიდეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთანდა საბაზრო მოთხოვნებთან. ისედაც დაძაბულ სოციალურ და პოლიტიკურ ფონზე ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეფორმების წარმატებით განხორციელებას. შესაბამისად, დაახლოების პროცესი უნდა იყოს თანმიმდევრული და პრიორიტეტები გათვლილი ისე, რომ ბიზნესს ჰქონდეს ზრდის სტიმული; ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტზე ორიენტირებული დარგების კონკურენტუნარიანობის ამაღლება წახალისდეს. მეორე მხრივ, საქართველოში ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა მეწარმეობასა და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო სივრცეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ევროპულ ბაზარზე წვდომას ხელს შეუწყობს. DCFTA-ს სარგებლის სრულად ასათვისებლად, ასევე, აუცილებელია სამუშაო ძალის ბაზრის ცვლილება, რომელიც ამჟამად თავმოყრილია ძირითადად დაბალმწარმოებლურ დარგებში.

მე ძალიან კარგად არ ვიცნობ მაგამედ სარიევს. მაქსიმუმ ორჯერ შევხვედრივარ, პირველად მარნეულში და მეორედ ერთი კვირის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამჯერადაც ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულების (DCFTA) შესაძლებლობების შესახებ ტრეინინგზე. მაგამედი არც ოლიმპიური ჩემპიონია და მისი ფოტოები არც საჯარო თავშეყრის ადგილებშია გამოფენილი, თუმცა ის რომ საუკეთესო მოქალაქეა, ამ ფაქტს წყალი არ გაუვა!

განვითარების ერთი-ერთი პოპულარული რეცეპტი, რომელსაც საქართველოშიც ხშირად მივმართავთ, უცხო ქვეყნების კანონებისა თუ რეფორმების კოპირებას გულისხმობს. ლოგიკა მარტივია - „საჭირო არ არის ველოსიპედის ახლიდან გამოგონება“. სამწუხაროდ, ეს მიდგომა რიგ შემთხვევაში არ ამართლებს. ვაშლი და ფორთოხალი ორივე მრგვალია და ორივე ხილია, მაგრამ აღნიშნული საერთო მახასიათებლები არ იძლევა საფუძველს გავაკეთოთ დაშვება, რომ მათი ხეები ერთი და იმავე გარემო-პირობებში და ერთნაირი მოვლის მეთოდებით ხარობს.

კეთილდღეობის ეკონომიკის ერთ-ერთი პრინციპია, რომ ზოგიერთ გადასახადს შესაძლოა უკუგავლენა ჰქონდეს ინდივიდების მოტივაციაზე- შექმნან დოვლათი. თუმცა, თუ გადასახადებიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხარისხიანი ინფრასტრუქტურისა და საჯარო სერვისების დასაფინანსებლად, ამანაც შეიძლება დააზარალოს ეკონომიკა.

ინსტიტუტების განვითარებას არა მარტო პროფესიონალების, პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების სწორად მიმართული შრომა და გადაწყვეტილებები, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებებისა და ფასეულობების შეცვლაც სჭირდება.

ფერმერებთან ჩვენი შეხვედრის დროს სულიად მოულოდნელად აღმოვაჩინეთ მსმენელებს შორის ორი “თინეიჯერი” ბიჭი; მომავალი ფერმერები მამასთან ერთად გამალებით იწერდნენ პრეზენტაციის დროს მიწოდებულ ყველა ინფორმაციას თაფლის წარმოების არსებული შესაძლებლობების, პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მთავრობები, პოლიტიკური პარტიები, ექსპერტები, თუ იდეოლოგები გვპირდებიან საქართველოს ეკონომიკურ გაბრწყინებას, რეცეპტად კი ბორჯომის გაყიდვიდან დაწყებული დაბალი გადასახადებით დამთავრებული არაერთ იდეას თუ თეორიას ასახელებენ. ასე გრძელდება 25 წელია და, მართალია, 90-იანი წლების სიდუჭირიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი გამოვიდა, გაბრწყინებამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

გუგენჰაიმში აგნეს მარტინმა, MoMA-ს თანამედროვე ხელოვნების ფილიალმა (PS1) ნიუ-იორკში, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტმა და ჩიკაგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ არ არსებობს გამოხატვის უღირსი საგნები, აღქმები, მოვლენები თუ ამ მოვლენების ინტერპრეტაციები.

სამი წლის წინ ამერიკელმა ჟურნალისტმა ენ ბერნარდმა National Geographic-ისთვის მომზადებულ რეპორტაჟში შემდეგი სიტყვები დაწერა: „თუ დაეცემა დამასკო, დაეცემა სირიაც.“ ომის დაწყებიდან, თითქმის, ექვსი წლის თავზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ციტადელად ქცეული სირიის დედაქალაქი გადარჩა, ხოლო ალეპომ, სიდიდით მეორე უძველესმა ქალაქმა და ომამდელი სირიის ბიზნესცენტრმა, დაცემა 2012 წლიდან (სამოქალაქო ომის დაწყებიდან ერთ წელიწადში) დაიწყო, თუმცა, მაინც ბევრს გაუძლო გარდა რუსეთის ავიაიერიშისა.

ციდან ალბათ ყველაზე კარგად ჩანს გერმანული რაციონალიზმი, მიწის და განახლებადი ენერგიიის ათვისება (გუშინ მხოლოდ მიუნხენიდან ფრანკფურტამდე მგზავრობისას 500-ზე მეტი ქარის წისქვილი დავთვალე), ტყის ფართობების და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეს რაღაც განსხვავებული სიმეტრიით მონაცვლეობა და, მთლიანობაში, ეს განსხვავებულად დავარცხნილი რელიეფი.

გაძვირებული საიმპორტო ავტომობილების ფასი (გამოწვეული აქციზის ზრდით), სავარაუდოდ, გაახანგრძლივებს საქართველოში არსებული ავტომობილების „ექსპლუატაციის“ ვადას. შესაბამისად, ტექნიკური შემოწმების შემოღების ვადებისა და პირობების გაურკვევლობის პირობებში, შესაძლოა, ტექნიკურად არც ისე სახარბიელო მგომარეობაში მყოფმა ქართულმა ავტოპარკმა გაიხანგრძლივოს მავნე აირებისა და უსიამოვნო ინდუსტრიული ხმების „გამობოლქვის“ პერიოდი.

В шестидесятые годы прошлого века Ферруччо получил от продажи тракторов бόльший доход, чем планировалось, и исполнил свою мечту: поставил в свой гараж новенькую «феррари». Вторая часть этой истории намного интереснее. «Феррари» не оправдала ожиданий Ферруччо. Ферруччо, не раздумывая, явился прямо к Энцо Феррари, чтобы обсудить недостатки машины, он высказал свое мнение и предложил помощь в решении проблем...

აბორტის უფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოსტულატია ადამიანის უფლების კონვენციაში. გაეროს CEDAW-ს კომიტეტის დეკლარაციაში წერია: „გაეროს წევრმა ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანდაცვის სფეროში ქალის მიმართ ყველანარი დისკრიმინაციის აღმოფხვრას, ქალის და კაცის უფლება თანაბრად უნდა იყოს დაცული და ქალებს უნდა ქონდეთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, ოჯახის დაგეგმარების ჩათვლით“.

ბატონი სერგო ქალაქ თელავიდან თან რეალური პიროვნებაა და თან კრებითი სახელია იმ ადამიანებისა, რომლებიც ევროინტეგრაციის მიმართულებით ინფორმაციულ შიმშილს განიცდიან.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია "ჩერნომორენერგოს" დირექტორის, ასლან ბასარიას განცხადების შესახებ, რომელსაც ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიაც ადასტურებს და რომლის მიხედვით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული არცერთი კილოვატი ამ ეტაპზე საქართველოს არ მიეწოდება და მთლიანად აფხაზეთს მიაქვს, ხოლო ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წაღებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამომუშავებულის 80%-ს შეადგენს.

ქართველ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა გარკვეულ წრეში სიტყვა „ლიბერალიზმი“ ძალიან უარყოფითი რენომეთი სარგებლობს. ჩემი აზრით, ამას სამი უმთავრესი მიზეზი აქვს. პირველი, ესაა რუსული რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც „რომის მესამე იმპერიის“ სულისკვეთების მქონე ავტორების მიერაა დაწერილი, რომლებსაც ყველანაირი ლიბერალური აზრი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს რუსული იმპერიის მართლმადიდებლურ მისიას, თავად მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო ძალად მიაჩნიათ; მეორე, ზოგიერთი ლიბერალის აგრესიული, ანტიეკლესიური პოზიცია, რომელიც სულაც არ გამომდინარეობს კლასიკური პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებიდან და აქედან გამომდინარე, თავად ამ ლიბერალის ბრალია და არა ლიბერალიზმის; მესამე, ზოგადად ლიბერალიზმის მოწინააღმდეგენი კარგად არ იცნობენ კლასიკური, პოლიტიკური ლიბერალიზმის ბუნებას.

ახალციხის რაიონში მცხოვრებ ერთ-ერთ მეფუტკრეს, რომელიც ევროპაში ქართული თაფლის ექსპორტისთვის საჭირო მოთხოვნებზე ინფორმაციას ეძებდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ურჩიეს", რომ ევროკავშირში თაფლის შეტანაზე ფუჭ ოცნებას თავი დაანებოს და ცოტა უფრო პრაგმატულ-მიწიერი საქმით დაკავდეს.

ახლო აღმოსავლეთსა და სირიაში შექმნილი ვითარება შედეგია ცივილიზაციურ - რელიგიური კონფლიქტების გაღვივების, რომლებიც ემყარება საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნო-რელიგიურ რწმენებს და რომელთა გაღვივება ხდება გლობალური და რეგიონული პროცესების ფონზე.

Адвокатирования

შეხვედრა საღამოს 6 საათზე , www.eugeorgia.info-ს ოფისში დავნიშნეთ. ჩვენი ჯგუფი პირველად უნდა შეხვედროდა ახალციხის რაიონში, სოფელ ანდრიაწმინდაში მცხოვრებ მეყველეს - გალინა ინასარიძეს და მის შვილს - რუსლანს. თავდაპირველად, შეხვედრის მიზანი ერთმანეთის გაცნობ

Избранные статьи

The American blueberry, which adapted well to the climactic conditions of the Guria and Adjara highlands, is in high demand on the global market because of its unique properties. This year, 12 tons of blueberries grown in Georgia were delivered for sale o

EU representatives inspected the production of honey in Georgia and concluded that honey is one of the best-placed Georgian products, along with hazelnuts and wine, for entering EU markets.

მეწარმე წლიურ მოგებაზე მე-4 წლიდან გადის, ხოლო მე-6 წლიდან მიღებული მოგება პლანტაციის გაშენების და მოვლის მთლიან ხარჯებს აჭარბებს

1 კგ - 30 ლარი- ამ ფასად შეგიძლიათ იყიდოთ სატაცური წელს ქართულ საცალო ქსელებში. ცხოვრების დონის გათვალისწინებით, ბოსტნეულს თამამად შეუძლია დელიკატესებს შორის თავისი ადგილი დაიკავოს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, ფასს არც მისი თვისებები ჩამორჩება.

Paata Mogelashvili owns a 20 hectare orchard in the village of Variani, in the Gori District. He has been tending the orchard together with his brothers for several years.Recently, the orchard was replenished when the Sinap and Champion apple cultivars we

რუსეთის სამხედრო თეორეტიკოსების მიერ შექმნილ “მომავლის ომის” მოდელს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა უკრაინის კრიზისმა, რადგან კრემლმა სწორედ აღნიშნული მოდელის გამოყენებით მოახდინა უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ანექსია და შექმნა დესტაბილიზაციის კერები.

"The EU market has a huge advantage. First and foremost it is stability. European market is a developed market with profound and well established rules. Russian market on the other hand lacks this kind of cohesion. Few rules that exist there are often sub

Anchovy harvested from the waters off the Georgian Black Sea shore will be one of the first products to be exported from Georgia to markets in the EU. To see how effectively the National Food Agency of Georgia controls local production, the Directorate Ge

ევროპის ბაზრებზე ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან ყველაზე დიდი ოდენობით ისევ თხილი და ღვინო იყიდება, თუმცა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის (DCFTA) ამოქმედების შემდეგ ევროკავშირის ბაზრის მიმართ ქართველი მეწარმეების ინტერესი სულ

Amazon export hub-ი საქართველოში დაფუძნებული ახალი კომპანიაა, რომელიც ელექტრონული კომერციის ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს amazon.com-ის უდიდეს ელექტრონულ მარკეტზე გაყიდვებს ასწავლის.

banner
banner
banner
banner
banner